giohunt1982, მეც მაგის იმედი მაქ რო მთვარის შევსების მერე ამოძრავდება.თორე ისე ჩაგველევა ეს თებერვალი რო ვერც გავიგებთ მონადირედ უნდა დაიბადო და მერე უნდა გახდე მონადირე ! ! !
მოგესალმებით ყველას შემთხვევით ვინმეს სურვილი ხომ არ ააქვს ხვალ იხვზე სანადიროდ წასვლის მაქვს ფიტულები საყვირი ადგილიც კარგი ვიცი მარა მანქანა არ მყავს ვინმეს თუ სურვილი ექნება შემეხმიანოს :))
რა ხანია იხვი აღარ დამინახავს,იქნება რამე კიდევ ნეტა
ხო მეც მაგ დღეში ვარ სიმართლე ვთქვა,კახეთში სოფელი ნაქვს და ხშირადაც დავდივარ და ვნადირობ,ბიჭებს ველაპარაკე და არაფერიაო მაგრამ ღამით ნადირობა არ არის იქ პოპულარული არც იციან შესაბამისად ღამე მოძრაობს თუ არა იხვი,ამ სიშორეზე კიდევ ასე წასვლა ცოტა ძნელია
hauhau78, არც ჩემსკენაა პოპულარული ღამით ნადირობა,მე მხოლოდ დილით 7სთ დან ვიწყებ ხოლმე,ნელ ნელა რო ნათდება მაგდროს მოძრაობს კარგად,მერე ქრება რო გათენდება გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
hauhau78, არც ჩემსკენაა პოპულარული ღამით ნადირობა,მე მხოლოდ დილით 7სთ დან ვიწყებ ხოლმე,ნელ ნელა რო ნათდება მაგდროს მოძრაობს კარგად,მერე ქრება რო გათენდება
ხო მე ღამეც ხედვა ძალიან მიჭირს ისედაც და სიმართლე ვთქვა არასოდეს ღამე არ მინადირია ანუ ვგულისხმობ მთელი ღამე.ისე ღმოჩნდა რომ მთელი იხვი თურმე ღამით მოძრაობს
firali81, ხო დასავლეთში იხვის ნასახი არაა გუშინ ფოთში იყვნენ წასულები და 7 კაცმა 1 იხვიც ვერ მოკლა,თოფი არ გვისვრიაო ნუ დაგწყდება გული იმაზე რომ დააცილე,რადგან მონადირე რასაც ესვრის ყველას რო კლავდეს ბუნება გადაშენდება ! ! !
ეჰ კახეთში ისეთი ამინდებია რამის ხეხილმა იყვავილოს ..გაზაფხულს შეშურდება ისეთი ამინდებია ალბათ სეზონი ისე ჩამთვრდება იმედიც არ მაქ რა წელს დამაღალატა მაგრად kaxelosso
იხვებზე სეზონი ვერ შედგა და აწი შანსებიც ცოტაა. ადრე, სადღაც დეკემბრის დასაწყისში იწყებოდა ნადირობა და მთელი 3 თვე გრძელდებოდა. ვგულისხმობ 1998-2003 წლებს. მერე იწყო კლება და მივიღეთ ის, რაც გვაქვს დღეს.
უამრავი ხელშემწყობი პირობა გააჩნია ამას. მათ შორისაა, ტერმინალების მშენებლობა, ბოლო ადგილზეა, ალბათ, ბრაკონიერობა ამ ჩამონათვალში.
ეხლა კი ღმერთს უნდა ვევედროთ, რომ აღარ მოყინოს, რათა არ დააყრევინოს ყვავილები ხეხილს kakhi
იყო ვინმე მთვარეზე გვიან ღამემდე ტყეში? შემოდის ნეტა რამე? ბოლო 3 დღეა არ ვყოფილვარ მანამდე 3 წასვლა თოფი არ მისვრია, მგონი იხვმა უკან მოიტოვა საქართველოს ტერიტორია.. დათბა იქით ყველაგნა. landia, გეთანხმები თებერვალი თავისას იზამს, ერთ არევას კარგად აირევა ამინდი, ვნახოთ იქნებ გამოვიდეს იხვი. პ.ს: წელს მეცალა და თითქმის არცერთი სანადირო ამინდი არ გამომიტოვებია, 90 ცალამდე ხარაზული ავიღე და პატარები კიდე ცალკე, მე ვერ ვიტყვი რო სეზონი არ შედგა ვერც იმას ვიტყვი რო კარგად იყო იხვი, მაგრად მიმართლებდა 3-4 კაცი წავიდოდით და მარტო მე ვკლავდი უმეტესად.
მთვარე კი შეივსო მაგრამ იხი არაა,ისეთი ამინდდებია რო გაზაფხული გეგონება.ვნახოდ თებერვალი როგორი იქნება,თუ აირევა ამინდები იხვიც გამოჩნდება. მონადირედ უნდა დაიბადო და მერე უნდა გახდე მონადირე ! ! !
