07:26:22
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
რას ფიქრობთ ელექტრო სატყუარით ნადირობაზე?
Adminდრო: ხუთშაბათი, 23.09.2010, 20:07:45 | შეტყობინება # 201
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მწყერზე ნადირობაზე ვსაუბრობ მანოკით,თორემ გნოლზე,ხოხობზე,დურაჯზე და სხვა ადგილობრივ თითზე ჩამოსათვლელ ჯიშებზე ფიქრშიაც კი არ გამივლია.მასე გონჩით ირემზეც ინადირებს უნამუსო ადამიანი და გონჩიც ასაკრძალია? ეს არაა საქმიანი საუბარი.მე ვამბობ,რომ მანოკით მწყერზე ნადირობა დასავლეთ საქართველოში მწყრის პოპულაციას ვერ შეამცირებს,ხოლო ნადირობას ამ ფრინველზე აზრიანს ხდის და თქვენ ვინც მწყერზეც არ ნადირობთ მანოკის აკრძალვას ითხოვთ კანონმდებლობით,ხოლო ჩვენ რომლებიც ცხოველებზე არ ვნადირობთ,კურდღელზე,ტურაზე და მგელზე ნადირობის დაშვების მოთხოვნით გამოვდივართ კანონმდებლებისადმი,იმ ცხოველებზე,რომლებზეც ნადირობა დღეს ბრაკონიერობაა,გინდა ფარით და გინდა გონჩით.
 
kuzmishiდრო: ხუთშაბათი, 23.09.2010, 21:40:20 | შეტყობინება # 202
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 277
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინ პოპულაციას გარკვეული დროის შემდეგ მაინც უარყოფითი ბალანსი ექნება გვინდა თუ არ გვინდა, საქართველოში პირველად რაზე ინადირეს აპარატით? მწყერზე ინადირა მოეწონა ეხლა გნოლზე მოუნდათ კურდღლისაც ხო დადეს განცხადებაში, მე არც ირემი მაინტერესებს არც შველი, კურდღელზე ლიცენზიას რაც შეეხება საფიქრალია, არის ადგილები სადაც საერთოდ კურდღელი აღარ არის ზოგან ზომაზე მეტია, ტურა მელა მგელზე ენოტზე ლიცენზიას კიდე მანამ არ გასცემ სანამ ვინმე მცოდნე არ მოვა სისტემაში, ადმინ მწყრის ელექტრო მანოკი რო არ შემოსულიყო გნოლისა და კურდღლისა საიდან დაესიზმრებოდათ ზოგზოგიერთებს!
 
buდრო: ხუთშაბათი, 23.09.2010, 23:39:58 | შეტყობინება # 203
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 60
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მანოკი მწყერს ვერ გაწყვეტს!მწყერმა თუ არ გააკეთა პერელიოტი გინდ მანოკი ჩართე და გინდ მთელი ორკესტრით უძახე არაფერი არ გამოვა, მითუმეტეს დასავლეთში.
სუფსაში დამპატიჯეს ახლობლებმა ტერმინალთან ახლოს სანადიროთ 5 მანოკი იყო ჩართული ირგვლივ შუქი ხომ არ აკლია მაგ ადგილს გაჩახჩახებულია ყველაფერი მაგრამ რა, გათენდა და 7-8 ცალი ძლივს მოვიპოვეთ. უძახე მანოკი!!!
 
998დრო: პარასკევი, 24.09.2010, 00:33:23 | შეტყობინება # 204
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bu,გეთანხმები მანოკის ჩართვით მწყერი კი არ იჩეკება თუ გადადის შეიძლება დასვას თუ ხმები სწორად იქნება შერჩეული ან ახლომახლო თუ ზის ერთად მოაქუჩებს ეგ არის სულ. ან შეიძლება თავისით მოხდეს ვისიპკა და მანოკის წყალობად ჩავთვალოთ. ეხლა სავსე მთვარეზე მწყერი ნაკლებად აკეთებს გადაფრენას. ისე მე მანოკის მომხრე მაინც არ ვარ და მიმაჩნია რომ უკეთესია ნადირ ფრინველის თვისებები შევისწავლოთ უკეთესად და მანოკის დაუხმარებლად უკეთესად შევძლებთ მათ მოპოვებას.
 
nokoდრო: პარასკევი, 24.09.2010, 01:54:13 | შეტყობინება # 205
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 202
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დასავლეთში გადაფრენებისას გავიგებ მაგას მაგრამ აღმოსავლეთში სადაც ადგილობრივია და ბუდობს? სეზონი დაიწყება თუ არა რომ მოედებიან სოკოებივით მაგ აპარატებით აქუჩებენ სულ ერთ ადგილას და მიდი ფეხები იტყავე შენ მწყრის ძებნაში, სანამ გადაფრენები დაიწყება და შემოვა სხვა
 
buდრო: პარასკევი, 24.09.2010, 23:09:34 | შეტყობინება # 206
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 60
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
998,
მანოკს არც მე ვეტრფიალები, პირიქით 10 თვის პოინტერი მყავს და ნორმალურად ვერ დამიგეშია, მაგრამ რა უნდა ქნა ყველგან ეგ არი ჩართული. გინდა არ გინდა სანადიროდ რომ წახვალ სხვაგან მწყერს ვერ ნახავ, თუ მაგათ ახლომახლო არ ინადირე და ისიც გულის ფანცქალით ვინმემ ძირში არ გაგაგოროს.
ისე(უძახე მანოკი)ო რომ დავწერე 2-3 ჯერ წავაწყდი ჩართულ მანოკს და ვერაფერი შვილი შვილი ყოფილა მაგით ნაღდად ვერ მოსპობ მწყერს! MONADIRE MONADIRE
 
998დრო: პარასკევი, 24.09.2010, 23:17:41 | შეტყობინება # 207
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bu, გააჩნია მანოკს, ორიგინალები კარგია და კარგადაც აჯენს მწყერს.
 
მამუკადრო: პარასკევი, 24.09.2010, 23:22:35 | შეტყობინება # 208
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 268
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველას რო კარგი მანოკი კონდეს მერე მარტლა ცუდატ იკნება საკმე, ბევრი მარტლა ტკვილა ატევს გამებს ნეტა ყველა ასეტი იყოს
 
998დრო: შაბათი, 25.09.2010, 13:16:03 | შეტყობინება # 209
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bu, მე მაინცდამაინც ვერ ვერკვევი მაგაში, კარგია ევროპიდან ჩამოტანილი. ფასი დაახლოებით 500-800 ევროა.
 
gao28დრო: სამშაბათი, 28.09.2010, 14:04:58 | შეტყობინება # 210
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზაგლით ნადირობას არაპერი ჯობი ეს ნარის ნადირობის ხიბლი .
166
 
ij43დრო: სამშაბათი, 28.09.2010, 20:44:22 | შეტყობინება # 211
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მცკერმა პერელიოტი ტუ გააკეტა მანოკი არჯირდება ისდაც დაჯდება მაგრამ კარგი არ არის მანოკი დადგმული და ისე დაჯდა მცკერი რამდენსაც გინდა იმდენს ეკოლება 20 ცალზე მოკლული და არავინ ცავა სახლსჰი 20 მცკერიტ როცა ქუტაისიდან სიტკვაზე კახეტსჰი მიდიხარ მეხორცე მანოკიტაც მეხორცეა და უმანოკოდაც !!!! 167

დამატებულია (28.09.2010, 19:44:22)
---------------------------------------------
23 23 23

 
zaza-50დრო: ოთხშაბათი, 29.09.2010, 10:11:56 | შეტყობინება # 212
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადამიანი სულ მუდამ ბავშვია. დიდი ბავსჰვი. რასაც უკრძალავენ ის აინტერესებს და მოდი რა შევეშვათ ამ მანოკს თორემ რაც უფრო ბევრს ვსაუბრობთ მანოკის ამა თუ იმ ავსა და კარგზე უფრო ინტერესდება ხალხი და უფრო გამრავლდება ხალხში. კარგია მანოკი. გადასარევია. მაგრამ არამონადირულია და ნუ ვიქონიებთ რა. ვიყოლიოთ ძაღლი. კარგად ვასწავლოთ მინდორში მოძრაობა და ვისაც ის მანოკი აქვს თავისი ხელით დაამტვრევს ამის შემყურე.
 
Adminდრო: ოთხშაბათი, 29.09.2010, 14:07:15 | შეტყობინება # 213
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აქ ძირითადათ ფიგურირებს აზრი, მაგას (მანოკით ნადირობას) ჯობია ძაღლი იყოლიოთო. მე მგონი მანოკზე ვისაც არ უნადირია საერთოდ ისეთი ხალხი გამოთქვამს ძირითადათ აზრს და ამნაირ ხალხს ვთხოვ საერთოდ ნუ დაწერენ რამეს ხალხურ გადმოცემებზე დაყრდნობით.აქ საუბარი უნდა იყოს მანოკის გამოყენების სასარგებლო და მავნე შედეგებზე პრაქტიკიდან გამომდინარე და არა გადმოცემიდან გამომდინარე
 
lordiდრო: ხუთშაბათი, 30.09.2010, 00:29:35 | შეტყობინება # 214
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kuzmishi, აბსოლუტურად გეთანხმები!
ადამიანი, რომელიც მანოკში 500-800 ევრო გადაიხდის და მის ,,ხიბლს შეიგრძნობს მწყერზე ნადირობით", ნაკლებადსავარაუდოა რომ მან ეს ,,HITEC" მხოლოდ მწყერზე 1 თვიანი ნადირობისთვის გამოიყენოს და დიდი ალბათობით ყველა მათგანი თუ არა, ასეთი ხალხის დიდი უმრავლესობა მაინც მინიმუმ მთელი სეზონი (თუ მერეც არა 167 ) სხვადასხვა გადამფრენი და ასევე ენდემური ფრინველების (და არა მარტო ფრინველების) იოლად მოსაგროვებლად გამოიყენებს ხოლმე, რაც მართლა დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნის ისედაც გაღარიბებული ენდემური ფაუნისთვის!
ამიტომ და არა მხოლოდ ამიტომ (ადრეც დავპოსტე ჩემი აზრი ამ თემაში) ვთვლი, რომ ელ მანოკი აუცილებლად უნდა აიკრძალოს!
 
Adminდრო: ხუთშაბათი, 30.09.2010, 01:16:23 | შეტყობინება # 215
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (lordi)
kuzmishi, აბსოლუტურად გეთანხმები!
ადამიანი, რომელიც მანოკში 500-800 ევრო გადაიხდის და მის ,,ხიბლს შეიგრძნობს მწყერზე ნადირობით", ნაკლებადსავარაუდოა რომ მან ეს ,,HITEC" მხოლოდ მწყერზე 1 თვიანი ნადირობისთვის გამოიყენოს და დიდი ალბათობით ყველა მათგანი თუ არა, ასეთი ხალხის დიდი უმრავლესობა მაინც მინიმუმ მთელი სეზონი (თუ მერეც არა 167 ) სხვადასხვა გადამფრენი და ასევე ენდემური ფრინველების (და არა მარტო ფრინველების) იოლად მოსაგროვებლად გამოიყენებს ხოლმე, რაც მართლა დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნის ისედაც გაღარიბებული ენდემური ფაუნისთვის!
ამიტომ და არა მხოლოდ ამიტომ (ადრეც დავპოსტე ჩემი აზრი ამ თემაში) ვთვლი, რომ ელ მანოკი აუცილებლად უნდა აიკრძალოს!

ადამიანმა რომელსაც თოფი აქვს ადვილად შესაძლებელია ეს იარაღი მხოლოდ სანადიროდ არ გამოიყენოს,თუნდაც აღელვების ნიადაგზე შეიძლება ვინმეს ესროლოს,(რომ არ ქონოდა ვერც ესროდა) და ამის ბევრი შემთხვევაც არსებობს,მაგრამ არავის მოსვლია აზრად სანადირო თოფის აკრძალვა და ასეთი მიმართულების უამრავი მაგალითების მოყვანა შეიძლება.
კიდევ ერთხელ ვიტყვი ეს საქმიანი საუბარი არ არის.მგლის შიშით ფარას არავინ არ წყვიტავს.თქვენი აზრიდან გამომდინარე საქმიან საუბრად ჩაითვლებოდა რომ გეთქვათ ასაკრძალია ელექტროსატყუარის გამოყენება ყველა სახეობაზე გადამფრენი ,ლიცენზიით დაშვებული ფრინველების გარდა (მომენტში მტაცებლების გარდაც) და დასაწესებელია სოლიდური ჯარიმა.
 
lordiდრო: ხუთშაბათი, 30.09.2010, 18:59:45 | შეტყობინება # 216
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ადმინისტრატორი)
ადამიანმა რომელსაც თოფი აქვს ადვილად შესაძლებელია ეს იარაღი მხოლოდ სანადიროდ არ გამოიყენოს,თუნდაც აღელვების ნიადაგზე შეიძლება ვინმეს ესროლოს,(რომ არ ქონოდა ვერც ესროდა)

- აფექტი ადამიანის ფსიქიკის საერთოდ განსხვავებული მდგომარეობაა და აფექტის დროს ჩადენილი ქმედების შედარება მანოკის ქონის შემთხვევაში მის შესაძლო გამოყენება-არგამოყენებასთან, ჩემი აზრით სწორი დასკვის გაკეთების საშუალებას არ მოგვცემს.
Quote (ადმინისტრატორი)
კიდევ ერთხელ ვიტყვი ეს საქმიანი საუბარი არ არის.მგლის შიშით ფარას არავინ არ წყვიტავს.თქვენი აზრიდან გამომდინარე საქმიან საუბრად ჩაითვლებოდა რომ გეთქვათ ასაკრძალია ელექტროსატყუარის გამოყენება ყველა სახეობაზე გადამფრენი ,ლიცენზიით დაშვებული ფრინველების გარდა (მომენტში მტაცებლების გარდაც) და დასაწესებელია სოლიდური ჯარიმა.

ლიცენზიით დაუშვებელ ფრინველებზე ისედაც აკრძალულია ნადირობა და გამოდის, რომ ყლელაფერზე უნდა დაუშვან ელ. სატყუარა რაზეც ნადირობა ზოგადად ნებადართულია???
კიდევ რა მაინტერესებს იცით, ნადირობის ნებადურთავ ფრინველზე რომ ვინმემ ჩართოს მანოკი (ვინმე კი არა, ძალიან ბევრი ჩართავს, ბევრი და არა ყველა), ვინ და როგორ უნდა აკონტროლოს რის მოსაგროვებლადაა ჩართული მანოკი და რა ზომები უნდა მიიღონ? ასეთი ხმა ბრაკონიერმა თუ გაიგობა ამ ქმედებას მაგალითის სახე ექნება მისთვის და მაგალითს რა ძალა აქვს კი იცით თქვენ. თუ არაბრაკონიერი მონადირე გაიგონებს, კი მიხვდება რის მოსაგროვებლადაცაა ჩართული, მაგრამ რა უნდა ქნას თვენი აზრით? რაც შეეხება ეგერებს, მანოკი როგორც წესი ღამით ირთვება, ამ დროს კი ალბათ ეგერი არ დადის ტყეში და თუნდაც დადიოდეს, თქვენ ფიქრობთ რომ დღევანდელი ეგერები ფრინველების ხმებს გაარჩევს და მიხვდება ნებადართულია თუ არა მასზე ნადირობა? 167
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ელ მანოკით ნადირობა აბსოლუტურად ყველაფერზე უნდა აიკრძალოს!

პ.ს. მე ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ თემასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე ვთვლი რომ ეს საქმიანი საუბარია 167

შეტყობინება დაამუშავა lordi - ხუთშაბათი, 30.09.2010, 19:09:09
 
sandrosდრო: ხუთშაბათი, 30.09.2010, 19:26:36 | შეტყობინება # 217
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მანოკების ყიდვას კარგი ლეკვები ვიყიდოთ და გავზარდოთ აჯობებს მემგონიი .ნაბულიდან აფრენილ ფრინველს რომ მოკლავ,შენც კმაყოფილი რომ რჩები და ძაღლიც მაგაზე მაგარი და დიდი სიამოვნება არაფერია.მანოკი ასაკრძალია აუცილებლად.წელს მაგ მანოკების გამო იყო რომ ზირითადმა მასამ ვერც კი ვისიამოვნეთ და სხვებმა მეშოკები აავსეს.მაგრამ მემგონი მათი შრომა დასაფასებელია რადგან როგორც ვიცი კათარზისებს ამარაგებდნენ მწყერით და მშიერ ხალხს აპურებდნენ.რას ერჩით ხალხოო,ვალს იხდიდნენ თურმე ერის წინაშე,ჩვენ კიდე მეხორცეებად მოვიხსენიებდიით მათ...სირცხვილი ჩვენიი....

შეტყობინება დაამუშავა sandros - ხუთშაბათი, 30.09.2010, 19:27:27
 
998დრო: ხუთშაბათი, 30.09.2010, 22:53:01 | შეტყობინება # 218
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lordi, sandros, თქვენ სად შეიყარეთ ერთად? მანოკის ნუ გეშინიათ ბიჭებო დიდი ვერაფერი შვილი ყოფილა თუ მწყერი არის უმანოკოდადაც კარგად ინადირებს კაცი . რაიმე იდეა ხომ არ გაწუხებთ შემთხვევით არ მოგერიდოთ შემატყობინეთ. 167 39
 
ij43დრო: პარასკევი, 01.10.2010, 00:04:28 | შეტყობინება # 219
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დგეს აქვს ცოტა ამინდი იქნებ ქუტაისტანსადმე გამოცჰდეს ახლომახლოს 48 48
 
Adminდრო: პარასკევი, 01.10.2010, 00:38:54 | შეტყობინება # 220
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (lordi)
ლიცენზიით დაუშვებელ ფრინველებზე ისედაც აკრძალულია ნადირობა და გამოდის, რომ ყლელაფერზე უნდა დაუშვან ელ. სატყუარა რაზეც ნადირობა ზოგადად ნებადართულია???

კი, მაგ საკითხზე მართალი ხართ,ისედაც აკრძალულს რაღა აკრძალვა უნდა,არ დავკვირებივარ.
კარგით ახლა ასე თუ ისე დასავლეთ საქართველოს სანადირო სიტუაციას წარმოგიდგენთ.ფაქტი ერთია დასავლეთ საქართველოში მანოკმა ფართო გამოყენება ნახა,რადგანაც მწყერი გადაფრენის დროს (რამოდენიმე დღის გარდა მთელი პერელიოტის მანძილზე) დიდ ფართობზე იშლება,უფრო მეტად სიმინდის ყანებში ჯდება სისხამი დილის შემდეგ,სამეგრელო გურიაში და სხვაგანაც უმეტეს ნაწილზე სიმინდი 4 მეტრის სიგრძის იზრდება (იმერულ ორ მეტრიან სიმინდშიც კი ძალიან ცუდი სანადიროა,ნაბული არ ჩანს,თუ გათოხნილია ყანა კიდევ მწყერი არ ჩერდება),ხოლო ყანის აღება იმ დროს იწყება როდესაც გადაფრენა მთავრდება. და ეს ამდენი მონადირე მიმწყდარია მცირე ფართობზე,რაღაც შემთხვევით დარჩენილ მოუხნავზე,2 ჰექტრიან ნაპურალებზე (და ეს ნაპურალი დასავლეთ საქართველოში შეიძლება თითზე ჩამოსათვლელი იყოს,ხორბლის კულტურა საერთოდ არ არსებობს დასავლეთში) და იქ სადაც ადგილობრივი მწყერი ნადირობის სეზონის პირველ დღეს წყდება (ზოგიერთმა არამონადირემ თუ მიაღწევია მაგ დრომდე) და წყდება ისე რომ არ იფიქროთ თითქოსდა 30 და 40 მიყავდეს ხალხს სახლში,არა ალბათ 20 მდე.
მე იმერეთში ვნადირობ და აქ ამ თემაში რომ არის წარმოდგენილი მეშოკები და საწნახელები აქ ასეთი არც ხდება და ვერც მოხდება,იმიტომ რომ სანადირო სავარგული ძალიან ცოტაა და და ამ სავარგულზე ანუ მცირე მონაკვეთზე ძალიან ბევრი მონადირე იყრის თავს,ასე იყო ეს მანოკამდეც და ასეა ახლაც.მანოკჩართულ ადგილით ყველა მონადირე სარგებლობს და მეშოკით მოსაგროვებელი მწყერი იქ ფიზიკურად არ არის.ახლა რა გამოდის ავკრძალოთ მანოკი და დარჩება დასავლეთი დღეში ერთ მონადირეზე 2 მწყერით.ეს აღმოსავლეთი არაა თვალუწვდენელი ნაპურალებით,სადაც შეიძლება მთელი დღე იარო და იმ დღეს მონადირის ფეხდაუდგმელ ადგილებში ინავარდო.აქ ასეთი ადგილი რაც არ უნდა დიდ მანძილზე წახვიდე მანქანითაც არაა.არაა აქ ხორბლის თავთავებში უზომოდ გამრავლებული მწყერი,რომელსაც გასაქცევი ანუ თავშესაფარი (ჩვენთან სიმინდის ყანების სახით) არ ააქვს.არაა აქ იმდენი მწყერი როგორსაც დასავლეთიდან აღმოსავლეთში სანადიროთ წასული მონადირეები პირდაღებული უყურებენ. აკრძალვა თუ გინდათ აკრძალეთ აღმოსავლეთში.მანოკის აკრძალვით დასავლეთი წამგებიან პოზიციაში დარჩება და (პრინციპში სულ ასე არ იყო?).აღმოსავლეთში რად უნდა მწყერს მანოკი.ზოგი იტყვის რომ მწყერი რომც არ იყოს ძაღლთან ერთად სიარული და მოლოდინი სიამოვნებააო,ნამდვილი მონადირულიო. ვეთანხმები, კი ბატონო როდესაც იმედი გაქვს რომ ა,ახლა ვნახავთ რამეს მე და ჩემი ძაღლი,ა, ახლაო, მაგრამ როდესაც ტერიტორიის უქონლობის გამო 15 მონადირის, ამდენივე ან მეტი ძაღლის (აგერ შენ თვალწინ რომ გადაიარეს იმაზე ვამბობ,ვარაუდს კი არა) გადაჯეგილ ადგილას რომ დალაყუნობთ შენ და ძაღლიც და ძაღლსაც რომ ეტყობა სახეზე,მწყერზე მეტად ძაღლების დატოვებულ კვალს რომ არჩევს,ხვადი იყო ძუ თუ რავი... და მწყერზე და მის იმედზე ხომ ზედმეტია საუბარი,მე ეს ნადირობათ არ მიმაჩნია და ეს ხდება დასავლეთში უმეტესად.ამის გამოა დასავლეთში თუ მწყერი არაა ნადირობა 1 საათში მთავრდება,რადგან ერთ საათში მთელი ტერიტორია დავლილია მონადირეების მიერ,მართალია შენ და შენ ძაღლს შეიძლება სულ მცირე მანძილის გადამოწმება მოგიხდეთ,მაგრამ ამდენ მონადირეს ძაღლით უკვე მთელი ტერიტორია გადამოწმებული აქვთ.
ასეა ეს და გინდა აკრძალვა მოითხოვეთ და გინდაც დახვრეტა.
 
lordiდრო: პარასკევი, 01.10.2010, 11:59:05 | შეტყობინება # 221
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ადმინისტრატორი)
ასეა ეს და გინდა აკრძალვა მოითხოვეთ და გინდაც დახვრეტა.
069
გიას ვენაცვალე, მეც დასავლეთიდან ვარ, ზესტაფონიდან და როგორც შენ დასავლეთში მწყერზე ნადირობის სიტუაცია ახსენი მაგაში ორივეხელაწეული გეთანხმები! ბევრჯერ აღმოვჩენილვარ დასავლეთში ძალიან ბევრი კილომეტრის გავლის მიუხედავად ხელცარიელი მწყერის არარსებობის გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მეორე და მომდევნო დღეებშიც წავსულვარ კიდევ ბევრი კმ–ის ფეხით გასავლელად სწორედ მოლოდინის იმედად და ბუნებაში სიარულის სიყვარულის გამო. დედას ვფიცავარ მაზოხისტი არ ვარ 069 , ბუნებაში მეგობრებთან ერთად სიარული და განსაკუთრებით იარაღითა და მონადირე ძაღლების თანხლებით – ეს ჩემი სულიერი სამყაროს შევსებისთვის ერთ–ერთი (და ცხადია არა ერთადერთი 167 ) აუცილებელი ქმედებაა...
იდეაში, თუ მანოკით მოგროვებულ (თუ დასმულ, თუ რაც ჰქვია მაგას) მწყერზე ინადირებს კაცი ეს ბრაკონიერობად ნამდვილად არ მიმაჩნია, თუ რა თქმა უნდა ზღვარს არ გადასცდება, ეს უფრო ,,არასპორტული საქციელია", რადგან ჰომოსაპიენსი კიდევ ,,HITEC"–ს იყენებს ისედაც გამოტვინებული ფრინველის მეტად გამოსაშტერებლად და ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მე პირადად ვერ ვიღებ სიამოვნებას ასეთ ნადირობით. მაგრამ ზოგადად მანოკის ნებადართულობა სხვა უფრო მწვავე პრობლემის წინაშე გვაყენებს, რაზეც წინა პოსტში ავღნიშნე (ვგულისხმობ ე.წ. ,,მანოკისტთა" დიდი უმრავლესობის მიერ ენდემური ფრინველებისა და ცხოველების მოსაგროვებლად მანოკის გამოყენების ძალიან დიდ ალბათობას და ასეთ შემთხვევაში მერწმუნეთ 2–3 წელიწადში მართლა აღარ გვექნება ენდემური ფაუნა).
კი ბატონო, არ აიკრძალოს მწყერზე და სხვა გადამფრენებზე მანოკით ნადირობა და მან ინადიროს, ვისაც ეს სიამოვნებს, მაგრამ ამასთნ აუცილებლად უნდა ის რისკი დაიზღვეს თითქმის ბოლომდე, რაზეც ზემოთ მქონდა საუბარი ენდემურ ფაუნასთან დაკავშირებით. თუ იტყვით, რომ ენდემურ ფრინველზე და ნადირზე ისედაც აკრძალულია ნადირობაო ამაში კი დაგეთანხმებით, მაგრამ ხომ მაინც ვნადირობთ ასეთებზე? მაგრამ დღემდე ვნადირობთ მამა–პაპური მეთოდებით და ასეთი ფრინველის თუ ცხოველის სიმცირისა და მასზე ნადირობის სასიამოვნოთ რთული პირობებიდან გამომდინარე, შედეგი არის ხოლმე ან არაფერი, ან ცოტა. აბა წარმოიდგინეთ მთაში ,,ევროპიდან ჩამოტანილი" მაგარი ხარისხის ეს აპარატი რომ წაიღოს ვინმემ და რა დაემართება საწყალს? ჯერ გაოგნდება და მერე უეჭველი გაღორდება. შედეგი მას კი ექნება უზარმაზარი მაგრამ ასე ხომ ენდემური ფაუნა უსწრაფესად განადგურდება?
ამიტომაა ჩემი პოზიცია მანოკის ნებადართულობასთან დაკავშირებით ნებისმიერ სანადირო ობიექტზე უარყოფითი!

998, როგორ ხარ თემო? რას შვები? მე და სანდრო ახლა ჯიპს ვეძებთ საყიდლად, რომ ზემოთაღნიშნულ ,,საწყლებს" მთიდან ,,ნადავლის" ჩამოტანაში დავეხმაროთ ხოლმე 167 იდეები გვაწუხებს უზარმაზააააარი 069 , მაგრამ ამ უიქ–ენდზე მხოლოდ ქედანზე ნადირობით უნდა დავკმაყოფილდეთ. თუ სურვილი გექნება, შევხმიანდეთ და ერთად გავიდეთ.

 
sandrosდრო: პარასკევი, 01.10.2010, 13:26:01 | შეტყობინება # 222
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, საერთოდ საქართველოში ყველა კუთხეს და თავისი დამახასიათებელი ფლორა და ფაუნა გააჩნია.წარმოუდგენელია ყველაფერზე ერთ მხარეში ინადირო,უბრალოდ პიზიკურად არაა შეყრილი ყველა ნადირი და ფრინველი ერთ რომელიმე კონკრეტულ მხარეში.ამიტომ გვიწევს ხშირად საქართველოს ერთი ბოლოდან მეორეში წასვლა რომ ვინადიროთ იმ ობიექტზე რაც ჩვენს კუთხეში შედარებით ნაკლებად მოიპოვება ან საერთოდ არ არის.ხშირად მთაში გვიწევს სიარული და ხშირად ბარში,სულ უცხო ადგილებში.უკმაყოფილება რომელსაც თქვენ გამოხატავთ მაქედან მწყერის სიმცირის გამოო არ მიმაჩნია მართებულად.მწყერი თქვენთან იგივე ვარიანტია რაც წყალზე მცურავი ფრინველები ჩვენთან.მაგრამ ჩვენ აღმოსავლეთის ხალხს არასოდეს გამოგვიხატია უკმაყოფილება მაგ მხრივ.მოვდიოდით(და ყოველთვის წამოვალთ)დასავლეთში და ვნადირობდით მანდ,ვიღებდით სიამოვნებას ნადირობით და თქვენი სტუმარ–მასპინძლობით.ეს შეიძლება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ხდებოდეს.ასე რომ უნდა ვესტუმროთ ერთმანეთი კუთხეებს,გავეცნოთ სანადირო სავარგულებს.სვანეთი,ფშავ–ხევსურეთი,თუშეთი,რაჭა–ეს ნაწილია იმ ადგილთაგან სადაც ისეთი ბუნება და ისეთი სანადირო ობიექტები რომ საქართველოს 80 პროცენტი სიზმარშიც ვერ ნახავს.მაგრამ მოწადინებული ხალხი ავდივართ და იქ ვნადირობთ,ჯერ არ მინახავს ვინმეს ალაზნის ჭალაში არჩვი და ჯიხვი მოეკლას.ასე რომ ის არგუმენტი რომ ჩვენთან არაა და რა ვქნათო არ მიმაჩნია მართებულად,სადაცაა უნდა წავიდეთ იქ და იქ ვისიამოვნოთ ნადირობით.მანოკი ასაკრძალია,თან აუცილებლად და მე მხარს ვუჭერ ამას.

დამატებულია (01.10.2010, 12:26:01)
---------------------------------------------
998, თემო როგორ ხარ მეგობარო?სად დავიკარგეთ ხომ არ იციი 25 ლევანიმ როგორც თქვა შაბათ–კვირას ქედანზე წავალთ ალბათ და შემოგვიერთდი თუ სურვილი გექნება.

 
Adminდრო: პარასკევი, 01.10.2010, 16:17:07 | შეტყობინება # 223
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი ბატონო აკრძალეთ.ისე ცნობისათვის საინტერესოა,მონადირეთა რამდენ % აქვს საშუალება იაროს ამ თავიდან იმ თავში? წელიწადში 2-3 გასვლას ქალაქში ბევრი მონადირეც ვერ ახერხებს.სოფლად კი სადაც მონადირეთა უმრავლესობაა არა მგონია მოწადინება შველოდეთ საუკეთესო სანადირო ადგილების დასალაშქრად
 
lordiდრო: პარასკევი, 01.10.2010, 16:21:08 | შეტყობინება # 224
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=744157
აი ამ საფრთხეზე მაქვს საუბარი და რამდენი ,,ახალი ქართველი" იყიდის ამას და იყიდის არა მხოლოდ მწყერისთვის და წყალმცურავებისთვის, არამედ ამ განცხადებაში მითითებული სხვა სანადირო ობიექტებისთვის?! ეს ხომ სისაძაგლეა?!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ძირს მანოკი!!!
მეგობრებო, სანამ დროა, მივწეროთ გარემოს დაცვის სამინისტროს აღნიშნული საშიშროების თაობაზედ, არგუმენტები მანოკის წინააღმდეგ ძალიან ბევრი გვაქვს და კიდევ ბევრია ისეთი, რომელიც აქ არ თქმულა. მოვამზადოთ წერილი, ხელი მოვაწეროთ შეძლებისდაგვარად ყველა ,,არამანოკისტმა" და გავუგზავნოთ ხაჩიძის უწყებას. ვფიქრობ შედეგს მივაღწევთ და ძალიან კარგ საქმეს გავაკეთებთ...

 
sandrosდრო: პარასკევი, 01.10.2010, 17:13:28 | შეტყობინება # 225
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ადმინისტრატორი, საშუალება ვისაც არააქვს,რა სანადირო ობიექტც არის მასთან იმაზე ინადიროს.მე აგერ ოცნებად მაქვს ქცეული ერთი ორ ობიექტზე ნადირობა მარა ვერ წავედი ჯერ იმიტომ რომ ვერ შევძელი.სეზონზე ვერ წამოვედი დასავლეთში იმიტომ რომ ვერ მოვახერხე და აქ ორ იხვზე გადავიარე.ასეა ხან ინადირებ გულიანად ხან არაა.ასე რომ ის აზრი რომ ყველა ვერ ახერხებს აქეთ იქით სიარულს განზოგადებულია.დასავლეთში იხვი და ბატი გყავთ ბლომად ჩვენ მწყერი(მაგალითად).რა ვუყოთ ეხლა ვერაფერს შევცვლით ასე ინება დედაბუნებამ.თუ ამ ობიექტებზე ნადირობა გვინდა უნდა ვიმოძრაოთ ცოტა.რაც შეეხება იმას რომ ჩვენთან არაა და რამენაირად ხომ უნდა მოვკლათო მაგას არც თქვენი მხრიდან და არც ჩვენიდან არ ვეთანხმები.მანოკი ასაკრძალია აუცილებლად და მე პირადად ყველა იმ ღონისძიების მომხრე ვიქნები რომელიც მანოკის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული.
 
998დრო: პარასკევი, 01.10.2010, 19:22:21 | შეტყობინება # 226
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lordi, sandros, სადღაა ქედანი გაწყვიტა შოთიკომ. სხვა მიმართულებით მივდივარ იქნებ რამე აღმოვაჩინო შოთიკოს რისხვას გადარჩენილი.
 
ij43დრო: პარასკევი, 01.10.2010, 20:30:54 | შეტყობინება # 227
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დასავლეტსჰი არის პაცა ქედანი მაგაზეც ტუ იარეს მანოკიტ 069 069 069
 
Adminდრო: შაბათი, 02.10.2010, 01:40:06 | შეტყობინება # 228
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (lordi)
http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=744157
აი ამ საფრთხეზე მაქვს საუბარი და რამდენი ,,ახალი ქართველი" იყიდის ამას და იყიდის არა მხოლოდ მწყერისთვის და წყალმცურავებისთვის, არამედ ამ განცხადებაში მითითებული სხვა სანადირო ობიექტებისთვის?! ეს ხომ სისაძაგლეა?!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ძირს მანოკი!!!
მეგობრებო, სანამ დროა, მივწეროთ გარემოს დაცვის სამინისტროს აღნიშნული საშიშროების თაობაზედ, არგუმენტები მანოკის წინააღმდეგ ძალიან ბევრი გვაქვს და კიდევ ბევრია ისეთი, რომელიც აქ არ თქმულა. მოვამზადოთ წერილი, ხელი მოვაწეროთ შეძლებისდაგვარად ყველა ,,არამანოკისტმა" და გავუგზავნოთ ხაჩიძის უწყებას. ვფიქრობ შედეგს მივაღწევთ და ძალიან კარგ საქმეს გავაკეთებთ...


ვარაუდებზე გაყოლა კიდევ ერთხელ ავღნიშნავ შორს წაგვიყვანს.იმ განცხადებაში მითითებულ სხვა სანადირო ობიექტებს კანონი იცავს და არა მგონია წერილის მერე გაახსენდეთ სამართალდამცავებს რომ ბუნებაც დასაცავია.
და შედეგის მიღწევაში რა იგულისხმება,ჩანაწერი გაკეთდება ქართულ კანონმდებლობაში ფარით ნადირობისა და ელექტროდენით თევზაობის გვერდით,რომ მანოკიც აკრძალულია?და ეს იქნება შედეგი?რისი იმედით ფიქრობთ,რომ "შედეგს მიაღწევთ და ძალიან კარგ საქმეს გააკეთებთ"? ჯერ დადგენილ ბრაკონიერობაზე არ აპარტყუნებს ყურს არავინ. ჯერ საყოველთაოდ აღიარებულ ბრაკონიერულ საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებაზე არ დაწერილა წერილი,მტაცებლების და მავნებლების შემცირების აუცილებლობაზე არ მზადდება წერილი და სადავო საკითხზე წერილის დაწერა ცოტა ნაადრევი ხომ არ არის?
23 :23: 23
 
lordiდრო: შაბათი, 02.10.2010, 15:02:55 | შეტყობინება # 229
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ადმინისტრატორი)
ვარაუდებზე გაყოლა კიდევ ერთხელ ავღნიშნავ შორს წაგვიყვანს.
- გია, ეს ვარაუდი აღარაა, ეს უკვე რეალური საშიშროებაა. მაგალითებისთვის შორს წასვლა არ დაგვჭირდება, ხომ ხედავ ამავე საიტზე კითხულობს ზოგი კურდღლის ხმას, ზოგი გნოლისას და ზოგი კიდევ რისას არა.
Quote (ადმინისტრატორი)
იმ განცხადებაში მითითებულ სხვა სანადირო ობიექტებს კანონი იცავს და არა მგონია წერილის მერე გაახსენდეთ სამართალდამცავებს რომ ბუნებაც დასაცავია.

- ბიუჯეტის შევსების კიდევ ერთი წყარო/ხერხი/მეთოდი შეემეტებათ და არა მგონია ეს გამაზონ 167
Quote (ადმინისტრატორი)
და შედეგის მიღწევაში რა იგულისხმება,ჩანაწერი გაკეთდება ქართულ კანონმდებლობაში ფარით ნადირობისა და ელექტროდენით თევზაობის გვერდით,რომ მანოკიც აკრძალულია?და ეს იქნება შედეგი?

- კი, გარკვეულწილად ესეც შედეგი იქნება, რადგან კანონით აკრძალვის შემდეგ ყველგან და თავისუფლად ვეღარ ჩართავენ ამ უბედურებას და შესაბამისად შედარებით ნაკლებად გაწყდება ამ ხერხით მოგროვებული ნადირ-ფრინველი.
Quote (ადმინისტრატორი)
რისი იმედით ფიქრობთ,რომ "შედეგს მიაღწევთ და ძალიან კარგ საქმეს გააკეთებთ"? ჯერ დადგენილ ბრაკონიერობაზე არ აპარტყუნებს ყურს არავინ. ჯერ საყოველთაოდ აღიარებულ ბრაკონიერულ საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებაზე არ დაწერილა წერილი,მტაცებლების და მავნებლების შემცირების აუცილებლობაზე არ მზადდება წერილი

მარტო წერა კითხვა არ გვშველის და არ შველის საქმეს. ჯერ ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ და გავააქტიუროთ კანონის მწერალიც და კანონის აღმასრულებელიც. რამ შეგვიშალა ხელი, რომ თუნდაც აქამდე შესაბამისი უწყებისთვის მიგვეწერა წერილი მტაცებლების და მავნებლების შემცირების აუცილებლობაზე? ნუღარ გადავდებთ, შევიკრიბოთ, არგუმენტები დავაგროვოთ, შევაჯეროთ აზრები და გავამზადოთ წერილი - ამას მხოლოდ და მხოლოდ მონდომება უნდა და მეტი არაფერი.

Quote (ადმინისტრატორი)
სადავო საკითხზე წერილის დაწერა ცოტა ნაადრევი ხომ არ არის?

- ახლაა ზუსტად მაგის დრო, თუ არა თუ გამოათაყვანეს ენდემური ნადირ ფრინველი და გაჟლიტეს, მერე გვიანი იქნება, ძალიან გვიანი...
 
zaza-50დრო: შაბათი, 02.10.2010, 18:06:34 | შეტყობინება # 230
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე მაგარი მოსაბეზრებელი ხდება ეს მანოკის თემა. ზოგი იმას იძახის და ზოგი ამას. ისე კარგად რო დაფიქრდეს კაცი ყველას პოსტი სიმართლისკენ მიდის. ესე იგი ყველა მართალია. კი ბატონო ვიხმაროთ მანოკები მაგრამ ეს ელექტროები მოვაშოროთ და ათასნაირი იხვის მანოკიდან დაწყებული ყველაფრის მანოკების იმიტატორები არსებობს. იმით ნადირობა მართლა მიმაჩნია ნადირობად . დადექი და უსტვინე რამდენიც გინდა. თან იხვის ხასიატების ცოდნაც გინდა და არა მარტო იხვის. ამას ყველაფერს შესწავლა უნდა როდის დაუძახო იხვს და რა ხმაზე ან როგორ ამუშაო მწყერზე რო მოაგროვო. ეს ელექტრო კიდევ ერთი და იგივე ხმაზე უბერავს და თუ მოარტყი ბლომად დასვავ და თუ დრო არ აქვთ რომ იმ ხმაზე დაჯდეს იქნებ დააფრთხო კიდეც და საერთოდ არ გაეკაროს იმ ადგილებს. აი სასტვენი იმიტატორით ვინადიროთ და არც არავის ეწყინება. რუსეთში ელექტრო მანოკები არც შეუტანიათ და არც შეიტანენ. ისინი უჯიშოები არიან და ჩვენ ჯიშიანები. შემოვიტანთ კიდეც, ვინადირებთ კიდეც და ფეხებს ვერავინ მოგვჭამს. კარგი რა. მოაშორე ისეთი რაღაც რაც სხვას ვნებს და აჩვენე ხალხს ნამდვილი ხელოვნება იმიტატორით ნადირობის და დაგაფასებენ კიდეც.
 
ij43დრო: შაბათი, 02.10.2010, 20:25:35 | შეტყობინება # 231
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
10 10 10
 
nokoდრო: კვირა, 03.10.2010, 18:51:56 | შეტყობინება # 232
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 202
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზაზა-50 მართალი ხარ გეთანხმები ეგრე აჯობებს არც მანოკისტები დაზარალდებიან და არც ბუნება იზარალებს ძალიან 166
 
ij43დრო: ორშაბათი, 04.10.2010, 09:54:40 | შეტყობინება # 233
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მცკერი ტუ არ იქნა არც მანოკი დააჯენეს მაგას და არც არაფერი 069 069
 
giga-89დრო: ორშაბათი, 04.10.2010, 15:33:02 | შეტყობინება # 234
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 202
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვერაფერი დიდი ბედენაა ეგ მამოკი.მწყერი თუა ისედაც არის ოგონდ მანოკი როცაა ჩართული ერთ ადგილზეა,თორე ეხლა ერთი კვირაა აჭუკჭუკებენ და როარაა მწყერი არც მანოკთან არაა.მანოკი ხოარ გამოჩეკავს 069 069

შეტყობინება დაამუშავა giga-89 - ორშაბათი, 04.10.2010, 16:24:51
 
ij43დრო: ორშაბათი, 04.10.2010, 17:43:00 | შეტყობინება # 235
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე როცა აჯენს ხოლმე მარტო იმ ადგილზე არ არის კველგან აჯენს ახლო მახლოს 167
 
მამუკადრო: ხუთშაბათი, 14.10.2010, 21:29:57 | შეტყობინება # 236
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 268
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგაზიებჰი იყიდება კვატის საყვირები მაგრამ ერჯერადებია. ერტი სეზონი ზლებს
 
ij43დრო: ხუთშაბათი, 14.10.2010, 21:38:27 | შეტყობინება # 237
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რომელ მაგაზიასჰი ნახე ან როგორია ან რამდენად?
 
მამუკადრო: პარასკევი, 15.10.2010, 23:03:08 | შეტყობინება # 238
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 268
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კუტაისელი ტუ ხარ. ტავტავაზეზე რო მომკავჰირია იკ იყიდება
 
ij43დრო: პარასკევი, 15.10.2010, 23:04:29 | შეტყობინება # 239
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი ქუტაისელი ვარ კონკრეტულად სად ბენზიკალონკასტან რო არის გორდა იქ ტუ ჯავჯავაზეზე ბინის ქვევიტ რომ არის? და რამდენად
 
მამუკადრო: შაბათი, 16.10.2010, 23:45:32 | შეტყობინება # 240
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 268
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ij43, ბინების ქვეჰ რო არი. ოცი ლარი მივეცი ჰარჰან
 
998დრო: კვირა, 17.10.2010, 15:26:48 | შეტყობინება # 241
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირეებო რა ბაზრობა მოგიწყვით აქ ამაზე არის შესაბამისი თემები და იქ ვწეროთ. არ გეშინიათ უკანონო ბაზრობის მოწყობისთვის დაგსაჯონ. 069 069 069
 
ij43დრო: კვირა, 17.10.2010, 16:09:25 | შეტყობინება # 242
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გავიტვალისცინებტ აუცილებლად 998
 
berZulდრო: კვირა, 24.10.2010, 00:42:34 | შეტყობინება # 243
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
998, პირველ რიგში ფორუმის ხელმძღვანელები დაისჯებიან 069 069 069 069 069

ლევან ბერძული
 
avtopegiდრო: კვირა, 24.10.2010, 14:25:10 | შეტყობინება # 244
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 24
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტქვენ ამობთ რომ დენით უნდა ვითევზაოთ მონაკით უნდა დავხოცოთ მწყერი იმიტომ რომ ყოველ დღე არ გცალიათ სანადიროთ ერთხელ წახვიდეთ და ისიამოვნოთ იმიტომ აღარ არი აღარც ფრინველი და აღარც ნადირი ნადირობა უნდა იყოს ნადირობა გაიარო ბუნებაში და დასტკბე თუ ხორცი გინდათ იყიდეთ ნადირ ფრინველს გაუფტხილდეთ და ისე ვინადიროთ როგორც წესია

a neb@
 
მამუკადრო: ორშაბათი, 25.10.2010, 00:06:48 | შეტყობინება # 245
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 268
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
avtopegi, ყველა ბაზიერის წევრს ეკრზალება ელეკტრო მანოკის გამოყენება t09165 t09165 t09165 t09165
 
FEOLAდრო: ორშაბათი, 25.10.2010, 03:13:15 | შეტყობინება # 246
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 33
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი აზრით სატყუარები საერთოდ არ უნდა გამოიყენოს მონადირემ, იმ ფრინველსა თუ ცხოველსაც უნდა დავუტოვოთ შანსი (გარდა მტაცებლებისა, რომლებიც ანადგურებენ ნადირ-ფრინველს). ნადირობის აზრიც და აზარტიც იმაშია, რომ სანადირო ობიექტის მოპოვება არ უნდა იყოს ადვილი და სანამ მიზანს მიაღწევდე ცოტა ოფლის დაღვრაცაა საჭირო. ბევრს რომ იწვალებ და მიაღწევ საწადელს, მაშინ გამოიყოფა ადრენალინი 23
 
Giorgi0678დრო: ორშაბათი, 25.10.2010, 14:12:29 | შეტყობინება # 247
ჯგუფი: წაშლილები





FEOLA, შენ უნდა მომკლა და მომინელოოოოო???რასაც სჰენ დადიხარ, მაგას მანქანით ვერ გავდივარ მე, აბა ჩემნაირმა მონადირეებმა რაღა ქნან?? 17 17 :17:
 
zaza-50დრო: ორშაბათი, 25.10.2010, 14:58:34 | შეტყობინება # 248
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მანოკი რო იცოდეთ არც მუშაობს. საერთოდ არ აქცევს იხვი ყურადღებას რასაც მე უყურე. მაგას ის ჯობია თვითონ რო უნდა დაუყვირო რაღაც საყვირით, ის უფრო მუშაობს და უფრო მონადირულიცაა. ხელოვნებას უახლოვდება. ელექტრო გვქონდა ჩVრთული და ლამის დამეძინა საფარში. 500 ლარი მივეციო და ,,, ყველამ უთხრეს ეხლა დაამრგვალე და ( .........) გაიკეთეო ფეხზე 23 .
 
berZulდრო: ხუთშაბათი, 25.11.2010, 20:43:16 | შეტყობინება # 249
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zaza-50, 069 069 069 069 მაგ მანოკსაც თავისი გამოყენების წესი ექნება რაც პრაქტიკაში უფრო მოდის ვიდრე ისე მოყოლილიდან,.

ლევან ბერძული
 
bichiდრო: ორშაბათი, 29.11.2010, 13:27:56 | შეტყობინება # 250
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 20
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე რაც გამიგია აღმოსავლეთში მანოკი ვერ ამართლებს და არც ვთლი საჭიროდ.
 
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика