წრევანდელია მეგობარო გუშინ მოვინადირე მტკვარზე ამბობენ წელს იხვის წელიაო და დასაწყისიც ეგეთი ჩანს
დამატებულია (04.11.2018, 19:54:05) --------------------------------------------- ესეც დღევანდელი რუსეთის აგენტები 007 და 007+ კარგი პირი უჩანს წრევანდელ სეზონსბ
ბიჭებო კაპანიდან თუ ხართ ვინმემ გამეცით პასუხი მოძრაობს იხვი ნუ ეხლა გუნდებათ არ ვამბობ მაგრამ თუ მოძრაობს ცოტ ცოტა მაინტერესებს ან დილით მაინც პერელიოტზე
moNadire47, გამარჯობა მეგობარო მე ხშირად დავდივარ გონიოს პოლიგონზე იქვე კვარიათში ვცხოვრობ სადღაც 3-კილომეტრში ასე რომ არანაირი იხვი ბატი და არც ლისუხა ანუ მელოტა არარის ჯერ თუ არაუცივა არაფრის იმედი არმაქვს
კვირას კარგად იჯდა იხვი რიონზე სოფ. ანჯელში, ქვიშის პატარა კუნზულებზე ისვენებდნენ. გამოჩნდა ბატების ორი კარგი გუნდი 15-20 ცალი თითოეულში. ალბათ საღამოს გადაფრენაზე მოვა სიმინდის ყანებში. წყლიანი ადგილების მოძებნა უნდა... აღსანიშნავია რომ იმ დღეს ქარი ჩადგა დასავლეთში და წვიმა წამოვიდა, თუმცა რიონზე მაინც იყო ტალღები. რამაც ალბათ განაპირობა იხვის მოზღვავება მითითებულ რაიონში... იმედია აწი უფრო გამოჩნდება სანატრელი იხვი... Gocha
მოგესალმებით ძმებო მონადირეებო, რაც შეეხება იხვის თემას. დღეს მეგობართან ერთად დილის 4 საათიდან ვიმყოფებოდით ყულევში ზღვის პირას საერთოდ იხვი თვალად ირ გვინახავს არც გადაფრენაზე და არც ზღვაზე არ მოძრაობს, იმედია ამინდების არევასთან ერთად ცოტ-ცოტა გამოჩნდება....ყველას წარმატებულ ნადირობას გისურვებთ.. Gocha
ეხხ სადაა იხვი,ასეთი თბილი ამინდი სანამაა დავივიწყოთ იხვიი მეგობრებო,მე ვფიქრობ და ჩემი დაკვირვებიდან, ხშირ შემთხვევაში ამინდი იანვარში უფრო ხშირად ფუჭდება და უფრო ტემპერატურა ეცემა+ზღვის ღელვაც, უფრო მეტი იხვი იანვარში ხშირად მომიპოვებია, ასე რომ არინერვიულოთ ყველაფერი წინაა
ძმებო მონადირეებო, ყველას გილოცავთ ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულს მისი ძალა და მადლი გფარავდეთ. დეკემბრის ახლადმოსული იხვი სულ სხვაა, ახლა გახურებული სეზონი უნდა იყოს უკვე მაგრამ.. კი ხედავთ რაც ხდება, დასავლეთში საერთოდ არაფერი არ ჩანს ჯერჯერობით, იმედია არ დაგვწყვიტავს გულს მონადირეებს დედა ბუნება, ისე ყოველ წელს იგრძნობა როგორ მცირდება სანადირო ფრინველების რაოდენობა...მახსენდება 2006-07 წლებში ათასობით მკვდარი იხვები ეყარა პალიასტომზე და მის შემოგარენში შესაბამისად ვერ აღდგა სათანადო დონემდე იხვის პოპულაცია... Gocha
იხვი იხვიო სადაა იხვიო და სავასეა იხვით წყალწმინდა სურათის გადაღება ვერმოვასწარი თუ ვინმე მოხვდებით გადაუგეთ და დადეთ.იმედიმაქ მაგ აწმყო თუარაგვწყალობს მომავალი ჩვენია!
დამატებულია (25.12.2018, 12:41:59) --------------------------------------------- მოკლედ ნოემბერში ვიხილე იხვები თითო ორორა მოპოვებაც მოვახერხე არც ყინვები იყო არც თოვლები არც ქარები . ეხლა კი დეკემბერი მთავრდება ყინვებიც ურტყავს ალაგ ალაგ და თოვლებიც მაგრამ კვატა არ ჩანს რაშია საქმე საინტერესოა არა და დიდ იმედს ვამყარებდი წრევანდელ სეზონზე დასაწისიდან გამომდინარე
დასავლეთში თითქმის ყველგან აკრძალეს იხვზე ნადირობა. ყველგან კოლხეთის ეროვნული პარკია. კარგია ეროვნული პარკი მაგრამ სანადირო ადგილს თუ არ დატოვებ ისე აღარც ეროვნული პარკი მინდა და აღაც არაფერი. ვინც მაგ კანონებს იღებს იმის ოჯახი მოვიკითხე ყველა ბრუნვაში. თფუი... იუთუბზე გაიხედავ, ხალხი ნადირობს იხვზე, ჩვენ მხოლოდ უნდა ვუცქიროთ. რატომ არავინ იღებს ხმას, რატომ არ ვითხოვთ კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიების შემცირებას. მხოლოდ პალიასტომის აუზი და მდინარე ფიჩორის მიდამოები უნდა იყოს ეროვნული პარკის საზღვრებში. ესეც ძალიან დიდი ტერიტორია გამოდის. იმნათზე, ნათხარში, კუკანზე, ყულევში დაუშვან ნადირობა!!! ისე "პაგონიან ბიძიებს" თავად გედეი უწევს გიდობას იქ სადაც პატიოსან მონადირეს აკრძალული აქვს ნადირობა. მაგათვის არც ეროვნული პარკია და არც ნაკრძალი. უნადირებელ ადგილებში უკეთ იკლავენ ნადირობის ჟინს. სხვა მონადირე იქ არ ჭირდებათ. მაგათვის პარკი უფრო წარმატებულ სანადირო ადგილს ნიშნავს. ასე იყო და ახლაც ასეა. ეს ხალხი ნებით არასოდეს დაუჭერს მხარს პატიოსანი მონადირისთვის სასარგებლო რეგულაციებს.
hunter, კარგად იყო იხვი და ერთI ცალი აიღე ამას ეძახი კარგად ხოყნფას.თუ მაღალზე გადმოდიოდა თU სადიყო ეს ამბები ინტრიგა ჩაააგდე და ბარემ ბოლომდ3ე გვითხარი გასკდა გული აწმყო თუარაგვწყალობს მომავალი ჩვენია!
ტრაპიზონ უზონგულის ტბა 30.12.2018 იფ იფ იფ ესეც საახალწლო განწყობისთვის, ყველას გილოცავთ ახალ წელს მრავალს დაესწარით ეს წელი ყოფილიყოს ყოველი ჩვენგანისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ბედნიერების და სიკეთის წელი
გამარჯობათ გილოცავთ შობა ახალ წელს წარმატებული წელი ყოფილიყოს ყველასთვის, რა ხდება დასავლეთისკენ ამოძრავდა იხვი? თუ შეგიძლიათ დაწერეთ ვინმემ თუ მოძრაობს იხვი
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!