მართლაც კარგი ვიდეოა ნანახი მქონდა ადრეც, მარა თეორიულ შეხედულებებს პრაქტიკაში რატომღაც ვერ ვიყენებ, როცა სასროლზე მოვა მაინც ისე ვესვრი როგორც გული მიკარნახებს, სხვათაშორის არც თუ ურიგოდ :) akson777, რავი მეგობარო რა გითხრა ალბათ მართალი ხარ, თავის ქება არ მიყვარს მეშინია იღბალმა არ მიმატოვოს
დამატებულია (03.02.2015, 14:01:29) --------------------------------------------- ჩვენი იხვზე წარუმატებლობის მიზეზი იხვის არასტაბილურობაა ქვეყანაში სადგაც 2 -3 იხვს გადავაწყდებით და იმის შიშით რო არავაცილოთ ისე უმიზნებთ გულდასმით გულში რო საბოლოოჯამში ვაცელთ :D და კიდე არუნდა შეგვეშინდეს ლულის წინ გაწევა და სიცარიელეში სროლა აგერ ვიდეოებიც ამის დასტურია.მარა კიდე ერტი პრობლემაა ყველაპერს ჭირდება პრაქტიკა და იხვის პასიურობის გამო პრაქიკა ნაკლებიგვაქ.
landia, მართალი ხარ, როცა ფრინველების რაოდენობა ცოტაა, მაშინ ნერვების ფაქტორი თამაშობს გადამწყვეტ როლს, როცა ცოტაა იხვი , მის დანახვაზე უმეტეს მონადირეს გულის ფანცქალი ესწყება და ხშირ შემთხვევაში გაუაზრებლად და დაუმიზნებლად გამოკრავენ ხოლმე სასხლეტს, ლულის სწორ გაყოლებაზე და წინსწრებზე ხო ლაპარაკი ზედმეტია და შედეგად იხვიც უვნებელი მიდის. ამის საუკეთესო მკურნალი პრაქტიკაა რა თქმა უნდა იხვის საჭირო ოდენობაც უნდა იყოს რომ მონადირეს სროლის დროს პანიკები არ ქონდეს.მონადირე უნდა გრძნობდეს რომ 1-2 იხვს თუ დააცდენს არ მთავრდება ნადირობა და შანსი კიდევ ექნება , შედეგად სროლის დროს ნერვიულობა იკლებს , იკლებს შეცდომებიც და მსროლელი მიიღებს გამოცდილებას და მიაღწევს იმ შედეგს რომ არ შერცხვეს. "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
წინსწრება აუცილებელია შორ მანძილზე. ბევრი მინახავს საღამოსგადაფრენაზე შემოსულ იხვს(15 მეტრში) წინ ესროდა და აცილებდა ანუ ახლოს არანაირი წინსწრება არაა საჭირო..რაცშეეხება იხვს ვერვიტყვი რომ ცოტაა საქართველოში ვინც არ დაიზარებს ბევრ იხვსაც ნახავს..(წელს ჩავარდნა ქონდა მაგრამ 2 დღე იმდენი იხვი იყო რომ შეგეძლო სეზონი მაგ 2 დღეში დაგემთავრებინა..
დამატებულია (03.02.2015, 15:13:58) --------------------------------------------- Nikadzia, გეთანხმები. ეგ გულის ფანცქალია ყველაზე მაგარი(ადრენალინი) მაგის გარეშე ნადირობა უინტერესო იქნებოდა..
Nikadzia, კი აზარტი ყოველთვის ახლავს ნებისმიერ ობიექტზე ნადირობას, ამას ვერ გაექცევი (თუმცა რატო უნდა გაექცე რო?)
