00:23:15
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
რჩევები ახალბედებს!
პედიატრიდრო: კვირა, 09.05.2010, 12:35:18 | შეტყობინება # 151
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც ვეთანხმები, როგორც გამრჯე კაცს უყვარს და ზრუნავს თავის შინაურ საქონელზე, ისე მონადირესაც უნდა უყვარდეს ბუნება და ზრუნავდეს მასზე, უნდა ისწავლოს ნადირ-ფრინველთა ზნე-ჩვეულებები(ამ საიტზე სტატიებში კარგი ინფორმაციებია) და დამიჯერეთ, ნადირობა უფრო სასიამოვნო იქნება.
 
suroდრო: ორშაბათი, 10.05.2010, 00:33:52 | შეტყობინება # 152
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 275
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვეტანხმები აქ ყოველივე გამოტქმულ აზრს..მაგრამ ეს ჩცვევა უნდა ქონდეს ყველა მონადირეს..ზოგ სჰემტხვევასჰი ხდება რომ სახლსჰი მისული ტოფის ლულას არ ამოწმებენ და ისე ტოვებენ..პირველ რიგსჰი უნდა სშეხედოს ყველა მონადირემ,იმ სჰემტხვევასჰიც რომ დარწმუნებულია რომ ტოფსჰი გილზა არ დევს..როგორ გამიგებტ ამ საკიტხს? 23
 
vaso1969დრო: ორშაბათი, 10.05.2010, 00:41:10 | შეტყობინება # 153
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 27
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დაიმახსოვრეთ ვინც ახალბედაა მთავარი ხოცვა არ არის, ეგ ადვილი საქმეა, მთავარი ბუნების ცოდნაა ბუნების გულის ცემას რომ გაიგებ მონადირე მაშინ ხარ. ზოგი ბერდება და ხოცვის მეტი არაფერი იცის და ვერც სწავლობს, მონადირეს განათლება სჭირდება სულ ცოტა ნადირობის და იარაღის მოხმარების შესახებ მაინც. მე ზუსტი სროლის მოყვარული ვარ და ცხოველზე ჩასაფრებით ან კვალზე მიყოლით მიყვარს ნადირობა, ბევრჯერ დამიზნებული არ მისვრია, საქმე იმაშია რომ ზოგჯერ ის ცხოველი შეგხვდება რომელიც ცოტაა ან იმ დროს იმ ცხოველზე არ შეიძლება ნადირობა, თავის შეკავება უნდა შეგვეძლოს, თუ შეძლებ მერე მიხვდები რომ ზოგჯერ მოკვლაზე დიდი სიამოვნება არმოკვლაა ყველაფერს თავის წესი აქვს და თუ წესი არ დაიცავი მონადირე კი არა მკვლელი გამოდის კაცი
 
giorgi-iadzeდრო: ორშაბათი, 10.05.2010, 23:44:03 | შეტყობინება # 154
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 14
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
guldasmiT gadavიკითხე ყველაფერი და დიდი მადლობა ასეძთი კაი რჩევებისთვის და ყველა ცემ სავით დამწყებს მოგიწოდებთ რო გაითვალისწინოთ ეს რჩევები 23_30_126 39
 
bichi2009დრო: ხუთშაბათი, 20.05.2010, 17:21:47 | შეტყობინება # 155
ჯგუფი: წაშლილები





ბევრი აზრზე არ არიან ნადირობის და სიფრთხილის და უბრაგუნებენ აქეთ იქეთ. მე მასეთი ხალხის მეშინია რომელიც დგეს რო დაიკავებს თოფს და გავარდება მინდორში სანადიროდ. მასეთმა ადამიანმა მინიმუმ 10 წელი უნდა ინადიროს რო სხვა მონადირეების სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნას. 17-18 წლის ბიჭები სანადიროდ უფროსის (მონადირის ) გარეშე სანადიროდ არ უნდა გავიდეს. ეს ჩემი აზრია. ვიცნობ ერთ ადამიანს რომელსაც მაგარი მონადირე ეგონა ალბათ ტავისი თავი და მოთევზავე ბავშვი შეიწირა. ეხლაც რო დავდივარ ყველას თავს ვარიდებ რო არ მესროლოს ვინმემ ათასი ტვინგახურებულია ბუნებაში. იქნებ ვცდები ტუმცა არა მგონია. სხვათაშორის არ ვამბობ რო პროფესიონალი მონადირე ვარ იმიტომ რო ჯერ კიდე ბევრი მაქ სასწავლი მაგრამ წელს მე და ჩემმა მეგობარმა ერთი ახალბედა იგივე ჩვენი მეგობარი ცოტა განვანათლეთ და ელემენტალური ვასწავლეთ. სანადიროდაც დაგვყავს მაგრამ ჯერ მაგარი ლოხია მაგ საქმეში ტუმცა მალე სწავლობს. 23 გაითვალისწინეთ ჩემი რჩევა 23_30_126
 
ვულფდრო: კვირა, 23.05.2010, 20:17:40 | შეტყობინება # 156
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთს გეტყვით რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ ნადირობისას თოფი მხარზე ,ლულით ზემოთ თუ ხელში გეკავებათ, მკლავზე გადაიდეთ ასევე ლულით ზემოთ ან სულაც გადახსნილ მდგომარეობაში
თუ კარგად დაიმახსოვრებთ ამ წესს და ასე მოიქცევით უფროსებისგან შენიშვნასაც არ მიიღებთ. 167 167
 
papoდრო: კვირა, 23.05.2010, 22:50:55 | შეტყობინება # 157
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 30
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც არ ვარ დიდი სტაჟიანი მონადირე მაგრამ ახალბედებს რამდენიმე რჩევას მივცემ ვინიცის იქნებ გამოგადგეთ რამეში
 
papoდრო: კვირა, 23.05.2010, 23:07:54 | შეტყობინება # 158
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 30
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობის დროს უმთავრესია მოთმინება და სიფრთხილე.ტუ გელავ ნუ ესვრი დაწყნარდი,უკეტესია არ ესროლო,გაშვებულს კვლავ შეხვდები.
ესროლე მხოლოდ მაშინ როდესაც კარგად ხედავ მიზანს.ხმაურზე ან ბუჩქის შრიალზე დაუმიზნებლად არ ესროლო. ნურც ძაან შორს ნუ ესვრი.
ერთ ადგილიდან მეორეზე გადასვლის დროს თოფის ჩახმახები დაუშვი,თუ უსჰახმახო თოფი გაქ საკეტი გადაკეტე. ტრანსპორტით მოგზაურობის დროს თოფიდან ვაზნები გამოიგე.
თოფის ლულა არ მიუშვირო ამხანაგს.
თუ თოფი დაგივარდა აგებისას ლულები კარგად გასინჯე ხომ არაფერი ჩავარდა შიგ. წინააგმდეგ შემთხვევაში შეიძლება ლულები გაგისკდეს.
ძაგლი არ სცემო ნადირობისას, ნუ ესვრი თოფს თუ იგი ნადირს ან ფრინველს მისდევს,ამით ვერაფერს მიაგწევ სჰეიძლება უბედურება კი გამოიწვიო.
და ბოლოს, ჩაიცვი წლის დროის მიხედვით,სიცხეში ბევრი წყალი არ დალიო. ზედმეტ ბევრ ალკოჰოლურ სასმელსაც ნუ დალევ.
 
papoდრო: კვირა, 23.05.2010, 23:14:36 | შეტყობინება # 159
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 30
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს ყველაფერი მე ზოგი გამოცდილი მონადირეებისაგან გამიგონია,ზოგიც წამიკითხავს და ყოველი ჩემი ნადირობისას ამ წესებით ვიქცევი და ნადირობისგან მხოლოდ სიამოვნებას ვიგებ.
ერთი რამ კი ნამდვილად გამომრცჰა მეთქვა--- ნადირობისას ნუ იქნები ხარბი და ზომაზე მეტს ნუ დახოცავ.
 
skilterდრო: კვირა, 23.05.2010, 23:19:36 | შეტყობინება # 160
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 229
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც მივცემ ახალბედებს ერთ ასეთ რჩევას, თუ სადმე მიდიხართ, მაგალითად სოფელში ხართ და რამდენიმე კილომეტრის გავლა გიწევვთ დანიშნულების ადგილზე მისვლამდე... იარაგაში არ გქონდეთ ჰილდზები ჩადებული, ამოიღეთ ჰილდზები და ისე იარეთ გზაზე, ..... დამიჯერეთ ეს რჩევა ბევრს გამოადგა.... და კიდევ როცა ნადირობოდან შინ დაბრუნდებით ჰილძები ამოიღეთ და ისე შეინახეთ იარაღი, ბევრი ვიცი დატენილ იარაღს ინახავს და ყველას მოგიწოდებთ რო იგივე არ გააკეთოთ, ჩემი რჩევები გაითვალისწინეთ და არ წააგებთ, პირიქით მერე მიხვდებით რო მართალი ვარ.... სიფრთხილეს თავი არ სტკივა
 
guruloდრო: ორშაბათი, 24.05.2010, 12:02:25 | შეტყობინება # 161
ჯგუფი: წაშლილები





skilter გეეთანხმები ძმა სიფრთხილეს ტავი არ სტკივა დაა.. აუტკვარი ტავი ძალით რატო უნდა ავიტკივოთ ? მე მაგალითად ეგრე დავდივარ გილძების გაარეშე სანამ სამიზნეს არ დავინახავ იქამდე გილძს არ ვდებ , და წესით ყველა მოონადირე ეგრე უნდა შვებდეს თუ იგი სამიზნიდან რამდენიმე კილომეტრით შორს არის და თუ ახლოს არის რაგათუ უნდა ცარიელ თოფიტ სიარული ? 167 167
 
bichi2009დრო: ორშაბათი, 24.05.2010, 18:45:46 | შეტყობინება # 162
ჯგუფი: წაშლილები





სიფრთხილე ყველას გვმართებს პრინციპში გამოუცდელსაც და გამოცდილსაც რა 167
 
bichi2009დრო: ორშაბათი, 24.05.2010, 18:47:42 | შეტყობინება # 163
ჯგუფი: წაშლილები





48 ტოფი რამდენადაც სასიამოვნოა როცა ნადირობ იმდენადვე უბედურების მომტანი გახდეს შეიძლება. გაითვალისწინეთ რჩევები
 
guruloდრო: სამშაბათი, 25.05.2010, 02:31:46 | შეტყობინება # 164
ჯგუფი: წაშლილები





bichi2009 გეეთანხმები ძმაა რამდენი ფიქრობს ეგრე რო თოფის არ ეშინია მაგრამ მერე თავიანთ თავში ნანობენ ბოლოს 01
 
skilterდრო: სამშაბათი, 25.05.2010, 14:39:00 | შეტყობინება # 165
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 229
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყოველთვის როცა არის შესაძლებლობა მაქსიმალურად ნდა ეცადო რო სიფრთხილე გამოიჩინო, ზოგი არის ისეთებიც ვინც თოფს მიგიშვერს ვითომდა გეხუმრება მას გონია რო იარაღი დატენილი არ არის და ამ დროს შეიძლება შეცდომაში შევიდეს და ტრაგედია დატრიალდეს, ასე რომ ყველა მონადირეს ვეუბნები (ძირითადათ ეს ჩვევა პატარებს ახასიათებს) ხუმრობითაც კი ნუ მიუშვერთ იარაგს ერთმანეთს, ღმერთმა დაგიფაროთ მაგრამ შეიძლება უდიდესი ცოდვა ჩაგადანინოთ ამ ჩვევამ, ყველას ვთხოვ რო თავი დავიზღვიოთ, და მაქსიმალურად ვეცადოთ უსაფრთხოთ ვინადიროთ
 
skilterდრო: სამშაბათი, 25.05.2010, 23:48:22 | შეტყობინება # 166
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 229
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კიდე ვისაც აინტერესებს რჩევები, სტატიები-ჟურნალებში შედით და პირველივე გვერდზე არის 4 ოქროს წესი, ძააან დიდია და აქ არ მოუხდება თორე დაგიკოპირებდით,დ ამიჯერეთ იმ სტატიას გაეცანით და უფრო ბევრ რაგაცას ისწავლით 39
 
chxaooდრო: ოთხშაბათი, 26.05.2010, 01:43:09 | შეტყობინება # 167
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gurulo ზმა ეგ მართალია თოპი მარტლა ძალიან საშიშია მიტუმეტეს იმატვის ვინც სროლა კარგად არ იცის , და ამას კიდევ ერტს დავამატებ თუ სადმე მიდიხარ სანადიროტ და წინ მეგობარი მიგყვება მაში ტოპი ხელში არ უნდა დაიჯირო თურე სჰეიზლება ის გავარდეს და ვიმე დაზარალდეს და ამიტომ თავს უნდა მოუპრტხილდეთ და ყურადგებით ვიყოთ ძალიან კარგი იქნება
48 25
 
VASKA35დრო: ოთხშაბათი, 09.06.2010, 23:59:34 | შეტყობინება # 168
ჯგუფი: წაშლილები





ზოგადი რჩევები მონადირეებს

• ჯერ მომარავლე, მერე ინადირე.
• ნადირ ფრინველი ბუნების ნაწყალობევია და გამოულეველი არ არის, ამიტომ მათზე ინადირე ანგარიშითა და დაზოგვით.
• ნუ მოკლავ დედალს გაზაფულზე-შემოდგომისათვის ის მთელ ბუდობას გაგიზრდის.
• ველურ ცხოველებს ნუ მოუშლი თვშესაფარს, შექმენი სიმყუდროვე და საკვები ბაზა ნადირ-ფრინველისათვის.
• იყოლიე მხოლოდ ჯიშიანი სანადირო ძაღლი. მდევარ ძაღლს ნუ გააველურებ
• კარგი მონადირე არ გაანათხოვრებს არც თოფს არც ძაღლს
• არასოდეს მიუშვირო თოფი ადამიანსა და შინაურ პირუტყვს, ნუ იფიქრებ, რომ თოფი გატენილი არ არის. შეიძლება დიდი უბედურება მოახდინო.
• არასოდეს არ ესროლო ხმაურზე, თუ არ ხედავ ნადირსა და ფრინველს, შეიძლება ადამიანს მოარტყა.
• გაქცეულ მხეცს დაუმიზნე წინ და დაბლა, გაფრენილ ფრინველს წინ და ზევით.
• ესროლე იმდენ მანძილზე, რამდენზედაც ნამდვილად მოკლავ. უკანასკნელად ხომ არ ხედავ მათ.
• თოფი ჩახმახისდაცემისას თუ დროზე არ გავარდა, მალე ნუ გახსნი, ნუ შემოაბრუნებ, ნურც მსროლელის წინ გადაირბენ, შეიძლება დაგვიანებით აფეთქდეს და უბედურებას მოახდენ.
• ვაზნის საცობად ნუ გამიყენებ ბამბას ან სხვა აალებად მასალას. ამით ხანძარს გააჩენ.
• თოფი სროლის შემდეგ მალევე გაწმინდე, ნუ შეინახავ გაუწმენდავს.
• წვიმაში თოფი ლულებით დაბლა დაიკიდე. ლულაში ჩასული თუნდაც წყლის წვეთი გასროლისას თოფს დააზიანებს.
• ჩოკიანი ლულით ისროლე ერთი კალიბრით ნაკლები ტყვია.
• სროლის დროს ორივე თითს ნუ შეყოფ სასხლეტში, ერთდროულად გასროლით თოფი დაზიანდება.
• ნუ ჩადებ გატენილ თოფს მანქანაში და შალითში.
• მანქანაზე ასვლა ცამოსვლისას, ასევე წყალზე და ღობეზე გადასვლისას თოფიდან ამოიღე ვაზნები.
• ნადირობისას გატენილი თოფი ლულებით მაღლა დაიკიდე.
• ფრინველზე ჯგუფური ნადირობისას მკლავზე დადებული ან მხარზე გადაგდებული თოფის ტუჩი მიმართე ისე, რომ გვერდით ამხანაგს საფრთხე არ შეუქმნა.
• გაშლილი ჯგუფური ნადირობისას ესროლე მხოლოდ შენს წინ აფრენილს, სხვას წინ ნუ წაასწრებ, ნურც სხვის ძაღლის წინ აფრენილსა და ნასროლს ესვრი, ამას მოითხოვს მონადირის კულტურა.
• მსხვილ ნადირზე ნადირობისას შენთვის მოკუთვნებულ ადგილს ნუ შეიცვლი, სხვას წინ ნუ ჩაუდგები, ნურც იმოძრავებ.
• შენახვისას თოფი შეამოწმე, შიგ ნუ ჩატოვებ გატენილ ვაზნას.
• თოფი შეინახე დაშლილი, შალიტაში ჩადებული, ტყვია-წამალი დაკეტილში, მშრალ და ბნელ ადგილას.
• მგზავრობისას თოფი შალითაში ჩადებული ატარე.
• მოხსნილი თოფი ისე მიაყუდე რომ არ დავარდეს ან ისე დადე, რომ თუჩი შენსკენ არ იყოს მომართული.
• დადებული ან მიყუდებული თოფის აღებისას ლულაში ჩაიხედე, შიგ რამე არ იყოს ჩავარდნილი, ამით ხიფათს აიცდენ.
• ნადირობის დროს შესვენებისას თოფი გადახსენი, ვაზნები ამოიღე და ისე მიდი მეგობრებთან.
• კარგი სპორტსმენი მონადირე დაწოლილ ნადირსა და დამჯდარ ფრინველს არ ესვრის.
• ამხილე ბუნების მტერი ბრაკონიერი, ნუ გახდები მისი მფარველი და მეგობარი
• უცოდველი მონადირე არ არსებობს, ბუნების წინაშე იყავი გულმართალი, დროულად აღიარე შენი შეცდომები და გამოასწორე.
• ტყვიასა და საფანტს ბავშვებს ნუ მისცემ სათამაშოდ, ის ტოქსიკურია და თვითონაც ერიდე.
• ნუ ინადირებ შხამით, შებოლებით, მანქანითა და პროჟექტორებით, ნურც სტიქიაში მოყოლილ ნადირს ესვრი, ეს საცოდაობაა.
• ინადირე ფოტოაპარატით, ის ბუნების შესწავლისა და დაცვის შეუდარებელი იარაღია.
• ნადირობისას სასმელსა და სიგარეტზე თავი შეიკავე, ის სიარულს უშლის, ყურადღებას ადუნებს. იკვება კალორიული საკვებით, ერიდე მლაშეს.
• მთაში რამის გასათევად წყლისა და შეშის ახლოს მოეწყვეთ. ცეცხლს ხესა და კუნძს ძირში ნუ მიუნთებთ, დაზიანდება. ის თუ ხმელია ძნელი ცასაქრობია, ხანგრძლივად იწვის და ხანძარს გააჩენს.
• კარავი მოფარებითა და შემაღლებულ ადგილას ისე დადგი, რომ წვიმიოს დროს ღვარი შიგ არ შემოვარდეს.
• წვიმაში და ელჭქში ერიდეთ განმარტოებულს ხეებსა და ბოძებს.მეხდანაცემსა და გაგუდუსლს ხელოვნური სუნთქვა უნდა ჩავუტაროთ, ტრავმირებულს მოტეხილობაზე არტაშანს ვადებთ, დაჟეჟილს, დაჭიმულსა და ნაღრძობს ჯერ ცივ საფენს, ხოლო შემდეგ თბილ კომპრესებს ვუკეთებთ. ჭრილობიდან სისხლის დენის შესაჩერებლად საჭიროა უძრავად წოლა, თუ გადავუჭერთ თოკსა და ქამარს, ყოველ 40 წუთში ვხსნით. მცირე ჭრილობას არყით ვწმენდთ.
• მთის ავადმყოფობით შეპყრობილი ბარში ჩამოყვანით გამოკეთდება.
• დაჭრილ წაქცეულ მხეცთან უკნიდან მიდით, თან დააკვირდით თუ ჯაგარი აშლილი აქვს, ყურები დაცქვეტილი ის თქვენ გელოდებათ, ხშირად მათ თავის მოკვდარუნება იციან რომ მერე კბილი გაგკრათ.
• მონადირული ეთიკის დარღვევაა, როცა მონადირე გაჭირვებაში მყოფ ნადირ ფრინველს არ ინდობს, ნადირობს გამრავლების პერიოდში, ანგარიშს არ უწევს დედალს, მოზარდს, აზარტში შესული ბევრს კლავს, გართობის მიზნით ესვრის და ხოცავს უვნებელ ხშირად სასარგებლო ფრინველებს, შედის ბაღ ბოსტნებში და ძაღლითა და ფეხით ტელავს ყანებს, სათიბს.
• აუტანელი უზრდელობაა როცა გვერდით მდგომს სროლას არ აცლი, მის წინიდან ან მისი ძღლის ნაბულზე აფრენისლ ესვრი. ამ შემთხვევაში შეგიძლია ესროლო მხოლოდ მისი ნებართვით,.
• კულტურული მონადირე წყაროსთან მისვლისას ძღლს წინასწარ იჭერს, რომ ძაღლმა პირველმა არ მიირნბინოს და წყალი არ დაბინძუროს. ამ დროს პატრონი რეზინის ბურთის ნახევით იღებს წყალს და პირველად ძაღლს ასმევს.
• უკულტურობაა ისიც, რომ მონადირე ახალგაზრდა ძღლს, რომელიც ნადირობისას არ უგონებს, სცემს, ასე ძღლი არ იწვრთნება.
• კარგი მონადირე, ხორცის სიხარბით, ნადირობის აკრძალულ ხერხს არ მიმართავს, ნადირ-ფრინველს არ უსპობს გადარჩენის შანს-სოროში არ გამოგუდავს, არც თოვლსა და წყალში ცავარდნილს ესვრის.
• ნომერში მდგომმა მონადირემ, სარეკის დამტავრების ნიშნის მიცემამდე ადგილი არ უნდა შეიცვალოს, სროლის გაგონებაზე აქეთ იქეთ სირბილი, ნადირობის წესის დარღვევაა, უცოდინარობაა. ამით ხშირად მარცხი ხდება.
• მონადირის უდიდესი ჰუმანურობაა ის რომ, მთიელი მონადირეები დედალ ჯიხვს არ კლავდნენ, თუ შემოაკვდებოდათ არ ამხელდნენ.
• მონადირული წესით მოკლული ფრინველი არ ნაწილდება,მაგრამ ხელმოცარულ მეგობარს უწილადებენ, ნადირზე ნადირობისას ტავი და ტყავი მკველს ეკუთვნის, ხორცი კი ერთნაირად ნაწილდება.

პირველწყარო
ა.არაბული-მონადირის 40 მცნება

 
მონადირედრო: პარასკევი, 11.06.2010, 20:16:05 | შეტყობინება # 169
ჯგუფი: წაშლილები





VASKA35, მალე დაფუძნდება კლუბი ”ბაზიერი” და კლუბის გამგეობის გადაწყვეტილებებს დაექვემდებარება საიტი, ბრაკონიერული მასალების დადება უნდა აიკრძალოს! კლუბმა უნდა იზრუნოს მტაცებლების გამოხშირვისათვის უფლების მისაღებად და სწორი, ეთიკური ნადირობის ტრადიციების ჩამოსაყალიბებლად საქართველოში! შემოგვეხმიანეთ!
 
ვულფდრო: ორშაბათი, 05.07.2010, 23:19:13 | შეტყობინება # 170
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთს გეტყვით კლუბს უნდა ქონდეს პირველი და შეუცვლელი წესი (წევრს რომელიც დაარღვევს მონადირულ ეთიკას უნდა დაისაჯოს ყოველგვარი პირობის გარეშე და არ უნდა ექვენდებარებოდეს განხილვას) პატარები არა ვართ თვრამეტ წლამდე ნადირობის უფლებასაც არ იძლევიან!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! 25 25
 
მონადირედრო: სამშაბათი, 06.07.2010, 11:00:12 | შეტყობინება # 171
ჯგუფი: წაშლილები





ვულფ, ეგრეა! წესი ყველამ უნდა დაიცვას!
 
nika--gordaდრო: კვირა, 26.09.2010, 19:22:51 | შეტყობინება # 172
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მასეა ძმებო ეთიკისა და წესების დაცვა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ.
 
zuramonadireდრო: კვირა, 26.09.2010, 21:20:12 | შეტყობინება # 173
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 17
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გააჩნია ეთიკას და წესებს.

დამატებულია (26.09.2010, 20:20:12)
---------------------------------------------
ხომ მეთანხმებით???

 
zaza-50დრო: ორშაბათი, 27.09.2010, 11:54:05 | შეტყობინება # 174
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო და ერთს მეც დავამატებ. შენ თუ იცი წესები და იარაღთან მოქცევა თუ როდის უნდა ამოიღო ვაზნები თოფიდან რო ვიღაც არ დააზიანო ან თოფი საით უნდა გეჭიროს ნადირობის დროს მაშინ სხვასაც უნდა დააძალო ის რასაც შენს თავს სთხოვ. შენ თუ ყურადღებიანი მონადირე ხარ და არ გინდა ვიღაც დააზიანო არც ის იქნება ლამაზი რო შენ დაგაზიანონ და მუდმივი ყურადღება უნდა აქციო შენს თანამონადირეებს რომ რომელიმემ შეცდომა არ დაუშვას. 5-10 კაციდან ვიღაცას ყოველთვის რაღაც ავიწყდება და ეს უნდა შეახსენო ერთობლივი ბრძანებით თხოვნის და ხუმრობის კილოთი რომ ვიღაცამ არ ტქვას შენი ბრძანებაღა მაკლიაო და არ განაწყენდეს. ხო იცით ქართველები ვართ. რაა ძმაო? შენ თავს მიხედე გაიგე ბიჭო და რამე.... 23 166
 
Avatarდრო: ოთხშაბათი, 29.09.2010, 18:52:19 | შეტყობინება # 175
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 16
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უსაფრთხოების წესების დაცვა არი მთავარი.

1)ყველთვის მოეპყარო თოფს როგორც დატენილს. ძველი მონადირეებისგან გამიგია ნათქვამი რომ "ეშმაკი წელიწადში ერთხელ თოფს თვითონ ტენისო" ჰო და როდის დატენის შენს თოფს კაცმა არ იცის. ეშმაკები კიდე არ გვაკლია სამწუხაროდ.

2) ეს ჩემი პირადი წესია და მინდა გაგიზიაროთ, შეიძლება გამოგადგეთ ან სულაც არა. ე.ი. ნადირობის დროს თუ სადილობთ ან მცირედ წაიხემსებთ თავს კონტროლი გაუწიეთ და არ დათვრეთ. განსაკუთრებით ახალბედებს ეხებათ, ემოციებს არ აყვეთ. თუმცა ბევრმა გამოცდილმა მონადირემ თავისი ზომა ჯერ არ იცის...

 
nadiroba44დრო: სამშაბათი, 05.10.2010, 22:11:20 | შეტყობინება # 176
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 82
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წესების დაცვა ყველას მოეთხოვება.1-არ უნდა დათვრე.2-გამრავლების დროს არ ინადირო. რაც შეეხება თოფს დამწყებს ვურჩევ ჩახმახიანს. ჩახმახს მანამ არ შემოაყენებ მანამ
არ გაისვრის ეწყოს გილძები ლულებში. ყველაზე ნაღდი და უსაფრთხოა. და რაც მთავარია ზღვარს არ უნდა გადახვიდე, კაროჩე არ უნდა ჟლიტო. ერთ კაცზე20ც მწყერი
სავსებით სამყოფია.
 
gao28დრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 00:28:20 | შეტყობინება # 177
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგარი რჩევები გაიხარე3თ დზალიან გამიგვადგება დამცYებ მონადირებს 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126 .იმედი ყველა დამცყები გაიტავისებს ამ რჩევებს.
 
zaza-50დრო: ოთხშაბათი, 06.10.2010, 14:13:40 | შეტყობინება # 178
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რჩევები ახალბედებსო და ჩვენი ვალდებულებაა დავწეროთ და ახალბედების ვალდებულება წაკითხვა და გათავისებაა. ეს არანაირ ზიანს არავის მოუტანს თუ არა სიკეთეს და ეს ყველაფერი თვითონ ამ ტექსტების ავტორებსაც ეხებათ. ყველამ უნდა ვიცოდეთ ეს ყველაფერი რაც ზემოთ დაიწერა და საკუთარ თავში არავინ იყოს დარწმუნებული არასოდეს რომ ის ახალბედა არაა და არაფერს ჩაიდენს ისეტს რაც სხვას დააზიანებს. მივაქციოთ ყურადღება იარაღს ყოველწამიერად და მივაქციოთ ყურადღება ირგვლივ მყოფთ. ვოტ ტაკ
 
berZulდრო: ხუთშაბათი, 25.11.2010, 01:14:05 | შეტყობინება # 179
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zaza-50, ერთი შეცდომა ყველას მოსდის. მაგრამ მეტი აღარ შეიძლება რადგან ჭკვიანები თავიანთ შეცდომებზე სწავლობენ, ხოლო უფრო ჭკვიანები კი სხვის შეცდომებზე. ამ სიტყვებმა შეიძლება ბევრი გააცინოს მაგრამ ბევრსაც გაახსენდება

ლევან ბერძული
 
beqaდრო: პარასკევი, 26.11.2010, 22:13:08 | შეტყობინება # 180
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 251
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ახალბედებს ერთი ცუდია ჩვევა აქვთ.პირველივე ნადირობის შემდეგ თავი გამოცდილი მონადირეები გონიათ

დამატებულია (26.11.2010, 21:13:08)
---------------------------------------------
რაც ხშირად ცუდი შედეგით მთავრდება.


გავეხმაურეთ ერთმანეთს სროლით, მოვუხმეთ ცეცხლთან დაქანცულ ძაღლებს.
 
shalva_1107დრო: შაბათი, 27.11.2010, 19:24:14 | შეტყობინება # 181
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 27
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაუმარჯოს მონადირეებს.ბიჭებო კონდახზე პატარა ნაწილი მომიტყდა და დამეკარგა სად და როგორ შეიძლება გაკეთება კაცურად მითხარით თუ ვინმემ იცით
 
goga-0niდრო: პარასკევი, 28.01.2011, 20:47:08 | შეტყობინება # 182
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დამწყები მონადირე პირველ ნადირობებში უთოფოდ უნდა ვატაროთ სანადიროდ , უფრო გულდასმით აკვირდება უფროსების ქმედებას და დამოკიდებულებას უსაფრთხოების ჩვევებთან და წესებთან 23
 
toka_monadireდრო: პარასკევი, 28.01.2011, 21:51:49 | შეტყობინება # 183
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ჯერ 16 წლის ვარ, წელს დავიწყე ნადირობა ამ საიტის მომხმარებელი რომ გავხდი დავრწმუნდი რომ ნადირობა ყველაზე ჯანსაგი და აზარტულია, მე ამ ძილრითად 15 წეს ვიცავ

1. მონადირე ბუნების მეგობარია, მოუფრთხილდი შენი სამშობლოს ბუნებას და მის შვილებს.

2. ნუ მოკლავ გაზაფხულზე დედალს, ის შემოდგომაზე მთელ ბუდობას გაზრდის.

3. არასოდეს არ მოკლა გასართობად და უმიზეზოდ ნადირ-ფრინველი!!! ყველა მათგანი ბუნების განუმეორებელი შვილია.

4. ებრძოლე ბრაკონიერს!!! ის არა მარტო ბუნების, არამედ სამშობლოს მტერიცაა.

5. ნურასოდეს მოიპოვებ იმაზე მეტ ნადავლს, რაც საკმარისია შენთვის და რაც კანონით არის დადგენილი.

6. არასოდეს უგინო მონადირეს თოფი და ძაღლი!

7. გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.

8. ნებისმიერ შენობაში შესვლისას, ტყვიები ამოალაგე და თოფი გადახსენი.

9. არასოდეს არ იარო სანადიროდ ნასვამმა, თავსაც ხიფათს შეამთხვევ და სხვასაც.

10. არასოდეს არ ესროლო სხვისი ძაღლის მიერ აფრენილ ფრინველს პატრონის ნებართვის გარეშე.

11. საფარიდან ნადირობისას, არავითარ შემთხვევაში არ ისროლო ხმაურზე! სანამ არ დაინახავ რას ესვრი.

12. არ დატოვო საფარი, მანამ სანამ თავკაცი ნიშანს არ მოგცემს.

13. ერთობლივი ნადირობას ხელმძღვანელობს ნადირობის თავკაცი, გამოცდილი და ადგილმდებარეობის მცოდნე მონადირე, დაემორჩილე მას.

14. არასოდეს წახვიდე ნადირის მოსაპოვებლად რისკზე, მითუმეტეს თუ ეს ზიანს მოგიტანს შენც და სხვასაც.

15. ასწავლე ბუნების სიყვარული და ნადირობის დაწერილი თუ დაუწერელი კანონები ახალგაზრდა თაობას.

დამატებულია (28.01.2011, 20:51:49)
---------------------------------------------
მგონი ყველა ეთანხმებით რომ ძალიან საჩირო წესებია


თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს

შეტყობინება დაამუშავა gia123 - პარასკევი, 28.01.2011, 21:23:10
 
goga-0niდრო: შაბათი, 29.01.2011, 22:47:51 | შეტყობინება # 184
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gia123, გაიხარე ,ღმერთმა დაგლოცოს, შენგან კარგი მონადირე დადგებათქო ვიტყოდი მაგრამ შენ უკვე ხარ მონადირე შენი შეგნებით და წესიერებით, ბევრი მინახავს უამრავი ნადირფრინველის მომპოვებელი მაგრამ მათ მონადირე არ ჰქვია, ჩემო უნცროსო მეგობარო რაგაც მინდა გაგიზიარო წესები შეიძლება ხუთმეტზე მეტი ჩამოვაყალიბოთ მაგრამ მთავარია მათი დაცვა და განხორციელებაა, ეცადე ნამდვილ ქართველ მონადირეებთან ერთად ინადირო, ამას იმიტომ გეუბნები რომ ძაან ბევრი ვიჩემებთ ქართველობას და მონადირეობას მაგრამ ძაან ცოტა თუა ნამდვილი მამულიშვილი 39
 
monadire13დრო: კვირა, 30.01.2011, 12:32:28 | შეტყობინება # 185
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 83
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველ რიგში მაინც უნდა გაუფრთხილდეს გარშემო მყოფეფს რადგან თოფით ნადირობა საშიშია
 
garabagrataდრო: ორშაბათი, 31.01.2011, 11:13:54 | შეტყობინება # 186
მაიორი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 140
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველ რიგჰი სიფრტხილე უნდა გამოიჰინონ ნადირობისას რატა სავალალო ჰედეგები არ მიიგონ
 
GAGA_CHIKOდრო: ორშაბათი, 31.01.2011, 12:19:51 | შეტყობინება # 187
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 140
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ატილა, 2ტვის ცინ გუდვილში ცჰემმა დზმაკაცმა იკიდა 980 ლარი 12 იჯ-27

დამატებულია (31.01.2011, 11:19:51)
---------------------------------------------
გვერდისტვის არ სჰემიხედია 17

 
valerikaდრო: ორშაბათი, 31.01.2011, 13:38:33 | შეტყობინება # 188
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 625
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჰეე რას გვირჩევთ ახალ ბედებს

....
 
monadire13დრო: ორშაბათი, 31.01.2011, 20:15:19 | შეტყობინება # 189
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 83
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე დავწერე უკვე valerika,
 
cholaდრო: ორშაბათი, 04.04.2011, 15:27:31 | შეტყობინება # 190
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 214
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირეებო შემობრძანდით თემაში "მონადირეთა და მეთევზეთა არასამთავრობო ასოციაცია" გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება და შეხედულება, კარგი იქნება თუ მთლიანად გადაიკითხავთ თემას, ეს თემა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ამ ქვეყანაში მყოფი მონადირეებისთვის ასევე ჩვენი ბუნების გადასარჩენად!!!
 
zura89დრო: ორშაბათი, 04.04.2011, 18:35:43 | შეტყობინება # 191
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 257
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ახალ ბედებს ურჩევ პირველ რიგში უსაფრთხოების წესების დაცვას და ვთხოვ ნუ ჩაიდენენ ბრაკონიერობას გაუფრთხილდნენ და მოუარონ ბუნებას. 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126

ზურა
 
ivane-66დრო: ორშაბათი, 04.04.2011, 23:34:30 | შეტყობინება # 192
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 212
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ახალბედებს ურჩევ ბებერ მონადირეებთან,,კაი გაგებით,, ერთად ხშირად ნადირობას.ასე უფრო მეტს შეიძენენნნ .

vanihka.
 
dapasebuliდრო: კვირა, 15.05.2011, 01:47:21 | შეტყობინება # 193
ჯგუფი: წაშლილები





არ ვესროლოთ ისეთ ნადირ-ფრინველს რომელიც საკვებად არ გამოიყენება... (მავნებლებს არ ვთვლი)
 
bizonaდრო: პარასკევი, 17.06.2011, 00:58:08 | შეტყობინება # 194
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 479
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველ რიგში მაინც სიფრთხილე და არ უნდა ვიბრაკონიეროთ 23_30_126

დ.კალანდაძე
 
toko-gordoniდრო: პარასკევი, 17.06.2011, 01:00:35 | შეტყობინება # 195
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 38
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
toka_monadire, მაგ 15 წესი მართლა მაგარია, ეგ ყველამ უნდა იცოდეს. მე კაშილოკით დამაქვს გადმოწერილი და ვამრავლებ ნელ-ნელა... 167 167
 
alekoდრო: კვირა, 17.07.2011, 19:32:39 | შეტყობინება # 196
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველი ალბათ უსაფრთხოება და მერე ზომა-წონა გვმართებს 167

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
ladopopkhadze123დრო: შაბათი, 24.11.2012, 21:05:11 | შეტყობინება # 197
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
krimanjuli ტუ იცი ტურქული hatsan optima sb დამწყებისტვის გა
მოდგება
 
butatinoდრო: შაბათი, 24.11.2012, 21:53:53 | შეტყობინება # 198
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არასოდეს არასოდეს არ უნდა იბრაკონიეროთ 39

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика