ეს თემა თავისუფალია და მონადირე ძაღლების შესახებ ნებისმიერ საკითხს დაეთმობა. ისეთი პოსტები რომლებიც კონკრეტულ თემას გააოფებენ აქ შეგიძლიათ დაწეროთ! მხოლოდ ერთი გამონაკლისი წესი: არანაირი შარიკა ქოფაკიშვილები! ანუ არანაირი მეტისები, არც განხილვა და არც ფოტო!! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
bagalo_g, კურცჰაარი ან დრათჰაარი არი სადღაც ახლოს გავილი მაგ ლეკვის სისხლთან, რავი მეგობარო რაგითხრა, მეტისები მინახავს ნადირობენ და თან კარგადაც, და შენ თუ კარგი მონადირე ჯიშის ძაღლი გინდა გყავდეს ეს ის არ არის!
bagalo_g, თუ აიყვანე აწი ხოარ გააგდებ? ეზო თუ გაქვს, ბოლო ბოლო ეზოში ძაღლი გეყოლება. ნადირობით ყველა ძაღლი შეიძლება დაგეშო, მაგრამ მაგასაც ცოდნა და მონდომება უნდა. როგორც solomon, -მა თქვა კურცჰაარი ან დრათჰაარი უზის სადღაც და არაა გამორიცხული უყივლოს გენმა. მოკლედ თუ შემოუშვი და პური აჭამე, გაგდება მემგონი აღარ იქნება კაი ამბავი saburtalo77
არა გაგდებას არც ვუპირებ... მეცვხარეც მყავს ორი ლეკვი ფერმაში და ტუ რამე იყო ამასაც იქ დავტოვებ, ბოლო ბოლო სულიერია.. მე ჩემსსას ვცდი, იქნებ გამომივიდეს რამე და თუ თუ გამოვიდა ხომ ძალიან კარგი... მადლობა ბიჭებო რჩევისთვის
ვინმემ თუ იცით ამ ხაზის შესახებ? დრათხაარის ლეკვს ვეძებ და დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ. ლეკვს იყვნენ შეპირებული, 5 ცალი მოიყვანა ერთი კვირაა გასული და გუშინ შეჭამა ძუმ 4, ასეთი რამე გაგიგიათ??
solomon, კანიბალიზმს ცხოველები(ანუ ნაშიერების შეჭმას,ამ შემთხვევაში),გაუწყლოვების დროს მიმართავენ,ტვინი აიძულებს წყლის მარაგი აინაზღაუროს ნებისმიერი გზით,ეს ინსტიქტურად ხდება.სხვა ფაქტი მე ჯერ არ მსმენია რომელსაც მეცნიერული ახსნა აქვს.რა ხნისები იყვნენ ლეკვები? ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
მეგობრებო ზეგ 15 მაისს დილის 6-ის ნახევარზე ,,მაჩაბლის კლუბი,,-ს ორგანიზებით თბილისის ზღვის მინდვრებში იწყება ლევან ციციშვილის სახელობის 3 დღიანი საველე შეჯიბრი. ეს არის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი საქარტველოში მეძებარი ძაღლის მოყვაულებისა და მფლობელებისთვის. ძალიან საინტერესო და დაძაბული შეჯიბრი იქნება, ბევრი ახალი ძარლი მონაწილეობს, ასევე საკმაოდ არიან გამოცდილი მეძებრებიც მათ შორის შარშანდელი წლის გამარჯვებულები. დასწრება თავისუფალია.
პ.ს. უმორჩილსი თხოვნაა, პარასკევს თუ ვინმე აპირებთ თბილისის ზღვაზე ძაღლის გეშვას ეს 3 დღე თავი შეიკავოთ, ყველამ ერთმანეთის დახმარებით გავაკეთოთ ისე რომ საველე შეჯიბრი კარგად ჩატარდეს. ამას ვწერ მხოლოდ იმის გამო, რომ რამდენიმე წელია შეჯიბრის დროს ვაკვირდები ბევრი ადამიანისგან რომელის საქციელიც დარწმუნებული ვარ თქვენც არ მოგეწონებათ-მიზანმიმართულ შესვლას მინდორში სადაც გამოცდა მიმდინარეობს და სამწუხაროდ ყველას ერთი ტექსტი აქვს-მე ხელს არ შეგიშლით აგერ აქ ვავარჯიშებ!
