cq, სამკუთხა ბადეა, თვალის ზომა 7,5 სანტიმეტრია და სიგრძეში სულ 43 თვალია,ბადის სიგრძე 3,20 მეტრია მაქ მეორე სამკუთხა ბადეც, თვალის ზომა 5,5 სანტიმეტრია და სიგრძეში სულ 52 თვალია,ბადის სიგრძე 2,86 მეტრია
დამატებულია (09.04.2014, 11:04:24) --------------------------------------------- სურათზე ვიჩალიჩებ და დავდებ რამენაირად
ზედავანი, მიმინოს გამრავლების პერიოდი აპრილ-ივნისშია. წაიკითხე სტატია მიმინოზე,მანდ ყველაფერი წერია. ფორუმებიც გადაათვალიერე და თუ კიდე რამე კითხვა გექნება დასვი და აუცილებლად გიპასუხებენ bazieri.ge
dudu-duda, ამ პროცესზე დიდი სიამოვნებით გავყვებოდი თქვენნაირ გამოცდილ ხალხს :P ძაან მაგარი რამეა ამდენი მტაცბელი გყოლია დაჭერილი ყოჩაღ შენ :) The Mauler
saba_3301, თუ ტყესთან ცხოვრობ ნებისმიერ დროს გაქვს დაჭერის შანსი.... როგორი ტყეა ? ხედავ ხოლმე მტაცებელს ? მაგრამ უმჯობესია აგვისტოს ბოლოს დაჯდე თუ ქორის დაჭერა გინდა
დამწყები ვარ 15 წლის პირველად ვაპირებ მტაცებლის დაჭერას თავიდან უფრო მიმინო მინდა. დაჭერაზე და გაწვრთნაზე თითქმის ყველა გვერდი გადავიკითხე და ახლა სეზონისთვის ვემზადები. საგურამოში ნავდარაანთკარში მაქვს სახლი. ტყე გვერდზე სოფელშია ჩვეულებრივი ტყეა. ჩემს სახლთანაც დამინახია მტაცებელის ნადირობა მაგრამ არ ვიცი რა მტაცებელი იყო. კი იქნება ტყესთან ბევრი მტაცებელი. ისე რომელს მირჩევთ პირველად ქორს თუ მიმინოს? ძალა ერთობაშია
saba_3301, მამალი ქორი კარგი იქნება.მიმინო ქორთან შედარებით სისტი ფრინველია და გაგიჭირდება პირველ ჯერზე მოვლა.პროფესორი ბაზიერების ნათქვამს რომ თავი გავანებო და მარტო ჩემი გამოცდილებით გითხრა კირკიტას ბარტყი ყველაზე კარგია დამწყებისთვის bazieri.ge
მადლობა რჩევისთვის ანუ კირკიტათი დაწყება უკეთესი იქნება მაგრამ კირკიტას სად დავიჭერ და რა განსხვავება იქნება დაჭერილსა და ამოყვანილს შორის და კიდევ ერთი კირკიტას ყველა ის ატრიბუტი სჭირდება რომელი ქორს და მიმინოს? ძალა ერთობაშია
გამარჯობათ ბაზიერელებო. რა მაინტერესებს აქ რასაც ვუყურებ მფრინველით იჭერს ყველა მიმინოს და ისიც მინახია თაგვით რომ იჭერენ. თუ იცით ვინმემ მოვა თაგვზე და ზაზუნაზე თუ მაინც და მაინც მეთოდიკას დიდი მნიშვნელობა აქვს? KHAN ARMS VENATOR
სალამი ყველას, მოკლედ დილის შვიდის ნახევარია და დამათენდა კითხვაში, ძალიან ვარ დაინტერესებული ბაზიერობით, ამ შაბათ კვირას მინდა გასვლა სადმე თბილისთან ახლოს და მიმინოს დაჭერა( პირველად ცხოვრებაში), წავიკითხე და დაახლოებიტ მაქვს იდეა როგორი ადგილი უნდა იყოს, მაგრამ თქვნი აზრი მაინტერესებს, რამდენად რეალურია შავნაბადას მთაზე ან მამკოდაზე, ნორიოსკენ, მე ყველაზე მეტად მაწყობს შავნაბადა ტერიტორიულად უფრო ახლოს ვარ და ფეხით ვაპირებ წასვლას, მინდა ყველაფერი გავაკეთო ჩემი ხელით :D ძმიშვილის წაყვანაც მინდა და არ შემარცხვინოთ გთხოვთ ნუ დაიზარებთ და დეტალურად მირჩიეტ ყველაფერი, მიმინოს განასკვაც კი არ ვიცი, ღაჟოს დამჭერი მე არ ვარ და მინდა ვცადო ბეღურით, ასევე დაჭერილი მიმინო როგორ გალიაში უნდა მყავდეს რას უნდა ვაჭმევდე სახლის პირობებში არ ვიცი, კიდევ მითხარით ნადირობა მიმინოს ყოველდგიურად ჭირდება თუ კვირაში ორი დღე რო ვანადირო საკმარისია ან ღამე თუ ნადირობს და რაზე( სამსახურის გამო ვკითხულობ) და კიდევ ზამთრის პერიოდში სად და რაზე ვანადირო, შეილება ბევრი ისეთი კითხვა დავსვი რაც ცალცალკე წერია მაგრამ გთხოვთ ნუ დაიზარებთ და ამომწურავი ინფორმაცია მომაწოდეთ მართლა ძალიან ვარ გატაცებული ამ საქმით და მინდა ოცნება ავისრულო
GOGLIKO, ეხა არ ვიცი მე ეგ მთები მარა დარწმუნებული ვარ იქნება....აიღე სამკუთხა ბადე ადი დილას შეარჩიე ისეთი ადგილი საიდანაც ელი მტაცებელი ფრინველის წამოსვლას...ისეთ ადგილზე არ დადგე რო შეეძლოს უკნიდანად და გვერდებიდანაც წამოსვლას...მარტო წინიდან რო შეეძლოს გააკეთე ქოხი იმ ადგილას და დაიწყე ბეღურის თამაში...რო დაიჭერ გაახვიე რამე ნაჭერშ ფრთხილად და წაიყვანე....გაუკეთე ტყავები და დაისვი ხელზე რაც შეილება დიდხანს გყავდეს ხელზე...ღამე აუცილებლად გაუთენე ღამე უფრო ადვილია მიჩვევა..ეცადე არ დაიძინოს და უფშტვინე ხმადაბალზე მშვიდება ეგრე....დილით აიღე ხორცი ახალი ხორცი(ახალი რადგან როცა სისხლიანია უფრო ადვილად დაიწყებს ჭამას0 და მიუტანე პირთან ეცადე სისხლი გამოადინო ხორცს და სისხლი მიადო ნისკარტზე....უტრიალე ეგრე პატარახანს მერე კლანწშიც შეუცურე იქნებ ეგრე ჭამოს...თუ შეჭამა კარგია გააძრე და დასვი ქანდარაზე და დატოვე 3 საათი...შემდგომ გააგრძელე ისევ რაც მთავრია ხელზე გესვას დიდხანს და აჭამე...როცა კარგად დაიწყებს ჭამას მსოვლაც ასწავლე...თუ არ ჭამა იმ დღეს დიდხანს გესვას ხელზე ეგ ღამეც გაუთია თუ ბოილომდე ვერა ღამეც გესვას 1–2 სააათი...მეორე დღესაც თუ არ ჭამა გაუშვი მერე.....ნარდი რომ უნდა დაიჭირო ალბათ ეგ იცი ანუ 1 წლამდე ქორი უნდა დაიჭირო და არა კაპოეტი ...კაპოეტს პირველ ჯერზე ვერ დაგეშავ ზირითადად ყველა ცუდი ხასიათისაა კაპოეტები....როცა მიიღებ გამოცდილებას კაპოეტის ცდაც შეილება...და ვაფშე ამდენ ლაპარაკს მიმინოს სტატია წაიკითხე ...და რაც დაწერე ზევით მგონია რო კიდევ ბევრი გაქ სასწავლი თემები წაიკითხე ყველა...მარა თუ დაიჭერ რამეშ დახმარება თუ დაგჭირდა აქ ვართ
დამატებულია (06.10.2015, 18:30:27) --------------------------------------------- ისეთ ადგილას თუ წახვალ სადაც ახლო მახლო წყალია კარგია ასევე ტყესთან ახლოსაც თუ იქნები...მარა ჩემთან ტყეში კი არა ჩაიებშიც არიან
GOGLIKO, მიმინო არანაირ შემტხვევაში არ ჩასვა გალიაში რადგანაც ფრთებს დაიმტვრევს ეზოში ან აივანზე გყავდეს ხის ჯოხზე მიბმული ან რაიმე მეტალს ნაჭერი და თოკიც რომ დაახვიო ეგეც შეიძლება. Born to hunt
daviti911, Falconry, Falconry, daviti911, მადლობთ, პრაქტიკული რჩევები მომეცით, სტატია წავიკითხე მიმინოზე კიდევ სხვა ბევრიც წავიკითხე მაგრამ მაინც დამრჩა ზოგიერთი კითხვა, კერძო სახლი მაქვს თბილისში, ძაღლი მყავს კოკესპანიელი ეხლა ლეკვები ყავს გუშინ იმშობიარა და ბალკონზე რო დავტოვო მიმინო ნუ რო დავაბა ისე არის იმის საშიშროება რო ერთმანეთს რამე დაუშაონ ან ლეკვებსს რო რამე დაუშაოს, გარდა ამისა კიდევ სხვა ცხოველების და ფრინველების მოყვანაც მინდა და რამდენიმე მემტრედე მეზობელი მყავს კიდევ ასე რომ მტრედები ხშირად დაფრინავენ მე შაბათ კვირა მაქვს თავისუფალი დანარჩენი დღეები ვმუშაობ გვიანობამდე და არც ფრინველის გაწვალება არ მინდა და არც უყურადღებოდ მიგდება, თუ ვინმე გამოიჩენთ სურვილს რო შემხვდეთ და რეალურად დამეხმაროთ ვალში ვიქნები თქვენთან
დამატებულია (08.10.2015, 03:05:38) --------------------------------------------- და კიდევ ერთი თხოვნა მაქვს თუ გაქვთ ვინმეს ბადე რო მათხოვოთ ამ ეტაპზე მერე აუცილებლად შევიძენ
GOGLIKO, დამავიწყდა დაწერა გალიაში არ ჩასვა თორე ფრთებს დაიტეხავს.....დაუდგი მოერი იმ ადგილას სადაც აბავ...ოღონდ ის მორი გადაუწმინდე მარტო წყლით...იმ მორზე დაიძინებს საჭმელსაც შეწამს და კაია რა....კანდარაც რო დაუდგა კაი იქნება აი დავითამ რო დაწერა თუნდაც რკინდა რომ იყოს რამე მგვრალი და თოკი რო გადაატარო რკინას...დიდი ალბათობაა იმისა რომ ძაღლმა და მიმინომ ერტმანეთს რამე დაუშავონ მითუმეეტეს ძაღლს ლეკვები ყავს და აგრესიულდება ცოტა....ქათამსაც წააცლის ტავს თუ მიეკარა ახლოს.....ამიტო სადაც დასვამ იმ ადგილს შემოატარე ბადესავით ფარდა ან რამე აანუ ისეთი ბადე თავისუფლად რო ხედავდეს ბადეს იქეთ.......ან რამე ისეთი ადგილი გამოუნახე რა რო წყნარად იყოს რა უნდა მაგას ინადირე ზომიერად!
GOGLIKO, არაფერი არ უჭირს პირიქით მზეზე საჭიროა ყოფნაც...მარა ძალიან პაპანაქებაშ და წვიმაში და ესეთ ცუდ ამინდის ხო უნდა გყავდეს გადახურულში...და ისე გარე გყავდეც როცა კარგი ამინდია...უბრალოდ ისე უნდა გაუკეთო ადგილები ქატმები და რამე რო არ აწუხებდეს ინადირე ზომიერად!
GOGLIKO, ღია ცის ქვეშ არაფერი უჭირს იმ შემთხვევაში თუ გამუდმებით მზე არ ანათებს და ყველა მხრიდან ქარი უქრის შეეცადე შეურჩიო გრილი ადგილი სადმე კუთხეში რომ ქარმა ძაან არ უქროლოს ასევე ყოველთვის ახლოს ქონდეს სუფთა წყალი და საკვები აუცილებლად შეეცადე მისცე ახალი და უმარილო ხოლო რაც შეეხება ძაღლთან რომ პრობლემა არ ქონდეს სახლში გამოგიგზავნი სურათს სადაც შეცლებ მოათავსო ღამით ან ტრანსპორტირების დროს შენი მტაცებელი. Born to hunt
ჰე აბა დასაჭერად მივალ მალე და მომეცით რჩევები როგორი ადგილი უნდა შევარჩიო დაახლოებით.....ქარს ხომ ააქ მნიშვნელობა და ყველაფერი რა.... ინადირე ზომიერად!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!