კურიოზები ნადირობისას, ასევე ანეგდოტები (ეთიკის ფარგლებში)
| |
998 | დრო: ოთხშაბათი, 02.12.2009, 19:08:02 | შეტყობინება # 101 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| xedos, შენი ბიმია გამოჭიმულია მონადირე ძაღლებში როგორც # 1 აფერისტი მანდ ნახე მისი საგმირო სააქმეები.
|
|
| | |
lordi | დრო: შაბათი, 05.12.2009, 17:05:23 | შეტყობინება # 103 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 227
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მეზობელი მყავს ერთი იმერეთში, პერელიოტზე გამოდიოდა ხოლმე. კი ესროდა, მაგრამ ვერც ერთს ვერ კლავდა. მერე საკუთარ თავზე დასკვნა გააკეთა: ეტყობა ცალ თვალს არ ვხუჭავ სროლის დროსო?! ხოდა, ამ დასკვნი გაკეთების მეორე დღეს როგორც წესი, ჩვეულ დროს გამოვიდა პერელიოტზე თოფით ხელში და რას ვხედავთ? - ცალი თვალი აკრული აქვს შავი ლენტით (მეკობრესავით) იმ დღესაც გადმოვიდა ქათამი პერელიოტზე, ბევრი ესროლა თვალაკრულმა, მაგრამ კვლავ ამაოდ... ჰოდა, იმ დღის მერე დღემდე არც ის შავი ლენტი გაუკეთებია ამ კაცს და აღარც თოფი აუღია ხელში...
|
|
| |
KAJUBERI | დრო: ორშაბათი, 07.12.2009, 20:25:18 | შეტყობინება # 104 |
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| 2 წლის წინ ვიყავით მარნეულში არ ვიცი რაგაც ნაკრძაალი ყოფილა.ვიცოდით რომ,მტკვრის იქეთ იყო ნაკრძალი.და ჩვენ ვიყავით მტკვრის აკეთ ხარეს. წავდით 2 მანქანით. ტყის ქათამი.კურდღელი . მოკლედ ყველაფერი არის სულო და გულო.ჩვენც მეტი რა გვინდოდა ატყდა ბაგა ბუგი. თურმე ნაკრაძლიაა აკეთაც და არ შეილება ნადირობაა. დაჯეე გარეული ღირიც ვნახეთ მარა მსხვილი პატრონები არ გვქონდა. მოვიდა ეს დაცვააა ნაკრაძალის და იკ წავიდა ჯარიმების წერაა დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. ასეე იყო და ამგვარად გამოწერეს ჯარიმააა, ეხლაა მეცინებაა როცა მახსენდებააა მარა მაშინ მარგად მოეშალა ნერვები:AllSmail133: :AllSmail133:
შეტყობინება დაამუშავა KAJUBERI - ორშაბათი, 07.12.2009, 21:12:25 |
|
| |
beqa | დრო: სამშაბათი, 08.12.2009, 00:11:30 | შეტყობინება # 105 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 251
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| KAJUBERI, ბევრი თუ არ დაგაკისრეს მასწავლე მაგ ადგილი თუ ძმა ხარ თორე დამაწყდა ნერვები ქათმის ძებნაში ორი თვეა
|
|
| |
goga-0ni | დრო: შაბათი, 12.12.2009, 00:40:58 | შეტყობინება # 106 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| კურდგელზე ნადირობაშიც დავწერე ეს კურიოზი, წიწილა შქმერულად ყველას გაგიგიათ ალბათ, ხოდა შქმერში ვართ სანადიროდ , ბრონი ჟილეტიან კურდგელზე მინდა გიამბოთ, მთელი დღე ვიარეთ ვერაფერი მოვინადირეთ საგამოს წამოვედით ყურებ ჩამმოყრილები, ბორტავოი უაზი მყავდა ძარაზე ტენტი არ მეფარა ოთხი იჯდნენ ზემოთ , უცბათ ერთ მოსახვევში გადმოგვიხტა ჯორივით კურდღელი გაიხსნა კუზაოდან ზალპი დავამუხრუჭე კურდღელიც გადაკოტრიალდა , ერთი იძახის გახარებული (არის ბიჭებო ვიჩინა გვაქვს ქეიფის პრიჩინა) , მეორემ მოიცათ ყურებს არხევსო და კანტროლკა ესროლა , წამოხტა ჩვენი ჯორივით კურდღელი და მოცხნაკა, მაშინ უნდა გენაზხათ სიცილი და გინება, გაუშვით ძაღლები კვალში იმის მერე აგარ გვინახიან, მგონი დიდი საეკლესიო დღე იყო იმ დღეს და დავისაჯეთ კიდეც,
|
|
| |
nadikvari | დრო: ორშაბათი, 14.12.2009, 03:55:01 | შეტყობინება # 107 |
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| საღამო მშვიდობის კეთილო ხალხო, მე როგორც ამ მეტად სასიამოვნო ფორუმზე დამჭყები მონადირე, ჯერჯერობით იუმორში შემოგიერთდებით, ნელნელა გავერკვევი აქაურობაში და იმედი მაქვს ბევრ საინტერესო და საიამოვნო ამბებს, ინფორმაციებს გავცვლით. როგორც კახელი კაცი 3 წლის წინ სამეგრელოში ვიმყოფებოდი დასასვენებლად, ნადირობაც დაიგეგმა რათქმანდა, მეზობლის სპანიელი, მე, და ადგილობრივი 2 ახალგაზრდა, მაშინ მეტად სამწუხარო, თუმცა დღეს უკვე იუმორით ვიხსენებთ, არასოდეს ამოვა ის ფრაგმენტები ჩემი მეხსიერებიდან, თუ და სიზუსტით და მონდომებით გააცალა იქაურ ბიჭმა გვერდი ბუჩქებიდან გამოძვრალ შავთეთრ, ოთხფეხა მეგობარს, რომელიც ასე გულით ცდილობდა ნადირის პოვნას, რათქმაუნდა მაშინ ტრაგილკული იყო ეს ყველაფერი, ჩემი ხელით მივუყვანე პატრონს, რომელიც კიდევ უფრო მეტად მოსასულიერებელი გახდა,))))))
|
|
| |
grenader21 | დრო: ორშაბათი, 14.12.2009, 21:31:36 | შეტყობინება # 108 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| KAJUBERI, ეგ გარდაბნის ნაკრძალია ირემიც არის კიდევ მგონი მანდ.
|
|
| |
BENELI | დრო: ხუთშაბათი, 17.12.2009, 15:24:28 | შეტყობინება # 109 |
ჯგუფი: წაშლილები
| თბილისში ჩამოუვა ერთ კაცს იმერელი ძმაკაცი. ეს თბილისელი კაი პატივს ცემს მაგრამ ვერ გაძღება იმერელი, მშიერია მაინც ( დედალი ენატრება). მერე საგამოს უყვებიან ერტმანეთშ აქეთურ-იქითუს და იმერელი ეუბნება ნადირობა თუიციო< _კი კაცო , გარეული ქატამი მყავს ბევრი მოკლულიო _კაი გაჩერდი ბუჯო შენ შინაურს ვერ დაკლავო - გადავარტყამ კისერში ნაჯახს და ეგააო _მერე შე ოჯახ დაქცეულო დამიკალი ერთი ქათმი რო მომკალი კაცი შიმშილითო!
|
|
| |
goga-0ni | დრო: შაბათი, 19.12.2009, 23:37:18 | შეტყობინება # 110 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ნადირობა მამაჩემმა შემაყვარა თორმეტი წლისას უკვე თოფიც მანდეს ნადირსაც ვესროდი მაგრამ ვერ ვკლავდი, მინდა ერთ წუწკ მდევარზე გიამბოთ და იმ მონადირეზე რომელმაც ბოროტად იხუმრა , დაღლილი მონადირეები სადილად დასხდნენ კარგი პურის ჭამა გაიმართა ნანადირევზე, ყველას დაგმული ჰყავდა თავიანთი მდევრები ერთი მონადირის გარდა პატრონი იძახდა ზდილობიანი ძაღლია სუფრას არ მიეკარებაო, მაგრამ ნელნელა მიუახლოვდა სუფრას მოშორებით გადაუგდეს ხორცის ნაჭერი იქნებ მოგვშორდესო, რამდენჯერმე გამეორდა ასე, ერთი მონადირე ძაან შეწუხდა ძაღლის და მისი პატრონის დაუდევრობითაიღო კიდევ ერთი ნატეხი პური და პატრონის დასანახად პატარ პატარა ლუკმებს უგდებდა ძაღლიც მარდად იჭერდა ჰაერში, უცებ აღნავლდა ეს ძაღლი და ტყეში შევარდა იცოცხლეთქო პატრონიც წამოვარდა და დაედევნა ძაღლუკას ყველა იმას მიაჩერდნენ ვინც აჭმევდა ძაღლს ის კი ეშმაკურად ხითხითებდა და ნაკვერცხალით დამწვარ თითებს სულს უბერავდა, თქვენ გენსაჯეთ ვინიყო იმათში მტყუან მართალი.
|
|
| |
ვულფ | დრო: ხუთშაბათი, 31.12.2009, 20:31:10 | შეტყობინება # 111 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| 2003 წლის 6 იანვარი სანადიროთ წავედით ანჯელში რა თქმა უნდა პურმარილი და დასალევი ბლომად შობას უნდა შევხვდეთ ნადირობით პერელიოტი დამთავრდა თოფი არცერთს არ გვისროლია შევუდექით მამაპაპურ ტრადიციას ძალიან ყინავდა კარგათ მოვილხინეთ და ისევ გავიშალედ სანადიროთ დილის 4 საათზე ძალიან მომწყურდა წყალი არ მაქვს ყუელაფერი მოყინულია მეც ავდექი და ჩემს წინ ყინული ჩავამტვრიე დავიჩოქე და დავეწაფე ზურგს უკან მესმის ხმა ლოცულობბბბბბ მე მგონი ის მეგრელი დღესაც ფიქრობს რახდებააააა ამათ შენ გაუგებ????????????????
|
|
| |
beqa | დრო: ხუთშაბათი, 31.12.2009, 21:18:07 | შეტყობინება # 112 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 251
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| წარმომიდგენია ვალინკებში ,თოფით და ლოცულობოოო?
|
|
| |
BERG | დრო: ხუთშაბათი, 31.12.2009, 21:44:37 | შეტყობინება # 113 |
ჯგუფი: წაშლილები
| საღოლ,კაი იყო...
|
|
| |
krimanjuli | დრო: სამშაბათი, 05.01.2010, 23:02:14 | შეტყობინება # 114 |
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| რა არ ხდება მა ქვეყნად , მთა მთას შეხვდება და ფორუმის მონადირეების შევხვდით ერთმანეთს მარა, ერთი შეხვედრა მხოლოდ შეხვედრაა და ცოტა მეტიც ამ კონკრეტული შემთხვევისთვის.ნადირობა რო გინდა კაცს ეგ სულ სხვაა, ხოდა ერთ შეხვედრას მეორე მოყვა, მეორეს მესამე და ესე აეწყო ბრიგადა , რომელიც მე კაჭკაზებზე მონადირეთა სახელით მოვნათლე ... ყოველ კვირას დავდივართ სანადიროდ, და თავი გამოცდილი მონადირეები გვეგონა სუყველას მაგრამ ’’ ლაივში’’ სხვა რამეს ვამტკიცებდით, მოკლედ დავით გარეჯი ხო ავითვისეთ, თავისი მწყემსებიანად და გიურზებიანად, მაგაზე არ გავჩერდით და საღამოობით ჯანდარაზე ’’პერელიოტს’’ ვხვდებოდით. ბოლოს კახეთის ბოლოსკენ გავიქაჩეთ და ძველ ანაგამდე ჩავედით. მაგრამ სანამ ანაგის ამბებს მოგიყვერბით მანამდე ჩვენი საცოდაობების მოსმენა მოგიწევთ... დავით გარეჯისა და უდაბნოს ტერიტორიაზე თავიდანვე ვიცოდით რო კაკაბის შეხვედრის იმედი არ უნდა გვქონოდა, მაგრამ...ოხ ეს მაგრამ - მაგ მაგრამის გულისთვის გზები ვასწორეთ და უკვე ადგილობრივი აზერბაიჯანელი მწყემსები სახელებით მოგვმართავდნენ, იმათმა რუსული და ქართული არ იცოდოდნენ და ჩვენ კიდევ მათი ენა , ’’ზატო’’ ორივემ ვიცოდით სხეულის ენა- პანტომიმა, მე დიდი თიატრალური ნიჭით ვერ გამოვირჩევი ჩემს ახსნილზე საწყალ მწყემსებს მზისგან და გენეტიკისგან გაშავებულ ლოყობზე ცხელი ცრემლები მოასხამდა.. აი სანდროს კი ერთი მოძრაობით შეეძლო გამოერთმია ადგილობრივ კარავში 17 იანი ’’;გაიჩნი ’’ კლუჩი და თვალის ჩაკვრაზე სვეჩნოი ეთხოვა ნებისმიერი აზერბაიჯანელი მძღოლისთვის...(სულ სვეჩების პრობლემა ქონდა სანდროს ნივას) დავეხეტებოდით და ახალ ახალი ბილიკები გაგვწავდა ისეთ ადგილას რო ცხვარი არ იკადრებდა იქ გავლას და ფრინველი გადაფრენას, ვწვალობდით , ვიტანჯებოდით , ვიღლებოდით , კაცს მაზოხისტთა სამეგობრო უფრო ეგონებოდა ვიდრე მონადირეების. სახში შეშლილი სახეებით ვბრუნდებოდით და შემდეგ გვიწევდა ოჯახისთვის იმის ახსნა განმარტება რო ეგეთი სახეები სახლში იმიტო ’’ მოვიტანეთ’’ რო ცუდად ვინადირეთ , არაფერი შეგვხვდა და არა იმიტო რო უბედური შემთხვევა შეგვემთხვა, ვითო სხვა სადარდებელი არ მქონოდა დაიწყებდნენ სახლში ჭუჭუნს,; ტყვილად დაეხეტებით ვერაფერს კლავთ , წასულიყავი ბაზარში მაგ ფასად სამწვადეს იყიდდით და ეგეთი შინაარსის რეპლიკები , მოკლედ ესეთ დამძიმებულ თავს ბალიშზე აგურივით ვდებდი და ვიძინებდი, არა მონადირეები სიზმრებში მაინც მაგრები ვართ რა გინდა რო იქ არ მოვკლათ თან დაცილებაზე ხო საუბარი ზედმეტია, ლიჟბი ესროლე - ყველა მკვდარია... გაიღვიძებ და ისევ კვირას დაუწყებ ლოდინს, შემდეგი კვირისთვის გადაწყვეტილი იყო ყოველ მოძრავ საგანსა და არსებაზე სროლა. დავშლიოგინებდით გაბრაზებული ჯარისკაცის მამის სიფათით და დავსდევდით ფრინველებს-- ხო რა იყო შოშია ფრინველებში სწერია...თემომ ყველას გვაჯობა და იმდენად გაგვისწრო რო ბაკლანებსაც , კაჭკაჭებსაც და ყანჩებსაც დაერია, სამწუხაროდ თემოსთვის და საბედნიეროდ ფრინველისთვის , ზოგი მათგანი ’’ბრონის ჟილეტიანი ’’ აღმოჩნდა, მაგრამ თემო არ იბნეოდა და გახურებულ 5 ნომერ საფანტს კაი გახურებულ მამაპაპურ გინებასაც დაადევნებდა ხოლმე. სად აღარ დავდიოდით , ივრის ჭალების შემოგარენში სულელი ხოხბის პოვნის იმედად ბევრი ვიწანწალეთ(აბა ჯანმრთერლი ხოხბის კი არა შაშვის ნახვის იმედიც აღარ გვქონდა)თავად ჭალაში კი თოფის სროლით ინგრეოდა ყველაფერი ხოხობზე, ჩვენ ნერვებს ეგღა უნდოდა, კაი დიდი ნერწყვი გადავყლაპეთ და იქაურობას გავეცალეთ.... გზად ბევრჯერ შეგვხვდა მელიები და ტურები., მაგრამ ყოველთვის ისეთ სიტუაციაში და გარემოში რო სროლას აზრი არ ქონდა...ბოლოს დღის მიწურულს აცრემლებული თვალებით მივადგებოდით ჯანდარის ტბას, იქ შემხვედრ მეთევზეებთან საუბარში ხშირად მოისმენდით ჩვენს თვალებზე კომენტარს--ხო დღეს ძალიან ცივა და ჩვენც გვეცრემლება თვალებიოოოო....ოო რა იცოიდნენ უბედურმა ბებერმა მებადურეებმა ჩვენი გასაჭირი. საღამოს გადაფრენა იწყებოდა თუ არა ეგრევე გავნაწილდებოდით ჩვენ-ჩვენ ’’პოსტებზე’’ და მიდი და მიდი , დავიწყებდით სროლას,,,, აა? იხვიოოო??? არა რა იხვი სე კაცო კაჭკაჭებს ვესროდით, იხვი ბოლოს შარშან ვნახე ჟურნალ მონანადირეში ...კაჭკაჭების გადაფრენა ერთადერთი შვება (თუ შეიძლება ჩვენს მდგომარეობაში კაცმაშვება ნახოს) იყო, აქ შეგვეძლო ჩვენი სროლის მასტერკლასები გვეჩვენებინა, ერტმანეთისთვის, მე ყოველი გასროლის მერე აქეთ -იქეთ ვიყურებოდი ვინმემ ხო არ დაინახა თუ როგორ ავაცილე კაჭკაჭს მეთქი, თოფაძეს რო ეგეთ დღეში ვენახეთ ერთ ნაკრძალს უეჭველი გავჩუქებდა, მაგრამ რა უნდოდა მანდ თოფაძეს და იხვს(თოფაძე კიდე შეიძლება) იყო მხოლოდ აზერბაიჯანიდან მონაქროლი ცივი ნიავი და კაჭკაჭები. რაიმეს მოკვლის იმედით გაყინულ წყალში წელამდე შევდიოდი და ისე ვკანკალებდი რო ჩემი კბილების რაკარუკზე ლამნის დავყრუვდი.ბოლოს ყოველივე ამოვიდა ყელსი , კაკაბის გაგონება და იხვის ხსენება არ გვინდოდა, გადავწყვიტეთ კახეთში , კერძოდ უჩა-ხედოსთან წავსულიყავით ხოხობზე სანადიროთ.წინა პირობა ასეთი იყო---ჩამოდით არისო... ჩავედით მე სანდრო, ლევანი დაშევხვდით უჩას, მოვიკითხეთ. ორი საათის მგზავრობის შემდეგ სიგარეტს კაი კახური ჰაერიც დავაყოლე და ესე გაბერილი ფილტვებითა და ემოციებით დავიწყეთ ნადირობა. ჯერ ვენახის ნაპირებთან პატარ პატარა ჯაგები ამოვიარეთ , მაგრამ არაფერი , შემდეგ სხვა ადგილზე გადავედით , იქ მართლაც კარგი სახოხბე ადგილები იყო მაგრამ ძაღლი ჯაგებში არ შედიოდა და საბოოლოოდ ჯოხიც ძაღლზე გადატყდა, ხოხობის არნახვა დაბრალდა ჩემს პოინტერს. მერე სხვათაშორის ვკითხეთ უჩას როცა თოფებს უკვე შალითებში ვალაგებდით--- ბოლოს როდის ნახე აქ ხოხობი რამდენი დღის უკანთქო?, უჩამაც ეგრევე მიპასუხა:: რა დღის უკან, სექტემბერში ვნადირობდით მე და ჩემი ბიძაშვილი, მას მერე აქ აღარ ვყოფილვარო...კახეთიდან უპურმარულოდ ჯერ ვინ გამოუშვიათ ჩვენ რო გამოვეშვით, ხოდა უჩას მასპინძლობით ვისარგებლეთ, გავიცანით მისი ბებო, არაჩვეულებრივი ქალბატონი, გავთბით შეშის ფეჩზე კაი გემრიელად და უფრო გემრიელად მივირთვით მორთმეული უგემრიელესი კახური კერძები. სანდრომ ერთი რო დააგემოვნა უჩას ღვინო. აქედან მე თუ მომთხრით და წამიღებთ თორე, ჩემი ფეხით ფეხის გამდგმელი არა ვარო და ეგრევე განსხვავებულებზე გადავიდა. ლევანი საჭესთან იყო და არ სვამდა, მეც დალევასთან ცოტა შორს ვარ , მაგრამ ზატო ჩემთან ისე ახლოს იყო კახური ჩურჩხელები რო არანაირი პატიჟი არ დამჭირვებია ისე შევახრამუნე პირწმინდად...ერდადერთი ამ ნადირობების კარგი მხარე რაც იყო ეს იყო ყველაფერი მშვენიერი ,ეს იყო მონადირული საუბრები, საქართველოს ხვავბარაქიან კახეთში მოგზაურობა და სტუმარმასპინძლობა მართალია ვერაფერი მოვინადირეთ მაგრამ სახლებში არანაკლები ნანადირევით დახუნძლულები ვბრუნდებოდით...
|
|
| |
xedos | დრო: სამშაბათი, 05.01.2010, 23:37:32 | შეტყობინება # 115 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 220
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| krimanjuli, გადავირიე მოკლედ, რა რეპორტებს აკეთებს ეს კაცი საღოლ არჩილ, კარგად ვიხალისე, იქ ცალკე და აქ ცალკე ჰოო, და კიდევ... მერე ისე გავთამამდით კაჭკაჭებზე ნადირობით, რომ შუა ტრასაზე ბეღურებს დავსდევდით ხალხი გაშტერებული გვიყურებდა P.S. მეორედ აღარ შევრცხვები, ეს ერთი მაპატიეთ :)
|
|
| |
PATARA-SAMO | დრო: ოთხშაბათი, 06.01.2010, 13:32:55 | შეტყობინება # 116 |
ჯგუფი: წაშლილები
| ჩემ სოფელლში ბევრი მონადირეები არიან. ერთხელ ბიწები სანადიროდ წავიდნენ და იგბლიანიც გამოდგა მათი ნადირობა გორი მოკლეს. და მოკლა ისეთმა კაცმა რომელსაც მართლა არ ქონდა გამოცდილება და სუ მეორეჯერ იყო სანადიროდ ნადირობას რო მორჩნენ იქვე ტყეში იქეიფეს და საკმაოდ დალიეს. უკვე კარგად რო ჩათვრნენ ერთ-ერთმა მონადირემ უტხრა დგის გმირს შენ რისი მსროლელი ხარ მაგ გორს შიშიტ გაუსკდა გულიო, შენ სროლა არ იციოო. ხო და აყვნენ ერთმანეტს და ბუნტის წამომწყებმა უტხრა აჰაა შენ ჟაკანი და 30 ნაბიჯში დავდგები და უკანალში ვერ გამარტყავოო ხო და ჭკუშიც დაუჯდათ და დადგა 30 ნაბიჯში, მეორემ კი იფიქრა ჟაკნისთვის როგორ გავიმეტოო და პატრონა შეცვალა და 10 ნომერი ესროლა და გაარტყა ..... შემდეგ კი აგმოჩნდა რო დაზარალებულს ცარიელი გილზა მიუცია რომელშიც მარტო წამალი იყო და უნდოდა დიდად გახუმრებოდა ეხლა კიდე ვინ დარჩა გახუმრებული ტქვენც ხედავთ და ვინ ამოყო შემდეგ სავადმყოფოში ტავი მაგასაც
|
|
| |
998 | დრო: ოთხშაბათი, 06.01.2010, 17:08:45 | შეტყობინება # 117 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| krimanjuli, მაგარი ხარ, რა გემრიელად და ლაზათიანად წერ ჩვენს ტანჯულ ნადირობაზე, ისე xedos, რომ იყავით მაგრა გინადირიათ მაგიდაზე, გავიგე სოფელში ლეგენდა დადისო უკვე რა მაგარი მონადირეები ეზრდებაო ჩვენს ტანჯულ საქართველოსო. ისე ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ თუ ასეთი მონადირეები მომრავლდნენ ნადირ-ფრინველი კი არა სუფრის გასაწყობი პროდუქტი წითელ წიგნში იქნებაო საძებნი.