giorgi1998, სიჩქარეს გააჩნია მეგობარო. 15 მეტრში ჭიკვარამ შეიძლება ისეთი სიჩქარით ჩაგიფრინოს რომ 3 მეტრი დაჭირდეს წინსწრები ხუმრობა ხუმრობად იყოს მაგრამ ზოგჯერ მართლა შეიძლება სწრაფად მოგიახლოვდეს იხვი (ყოველთვის არა) და ასეთ სიტუაციაშიც საჭიროა წინ გაყოლება თუნდაც ახლო მანძილზე. "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
akson777, არ ვიც რაციხვი მომიკლავს ახლო მანძილზე არასდროს არ გამიკეთებია წინსწრება.. ისე შარშან 55-60 მეტრში 3 იხვ მიფრინავდა ხაზზე დაუმიზნე პირველ იხვს სადგაც( ნახევარი მეტრო) წინ გავისროლე და პირველი იხვის ნაცვლად ბოლოს რომელიც მიფრინავდა ეგ ჩამოვარდა (რავი მეტი წინ რამდენი უნდა გამეყოლებინა) ნადირობა
giorgi1998, 60 მეტრში მეტი უნდა გაგეყოლებია რომ მოგერტყა იმ იხვისთვის რომელსაც უმიზნებდი, თუმცა გამარჯვებულებს არ ასამართლებენ მაინც მოკალი მაგ გასროლით "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
დავწერე აქ სადღაც 60 მეტრში დაყოლიება უნდა 3 მეტრამდე როგორც ზევით დადებულ ვიდეობშია მოცემული, რათქმაუნდა სიჩქარესაც გააჩნია და როგორი კუთხით მოფრინავს, მაგრამ თუ თავის ხოდით მოდის და ჰორიზონტალურად გადაგიფრენს 60 მეტრის მანძილზე 3 მეტრია წინ დაყოლიება საჭირო
გულისფანცქალი ნუმოგვიშალოს ღმერთმა მეგობრებო ნაბულის და Fრინველის წამოფრთხიალების :Dმარა რაც გიგულისხმეთ მედა აქსონამ ყველამ კარგად მივხვდით.წინსწყება 15 და 10 მეტრშიარჭირდება იმშემთხვევაში თუ ნარნარით მოფრინავს იხვი რაც იშვიათი რამაა.და სასროლმამძილზე 25 ,30,35 მეტრში აუცილებელია წინსწრება თოფის შეჩერების გარეშე და გასროლა მარტო წინსწრება არაფერია ლულა თუგააჩერე გასროლის დროს,ეგ მეგობრებო საშვალებას რაუთხარი თორე კვირაში 1 ხელ მაინც როგორ არუნდა გაისროლო 100 - 200 ვაზნა მაინც სტენდზე.მე ნამეტანი შეუბერე თემასაც გადაუხვიე და ამიტომ დავახვევ ეხლა აქედან თ.მაჭარაძე
ლულის არ გაჩერება კაი ვარიანტია, მაგრამ არსებობენ მსროლელები რომლებიც წინსწრებას და გასროლას აკეთებენ გაჩერებით, არ გაჩერება უფრო პრიორიტეტულად ითვლება, მაგრამ ვისაც როგორ ურჩევნია და გამოსდის ისე ისვრილს ალბათ:) მე ვუყოლებ მაგალითად. რაც შეეხება ახლო იხვს, თუ მოფრინავს მთელი ხოდით ზუსტად ნასროლი კუდზეც არ გამოედება:) ეგ კიარადა იმდენად გადავეჩვიე ნარნარ იხვებს რომ წელს საყვირით მოყვანილი, დღისით მზისით რიონზე რო მიქრის მარტოხელა იხვი, რო არაა სანადირო ამინდი და იმედიც რო არ ჩანს, დავუძახე, მოვატრიალე 180 გრადუსით, მოვიდა დამაჯდა ნარნარით და ავუღე ბიძია წინსწრება დიდის ამბით და რო გავისროლე და არ ჩამოვარდა, სანამ გადავხარშე რა მოხდა, ქე წევიდა უტკა saburtalo77
დამატებულია (03.02.2015, 21:48:15) --------------------------------------------- ბრონი ჟილეტიან იხვი შეგხვედრია მეგობარო :D მედამემართა მაგარი ამასწინ რა იხვი მოვიყვანე საყვირით და როწამოუდექი სასროლად გარიალდა უკან იმიზნე უმიზნე და როგავისროლე ისეთი მანერი გააკეთა იხვმა რო კუდზი მოხვდა და ბუმბული დამიტოვა 1 ცალი ვაზნა მქონდა დარჩენილი თან რაც ის მე ვცყევლე რაგაახარებდა :DDDDD
landia, ხშირია იხვზე ეგეთი შემთხვევები, სამმა კაცმა ვესროლეთ, ჰა, ჰა 40 მეტრში, რო წამოუდგები და შეყენდა ჰაერში, 2 ნასროლი ისეთი უეჭველი მოხვდა რო მეტი არ არსებობს, რო ხედავ რა მოხვედრას. ტიპი ატრიალ დატრიალდა, წავიდა ნელ ნელა ატორტმანებული, ვდგევართ ველოდებით რო უნდა ჩამოვარდეს და ჩემი ფეხები, წაიღო 4 ნომერი სახლში:) ყველაFერი ხდება, წელს დღისით ჩაჯდა რიონში გუნდი, ვეპარე ვეპარე ვერ მიბევაპე და ადგნენ ადრე, მერე მაღალზე დატრიალდნენ და თავზე გადამიარეს, პროსტა ვესროლე, გაბრაზებისგან და არ წამოვიდა კაი მამალი ფრიალ ფრიალით:) 1 კაკალი ქონდა სახეში მოხვედრილი. მაგარია ნადირობა, უამრავ მოსაგონარს გიტოვებს saburtalo77
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!