ბიჭებო იცით რომ ვაჟა–ფშაველამ არწივი მთელი თავისი შემოქმედების მანძილზე სულ 360 ჯერ ახსენა და ამ ფრინველისადმი, როგორც ფრინველთა მეფისადმი ბევრი ლექსი თუ მოთხრობა აქ მიძღვნილი .... ერთი ასეთი პატარა ნაწარმოები მინდა გაგახსენოთ ვაჟას .... არწივი ის ფრინველია რომელიც არავითარ შემთხვევაში ლეშს არ შეჭამს სწორედ ამ თვისების გამოა ის მეფე იგი განსხვავდება იმ ყორნებისაგან რომლებიც კაი ყმას დავარდნილს თვალს ამოუგდებენ და გადაჯიჯგნიან, და ერთხელაც ეს არწივი ზის მშიერი მთელი დღეები ვერაფერი მოენადირა თითქოს ქვეყანაზე ყველაფერი გამქრალიყოს არც კურდღელი არც ქურციკი შიმშილისაგან შეწუხებული არწივი ლეშს გადაუფრენს და ზედაც არ შეხედავს წავა მსხვერპ;ის მოლოდინში მაგრამ ამაოდ ისევ უკან ბრუნდება ისევ გადმოუფრენს გაღრწნილ ლეშს მაგრამ არ გაეკარება მაგრამ რომ ვერაფერს მოინადირებს სხვა გზა არ რჩება და იძულებულია ლეშს დაეწაფოს და მიფრინდება შიმშილისაგან ფრთებდამძიმებული არწივი ლეშთან მაგრამ ... აბა მეგობრებო როგორი იქნება ფინალი თქვენი აზრით ???
არწივის ფრთებს დააკვირდი, არამგონია სიმართლე იყოს..ყველაზე კარგი ბუმბულის და კარგ ფორმაში მყოფი მაღლა 8 კილოგრამის მეტს ვერ აზიდავს და ფრენით ბუდეში ვერ წაიღებს, მე დავდე ადრე ვიდეო სადაც ამბობდნენ 35 კილოგრამზე მაგრამ რამოდენიმე მცირე დისკუსიის შემდეგ შემეცვალა აზრი და თვით "ბი-ბი-სი"-ს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმსაც არ ვენდე ნუ მშიერი ბუნებაში არც მგელს და არც მელიას არ დაეტაკება, ამას ბაზიერები აკეთებინებენ, აქ ამ ფოტოზე შესაძლოა გაწვრთვნილმა იცუღლუტა ოღონდ რა მასა უნდა აწიოს ამ ფრთებმა?! ★ஜ۩۞۩ஜ★
ENUQICHI, ოთო ფრთების რა გითხრა მაგრამ ეს ფოტო კომპეტენტურმა პიროვნებამ გადმომიგზავნა და დამარწმუნა სურათის სინამდვილეში. მთის არწივებში არის ქვესახეობები და ისინი განსხვავდებიან ზომებში და ასევე აგრესიაში.... ჩვენი ქვესახეობა ერთ-ერთი ყველაზე მცირე ზომისაა. ასე რომ ბუნება ისეთივე გამოუცნობია როგორც შემდეგი წლის ამინდის პროგნოზი. შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
ENUQICHI, ოთო ამ სურათს დააკვირდი და ყველა კითხვას პასუხი ავტომატურად გაეცემა...
ეს ქერა ბავშვი სადღა ნახა არწივმა? რაღაც არასრულყოფილების,ხელოვნურობის შეგრძნებას ტოვებს. ძალიან ბევრი საკამათო ნიუანსია. მოჭრილს ანუ დაპატარავებულს გავს და ამიტომ მსჯელობისთვის შეუფერებელია ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
არწივის დაგეშვაზე ვისაუბროთ, მე დაახლოებით წარმოდგენა მაქვს როგორ უნდა ავარჯიშო ბუდიდან ამოყვანილი ბარტყი სახლში, აბა სად დაიჭერ ეხლა მაგას, ან რო ამოვიყვანოთ ამ ეტაპზე არასწორია და არაფერში გვჭირდება, არც ივარგებს იმდენს ჭამს და იმხელაა შესაბამისი პირობები უნდა გვქონდეს. მაგრამ ცხოვრება სურპრიზებით არის სავსე და იქნებ ვიღაცამ კი მოგჰვისვას ჭიშკართან, ხოუნდა ვიცოდეთ რა როგორ ხდება. ვიდეოს დავდებ ბევრს არაფერს გვეუბნება მაგრამ თვალი შეეჩვევა და იქნებ ამ ვიდეოს ყურებისას ფიქრებში რაღაც აზრი დაგვებადოს დაგეშვის მეთოდთან დაკავშირებით, ირაოზე აშვება და მოხმობა, მანევრი და ა.შ. \
ეს ლამაზი ვიდეო მთის არწივზეა არწივის თავისუფალ ფრენაზე, მოხმობა ძალიან დიდი მანძილიდან ხდება ირაო კი ძალიან მაღალზე აქვს და ირაოდან ახდენ თალბაზე დაძახებას თალბა კი მელიის ტყავია ან ცოცხალი კურდღელი. დადევნება ხდება ხელიდან და ასევე ირაოდან ესხმის გაქცეულ მელიას თავს ელიაზე სანადიროდ მამალი მთის არწივიც გამოსადეგია თუმცა ფეხებზე სამაჯურები უნდა ეკეთოს და თუ ბუნებრივად არ აქვს საკმარისი კლანჭი კლანწებზე უკეთდება ბასრი ალესილი კლანჭები არწივი არავის ყავს ამჟამად დაგეშილი. არ გამიგია ირაოზე არწივი გაეშვას ვინმეს. თუმცა მამალი ბექობის არწივი მყოლია და არასრულადაც დავგეშე.
შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
მთის არწივი GOLDEN EAGLE aquila chrysaetos homeyeri სს: 75-88 სმ, ფშ: 204-220 სმ: წ: 2900-6000 გ. გალო შემოსილია თითებამამდე. თხემი და კისრის უკანა ნაწილი ოქროსფერია. მეორადი მომქნევების მიდამოში შესამჩნევად განიერია. მამალი: ზედა ზედა მხარეზე ფრთის ნაწილი მკრთალია, სხეულის დანარჩენი ნაწილი მურაა. გუგა არის წაბლისფერი, მოყვითალო-ყავისფერი ან მოწითალო-ყავისფერი. დედალი: ზომით 10 % ით მძიმეა მამალზე სხეული იგივე ფერისაა რაც მამალს. გუგა მმმმმუქი ყავისფერია. წლევანდულა: აქვს დიდი თეთრი ლაქა ფრთის ქვედა მხარეზე და განიერი შავი არშია თეთრ კუდზე მსგავსი სახეობები" იხ ბექობისა და ველის არწივები. საკვები: საშუალო და დიდი ზომის ძუძუმწოვრები და მძორი (ლეში) კვერცხების დება: თებერვლის ბოლო . კრუხობა 43-45 დღე მართვის ბუდეში ყოფნა 65-80 დღე. გამრავლების დაწყების დაწყების ასაკი 3-4 წლის
ENUQICHI, რაც უფრო დიდია ფრინველი მით უფრო დიდ ტრამვებს აყენებს ადამიანს, აგრესიულია მიმინო,ქორიც, შავარდენიც. მათი სიძლიერე მთის არწივთან შედარებით არაფერია ხშირია ფრინველის მხრიდან ფეხის დარტყმები განსაკუთრებით როცა ისინი ხელზე ჭამენ, ქორმაც იცის და შავარდენმაც. თუმცა მათ ისე თუ ასე ვუძლებთ ეხლა წარმოვიდგინოთ მონსტრი რომელსაც სიძლიერით მგლის გაგუდვა შეუძლია და წარმოვიდგინოთ რაც უზავს ალესილი კლანჭებით ადამიანის ხელსა თუ სხვა ნაწილს. მარტივი წარმოსადგენია ფრინველი რაც უფრო მშიერია მით უფრო აგრესიულია მითუმეტეს რომ მონღოლეთში, ყაზახეთში სანამ სანადიროდ გაიყვანენ 2 ხან კი 3 დღეს არაფერს აჭმევენ წარმოიდგინეთ რომ ვერაფერი დაიჭიროს, რა კარგი საკბილოა ჯუჯა ხალხი რომლებით ჭიანჭველებივით დარბიან მთებზე... :D ასე რომ სჯობია მამალი მთის არწივი და უნდა მივაჩვიოთ წამის პროცესში თითებზე უნდა ვეფეროთ რომ მიეჩვიოს და არ იფიქროს ყოველ ხელის გამოძრავებაზე რომ მას ხორცს ვართმევტ. პირველი წესი არასოდეს მოპარო ხორცი მტაცებელს. თუ ეს არ მოხდება ტრამვები გამორიცხულია ხოო კიდე ბარტყობიდან გაზრდილი ქორი სადიზმია, ხოლო მთის არწივი კი თვით მკვლელობა. იმედია ამომწურავია თუ არა და აქ ვარ.... რაც ვიცი... შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
dudu-duda, არწივი მივა ლეშთან და ამ დროს მონადირე ესვრის თოფს და არწივი კი გაიფიქრებს კიდევ კარგი რომ ლეში არ შევჭამე და მონადირემ მომკლაო სზორედ იმიტომააცაა ის ყველაზე გამორჩეული
კარგი გამოთქმაა და ვაჟა ბუნების დიდი თაყვანისმცემელი და ბუნების დიდი შვილი იყოს სწორედაც მის ნაწარმოებებში უდიდესი ნაწილი ბუნებაზე საუბარს ეთომობა. არწივი კი მისთვის ვაჟკაცობის სინონიმი გახლდათ. მართლაც ვისაც კი ხელზე ერთხელ მაინც ყოლია არწივი მიხვდება თუ რა მამაცური და მებრძოლი გამოხედვა იგრძნობა მის თვალებში.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!