|
|
| |
sandros | დრო: ხუთშაბათი, 07.01.2010, 10:23:59 | შეტყობინება # 118 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| krimanjuli, საღოოლ აჩიი მშვენიერი ნაშრომია.ერთი "მაინ რიდს" აქვს დაწერილი ''ჟირაფებზე მონადირეები'' და ეხლა შენ დაწერე ''კაჭკაჭებზე მონადირეები''. ეს ისეეე,მართლა მაგარი მესიამოვნა ამის წაკითხვა. ასე თუ გავაგრძელებთ,შენ მალე წიგნსაც გამოუშვებ ძამიკოოო.ისე აჩი კვირა მოდის მალეეეე
|
|
| | |
goga-0ni | დრო: პარასკევი, 08.01.2010, 00:55:41 | შეტყობინება # 120 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| რასაც ეხლა გიამბობთ რაჭაში ხშირად ხდება ასეთი ამბები იხვის და ბატის გადაფრენის დროს, მოგეხსენებათ ონი კავკასიონის ქედის ძირში მდებარეობს და იხვს და ბატს თუ ამინდი არ გაუფუჭდა ისე გადადიან კავკასიონზე რუსეთისკენ თვალით ძლივს ჩანან ჭალაზე გამოფენილი მონადირეები პირ დაფჩენილი მიჩერებიან ბატის უზარმაზარ გუნდებს დგანან იმის იმედად ბარად დაჭრილი თურამე გადმოიფრენს ვაი იმ საწყალს რაც გაიფრენს ათი ხუთმეტი თოფიდან ერთდროულად დაატყდება საფანტის წვიმა გაპუტვა აღარ ჭირდება ისეთი ვარდება ძირს, მერე იწყება მთავარი მოქმედება გარჩევა ვისი ნასროლი მოხვდა იმ საწყალს საქმე ჩხუბამდე მიდის მარა ყოველთვის გამოჩნდება ერთი ჭკვიანი და იტყვის სუფრაზე გავაგრძელოთ გარჩევაო, იმსაცოდავ იხვინჯას კაი მსუქან რაჭულ ლორს და რამე შინაურ საკლავსაც დაუმატებენ და ასე მშვდობით მთავრდება რაჭული ნადირობა იხვზე მაგრამ საქმე გაუხსნელი რჩება ვისი ნასროლი მოხვდა იმ საცოდავს
|
|
| |
sandros | დრო: პარასკევი, 08.01.2010, 09:59:46 | შეტყობინება # 121 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| goga-0ni, კარგი იქნება მაგ გარჩევის დროს,სხდომათა დარბაზში ჯდომა დამატებულია (08.01.2010, 09:59:46) --------------------------------------------- მოსამართლე ჩაქუჩის მაგივრად ყანწს რომ დაარტყამს
|
|
| |
BERG | დრო: პარასკევი, 08.01.2010, 19:15:48 | შეტყობინება # 122 |
ჯგუფი: წაშლილები
| goga-0ni, სამაგიეროდ ნადირზე არ გჭირდებათ მარჩიელობა:-)p.s.ისე ხო არ გაგვეცვალა სანადირო ადგილები?!რაჭველები ბარში ფრინველზე,ბარელები ზემოთ,მთისკენ...
|
|
| |
goga-0ni | დრო: შაბათი, 16.01.2010, 22:04:06 | შეტყობინება # 123 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| BERG, ისე ამბობ ვითომ არაა ეგრე
|
|
| |
BERG | დრო: შაბათი, 16.01.2010, 22:18:40 | შეტყობინება # 124 |
ჯგუფი: წაშლილები
| goga-0ni, ნაწილობრივ ხო.მე დავდივარ მთაში სანადიროდ.შენ???
|
|
| |
@snaipi@ | დრო: კვირა, 17.01.2010, 18:59:32 | შეტყობინება # 125 |
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 7
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ერთხელ დათვზე სანადიროდ წავიდნენ კასპისკენ და ერთი ძალიან ტრაბახა მონადირეადა თავის თავზე აიღო ნომრების განაწილება. ბოლოს ყველაზე მაგარი ადგილი აარჩია და დაიწყო აქეთ იქით დამიზნება, სხვებს გაეცინათ და წავიდნენ თავის ნომრებში. იმ ხევში აღმოჩნდა 2 დიდი დათვი და სარეკი რო მოეწყო ორივე დათვი ამ ტრაბახა მონადირისკენ წავიდა უცებ გავარდნილა ერთი და რამდენიმე წამში მეორეც მიუყოლებია მერე გაყუჩდა ყველაფერი და ყველა იმისკენ წავიდა ალბათ დახოცა და მივეხმაროთო, რო მივიდნენ რას ხედავენ დაყრდნობილა თოფზე და თავი აქვს ჩაღუნული რამოგივიდაო რო კითხეს დაიწყო ეს რა ვნახე ცხოვრება ში ესეტი რამ არ მინახავსო უშველებელი დათვი წამოვიდა პირდაპირ ჩემსკენო ვესროლე ერთი და ეგრევე დაწვაო. გავიქეცი ყელი უნდა გამომეჭრაო და უცებ წამოხტა და ისევ გაქცევა სცადაო მივაყოლე მეორეც და ადგილზე გაქვავდაო როგორც მიუახლოვდი რამდენიმე მაბიჯშიო და რას ვხედავო ამოვიდა მეორე დათვი პადრუჩკი გაუყარა და წაიყვანაო დამატებულია (17.01.2010, 18:59:32) --------------------------------------------- ერთხელ დათვზე სანადიროდ წავიდნენ კასპისკენ და ერთი ძალიან ტრაბახა მონადირეადა თავის თავზე აიღო ნომრების განაწილება. ბოლოს ყველაზე მაგარი ადგილი აარჩია და დაიწყო აქეთ იქით დამიზნება, სხვებს გაეცინათ და წავიდნენ თავის ნომრებში. იმ ხევში აღმოჩნდა 2 დიდი დათვი და სარეკი რო მოეწყო ორივე დათვი ამ ტრაბახა მონადირისკენ წავიდა უცებ გავარდნილა ერთი და რამდენიმე წამში მეორეც მიუყოლებია მერე გაყუჩდა ყველაფერი და ყველა იმისკენ წავიდა ალბათ დახოცა და მივეხმაროთო, რო მივიდნენ რას ხედავენ დაყრდნობილა თოფზე და თავი აქვს ჩაღუნული რამოგივიდაო რო კითხეს დაიწყო ეს რა ვნახე ცხოვრება ში ესეტი რამ არ მინახავსო უშველებელი დათვი წამოვიდა პირდაპირ ჩემსკენო ვესროლე ერთი და ეგრევე დაწვაო. გავიქეცი ყელი უნდა გამომეჭრაო და უცებ წამოხტა და ისევ გაქცევა სცადაო მივაყოლე მეორეც და ადგილზე გაქვავდაო როგორც მიუახლოვდი რამდენიმე მაბიჯშიო და რას ვხედავო ამოვიდა მეორე დათვი პადრუჩკი გაუყარა და წაიყვანაო
|
|
| |
BERG | დრო: ხუთშაბათი, 21.01.2010, 23:55:47 | შეტყობინება # 126 |
ჯგუფი: წაშლილები
| ნამდვილი ქართული ამბავი-კურიოზი.ამ შემოდგომაზე გავიცანი ერთი შუა ხნის მონადირე რომელსაც ორი იხვის მოკვლა 200$ დაუჯდა.მოსკოვში იზმაილოვსკის პარკში მოუკლავს,მილიცია მოვარდა ეგრევე და განი ზა შტუკუ სოტნიუ ბაქსავო თან გაბრაზებული იყო:საიდან გაჩნდნენ ასე მალე ეს ბოზ...ო?!:-)
|
|
| |
noko | დრო: პარასკევი, 22.01.2010, 00:14:50 | შეტყობინება # 127 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 202
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| სადაც არ ელოდები სულ იქ არიან
|
|
| |
@snaipi@ | დრო: პარასკევი, 22.01.2010, 16:05:10 | შეტყობინება # 128 |
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 7
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ერთხელ მომივიდა გაუფორმებელი თოფით დავდიოდი და თან არც სრულწლოვანი ვიყავი. ხო და ერთხელ მწყერზე ნადირობისას ნახევარ კილომეტრში დავინახე კაცი და მერე უცებ გაქრა. ცოტა ხნის მერე ცოტა რო მივუახლოვდი იმ ადგილს სადაც ის კაცი იყო 2 მწყერი ერთად ამომიფრიდა და ორივე მოვკალი. გავიხედე და სიმინდებიდან სახე სისხლიანი კაცი გადმოხტა და მოდი აქო დამიძახა მაგრამ უცებ ვიცანი რო ეგერი იყო და მოვტრიალდი და გავიქეცი ბევრიც მეძახა სჰენ თუ არ გაგსროკოვო მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა ეხლაც თავისუფლად დავდივარ. ხო და იმ დღეს მაგ ამბავის შემდეგ 8 მწყერი კიდევ მოვკალი და სახლში მშვიდობით დავბრუნდი. მერე სხვა მონადირეებმა მითხრეს რომ პილიცია გამოუძახია და 4 მანქანა მისულა იმ ადგილას ასე გადავრჩი
|
|
| |
gogita12 | დრო: პარასკევი, 22.01.2010, 21:47:57 | შეტყობინება # 129 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 370
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| @snaipi@, :10: :069: საღოლ კარგად მოუფიქრებია.... დათვზე გეუბნები....
|
|
| |
razaki | დრო: პარასკევი, 22.01.2010, 23:15:09 | შეტყობინება # 130 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 47
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| გაუმარჯოს მონადიეებს!საღოლ კაი ამბები გადაგხდენიათ,მეც მოგიყვებიტ ერტ კურიოზს(ამას თუ კურიოზი ქვია)ერტხელ დათვზე ვარტ სანადიროდ წასულები კახეტში და თან სტუმრები გვყავდნენ წაყვანილი,სარეკს ვაკეთებდით დათვზე,მე ისეთ ადგილას უნდა ჩავმჯდარიყავი რო იალაღიდან კარგად ჩანდა,თან ნაზვავი იყო და ის უნდა გადამევლო ხევში.სიარულისგან დამცხა,ხებე გავიხადე და ცელზე შემოკრული მმქონდა,უცბათ გასროლის ხმა გავიგონე და ჩემგან ასე 8-10 მეტრში ტყვიამ შხუილით ჩაიარა ზვავში,უცბათ ვარ მივხვდი რა მოხდა,მერე მეორეც გავარდა და ის უფრო ახლოს მოხვდა ზვავს,მივხვდი რო ვიღაც მე მესროდა ზემოდან და გავიქეცი იქვე ახლის მდებარე ხისკენ,ამ სირბილსჰი 2 კიდევ მესროლა.მერე მეც დავიწყე დაბლიდან სროლა და ყვირილი მე ვარ და აქეტ ნუ ისვრითთქო თჲრმე ჩვენი სტუმარი ყოფილა დაახლოებით 700-800 მეტრიდან მესროდა დათვი ვეგონე,კიდევ კარგგი კარგად ვეისროდა თორე ახლა ამას ვეღარ დავწერდი არადა კარგი მონადირეა,მერე მაჭარიჩში მაგარი ანგლო-რუსული მდევარის ლეკვი მაჩუქა
|
|
| |
goga-0ni | დრო: ორშაბათი, 01.02.2010, 00:47:30 | შეტყობინება # 131 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| razaki, კარგი მონადირე რაზე იყო ადამიანებზე? დათვზე ნადირობისას შიშს დიდი თვალები აქვს ანუ არეული ხედვა,მომილოცავს გადარჩენა, ჩემი ძმაკაციც გადარჩა ამშემოდგომაზე მაგრამ კარგად კი დაჟეჟა დამატებულია (01.02.2010, 00:47:30) --------------------------------------------- დათვმა
|
|
| |
SNAIPER | დრო: ორშაბათი, 01.02.2010, 20:03:24 | შეტყობინება # 132 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| krimanjuli, საღოლ ბიჭებო საღოლ, ასე გააგრძელეთ შეკრება,შემართება და ენთუზიაზმი არ მოგაკლოთ ღმერთმა ნადდირობა კიდე კარგად მოგეხსენებათ ყისმათი და გამართლება დაა უსათუოდ გაგიმართლებთ,დღეს არ იქნება ხვალ იქნება თუარადა კაეხეთში კიდე Gღვინოს და პურმამილს რა დალევს,ისე კაი პონტს მორგებიხათ,კაკაბს თუ ვერ მოკლავთ ჩემო არჩილ ერთი გარგი ნახატი ლამაზ ჩარჩოში ჩასმული მამალი კაკბის ან ხოხბის აუცილებლად უნდა ჩაუთანოდ თქვენს კახელ მანსპინძლებს
|
|
| |
goga-0ni | დრო: ორშაბათი, 01.02.2010, 20:39:48 | შეტყობინება # 133 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| დამწყებ მონადირეებს ბევრი კურიოზი მოსდით ნადირობისას, გამონაკლისი არც ჩემი მეგობარი ყოფილა, იხვზე სანადიროდ წაიყვანეს განაწილდნენ და ჩაუსაფრდნენ იხვებს, ჩემს მეგობარს ტბის პირას მოუწია გაჩერება, დამთავრდა ნადირობა და შეიკრიბნენ დათქმულ ადგილზე ყველა მას მიჩერებოდა კითხეს ამდენს ისროდი და ხელცარიელი რატო ხარო, ხუთი იხვი დავძირეო უპასუხათ, დაწვნენ სიცილით ბიჭები მკვდარი იხვი არ იძირებაო უთხრეს წამოდი ვნახოთ ის ადგილიო, თურმე რა ხდებოდა რამდენი იხვი დაჯდა ტბაში მოშორებით იმდენი დაჭრა დაჭრილი იხვები ყვინთავდნენ და იქვე ახლოს ბალახებში აფარებდენ თავს .
|
|
| |
SNAIPER | დრო: ორშაბათი, 01.02.2010, 21:17:22 | შეტყობინება # 134 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ხოდა იმას გეუბნებოდით krimanjuli ის არ იყოს მორიგი უშედეგო ნადირობიდან დაბრუნებულს ერთი პატარა კურიოზი გადაგვხდა.სამსახურიდან როგორც ავიშვი ეგრევე ტყეს მივაშურე შევიკრიბეთ ბიჭები,მანქანები ჩემთან დავაყენეთ სახში და ჩემი ქვისლის ავტომობილით გავუდექით გზას ვარციხგესის მიმართულებით,ბევრი ვიარეთ მოვსინჯეთ ყველა სავარაუდო ადგილი სადაც იხვი უნდა მჯდარიყო მაგრამ მოძრავი არაფერი შეგვიმჩნევია.საღამოს პერელიოტამდე ბევრი ვიარეთ უშედეგოდ იმედი გვკონდა მხოლოდ დარჩენილი მეტი არაფერი,მოვძძებნებთ ერთი კარგი ადგილი იხვის დასაჯდომი ტყესთან ახლოს და დავიწყეთ გაყინული ყინვის მტვრევა და წყლის ამღვრევა რო ფიტულები ჩაგვესვა და ისე მაინც მოგვეტყუებია იხვი,ჩავაწყვეთ ფიტულები როგორც იქნა და ჩავრთეთ მანოკი მარა იხვის მაგივრად მონადირეები მოიყვანა უფრო სატყუარებმა ვიდრე იხვი,ზოგი წინ გვიდგებოდა ზოგიც (რომელსაც უფრო ნამუსი ქონდა) გვერდზე და იხვს დაჯდომას არ აცლიდნენ იმ მანძძილზე ესროდნენ.დარჩენილი იმედიც რო გადაგვეწურა ძაღლიც მიხვდა არააფერი პონტი აღაარააო და 5 წუთით გაუჩინარდა,სანამ ჩვენ ეს ჩვენიჩასმული პლასმასის იხვები ვეშმეშოკში ჩავალაგეთ როკომ ვიღაცის ჩამოგდებული დაჭრილი იხვი მოაცუნცულა,ჩავიდე ვეშმეშოკში და ასე კაყინულ იმედგაცრუებული წამოვედით სახლისკენ. სახლში მოსულებმა ამოვალაგეთ ჩვენი ტოფები დავემშვიდობეთ ჩემს ქვისლს და გაუშვით.მე და ეს ჩემი მეგობარი(პირობითად "გრიშა" სახელს შეგნებულად არ ვასახელებ) კი ეზოში შევედით,მე წასასვლელი ვიყავი და სანამ გამოვიცვალე და გავედი მანაქანასთან,გრიშა თავისი მანქანით უკვე წასული დამხვდა, მანქანა გადამყავდა ეზოდან რო შუქზე რაღაც შავი შევამჩნიე ჭიშკართან მიყუდებული,ვა ვნახე რას ნახავ გრიშას თოფი შალითაში ჩადებული ჭიშკარზე მიყუდებული არ დარჩენია????? მეც მეტი რა მინდოდა და კი გადმოვიდევი ჩემს მანქანაში და დაველოდე მოვლენების შემდგომ განვითარებას.მესამე დღეს მირეკავს ეგრეთწოდებული გრიშა და შემომჩივლა ეს რა დამემართა თოფი მომოპარეს მანქანიდანო,მე დაჭვრილებით გამოვკითხე თუ რა ვითარებაში დაკარგა თოფი და მიუსამძიმრე ეს რა დაგმართნია ამ გაგანია იხვობაზე თქო,ეხ რამდენი ფრინველის მადლი მოისხითქო,ისიც უთხარი რო შენ მეცოდები თუარა მაგ თოფი კი იყო მოპარვის ღირსითქო,იმ თოფიდან გასროლილ საფანტს ეხლაც სხეულით ვატარებ რომელიც ვერ ამომიღეს. გამწარებულ განადგურებულმა გრიშამ უნდა გავაცხადო პოლიციაში სხვანაირად არ გამოვა გაფორმებული იარაღია და რა ვქნაო.მიდი მიდი თქო მეც უთხარი და ბოლო მომენტში პოლიციის კარიბჭეს სანამ გადალახავდა უთხარი სიმართლე,მისისი ხმა ეხლაც არ ამომდის ყურებიდან,მთლად არც ჯერავდა უკვე ჩაწნეული ქონდა ხელი მარა მეგობარია და ბოლომდე ვერ გავწირე მაინც. ასე იყო ეს პატარა ისტორია, ნაღდად არ ვიყავი ამის დამწრი მარა თვითონ მესროლა ერთხელ თეთრი ხელთათმანი და რა მექნა.აი გრიშა რო წაიკითხავს ამ პოსტს კი ვიცი როგორ გაეხარდება მარა გაუძლებს "სიხარულს"
შეტყობინება დაამუშავა SNAIPER - ორშაბათი, 01.02.2010, 21:25:52 |
|
| |
zaza-50 | დრო: ორშაბათი, 01.02.2010, 21:47:14 | შეტყობინება # 135 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ამბროლაურის რაიონში ზემო კრიხია სოფელი დათვზე წავედით სანადიროდ. მყეფარა და ანგლო გვყავდა წაყვანილი. ადგილობრივმა რაღაც ადგილი იცოდა საქონელი ყავდა დათვს მოკლული და ეტყობა ნელნელა მიირთმევდა. აი ცოტაც ავიაროთ და მივალთო. გავიყავით მე და ჩემი ძმა ერთად სხვა მხრიდან წავედით ის მარტოკა იქიდან მოუვლიო და გაყოფა იყო და ატეხა ანგლომ ერთი ამბავი. მიდგა- მოდგა და გაყო თავი ბუჩქებში. მე დავიბენი. ცხოვრებაში დათვი ნანახი არ მყავდა ახლოდან ნანახი ჭერათხევის დატვი რო არ ჩავთვალოთ. არიქა რაღაც ხდება მეთქი დავიყვირე და ატყდა ერთი ათ მეტრში ტოტების და რა ვიცი კიდევ რის შხრიალი. გაახაროს ღმერთმა ის დათვი რო არც მაშინ დავინახე ისე წავიდა--
|
|
| |
SNAIPER | დრო: ორშაბათი, 01.02.2010, 22:00:28 | შეტყობინება # 136 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| zaza-50, ჰაერში მაინც გაგესროლა დავჭერი და გამეკცაო იტყოდი მაინც
|
|
| | | |
goga-0ni | დრო: სამშაბათი, 02.02.2010, 20:38:06 | შეტყობინება # 139 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ერთი რაჭველი წავიდა მთაში ჯიხვზე სანადიროდ, სალოცავთან რომ გაიარა ღმერთს შეთხოვა, ღმერთო წელში მოხრილი და მოსისხლული დამაბრუნე შინო ნანადირევი იგულისხმა , ისე აგიხდათ ოცნება რავარც იმის ნათქვამი ასრულდა გადმოვარდა კლდიდან დაიმტვრა გაისისხლა დაასე წენში მოხრილმა ჩამოიარა იმ სალოცავთან ისევ, მერე იკადრა და მადლობა შეწირა გამჩენს ცოცხალი რომ დააბრუნა შინ, ასერომ ნადირობის წინ მშვიდობით დაბრუნება შევთხოვოთ გამჩენს, ღმერთმა ყველანი დაგლოცოთ
|
|
| |
levani27 | დრო: სამშაბათი, 02.02.2010, 22:58:11 | შეტყობინება # 140 |
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 162
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მაგანაც რა ბედზე ინატრა
შეტყობინება დაამუშავა levani27 - ოთხშაბათი, 03.02.2010, 16:02:54 |
|
| |
SNAIPER | დრო: ოთხშაბათი, 03.02.2010, 23:13:21 | შეტყობინება # 141 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| gogita12, :069: აბა ბიჯო მაგას არ ვნერვიულობ მეეც, რო 3 ნომერს ტენის და ტანაც დიდი ზარიადი აქვს მიცემული,ამ იხვობას თუ გადაურჩი ჩემო გოგიტ რაღა მომკლავს მერე მწყერობამდე კი გავიტან თავს :069: :069: :069: :069: :069:
შეტყობინება დაამუშავა SNAIPER - ოთხშაბათი, 03.02.2010, 23:15:12 |
|
| |
Admin | დრო: ხუთშაბათი, 04.02.2010, 17:34:47 | შეტყობინება # 142 |
Admin გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ერთხელ დილის პერელიოტიდან მე და ჩემი მეგობარი ნადირობიდან დავბრუნდით ჩემი მანქანით,საბარგულში ძაღლები გვყავდა ჩასმული მე ჩემი კურცხალი,მეგობარს გაურკვეველი წარმოშვების ("ირლანდიური სეტერ-კოკერ სპანიელი" ,რომელი იყო ახლაც არ ვიცით,სადღაც შუაში იდგა ამ ჯიშებს შორის) და სუსტი ჯანმრთელობის (ბნედა ჭირდა,ჩემი მეგობარი როცა მის ქებას დაიწყებდა უცხო ხალხთან ზუსტად მაშინ მოუვლიდა კრუნჩხვები და დუჟის ყრა,მეც დამუღამებული მქონდა ეს ამბავი და მისი ძაღლის ქების დაწყება და მე უკვე მოშორებით ვიდექი გასაცინებლად გამზადებული) ძაღლი. პირველად მის სახლთან გავჩერდით, ჩვეულემისამებრ საბარგული ავხადეთ ძაღლების გამოსაშვებათ და საჭურველის გადმოლაგებას შევუდექით.ამ პროცედურის შესრულების შემდეგ საბარგული დავკეტე,იქვე მანქანასთან მორბენალი ჩემი ძაღლი წინ სალონში ჩავსვი. სახლში მისულმა მანქანა პირდაპირ გარაჟში შევაყენე,ძაღლი იქვე დავაბინავე და ისე დაღლილი ვიყავი პირდაპირ ლოგინში ამოვყავი თავი.საღამოს ტელეფონის ზარი მაღვიძებს,მეგობარმა მანქანა სად გიყენიაო,გარაჟშითქვა.თუ კაცი ხარ სიკვდილივით არ მინდა ამის თქმაო მით უმეტეს შენნაირთანო,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს ქვეყანა შევაწრიალე და ძაღლი ვერ ვნახე ვერსადო და შენ ბაგაჟნიკში დილამდე ჩამხედავი არ ხარო და თუ კაცი ხარ მიდი ჩემი ძაღლი იქ არ იყოს და არ დაიხრჩოს თორემ რაზე გამოვყობ თავს ამ ქვეყანაზეო.კინაღამ გადმოვვარდი ლოგინიდან სიცილით,ჩავედი,ჩავიხედე საბარგულში და აგერ არ ყვლიპავს თვალებს ეს სასიკვდილე? იმ ძაღლის გახარებული,ცრემლით დანამული თვალები ჩემი დანახვისას და დანაღვლიანებული თვალები პატრონთან მიყვანისას ახლაც თვალწინ მიდგას. P.M ისე უშველა იმ ძაღლს ბაგაჟნიკში ჩაკეტვამ ბნედამ გაუარა ნერვიულობაზე. მაგრამ ჩემს მეგობარს არ ეშველა არაფერი ვერც მანამდე კლავდა და ვერც მერე. მხოლოდ ერთი რამე ეშველა უკეთესი ძაღლი ყავს და თუ რამეს ნახავს მასთან მიაქვს,ესეც ექსპერტი გახდა,ერთი დასუნვა და ეგრევე ხვდება რამდენი საათის მოკლულია ფრინველი , არადა შეცდომა არ შეიძლება მაგ საქმეში,ოჯახში მანდილოსნები ყველაფერს ხვდებიან გაპუტვისას და შერცხვენაც გარდაუვალია,ერთხელ სამი დღის მოკლული მწყერი მიიყვანა სახლში და გამოუქნეს წარბები .
|
|
| | |
SNAIPER | დრო: ხუთშაბათი, 04.02.2010, 18:58:30 | შეტყობინება # 144 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| კარგად გაუზდია ძაღლი ეტყობა,ისიც თუ დაამუღამებია ორი დღის მოკლული რო არ მიუყვანოს პატრომს ვაბშე მაგარი იკნება
|
|
| | |
SNAIPER | დრო: ხუთშაბათი, 04.02.2010, 20:06:19 | შეტყობინება # 146 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ამ პოსტებს რო ვკითხულობ ნელნელა მახსენდება ნადირობის დროს ჩვენს თავს გადეხდენილი კურიოზები მეც დავწერ მანამ სანამ მელანი არ გამითავდება გაგანია მწყერობაა და ერთ დილას ჩვეულებრივ რეჯიმში გათენებამდე წავედით მწყერზე სანადიროდ სხვებს რო არ მიესწრო მისვლა,პახოდუ მამაჩემი წავიყვანეთ (ძველი ახოტნიკი ამჟამად მონადირე პენსიონერი) კი იძახოდა ისე რაგვინდა ასე ადრეო მარა ვინ უგდო ყური.ჩვენც ადრე მოგვიწია ძან მისვლა სანადირო ადგილამდე და ვზივართ მანქანაში და ველოდებით გათენებას.ჩემს მეგობარს ტულკა კონდა ჩახმახიანი,ხან ვარდებოდა ხან არა იტოგში ნემსები ქნოდა დაზიანებული და ასეჩკას აძლევდა.უცებ მეგობარმა გაბარიტები ჩართო მანქანის გადმოიღო ეს თავისი ხირიმი, დაშალა და ნემსები გადმოუყარა რო გადაენაცვლებინა ერთ-ერთი ცოტათი უკეთესი ყოფილა,და შეუდგა გაბარიტების შუქზე ცაცუცქული თოფის რემონტს,ამის შმხედვარე მამაჩემი გაოგნებული დარჩა ამხნის კაცი ვარ ბავშვობიდან ვნადირობ ასეთი არც დამინახია და გამიგონია რამეო,კაცი სანადიროდ თოფს არემონტებდეს პირველად ვნახეო.ერთი კი თქვა მე ამასთან სანადიროდ აღარ წამოვალ ეს კიდე რაღაცას წაუნიჭებს და აპასნია მასეთ კაცთან ერთად ნადირობაო. დავიწყეთ ნადირობა მწყერი თხლათ იყო იმ დღეს,ამ ჩემს მეგობარს კარგი კურცხაარი ყავდა სულ სტოიკებზე ყრიდა მწყერს მარა რათ გინდა მწყერი აფრინდებოდა და მეგობრის შემართული ფიშტო ხან ვარდება ხან არა,იზაფრებოდა ძაღლი მისი ნაწვალები ასე ფუჭაად რო იკარგებოდა,კბენა ვერ გაბედა არც ენა ქონდა თორე აგინებდა ალბათ პატრონს უექველი.ასეთ ტანჯვა წამებაში არიან ზაღლიც და პატრონიც რო ჯინამ მორიგი კლასიკური სტოიკა გააკეთა,ეცი ეციო და მჭყერიც ამოფრთხიალდა,დაუმიზნა მეგობრმა და როგორც კი სასხლეტს თთი გამოუსვა ისევ ასეჩკა მისცა,მაგრამ მოხდა სასწაული ჩახმახის დარტყმის ხმა და მწყერის ჩამოვარდნა ერთი იყო ძაღლი მაშინვე მივარდა და მწყერი მოუყვანა პატრონს,მე და მამაჩემი გაოგნებული უყურებდით ეთმანეთს ეს რა მოხდაო,ვათვალიერებთ ამ ძაღლის მოყვანილ მწყერს და საფანტის კვალი არსად ეტყობა,ბევრი ვიმსჯელეთ თუ რა მოვლენასთან გვქონდა საქმე და ბოლოს ერთ დასკვნამდე მივედით ეს მწყერი ეტყობა ბევრჯერ ყავდა მის ძაღლს აფრენილი და პატრონს გამაზული, მჭყემრიც ეტყობა დაიწვა ძაღლის საცოდაობით და მისი ნებით ჩაბარდა ცოცხლად ამ ვაიმონადირეს. ეს ამბავი აბსოლიტური ჭეშმარიტებაა მამაჩემი იძახოდა ამდენი წელია ვნადირობ და ასეთი შემთხვევას პირველად წავესწარიო,სხვას რო ეთქვა არ და ვიჯერებდი მარა ორი კაცი ნათლად ვხედავდით ამ დაუჯერებელ რეალობას.ბევრი ვუჩიჩინეთ შენ თუ ნამუსი გაქვს მაგ მწყერი ჩანთაში როგორ უნდა ჩაისვათქო მარა ვინ გაიგონა ჩვენი შეძახება.ადგა და სამწყერეზე ცოცხლად ისე ჩამოახჩო ძაღლისთვის მადლობაც არ მოუხდია. P.M. მონადირეებო კომენტარები თქვენთვის მომინდია
შეტყობინება დაამუშავა SNAIPER - ხუთშაბათი, 04.02.2010, 20:15:35 |
|
| |
zaza-50 | დრო: ხუთშაბათი, 04.02.2010, 21:27:03 | შეტყობინება # 147 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 601
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ახალი (მონადირე) ახალგაზრდა წავიყვანეტ კრასნაგორკაზე . აფრინდება მწყერი და ესვრის მარა რას ესვრის. გაცხელებული აქვს თოფი. უძაღლოდ ვიყავით და ჯერ გზაში ხო ესეტი ვარ და ისეთი ვარო. მერე .... ნუ რა ვიცი რა არ იბლატავა და .. ისე ეგეთი კაცი საჭიროა ხადახან. ვიღაცა ხო უნდა იყოს პროგრამაში და... ფეხში აფრენილზე ვნადირობდით და სადაც არ უნდა აფრენილიყო პირველი გასროლა ამისი იყო და 8 თუ მეათე გსროლაზე ჩამოაგდო მწყერი, დაჭრილი იყო და ეგრევე ავიყვანეთ სნაიპერი: მონადირული წესიტ არ უნდა აწვალო ეგაო და რაგაც უქენი რო დროზე დალიოს სულიო უთხარიტ. ეს დიდი მონადირეც :::: დასვა ქვაზე და კონტროლკა 10 მეტრიდან. ჩვენც მეტი რა გვინდოდა იმს მერე კარგი ხანი გავიდა მაგრამ იმას სახელი არც მაშინ ვიცოდი და არც ეხლა ვიცი მაგრამ ქილერა დავარქვიტ და ეხლაც ეგრე ვიცნობ
შეტყობინება დაამუშავა zaza-50 - ხუთშაბათი, 04.02.2010, 21:30:39 |
|
| |
nugomonadire | დრო: პარასკევი, 05.02.2010, 00:22:14 | შეტყობინება # 148 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ, რაც მე თვითონ გადამხდა თავს. ჩვენს ქალაქთან ახლოს სოფელ მაღლაკში ხშირად დავდივართ ხოლმე იხვზე სანადიროთ, სამი ერთმანეთზე გადაბმული არც თუ ისე დიდი ტბებია განლაგებული და ამ ტბების ირგვლივ ვდგებით დილის პერელიოტზე. ზოგი ვისაც კომბინიზონები გვაქვს ერთ-ერთ ბასეინში შიგნით ვდგებით სადაც მაღალი კამიშებია. ყველა მონადირე ვცდილობთ არ ვიხმაუროთ და ზედმეტი მოძრაობები არ ვაკეთოთ, პერელიოტზე მოსული იხვი რომ არ დავაფრთხოდ. და აი ასეთ დაძაბულ ვითარებაში რომ ვართ და ირგვლივ იდიალური სიწყნარეა გავიხედე და ტანკის ხმის მზგავსი გამაყრუებელი თუთხუნით შემოგრიალდა მამა-შვილის(მათ სახელებს შეგნებულად არ ვამბობ, ძალად მონადირეები არიან)ზაპოროჟეცი. ჩვენს მანქანებთან როგორც იქნა მოდრუხუნდენ და ძრავიც ჩააქრეს. მანქანიდან გადმოვიდნენ და მანქანის ხმაზე არანაკლებ ტონალობაში გააბეს ყვირილი:არიქა ბიჯო, ჩქარა ბიჯო, დამთავრდა პერელიოტი და აბა თოფები და აბა გილძები, არიქა ძაღლები გადმოუშვით, არა ჯერ იჯდენ ბაგაჟნიკში, გამიშვი-გამაკავე და ა. შ. ბოლო-ბოლო მომეშალა ნერვები და ერთი კარგად და მაღალ ხმაზე შევიკურთხე ისე რბილ ფორმებში: ვინხართ კაცო, პერელიოტზე მოდით თუ მიტინგზეთქოო. მადლობა ღმერთს კი გაჭრა და გაჩუმდენ, მარა რად გინდა__ცოტა ხნით: როგორც მერე გაირკვა მამა ერთი მხრიდან წავიდა წრეზე ბასეინის ირგვლივ და შვილი მეორე მიმართულებით. ოციოდე წუთი არ იქნებოდა გასული და მამა ყვირის ბოლო ხმაზე და შვილს აგინებს ისეთი სიტყვებით რომ ყურს არ გაეგონება: შენი დე...., შენი ყველაფერი, შე დებილო, დაონო, ჭკუასუსტო, მახინჯო და ყველაფერს ვერ გავიმეორებ რა სიტყვებითაც შეამკო მონადირე მამამ მონადირე შვილი. და თურმე რაშია საქმე: სიბნელეში და სიჩქარეში აერიათ თურმე და მამას წაურია 12 კალიბრი თოფი და 16 კალიბრი გილძები თავისი პატრონტაჟით და შვილს პირიქით. ვის ახსოვდა პერელიოტი და იხვი ბალოტში დავწექი და ისე ვხარხარებდი, ეგ კიარადა ჩემი ძაღლიც კვდებოდა სიცილით მგონი??? :069:
შეტყობინება დაამუშავა nugomonadire - პარასკევი, 05.02.2010, 01:38:19 |
|
| |
levani27 | დრო: პარასკევი, 05.02.2010, 09:05:35 | შეტყობინება # 149 |
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 162
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| SNAIPER ერთხელ ჩვენთანაც შეემთხვა მასეთი ამბავი ერთს,მწყერი ისეა ყურათ ქცეული რო ზოგს გული უსკდება იმ მჭყერსაც მასე გაუსკდა გული დამატებულია (05.02.2010, 09:05:35) --------------------------------------------- ერთხელ სანადიროდ მივდიოდით და ჩემ ძმაკაცს გადაუფორმებელი ცალიანი ქონდა ეხლა უკვე ამოიღო ხმარებიდან ის თოფი,ხოდა მე უთხარი დაშალე მეთქი მაინც ტრასაზე პატრული არ ჩეგვხვდეს მეთქი და იმდენი ხანი ეჯაჯგურა იმ თოფს მო იმ ადგილამდე ჩავედით და მომაგება თოფი დავშალე ადგილზეაო მერე ნახევარი საათი ვეჯაჯგურეთ და ძლივს ავაწყეთ
|
|
| |
goga-0ni | დრო: ორშაბათი, 08.02.2010, 00:28:18 | შეტყობინება # 150 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ერთ ჩემს ნაცნობს ბელებიანი დათვი შეეფეთა მოულოდნელად, ისე შეეშინდა ერთი თვე დედმამას უწვა ლოგინში ღამითაც დათვები ესიზმრებოდა
|
|
| |
ფორუმის სტატისტიკა |
განახლებული თემები |
პოპულარული თემები |
ფორუმში აქტიურები |
ბოლოს დარეგისტრირდნენ |
|
|
|
|
|