06:28:00
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
სამონადირეო მეურნეობები, კოორდინატები და საკონტაქტო ინფო
Adminდრო: ორშაბათი, 13.01.2014, 17:31:49 | შეტყობინება # 1
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საქართველოში ბევრი სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიაა გაცემული. მათგან ზოგიერთი მუშაობს, ზოგიც არა.
აქ დავწეროთ ყველა იმ სამონადირეო მეურნეობის სახელი,მდებარეობა და საკონტაქტო ინფორმაცია რომელზეც ხელი მიგვიწვდება.


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
Adminდრო: ორშაბათი, 13.01.2014, 17:40:06 | შეტყობინება # 2
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სამონადირეო მეურნეობა "იორის ჭალები".
მდებარეობა: საგარეჯო. თბილისიდან ორმოცი წუთის სავალზე.



საკონტაქტო პირები:

577 774 777 გიორგი თოფაძე
574 22 8 1 10; 2 22 81 10 გია ასათიანი
599 17 47 94 ვალიკო სულაშვილი
599 35 80 60 ნიკოლოზ სონღულაშვილი
599 57 11 52 დათო შალათაშვილი

ტელ : (+995 32) 2 22 81 10
ფაქსი: (+995 32) 2 94 20 46
თბილისი, უზნაძის 68ა,
კომპანია "ყაზბეგის" ოფისი,
ოთახი 7, ოთახი 13.

http://www.kazbegi.com/index.php?lang_id=GEO&sec_id=99

http://kazbegihotels.ge/

e-mail: hunting@kazbegi.com

სამონადირეო მეურნეობის «იორის ჭალების» კლუბის წევრების საყურადღებოდ!


1. კლუბის წევრს უფლება აქვს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით მოიწვიოს მონადირეთა ჯგუფი და თავად გათავისუფლდეს გადასახადისაგან;

2. კლუბის წევრს უფლება აქვს ერთი წლის განმავლობაში უფასოდ ინადიროს:
I. ტახზე-5-ჯერ;
II. კოლხურ ხოხობსა და კაკაბზე 5-ჯერ;
III.მტაცებელ ცხოველებზე–შეუზღუდავად;

3. კლუბის წევრობის წლიური გადასახადი შეადგენს 2000 ლარს.



ტახზე ნადირობა
(პრეისკურანტი საქართველოს მოქალაქეებისათვის)

1. ნადირობის ღირებულება ერთ პერსონაზე ერთი სანადირო დღის განმავლობაში შეადგენს 200 ლარს;
2. ღირებულებაში შედის:
I. ტახზე გარეულ ღორზე) ნადირობა;
II. ეგერების მომსახურება;
III.ორჯერადი კვება (საუზმე და ტრადიციული ქართული ვახშამი);
3. ყოველ მოკლულ ღორზე დამატებითი გადასახადი შეადგენს 500 ლარს;


კოლხურ ხოხობსა და კაკაბზე ნადირობა
(პრეისკურანტი საქართველოს მოქალაქეებისათვის)

1. ნადირობა დაშვებულია მხოლოდ ოფიციალურად გამოცხადებულ ნადირობის სეზონზე;
2. კოლხურ ხოხობსა და კაკაბზე ნადირობის ღირებულება ერთი სანადირო დღის განმავლობაში თითო ადამიანზე შეადგენს 150 ლარს;
3. კოლხურ ხოხობსა და კაკაბზე ნადირობის 1 დღედ ითვლება ან საღამო-დილა ან დილა– საღამო;
4. ღირებულებაში შედის :
I. ეგერების მომსახურება;
II. 3-3 ეგზემპლიარი ფრინველის მოპოვება 1 სანადირო დღის განმავლობაში;
III. ნორმის ზემოთ მოპოვებული ფრინველის ყოველ ერთულზე გადასახადი შეადგენს 40 ლარს;


«იორის ჭალების» სასტუმროს ღირებულება: ერთი ღამე ერთი პერსონისათვის - 50 ლარი (როგორც მონადირეების, ისე მათი თანხმლები პირებისათვის).
პრეისკურანტი უცხოელი მონადირეებისათვის იხილეთ ბმულზე:

http://kazbegi.com/index.php?sec_id=103&lang_id=ENG

ნადირობის საფასურის 100%-იანი წინასწარი გადახდა.

ნადირობის წესები და უსაფრთხოების ზომები სამონადირეო მეურნეობაში

1. სამონადირეო მეურნეობაში ნადირობა წარმოებს ეგერების სავალდებულო მონაწილეობით და მითითებით;
2. ნადირობისას გამოიყენება მხოლოდ გლუვლულიანი სანადირო თოფი;
3. აკრძალულია:

I. სროლა ხმაურზე, თუ ნადირი კარგად არ ჩანს;
II. მიზანში სროლა და ხმაური;
III. ეგერის მიერ მითითებული სასროლი ადგილის (“ნომრის”) შეცვლა და მოძრაობა;
IV. ნადირობის დროს ალკოჰოლის გამოყენება;
V. სანადირო თოფში ტყვიების ჩადება ნებადართულია მხოლოდ სასროლ ადგილზე (“ნომერში”) ყოფნისას.

სიახლე:
სამონადირეო მეურნეობა „იორის ჭალები“ გთავაზობთ დათვსა და ჯიხვზე ნადირობის ტურის ორგანიზებას. ტურის დაგეგმვა და ღირებულების განსაზღვრა მოხდება წინასწარი ინდივიდუალური შეთანხმებით სამონადირეო მეურნეობის ადმინისტრაციასთან.


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
Adminდრო: ორშაბათი, 13.01.2014, 17:56:16 | შეტყობინება # 3
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სამონადირეო მეურნეობა "დალის მთა".



მდებარეობა: ქალაქ დედოფლისწყაროდან 26 კმ - ზე სამხრეთ - დასავლეთით, მდინარე იორის მარჯვენა სანაპიროზე, დალის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია.
სამონადირეო მეურნეობა "დალის მთის" ტერიტორია მდიდარია, როგორც სანადირო ასევე არასანადირო სახეობებით. აქ გავრცელებულია ამფიბიების სამი, ქვეწარმავლების ოცდათერთმეტი, ძუძუმწოვრების ოცდახუთი სახეობა. განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა ფრინველები, ას ოცდათორმეტი სახეობა. "დალის მთის" ტერიტორიაზე გავრცელებული სანადირო სახეობებიდან აღსანიშნავია: ძუძუმწოვრები: ენოტი, ნუტრია, ენოტისებური ძაღლი, გარეული ღორი, ტურა, მელა, მგელი, კურდღელი. ფრინველები:. კაკაბი, ხოხობი, რუხი ბატი, თეთრშუბლა იხვი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, კუდსადგისა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მწყერი, მელოტა, წყლის ქათამი, ჩიბუხელა, ჩიბუხა, ტყის ქათამი, ქედანი, გულიომ ჩვეულებრივი გვრიტი სამონადირეო მეურნეობა `დალის მთა ~ მდებარეობს დალის წყალსაცავის სანაპიროზე, რომელშიც ყოველწლიურად 100 000 - ობით ლიფსიტას უშვებენ. თეთრი ამური, ჭანარი, კობრი, სქელშუბლა, გოჭა, ხრამული, ლეშა, შამაია, ლოქო, ამ სახეობებზე თევზაობენ ამ წყალსაცავზე. აქამდე დაუჭერიათ დალის წყალსაცავში დიდი ზომის თევზები: თეთრი ამური 6 კგ, ჭანარი 9 კგ, ლოქო 17 კგ. გოჭა 20,5 კგ.
სასტუმროში ერთი დღე - ღამის გათევა ღირს 20 ლარის კაცზე, ხოლო თუ ჩამოსულ სტუმართა ჯგუფის წევრთა რაოდენობა აღემატება 4 კაცს, მაშინ 15 ლარი კაცზე. ამ ფასში არ შედის კვება. სასტუმრო 12 ადგილიანია, 2 ორადგილიანი და 2 ოთხადგილიანი ნომრებით. ტერიტორია საიმედოდაა დაცული და მანქანის გაჩერებაც სრულიად უსაფრთხოა.
თევზაობა: სათევზაოდ ჩამოსვლა შეგიძლიათ წლის ნებისმიერ დროს, ყველაზე სასურველი პერიოდია მაის - ივნისიდან ნოემბრის თვის ჩათვლით. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ანკესით. "დალის მთის" წყალსაცავზე თევზაობა ღირს 3 ლარი კაცზე ერთი დღე - ღამის განმავლობაში, ჯგუფზე ფასდაკლება არაა გათვალისწინებული. თქვენ თევზაობისათვის შეგიძლიათ იქირაოთ რეზინის, უმოტორო, ნავი. ამ მომსახურების ღირებულებაა დღეში 30 ლარი. ეკოტურიზმი: გარდა თევზაობისა და ნადირობისა ჩვენთან შესაძლებელია ეკოტურიზმის ორგანიზება. შესაძლებელია მოეწყოს ექსკურსია ივრის ხეობაში, თქვენ ნახავთ პრაქტიკულად ხელთუქმნელ ბუნებრივ ძეგლებს, ტახტი - თაფას მასივს, ალესილებს, კრანჩხს, უნიკალურ ნათელ ტყეებს, ბუნებრივად მოდინარე ნავთობისა და ტალახის (ახტალის) საოცარ კრატერებს, რომელიც დარწმუნებულები ვართ წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე. თქვენ ასევე უბრალოდ შეგიძლიათ წყალზე გასეირნება მოისურვოთ, რისთვისაც ჩვენ გვაქვს მოტორიანი ნავი, რომელიც ღირს 1 საათი 20 ლარი.
ნადირობა: სამონადირეო მეურნეობა "დალის მთის" ტერიტორიაზე ნადირობა წარმოებს ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების საფუძველზე, რომელსაც გავცემთ ჩვენ, ადგილზე. ნადირობის ერჯერადი სახელობითი ლიცენზიის ფასები შემდეგია: 1 გარეული ღორის მოკვლა 500 ლარი 1 მგლის მოკვლა 400 ლარი 1 ტურის, მელიის, ტყის კატის, ნუტრიის, მაჩვის მოკვლა 70 ლარი 1 კურდღლის მოკვლა 20 ლარი 1 ხოხობის მოკვლა 25 ლარი 1 კაკაბის მოკვლა 15 ლარი 1 გარეული ბატის მოკვლა 15 ლარი 1 გაგარა იხვის მოკვლა 5 ლარი 1 გარეული იხვის მოკვლა 5 ლარი წყლის ფრინველეზე ნადირობისას, თქვენ შეიძლება მოისურვოთ მოტორიანი ნავით იხვებზე დადევნება, ეს მომსახერება ეღირება 20 ლარი 1 საათი. ნადირობის დროს გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ ლიცენზიას იღებთ წინასწარ, რომელიმე განსაზღვრულ სახეობაზე სანადიროდ (ფრინველის და მცირე ზომის ძუძუმწოვრების შემთხვევაში ყველა მონადირე ინდივიდუალურად მაგ:.. 4 კაციანი ჯგუფის წევრები კაკაბზე სანადიროდ იღებენ ინდივიდუალურად 15-15 ლარიან ერთჯერად ლიცენზიებს), თქვენ აუცილებლად გაგყვებათ გამყოლი, რომელიც ვალდებულებას ღებულობს, რომ თქვენ აუცილებლად შეგახვედრებთ სანადირო ობიექტს, იგი აგრეთვე აღრიცხავს იმ მოკლულ ინდივიდებს, რომლებზეც თქვენ ლიცენზია არ . აგიღიათ და რომლის გადახდაც თქვენ ნადირობის შემდეგ აუცილებლად მოგიწევთ სასურველია თქვენი ჩამოსვლის შესახებ წინასწარ აცნობოთ ვიზიტამდე 5-6 დღით ადრე.

კოორდინატებია:
ტელ. 899 58 09 94; 899 56 71 31
ელ ფოსტა:. mail@dalismta.com


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
westernდრო: ორშაბათი, 13.01.2014, 18:01:09 | შეტყობინება # 4
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 421
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძაან ძვირი სიამოვნება არის ამხელა ფასებს არ უნდა ადებდნენ,მითუმეტეს რომ მეურნეობა არის შეუძლიათ ერთი წელი აკრძალონ ნადირობა გამრავლების მიზნით და იმავე წელს გაამრავლებენ იმაზე მეტს რაც იქნა მოპოვებული.პირადად მე ვერ ვუჭერ მუღამს,რომ ვიცი უეჭველი არის და მოვინადირებ 23

თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
 
Adminდრო: ორშაბათი, 13.01.2014, 18:53:46 | შეტყობინება # 5
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სამონადირეო მეურნეობა "ინაბოტი"



საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ : +995-599-58-09-71 78-00-68 653360
ფაქსი: +995-32-22-99
ემაილი:D.songulashvili@yahoo.com
www.inaboti.ge


ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
avtandilდრო: ორშაბათი, 13.01.2014, 20:22:32 | შეტყობინება # 6
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვფიქრობ (დaლის მთას) უფრო მისაღეპი ფასები აქვს 23 166

მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!

შეტყობინება დაამუშავა avtandil - ორშაბათი, 13.01.2014, 20:22:57
 
tatoxoniდრო: ორშაბათი, 13.01.2014, 22:02:48 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 354
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დასავლეთში არაა ხო სანადირო მეურნეობა?

ხონსკი
 
kucuna1დრო: ორშაბათი, 13.01.2014, 22:17:28 | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
western წარმოშობით მაგ რაიონიდან ვარ და 5 ზე ვისი Gia რა ადგილზეც წერს,იქ არ არის ამწე რომლითაც აგწევენ და იქიდან 100% მოკლავ რამეს.თორემ მინახია ხალხი ნომერში გამოსულ ნადირზე ვერ უსვრიათ იცი რამხელა თვალები ქონდაო.სადაც არის იქ უნდა წახვიდე ადამიანი ოღონდ ნადირს გადარჩენის შანსი უნდა ქონდეს(მონადირის შეცდომის ან რაღაც სხვა მიზეზის ხარჯზე).აბა შუა ქალაქში ერთ დღიანი კი არა ტუ უნდათ ერთ წლიანი ლიცენზია გასცენ,ვერაპერს ნახავ და ფულის გადახდა ღირს?დალი მთის სანადირო მეურნეობა ჩემი აზრით ერთერთი ის ადგილია სადაც ადამიანს(როგორც მონადირეს ისე მეთევზეს) შეუძლია დაუვიწყარი შთაბეჭდილება მიიღოს სადაც ნადირ ფრინველი ჩვეულებრივ ველურ გარემოში ბინადრობს და მოკლულს ხინკლის კუჭებით არა აქვს მუცელი სავსე 457

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
sabjekდრო: სამშაბათი, 14.01.2014, 17:31:16 | შეტყობინება # 9
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შარშან არცერთი მეურნეობა არ ღებულობდა მონადირეებს. ეხლა დალის ვარიანტი რეალურია?

kakhi
 
kucuna1დრო: სამშაბათი, 14.01.2014, 19:07:23 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
sabjek შემიძლია გავარკვიო თუ სერიოზულად გაინტერესებს?

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
IKAHUNTERდრო: პარასკევი, 17.01.2014, 18:01:44 | შეტყობინება # 11
პოლკოვნიკი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 283
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
"დალის მთა"-ს ტარიფები აქამდე არ ვიცოდი და მე მგონი ცოტა არა უშავს, შეიძლება წელიწადში 2-3-ჯერ ისიამოვნოს კაცმა 23
 
sabjekდრო: პარასკევი, 17.01.2014, 18:14:54 | შეტყობინება # 12
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1
თუ არ შეწუხდები.
იქნებ ღირდეს დაფიქრებად


kakhi
 
avtandilდრო: პარასკევი, 17.01.2014, 19:37:01 | შეტყობინება # 13
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote IKAHUNTER ()
"დალის მთა"-ს ტარიფები აქამდე არ ვიცოდი და მე მგონი ცოტა არა უშავს, შეიძლება წელიწადში 2-3-ჯერ ისიამოვნოს კაცმა

გეთანხმები!!!
ხალხნო რა აზრის ხართ სეზონის დასასრულამდე, ბაზიერელების, კოლექტიურ ნადირობაზე??? რომელიმე სამონადირეო მეურნეობაში:))) კურდღელზე, რომელიმე სხვა ობიექტზე??? gimili


მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!

შეტყობინება დაამუშავა avtandil - პარასკევი, 17.01.2014, 19:39:29
 
landiaდრო: პარასკევი, 17.01.2014, 20:54:31 | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
avtandil, კარგი აზრია საერთოდ და იხვზე ხოარ გავქანებულიყავი ერთად ფოისკენ ერტი მარშუტკა გვინდა და მისი ჯანი

დამატებულია (17.01.2014, 19:54:31)
---------------------------------------------
2 3 დღით gimili


თ.მაჭარაძე
 
avtandilდრო: პარასკევი, 17.01.2014, 21:53:28 | შეტყობინება # 15
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
landia, მე საერთოდ მივესალმები ყველა მსგავს იდეას. ფოთიც კარგია მაგრამ აჯარიმებენ ხალხსო და ეგ გვინდა კიდე??? 23 აი მეურნეობა ცოტა ძვირი სიამოვნება, მაგრამ უკეთესი ჩემი აზრით... რავი მე თქვენთან ვარ, როგორც გადავწყვიტოთ:)

მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
landiaდრო: პარასკევი, 17.01.2014, 22:02:31 | შეტყობინება # 16
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მერე სადაც არაჯარიმებენ იქ ცავიდეთ შეკაცო ლომის ხახას კიარ უსცოროთ :D

დამატებულია (17.01.2014, 21:02:31)
---------------------------------------------
http://www.bazieri.ge/forum/2-589-1#107987

აი აქ შემოიხედეთ და თუ სურვილი ექნება მინმეს გავეშუროთ


თ.მაჭარაძე
 
PARTRIDGEდრო: კვირა, 09.11.2014, 22:00:21 | შეტყობინება # 17
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 33
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აი სამი ან 4 კაცი რო წავიდეს თოფაძის მეურნეობაში კაკაბზე და ხოხობზე, ორივე მათგანი 5 5 ან 66 რო მოკლას კაცმა ორი დგის მანძილზე რამდენი დაჯდება ეს სიამოვნება? იქნებ მითხრათ
 
bgt500დრო: პარასკევი, 02.01.2015, 11:14:03 | შეტყობინება # 18
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 46
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ინაბოტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია თუ გაქვთ? ადგილმდებარეობა, სასტუმრო, ფასები. ვებ საიტი როგორც ჩანს არ მუშაობს.

PHENOMA AURA FONEX
HUGLU 104A
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика