ოცტომბრის მეორე ნახევრიდან იწყებს სტაბილურად შემოსვლას, მაგრამ მერე რა რო ეხლა დაიდო ვიდეო?! "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
მალე გამოჩნდება ტყის ქათამი ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
ის ძაღლები რა უყავი კურდრელს და ქატამს რო ავლებდი მუსრს? ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
გურიაში გომის მთაზე რო მოთოვს მერე იწყებს შემოსვლას ქათამი. თუ ნახევრამდე ჩამოთოვა აი მაშინ მოგეცა ლხინი მესამე დღეს დიდირაოდენობით ქათამი შემოდის და პერელიოტზე 6 ხან 7 ცალი მომწევია. ყველას ვერ ვესროლე ისეთ ადგილზე გადაიფრენს ხოლმე ხან მარა 2-3 ცალი აყვანა უპრობლემოდ. დოლასაც თუ დახვდები დილასაც გადმოდის მარა ცოტა ხანი გრძელდება დილას ვიდრე საღამოს. მაგრად მიყვარს ქათმის პერელიოტი
მოგესალმებით ყველას! დიდი ხანია არ შემოვსულვარ ფორუმზე გარკვეული პრობლემების გამო. ვინმემ ხომ არ იცის თბილისთან ახლოს სად შეიძლება ქათამზე რომ ვინადირო? შორს ფიზიკურად ვერ გავდივარ და ამიტომ იქნებ აქვე სადმე გავიდე. ან თუნდაც ერთობლივი ნადირობა მოგვეწყო? თუ შევთანხმდებით პირადში მომწერეთ ან დამირეკეთ 595-005-925 (ანდრო)
gio90 მეგობარო სად ნახე ვერ მეტყვი? ჯერ კი ცოტა ადრეა მასიურად ქათმის შემოსვლისთვის, მარა თუ წვიმიანი ამინდები იქნა 20 რიცხვის მერე გამოჩნდება. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
ძალიან გაიჭიმა შემოდგომის მოსვლა, თუმცაღა მწყერი (მერცხლებიც დიდი ხანია წავიდნენ) უკვე გადაფრინდა, რაც ნიშნავს ზამთრის ადრე დადგომას. შესაბამისად,ქათამიც გამოჩნდება. ვუერთდები თქვენს იმედებს. გამარჯობა! kakhi
მწყერით მეც საკმაოდ ვისიამოვნე ჩემი ზაღლის წყალობით წელს.... იმედია ქათამიც კარგად იქნება.თუმცა ამიდზე თუ მომიწია სახლში ყოფნა პირველი აციება და პირველი თოვლია ქათამზე ..... გელი *ვ ა ლ დ შ ნ ე პ ო* "თოფს უკან,კაცი უნდა!"
სერგო.არ ვიცი მეგობარო შენ სად ინადირე მაგრამ იმერეთში კერძოდ ჭიათურის ძაან ბევრ რაიონში წელს ნაკლებად იყო,კურცჰაარი მყავს ლექსებს არ წერს თორეე მარჯვე ხელები მადლია ღმერთისგან
ჭიათურაში სად ცხოვრობ? მეც ჭიათურელი ვარ (სოფელი რცხილათი) და წელს და შარშან ნაკლებად იყო მაით. ქათმის იმედი მაქ, იქნებ მაგაზე მაინც ვისიამოვნო "აქ არიან არტისტები ცხოვრებაში და უიღბლოები ნამდვილ სცენაზე"
სამი დღის წინ ვიყავი დმანისში დზმაკაცთან და ისე მოხდა რო ცხვარი დაიკარგა დაა ტყეში გვექნა სასიარულო .3 ცალი ტყის ქატამი ვნახე ერტდროულად და მელაზე და კურდღელზე საუბარი ხო ზედმეტია იმდენია..!!! r.jiqia
ამ თვის მეორე ნახევარში მთებში ჩამოთოვს - საერთო აცივებაა ნავარაუდევი, მათ შორის წალკაშიც მოთოვს, ასე რომ, ვფიქრობ ქათამი გამოჩნდება. წარმატებულ ნადირობას გისრვებთ ყველას. ინფოები დააგდეთ აუცილებლად, ჩემი თხოვნა იქნება kakhi
მოუთმენლად ველოდები ტყის ქათამს. ჩემი აივნიდან კარგად ჩანს ხვამლის წმინდა მთა და სვანეთის მთებიც. მთელი ცხოვრება ვაკვირდები და ზუსთად ვიცი როდის შეიძლება ვალდშნეპზე სანადიროდ წასვლა. ჩემი პოინტერი წელს პროფესორი უნდა გავხადო ამ ფრინველზე ნადირობაში. შარშან 2-ჯერ მყავდა, ორივე გასვლაზე ნახა, მაგრამ ვერ მოვინადირეთ და არც იცის როგორია ვიზუალურად ტყის ქათამი. ერთი რამ მინდა კიდევ შეგახსენოთ _ მწყერი 15-20 ოქტომბრამდე აუცილებლად მოვა და ეს დღეები არ გამოგჩეთ. გისურვებთ წარმატებულ ნადირობას. დაგლოცოთ უფალმა... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
nugomonadire, იქნებ გვითხრა ჩვენთან იმერეთში როდის ველოდოთ ქათამს, წელს დიდი გამოცდის წინაშე ვართ მეც და ჩემი ლავერაკიც, რომელიც ქათმის ოსტატია როგორც ჯიში, რათქმაუნდა ვეცდები მისი გენეტიკური შესაძლებლობები ბოლომდე გაიხსნას და ტობივით ასახელოს თავიც და მეც მასახელოს. ★ஜ۩۞۩ஜ★
ბავშვობიდან მივჩერებოდი წელიწადის ამ დროს მთის კალტებს როგორც კი ჩამოთოვდა ვიცოდი რო უკვე შეიძლებოდა ამ გრძელნისკარტა ლამაზმანის მონადირება ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
24 ოქტომბრიდან სერიოზული აცივებაა პროგნოზირებული, მთებში ჩამოთოვს, მათ შორის წალკასა და მის სიმაღლეზე მყოფ რაიონებში. შესაბამისად,ქათამიც დაბლა დაიწევს. იქნება ძმებო. მე ვგეგმავ 25-ში 3 დღიან გასვლას. ახლობლები მყვას დმანისში და მივდივარ. შედეგებს მოგახსენებთ.
დამატებულია (12.10.2012, 12:41:52) --------------------------------------------- http://www.accuweather.com/ru/ge/georgia-weather აი საუკეთესო ვებგვერდი
მეც ველოდები სულ მოუტმენლად შარშან პირვლად ვნახე ცეემსკენ და სხვათაშორის კარგად იყო იმედია წელსაც გვესტუმრრება...ულამაზესია და უმაგრესი სანადიროა მიყვარს ტყის ქათამი...
[img][/img] „უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.“
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!