16:18:54
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
მდევრების დაგეშვა
monomaxiდრო: შაბათი, 09.05.2015, 11:39:46 | შეტყობინება # 151
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
10

დამატებულია (09.05.2015, 11:39:46)
---------------------------------------------
საგეში გონჩი მყავს და რვა თვისაა ხუთი თვის ასაკში ვაჭამე კურდღლის გეში ხომ არ გამიფუჭდება? ისე როგორც თქვენ ამბობთ ტარებას არ ვაკლებ კურდღელზე ცოტას წაძებნის მე თუ არ დამინახა ეძებს ეძებს და საბოლოოდ ჩემთან ბრუნდება კარგი მონაცემები უჩანს მაგრამ ჯერ რვა თვისაა და ერთხელ არ აუგდია კურდღელი .მეშინია რომ არ დაიგეშოს .თან ერთი ზროსლი მონადირე ნერვებს მიშლის დადებილებულიაო,დაახლოებით 42 წლისაა და ერთხელ არ ყოლია კურდღელზე დაგეშილი ძაღლი .როდესაც სდევენ ძაღლები მათ შანსი არაა რომ გაყვეს არ მიყობა.კურდღელი ახლა მომრავლდა ჩემსკან და მაგრა მევასება ნადირობა.ძაან მინდა ძაღლის დაგეშვა.სხვას ძაღლს არ მიყობა თავისით უნდა ძებნა ,მითხარით როგორი თვისებაა ეს,კარგი თუ ცუდი? ვფიქრობ პატარა კურდღელს ვუყიდი ვაზდევიებ და მერე მოვუკლავ ,წაადგება რამეში? 23

 
giohunt1982დრო: შაბათი, 09.05.2015, 13:52:16 | შეტყობინება # 152
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monomaxi, კონკრეტულად რომელი ჯიშის მდევარი გყავს?
შეგახსენებ, რომ "გონჩი", ქართულად კი მდევარი, ჯიში არ არის!
მონადირე ძაღლის კლასია!
დაგეშვას კი რაც შეეხება, ძალიან ადრე დაგიწყია გეშვა, რაც ძალიან ცუდია ლეკვისთვის! 5 თვის ძალიან პატარაა და გეშის ჭამაც არაფერს მოუტანს!
გასვლა თუ აქვს ძალიან კარგია. არც ის არის ცუდი სხვა ძაღლს რომ არ მიყვება. საერთოდ საგეში ლეკვი, დაგეშილ მდევართან ნაკლებად უნდა ატარო.
რამოდენიმეჯერ კი გაიყვან დაგეშილ მდევართან ერთად, მაგრამ ლეკვი მარტო, თვითონ უნდა დაიგეშოს და გაიხსნას.
სხვა ძაღლთან სისტემატიურმა ტარებამ, შეიძლება მთლიანად იმ ძაღლზე დამოკიდებული გახადოს ლეკვი და მერე, მარტომ ვერაფერი ქნას.
8 თვეც კი ადრეა! ზოგი 2 წლის გახსნილა და ამუშავებულა!
ლეკვს ზედმეტად ნუ გადატვირთავ, თორემ ფიზიკურად "გაფუჭდება"!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
monomaxiდრო: შაბათი, 09.05.2015, 14:58:50 | შეტყობინება # 153
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, თავიდან ასე მეგონა რაც უფრო თავიდან დააწყებინებდა ნადირობას, კარგი იყო. ახლა მივხვდი.არ ვტვირთავ კვირაში ორჯერ დამყავს .ჯიში როგორ გითხრა ჩალისფერი თავი და ფეხები აქ ზურგი კი შავი აქ.მერე დავდებ სურათს gimili

დამატებულია (09.05.2015, 14:56:01)
---------------------------------------------
ჩვენსკენ მე სადაც ვცხოვრობ გონჩი თუ არ დაიგეშა ერთ წლამდე აღარავის აღარ უნდა ყველა იშორებს.ერთი რაგაც მაინტერესებს ერთხელ ვაჩამე გეში მხოლოდ მეტჯერ არ მიჭმევია.ძაღლს კი ვატარებ არ მეზარება მისი ტარება მაგრამ ჯერ აუგდია კურდღელი მხოლოდ ეძებს და ააგდებს კიი ოდესმე? 25

დამატებულია (09.05.2015, 14:58:50)
---------------------------------------------
არ აუგდია

 
giohunt1982დრო: შაბათი, 09.05.2015, 19:16:31 | შეტყობინება # 154
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote monomaxi ()
ჩვენსკენ მე სადაც ვცხოვრობ გონჩი თუ არ დაიგეშა ერთ წლამდე აღარავის აღარ უნდა ყველა იშორებს

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მიჰქარავს ვინც მასე იქცევა!
წესით 9-10 თვიდან უნდა დაიწყოს გეშვა და ეგენი 1 წლამდე უკვე "აყენებენ" ძაღლს!
ლეკვი სანადიროდ ტარებით იგეშება და არა გეშის ჭამით! რამდენიც არ უნდა ჭამოს გეში ეს არაფერს შემატებს! ტარება უნდა და დრო!
თუ ეძებს, მაშინ ააგდებს კიდეც, ადრე თუ გვიან! gimili

დამატებულია (09.05.2015, 19:16:31)
---------------------------------------------
პს: ეს იშორებს რაღაა?? თუ წლამდე არ დაიგეშა ძაღლი რას უშვრებიან? ხოცავენ? სადმე ტოვებენ თუ რა???


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
Falconryდრო: შაბათი, 09.05.2015, 19:40:10 | შეტყობინება # 155
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 282
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, ალბატ როგორც ყველგან ჩასვამენ მანქანაში და ჩამოსვამენ სადმე gimili :gimili: gimili როგორ არ მევასება ესეთი ხალხი გააჩუქოს მაინც იქნება მოხვდეს ვინმე ნორმალურის ხელში...ყოველ შემთხვევაშ ჩემკენ ესეა სადღაცა უკაცრიელში ტოვებენ

ინადირე ზომიერად!

შეტყობინება დაამუშავა Falconry - შაბათი, 09.05.2015, 19:41:02
 
monomaxiდრო: კვირა, 10.05.2015, 17:44:40 | შეტყობინება # 156
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზემოთ რომ ავღნიშნე კაცი მის ხელში არასდროს მინახია კარგი ძაღლი.ნადირობაზე დებს თავს ამდენი წელია კურდღელზე ნადირობს და ნადირობა ვერ ისწავლა.უბანში გამოვედი ჩემ ძაღლთან ერთად და იმან თავი გააქნია და დამცინა უკვე დადებილებულიაო და ამის მაგალითად მომიყვანა "ერთხელ ძაღლი მყავდაო (აქ ამაყად ამბობს)რუსული გონჩი ხუთი თვის ასაკში უკვე მაგრად დასდევდაო კურდღელს და არ იკითხავთ რა მოუვიდა ძაღლს რაღაც დაავადება გაუჩნდა და დაიბრიდა" იმედს მაკარგვინებდა ძაღლზე კიდევ კარგი აქ რომ შემოვედი..მადლობა ამისთვის თქვენ 23_30_126

დამატებულია (10.05.2015, 00:23:39)
---------------------------------------------
ვინ კლავს და ბევრჯერ მინახია ამათი დანაბრედი ძაღლები..

დამატებულია (10.05.2015, 17:43:35)
---------------------------------------------
ვინმემ არ იცით რა თვისებები აქ გარეულ კურდღელს?და ისიც მითხარით ძაღლის გაყვანა რა დროსაა კარგი .მე ერთხელ ღამის თორმეტ საათზე წავიყვანე სანადიროდ ძაღლი.რა დრო ჯობია ძაღლისთვის მირჩიეთ!!!

დამატებულია (10.05.2015, 17:44:40)
---------------------------------------------
39 39 39

 
giohunt1982დრო: კვირა, 10.05.2015, 20:01:10 | შეტყობინება # 157
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monomaxi,
Quote monomaxi ()
"ერთხელ ძაღლი მყავდაო (აქ ამაყად ამბობს)რუსული გონჩი ხუთი თვის ასაკში უკვე მაგრად დასდევდაო კურდღელს

უბრალოდ უვიცი სულელია ეგ ვიღაცაა!

Quote monomaxi ()
ვინმემ არ იცით რა თვისებები აქ გარეულ კურდღელს?და ისიც მითხარით ძაღლის გაყვანა რა დროსაა კარგი .მე ერთხელ ღამის თორმეტ საათზე წავიყვანე სანადიროდ ძაღლი.რა დრო ჯობია ძაღლისთვის მირჩიეთ!!!

ღამე ლეკვის გეშვა შეცდომაა და თანაც დიდი!
ზოგმა იცის ღამე გეშვა, რადგან ღამეა აქტიური კურდღელი და კვალი ღამე უფრო მეტია და ახალი, მაგრამ ყველაზე ცუდი რაც ემართება ლეკვს ღამე დევნისას ის არის, რომ რადგან ბევრი კურდღლის ნავალი კვალია, დაკარგავს ერთს და უცებ იპოვის სხვა კურდღლის კვალს. ეს არის ძაღლის საბოლოოდ გაფუჭების წინაპირობა!
რადგან შემდგომში ძაღლი კვალს რომ დაკარგავს, იმის გაახლებას აღარ ეცდება და სხვა კვალს მოძებნის. ასეთი ძაღლით, კურდღელზე ნადირობა კი დიდი მურდალი რაღაცაა! ამ დროს ნანადირევის მოპოვება შემთხვევითი ხასიათისაა!

დამატებულია (10.05.2015, 20:01:10)
---------------------------------------------
ყველაზე კარგია ადრე დილას გეშვა. როცა მიწა ნოტიოა და ცვარიც ახლავს.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
monomaxiდრო: კვირა, 10.05.2015, 20:25:44 | შეტყობინება # 158
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, ისე საგეში ლეკვი მყავს მარტო და დაგეშილი ძაღლის გარეშე არ დაიგეშება? კვირაში ორჯერ დამყავს იმ ადგილებში სადაც კურდღლის ალბათობა დიდია.ზამთარში რომ გადმოთოვა მაშინ ავაგდე იმ ადგილზე კურდღელი და ახლა გაზაფხულზე ბევრჯერ ვნახე იქ კვალი .იქ დავატარებ სწორედ და ეძებს კვალს მარა არ აუგდია და დაიგეშება საერთოდ კი? და თუ გავჩერდი ხანდახან მერე ისიც ჩერდება და რა ვუყო?

დამატებულია (10.05.2015, 20:25:44)
---------------------------------------------
23 23

 
giohunt1982დრო: კვირა, 10.05.2015, 21:38:31 | შეტყობინება # 159
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monomaxi, სხვა ძაღლის გარეშეც დაიგეშება! მდევრის დაგეშვა ადვილი არ არის, დრო უნდა დროო! დაიგეშება!

დამატებულია (10.05.2015, 21:32:33)
---------------------------------------------
გაითვალისწინე, რომ კურდღელი ყველაზე ძნელი სადევნი ობიექტია!

დამატებულია (10.05.2015, 21:35:04)
---------------------------------------------
monomaxi, წაიკითხე!

ჩვენმა ახალმა ავტორმა-ზაზა ხუციშვილმა. მიუხედავად იმისა რომ ნადირობის მცირე სტაჟი აქვს, მონდომების წყალობით მოახერხა და საკუთარი მდევარი თავად დაგეშა. ეს კი როგორც მოგეხსენებათ, ახალბედა მონადირისთვის იოლი ნამდვილად არ არის. მისი გამოცდილებით იმედია ჩვენი მკითხველიც დაინტერესდება. როდესაც მკითხველი გაიგებს, რომ მხოლოდ მესამე სეზონია ვნადირობ და ”ჩუნგა” ჩემი პირველი მდევარია, შეიძლება ამ სტატიის წაკითხვა აღარც კი ჩათვალოს საჭიროდ, მაგრამ მერწმუნეთ, სანამ ლეკვს ავიყვანდი, წიგნიც ბევრი წავიკითხე, ინტერნეტშიც ბევრი ვეძებე და სიტყვიერი რჩევა-დარიგებაც ბევრი მივიღე ჩემი მეგობრებისა თუ გამოცდილი მონადირეებისგან. ნადირობა დავიწყე თუ არა, მაშინვე მივხვდი, რომ უძაღლო მონადირე ნახევარი კაცია. დავაკვირდი სხვადასხვა ძაღლის მუშაობას, მათ ექსტერიერს, ძლიერ თუ სუსტ მხარეებს და გადავწყვიტე ლეკვი ”სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებიდან” ანუ კინოლოგიური კლუბიდან ამეყვანა. წარმოშობის მოწმობა და მშობელთა საველე დიპლომები, გარკვეულ გარანტიას იძლევა რომ ძაღლს მუშა თვისებები ექნება და ექსტერიერითაც კარგი გამოვა. უსაბუთო ლეკვი კი კაცმა არ იცის რა გაიზრდება და აღზრდაში და დაგეშვაში დახარჯული დრო და ენერგია შეიძლება სულ ფუჭად დაიკარგოს. ლეკვის არჩევაში დახმარება ჩემს უფროს მეგობარს, გამოცდილ მონადირეს, ჩვენი კლუბის აქტიურ წევრს , გიული ცხვედიანს ვთხოვე და მალე სახლში ჩუნგა მივიყვანე. ლეკვის აღზრდაზე აღარაფერს დავწერ ამაზე ბევრია დაწერილი, მხოლოდ ერთ მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას რომ გეშვის დაწყება 7-8 თვემდე არ ღირს, რადგან დიდი შანსია რომ ლეკვი კურდღელს ან ტურა-მელას დაედევნოს და თუ ფიზიკურად მაზდ არ არის კიდურები დაიზიანოს. სწორედ ასე მოუვიდა ჩემი მეგობრის ლეკვს, რომელიც ადრეულ ასაკში დევნის შემდეგ დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში კოჭლობდა, მაგრამ საბედნიეროდ გადარჩა. როგორც გამოცდილი სპეციალისტები გვირჩევენ, ლეკვი პირველად სისხამ დილით ეგრეთწოდებულ ”ჩერნოტროპზე” უნდა გავიყვანოთ, თან ისეთ სავარგულში სადაც ვიცით რომ კურდრელი ნამდვილად არის. თოვლში, მოყინულზე, სველ ან ზედმეტად გამომშრალ ნიადაგზე ლეკვის გაყვანა არ შეილება. საქმის გაიოლეება ლეკვის გამოცდილ ძაღლთან ერთად დაგეშვა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეთ დროს ახალბედა, დაოსტატებული ძაღლისგან როგორც კარგ ისე ცუდ თვისებებსაც გადაიღებს. ამიტომ უმჯობესია ცოტა გავიჭირვოთ და რთული გზით წავიდეთ და მის გენეტიკაში ჩადებული თვისებები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, ანუ ლეკვი მარტო დავგეშოთ. ასე დაგეშილი მდევარი სხვა ძაღლებზეც არ იქნება დამოკიდებული და გამოცდილების მიღების შემდეგ რამოდენიმე მონადირეს მარტოც კარგად ანადირებს. ყველა ეს რჩევა-დარიგება პირნათლად შევასრულე და 5-6 გაყვანა სეირნობას უფრო გავდა ვიდრე კურდღლის ძებნას, მაგრამ მალე ის ნანატრი მომენტიც დადგა. სისხამ დილით მე და ჩემი ”ვიჟლოვკა” ”ჩუნგა” ჯიქიას ქუჩის ბოლოს ხელოვნურად გაშენებულ ფიჭვნაირან ფერდობზე გავედით, სადაც წინა საღამოს ჟუჟუნა წვიმის მერე იდეალური პირობები დაგვხვდა. გორაკზე დავდექი და ჩუნგას ვაკვირდებოდი, რომლის მოქმედებაც ჩემს თვალ-წინ იცვლებოდა წინ და უკან დარბოდა და ვერ გაერკვია ცხვირში რისი სუნი უღიტინებდა და მოსვენებას არ აძლევდა. ერთხელ შემოწმებულ ადგილს ისევ უბრუნდებოდა და გახშირებულად სუნთქავდა, თითქოს ცხვირიდან რაღაცის გამოგდებას ცდილობდა. ახლაც არ ვიცი რატომ გავიხედე მარცხნივ და დავინახე საცალფეხო ბილიკზე მოზრდილი კურდღელი აუჩქარებლად გარბოდა . წამით სუნთქვა შემეკრა. მერე ჩუნგასთან მივირბინე თასმა ჩავაბი და ”აი-აი-აი”-ის ძახილით ბილიკისკენ გავიქეცით, მივირბინეთ თუ არა თასმა შევხსენი, გაქცეულ კვალზე მივანიშნე და მდევარი გავამხნევე- ”აი ჩუნგა, ნახუ ჩუნგა” ჩუნგამ ცხვირი ბილიკისკენ დახარა და სასიამოვნო, ჟღერადი დისკანტი ამოუშვა და კურდღელს წივილ-კივილით დაედევნა. პირველი დევნა 10-12 წუთს გაგრძელდა და ამ დროსი განმავლობაში გული კინაღამ საგულედან ამომივარდა, რომ მივხვდი კურდღელი საბოლოოდ დაიკარგა, საყვირს ჩავბერე და მალე ჩუნგა ჩემთან ენაგადმოგდებული და გაოცებული მოვარდა. საყვირს ყოველი ჭამის წინ მიცემული სიგნალით ვაჩვევდი და სეირნობისასაც როცა სიგნალზე მოდიოდა ხორცის ან ორცხობილის პატარა ნაჭრით ვასაჩუქრებდი. მგეშავმა ან მონადირემ კურდღლის დანახვის შემდეგ მდევარი ერთი ამორჩეული შეძახილით უნდა გაამხნევოს და ის არც ერთ სხვა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს. ძაღლის მოტყუება დაუშვებელია თორემ უნდობლობა უჩნდება. ჩემმ მდევარმა იცის რომ თუ დავუძახებ-”ჩუნგა, აი, აი, აი, ” ესეიგი კურდღელს ვხედავ და მას კვალზე დავაყენებ. ამიტომ მაშინვე ჩემსკენ გამორბის. ჩუნგა პოვნაში კი მალე დაოსტატდა, მაგრამ დევნის დროს კურდღელს ხშირად კარგავდა, ამიტომ დახმარება ჩვენი სექციის ხელმძღვანელს, ჩემს მეგობარ რამაზ მათიაშვილს ვთხოვე. გავედით თუ არა სავარგულში ჩუნგამ კურდღელი წამოაგდო და დაედევნა. რამაზი ჩემს მოძრაობას აკვირდებოდა და ამიხსნა რომ გეშვა ნადირობა არ არის და ამ დროს კურდღლის დანახვას და გზის მოჭრას კი არ უნდა ეცადო, არამედ ძაღლს უნდა მიყვე და სადაც ნადირს დაკარგავს 15-20 ნაბიჯით უკან უნდა წამოხვიდე და წრიული მოძრაობებით გადამხტარი კურდღლის კვალი მოაძებნინო. ჩუნგას მივეხმარეთ და მანაც იმედები არ გამიცრუა, დაკარგული კვალი მალე გაიახლა, 40-50 წუთი სდია და ექსპერტის კომპლიმენტიც დაიმსახურა. არ მინდა ტრაბახი გამომივიდეს, მაგრამ წლისა და ოთხი თვის ჩუნგას დახმარებით უკვე რამდენიმე კურდღელია ჩვენს ”ანგარიშზე” და ვთვლი რომ ჩუნგა თავის ასაკობრივ ჯგუფში ერთერთი საუკეთესოა, ტიპიური ექსტერიერი აქვს და რაც მთავარია დღითიდღე პროგრესირებს. გულწრფელ მადლობას ვუხდი გიული ცხვედიანს, რამაზ და იაგო მათიაშვილებს, არტურ გრიგორიანს, ჩვენი კლუბის ყველა წევრს, ვინც ახალბედა მონადირის პირველი წარმატება და სიხარული გაიზიარა და დახმარების ხელი გამომიწოდა. ზაზა ხუციშვილი ჟურნალი ”ნადირობა” 2010წ.თებერვალი.

დამატებულია (10.05.2015, 21:38:31)
---------------------------------------------
monomaxi, ესეც!

მდევრებით ნადირობიდან ყველაზე აზარტული და ემოციური-კურდღელზე ნადირობაა. ნადირობის ნიუანსებში მეტნაკლებად გარკვეული, საზრიანი და მარიფათიანი მონადირისთვის კურდღლის მონადირება პრობლემა არაა, მაგრამ როდესაც მდევრებით ნადირობაზე ვსაუბრობთ, ნადავლის მოპოვება უპირველესი მიზანი არ არის. მთავარი დევნის პროცესია, რომელიც რაც უფრო დიდ ხანს, გაბმულად გრძელდება და რაც უფრო "კარგ ხმაზე" უყეფენ ძაღლები, მით უფრო მეტად გითრევს და აზარტით გმუხტავს. ამიტომ, როდესაც "ნამდვილ" მონადირეთა ჯგუფი ნადირობს, კურდღელს წამოგდებისთანავე არასოდეს ესვრიან, მითუმეტეს ფეხიდან გამხტარს, ან კიდევ როდესაც ახალგაზრდა მდევარს გეშავენ, გულისფანცქალით, პირველ რიგში იმას ელოდებიან, როგორ ხმას "ამოუშვებს" ის. უმრავლეს შემთხვევაში ნამდვილი "გონჩატნიკი" ტროფეის გარეშეც უსაზღვროდ ბედნიერია, თუ მისი მდევრები თავს გამოიჩენენ და ასახელებენ. ის ბედნიერია მაშინაც, როცა მდევრების კლასიკურ დევნას რომელიმე კომპანიონი დაუსვამს წერტილს. თუმცა რათქმაუნდა ყოველთვის ასე არ ხერხდება, მაგრამ რას იზამ, როგორც რუსები იტყვიან "ოჯახი მახინჯის გარეშე არ არსებობს". დასავლეთ საქართველოში კურდღელი უპირატესად ქვეტყის ზონაში, კულტურული ნათესების სიახლოვეს ბინადრობს. დიდ, უღრან ტყეებს ერიდება. აღმოსავლეთში უფრო მეტია, რადგან გაშლილი, ღია ლანდშაფტის-სტეპისა და ნახევრად უდაბნოს მოყვარულია. შემოდგომის დასაწყისში, როდესაც ნადირობა იწყება, კურდღელი ძირითადად მუდმივ საბინადრო არეალში ტრიალებს, აცივების კვალდაკვალ და პირველი თოვლის მოსვლისას უფრო დაბლა, სადაც ჯეჯილია მის პირებში ინაცვლებს და იქვე, ახლოში წვება. ამიტომ როდესაც კურდღელზე ნადირობ და თუ გინდა, რომ მდევრები ტურა-მელას არ გადაეყარნონ, სწორედ მსგავსი ადგილების სიახლოვეს უნდა გაუშვა. კურდღელი დასაწოლად არ ერიდება, მეცხვარეთა ბინებს და ფერმების შემოგარენსაც. იქ ჯოგის ძაღლების ყეფის ხმა მტაცებლებს აშინებს და თავს დაცულად გრძნობს. ეს მონადირეების უმრავლესობამ იცის, მაგრამ ასეთ ადგილებში ნადირობა სარისკოა, მეცხვარე ძაღლები საკუთარ ტერიტორიაზე მდევრებს არ ინდობენ. დევნა განსაკუთრებულად აზარტულია იქ, სადაც სამანქანო გზები ნაკლებია, თუ სულ არ არის კიდევ უკეთესი. კურდღელი ძალიან ხშირად სწორედ გზებს ეტანება და ასე აიძულებს მდევრებს ხშირად დაკარგონ კვალი. ამიტომ "კურდღლის ძაღლს" კარგი ყნოსვა უნდა ქონდეს, საშუალო ყნოსვის მდევრითაც შეიძლება ნადირობა, მაგრამ მეტი ძალა ამ შემთხვევაში მონადირეს ადგება. ის უნდა მიეხმაროს ძაღლს. ღია ლანდშაფტში კარგად ჩანს ხოლმე როგორ და სად მოძრაობს კურდღელი. ამიტომ დევნის შეწყვეტისთანავე, მონადირემ არ უნდა დაიზაროს და თვითონ უნდა მიირბინოს და მიეხმაროს ძაღლს, თუ ზუსტად იცის სად გადახტა კურდღელი. დაორკვალების შემდეგ სწარფად დააყენოს კვალზე, ცხადია ამ შემთხვევაში მდევარი აუცილებლად დაუყონებლივ უნდა რეაგირებდეს დაძახების სიგნალზე და მოდიოდეს მონადირესთან. კურდღელი ზოგჯერ ასეთ ტრიუკსაც მიმართავს ხოლმე- შინაური საქონლის ჯოგის შუაში გაირბენს, ან ახალგავლილ ჯოგს ბილიკზე უკან მიჰყვება. დაბალი ყნოსვის ძაღლს ამ შემთხვევაში ძალიან უჭირს, მას მონადირე უნდა მიეხმაროს. საერთოდ მდევრებით ნადირობისას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამინდს. განსაკუთრებით კურდღლის დევნისას. ყველაზე კარგია, ახალ ნაწვიმარი გრილი ამინდი. პირველ თოვლზე უჭირთ, თორემ სანამ გაყინავდეს, მდევრების უმრავლესობა კარგად მუშაობს თოვლზეც, რათქმაუნდა ამ შემთხვევაში მაღალ თოვლს არ ვგულისხმობ. ყველაზე ცუდია, მშრალი ქარიანი ამინდი და ძლიერი ყინვა. ყინულად ქცეულ გრუნტსა და თოვლზე ძაღლებს არამარტო კვალის აღება უჭირთ,თათის ბალიშებსაც იზიანებენ და დიდი ხნით გამოდიან მწყობრიდან. გარდა ზემოთჩამოთვლილისა, ნებისმიერმა მონადირემ, რომელსაც მდევარი ყავს ან სხვის ძაღლებთან ერთად ნადირობს, თუ არ იცის უნდა იკითხოს მდევრის ზოგიერთი ინდივიდუალური თვისება თუ ხასიათი და გაითვალისწინოს. მაგალითად თუნდაც ის, რომ მოკლულ ნადირს ყოველი მდევარი თავისებურად ექცევა. ამასთან დაკავშირებით ორი შემთხვევა მახსენდება, რომელიც ჩემი მონადირული კარიერის გარიჟრაჟზე შემემთხვა. სანადიროდ მარტო ვიყავი, ოქტომბრის მიწურული იყო, გაზაფხულზე დაგეშილი ახალგაზრდა მდევარი მყავდა, რომელსაც მხოლოდ "ერთი გეში ქონდა ნაჭამი". გაშვებიდან 15 წუთში კურდღელი წამოაგდო, ის უკვე ვიცოდი, რომ ძაღლი თავს თუ არ დაანებდებდა, კურდღელი ადრე თუ გვიან თავის საწოლ კვალზე დაბრუნდებოდა. ამიტომ დევნა გახურდა თუ არა მაშინვე იმ ადგილს მივაშურე, მართლაც მოვლენები როგორც წესია ისე განვითარდა. პირველი, შედარებით პატარა წრის შემდეგ გრძელყურა, სადაც ველოდი ზუსტად იქ, დაბლა მინდვრის კიდეზე შევნიშნე, დრო მქონდა კარგად დავუმიზნე და ვესროლე, თვალებს არ დავუჯერე კურდღელმა, რომ დიდი ნახტომი გააკეთა და ხშირ , თითქმის გაუვალ ბარდებში ჩახტა. მეორე სროლა ვეღარ მოვასწარი. მდევარი წივილ-კივილით შევარდა ბუჩქებში. ბოლოს ბუჩქებს გადაღმა მოვკარი თვალი, ერთი ამოიწკმუტუნა და უკან მობრუნდა. 3-4 წუთს დაველოდე და ქვემოთ ჩავედი. ძაღლი შემომეგება, ნასროლ ადგილამდე მივირბინე და "აი, აი, აი"-ის ძახილით კვალზე მივანიშნებდი. უხალისოდ შეძვრა ბუჩქებში და უკან გამობრუნდა. თოფი, სავაზნე და ყველაფერი რაც ზედმეტი მქონდა, დავტოვე, მუხლებზე დავდექი და ბუჩქებში წვალებით შევძვერი . ტყუილუბრალოდ კურდღელი იქ არ დამხვდა. არადა დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვარტყი. ბოღმისა და სიმწრისგან ტირილს არაფერი მაკლდა, უცხო, ხანშიშეული მონადირე, რომ გამოჩნდა, ძაღლების ყეფა ხომ არ გაგიგიაო, მკითხა. არა-მეთქი ვუპასუხე და ჩემი გასაჭირის შესახებ დაწვრილებით მოვუყევი. ისიც დავამატე, არ ვტრაბახობ ნამდვილად კარგად ვესროლე და ბუჩქებიდან გამოსული აღარ დამინახავს, რომ წასულიყო აი, იქედან ძაღლი უკან რატომ მობრუნდებოდა, ცხელ კვალზე გააგრძელებდა დევნას მეთქი. გაეცინა და მკითხა "თუ დარწმუნებული ხარ, ნუ ნერვიულობ, მაშინ ვიპოვით და წამოდი იმ ადგილას მიმიყვანე საიდანაც მდევარი მოტრიალდაო". მივედით. ზიგზაგისებურად გააგრძელა სიარული. ოციოდე მეტრი გაიარა, მაღალი ბალახით დაფარულ ღარტაფში ჩახტა, კურდღელი დაითრია და დაიჭირეო გადმომიგდო. როგორც შემდგომში დავრწმუნდი ჩემი მდევარი, მოკლულ ნადირს არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. ერთს დაყნოსავდა და უკან მორბოდა(სხვათაშორის ასე ბევრი მდევარი იქცევა) ზუსტად ასე მოიქცა იმ დღესაც, მე მაშინ არც მისი ხასიათი ვიცოდი და არც გამოცდილება მქონდა საკმარისი, სიტუაციაში რომ გავრკვეულიყავი. მეორე შემთხვევა კი განსხვავებულია პირველისგან. მაშინ საკუთარი მდევარი არ მყავდა. გავჩერდი იქ სადაც დამაყენეს, მაგრამ როგორც დამწყებ მონადირებს ჩვევიათ, ერთი ადგილი ამოვიჩემე და დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ კურდღელი ჩემი მიმართულებით წამოვიდოდა, აუცილებლად ზუსტად იქ გაირბენდა და ვესროდი. დაჰიპნოზებულივით იმ ადგილს თვალს არ ვაშორებდი. მოულოდნელად "ჯორივით" კურდღელმა სხვა მხრიდან გვერდზე ჩამირბინა. დაბნეულმა, ორივე ლულიდან მიყოლებით ვესროლე და თითების კვნეტით გავაყოლე თვალი ხეებს შორის თავაწყვეტით გაქცეულს. მდევარიც "გაცხადებული" ყეფით ფეხდაფეხ მიჰყვა და ცოტა ხანში ყეფა შეწყდა. ახლა უკვე ვიცი რომ მაშინვე იქით უნდა გავქცეულიყავი, მაგრამ მეგონა დაორკვალებულზე ტრიალებს და გაიახლებს მეთქი. ველოდე-ველოდე და კარგი დალოდებაც გამომივიდა-გასკდომამდე მუცელგაბერილი, ლაშებდასისხლიანებული მდევარი, ლასლასით, კმაყოფილი კუდის ქიცინით, ფეხებზე გამეხახუნა და მოირთხა. ნათელი იყო რომ უხეხულად სროლის მიუხედავად, გზააბნეული ორიოდე საფანტი კურდღელს მაინც "გაედო" , მდევარი წამოეწია და გემოზე გამოძღა. ჩემი გამოუცდელობით ორი გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი: პირველი ის რომ კურდღელი არ გავატარე და მერე არ ვესროლე, მეორე კი გაბმული ყეფა ასე მალე რომ შეწყდა უნდა მიმხვდარიყავი რაში იყო საქმე... საერთოდ სროლის მერე როცა დევნა წყდება ყურადღებაა საჭირო. თოვლზე სისხლიანი კვალი ეტყობა და ადვილად მიხვდები დაჭრილია თუ არა ნადირი, მშრალზე კი საეჭვო ადგილზე მისვლა ჯობია. დაბოლოს, ამბობენ ხოლმე, კურდღელი ყოველთვის მაკეაო, ეს რათქმაუნდა გადაჭარბებულია, მაგრამ ძველი ახალი-წლის შემდეგ მე და ჩემი მეგობრები ყურცქვიტას აღარ ვესვრით ხოლმე. ყველა ასე რომ მოიქცეს და "მეშუქეთა" თარეშსაც დაადგეს საშველი, მაშინ კურდღელი იმდენი იქნება, რომ მთელი სეზონის განმავლობაში სიამოვნება არ მოგვაკლდება... ავტორი:გიორგი შარაბიძე. სტატიის წყარო: ჟურნალი ნადირობა.2010წ. №12.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
monomaxiდრო: კვირა, 10.05.2015, 22:05:48 | შეტყობინება # 160
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
10 10 166 166
 
dato75დრო: კვირა, 10.05.2015, 23:29:55 | შეტყობინება # 161
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 126
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monomaxi, ზურა ჯერ ადრე შენი ბორას დაგეშვა, აცი მოუმატებს თანდათან, არის კურდგელი კორისთავზე?

დამატებულია (10.05.2015, 23:29:55)
---------------------------------------------
დაჩრილმა ტურამ თუ დაკბინა დაშინდება და აგარ გაყვება მარტო, პარში კი გაყვება. მე დამიკბინა და მი მერე კურდგელე პროფესორი იყო

 
monomaxiდრო: ორშაბათი, 11.05.2015, 17:06:59 | შეტყობინება # 162
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დათო ჯანელიძე ხარ? gimili

დამატებულია (11.05.2015, 17:06:59)
---------------------------------------------
dato75, დავითა გამოდი ამ შაბათს ვანადიროტ ძაღლები.კორისტავზე სიმართლე გითხრა რაც მე და შენ ვიყავიტ მის მერე არ ვყოფილვარ.სვანიძის მინდორს ქვემოთ რომ ვნახეთ მე და შენ კვალი თOვლზე ხო იცი იქ ვანადირებ ჩემ ბორას და კარგათ ეძებდა დღეს მაგარი ამინდი იყო.მაშინ რომ ააგდე შენ იმ კურდღელს ეძებს. 166 39 167

 
OCHOKINTREდრო: ოთხშაბათი, 13.05.2015, 20:47:49 | შეტყობინება # 163
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ ძმებო ანგლო მყავს 6 თვის და ჯერ ადრე ხომ არ იქნება გეშვა?
იქნებ მირჩიოთ
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 13.05.2015, 21:32:22 | შეტყობინება # 164
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
OCHOKINTRE, ადრეა! 9-10 თვემდე არ დატვირთო ფიზიკურად!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
monomaxiდრო: პარასკევი, 29.05.2015, 17:25:03 | შეტყობინება # 165
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კურდღლის თვისებები დაწერეთ ვინც იცის...!

დამატებულია (29.05.2015, 17:25:03)
---------------------------------------------
ბიჭებო ჩემი მადევარი ახლა ათი თვისაა კარგად ეძებს კურდღელს ჯერ ვერ ააგდო ... და ამ ბოლო დროს ფრინველებს დაუწყო სდევა...რა ვუქნა ვცემო ტუ რითი გადავაჩვიო? 23

 
ბაქარიდრო: პარასკევი, 29.05.2015, 17:37:34 | შეტყობინება # 166
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monomaxi, კურსღელი აჩვენე (მოუკალი) და გადაეჩვევა 36_1_69 მე ვიცი თვისებები სწრაფია მოხერხეული და გემრიელი 39
 
dato75დრო: შაბათი, 30.05.2015, 00:09:33 | შეტყობინება # 167
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 126
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კურდღელზე ყველაზე ძნელად იგეშება ძაგლი
 
qorbudaდრო: შაბათი, 30.05.2015, 07:59:07 | შეტყობინება # 168
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 51
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობრებო ჩემთვის მდევრებით ნადირობა ყველაზე დიდი აზარტული პროცესია ხოლო ძაღლის გეშვა არანაკლებ აზარტულია ძაღლი ერთი და ორი გაყვანით არ იგეშება ძაღლს კურდღლის აგდებას და დევნას რო ისწავლის მერე ორი სეზონი მაინც ჭირდება რო დადგეს და კურდღლის ყველა ოინი ისწავლოს და კვალი არ დაკარგოს კაი დაგეშილმა ძაღლმა 3 4 საათი მაინც უნდა სდიოს კურდღელს მაგრამ მე მინახავს ჩემ მეზობელ სოფელში ყავთ ძღლები 10 12 საათს დასდევენ ჩემი თვალებით მინახავს ჩემს მეგობარს ყავდა ცხონებულს ლეგენდარული (ლაბაშა) რომელმაც დილის 6 ზე ნახული კურდღელი საღამოს მოაკვლევინა მესამე სოფელში, ამით იმისთქმა მინდა რომ ძაღლის ჟინი და გამძლეობა თვითონ ინდივიდზეა და ნაკლად არჩაეთვლება ძაღლს თუ 4 საათის მერე დევნა აღარ შეუძლია

z.khetsadze
 
monomaxiდრო: შაბათი, 30.05.2015, 21:40:18 | შეტყობინება # 169
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
baqari3501, როგორ მოვუკლა ჯერ ვერ ააგდო...? ახლა რა არის იცი კარგ სანადირო ამინდში მაგრად ეძებს ტყეშიც შეაქვს კვალი და ბურდებშიც ძრომიალობს ...რა ჯანდაბა უნდა რატო ვერ აგდებს ვერ გავიგე...თან კვალზეც არ აყეფებს... 23

დამატებულია (30.05.2015, 21:39:08)
---------------------------------------------
baqari3501, მაგ თვისებები მეც ვიცი 069 069 069 069 069 39 და მიტო მომწონს კურდღელზე ნადირობა 36_1_69

დამატებულია (30.05.2015, 21:40:18)
---------------------------------------------
qorbuda, ეგ რა ძაღლი იყო ასეტი 10 საათს რომ სდია?
166

 
kucuna1დრო: შაბათი, 30.05.2015, 21:46:32 | შეტყობინება # 170
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote qorbuda ()
(ლაბაშა) რომელმაც დილის 6 ზე ნახული კურდღელი საღამოს მოაკვლევინა მესამე სოფელში

საიდან იცი რომ ისევ ის კურდღელი იყო?თუ კვალის განუახლებლად სდია მაგდენი ხანი?


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
qorbudaდრო: კვირა, 31.05.2015, 06:49:24 | შეტყობინება # 171
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 51
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monomaxi, ეგ იყო რუსული გონჩი kucuna1, საიდან ვიციდა დილით ნასროლი ქონდათ მაგრამ მსუბუქად დაჭრეს

z.khetsadze
 
kucuna1დრო: კვირა, 31.05.2015, 14:23:59 | შეტყობინება # 172
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
qorbuda, საქმე იცი რაშია!? ძაღლმა მაგდენი ხანი ფეხმოტეხილ კურდღელსაც რომ სდიოს,შესაძლოა ვერ დაიჭიროს,მაგრამ ისინი სად იყვნენ ვინც რომ ძაღლი სანადიროდ წაიყვანა?ძალიან ბევრი საკამათო საკითხია.კურდღელი თავის ტერიტორიაზე წრის დარტყმას,კარგი ძაღლის წინ,15 წუთში ასწრებს,გრიზლი ეგ არ არის 40 000 ჰწქტარი ეკუთვნოდეს.წარმოიდგინოს სუყველამ,ვისაც მადევრემით უნადირია,რამდენჯერ იყო ის კურდღელი მოსაკლავი,საღამომდე რომ რატომღაც "არ" "ვერ" მოკლეს.
Quote baqari3501 ()
მე ვიცი თვისებები სწრაფია მოხერხეული და გემრიელი

კურდღელი გაცილებით მეტ პატივისცემას და ვრცელ დახასიათებას იმსახურებს.
monomaxi, პირადში მაქვს შენთვის მოწერილი კურდღლის თვისებები,ძალიან დეტალური და მკაფიო დახასიათებით,თუ გადამოწმება გინდა,დააკოპირე და ფორუმში დადე და სავარაუდოდ რეპუტაციაც მოგემატება.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
monomaxiდრო: კვირა, 31.05.2015, 18:11:47 | შეტყობინება # 173
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დილით ადრე გამთენიისას გაიყვანე,ახალი დაგდებულია მაგ დროს,ბალახსაც ნამი აქვს და ადვილად გააქვს კვალი.კურდღელი დღისით დამალულია,სამალავი რამოდენიმე აქვს და ყოველთვის ისეთ ადგილს ირჩევს ადვილად მისასვლელ ადგილს რომ უყურებდეს ან ნიავი იქედან ურტყავდეს,რამე რომ არ მიეპაროს.შუა დღისით ასე 4 საათისკენ წაიბალახებს ცოტას და ისევ დაიმალება,მაგ დროს უფრო ადვილია პოვნა ძაღლისთვის,ვინაიდან კვალი დიდზე არ გააქვს და ახლოს ტრიალებს,სიცხეა მაგ დროისთვის უკვე და არ ღირს მაგ დროს ძაღლის გაყვანა.საღამოს შებინდებისას გამოდის,გაძღება და ნიავზე წევს მაღლობზე,მწერმა რომ არ შეაწუხოს,გზაზე უყვარს წოლა კიდევ ტყიანში,ღამის 2 საათზე უკვე წანწალს იწყებს საჭმელად,სანამ გათენდება წრეებს ურტყავს კვალის ასარევად და წვება ისევ სამალავში,ეხლა ბაჭიები არიან უკვე და საუკეთესო დროა დასაგეშად.მღლობ ადგილებში დააკვირდი ცურცლი ეყრება,და მასეთ ადგილებში გაუშვი ხოლმე.შეგულიანებაც სჭირდება ლეკვს საერთოდ,თუ მარტო დაგყავს,მიყევი და ერთხელაც იქნება გააგდებს.წრეზე რომ იცის ტრიალი ეგ გეცოდინება ალბათ?
 
avtandilდრო: კვირა, 31.05.2015, 18:54:55 | შეტყობინება # 174
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამდენი გონჩიტკები ხართ და კარგი რუსული საბუთებით არავის გყავთ ლეკვებს, რომ ელოდებოდეთ ან არ უნდა დართოთ? თემის გადახვევის გამო ბოდიშს ვიხდი.

მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
monomaxiდრო: კვირა, 31.05.2015, 22:31:54 | შეტყობინება # 175
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
avtandil, რა უნდა დავრთოთ?! სადა ნამდვილი სუფთა სისხლის რუსული მადევარი!!? 167 19
 
avtandilდრო: კვირა, 31.05.2015, 23:19:22 | შეტყობინება # 176
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monomaxi, რატოო? ვოცი, რომ რუსეთიდან ბევრია ახალი შემოყვანილი რუსული მდევრები აი ინგლისურ რუსულზე არ ვიცი.

მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
gagrinskiდრო: კვირა, 31.05.2015, 23:24:29 | შეტყობინება # 177
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რუსული მდევარი საქართველოში საკმარისად არის, აი მათგან ნამდვილი მადევარი რამდენია მაგაზე თავს ვერ დავდებ(ძირითადად მეპატრონეების მოუმზადებლობისა და არასწორი გეშვის გამო) ერთ-ერთი საუკეთესო რუსული მდევარი ალეკო მიშელაშვილს იგივე არაგველს ყავს, ახლახანს ყავდა ლეკვები. ისე კლუბში იკითხეთ იქნებ იყოს კარგი დართვა.

d.kakulia
 
avtandilდრო: კვირა, 31.05.2015, 23:27:08 | შეტყობინება # 178
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski, დავით მაგ ბუდობიდან ერთი ლეკვი მე უნდა წამომეყვანა, მაგრამ რაღაც გაუგებრობა მოხდა და გადავიფიქრე. 23

მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!

შეტყობინება დაამუშავა avtandil - კვირა, 31.05.2015, 23:27:38
 
kucuna1დრო: ორშაბათი, 01.06.2015, 10:04:22 | შეტყობინება # 179
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote monomaxi ()
სადა ნამდვილი სუფთა სისხლის რუსული მადევარი!!?

ძალიან მაგარი მუშა ხაზის მდევრებია საქართველოში,უძლიერესი წქსტერიერით.ორი წლის 25 აგვისტოს გახდება,კახეთში გვყავს,სასწაული მადევარია.საქართველოში მადევრებში საველე გამოცდები არ ტარდება და მაგიტომ არ არის გახმაურებული მათი დონე მუშაობისა.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
monomaxiდრო: ორშაბათი, 01.06.2015, 10:17:57 | შეტყობინება # 180
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, საიდან მოიყვანეთ ,მეც მინდა სუფთა სისხლის რუსული მადევარი.ვის ყავს?
 
gagrinskiდრო: ორშაბათი, 01.06.2015, 11:15:42 | შეტყობინება # 181
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე არავის არ ვეხები მაგრამ რასაც ამ თემაში ვკითხულობ იმის მიხედვით გეტყვით რომ მდევრის აყვანამდე ცოტა მეტი უნდა ვიცოდეთ მისი მომზადების შესახებ, ასევე გეშვის ვადებზე დ.ა.შ. უამრავი ლიტერატურა არსებობს რომელიც მიმაჩნია რომ მემდევრემ აუცილებლად უნდა წაიკითხოს, ისე ვისაც მდევრის გაზრდა და მისი დაყენება უნდა მე ლეონიდ საბანეევის ჩანაწერებით დაწყებას ვურჩევდი და მერე სხვა კორიფეებზე გადასვლას. ლეგენდარული ადამიანები იყვნენ ამ სფეროში.

რაც შეეხება ქართველ მემდევრეებს იგივე ალეკო მიშელაშვილთან (არაგველი) იმეგობრეთ და არ დაგზარდებათ რჩევების მოცემას. გიული ცხვედიანი, შადიმან შამანაძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ვინც იცის გაუზრდია და დღემდე ზრდის რამდენიმე მდევარს იმისთვის რომ თოფის გასროლით კი არ მიიღოს სიამოვნება არამედ დევნის მოსმენით.


d.kakulia
 
gagrinskiდრო: ორშაბათი, 01.06.2015, 12:46:12 | შეტყობინება # 182
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982,

გიო მეც იმის თქმა მინდა რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა ინფორმირებულობის თვალსაზრისით. მისასალმებელია რომ ბევრი მსურველია ჯიშიანი მონადირე ძაღლების გაზრდის, მაგრამ მანამდე რაღაც ბაზა უნდა ქონდეს მეპატრონეს. ჩვენთან პირიქითაა, ჯერ ძაღლი აყავთ და მერე კითხვებს სვამენ. სამწუხაროდ სხვა სფეროებშიც ასეა. საბოლოო ჯამში ვიღებთ დაუგეშავ, არასწორად მომზადებულ და უვარგის მონადირე ძარლებს რომელიც მხოლოდ პატრონს მოსწონს. მდევარი კიდევ ცალკე თემაა და უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს მისი ყოლა. და კიდევ ერთი მთავარი რამ რაც ე.წ. მემდევრეებში არ მომწონს და არამხოლოდ მე-მდევრის ის ჯიშები რომელიც ჩვენთან არის გავრცელებული(რუსული, ანგლო-რუსული და ესტონური)იმისთვის არაა გამოყვანილი სდიოს შველს და ღორს, პირველ რიგში მდევარი ფასდება და მისი შესაძლებლობები იზომება კურდღელზე მუშაობით, აქ ჩანს მისი ჟინი, ყნოსვა, გადაკიდების უნარი, ხმა დ.ა.შ. ასევე მისი მუშაობა ბეწვეულზე(მელა იგულისხმება). დანარჩენ შემთხვევაში შენ მას უბრალოდ ამუშავებ დიდ ნადირზე და მეტი არაფერი, ასეთი ნადირობა ძირითადად მორეკვით ხდება და თუ ასე უყვარს სარეკი ადამიანს მაშინ მდევრის გაზრდას მერწმუნეთ იაგდტერიერი გაზარდოს ჯობია, რომელიც ამ ფუნქციას თავს არაჩვეულებრივად ართმევს. დიდ ნადირზე მუშაობისას ძაღლს არ სჭირდება განსაკუთრებული ყნოსვა და მიხვედრილობა ისედაც საკმარისი სუნი აქვს რომ იმუშაოს გიჟივით.


d.kakulia
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 01.06.2015, 20:48:08 | შეტყობინება # 183
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski,
Quote gagrinski ()
იმისთვის არაა გამოყვანილი სდიოს შველს და ღორს, პირველ რიგში მდევარი ფასდება და მისი შესაძლებლობები იზომება კურდღელზე მუშაობით, აქ ჩანს მისი ჟინი, ყნოსვა, გადაკიდების უნარი, ხმა დ.ა.შ. ასევე მისი მუშაობა ბეწვეულზე(მელა იგულისხმება). დანარჩენ შემთხვევაში შენ მას უბრალოდ ამუშავებ დიდ ნადირზე და მეტი არაფერი,


ეგ კი ეგრეა, მაგრამ მაინც არსებობს "მაგრამ" gimili
მე პირადად კურდღელზე კარგად მომუშავე ძაღლი მირჩევნია ყველა დიდ ნადირს. მარა როცა ერთი მდევარი ყავს მონადირეს, მაშინ ხანდახან იძულებული ხდება დიდ ნადირზეც ანადიროს ძაღლი.
კურდღელზე გეშვით ვიწყებ მდევრის დაგეშვას და თუ გამოვა "კურდღლის ძაღლი" რასაც ქვია, მაშინ იმას დიდ ნადირზე, სარეკში, რა თქმა უნდა არ "გავაფუჭებ". ჩემი ესტონური კურდღელსაც ნორმალურად დასდევდა და სარეკში კიდევ უკეთესად მუშაობდა! რომ ყოფილიყო კურდღლის ოსტატი, სარეკში არ გავუშვებდი საერთოდ, მაგრამ ქალაქის პირობებში ძნელია რამოდენიმე მდევრის ყოლა, სხვადასხვა ნადირობისთვის, ამიტომ ვადევნინებდი ყველაფერს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, კურდღლის ოსტატი რომ ყოფილიყო, სარეკს და შვლის კვალს არ ვაჩვენებდი არასდროს, ჩემი ინიციატივით, ახლა ხან შეიძლება თვითონ ნახოს ძაღლმა ნადირის კვალი, მარა მანდაც ვეცდებოდი, რომ ისეთ ადგილებში არ მეტარებინა სადაც შვლის კვალის შეხვედრის შანსი დიდია!

დამატებულია (01.06.2015, 20:48:08)
---------------------------------------------
თემა რედაქტირებულია! "თავისუფალ თემაში" ვიკამათოთ რაზეც გნებავთ. gimili


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
monomaxiდრო: ოთხშაბათი, 03.06.2015, 22:09:34 | შეტყობინება # 184
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო რა მაინტერესებს,ჩემი ძაღლი უკვე ათი თვისაა და კვალსაც კარგათ ამუშავებს ტყეშიც შეაქვს კვალი და ბურდებშიც მაგრად ძრომიალობს ,მაგრამ კურდღლის აგდებას საშველი არ დააყენა.რა ვუქნა ბურდებში რომ შევა შევყვე და წავეხმარო თუ ვაცალო?ააგდებს თავისით თუ რას იზამს? 23 23

დამატებულია (03.06.2015, 22:09:34)
---------------------------------------------
და კიდე ამ ბოლო დროს ფრინველებს დაუწყო სდევა როგორ გადავაჩვიო? 23

 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 03.06.2015, 22:26:35 | შეტყობინება # 185
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote monomaxi ()
ბოლო დროს ფრინველებს დაუწყო სდევა

აქ რას გულისხმობ?? კვალზე მისდევს, გაფრენილს მისდევს თუ როგორ არის???


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
avtandilდრო: ოთხშაბათი, 03.06.2015, 22:36:24 | შეტყობინება # 186
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote giohunt1982 ()
Quote monomaxi ()
ბოლო დროს ფრინველებს დაუწყო სდევა

აქ რას გულისხმობ?? კვალზე მისდევს, გაფრენილს მისდევს თუ როგორ არის???

ეგ ისევ არასწორი გეშვის ბრალია. მაზობელს ყავდა ეგრე სარეკში არ მიდიოდა და უკანა გზაზე შაშვებს დასდევდა ყეფით. ისე კი პოულობდა და დადიოდა წივილკივილით.:)


მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
avtandilდრო: ოთხშაბათი, 03.06.2015, 22:50:34 | შეტყობინება # 187
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dato75, მდევარი ფრინველს როგორ კარგადაც არ უნდა სდევდეს, წესით არაა კაი ამბავი 23

მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 04.06.2015, 08:30:14 | შეტყობინება # 188
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote dato75 ()
კურდღელზე დაგეშილ ძაღლს უფრო იოლად გააქვს ტური მელიის შვლის კვალი,დათვს გულმაგარი თუა უკეთესად სდევს.

ეგ აქსიომა არ არის! ზოგი ძაღლი კურდღელს განსაკუთრებული აზარტით დასდევს და ტურა-მელას ნაკლებ ყურადღებას აქცევს! ზოგი შველს მისდევს განსაკუთრებულად და სხვა კვალს ნაკლებად აქცევს ყურადღებას!
გეშვისას მდევარი ისეთ ადგილებში უნდა ვატაროთ სადაც შველის კვალს ნაკლებად ან საერთოდ ვერ ნახავს! თუ მხოლოდ სარეკისთვის არ გვინდა მდევარი.
შველზე ნადირობას, მდევრისთვის ცუდი ის აქვს, რომ შველი ყველაზე ადვილი სადევნია, კვალიც ყარს და არც აორკვალებს შველი. ამიტომ გეშვისას თუ მერე ხშირად როცა დასდევს შველს მდევარი, „იოლ ცხოვრებას„ ეჩვევა და ძნელ სადევნ ობიექტებზე, კურდღელზე უღიმღამოდ მუშაობენ!

დამატებულია (04.06.2015, 08:30:14)
---------------------------------------------
პს: ფრინველს რომ დასდევს და ნადირის კვალს ყურადღებას არ აქცევს, ის ძაღლი, მდევარი არ არის!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
kucuna1დრო: ხუთშაბათი, 04.06.2015, 13:40:17 | შეტყობინება # 189
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote giohunt1982 ()
პს: ფრინველს რომ დასდევს და ნადირის კვალს ყურადღებას არ აქცევს, ის ძაღლი, მდევარი არ არის!

ჩემი აზრით,ვისი მადევარიც მასე იქცევა,თვითონ ის არ არის კარგი მგეშავი.
ამ ახალგაზრდის აქ დარეგისტრირების დღიდან იმას ვუმტკიცებ რომ,ატაროს ისეთ ძაღლთან ერთად,რომელიც კვალზე არ ყეფავს,ნორმალურად დასდევს და კარგი მპოვნელია.საიდან იცის რომ ლეკვი რომელიც არაფრის აზრზე არ არის,უბრალოდ შაშვებისა დაჩიტების ნაქექს არ დასტრიალებს,თან აგულიანებს და რასაც ეძებდა,რაზეც აგულიანებდნენ და ბობოს და ბოლოს იპოვა,უყეფს კიდეც.
მაგას ვეუბნები რომ თუ ახალი ცურცლი არ არის,იქ ტარებას აზრი არა აქვს,სამი თვის წინ შსაძლოა იქ მართლაც იყო კურდღელი,მაგრამ რაღაცამ შეჭამა და სანამ მაგ ტერიტორიას სხვა არ აივისებს,ტარებას რა აზრი აქვს.ეხლა რთულია ძაღლისთვის,კურდღლის პონაც და დევაც,ვინაიდან ბალახი მაღალია და კვალი რთული გასატანი.ამიტომ არის ამ პერიოდში კურდღელი გორებზე უნდა დაიგეშოს,იქ სადაც დაბალია ბალახი და გამოჩნდება უკანა კვალზე ხომ არ ყეფავს,კვალის განახლება რამდენად ხშირად სჭირდება,რა მანძილში დასდევს.ზუსტად კურდღელი არის ობიექტი რომელზეც ამ ყველაფრის შემოწმება შეიძლება.კურდღელი ერთადერთია რომლის დაკარგვაც შესაძლოა ძაღლს საპატიოდ ჩაეთვალოს.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
bizonaდრო: ხუთშაბათი, 04.06.2015, 17:55:50 | შეტყობინება # 190
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 479
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, giohunt1982, ეგ არ არის მგეშავის ბრალი რომ ლეკვი ფრინველს გამოეკიდება, 99% ლეკვების ბუნებაში გაყვანის პირველ ეტაპზე დასდევს ჩიტებს პეპლებს და რაც მოძრაობს ყველაფერს სანამ არ მიხვდება თავის დანიშნულებას, მითუმეტეს 10 თვის ლეკვი რომელმაც არ იცის თავისი დანიშნულება და ეგ არანაირად არ ნიშნავს იმას რომ მდევარი არაა, monomaxi, კურდღელი არ არის მარტივი ასაგდები მითუმეტეს ლეკვისთვის ასე რომ გულს ნუ გაიტეხ ატარე ისეთ ადგილებში სადაც კურდღელი გეგულება და დაეხმარე მოაჩხრეკინე ისეთი ადგილები სადაც შეიძლება კურდღელი იწვეს, წამოგდების მერე კურდღელი მალე რამოდენიმე წუთში დაებნევა, არ ჩააბა და სახლში არ წაიყვანო, ამუშავე დაკარგულ კვალზე, ეცადე გაატანინო და თავიდან წამოაგდებინო, შენი ლეკვი ეხლა იწყებს გეშვას და ეცადე სულ დევნის ეპიცენტრში იყო და დაეხმარე შეაგულიანე ლეკვი სანამ დამოუკიდებლად დაიწყებს გასვლას და კვალის პოვნას, დილას გამთენიისას უკვე ტყეში უნდა იყო, არაა საჭირო გამოცდილ ძაღლთან ერთად ტარება, უკეთესია მარტო დაგეშო რომ ინადიროს დამოუკიდებლად, სხვა ძაღლისგან ლეკვი აიღებს როგორც დადებით ისე უარყოფით თვისებებს ასევე შეიძლება დამოკიდებული გახდეს სხვა ძაღლზე და ბევრი მინუსი აქვს, ამიტომ ატარე ლეკვი ხშირად,რაც შეეხება ჩიტებზე გამოკიდებას ეგ პრობლემა მაშინვე მოგვარდება როგორ კი გაიგებს თავის დანიშნულებას მითუმეტეს ასაკით პატარაა, წარმატებები სასახელო მდევარი გაგეზარდოს 39

დ.კალანდაძე
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 04.06.2015, 18:30:10 | შეტყობინება # 191
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote bizona ()
გ არ არის მგეშავის ბრალი რომ ლეკვი ფრინველს გამოეკიდება, 99% ლეკვების ბუნებაში გაყვანის პირველ ეტაპზე დასდევს ჩიტებს პეპლებს და რაც მოძრაობს ყველაფერს სანამ არ მიხვდება თავის დანიშნულებას, მითუმეტეს 10 თვის ლეკვი რომელმაც არ იცის თავისი დანიშნულება და ეგ არანაირად არ ნიშნავს იმას რომ მდევარი არაა,

ძამა, გეტყობა პირველად წაიკითხე monomaxi-ის პოსტები! gimili
პირველი ეტაპი კი არა ასჯერ ყავს ალბათ გაყვანილი! (წერის სიხშირიდან გამომდინარე ვვარაუდობ)
რაც შენ დაწერე, ეგ ყველაფერი ჩვენც არაერთხელ ვთქვით! მაგრამ მაინც ერთიდაიგივეს გვამეორებინებს, გაფუჭებული ტელეფონივით!

დამატებულია (04.06.2015, 18:27:36)
---------------------------------------------
bizona, ქათამზე სანადიროდ წამოიყვანა ტიპმა ანგლო. ეს ანგლო ქათამზე ნადირობდა იმის დედა ვატირე! gimili ნებისმიერ ჯაგში შედიოდა, კვალზე ყეფდა და ქათამს ადგებდა ბარდიდან! ასევე იქცეოდა შაშვის კვალზე! მაგ დღეს, კურდღელი 10-15 ნაბიჯში წამოუხატა მაგ ანგლოს, ჩემი თვალით ვუყურე! და მაქისმუმ 100 მეტრი გაეკიდა და მოტრიალდა ეგრევე როგორც კი თვალთახედვიდან დაეკარგა( ვენახებში ვნადირობდით) ნახევარი საათის შემდეგ ტურა შეხვდა, სანამ ხედავდა გაეკიდა ალბათ 100-150 მეტრი! ამასაც ისევე დაანება თავი! და რა?, ანგლო გამოდგა დაბადებიდან "მეჩიტე"?? რა თქმა უნდა მგეშავის ბრალია! აბა ვისი ბრალია?

დამატებულია (04.06.2015, 18:30:10)
---------------------------------------------
პს: რაღა თქმა უნდა, რომ ის ანგლო მდევარი არ არის!!! არამედ რაღაცა შუალედური იდოტობაა! gimili


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
bizonaდრო: პარასკევი, 05.06.2015, 15:17:03 | შეტყობინება # 192
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 479
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, ეგ ყველაფერი რა მაგალითიც მოგყავს ძაღლზეა საუბარი და არა ლეკვზე, ეგ რათქმაუნდა მგეშავის ბრალია გეთანხმები მარა არაფერია საგანგაშო იმაში თუ 10 თვის ლეკვი შაშვს გამოეკიდა მაგას ვამბობ სხვას არაფერს, ანგლოს ქათამზე რაც შეეხება კიდე არ მწამს მაგისი და ვერანაირად ვერ მივესალმები რაც არ უნდა მაგრად ნადირობდეს ქათამზე :))))
kucuna1, პირველ ეტაპზე არ ვგულისხმობ ლეკვის პირველ გაყვანას, პირველ ეტაპზე ვგულისხმობ სანამ ლეკვი არ გაიხსნება, რაც შეეხება სხვა ძაღლთან მუდმივ ტარებას გაუხსნელი ლეკვის ყოველთვის აჯობებს გამოცდილი ძაღლი პოვნასაც დევნასაც და გაახლებასაც და ავტომატურად ლეკვი ხდება დამოკიდებული იმ ძაღლზე, არაა აუცილებელი მაინდამაინც ხროვა იყოს რო დამოკიდებული გახდეს ლეკვი სხვა ძაღლზე, არაერთი შემთხვევა მქონია პირადად გამომიცდია ცუდად საკუთარ თავზე მასეთი რამე და მაგიტომ ვურჩევ იმას რაც ვიცი, გამოცდილ ძაღლთან შეიძლება გაიყვანო რამოდენიმეჯერ და არა მუდმივად, ასეთია ჩემი რჩევა და არაფრის მტკიცებას მე არ ვაპირებ ვწერ იმას რაც მინაახავს და საკუთარ თავზე გამომიცდია, რაც შეეხება პოსტებს პოსტებით ძაღლი ნამდვილად ვერ დაიგეშება, სამაგიეროდ მგეშავი მიიღებს გარკვეულ თეორიულ ცოდნას და დაეხმარება ნორმალური მდევრის გაზრდაში.


დ.კალანდაძე
 
gagrinskiდრო: პარასკევი, 05.06.2015, 17:50:30 | შეტყობინება # 193
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სხვა ძაღლთან ერთად პირველ ეტაპზე რა უნდა დაუგეშავ გამოუცდელ ლეკვს, დაიმახსოვრეთ მდევარი იგეშება შესაფერის ამინდში მისი ტყეში ხშირი ტარებით, პირველ ეტაპზე ისეთ ადგილას სადაც ყველაზე მეტი ალბათობაა კურდრელი შეხვდეს, ლეკვის გესვა იწყება ე.წ. ჩერნოტროპზე-როცა არაა ზამთრის პერიოდი(გარკვეული გამონაკლისების გარდა), მიწაზე რჩება საკმაო კვალი(სუნი, ახალგაზრდა მდევარს უნდა დაეხმაროს პატრონი, როცა ის კარგავს კვალს, პატრონი სულ უნდა იყოს დევნის ეპიცენტრში ან მიყვებოდეს დევნას და ინაცვლებდეს ადგილს დევნის ხმის მიხედვით. გორაზე და ერთ ადგილზე დგომით ძაღლი ახლა ააგდებს და გამომიტარებს -მდევარი არ იგეშება, არაა!!! არის კიდევ ასობიტ ნიუანსი რომელიც უნდა იცოდეს მდევრის პატრონმა. ამიტომ გავკივი ვინც გამოუცდელია და გვერდიტაც არ ყავს ადამიანი რომელიც მდევრის სწორად დაგეშვას ასწავლის, სანამ ლეკვს აიყვანტ იკითხეთ, ბევრი იკითხეთ რომ რაღაც დონეზე თეორიული ცოდნა მაინც გქონდეთ და არ გეგონოთ რომ რადგანაც მდევარია ფეხებტან გამოგიტარებს კურდრელს წარმატებები ყველას

d.kakulia
 
monomaxiდრო: შაბათი, 06.06.2015, 00:37:12 | შეტყობინება # 194
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო მე ვცხოვრობ ისეთ ადგილზე სადაც სახნავი სავარგულები და მთებია .ორივე ადგილზე არის კურდღელი .მთაში დამყავს ძირითადათ და იქ ფრინველები იშვიათადაა ან საერთოდ არაა.მაგრამ როდესაც სავარგულუბში გავიყვანე იქ ძალიან ბევრი ფრინველი იყო და კურდღლის კვალიც ვერ ვნახე.ძაღლი კი დაინტერესდდა ფრინველებით ეს პირველი გაყვანა იყო სავარგულებში და მემგონი დაგეშვამდე უკანასკნელი .ამის შემდგომ მთაში ვატარებ აუცილებლად.ხოლო რაც შეეხება იმას რომ ჩემი ძაღლი ფრინველის კვალს ეძებს, სადაც კურდღელია იქ, აბსურდია რადგან არც ისე გამოვუცდელი ვარ რომ ვერ მივხვდე ძაღლი რას ეძებს .მითუმეტეს ჩემი გაზრდილი მადევარი. ცურცლებსაც ვნახულობ და ტალახში კვალსაც. ...მეც ეგ მაინტერესებს როცა ტყეში ძრომიალობს ბურდებში წავეხმარო მეც თუ ვაცალომეთქი? თორე დანაჩენი არ მეშლება ვიცი მასწავლეს ცოტაცოტა 23 166
 
giohunt1982დრო: შაბათი, 06.06.2015, 08:47:26 | შეტყობინება # 195
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote bizona ()
ანგლოს ქათამზე რაც შეეხება კიდე არ მწამს მაგისი და ვერანაირად ვერ მივესალმები რაც არ უნდა მაგრად ნადირობდეს ქათამზე

მერე ვინ თქვა, რომ კარგია ეგ???? ან ვინ მიესალმება?

მოკლედ, თემა რედაქტირებულია!
http://www.bazieri.ge/forum/40-1076-4
აქ გავაგრძელოთ შემდეგი საუბარი, რომელიც მდევრების დაგეშვას არ ეხება!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
monomaxiდრო: შაბათი, 06.06.2015, 10:42:37 | შეტყობინება # 196
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, ასპროცენტიანი ვიცი რომ კურდღელს ეძებს 167
 
monomaxiდრო: სამშაბათი, 29.09.2015, 22:10:32 | შეტყობინება # 197
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობრებო ამ ზაფხულზე ვანადირებდი ჩემ რუსულ მადევარს კურდღელზე დილით ადრე და როცა მიწა გამომშრალი იყო მაშინ კარგად ეძია და ორჯერ ამიგდო კურდღელი და ერთ დღეს გაწვიმდა და გახარებულმა გავიყვანე სანადიროდ ძაღლი და ფრიად გაოცებული დავრჩი ვაბშე ახალი კვალი ვანახე და საერთოდ არ გაინძრა ნუ ცოტა წაძებნა ასე გამიკეთა მეორეჯერ .გამომშრალ ამინდში უფრო კარგად ეძებს .ხომ ვერ მირჩევთ რამეს თუ გაქვთ რაიმე გამოცდილება 167 23

შეტყობინება დაამუშავა monomaxi - სამშაბათი, 29.09.2015, 22:12:31
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 19.11.2015, 11:48:21 | შეტყობინება # 198
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძაღლების ფოტო, შესაბამისი ჯიშის თემაში დადეთ! აქ კი მდევრების დაგეშვაზე ვისაუბროთ!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
monomaxiდრო: ხუთშაბათი, 03.12.2015, 16:50:50 | შეტყობინება # 199
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობრებო ძაღლი ერთი სამი თვეა პასტაიანად არ მიტარებია კურდღელზე და ახლა რომ გამყავს აღარ ინძრევა კვალზე საერტოდ არადა ზაფხულის დასაწყისში თითქმის დაგეშილი მყავდა .ახლა ამ ზამთარში და გაზაფხულზე რომ ვატარო დაიგეშება? რუსული მადევარია წლის და სამი თვის 23
 
tengo81დრო: კვირა, 10.01.2016, 23:07:12 | შეტყობინება # 200
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 5
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხშირად ტარება უნდა და აგიდგენს უეჩველი
 
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика