ENUQICHI, ნათქვამია ქორი ხორცის საამებელიაო ხოლო შავარდენი სულისო. ასე რომ გემოვნებაზე არ დაობენ თუმცა ჩვენს პირობებში ყველაზე შედეგიანი მონადირე ხორცის მხრივ ქორია და გავაზი ხოლო შავარდენს ტერიტორიის შერჩევა უნდა და მრავალი ფაქტორია. რაც შეეხება შავარდნის ყოლა არ ყოლას, ეს რთული საკითხია და მხოლოდ სურვილი არ კმარა შავარდნის გეშვის სპეციფიკურობა ძალიან დიდ გამოცდილებსა და ცოდნას მოითხოვს დიდი ხანი იყო დაკარგული ან მივიწყებული ამ ფრინველის დაგეშვის ცოდნა . თუ ბაზიერობა გადარჩა ეს სოფლად გლეხების დამსახურეებაა რომლებმაც მიმინოს დაგეშვა არ დაივიწყეს. ხოლო შავარდნის გეშვა სრულიად სხვა რამ არის... ასე რომ მეგობრებო სანამ გადაწყვიტავთ ან ბუდიდან ამოყვანას ან დაჭერას კარგად დაფირდით. რადგან ძველად მისი ყოლის უფლება მხოლოდ ეკლესია სა და სამეფო კარს ჰქონდა ასევე წარჩინებულ თავად აზნაურებს ან განსაკუთრებით დაფასებულ გლეხს. არაბების დამსახურებაა გავაზი რომ გაქრა თითმის საქართველოდან. მათ ასევე შავარდენიც გაჰყავდათ ადრე დიდი რაოდენობით მაგალითად წინა წელს სარფზე დაიჭირეს 16 შავარდენი და 4 თუ 6 გავაზი კონტრაბანდულად გადიოდა ჩამოართვეს. შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
გეთანხმები წმინდა ფრინველად მიიჩნეოდა წარსულში შევარდენი და ის მკაცრი იერარქია რომელიც არსებობდა, მისი დარღვევა მძიმე სასჯელებსაც ითვალისწინებდა... უდიდეს პატივს სცემდნენ ამ ფრინველს ადრეც და ახლაც ასე უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში
dudu-duda, საიდან გადაჰყავდათ არ ვიცი .... თუმცა მაგ რაოდენობის გავაზს ვერ მოიპოვებდნენ საქართველოში . თუმცა ვიცი რომ 2011 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში 2 დედალი გავაზი გაიყვანეს. გაყიდეს. შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
ეგრე დადგენილი ფასი არ აქვს და არც სადმე იყიდება საქართვლოში და აქ თუ ვინმე გაყიდის ფასსაც თვითონ შეურჩევს. ისე უცხოეთში არის ინკუბატორები და ბარტყებიც იყიდება და დიდი ფრინველის ყიდვაც შესაძლებელია. p.falcon
ჩვენ ადმინისტრატორს ერთი კაი მანქანის ფულს აძლევდნენ და არ გაყიდა არადა მაგარი დედალი ყავდა, კაი ხელა იყო და ძალიან ლამაზი, თურქებია დაინტერესებული გადმოდიან და თუ იჩალიჩებენ აქ დაჭერას ან ვინმესგან წაყვანას იქ ალბათ რამოდენიმე ათას დოლარად გაყიდიან ★ஜ۩۞۩ஜ★
ბუთუთი, მთელი საქართველოს მაშტაბით აპსოლიტურად ყველგან. ძირითადად კი კახეთში. (14 ბუდე) შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
ბიწებო დღეს ვნახე რაღაც რინველი შევარდნის ნაირი რთები ჰქონდა თეთრი იყო დიდი და შავები წაჰკრავდა რაიყო ხომ არ იცით
მდელოს ძელქორი (მდელოს ბოლობეჭედა). დაბლა დაფრინავდა მიწის პირზე,თეთრი ფრინველი,ფრთის ბოლო ბოლოში მოშავო.სურათში ცოტა სხვანაირად გამოიყურება მაგრამ ესაა. . პ.მ. თემებში ძალიან ანარქიაა. ასეთი კითხვებისთვის არის სხვა თემა თუნდაც მინი-ჩატი ფორუმში. ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
უყურეთ და ისიამოვნეთ ბატონებო ესეთი რამ ძალიან იშვიათია... ეს კალიდუსი შავარდენია დედლის წონა 1300 გრამამდე ადის შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
ოოო ეს ვიდეო მაგარია..როგორ უტყდება მტრედი ჰაერიდან და მაინც მანქანას აფარებს თავს, შავარდენი მაგარი ჟინის არის არ ეშვება, თუმცა მიწაზე ნელია, ეს რო ქორი ყოფილიყო არ უნდა კითხვა..გავაზი ხო ქორივით არის მიწაზე? gigagiga239, ★ஜ۩۞۩ஜ★
