საიტის მონადირეთ საყურადღებოდ!!! საიტის შეიქმნა იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა რამაც ჩვენამდე მოაღწია ქართული ნადირობის ისტორიაში და სახეუცვლელი გადავცეთ მომავალს. საიტის დანიშნულებაა ბრძოლა ბრაკონიერობის წინააღმდეგ, , შენარჩუნება ბუნების ისეთივე სახით როგორითაც გვინდა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას, ტრადიციული მეთოდებზე დაყრდნობით თანამედროვე ნადირობის ხედვის ჩამოყალიბება, სანადირო კულტურის ამაღლება.. ზრუნვა და დაცვა ნადირე-ფრინველის. ერთმანეთისთვის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებაა. მომავალი თაობების ჩართვა ამ უძველეს მამაკაცური პროფესიის ათვისებაშიი, რაც მათი ჯანმრთელი ცხოვრების წესის საწინდარია..ძირითადი მიზანი კი იქნება ერთერთი ქართული უძველესი ნადირობის სახეობის პოპულარიზაცია, კერძოთ დამჭერი ფრინველებით ნადირობა. საიტზე ბრაკონიერობად ითვლება: 1. ნადირობა დაცული ტერიტორიების გარშემო 500 მ.ზონაში 2. ფარით ნადირობა 3. დენის აპარატით, ასაფეთქებელი და მომწამვლელი ნივთიერებით თევზაობა 4. გადამეტებული რაოდენობით მოპოვება 5. არასეზონური ნადირობა, გარდა მტაცებელი ცხოველებისა (მგელი,ტურა,ენოტი,ენოტისებრი ძაღლი,გარეული კატა,მელა,მაწანწალა ძაღლები) 6. მდედრი ნადირ-ფრინველის მოპოვება (საუბარია იმ ჯიშებზე,რომლის გარკვევაც მონადირეს სროლამდე შეუძლია) 7. ნადირობა ზრდადაუმთავრებელ ნადირ-ფრინველზე (დათვის ბელი,შვლის ნუკრი და ა.შ.) 8. გაჭირვებაში ჩავარდნილი ნადირ-ფრინველის მოპოვება (დიდ თოვლობა,წყალდიდობა და ა.შ.) 9. სატრანსპორტო საშუალებით დევნა 10. მტაცებელ ფრინველებზე ნადირობა 11."ელექტრომანოკით ნადირობა ( გარდა მტაცებელი ცხოველებისა - მგელი,ტურა,ენოტი,ენოტისებრი ძაღლი,გარეული კატა,მელა,მაწანწალა ძაღლები) 12.დანართში მოცემულ ცხოველებზე და ფრინველებზე ნადირობა დანართი:
როგორც ვხედავ ბრაკონიერზე ყველას თავისი აზრი აქვს და ყველა თავისებურად ხსნის თუ რა არის ბრაკონიერი და რამდენად დიდ ზიანს აყენებს ჩვენტა ნადირ-ფრინველის განვიტარებას და გამრავლებას.ჩემი აზრით ყველა ჩვენთაგანმა უნდა მივცეთ სენიშვნა ასეთ ადამიანებს თუ სადმე წავაწყდებით,მა პირადად პალიასტომზე რამოდენიმეჯერ მინახავს ასეთი იდიოტი და სენიშვნაც მიმიცია და სერიოზული კამატიც მომსვლია,ყველაზე ცუდი ისაა რომ ადამიანი(ზოგიერთი)ვერ აცნობიერებს იმას რომ მისი ერთი მოკლული მწყერიტ როცა არ არის სეზონი გახსნილი ათეულობით მწყერის სიცოცხლეს ანადგურებს,მე ბრაკონიერად მიმაჩნია ისიც ვინც მასიურად ანადგურებს იმ რესურსს რომელიც ხელს უწყობს ფრინველისა თუ ცხოველის გამრავლებას და მათთვის სასიცოცხლო პირობების შექმნას.ყველა მონადირეს მოგიწოდებთ ვინც შეხდება ბრაკონიერულ საქციელს მიეცით შენიშვნა.
ეს თემა გავხსენი იმიტომ რომ გამოგვეკვეთა ის მინიმუმი ზღვარი რომლის გადალახვის შემდეგაც მონადირეები ბრაკონიერებად იქცევიან და როდესაც თავშივე გამოიკვეთა რომ ყველა მონადირეს ბრაკონიერობასთან დაკავშირებით თავისი აზრი აქვს და იმ მონადირული წესების მაქსიმუმის დადგენა არ მოხდებოდა,თავშივე ვთქვი რომ სათითაოდ განგვეხილა ნადირობის წესები, გვემსჯელა დადაგვედგინა ის ნადირობის მინიმუმი წესები რომლის გადალახვის შემდეგაც ის მონადირე ჩაითვლებოდა ბრაკონიერად და მისი არც ფოტო არც,ვიდეო და არც ფორუმის პოსტები ... არ გამოქვეყნდებოდა.თემამ კი სხვა მიმართულება მიიღო და ჩვენი აზრების გამოთქმას მოვუნდით.ერთმანეთს აზრები ვერ დავუმთხვიეთ და ვერც შედეგი მივიღეთ.
დამატებულია (12.01.2016, 17:01:42) --------------------------------------------- მემგონი აქ არუნდა დამედო ეგ ფოტო მარა გადაიტანეთ შესაბამის თემაში .ესენი მთელიდღე ამაყობენ ფეისბუკზე ამ საქციელით სახელი თქვენ დაარქვით
landia, არამგონია ისეთი გიჟი იყოს ვინმე რომ თავის თავს პრობლემები თვითონ შეუქმნას,ფაბრიკაცია იყოს შესაძლოა და ხალხის რეაქციის გამოცდა უნდათ.ჩვენს ფორუმზეც დამაჭყეტიეს თვალები დურაჯის თემაში.
დამატებულია (12.01.2016, 17:53:16) --------------------------------------------- დაბალი ხარისხის არის და ძნელი გასაფილტრია.
ფეისბუკზე არის ჯგუფი "საუკეთესო მონადირეები" გადახედეთ.თემო ისეთი სიამაყით საუბრობებ ამთემაზე ნერვები არმაქ უკვე 15 ტში კიდე მივდივართ და ფოტოებს დავდებთო რაუნდაელაფარაკო ესეთ ხალხს თ.მაჭარაძე
ეს არ არის ნადირობა, არც რეწვა, მემგონი სიხარბის და გაუმაძღრობის დემონსტრირებაა გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
landia, ეგ სურათი უნდა დაგემატებინა ბრაკონიერების ფორუმზე. ეს იხვის ფორუმია და ისაუბრეთ ფორუმის შესაბამისათ, დანარჩენი გააგრძელეთ ბრაკონიერების თემაში, აქ შეწყდეს მაგაზე საუბარი!!! უკვე იხვის ფორუმი ფორუმს აღარ გავს ადმინს ვთხოვ გაასუფთავოს და შესაბამის თემაში გადაიტანოს ეს საუბარი
landia, ვიცნობ მე ამ ბიჭებს ქობულეთელები არიან, 3 დღე იყვნენ ბალაგანზე, 6 კაცი და 130 ცალი მოინადირეს, მემგონი კატასტროფულად არ ცდება ლიმიტს, არც მთლად ისეა საქმე როგორც წერთ. მთელი 5 წელი შეიძლება ვერ შეხვდე ისეთ გადაფრენას დღეში 10 ცალი რო აიღო.. შეხვდენ და ინადირეს ვერ ვხედავ ვერაფერს კატასტროფას, თუ უყურებთ ვიდეოებს სადაც ეს დალოცვილი იხვი ბუდობს და იზრდება იქ როგორ ნადირობენ ეს ფოტო იმასთან არაფერია.. გუშინ ჩამოვიდა ჩემი სასტავი 2 დღე დარჩნენ 5 კაცი და 36 აიღეს.. ეს ფოტო ერთი დღის ნანადირევი რო იყოს და ფარით ნაჟუჟი მეც იგივე რეაქცია მექნებოდა მაგრამ ვიცნობ ამ ხალხს და ვიცი სადაც და როგორ ნადირობენ, ასე რომ სანამ დასკვნებს გამოვიტანთ გავიგოთ ბოლომდე ყველაფერი.
solomon, ლიმიტს ცდება თუ არ ცდება, მაინც არ არის კარგი ეგეთი ფოტოთი მარიაჟობა! პირველი ის რომ ყველაფერს სჭირდება ესთეტიკა! რა უბედურებაა იხვის კალოს რომ გადაუღეს ფოტო?. ნანადირევის გადაღებას რაიმე სილამაზე არ უნდა ახლდეს?. ისე იხვს ფარით გაჟუჟავ თუ თოფით რა მნიშვნელობა აქვს??? მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
ვიცნობ მე ამ ბიჭებს ქობულეთელები არიან, 3 დღე იყვნენ ბალაგანზე, 6 კაცი და 130 ცალი მოინადირეს, მემგონი კატასტროფულად არ ცდება ლიმიტს
ხვალ რომ მაგ ფოტოზე დაყდნობით,დაიბარონ ეგ ჯიგრები და კანონის შესაბამისად დააჯარიმონ,ხომ ვერ დაამტკიცებენ ერთ დღეში დახოცეს თუ ერთ თვეში.საერთოდ კი ტიგრან გულოიანის(თეთრი ბაირაღებიდან) არ იყოს "გინდ ერთი მამიკლავს და გინდაც ბატალიონიო",ფოტომასალა შეიცავს ბრაკონიერობის მტკიცებულებებს,ჩვენს კანონმდებლობაში კი არ არის განმარტება,კატასტროფულად ბრაკონიერი და ლაითად ბრაკონიერი.რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის,მონადირის ეთიკა არის წინააღმდეგი ხოცვა ჟლეტის,თორე კანონი იმისთვის არის რომ უნდა დაარღვიო.
დამატებულია (14.01.2016, 13:46:53) --------------------------------------------- ეგ ფოტო იმის მტკიცებულებაა რომ ეწინააღმდეგებიან იმ მოსაზრება რაც ზოგიერთ ჩვენგანს ხელმოწერების მაგივრად გვიწერია.(გიორგის ვგულისხმობს,საკუთარ თავს და კიდევ ბევრს)
იცით რა? giohunt1982-ს ვეთანხმები სრულად. რაღაც მიზანს ხომ უნდა ემსახურებოდეს ამა თუ იმ ფოტოს დადება? ამ შემთხვევაში ესთეტიური სიღარიბის გარდა, ამ ფოტოზე ჩანს ამ ადამიანების დამოკიდებულება ნადირობასთან. იმ სამ დღეში ერთი ამდენის გაჟუჟვის საშუალება რომ ქონოდათ, არ გაჟუჟავდნენ ნეტავ?
პოზირობაცაა და პოზიორობაც.
არავის არ ვლანძღავ, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი.
დამატებულია (14.01.2016, 15:42:31) --------------------------------------------- და საინტერესოა, სამი დღე როგორ შეინახეს პირველ ეტაპზე დახოცილები? ყინვები, როგორც ვხედავთ აღარ იყო იმ დროს. ამდენ იხვს გასუფთავება სჭირდება. აი,ამდენი იხვის ჩაბარება ხდება შემდეგ ვაჭრებთან. მე არ ვამტკიცებ, რომ ამ ხალხმა გაყიდა ნანადირევი და არც არაფერს ვაბრალებ, მაგრამ კიდევ ვუსვამ ხაზს, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი
ერთ ღამეში 150 ცალი იხვი დახოცეს ტიპებმა, მაგას ნადირობა არქვია, ტყეში წყალში იხვი ზისდა ფარს ანათებ და კლავ, ფეხს აჭერ არფრინდება, ძაღლი 20 ცალს გიჭერს, მე მაგას ნადირობას არვეძახი, არვიცი რაქვია იმ ტყეს კატერით მიდიან იქამდე და შემდეგ ფეხით შედიან, თურმე, რომ ესვრიან იხვს არფეთდება, ეს არის მ ე ხ ო რ ც ე ო ბ ა ა ა ა ა გარემოს დაცვის წევრები უმეტესობა თვითონ ბრაკები არიან, ამას თამამად ვამბობ მონადირე კაცი ყველა კაი კაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!