რაც უფრო მეტად გავუწევთ ერთმანეთს ანგარიშს მით უფრო კარგი იქნება ჩვენთვის, რადგან ადრე თუ გვიან ერთმანეთს მინდორშიც უნდა შევხვდეთ ნადირობის დროსაც და სუფრაზეც.
ვისაც დიპლომირებული ძაღლი ყავს, დღეს დარეგისტრირდა და კენჭისყრაშიც მიიღო მონაწილეობა ყველას ვუსურვებ წარმატებას და საუკეთესო შედეგის ჩვენებას.
http://f-picture.net/lfp/s012.radikal.ru/i319/1505/82/0c965ce4051e.jpg/htm თუ ვინმრმ იცით ბიჭებო რა ჯიშისაა ეს ძაგლი და რო დაიგეშოს იმუშავებს თუ არა ფრინველზე?
მაგას არაფერი არ აქვს მეძებრის, მდევარია ოღონდ გაურკვეველი წარმომავლობის, ატარე ტყეში ყოველ დილით და დაიგეშება ტურა-მელაზე, თან სასარგებლო საქმეს გააკეთებ მავნებლებისგან გაწმინდავ ბუნებას. ხარგაულის რაიონში დღემდე ბევრს ყავს და მართლაც ,,იმერულ მდევარს,, ეძახიან.მუშაობა მინახავს ამ ძაღლების, ჩვეულებრივი ბრაკონიერები არიან განსაკუთრებით შველზე წუწკობენ როგორც ყველა მდევარი. ნელი დევნა აქვთ მაგრამ ჟილკიანები არიან d.kakulia
გაუმარჯოს მონადირეებს ამ თემაში მონადირე ძაღლებზე ვსაუბრიბთ და იქნება დაწეროს ვინმემ უზველეს ქართულ ჯიშზე ჩაქირაზე თუ ვინმეს გქონიათ ამ ძაღლთან შეხება და როგორია პრაქტიკაში ერთი მონადირე ძაღლი გვყავს ქართველებს და ისიც გადაშენების პირასაა პოინტერებს და დატხარებს კი ვამრავლებთ და შემოგვყავს მარა ჩვენი კი იკარგება სამწუხაროდ დიდი სიამოვნებით ავიყვან თუ დამეხმარებით თუ არის კიდევ საქართველოში სუბთა ისხლი მადლობთ !!!!! z.khetsadze
qorbuda, არ ვიცი თუ ყავს ვინმეს,ადრე კი ვნახე რაღაც გადაცემა მაგ ჯიშის შესახებ.
Quoteqorbuda ()
პოინტერებს და დატხარებს კი ვამრავლებთ და შემოგვყავს მარა ჩვენი კი იკარგება
ქართველებს არ გვყავს მაძებარი ჯიში და კონსერვის ყუთებს ხომ არ ჩამოვიკიდებსთ ფრინველის ასაფრენად.რა ვქნათ ყველამ ჩაქირა მოვამრავლოთ რადგან ქართულია და რადგან ქართული მანქანა არ არსებობს ცხენებით ვიაროთ,პატრიოტიზმის დასამტკიცებლად!?სხვათა შორის იგივე ფუნქციებს სხვა ჯიშები უფრო კარგად ასრულებენ. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
დამატებულია (15.05.2015, 21:23:24) --------------------------------------------- qorbuda, სუფთა სისხლით ეგ ჯიში დიდი ხანია ალბათ აღარ არის, მაგრამ ასე თუ ისე კარგად "შენახული" ხაზები არსებობს! საბუთებით რეგისტრირებული ჩაქირა არავის ყავს საქართველოში! აყვანა თუ გინდა დაგეხმარები, მიგასწავლი ლეკვებს, მაგრამ გაითვალისწინე, რომ საკმაოდ ძვირია ჩაქირას ლეკვები! ზოგი 500$ ამბობს ხოლმე ფასს! შეიძლება უფრო იაფადაც იშოვნო.
დამატებულია (15.05.2015, 21:24:35) --------------------------------------------- kucuna1, მაძებარი თუ არ არის, ქართული "მყეფარა" ხომ არის?! ჩაქირა ქართული მონადირე ჯიშია!
ამიხსნას ვინმემ თუ იცის,რით აღემატება იგივე ფუნქციის რუსულ მყეფარებს,
იმით აღემატება, რომ ქართულია! ჩაქირას კლასიკურ მყეფარებს ვერ შევაჯიბრებთ. რადგან განსხვავებული ხასიათი აქვთ, სიავეც განსხვავებული აქვთ. ბევრი "ლაიკა" მუშაობს ხოხობზე, როჭოზე, კარელიურ-ფინურები იხვის აპორტსაც აკეთებენ, მაგრამ ჩაქირა ამას მემგონი, რომ არასდროს არ გააკეთებს, მაგრამ ჩაქირასაც აქვს თავისი "ფიშკა" და საქმე, რომელსაც კარგად აკეთებს ჩაქირას ასევე მეკვერნე ქვია! გარდა იმისა, რომ ქართულია, მუშაც არის და ეს საკმარისი პლუსია იმისთვის, რომ ღირდეს გამრავლება! ისე ძალიან ცოტა მონადირე თუ მოახერხებს და სწორად აღზრდის და დაგეშავს ჩაქირას! ამიტომაც არის ნაკლებად პოპულარული დღევანდელ მონადირეებში! ჩაქირა, პოინტერი ან კურცჰაარი კი არ არის, ძნელი მოსარჯულებელია. ვისაც ყავს, ყველა აღნიშნავს, მის სიავეს, სხვა ძაღლების მიმართაც და ზოგადად ცხოველის მიმართაც. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
ტყის ქათამზე ნადირობის შესახებ, უამრავი სტატია წაგვიკითხავს ყველას. მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო და დასაჯერებელი, გამოცდილი მონადირის, მრავალწლიანი დაკვირვებაა! ნადირობის თავისებურებებშიც და გრძელნისკარტაზე სანადიროდ მონადირე ძაღლების ჯიშების უპირატესობაშიც. ნაწყვეტს შემოგთავაზებთ ერთი კარგი და ძალიან საინტერესო სტატიიდან.
„მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტყის ქათამი 33 წლის წინ მოვინადირე, დღესაც ნათლად მახსოვს ჩემი ძუ სეტერის, მოკლე, მისთვის არადამახასიათებელი ნაბული (ეს იყო „რიტას“ პირველი შეხვედრა ამ ფრინველთან). მაშინ გამიმართლა და მე, სრულიად გამოუცდელი მონადირე, შემთხვევით აღმოვჩნდი მდინარის ჭალაში სადღაც გამქრალი ძაღლის წინ. რთმელის ზომაზე ფართოდ გახელილ თვალებით თითქოს მეკითხებოდა: „ეს რა არის? ეს რაღაც სხვაა, ჩქარა! ჩქარა, თორემ გაიპარება ამ ეკალ-ბარდში!“ ვალდშნეპმა წამით გაიელვა და ვერტიკალურად აფრინდა. სროლის შემდეგ იმდენად დიდი გახლდათ ჩემი ემოცია, რომ ფრინველის ჩამოვარდნაც კი ვერ დავაფიქსირე... ულამაზესი სურათი იყო: შემოდგომის ტყე თავისი განუმეორებელი ფერებით, ნაბულზე მდგომი თეთრი სეტერი და შინდისფერი ტყის ქათმის გრიგალისებური ამოფრენა... ამ დღიდან მოყოლებული თითქმის ოთხი ასეული ვალდშნეპი მოვიპოვე, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ ფრინველთან პირველი შეხვედრა არასოდეს ამოიშლება ჩემი მეხსიერებიდან. მინერალური წყლებიდან-ესენტუკიდან ჩამოყვანილი „რიტა“, ჩემი პირველი მეძებარი ძაღლი - 1976 წელს სანადირო თოფ იჟ58-თან და მონადირის ბილეთთან ერთად ბიძისგან საჩუქრად მივიღე. მას შეუდარებელი ყნოსვა ქონდა. დღესაც მახსოვს მისი მრავალმეტრიანი ულამაზესი ნაბულები მწყერზე, ბეკასზე, დუპელზე. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ასეთი, ძალზე მაღალყნოსვიანი ძაღლით ვალდშნეპზე ნადირობა ხშირად ნაკლებშედეგიანი გახლდათ ხოლმე. ფრინველიდან 10-15 მეტრზე გაკეთებული ნაბული, რა თქმა უნდა, უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებდა ნებისმიერ მნახველს, მაგრამ ფრინველიდან შორს, თან გაუვალ ადგილებში დამდგარი ძაღლი, დიდ პრობლემებს მიქმნიდა, ვერ ვაკონტროლებდი რა ყნოსვის სიშორეს, ხშირ შემთხვევაში ფრინველისათვის სროლასაც კი ვერ ვახერხებდი. მომდევნო ძაღლი ასევე ინგლისური სეტერი „ჩარლი“ – „რიტას“ შვილი გახლდათ და თან ზუსტად ალი-კვალი დედა. ვინაიდან ორიენტაცია, ძირითადად, ვალდშნეპზე მქონდა აღებული და ძაღლის მინდორსა თუ ჭაობში მუშაობა ნაკლებად მაინტერსებედა, ამიტომ „ჩარლი“ სწრაფადვე გავაჩუქე და შევიძინე დრათჰაარის ლეკვი, ეს იყო 1983 წელს. ძალზე დამჯერი, საშუალო ყნოსვის „როკო“ შედეგიანი იყო მწყერზე ნადირობისას. არა უშავდა დუპელზე და ბეკასზე, ბრწყინვალედ მუშაობდა დაჭრილ ფრინველზე და, რა თქმა უნდა, უნაკლო იყო წყალში ( როგორც გერმანული ძაღლების აბსოლუტური უმრავლესობა). და, აი, დადგა ტყის ქათმის სეზონიც - ორი თუ სამი გასვლა და მონადირებული 4-5 ვალდშნეპი... განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, მაგრამ ერთ დღეს - 1984 წლის 29 ოქტომბერს ძაღლი ერთბაშად გაიხსნა. მახსოვს, წინა დღეებში მთელ საქართველოში მკვეთრად აცივდა და ბევრგან ერთბაშად დიდი თოვლი მოვიდა. თეთრი წყაროში ჩასულები უკან დავბრუნდით და მარნეულის გავლით წითელი ხიდისკენ ავიღეთ გეზი, იმის იმედით, რომ იქ თოვლი არ იქნებოდა. მართლაც გაგვიმართლა, დაახლოებით 12 საათზე მდინარე ხრამის ჭალას მივადექით (მაშინ ეს ჭალა ბევრად უხვტყიანი და გაუვალი იყო). იქვე მონადირეთა ერთ ჯგუფს ნადირობა არცთუ ისე სახარბიელო შედეგით უკვე დაემთავრებინა და კარგად შეზარხოშებულები ჭიქებს უჭახუნებდნენ ერთმანეთს. ტყეში შევედით, სადაც მწვანე ფოთოლი ხეებზე 90-95% იყო შენარჩუნებული. ასე რომ, სანადირო პირობები სახარბიელო ნამდვილად არ იყო. მიუხედავად ამისა, „როკოს“ დამსახურებით 7 ცალი ვალდშნეპი მაინც მოვინადირე. ძაღლი მოკლე ყნოსვით მუშაობდა, სროლის შემდეგ წვრილიან ბუჩქნარში წამიერად გაქრებოდა ხოლმე და ნადავლით ბრუნდებოდა უკან. აქ მთავარი ის იყო, რომ ძაღლის ნაბულიდან მაქსიმუმ 2 მეტრში ამოფრენილ ვალდშნეპს (თუ მოხერხებულად შეურჩევდი ადგილს) უვნებლად წასვლის სულ მცირე შანსი რჩებოდა. იმ დღეს ასევე 7 ცალი ვალდშნეპი მოინადირა მამუკა ბალავაძემ თავისი კურცჰაარი - „ლირათი“. დანარჩენებმა ერთი ინგლისური სეტერით და ორი პოინტერით კი - სულ 6 ცალი. ნამდვილად არ მინდა რომელიმე სანადირო ჯიშის ძაღლს შეურაცხყოფა მივაყენო, მხოლოდ რამდენიმე შემთხვევას გავიხსენებ. ჩემს მეგობარს, ვანო ბაქრაძეს მოსკოვური ძუ პოინტერი „ბარბი“ ჰყავდა, რომელსაც საოცარი ყნოსვა ჰქონდა, განსაკუთრებით კარგად ნადირობდა კაკაბზე, რამდენჯერმე