უფ საქართველოში ყველაზე კარგი მაინც მიმინოა... ისიამოვნებ მაგრად მწყერზე ტყის ქათამზე და მტრედის ზომის ფრინველებზე.. დასაგეშად არც ისე ზნელია შოვნაც არაა რთული სეზონზე და სესანახადაც ადვილია განსაკუთრებით სოფელში... p.falcon
არწივი მაინც ყველაზე სერიოზულია. ჩემი აზრით მარტო ფრინველების მეფე კი არა და ცხოველების მეფეცაა მგლებს რას უსჰვება რო ვიყურე აი რავი რა. საღოლ. სადაც მგელს აჩოქებს იქაც ყველაფერს დააჩოექებს და ეგაა რა. მაგარია. ჯერ მარტო გამოხედვა როგორი აქვს
აქ დადეს ეგ ვიდეო უკვე არის ვიდეოებში. ძალიან მაგარიაა.
დამატებულია (16.02.2011, 23:18:50) --------------------------------------------- ჩემი თვალით სად ვნახავდი მაგას. ისე კი დიდი სიამოვნება იქნება. აი პირველ გვერდზე მტავარზე დევს ახალ დადებულ ვიდეოებში აწერია სიკვდილის ანგელოზები. უყურეტ ძაან მაგარია. ისეთია ზოგს შეიძლება მგელი შეგეცოდოთ
ეს ჩემი აზრია რომ არა არსებობს ისეთი მტაცებელი ფრინველი რომელზეც შეიძლება რომ თქვა ''საუკეთესოა'' ჩემი აზრი ყველა მტაცებელი საუკეთესოა თავის საქმეში და ყველა განსხვავდება სხვადასხვა კარგი თვისებებით... აი მაგალითად მარჯანი ისე მანევრირებს რომ ანმგალას და მერცხალს იჭერს... არწივი მგელს და ტურა მელას კლავს... მიმინო და ქორი საუკეთესო და შედეგიან ნადირობას იძლვა ხლზიდან მიტევებოსას... შევარდენი ულამაზესად ნადირობს და პიკირებს... და ასე შემდეგ ყველას აქ თავისი დადებთი მხარე... ამითომ შეუძლებელია რომელიმე მტაცებელი დაასახელო სუკეთესოდ უბრალოდ ვის გემოვნებაში რომეილი ჯდება ამის მიხედვიტ შეიძლება საკუთარი აზრის გამოთქმა.. მე მაგალიტად ყველა მაგრად მომწონდ და რავი მაგრამ შევარდენის ნადირობის სტილი ძალიან მაგარია და შევერდენი და ქორი ჩემი უსაყვარლესი ორი მტაცებელია და დიდი სიამოვნებით ვინადირებდი ან ვუყურებდი მათით ნადირობას მაგრამ სადაა? ამითომ დავჯერდები სეზონზე კირკიტას და მიმინოს... p.falcon
სონღული თავის გვარში ძაან სწრაფი არ არის... და ჰიბრიდებისა რა გითხრათ... ბუნებაში გაზრდილი ყველაფრით ჯობია
დამატებულია (05.05.2011, 21:31:37) --------------------------------------------- მცირე დოსიე: სონღულის სხეულის სიგრძე 60 სმ, მასა დედლისა 2კგ, მამლისა - 1,5 კგ აღწევს. ლამაზი ფრინველია, ფერად თეთრია და ნაცრისფერი ლაქები აყრია ან სულ ნაცრისფერია. გავრცელებულია ევროპის ჩრდილოეთში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ბინადრობს ტყე-ტუნდრასა და ზღვების კლდოვან ნაპირებზე. ქმნის მუდმივ წყვილებს. ბუდეს იკეთებს კლდეებში, ციცაბო ნაპირებსა ამ მაღალ ხეებზე. დებს 3-5 კვერცხს. კრუხობს დედალი 28-29 დღე-ღამის განმავლობაში. იკვებება ფრინველებით, რომელსაც ჰაერში ფრენისას იჭერს, უფრო იშვიათად - ლემინგებით, მემინდვრიებით, კურდღლებით. ძველად იყენებდნენ როგორც ძვირფას სამეფო ბაზს.ამჟამად საყოველთაოდ იშვიათია ფრინველია
bk, კირკიტათი შეგიძლია ინადირო თაგვებზე და ა. სჰ. , რაც ალბათ ნაკლებად უნდა გხიბლავდეს, ეს ძირითადად დამწყები ბაზიერებისათვის გამოსადეგი ბაზია, რომ მიეჩვიოს თვითონ დამწყები მტაცებელს და მის ბუნებას, ადგილიდან არ აქვს სისწრაფე კირკიტას, ირაოთი ნადირობს და მწყერზეც ვერ გამოიყენებ, მტრედებს ვერ მოერევა, ან ვერ შებედავს... მოკლედ საუკეტესოა პირველი ნაბიჯებისათვის ამ ღვთაებრივ საქმიანობაშI საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
fshavelo, მწარედ შეცდი ძმაო კირკიტა მწყერს ჩვეულებრივ დაიჭერს და ჩიტსაც ეწევა... ასევე სწრაფია მა რააარი პიკირებასაც აკეთებს და ვიცი რო ჰაერში მიმინოზე დიდ სიჩქარეს ავითარებს... რაც შეეხება თაგვებზე ნადირობას თუ სწორად დაგეშავ და ჩიტიც კარგი იქნება პატარა მტრედებსაც მოერევა... ჩემსას ფრინველზე კარგი რეაქცია აქვს შოშია მოკლა დღეს მინდორში ავუგდე და ქარიანშიც გაყვა ფრთაში დაჭრილს მიწაზე ჰაერიდან დაეცა... სუსტი ფრინველია მაგრამ გააჩნია როგორი შეგხვდება და როგორ დაგეშავ p.falcon
badri94, გამონაკლისებზე არ ვლაპარაკობ მეგობარო, მაგრამ 90% მტრედს ვერ მოერევა, ჩემი კორპუსის გვერდზე სახურავზე კირკიტების თავშეყრის ადგილია, 9 კირკიტა იჯდა ერთად რაც დავთვალე ძმაო, მაგრამ იმენა ცენტრში იჯდა მტრედი და არცერთი არ ეკარებოდა პირიქით მტრედს გაურბოდნენ... და ატასში ერთი დედალი კირკიტა შეიძლება გამოვიდეს დიდი და ძლიერი, მარა ხო იყო დაპოსტილი რომ ხელიდან არ მისდევს მწყერსო, იმიტომ რომ პიკირებით და ირაოთი ნადირობსო, მე უფრო დამწყებებისათვის იდეალურ ჩითად მიმაჩნია ეგ ჩემო ბადრი, რომელიც ბაზიერს პირველი ნაბიჯების გადადგმაშI ეხმარება, მე ძალიან მომააწონა თავი და ყოველთვის ვიტყვირომ წკვიანი, ლამაზი და მტაცებლებშI ერთ-ერთI ყველაზე ერთგული ჩიტიაა საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
