გამარჯობათ მეგობრებო, დიდი ხანია მტაცებელი ფრინველის გაწრტვნა მაქვს გულში ჩადებული, მაგრამ რადგან საკმარის ინფორმაციას არ ვფლობდი და არ ვიცოდი არაფერი მათ შესახებ ყოველთვის ტავს ვიკავებდი მათი აყვანისაგან(რაც არ იცი კაცმა ხელი არ უნდა მოკიდო), ბოლო პერიოდია თუ რამე თემებია მტაცებელ ფრინველებზე და ბაზიერობაზე ვეცნობი და ვცდილობ მივიღო განათლება და ეს ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო(ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი). ძალიან მომწონს მიმინო და ქორი(ნადირობის სტილი ერთი აქვს, როგორც ტემებიდან შევიტყვე). რადგან ჯერჯერობით დამწყები ვარ და ჩემთვის პირველი ნაბიჯები იქნება ნადირობის ასეთ სახეობასი გადაწყვეტილი მაქვს მიმინოს აყავანა. დიდი იმედი მაქვს თქვენი დახმარების ცოდნის მიღებაში და მის გაზრდაში. ასე რომ ხანდახან ცოტა- ცოტა კითხვებით შეგაწუხებთ. მრავალ სობა-ახალ წელს დასწრებოდეთ ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
რომელ ფრინველს მირჩევთ რომ ავიყვანო? ადრე არწივი მყავდა პატარა რო ვიყავი მაგრამ ნადირობიტ არ მინადირია. ანუ დამწყები ბაზიერი ვარ . ბევრი გამეგება ბაზიერობის . მაგრამ დიდი გამოცდილება არ მაქვს. ახლო მომავალშიც არწივის ყოლას ვაპიებ. მაგრამ ჯერჯერობით არ ვჩქარობ ვიცი რომ არ ვარ ჯერ ამისატვის მზად. და თქვენი აზრი მაინტერესებს .
Rugby, შენ იძახი არწივისთვის არ ვარ მზადო და შევარდენი გინდა,ეგრე არ არის,სჯობს არწივი აიყვანო შევარდნის აყვანას ძალიან რთული მტაცებელია,მე გირჩევ კირკიტას ამგრამ ტუარ გინდა მიმინოზე მეტი არ აიყვანო ც.ჩინჩალაძე
Rugby, მტაცებლის ბუდეს ძმა არავინ არ მიგასწავლის დამიჯერე მოინდომე და სტარიები წაიკიტხე მიხვდები როგორ ადგილებში იშენებს ბუდეს და როგორ ხეზე. ასე უფრო გაგიადვილდება ბუდის პოვნა. giorgi chitadze
Rugby, მტაცებლის ბუდე მეც რო ვიცოდე არ მოგასწავლდი რადგან ძნელი საპოვნელია და თუ იპოვი ძაან მაგარია WIWKAN@, მგონი მიმინო სულ ერთ ადგილას ააქვს ბუდე სხვას აღარ იშენებს თუ ბევრ ბართყს არ ამოაჩლი ხოო კ
ბუთუთი, ბარტყების ამოსაყვანა რომელი თვეის რომელი როცხვიდან შეიძლება ? ქორზე მაქვს საუბარი . და სჰენ გყავს ამჟამად რაიმე ? ან რაიმე რჩევას ხომ არ მომცემდი ქორზე ან ბარტყზე ?
ბუთუთი, ერთი კითხვა მაქვს მაინტერესებს რომელი თვის რომელ რიცხვებშია ქორის ბარტყი ამოსაყვანი? შეგიძლია დამეხმაროთ? შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
ბუთუთი, გიგაგიგას იქეთ ვეკითხებით ჯობია გამოკაპუეტება ვიცოდეთ ზუსტად როდიდან უნდა ველოდოთ და რა პერიოდს მოიცავს, გიას მტაცებელმა კაი ხანია დაიწყო და რაშვება არ ვიცი ბოლო პერიოდი..ფოთში ბიჭებთან ხშირად გამოკაპუეტებულა მტაცებლები და იქნებ დაწეროთ ★ஜ۩۞۩ஜ★
ქორის ბარტყი 20 დღემდე წერია თუარა მერე იცის საფრთხის შეგრძნება და ეშინია ადამინისო, შენ თუ გინდა 5 დღის ამოიყვანე რა პრობლემაა უბრალოდ დააკლებ იმ ვიტამინებს რასაც დედა აძლევს ბუნებრივად! მე ერთი კვირის მყავდა და უცოდინრობით ხან რა მოვწიე ხან რა, ძალიან დიდი სიფრთხილე გინდა! წინდაწინ უნდა გქონდეს სახლში შემზადებული ყველაფერი, რადგანაც როცა მოიყვან მხოლოდ უნდა ჩასვა და მორჩა არ ეხები მასე პატარას! მარტო კვებავ სანამ არ დადგება ფეხზე! ერთ თვემდე როცა მოვიყვანე მტაცებელი იმას მართლა სერიოზულად ეშინოდა და გაქცევას ცრდილობდა სულ!!! მაგრამ ძლიერი იყო და ვიჭერდი ხელითაც! ,ალევე შეიჩვევ არაა პრობლემა, აქედან გამომდინარე რაც დიდხანს დარჩება დედასთან მითუკეთესი! ოღონდ 45 დღეზე მიმდებარე ტოტებზე იცის გადასვლა და როცა ახვალ ამოსაყვანად აუცილებლად გადაფრინდება და შესაძლოა ვერც დაიჭირო! ერთ თვეზე უნდაამოიყანო ჩემი აზრით ★ஜ۩۞۩ஜ★
ქათამს შესაძლოა სხვა ტემპერატურა ქონდეს და მტაცებელს უფრო სიცხე ესაჭიროებოდეს, რადგანაც ქათამი ნებისმიერ დროს დებს კვერცხებს და აჯდება, მათი კრუხობა ზამთარშიც მინახავს, ასე რომ მტაცებელს ჩემი აზრით სხვა ტემპერატურა ჭირდება უფრო მაღალი. პერიოდი რა პერიოდშიც დებენ კვერცხებს სიცხეა და როცა გადაფრინდება საკვებზე მალევე მეორე ენაცვლება და უმალვე ათბობს. ეს ჩვენს პირობებში შესაძლოა მოხდეს როდესაც ვიღაც ბრაკონიერი და უვიცი დაწყვიტავს მშოვბლებს და იცი კვერცხები უპატრონოდ დევს ბუდეში, მაშინ უნდა მოიფიქრო რაღაც..მე მაგალითად ეს ვიდეო ვისაც ედო იმას დაუკავშირდები Fეისბუქზე და შევეკითხები რა ტემპერატურაზე უნდა გავაჩერო ინკუბატორში.. ★ஜ۩۞۩ஜ★
ბუთუთი, ქორი თუ არ ვცდები 35 დგემდე კრუხობს და მერე ჩნდება მართვე, ENUQICHI, მაგასჰი ვერ დაგეთანხმები მე როგორც ვიცი სიცივებ მტაცებლის ბარტყი უფრო კარგად უძლებს და კვერცხიც. ქათამს ყველა პირობა აქვს საიმისოთ რომ სადაც უნდა იქ დადოს კვერცხი მტაცებელს კი არაა. giorgi chitadze
nugomonadire, რაც გაინტერესებთ დასვით კითხვა და შეძლებისდაგვარათ ყველანი გიპასუხებთ. თავიდან 1 წლის წინ მეც არ ვიცოდი არაფერი მაგრამ ვისწავლე ცოტა და ეხლაც ვცდილობ ახალი ინფორმაცია მივიღო. როგორც ნადირობაზე ისე ბაზიერობაზეც. giorgi chitadze
giorgi, ძალიან მარტივი ლოგიკით ჩემი აზრით ვთქვი რომ ქათამი ნებიმსიერ დროს დებს და ქორი როდის დებს?! როდესაც სითბოა-წელიწადში ერთხელ! ისიც სითბოში! აქედან გამომდინარე ვფიქრობ ასე თუარა უტყუარ ინფორმაციას ხომ არ ვდებ არა..კიდე გადავამოწმებ მაინც თუმცა არავითარ მნიშვნელოვანს არ წარმოადგენს გაზრდაში, მაინც ჯობია ბარტყებზე ვიფიქროთ, კვერცხიდან გამოჩეკილს დააკლებ მიანც იმ საჭირო ვიტამინებს რასაც ბუნებაში დედა აძლევს, სწორედ ამიტომ ღირს ბევრად ნაკლები ინკუბაციის შედეგად გამოყვანილი ბარტყები ვიდრე ბუნებაში მოპოვებული! რამოდენიმე ათასით ნაკლები! ბუთუთი, მივწერ და მიპასუხებენ მაგრამ რად გვინდა კვერცხი ათასში ერთხელ თუ დარჩება უპატრონოდ და ვის აქვს მაგის თავი,მთელი დღეები უნდა გადაყვე! ნუ მაინც იყოს ინფორმაცია და მივწერ ამ დღეებში. ★ஜ۩۞۩ஜ★
ENUQICHI, ოთო მართალია ზევით არ წამიკითხია პოსტები, თუმცა შენი პოსტი გულდასმით წავიკითხე. პირველი ის რომ ქათამს შეუძლია არამარტო მიმინოს და ქორის არამედ შავარდნის გავაზის სონღული სა და გიბრიდების გამოყვანა ქათმებსაც გააჩნია პენტანკა ქვია დაბალ ფეხება ქათმებია ეს ქათმები ზუსტ ტემპერატურას უზრუნველყოფენ კვერცხის ჯანსაღი ინკუბაციისათვის, შემდეგ რომ დააკლდება 1 ანნ 2 დღე შემდეგ ინკუბატორში ან კრუხ მტაცებელს უცვლიან ან კიდე ინკუბატორში გამოჰყავთ და ბარტყებს უცვლიან კვერცხებში არავითარი განსხვავება მშობლები ისევე ექცევიან როგორც გადამკვდარ ბუდის კვერცხისგან გამოჩეკილებს. მერწმუნეთ ქათამი უკეთესად ატრიალებს ვიდრე მტაცებელი ხშირია შემთხვევები როცა აზიანებს კვერცხს ან უცივდება. რაც შეეხება ბარტყის გამოჩეკვის შემდეგ მის მოვლას და კვებას ურთულესი პროცესია და მოითხოვს ძალიან დიდ გამოცდილებას, თუმცა დამიჯერეთ არსად დედამიწაზე სადაც სერიოზული საშენებია (პიტომნიკები) წყვილს არ აცდენენ რომ კვერცხზე დასვან წყვილს იმისათვის იყენებენ რომ შეჯვარონ,გიბრიდები გამოიყვანონ,გამოკვლევებისათვის და ბარტყების გასაზრდელად. ბოდიშს ვიხდი თუ ჩემი პოსტი არ პასუხობს ზემოთ დასმულ შეკითხვებსა და არაადეკვატურია თუმცა ვიმედოვნებ რომ ეს ესე არ არის. შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
ბუთუთი, მარტივი გამოსაცნობია... მამრს მამრის გენიტალია აქვს მდედრს კიდე ფუჩუ. ნაკლებაც ცნობილი მეთოდია ფეხებზე დაკვირვებით მდედრს დიდი და ძლიერი ფეხები აქვს ხოლო მამრს შედარებით პატარა და წვრილი ფარალეურად მათ სხეულებსაც დააკვირდი შეიძლება მამრი იგივე ტანის იყოს მაგრამ უფრო მოკლე და წვრილი ფეხები ქონდეს ესეეგი ეს მამრი გეზელაა. სხვა მეთოდია თვალის ფერით თუმცა მათ საქართველოში არ მიმართავენ. შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...05-2012%2019:13
როგორ არა..ოღონდ ყველაფერს აქვს თავისი დრო და მომენტი ვისურვებდი ერთად ჩვენი ბაზებით ხელში წავიდეთ სანადიროთ და ქართულ ინტერნეტ სივრცეს შევძინოთ ქართული თანამედროვე ბაზიერული ვიდეოები ★ஜ۩۞۩ஜ★
ENUQICHI, მართალია ოთო ძალიან იშვიათია ქართველისგან გადაღებული ნადირობა ბაზით. დიდი იმედი მაქ მეც რომ მოვახერხებთ და საკადრის ვიდეოს გადავიღებთ. მაგის შესაძლებლობა კი გვექნება არ გტვაკლია მემგონი იმდენი გამოცდილება რომ ვერ დავგეშოთ მტაცებლები. უბრალოდ დიდი მოთმინება გვინდა.
დამატებულია (22.04.2012, 10:39:25) --------------------------------------------- dudu-duda, წელს თბილისში შევიკრებით ბაზიერთა მოყვარულები და ვინები ვიქნებით ზუსტად? ვინები ჩამოდიხართ? და რა მოგყავთ?
ჩემ ქორს ვერ მივხედედაახლოვბით 2 კვირა სახლში არ ვიყავი და ხელიდან არ უჭმევიათ დაუდებდნენ და ისე აჩმევდნენ ახლა ახლოს აღარ მიკარებს გეგონება აღარ მენდობა ხომ ვერმეტყვით რა ვქნა?
giorgi, გიო ჩემი მოდის საქნიერზე 30 40 მეტროზე , ახა ბუმბულს გამოიცვლის და ზაფხულში უკვე ალბათ კარგად გავწრთვნი ასე ზეპირად რა გითრხა .. hunteroo7, ხელზე დაისვი რაც შეიძლება დიდხანს და გული მოუბრუნე , ხელზე აჩამე და ხალხში ატარე Luka Sartania .. BazzZ ..
აბა ბაზიერებო რა ხდება ერთი საიტზე სია შევადგინოთ ვინ ვართ ჩიტებით-უჩიტებოთ არააქვს მნიშვნელობა, რადგანაც ეს სია მოგვეხმარება ერთმანეთში ბაზების შოვნაში, მე მაგალითად ბუდიდან რასაც ავიყვან თქვენში დავარიგებ თუ სურვილი გექნებათ. ეხლა გავაკეთებ სიას რაც უცებ გამახსენდა და თქვენი თავი თქვენვე მიამატეთ. 1. Gia 2. მამუკა 3. dudu-duda 4. WIWKAN@ 5. badri94 6. gigagiga239 7. ავაზი 8. giorgi 9. giorgparkauli 10. GuDa 11. ENUQICHI ესენი იმოტო დავწერე რომ არის რანგის მიხედვით სია მონადირეების და ნიკები იქედან რომელიც შემხვდებოდა ვაკოპირებდი და ვაკოპირებდი, ასე რომ არ ნიშნავს კაი და ცუდი ბაზიერობით ვინმე ამდენ ადგილზეა და იმდენზე:)) ★ஜ۩۞۩ஜ★
დამატებულია (25.04.2012, 11:31:36) --------------------------------------------- 14. oto_rugby 15. tunti
დამატებულია (25.04.2012, 11:35:53) --------------------------------------------- ENUQICHI, ძალიან კარგია რომ მსურველებს ბარტყებს მიცემ. მაგრამ სჰენ რას იტოვებ რა უნდა აიყვანო თუ საიდუმლო არ არის.
giorgi, მე რა შრომასაც ვწევ, ნამდვილად ქორის გარდა არ მინდა არაფერი ჩვენს პირობებში, ხომ იცით ნათქვამი მაქვს რომ ჩემ პირად თემას გავხსნი მაშინ როდესაც ქორით იხვს დავიჭერ..მანამდე კაი დროა და თუ ბარტყს არ ავიყვან პირიქით უკეთესია, ოქტომბერში რო დავიჭირო ან ნოემბერში ნარდი, ყველაზე საუკეთესოა..მანამდეც არ ვიტყვი უარს, მოკლედ ვნახოთ არ ვჩქარობ ჯერჯერობით..
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!