გადმოსულიც არ იყო მანქანის საბარგულიდან, რომ თავაწეულმა, ზუსტი ყნოსვით გუნდი იპოვა. ერთხელ ჩემი ამჟამინდელი დრათჰაარი „ტომი“ კაკბის გუნდს ნაბულზე დაუდგა, მეგობრებისკენ გავიხედე და თავაღერილი „ბარბი“ დავინახე, ის ჩემს უკან დაახლოებით 40-50 ნაბიჯზე იგივე გუნდზე ნაბულზე იდგა. მიუხედავად ასეთი ყნოსვისა, „ბარბი“ ამ უნარს ტყის ქათამზე ნადირობისას სათანადოდ ვერ იყენებდა და შედეგიანი არ იყო. ერთხელაც სოფელ მაწევანში სადღაც 13-საათზე მისულებს ტყიდან გამოსული ჩემი მეგობრები შემომეგებნენ, ფაქტის უტყუარობისათვის მათ ვინაობასაც გაგიმხელთ, ესენი გახლდნენ თამაზ ზარდიაშვილი, კაკო მარშანია და ჩემი უმცროსი მეგობარი ირაკლი დავითაშვილი (საუცხოო მონადირისა და ცნობილი ქირურგის ვახტანგ დავითაშვილის ვაჟი) სეტერითა და პოინტერით. მათგან არცთუ სახარბიელო ინფორმაცია მივიღე, ტყეში ფრინველი არ არისო მითხრეს. მე ბედი მაინც ვცადე და თურმე სწორად მოვიქეცი, ზუსტად 17 საათზე ტყიდან 7 ცალი ვალდშნეპით გამოვედი.... ტყის ქათამზე ნადირობისას ძალზე შედეგიანი იყო ჩემი კიდევ ერთი დრათჰაარი „რილდო“, რომელსაც დინჯი სვლა და ჯიშის კვალობაზე საკმაოდ ნორმალური ყნოსვა ჰქონდა. კურცჰაარმა „შნეპმა“ კი, რომელიც პირველივე გაყვანაზე ე.წ. „ვისიპკაზე“ მოხვდა, 12 ცალი ვალდშნეპი მომანადირებინა. მყავდა ირლანდიური სეტერიც სახელად „პერი“. ის მშვენიერი იყო ნებისმიერ ფრინველზე, მაგრამ ტყის ქათამზე უღიმღამოდ მუშაობდა. ბოლოს დასკვნის სახით ვიტყვი: 1976 წლიდან დღემდე 4 სხვადასხვა ჯიშის მეძებარი მყავდა და თამამად შემიძლია დავამტკიცო, რომ ამ ჯიშებიდან უდავო ლიდერი დრათჰაარია. სამივე დრათჰაართან ნადირობისას მრავალი სასიამოვნო წუთი გამიტარებია და დავრწმუნდი, რომ არცერთ ჯიშს არ ახასიათებს ის, რაც მათ აქვთ... სროლის შემდეგ წასული ფრინველი რომელიც შენ ე.წ. „სალუტით“ გაცილებული გეგონა ცოტა ხანში შენს თასმაზე დაკიდებული, რომ აღმოჩნდება, ასეთი რამ მრავალჯერ მინახავს... და მინახავს მხოლოდ დრათჰაარებით ნადირობისას. ვიცი, რომ გემოვნებაზე არ დავობენ, ისიც ვიცი, რომ გაშლილ მინდორში პოინტერის ან ინგლისური სეტერის კლასიკური ნაბული ნამდვილად გადაწონის დრათჰაარით მთელი დღის ნადირობას, მაგრამ მე მაინც დრათჰაარი მირჩევნია, ალბათ, იმიტომ, რომ ვალდშნეპი ჩემთვის უმთავრესია.“
ავტორი ზვიად ბუთურიშვილი. 2008 წლის ნოემბრის ჟურნალი „ნადირობა“. ეს არის ნაწყვეტი სტატიიდან, ნაწყვეტი რომელიც კონკრეტულად ძაღლებს შეეხებოდა ტყის ქათამზე ნადირობისას. მოკლედ, 2008 წლამდეც, სანამ ამ სტატიას წავიკითხავდი მანამდეც არაერთხელ გამიგია კონტინენტალების ამ უპირატესობის შესახებ კუნძულელებთან შედარებით. ამ სტატიის მერე კი საბოლოოდ ჩამომიყალიბდა აზრი და დღესაც ამ აზრზე ვარ! მაინტერესებს თქვენ, ვისაც საკმაო გამოცდილება გაქვთ გრძელნისკარტაზე ნადირობის, სხვადახვა ჯიშის ძაღლებთან ერთად, რა აზრის ხართ?.
giohunt1982,მე მაგალითად გიო გერმანულებს არაფერი მირჩევნია,შეიდძლება ის სეტერები არვარგოდნენ მაგრამ ბევრჯერ მინადირია მათთან მოხისში დავდივარ ხშირად მწყერზე და 9 დაჭრილი მწყერიდა 1 ვიპივნეთ,ქათამი კიდე ბევრჯერ გაპარვია,სანამ ჩემი გაიზრდებოდა ძმაკაცების სეტერებით ვნადირობდი არაფერი არჯობია მართლა ამათ ნაბულს ილამაზესია,მაგრამ ისე მომყვება ჩემი (ჩერი)რომ არვიცი რა,ვფიცავარ რაც გამაჩნია დაჭრილი მწყერი და ქათამი არდამკარგვია და არც გაპარვია არასდროს არც ქათამი და არც მწყერი(ჯერჯერობით მაინც) მარჯვე ხელები მადლია ღმერთისგან
giohunt1982, ძალიან მასიამოვნე ამ სტატიით იქედან გამომდნარე რო გუშინ ჩამოვიყვანე თბილისიდან დრათჰაარის ლეკვი, ჩემითვის პირველი დრათჰაარია და პირველი საბუთიანი ძაღლი, შევეცდები სასახელო გოგო გავზარდო :)
კონკრეტულ ავტორი არ ვიცი და არც ვიცნობ, არც ჯიშების შეჯიბრი მიყვარს, ქათამზე სულ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. არ ვიცი მაშინ როგორი ინგლისური სეტერები იყო, მაგრამ მაგ სტატიიდან ერთს მივხვდი რომ ამ ადამიანმა სწორი არჩევანი გააკეთა იმ გაგებით რომ არ იყო ღირსი ყოლოდა ინგლისური სეტერი-მან მაპატიეთ მაგრამ ვერ გამოიყენა თავისი ძაღლის პოტენციალი რომ სწორად ენადირა ტყის ქათამზე. მსოფლიოში შეგვიძლია ყველაზე ცნობილ, ექსპერტ-კინოლოგებს კითხოთ რომელი ჯიშის მეძებარია ტყის ქათამზე ლიდერი-მერწმუნეთ 10-დან 8 გეტყვით ინგლისური სეტერი,! შემდეგ მოდის პოინტერი. კიდევ ერთხელ ვამბობ არასდროს არ შევადარებ ჯიშებს, ძალიან ვაფასებ და მიყვარს დრატჰაარი მაგრამ ავტორი ამ შემთხვევაში ძალიან ცდება.
ავიღოტ თუნდაც იუტუბიდან მსოფლიო დონის შეჯიბრებები ძალიან პრესტიჟული ტყის ქათამზე და ვნახავთ ვინ არის გამარჯვებული.
მოკლედ ეს სადაო საკითხია. მე პირადად ტოშკა კვარაცხელიას ინგლისური პოინტერი მყავს ტყის ქათამზე ნანახი, აღარაა ის ძაღლი ცოცხალი, მე ეგეთი საოცრების მნახველი არ ვარ, შანს არ უტოვებდა არცერთ ძაღლს, აზრი არ ქონდა სხვა ძარლტან ერთად იმ ტყეში შესვლას სადაც ის ნადირობდა.
საერთოდ ევროპაში არის ხაზები სეტერების და პოინტერების, პირდაპირ საშენებია სადაც ე.წ. მექათმე ძაღლები ყავთ მხოლოდ, ასეთ ძაღლებს ყიდულობენ ფრანგები და იტალიელები, ყველაზე მეტ ტყის ქათამს მსოფლიოში ისინი კლავენ. მილიონს აჭარბებს სეზონზე მონადირებული ფრინველის რაოდენობა, ძირიტადად ყავთ, სეტერები, პოინტერი და ბრეტონები.
ესაა სტატისტიკა და ჩემი აზრი, თორემ ტყეში ნადირობისას ძაღლი კვალზეც თუ იმუშავებს კარგია რა თქმა უნდა და ეს უპირატესობა გერმანულებ აქვტ რა თქმაუნდა d.kakulia
gagrinski, დავით ბატონო, შენს შემთხვევაში ზუსტად იქ მოვარტყი სადაც ვუმიზნებდი! ვიცოდი ასეთი რეაქცია რომ ექნებოდა ბევრს!
არადა მთლად არ ცდება ავტორი, რადგან აღნიშნავს, რომ ჩემთვის მთავარი ტყის ქათამიაო! ჩვენთან (გურიაში) ხან ისეთ ბარდში ზის ქათამი რომ თუ პანღური არ უთავაზა ძაღლმა არ აფრინდება ისე! ყველაზე გულადი პოინტერიც კი ვერ შეძვრება ზოგჯერ ისეთ ჯაგნარში ზის ქათამი! ხელოვნურ ნაძვნარებში და მსგავს სავარგულებში სადაც ე.წ. ქვეტყე არ არის სეტერიც მაგრად მუშაობს და პოინტერიც ქათამზე. ხსენებული შეჯიბრებები კი ძირითადად ასეთ სანადიროში ტარდება. მოკლედ, მეც უფრო მოსახერხებელი მგონია როცა ქათამზე ძაღლი 2-3 მეტრში დგას და არა 15-20 მეტრში. სასროლად ასე უფრო იოლია. თანაც ქათამზე ნადირობისას "გაძეგლებული" "მკვდარი" სტოიკა ნამდვილად არ არის კარგი, რადგან უმეტეს შემთხვევაში იპარება გრძელნისკარტა და ძაღლს თავიდან უხდება მუშაობა. ავტორის სასარგებლოდ ერთს ვიტყვი, მრავალი წლის გამოცდილება და ქათამზე ნადირობაზე მრავალწლიანი დაკვირვება, მიმოფრენის ვადებზე დაკვირვება და დღიურში აღრიცხვა ვადების ცვალებადობის და ა.შ. მეტყველებს იმაზე, რომ ამ მონადირისათვის ვალდშნეპი პირველ ადგილზეა და მან უბრალოდ, თავისი გამოცდილებიდან თქვა თუ რომელი ჯიშის მეძებარი გამოადგა ყველაზე მეტად, კვათარაზე ნადირობისას! მეტი არაფერი! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
ანდრეა მარიანი-მისი ვიდეომასალა ნახე გიო, ეგეთ პირობებში გაგიკვირდება სეტერის ნადირობა. მე ის ვთქვი რაც ფაქტია-ინგლისური სეტერი მსოფლიომ აღიარა ქათამზე ნადირობის მეფედ.
კიდევ ერთხელ ვამბობ, მე დრატჰაარის წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით იმაზე მეტად ვაფასებ და მიყვარს ეგ ჯიში ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. მომავალში როდესაც ქალაქგარეთ გავალ საცხოვრებლად აუცილებლად მეყოლება სწორად მომზადებული დრატჰაარი, მაგრამ ახლა ინგლისურზე წინ ვერ დავაყენებ
ისე არ მინდა საქებრად გამომივიდეს მაგრამ ერთხელ მოვხვდებით სადმე ძალიან ეკლიან-ჯაგიან ადგილას და შევხედოთ სადაც დაფნი შევა იქ თუ გაბედავს შესვლას რომელიმე ძაღლი.
საერთოდ მეძებარი არის მომზადება, რას მიაჩვევ და ასწავლი. d.kakulia
ჩვენთან ყველაზე მაგრად ფანრით ნადირობენ ქათამზე და მაგის გამოა რო გაუვალ ჯაგებში გვყავს საძებარი, აღმოსავლეთში კიდე ხო და აი დასავლეთში ისეთ ეკალ ბარდებში გადადის და ისეთი მასიური ტერიტორიებია ესე დაჯაგული რო, დრათხარიც ვერ შევა, რომც შევიდეს შენ ვერ მიყვები. თუკი მიისვლება სადმე, შანსი არაა ღამე არ მიადგნენ და არ ამობუგონ. 20 ქათამს რო დახვრიტავს ღამე სასტავი, 1 თვეში მერე იქ გინდა დრათხაარით ეძებე და გინდა ჯიმ კერის მასკა გაუკეთე მაილოს. ქათამზე ჩემი გამოცდილებიდან და ნანახიდან შემიძლია ვთქვა რო სეტერი მართლაც გამორჩეულად ეძებს და პოულობს, მაგრამ მიუხედავად იმისა რო ქათმის ნადირობა ყველაზე ძაან მიყვარს, სეტერი მაინც არაზდროს არ ამიყვანია. saburtalo77
დასავლეთში მართლაც რთულია ქათმის ნახვა ნებისმიერი ძაღლისთვის, რო გათოვდება და ეკალ-ბარდები გადაიფარება მერე ნებისმიერი ჯიშის ძაღლისთვის იოლია, ვეღარ შედის ტყეში. მეც ინგლისური მყავს და თუ 100% სუნი არ აიღო ეკალს არ მიეკარება, იმ 100% -ის შემთხვევაშიც უჭირს შესვლა.
ეს ვიდეო ხო სასწაულია, ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი და ეგთეი არაფერი მინახავს მართლა ძეგლებივით არიან ნაბულზე დამდგარი! სასწაული სილამაზეა!
ჩემი ნება და საშუალება რომ იყოს,ალბათ ყველა ჯიშის მონადირე ძაღლს ვიყოლიებდი და ამომძვრებოდა კიდევაც სული ნადირობაში ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
დამატებულია (20.05.2015, 14:04:24) --------------------------------------------- ცოტა ხნის წინ,აღარ მახსოვს ვინ,ამ თემაში მდევრების კადრები დაიდო,უბრალოდ რეკლამა იყო,არანაირი ყეფა,მიწოლა(ფონად მუსიკა ედო მაგრამ ჩანდა) მაგრამ მაინც ისეთი სიამოვნება განვიცადე რომ აივანზე გავედი და სიგარეტს მოვუკიდე.
გამარჯობათ მონადირეებო! რჩევა მჩირდება , მყავს ორი პოინტერი დაახლოებით 3 კვირის და მაინტერესებს რა ასაკიდან უნდა დავიწყო ძაღლის გაწვრთნა და რომელი ეტაპიდან....... იმედია დამეხხმარებით გმადლობთ წინასწარ
ტორა, 3-4 თვის რომ გახდებიან მაშინ ასწავლე დაჯდომა, ფუ (ანუ რამე სარასწორ ქმედებაზე შენიშვნა ბრძანებით) და სახელის დაძახებაზე (თუნდაც სასტვენზე) მოსვლა ამის მეტი 6 თვემდე არაფერია საჭირო "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
დამატებულია (25.05.2015, 00:42:09) --------------------------------------------- ტორა, მე მაგალითად თავიდან მოტანას ვასწავლი 2 თვიდან დაახლებით (ვიდეო ავტვირთე ზემოთ), 6 თვის ლეკვი უკვე კარგად მიჯერებს (ლეკვურ სიანცს თუ არ ჩავთვლით) და ადვილად მომყვება, ამ ასაკში პირველად ვაჩვენებ მწყერს და ვაჩვევ თოფის ხმას და ნელ-ნელა პატარა მონადირე დგება მისგან. პოინტერებს ასე დავუმუღამე მე, მესამეს ვზრდი ეხლა. პირველეზე დაშვებული შეცდომები მოერე და მესამე ძაღლზე გამოვასწორე და კარგი შედეგი მიჩვენა.
ტორა, tatoxoni, ლეკვისთვის მწყერის ჩვენებაში, თუ ის იგულისხმება, რომ ლეკვმა პირი მოკიდოს მწყერს, მაშინ ეს ამბავი არ არის საჩქარო!! ტატო, 5-6 თვეც ადრეა! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
ერთი კითხვა მაქვს:მყავს როტვეილერი 4 თვის.თუ შეიძლება ამ ჯიშის ძაღლის სანადიროთ გამოყენება დაგეშვა?რაზე შეიძლება ინადიროს?თუ აქვს მიდრეკილება საერთოდ ნადირობისადმი?
ლაშა80, როგორც ვიცი როტვეილერს და სტაფებს ნადირზე ანადირებენ ამერიკაში, ძირიათადათ გარეულ ღორზე, მაგრამ რამდენად კარგად ნადირობენ ეგ არვიცი, ნუ ყეფით ვერ დაედევნებიან მაგრამდ ადგილზე გაჩერებას რამოდენიმე ერთად მშვენივრად მოახერხებენ, ეს ჩემი აზრია. ზოგადათ ყველა ძაღლის დაგეშვაა შესაძლებელი. ჩემზე კომპეტენტური ხალხია აქ და გაგცემენ პასუხს
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!