fshavelo, კირკიტა ხელიდანაც ჩვეულებრივ მისდევს და ირაოდანაც მაგრამ ხელიდან დაწევა უჭირს მაგრტამ მწყერს დაეწევა... ის 9 კირკიტა ბუდეში გაზრდილი იყო თაგვის ხორცზე და ხვლიკეზე და მაგიტომ თორე გაზარდე ბაზიერმა დაგეში და მტრედზე წავა.. .არ ვა,ბბ რომ დააკავებს იმიტომ რომ ძალიან სუსტია მაგრამ გაკიდებით მისდევს... ყველა არა რათქმაუნდა... ბუნებაში 100 ში 1 გაეკიდება ფრინველს პატარა მტრედს ან რამეს მაგრამ ბაზიერის გაზრდილი დაახლოებით 50% მაინც წავა მტრედზე მაგრამ ყველა ვერ დაეწევა და დააკავებს ხოლო მწყერზე თუ კაგად დაგესე ინადირებს ერთგულება კარგი აქვს... სისწრაფე ნიჩევო, ჩკვიანია და ლამაზი გეტანხმები და დამწყებისთვის რათქმანდა კარგია p.falcon
badri94, მაგრამ მთის არწივი რომ გაზის ხელზე და სანადიროდ მიალაჯებ, კარებში რო ვერ ეტევი იმხელა რო ხარ წარმოდგენაში რა ჯობია მაგაას :D საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
ბაზიერის გაზრდილი ფრინველი სულ სხვა გულისაა, მე მიმინო მინახავს ბარტყობიდან გაზრდილი დედალ ქათამს ეცემოდა, ჩემი კირკიტა ყველა ზომის მტრედს მიზრდევდა მაგრამ დიდებს ვერ აკავებდა, ქორი მყავდა მამალი ჩემი გაზრდილი დედალ ქორზე გადავარდა :) ძალიან დიდი განსხვავებაა ბუნებრივად ტყეში გაზრდილ ფრინველზე და ბაზიერის მიერ გაზრდილ ფრინველზე :) და რაც შეეხება კირკიტას, მწყერს უპრობლემოდ აკავებს როგორც ირაოდან ისევე ხელიდან, ძალიან სწრაფი ფრინველია, მამალი ღაჟო გავუგდეთ და 35 მეტრსჰი მოხსნა :) თან ღაჟო მტაცებლისთვის მაგარი მურტალი ჩიტია :)
30 ლარად გინდ ქორი გინდ მიმინო ნუ ეხლა თეთრ და ყვითელ მიმინოზე არ ვამბობ არც თეთრ ქორზე დანარჩენი ეგ ფასია. და ოხრად სად იპოვე ძმაო შენ შევარდენი გურიაში არ ვიცი გურიაში შევარდენი იშვიათია მე ვარ გურული და თან ჩოხატაურიდან და დზაან იშვიათია შეიდზლება სეზონი ისე გავიდეს რო რაიონში ვერავინ დაიჭიროს ყველას თუ არა უმრავლესობას ვიცნობ ბაზიერებს და ერთ ორს თუ ყავს დანაჩერი ისიც სტარიკებს აი გუთურია ესეთი სოპელი ჩოხატაურში იქ ყავთ რამოდენიმეს მაგრამ მასიურად არა ხუთი შევარდენი მოვკალი თოფიდ ისეთი პონტია რო ხუთი მიგი ჩამოაგდო მუხით მიმინო ან ქორი რო გეთქვა ბაზარი არ არი მაგრამ ხუთი შევარდენი დზაან ბევრია ეგ კიარა ვინმე რო შევარდენს დაიჭერს მთელ რაიონს ედება ისეთი რეტკია ბაბუა მყავდა ბაზიერი და ერთი ბადის მოქსოვა ვერ ვისწავლე უფრო სწორედ არ ვისწავლე ნერვებმა მიმტყუნა სულ რამდენიც დავიწყე იმდენი მივატოვე თორე დანარჩენი დაჩერიან თვალის ახვევიან ახამლიან გაწრთვნიანად ყველაპერი და პირველივე გასვლაზე დავიჭირე ყვითელი მიმინო სადგაც მეშვიდე კლასში ბავშვობაში მაგის მეტს არაფერს არ ვაკეთებდი ისე მიყვარდა ყველა ჯიბეში ღაჟო მყავდა და რა როგორ არი ზეპირად ვიცი ვაფშეეტა ეხლა დაწყებულია დაჩერის სეზონი პერიცვალობიდან იხსნება ირაოზე ნადირობა სექტემბრიდან და არ არი ირაო მტაცებელი ფრინველი მტაცებელი რო იყოს რათ უნდა თოპი გაუპეთქე ჩიტი და გაეხვევა კონა ლარად მაგრამ სულ რო გახეტქო ჩიტი ჯოხზე ხტომით ისე ჩაგიპრენს როგორც ბოინგი და ჩიტს ზედაც არ შეხედავს მტაცებელი რო იყოს არ დაეცემოდა შენი აზრით მტაცებელი რომელიც არი ის ეხვევა ბადეში ალბად არ ყოპილხარ დასაჭერად ნამყოფი თორე დააკვირდებოდი მაგას
დამატებულია (22.08.2011, 23:43:39) --------------------------------------------- სად ნახე ბადრი94 მიმინო ტყისქატამზე და თუნდაც მწყერზე
beqakalandadze, ჯერ ერთი მტაცებელ ფრინველს არ უნდა ესროლოს არავინ მითუმეტეს რომ ბაზიერობა გაინტერესებს. შევარდენის მოკვლა კიდე ძალიან ცუდი საქმეა მაგრამ 5 შევარდენი არამგონია მოგეკლა სხვა ფრინველი იქნებოდა და გეშლება მერე მეორე ირაო მტაცებელი ფრინველია მაგრამ ჩიტებს არ ჭამს მწერებს ჭამს და მტაცებლების რიგშია ეგ ფრინველი ასე რომ მარტო იქიდან ნუ დაასკვნი რაღაცას რომ ჩიტზე არ წამოვიდა... მესამე მტრედზე მიინო რომელიც მიდის სახლშო მყავს დაიჭერს და ამაზე უარესებიც ასებობენ მიმინოები რომლებიც უპრობლემოდ დაიჭერენ ქათამს (კაპუეტები ხო ვაფშე) და დაჟე პატარა კოკორინა იხვებსაც იჭერენ თუ მიმინო მტრედზე კარგად ქაჩავს ის მიინო ქათამსაც დაიჭერს კიდე p.falcon
მე არ მომიკლია შევარდენი ზევით ეწერა ბიჭს რო გურიაში მოვკალი 5 თიო და მთელი დემაგოგია დავწერე იმაზე რო რეტკია და მოსაკლავადაც ძნელი ირაოზე ვნადირობდი და იქ მოვკალი გურიაშუიო და გურიაში შევარდენი ეგრე ადვილად მოსაკლავი არ არი ამას ვამბობ მე და არა იმას რო მე მოვკალითქო ცუდად წაგიკითხავს ეს ერთი დადევნება და დაჩერა სხვაარი ეგრე ნებისმიერ ამფრენს გამოეკიდება მასზე დზაან დიდი თუ არ არი ნუ ეხლა ბარტყების გამო მაგაზეც წავა მაგრამ მიმინო და ტყის ქათაამი ბადრი უბრალოდ გამორიცხულია დასვი მიმინო სასწორზე და დადე ტყის ქათამი და შეადარე წონა ეს ერთი მეორე ტყის ქათამი მწყერივით არ დაფრინავს ერთ ზოლზე ტყისქათამი მანევრირებადია და რომც დაიჭიროს ათრევს ძაღლის დზვალივით და ის მიმინო სანადიროდ აგარ ივარგებს და თუ გყავს ეგეთი მიმინო რო ტყისქათამს იჩერს ნუ იასნია ეხლა შენ კაპუეტი გეყოლება და უფრო დზლიერიც იქნება მაგრამ მაინც ვერ გაქაჩავს და დარწმუნებული ვარ რო არ ყავს გაყვანილი ტყისქატამზე სანადიროდ შენ რაგაც აქ ხალხს მიჩვეულ მტრედზე გადაგივარდება იმას არ ნიშნავს რო ტყისქატამს დაიჩერს და რომც დაიჩიროს ეგრევე უნდა მოუკლა შენვე თორე დამიჯერე მიმინოს აგარაფერი დარჩება პრტები სულ დაელეწება და მეორე სეზონამდე დზაროში ელოდო უნდა ბუმბულის გამოცვლას თუ ესე ამტკიცებ საქმეში გამოვცადოთ და თუ გინდა დზმაო ნომერს დაგიწერ და დაგპატიჟებ გურიაშიი წამოიყვანე და მაჩვენე რას დაიჩერს შენი მიმინო და მერე შედეგი რაიქნება მიმინოს დზაგლსაც გაგიჩითავ და სანადირო ადგილებშიც წაგიყვან თუ თბილისთან შედარებით ახლოს გაქვს ტყისქათამზე სანადირო სიტვაცია მითხარი მოვალ სადაც მეტყვი რაც შეეხება ირაოს ირაო გუნდად მფრენი სახეობაა და სტავროპოლში კრასნოდარში პურის ყანებში გუნდებად არი შეიდზლება კალიებს ჩამენ იქ ვერ დავიწყებ მაგის მტკიცეებას მაგრამ ვნახავ რა პრობლემაა ეხლა სექტემბერში რო წამოვა მე თუ არ დავრჩი იქ დზმაკაცებს ვეტყვი და ნახავენ რა აქვს ნაჩამი რო მოკლავენ მაგის მტკიცებას ვერ დავიწყებ რო გინდა თუარა არ ჭამს კალიებსთქო მაგრამ ყველა გურიაში ეგრე იდზახის რო ხორბლით იკვებება მე პირადად კვებას არ შევსწრებივარ ჩვენთან წვიმის დროს ხეზე თუ დაჯდება სველდება და პრენა უჭირს და ისვენებს მაგრამ დაზუსტებას ვერ დავიწყებ გინდა თუ არა ხორბლით იკვებებაო იმიტო რო არ მინახია რაც მყავს ნანახი სულ გადამპრენი ან ხეზე მაგრამ მიმინოს და ტყისქათამის სიტვაციაში შემიდზლია შეგედავო ნადირობა გამორიცხულია რომც დასვას მიმინომ ტყისქათამი ისე ათრევს რო დაამტვრევს პრთებს და მეორე მესამე დადევნების დროს თუ ჩაავლო ისიც მიმინო მიმინოდ აგარ ივარგებს და ეგ ტყის ქატამზე ნადირობა არ არი ის კიარა მწყერზე ხშირი ნადირობის დროს უფუჩდება პრთები და ტყის ქატამზე წარმოიდგინე რა დგეში ჩავარდება დადევნება და ნადირობა ერთი არ არი ბადრი და არც მტრედის და ტყის ქატამის დაჩერა უნდა შეადარო მტრედს შინაური პრინველი დაათქვა შეგიდზლია ერთი ნაბიჯის დისტანციიტაც შეგიდზლია მიუახლოვდე და არასდროს არ გიწევს ისეთ ადგილებში დაადევნო როგორც ტყისქატამს განსაკუტრებით დასავლეთში და მითუმეტეს თუ ტყის ქათამი ორ ან სამ წლიანია აქ ქალქაში არც ხე ხვდება და არც სველი ნიადაგი და ამ ყველაპერს რო თავი დავანებოდ დზაან ჟილკიანიც უნდა იყოს მიმინო ნუ დასამტკიცებლად ერთი საშვალებაა გამოვცადოდ საქმეში
დამატებულია (23.08.2011, 16:05:43) --------------------------------------------- მე მიყვარს მწყერზე ნადირობა და ზოგჯერ რო ჩავდივარ ვართმევ მიმინოს ბაზიერებს და ლანჩხუთში მივდივარ სანადიროდ ჩვენსკენ მწყერი იმდენად ბევრი არ არი რამდენადაც ლანჩხუტისკენ ესე 20 25 მწყერის მერე იასნია თავის შესვენებით უკან მომყავდა და დზაან უჩირთ ბაზიერებს ეგრე თხოვება მაგრამ იმდენად კარგად ვიცნობ და იმდენად ვეხმარები აქედან ბაწარი ტყვია წამალით და ეგეთებიტ რო ვარს ვერ მეუბნებიანმაგრამ სახეზე ეტყობა რო უტყდება რო მატანს იმიტორო ხშირი ნადირობის დროს პუჩდება მიმინო ფრთის და კუდის ბუმბული ემტვრევა ეს მწყერზე და ტყისქატამზე ხო წარმოგიდგენია რა მოუვა საერტოდ პრტებზე და კუდზე ეტყობა მიმინოს რა დონეზე აქვს ნანადირევი და უნდა გაწირო რო ტყისქატამზე გაიყვანო სანადიროდ ეგ ნადირობა არ არი ეგ უპრო გამოცდაა მიმინოს ტუ რას იზავს დაიჩერს ტუ არა და რა მოუვა მაგრამ დამიჯერე რო კარგი არაპერი
მე მიყვარს მწყერზე ნადირობა და ზოგჯერ რო ჩავდივარ ვართმევ მიმინოს ბაზიერებს და ლანჩხუთში მივდივარ სანადიროდ ჩვენსკენ მწყერი იმდენად ბევრი არ არი რამდენადაც ლანჩხუტისკენ ესე 20 25 მწყერის მერე იასნია თავის შესვენებით უკან მომყავდა და დზაან უჩირთ ბაზიერებს ეგრე თხოვება მაგრამ იმდენად კარგად ვიცნობ და იმდენად ვეხმარები აქედან ბაწარი ტყვია წამალით და ეგეთებიტ რო ვარს ვერ მეუბნებიანმაგრამ სახეზე ეტყობა რო უტყდება რო მატანს იმიტორო ხშირი ნადირობის დროს პუჩდება მიმინო ფრთის და კუდის ბუმბული ემტვრევა ეს მწყერზე და ტყისქატამზე ხო წარმოგიდგენია რა მოუვა საერტოდ პრტებზე და კუდზე ეტყობა მიმინოს რა დონეზე აქვს ნანადირევი და უნდა გაწირო რო ტყისქატამზე გაიყვანო სანადიროდ ეგ ნადირობა არ არი ეგ უპრო გამოცდაა მიმინოს ტუ რას იზავს დაიჩერს ტუ არა და რა მოუვა მაგრამ დამიჯერე რო კარგი არაპერი
მარტო მწყერზე ნანადირევ მიმინოს მართლაც უჭირს ტყის ქათამთან გამკლავება, მაგრამ როდესაც ასეთ მიმინოს (მხოლოდ კარგ ეგზემპლიარს) 15-20 მტრედს დააჭერიებ მერე შედარებაც არ შეიძლება მემწყერე მიმინოსთან. თან ასეთი ვარჯიშის პირობებში მტაცებლის განვითარება თვალშისაცემია, მიმინო რომელსაც თავიდან მტრედთან ბრძოლები უწევს, რამდენიმე გაკვეთილის მერე მტრედს წამებში იმორჩილებს და კლავს. სამწუხაროდ სოფლებში არ ხდება მტაცებლის ვარჯიშები სხვადასხვა მსხვერპლზე და ამას მხოლოდ რამოდენიმე ბაზიერი აკეთებს. რა თქმა უნდა ტყის ქათმის მოპოვება ურთულესია, არის ჩავარდნებიც, ყოფილა დაჭერილი ტყის ქათმიდან მარტო ბუმბულები დარჩენილა,მაგრამ ის, რომ მიმინოთი ტყის ქათამზე ნადირობა შეიძლება ფაქტია. ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
საერთოდ წასვლაზე თუა საქმე,მე ჩემ აზრს გამოვხატავ,მტაცებელი ფრინველი ადამიანის ხელში იმიტომ მიდის უფრო დიდ მსხვერპლზე რომ უფრო აშიებ მას წვრთნისას ვიდრე ბუნებაში შივდება,და როდესაც ბუნებაში გაუჭირდება ჩიტის დაჭერა და მშიერი რჩება მერე უკვე იწევს ყველაფერზე შესაჭმელად,აგერ ფაქტიც სახეზეა ცალფეხიანი მიმინო,ცალფეხას რათქმაუნდა გაუჭირდებოდა ჩიტის დაჭერა და გაწირვების დროს წავიდა ჭილყვავზე....
ისე ქორის და არწივის მოთვინიერაბა და დაგეშვა თუ შეიძლება?
არწივი არ მიცდია მაგრა მ ქორის დაგეშვა იმხელა სიამოვნებაა აი ვერ აგიწერ ენიტ ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით და როცა მეწყება განსაცდელი, როდესაც შენს გარდა აღარსაით, არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი, ტკივილი ცოტახნით დამიამე, შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი...
ქორ-შევარდნით ნადირობა საქართველოში იყო ინდოეთ მეფე აბესალომ,მორჭმული და განგებიანი,და არა იყო შეჭირვება გულისა მისსა,ესე იყო წესი მისი,ედგა ასი ავაზა და ექვსასი ქორი,თეთრი და მწეზარი,ევა სამი ათასი დიდებული. მოსე ხონელი”ამირანდარეჯანიანი” სანამ საქართველოში ქორ შევარდნით ნადირობაზე ვიტყოდეთ რამეს,მანამდე ორიოდე სიტყვით შემოგთავაზებთ მოკლე ექსკურსს საბაზიერო ხელოვნების დანიშნულების თაობაზე. სიტყვა ”ბაზიერი” სპარსული წარმომავლობისაა. ”ბაზი” დამჭერ მტაცებელ ფრინველს ჰქვია.მეცნიერები მიიჩნევენ,რომ საბაზიერო ხელოვნების სამშობლო აზიაა (ინდოეტი,ჩინეთი,მონღოლეთი) და იგი 4000 წელს ითვლის. იმპერატორ იულიუს კეისრის დროს ბაზიერობამ მიიღო სტრატეგიული მნიშვნელობა.ბაზით (დამჭერი ფრინველით) იჭერდნენ მოწინააღმდეგის საფოსთო მტრედებს.სკანდინავიური ტომები მას იყენებდნენ როგორც საბრძოლო იარაღს.ისინი შავარდენს ისე ავარჯიშებდნენ:დაამზადებდნენ მოწინააღმდეგე მეომრის ფიტულს,თვალებში ჩაუდებდნენ ხორცის პატარა ნაჭერს და მოშიებულ შევარდენს მიუშვებდნენ შესაჭმელად.ფრინველი ისე იგეშებოდა ,რომ როგორც კი გააფრენდნენ ელვის სისწრაფით მიაფრინდებოდა ფიტულს ხორცის შესაჭმელად.ასეთი ხერხით დაგეშილი შევარდენი მზად იყო ომის ველზე გასაშვებად,მტერზე თავდასასხმელად. დროთა განმავლობაში ევროპის მეფეთა კარზე შეიქმნა ბაზის გამოყენების მკაცრი,იერარქიული სისტემა,რომლის მიხედვით ცალკეული სოციალური კლასის წარმომადგენელს უფლება ჰქონდა ენადირა მისთვის განსაზღვრული სახის ფრინველით.ეს სისტემა დაახლოებით ასე გამოიყურებოდა: იმპერატორი არწივი (agnila nipalensis) მეფე სონღული (falco rusticolus) ”კრეტეჩი” თეთრი შავარდენი პრინცი მამალი სონღული ყველაზე დიდი შავარდენი ჰერცოგი კლდის შავარდენი (falco biarmi cus) გრაფი ჩვეულებრივი შავარდენი (falco peregrinus) ჩრდილო აზიური ბარონი წითელი გავაზი (falco cherryg) შავარდენი-ბარი (გავაზი) აზნაური ხმელთაშუაზღვის გავაზი (falco peregrinoides) ქალი მიმინო (accipiter nisus Linnaeus) მღვდელი ჩიტქორა,ქორცქვიტა იომენი (აგატი) ქორი (accipiter gentiles) გლეხი მამალი ქორი,მიმინო ამ წესის დამრღვევი ისჯებოდა დაპატიმრებით,უარეს შემთხვევაში კოცონზე დაწვით.იერარქიული საფეხურის მიხედვით ბაზიერთუხუცესი მეოთხე საფეხურზე იდგა მეფის შემდგომ.მისი მიწები თავისუფალი იყო გადასახადებისგან და მეფის სუფრაზე საკუთარი თასისი (ფიალა) მიტანის უფლება ჰქონდა. ევროპის ქვეყნებში ბაზიერების მფარველად ითვლებოდა წმ.ალბანი.ლეგენდის მიხედვით ალბანმა დაარღვია კანონი და ინადირა განკუთვნილი თეთრი შევარდნიტ,რის შემდეგაც დაიჭირეს და მიუსაჯეს კოცონზე დაწვა.როცა ბოძზე მიკრულს დასასჯელად ამზადებდნენ,თეთრმა შავარდენმა მის თავთან კამარა შეკრა,ეს საღვთო ნიშნად აღიქვეს და შეუნდეს.სიკვდილის შემდეგ ალბანი წმინდანად და ბაზიერთა მფარველად იქნა შერაცხული. ბაზიერობა აზიაში დიდი სარგებლობდა.ერთ თეთრ შავარდენში (რა თქმა ინდა,კარგად დაგეშილში) არაბული ცხენების რემას ცვლიდნენ.საფრანგეთის ერთ-ერთმა მეფემ აზიაში დატვევებული თავისი შვილი (ჯვაროსნული ლაშქრობის დროს) 12 შავარდენის წყალობით გამოისყიდა. დამჭერი ფრინველების შესახებ საინტერესო მასალებს გვაწვდის ისტორიკოსი ჰეროდოტე,რომლის მიხედვით,ეგვიპტეში,საკულტო ცხოველის მოკვლისთვის დასჯისას,ასხვავებდნენ განზრახვით და შემთხვევით ჩადენილ მკვლელობებს,რაც შეეხება მიმინოს მკვლელს იგი ყველაფრის განურჩევლად,სიკვდილით ისჯებიდა. ასურეთში ისევე,როგორც ძველ ეგვიპტეში,ქორ-შავარდენს რელიგიურ წარმოდგენებსა და წეს ჩვეულებებში მნიშვნელვანი ადგილი ეკავა.მტაცებელი ფრინველი,საკუთრივ შავარდენი,ასურეთში წინასწარმეტყველების საშუალებას წარმოადგენდა და საერთოდ სიკეთის სიმბოლოდ იყო მიჩნეული.შავარდენს მიაწერდნენ,აგრეთვე,სქესობრივი უძლურებისაგან განკურნების მაგიურ ძალას.საამისოდ შემუშავებული იყო რეცეპტი,შავარდნის სისხლში ჩანაყული მისივე ფრთები ,შეკაზმული სხვადასხვა მცენარეული თესლითა და მარილით,ან წყალში არეული შავარდნის სისხლი.მიმინოთი ნადირობის ინდურ-ირანული წესების (რომელიც 9 მუხლისგან შედგება), მე-6 მუხლში წერია: ”მიმინოს არ გააკარებენ:ცეცხლს,ძაღლს,ქალს და ბავშვებს.მიმინო უნდა ერიდებოდეს ოთხ რამეს:ცეცხლს,ძაღლს,ქალსა და ბავშვს”. საინტერესო მასალები დამჭერი ფრინველებით ნადირობის შესახებ,მოიპოვება რუსეთშიც.თავად იგორს მე-12 საულუნეში დაუარსებია ”სოკოლინი დვორი” (მოსკოვში).აქედან სონღულები და შავარდნები გაჰყავდათ მთელს მსოფლიოში.ფრინველების მომვლელებს ”სოკოლნიკებს”კატეგორიულად ეკრძალებოდათ:თამბაქოს მოწევა,სმა და ბანქოს თამაში,რადგანაც სწამდათ,რომ უწმინდური კაცი ღვთაებრივ ფრინველს არ შეიძლება ეკაროსო. რუსეთში განსაკუთრებით აყვავდა დამჭერი ფრინველებით ნადირობა მეფე ალექსი მიხეილის ძის დროს.მის კარზე სამი ათასი ფრინველი ჰყავდათ-ძირითადად სონღულები და შავარდნები.სონღული თეთრი ფერის შავარდენია და ძალიან ძვირად ფასობდა.იგი ახლაც ძვირია.არაბეთში ძალიან პოპულარულია ეს ფრინველი და ათეული ათასობით დოლარი ღირს.ამ საქმეს მეფის კარზე ხელმძღვანელობდა ა.ს. პუშკინის დიდი ბაბუა გავრიი პუშკინი. ბაზებით,ანუ დამჭერი ფრინველებით ნადირობას საქართველოში უხსოვარი დროიდან მისდევდნენ,რაზედაც მეტყველებს მრავალი ისტორიული წყარო,თქმულებები,ლეგენდები.ამის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია მოსე ხონელის ”ამირანდარეჯანიანში” მოყვანილი მასალები.ბევრი მკვლევარი და მოგზაური აღნიშნადვდა დამჭერი ფრინველების პოპულაღობას საქართველოში. ალ. რობაქიძის ნაშრომში ”მიმინოტი ნადირობა გურიაში” (ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი მიმომხიველი, 1, 1949 წელი) გამოყენებულია საამისო დიდძალი ლიტერატურა,რაც,ჩვენი აზრით,იმაზე მიგვანიშნებს,რომ საქართველო,ალბათ ამ წარმტაცი სპორტის ერთ-ერთი სამშობლოა. ამავე ნაშრომში არის ასეთი ცნობა: ”ფეოდალური მმართველობის აპარატში ქორ-შავარდნით ნადირობას უძღვებოდა მაღალი თანამდებობის პირი - ბაზიერთუხუცესი,რომლის ხელით იყო: ”სრულიად ბაზნი,ბაზიერნი ,მეძაღლენი,ძაღლნი,ტყვეთა და ველთა მცველები,სანადიროთა მეფისათა”.გურიაში (სიფ.სამება) მოპოვებულია ცნობა,რომელიც იტყობინება,რომ აჭარიდან აქ ჯერ კიდევ მეფე თამარის დროს (თუ უფრო ადრე) გადმოსახლებული გოგუაძეები,შემდგომში გურილის ”მეწამლენი და ბაზიერნი გამხდარან”.მათ დავალებული ჰქონდათ ქორ-შავარდნის,მიმინოს დაჭერა,გაწრთნა,მოვლა-პატრონობა და ნადირობის პროცესსში ჩართვა.გურიელის გლეხები ბაზიერებს უხდიდნენ ”საბაზიეროს” წელიწადში ორ-ორ ქათამს.შემდგომში ამ თანამდებობის აღმნიშვნელი სიტყვიდან წარმოდგა გვარი ”ბაზიერი”, რომელიც მხოლოდ გურიაში გვხვდება.მეფე თეიმურაზ 2-ის ლექსში გვხვდება დამჭერი ფრინველებით ნადირობის ამსახველი ასეთი სტროფები: ვთქვა წვრილას ნადირობანი,წეროთი გავაზიაო, ვინ ინადირებს სხვა კაცი,თუ არ ბატონი გზითაო, ბევრი ხარჯი აქვს ქუდიანს მფრინველსა შენახვითაო. ან: გლეხმა კაცმა სხარტი იცის იმწყერაოს იხარებსა. ქორ-შავარდნით ნადირობა განსაკუთრებით განვითარებული ყოფილა თამარ მეფის დროს.რასაც ადასტურებს შემდეგი ფრაზები: ”როდესაც სანადიროთა ქორთა და ძაღლთა სიმრავლე და სიტურფე და მოკაზმულობა არა ოდეს ვისგან ქმნილია,არცა წიაღ მომართ ყოფად არს”. დიდ ქართველ მწერალს კ.გამსახურდიას თავის უკვდავ ქმნილებაში ”დავით აღმაშენებელი” შავარდენი შემდეგნაირად ჰყავსმოხსენიებული: ”...ხოლო მახარი,კარვისმცველი მეფისა,საკვარცხლულზე წამომჯდარიყო ინახით,მარცხენაზე შავარდენი ესვა,თვალებგაბინდული ცვილითა,ყურში ჩასძახოდა ტყიურს ”აააააააა!”ეს უხანო მახარაი წარღვნის დღესაც არ მოეშვა თავის შავარდნებს”. ამასთან,სხვა წყაროებიდან ჩანს,რომ შავარდენს ნადირობის გარდა იყენებდნენ დარბაზების დასამშვენებლად,როგორც ღვთიურ ფრინველს. მემატიანე გადმოგვცემს,რომ მონღოლებს საქართველოდან ხარკის სახით გაჰყავდათ სსანადირო ფრინველები. იგივე ფაქტის საილუსტრაციოდ ლ.სანიკიძე თავის ისტორიულ რომანში ”უქარქაშო ხმლები”ასეთ ცნობას გვაწვდის: ”1578 წლის 1 სექტემბერს კახეთის მეფე ალექსანდრე და თურქეთის მხედართმთავარი ლალა-ფაშა სართიჭალის მიდამოებში ერთმანეთს შეხვდნენ და გადაწყვიტეს: ”ალექსანდრე რჩება კახეთის გამგებლად ბეგრალ ბეგის სახელით.იგი აღიარებს თავს თურქეთის ფადიშაჰის ქვეშერმდომად და ყოველწლიურად ხარკად უნდა გადაუხადოს: ოცდაათი იუქი აბრეშუმი ,ათი ლამაზი ჭაბუკი,ათი ბროლტანიანი ქალწული,ათი ფრთა შაცვარდენი და ათი ფრთა მიმინო.გარდა ამისა,ევალებოდა ფადიშაჰის ყოველ დაძახებაზე მეომრებით გამოსულიყო თურქთა ჯარის დასახმრებლად”. აქედან იმ დასკვნამდე მივდივართ,რომ საქართველოში ბაზიერის ხელოვნება უმაღლეს ფონეზე იყო განვითარებული.ერთი დაგეშილი მიმინო ერთი ქალწულის ფასად იყო შეფასებული.ქართველი ბაზიერების მიერ დაგეშილი მიმინო თუ შავარდენი თურქეთშიც მოიპოვება.თურქი ბაზიერები დღესაც ხშირად ჩამოდიან ბათუმში,ცდილობენ შეიძინონ კარგად დაგეშილი მიმინო ,განსაკუთრებული მოთხოვნილებაა თეთრ მიმინოზე.იგი,სხვათა შორის,ჩვენთანაც მოსწონთ.თურქები გვესწრებიან ბაზიერთა შეჯიბრებაზე,ხანდახან ახერხებენ კარგი მიმინოების არალეგალურად წაყვანასაც (კანონით მიმინოს ან სხვა ფრინველის გაყვანა საძღვარგარეთ აკრძალულია). მცხეტის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს მეხუთე საუკუნის შენობის მოსაპირკეთებელი ფილები,რომელზედაც გამოსახულია ხელზე მჯდარი შავარდენი,რაც ძალიან ბევრ საგულისხმო რამეზე მიგვანიშნებს.როგორც ძემოთაც ავღნიშნეთ,სხვადასხვა წყარო ამტკიცებს,რომ დამჭერი ფრინველებით ნადირობა სათავეს იღებს აღმოსავლეთის ქვეყნებიდან,რაც ეჭვს იწვევს.საქართველოში ეს საკითხი ჯერჯერობ ით შესწავლილი არაა და,საერთოდ,არც სხვა ქვეყნებია სრულყოფილად გამოკვლეული.ალბათ დადგება ამის დროც,რასაც მომზადებულები უნდა შევვხვდეთ.როგორც უკვე ერთხელ მოვიხსენიეთ,ჩვენი ბაზიერების მტკიცებით საქართველო ბზებით ნადირობის ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა. სპეციალური აღნიშვნის ღირსია ლეგენდა თბილის-ქალაქის შექმნაზე.არსებობს ამ ლეგენდის სხვადასხვა ვარიანტი,საქვეყნოდ ცნობილი ვარიანტი კი ასეთია: მეფე დავით გორგასალლი სანადიოდ წასულა დღევანდელი გოგირდის აბანოების მიდამოებში.მაშინ აქ გვხვდებოდა უამრავი ნადირ-ფრინველი.მეფე ნადირობდა შავარდნით მან იგი მიუტევა ხოხობზე,შავარდენმა დაიჭირა ხოხობი,მაგრამ ორივენი ჩაცვივდნენ ცხელ წყალში და დაიღუპნენ,მეფე ძალიან შეწუხდა,რომ საყვარელი შავარდენი დაეღუპა.მან ბრძანა აეშენებინათ ქალაქი,რომელსაც თბილ წყლის გამო თბილისი დაარქვა. აქ მოყვანის ლეგენდას მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება.სხვათა შორის ბევრმა უცხოელმა ბაზიერმა იცის ამის შესახებ,აქედან გამომდინარე ძალიან აინტერესებთ ქართველი ბაზიერების ხელოვნების გაცნობა. არანაკლებ საინტერესო ზღაპარ-ლეგენდა წარმოადგინა მ.თომაძემ ტავის წერილში ”მიმინო მყავდა,მიყვარდა”.მაში აღწერილია,რომ უფლისწული ყვარლის მიდამოებში ნადირობსა,ხელზე მიმინო ეჯდა,მოსწყურდა,იქვე ნახა წყარო,აუვსეს ვერცხლის თასი წყლით,მიმინომ შეიფრთხიალა,დაჰკრა ფრთა და თასი გააგდებინა,მეორედ შეუვსეს და ასევე გააგდებინა,შეუვსეს მესამედ და ამჯერადაც გააგდებინა თასი,უფლისწულს გული მოუვიდა და მიმინო მოკლა.როცა წყლით ისევ აუვსეს თასი,ვეზირმა შეაჩერეა არ დალიოთ,აქ რაღაც ამბავიაო.წყალი დაალევინეს მონადირე ძაღლს და იქვე მოკვდა.აღთმოჩნდა,რომ წყლის სათავეში შხამიანი გველი ბანაობდა და შხამს ანთხევდა.უფლისწული9ს ბრძანებით სათავე გაწმინდეს,მიმინო იქვე დაასაფლავეს და მისი ერთგულების აღსანიშნავად ”მიმინოს წყარო” უწოდეს.ეს ადგილი მდებარეობს ყვარლიდან 3 კმ-ს დაშორებით. მეცნიერ შარდენის ცნობით,სამეგრელოში არისტოკრატია სანადირო ფრინველით ცხენზე ამხედრებული ნადირობდა.არაა განმარტებული რომელი ფრინველით (უნდა ვიფიქროთ,რომ ალბათ შავარდნით).დოლის ხმაურით აფრთხობდნენ ფრინველს,სანადირო ძაღლს არ იყენებდნენ. ი. ევლიახოვი აღწერს მიმინოთი ნადირობას იმერეთში,მაგრამ,საუბედუროდ,დღეისათვის მივიწყებულია ნადირობის ეს სახე. ”მონკავშირის” ქუთაისის ბაზიერთა სექციის თავმჯდომარემ მურთაზ წიქორიძემ დაიწყო ნადირობის ამ სახეობის გამოცოცხლებისათვის მუშაობა.მისი ინიციატივით ქუთაისში ჩავატარეთ ბაზიერთა რესპუბლიკური პირველობა,მაგრამ ბატონი მურთაზის გარდაცვალების შემდეგ,მის მიერ დაწყებული საქმე დავიწყებას მიეცაიმედი უნდა ვიქონიოთ,რომ იმერეთში კვლავ აღდგება სპორტის ეს სახეობა,რადგანაც აქ მისი განვითარებისათვის კარგი პირობებია. როგორც ზემოტ ავღნიშნეთ,ქორ-შავარდნით ნადირობა საბჭოთა პერიოდში მიუღებლად მიიჩნიეს და მას წარსულის გადმონაშთად თვლიდნენ.საქართველოში ბაზიერობა სამარცხვინო საქმედ აღიარეს და დევნიდნენ კიდეც.იყო შემთხვევები,მიმინოთი ნადირობის გამო კაცს თანამდებობაც კი დაატოვებინეს.მიუხედავად იმისა ბევრმა ბაზიერმა არ დაყარა ფარ-ხმალი და ფარულად მაინც ეწეოდა მიმინოს დაგეშვასა და ნადირობას.რუსეთში კი ეს საქმე საქმე საერთოდ ჩაკვდა. 1967 წლიდან,როგორც იქნა აწგანსვენებული პაჭუ ჟორდანიას ინიციატივით,რომელსაც დიდი შრომა და მონდომება დასჭირდა,რომ დაემტკიცებინა ბაზიერობა სამონადირეო სპორტის სახედ,ჩატარდა პირველი რესოპუბლიკუი პირველობა და იგი უკვე ტრადიციულად ყოველწლიურად ტარდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში,ჯერჯერობით მხოლოდ დასავლეთ საქართველოში.ყველა ჩატარებული პირველობის ანგარიში და ჩემპიონების სია მოგვყვავს ქვემოთ. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება ქორ-შავარდნით,არწივით,მიმინოთი და სხვა დამჭერი ფრინველებით ნადირობა,მას ”მომავლის სპორტს” ეძახიან.ჩამოყალიბებულია ბაზიერთა მსოფლიო ასოციაცია,რომელიც აერთიანებს შემდეგ ქვეყნებს: ავსტრალია,ბელგია,ჩეხეთი,სლოვაკეთი,დანია,საფრანგეთი,გერმანია,ინგლისი,ინდოეთი,ირლანდია,იტალია (პრეზიდენტი იტალიელია), იაპონია,ნიდერლანდები,პორტუგალია,ესპანეთი,ტუნისი,ზიმბაბვე,აშშ,უნგრეთი, აქართველო (მიღებული იქნა 1991 წელს).საგულისხმოა,რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკე ბს შორის მხოლოდ საქართველოა ასოციაციის წევრი;კანდიდატები არიან რუსეთი,უკრაინა და ყირგიზეთი,მათი მიღების საკითხი ჯერჯერობით შეჩერებულია.ყოველწლიურად,მორიგეობით,სხვადასხვა ქვეყანაში ეწყობა ბაზიერთა საერთაშორისო შეხვედრები.საქართველოს წარმომადგენლობამ მიიღო მონაწილეობა უნგრეთში,ჩეხეთში,ბელგიაში მოწყობილ ღონისძიებებში.გასაგები მიზეზების გამო ბოლო პერიოდში მათში მონაწილეობას ვერ ვღებულობთ.იმედი გვაქვს,რომ ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდება და მოგვეცემა საშუალება მივიღოთ მონაწილეობა ბაზიერთა საერთაშორისო შეჯიბრებაში,ასევე ჩვენც ჩავატაროთ მსგავსი შეხვედრები.საქართველოს ბაზიერთა აღიარებას დიდად შეუწყო ხელი ”მონკავშირის” ყოფილმა თავჯდომარემ ნ. გელიაშვილმა. ასოციაციაში გაწევრიანების და ბელგიაში წასვლის შესახებ. თავის დროზე ბაზიერთა მსოფლიო ასოციაციამ გადაწყიტა საქართველოს მიღება ასოციაციაში, რასაც წინ უძღოდა ხანგძლივი მიმოწერა, ვღებულობდით სხვადასხვა ინსტრუქციებს, შეკითხვებს, ჩვენც ვუგზავნიდით პასუხებს. ჩვენი წერილები უმეტეს შემთხვევაში ბელგიამდე ვერ აღწევდა, იკარგებოდა. ამ ბარიერის დაძლევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, ყოფილმა ჩვენმა თანამემამულემ ქართველმა ებრაელმა ბატონმა შალვა დავარაშვილმა, რომელიც ჩემი ძმობილის, ფოთელი შოთა მეგრელაშვილის ოლის ძმაა. ბატონ შალვას ჩვენი წერილები მიჰქონდა ბელგიაში, პირადად აბარებდა ასოციაციის პრეზიდენტს ბატონ კრისტიან დე კიუნეს დამოჰქონდა პასუხები ჩვენთან. ერთმა ეპიზოდმა დააჩქარა ჩვენი ასოციაციაში მიღება. ერთ-ერთ შეხვედრაზე შალვამ ჰკითხა პრეზიდენტს, რომელი ქვეყნებია თქვენი ასოციაციის წევრებიო? პრეზიდენტმა დაუსახელა სია, ბატონ შალვას გაეცინა. პრეზიდენტის შეკითხვაზე - რატომ გაიღიმეთო, შალვამ უპასუხა, რომ ზოგიერთი თქვენს მიერ დასახელებული ქვეყნები საერტოდ რუკაზე არ არსებობდა, როცა საქართველოში საბაზიერო ხელოვნება მაღალ დონეზე იყოო.პირველ რიგში მოუთხრო ლეგენდა თბილის-ქალაქზე და სხვა. ამან პრეზიდენტი ძალიან დააინტერესა. იგი მოგვიანებით დეტალურად გაეცნო მასალებს საქართველოს შესახებ და გადაწყვიტა ჩვენი მიღება ყოველგვარი სტაჟის, გასაწევრიანებელი თანხის (ვალუტით) და რაც მთავარია, ყოველწლიური საწევროს გარეშე,მანამ სანამ საქართველოში მდგომარეობა არ გამოსწორდება. ეს იყო საბაზიერო სპორტის ისტორიაში პირველი შემთხვევა. ბევრი ქვეყანა, მაგ. ინდოეთი და ჩეხეთი დაახლოებით 10 წელი ელოდებოდა გაწევრიანებას და როგორც იქნა 1991 წელს ჩვენთან ერთად მიიღეს. ჩვენ სამი წელის განმავლობაში გიწვევდნენ ბაზიერთა ყოველწლიურ შეკრებაზე,მაგრამ საქართველოს "მონკავშირს" არ გააჩნდა საამისო სახსრები. ამისშესახებ გააგებინეს აჭარის თავკაცს ბატონ ასლან აბაშიძეს, რომელმაც გაგვიწია დიდი დახმარება, რათა წავსულიყავით ბელგიაში საქართველოს გაწევრიანების ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად. ჩავედი მოსკოვში, მაგრამ რუსეთის საელჩომ არ გამიშვა, აღმოჩნდა რომ ვიზაში არ ეწერა ავადმყოფობის შემთხვევაში მკურნალობის თანხას ვინ გადამიხდიდა. გაიმართა მიმოწერა. ამასობაში მიღების ცერემონიალზე დავაგვიანე. ყრილობა ჩატარდა უჩვენოდ, როგორც მაცნობეს ჩვენს მიღებას კენჭის ყრის დროს მიუღია ხმების 100%. როგორც უკვე ავღნიშნე, ჩვენთან ერთად მიიღეს ინდოეთი, ჩეხეთი და პორტუგალია. ბელგიაში შემხვდნენ ძალიან გულთბილად, მაღალ დონეზე. ჩემთვის სასტუმრო ჰქონდათ დაჯავშნილი, მაგრამ დავარაშვილების ოჯახმა კატეგორიულად მთხოვა, რომ მეცხოვრა მათ სამსართულიან სახლში. პირველ სართულზე აქვთ დიდი მაღაზია, მეორეზე ცხოვრობენ, მესამე სართული კი სტუმრებისთვისსაა განკუთვნილი. შევხვდი პრეზიდენტს - ბატონ კრისტიან დე კიუნეს, რომელიც ცხოვრობს ბრიუსელში, შტაბ-ბინა კი აქვს ბრიუსელიდან 100 კმ-ით მოშორებულ "კოშტეტში". აქ არის მისი საგვარეულო ციხე, რომელიც სამსართულიანია და წააგავს სვანურ ციხე-კოშკს. ამ სახლში მარტო ცხოვრობს, უცოლშვილო, წოდებით გრაფია. სასახლეში ცხოვრება შეუძლია მხოლოდ ამ გვარის წარმომადგენელს. ბელგიაში დავყავი 10 დღე. ამ ხნის განმავლობაში შტაბ-ბინაზე ფრიალებდა საქართველოს დროშა. გავეცანი ბელგიის ბაზიერების საქმიანობას, თითოეული დღე დაგეგმილი იყო. ერთი მათგანი დავუთმეთ შავარდნით,ქორით და მიმიმნოთი ნადირობას. ცალკე აღნიშვნის ღირსია და მკითხველს უნდა გავაცნოთ ბაზიერთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტის ბატონ კრისტიან დე კიუნეს წერილი, რომელიც მან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარეს ბატონ ასლან აბაშიძეს გამოუგზავნა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ საქართველოში ქორ-შავარდნით, მიმინოთი ნადირობა პოპულარულია. სამქუხაროდ, იგი შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში - აჭარაში, გურიასა და აფხაზეთში. აღმავლობის გზაზეა სამეგრელოში, განსაკუთრებით ფოთსა და სენაკში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს წარმტაცი სპორტი ავაღორძინოთ ყველგან, მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოშიც. როგორც ცნობილია, დასავლეთ საქართველოში, შემოდგომაზე, სექტემბრის თვიდან იწყება ნადირობა მწყერზე, რომელიც ამ დროისათვის აქ საკმაო რაოდენობითაა, ამიტომ დამჭერ ფრინველებში უპირატესობა ენიჭება მიმინოს, მას ხალხურად მემწყერიასაც ეძახიან (რუსულად "პერეპილიანიკ"), ვიყენებთ ქორსაც, მაგრამ მას უფრო დიდი ზომის ფრინველი სჭირდება დასაჭერად, მაგ. ხოხობი, მტრედი, იგეშება კურდღელზეც და სხვა. ეს სახეობები ჩვენთან იმ რაოდენობით რომ ქორით ინადირო, არ არის, ამიტომ ბაზიერები ქორს, ძირითადად, შეჯიბრებისთვის იჭერენ და წვრთვნიან. ევროპაში კი სადაც პირადად გავეცანი ბაზიერთა საქმიანობას (უნგრეთში, ჩეხეთში, ბელგიაში) უმთავრესად ქორებით ნდირობენ ხოხობზე, კურდღელზე და სხვა. იქ ხოხობი ბუნებაში თითქმის არ მრავლდება, ხელოვნურად ინკუბატორში გამოჰყავთ, "სანადირო ხოხობს" დაახლოებით ნახევარ მილიონ ფრთას წამოზრდიან და მერე უშვებენ სიმინდის ყანებში, უვლიან, ნადირობის სეზონის დაწყების დროს, კი უკვე ზრდასრულებზე იწყებენ გეგმურ ნადირობას. ნებისმიერი მონადირე, ეს იქნება თოფით თუ ქორით, რამდენი ხოხობი ან კურდღელი სჭირდება, იმდენს მოიპოვებს, ზედმეტს არ მოკლავს, რადგან თითოეულ ნანადირევში იხდის არკვეულ თანხას. ამიტომ, მონადირე შერჩევით ნადირობს. მაგ: მამალ ხოხობს, სანამ არ ამოაფრენს, თოფს არ ესვრის (იგი ზომით დიდია და ლამაზიც). ვფიქრობ, კარგია მსგავსი მეთოდი თუ დაინერგება ჩვენშიც, ამის ყველა პირობა რსებობს. ეს ალბათ სამომავლოდ, დღეს კი ვინაიდან ჩვენთან ძირითადად სანადირო ობიექტი ბაზიერებისთვის არის მწყერი, მასზე გავამახვილებთ ყურადღებას. სიცოცხლის სამოსახლოა, ჩემი პატარა გურია.
bunebisgulshematkivari, შეძლებით არწივის გარდა ტურას ვერ გააჩერებს სხვა ფრინველი რადგანაც არწივი დიდია ზომით და წონითაც და ტურის ზომის ნადირი რომ გააჩეროს ამ ორივეს უნდა აკმაყოფილებდეს ფრინველი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!