ENUQICHI, კი ოთო გავაზი მიწაზე ქორივით დარბის და არ გაუჭირდებოდა შავარდენს არააქ იმის აგებულება სირბილში შეეჯიბროს ვინმეს :D დზალიან მაგარი მამალია . . . შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
მაგარი ვიდეოა კალიდუსი მართლაც რომ ძლიერია შავარდნებს შორის... ქორზე და გავაზზე არაა ლაპარაკი არ გაუჭირდებოდათ მაგ მტრედის მოხელტაბა, ქორი სად აღარ მიყვება მსხვერპლს შავარდნის დიდი უპირატესობა ის არის რომ დედალ-მამალი ერთად ნადირობს და ისეთ ფრინველებსაც კი იჭერენ როგორიცაა ნამგალა, კლდის მერცხალი... ყველას გისურვებთ რომ მოგეცეთ ამ ფაქტის ნახვის საშუალება,რადგან ამაზე ამგარი არამგონია რამე ნახოთ როცა დედალ მამალი ერთად მისდევს ისეთ სწრაფ და მანევრირებად ფრინველს როგორიც მერცხლისნაირები არიან p.falcon
უძაააააანმაგრესი ვიდეო ნადირობაზე კალიდუსით ნადირობაზე შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
cxadaze, შევარდენი პიკირებით 380 420 კილომეტრს ავითარებს პირდაპირი (კრეისერული ფრენის ) სიჩქარე 50 60 კილომეტრი საათშია, მერცხლებს და ნამგალებს მარჯანი იჭერს მარჯნის ძირითადი საკვები ხოჭოები რომ არ ჩავთვალოთ სწორედაც ნამგები და სოფლის მერცხლებია. შავარდენი ვერ დაეჯიბრება მარჯანი უფრო ადეკვატურია. შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
cxadaze, შავარდენი ეწევა და იჭერს მერცხალს და ნამგალას, ნამგალაზე ძირითადად ბუდობის დროს, როცა გაუჭირდებატ ძალიან, მაშინ ნადირობენ და საკუთარი თვალით მაქვს დაჭერა ნანახი ასე 3-4 წუთიანი დევნის მერე... დედალ მამალი ერთად დასდევს და იჭერენ, ერტმანეთს ენაცვლებიან ერთი ზემოთ ავა მეორე ცამოვა კუდზე აზის მერე ის ავა და მეორე პიკირრებით ჩამოვა და დააჯდება კუდზე და ბოლოს დაიღალა ნამგალა და მამალმა ისეთი აარტყა რომ... მარტო ერთი შავარდენი ალბათ ვერ დაიჭერს p.falcon
კალიდუსი შავარდნის ნამოქმედარი... ძალიან შემეცოდა ამას ქვია ცოცხალ მკვდარი... შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
ასეთ მდგომარეობაში ვნახე შავარდენის მიერ ჩამოგდებული დედალი იხვი, ოღონდ კალიდუსი ნამდვილად არ იქნებოდა რადგანაც ეს ველური მტაცებელი ბაშის ტერიტორიაზე ნადირობდა, შესაძლებელია აბორიგენიც იყოს არ ვიცი, ოღონდ მაინტერესებს ზამთარში ასე თუ მიგრირებენ, თუ დაყვებიან იხვების "პერელიოტს"? მე მეორე მაისია ვაკვირდები ცას და მტაცებლების გუნდს ვხედავ, შარშანაც ამ დროს გადაიარეს ზუსტად ჩემი სახლის თავზე, წელსაც შევნიშნე, თუ რამე იცით მაგათი მარშუტის შესახებ ჯობია მაგაზე ვისაუბროთ, რადგანაც ხომ უნდა ვიცოდეთ საქართველოში როგორი შავარდნები შემოდიან დაახლოებით და რომლები ბუდობენ აქ. ვიცი რომ ეჯვარებიან ჩვენთან მყოფთ კარგი ჯიშის შემოსული შავარდნები და კარგები გამოყავთ ბარტყები. ★ஜ۩۞۩ஜ★
ENUQICHI, მე როგორც ვიცი ოთო მტაცებელი ფრინველების მიგრაციისიის დაწყება პირდაპირ პროპორციულია ნადავლი ფრინველების მიგრირებასთან, კალიდუსი შავარდენი საქართველოში არ ბინადრობს და ძალიან მცირე შანსია მისი აქ ჩამოსვლის, რაც შეეხება ევროპული შავარდნები ძალიან ბევრი გააგდო ქართულმა ბროკიმ თუმცა ბევრია ნარები წყვილები როცა დედალი ან პირიქით უწყვილდება ქართულს. ეს არის კალიდუსი დედალი კაპუეტი.
ეს არის მისი გავრცელების არეალი
ეს კი ნარდი დედალი კალიდუსი
ეს კი ისევ კაპუეტი
შეგახსენებთ რომ დედლის წონა 1300 გრამამდე ადის და ცოტა მეტიც.
დამატებულია (18.05.2012, 02:50:11) --------------------------------------------- ეს არის დედამიწის მაშტაბით შავარდნის ქვესახეობების გავრცელების არეალი. ძალიან საინტერესოა არა?
შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
5 ანუ კალიდუს მხოლოდ ორგან გვხვდება ამ ბოლო რუკაზე, საქართველოში რაუნდა ისეთი მდიდარი ადგილები აქვს აქეთ არც ჩამოვა თუ დედალმა მამალი არ მოიყვანა ეს ყველაფერი კარგია, ოღონდ იქნებ დაგედო ორნიტოლოგების დასკვნები ან მოსაზრებები ჩვენთან დააახლოებით რომელი სახეობები შემოდიან, ევროფაში რამდენი სახეობაც არის ყველა პოტენციური შემომსვლელია რაღათქმაუნდა, მაგრამ როდესაც ადგილობრივთან შეჯვარდა დაყვებოდა ჩემი აზრით რომელიღაც კონკრეტული სახეობის ფერი, ან/და ზომა,წონა,კორპუსის მოვანილობა და ასე შემდეგ. ვინც ამოიყვანა შავარდნები ზოგჯერ ბარტყები ჩია გამოვიდნენ, ზოგჯერ გიგანტები აქ ქუთაისში და ჩვენთან საქართველოში, ამიტომ იქნებ ვიშრომოთ და დავდოთ პოტენციური შემომფრენების სურათები და ამ ნაბიჯიდან დავიწყოთ ფიქრი თუ რას ვიყვანთ ბუდიდან ★ஜ۩۞۩ஜ★
ENUQICHI, სამეცნიერო დასკვნები ინგლისურ ენაზეა რაც მაქვს მე. ქართული ვერსად ვნახე. მე ერთი ვიცი და არასოდეს დამავიწყდება გიას ყავდა პირველი შავარდენი შავი თავი რომ ქონდა ეგ არ იყო ქართული ბროკი მას დედა მინიმუმ ევროპული ანდა მინორი მაინც იქნებოდა მე გიას რომ ჰყავდა შავარდენი ეგეთი ლამაზი ძლიერი და გიგანტი არასოდეს მინახია. ინტერნეტში ზღვა ინფორმაციაა მიგრაციათან დაკავშირებბით და შეგიძლია ნახო სამწუხაროდ ქართულად ვერსად ვნახე. თუ წავაწყდი დავდებ. შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
ENUQICHI, კი ნამდვილად... ეხლა მოზრდილი ბარტყებია გამორიცხულია ეხლა ამოყვანილმა წივილი დაიწყოს... საერთოდ პატარა ასაკში მოყვანილი მტაცებელი კივის რადგან მშობელი ჰგონიხარ და სულ გეჩხუბება... ეხლა კი იცის რომ ვინც ხარ დაახლოებით და ჩUმად არის და ეგუება ... შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
საზეც ვსაუბრობდი და ვიყავით დაინტერესებული თითქმის მივაკვლიე, თუმცა დანამდვილებიოთ ვერაფერზე ისაუბრებ ასე კაცი, ამიტომ ვინც ხართ შავარდნებით დაინტერესებული იმათმა უნდა არკვიოთ, მე ქორისებრები მომწონს და იქეთ გადავინაცვლებ
არ ჩანს კარგად მაგრამ კომპში როცა ვადიდებ ვგებულობ ★ஜ۩۞۩ஜ★
giorgi, dudu-duda, ისე რომ იცოდეთ ზოგი მტრედი 300 გაყიდულა არის სახეობა "ყვითელი მტრედი" რომელიც საქართველოში ყველაზე ძვირიანია წყვილი 500 ლარად გაიყიდა მამაჩემი და ჩემი ძმა არიან მემტრედეები და დაახლოებით 1 თვის უკან 2:15 წუთზე ატარებდა მტრედებს ჩემი ძმა და დაახლოებით მიწიდან 20 მ სიმაღლეზე დაარტყა ჩემ მტრედს შავარდენმა შემდეგ მეორე მტრედი ჩამომიგდო მეორე შავარდენმა დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლეზე გადამიფრინა დედალმა შავარდენმა და წასვლის დროს მესამეც მოვიდა მაგრამ მანევრში ვერ მოუგო ჩემ მტრედს. გული კი დამწყდა კარგი მტრედები იყვნენ მაგრამ მიღირდა ამ სანახაობისთვის Sh.Bejuashvili
მაქვს მემტრედეებისგან მონასმენი მსგავსი ისტორიები, შავარდენმა შვილები მომიყვანა და ჰაერში გამიბდღვნეს ჩემი სვილივით ნასზარდი მტრედიო, ერთხელ გაუშვი სათამაშოდ ჰაერში და ასე ტრაგიკულად დასრულდაო.. ეხლა რაც მყავს ამის მოკვლა უნდოდათ ისე არიან მემტრედეები გამწარებული ოხერი შავარდნისგან, ბუდობს ძლაიან შორს და ქალაქში ჩამოდის საკვებად როცა ბარტყობენ
ENUQICHI, გეთანხმები მაგრამ მემტრედეების 70%ენტმა არ იცის რაარის შავარდენი ყველა ქორს ეძახის და ჩიტის მიმინოა მაგრამ მე ისნელი ვარ და აქეთ ბევრ მემტრედეს ვიცნობ და ვიცი რომ არცერთხელ არ მოუკლავთ არცერთი მტაცებელი ფრინველი და სხვა ადგილებში არ ვიცი მეტრასტროი ქვია ჩემ უბანს და აქ ბევრი მემტრედეა ბევრვრი მტრობს მაგრამ არავინ კლავს. და იციან რო მეც შევარდენი (კირკიტა) მყავს და ვისაც უსარგებლო მტრედი ყავს მე მაძლევენ ხოლმე Sh.Bejuashvili
ENUQICHI, ბოლო ბოლო დაıწყე ოთო შავარდნıს გეშვა? შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
gigagiga239, ბაზიერობისთვბის მეცალოს და შავარდენზე დავხარჯო დრო??? არა ახლა ამ ლამაზ ჩიტუნას წიწკანა მიხედავს, ბადრი იქვეა და არის იმედიანად ენუქიჩი მოუცლელობაა თუარა შავარდენის ერთი შედეგი ქორის ყველა ნადრობას ჯობია, გინდ თოფიდან გისროლია და გინდ პიკირებით გაუბდღვნია ჰაერში აფრენილი მსხვერპლი შენ თვალ წინ შავარდენს! ეფექტურია და სასიამოვნო, უბრალოდ მეტი შრომა ჭირდება და კაი ჯიშის უნდა გყავდეს ★ஜ۩۞۩ஜ★
ბიჭებო ეს არის მამალი კალიდუსი ჩვენი დედლის წონისაა და ნახეთ როგორ ნადირობს უბრალოდ შეუდარებელია კიდევ ერთი გასაოცარი ვიდეო ჩემგან შავარდნების მოყვარულებს. ხო დედლის წონა 1400 გრამამდე მერყეობს ხოლო დედლის სანადირო წონა 1200 გრამია ნახეთ ვიდეო. შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
ENUQICHI, ხო ოთარ ეს ფრინველი რამოდენიმე ბრიდერს გამოჰყავს მხოლოდ ძალიან ძვირიანი ნაზავია. ხო ხვდები ? კალიდუსიც ურევია და სხვებიც. შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
ისე რო შეხედავ თვალებით ჰიბრიდი გეგონება მაგრამ ფერები ისეა დაჯენილი დამოუკიდებელ ჯიშად უფრო უნდა იყოს, თან მინახავს ვიდეოში ასეთი და ამიტომაც დავდე სამი ვიდეო. წინამდებარე ვიდეოში პილსია??? ★ஜ۩۞۩ஜ★
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!