00:16:57
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, nugomonadire, giohunt1982  
პირველი ნადირობა
omo_96დრო: კვირა, 10.07.2011, 23:35:59 | შეტყობინება # 51
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 184
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველად მწყერი მოვკალი მაშინ 10 წლის ვიყავი მამაჩემმა ნადირობის დასრულების შემდეგ ცოტახნით თოფი მანდო გაიარეო და ძაღლმაც სტოიკა გაჭიმა მაშინ მამიდაშვილის ინგლისური სეტერი მყავდა... მწყერი ამოფრინდა და არც კი დამიმიზნებია ისე გამიხარდა თვალები დავხუჭე და ვისროლე თვალები რო გავახილე ძაღლი ჩემს გვერდზე იყო მწყერით პირში ეგრევე მამაჩემთან გავიქეცი და ეს ამბავი ვახარე. მონადირის წესებისამებრ გამოცდილმა მონადირემ მომნათლა და შუბლზე მწყერის სისხლით ჯვარი გადამსახა... ამის შემდეგ ვარ მოწამლული ამ უკურნებელი სენით. რომელსაც ნადირობა ჰქვია.... ახლა კი 14 წლის ვარ და პირველი კურდღელი წელს მოვკალი სამწუხაროდ ის ძაღლი რომელმაც პირველი კურდრელი მომაკვლევინა დამეკარგააააა........ მაგრამ არც ეს "ანგლო რუსკი" და არც ის ინგლისური სეტერი ცხოვრებაში არ დამავიწყდება

დამატებულია (10.07.2011, 22:35:59)
---------------------------------------------


შეტყობინება დაამუშავა omo_96 - ორშაბათი, 11.07.2011, 11:21:55
 
temuri85დრო: კვირა, 10.07.2011, 23:40:18 | შეტყობინება # 52
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 23
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველად მწყერზე შარშან ვიყავი და 3 ზე მეტი ვერ მოვკალი ტუმცა ფორტუნამ მე 2 რე დღეს გამიმარტლა და 10 მწყერს 1 კურდღელიც მივაყოლე :)
 
მახო44დრო: ორშაბათი, 11.07.2011, 00:14:04 | შეტყობინება # 53
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 111
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაფრენილ მიშენიას 12 წლის ასაკში ვესროლე, ბიძაჩემმა დაჭრამწყერი და მითხრა რომ ძაღლი მაგას კიდე წამოაგდებს და ესროლეო. დღესაც მახსოვს ის ადგილი და განცდა. პირველი არ ივიწყება!!!!!!!!!!! Shooting

მ.მელაძე
 
omo_96დრო: ორშაბათი, 11.07.2011, 11:20:09 | შეტყობინება # 54
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 184
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
temuri85, შენ საღოლ მეორე ნადირობაზე თუ უკვე 10 მწყერი და ერტი კურდღელი მოკალი მაგრათ გაგმართლებიააა........................... 10 10 10 ისე მაგ გრზნობას მართლა არაფერი შეედრებაა... რამდენის ხხარ ეხლა შარშან თუ იყავი პირველად?????
 
დათო_მონადირედრო: სამშაბათი, 12.07.2011, 16:51:25 | შეტყობინება # 55
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი ფირველი ნადრობა არასოდეს დამავიწყდება ფირველად სანადიროდ მწყერზე გავედი 8 წლის ასაკში . მწყერის მოკლით გამოწვეული სიხარულკი არასოდეს დამავიწყდება

მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
ფირალიდრო: ხუთშაბათი, 08.03.2012, 18:52:54 | შეტყობინება # 56
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 294
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი ნადირობის ნათლობა მოხდა არა სანადირო ფრინველებზე. მესამე კლასში ვიყავი რაგვით დავიწყე ნადირობა , ტოვლში, მერე რაგვს ლაკარტკა მოყვა,უკვე მეხუთე კლასში თოფმა დამაინტერესა და მამაჩემმა დამაწყებინა მიზანში სროლა . მეხუთე კლაშივე დავიწყე ფრინველზე სროლაც, ხუთი აცდენის მერე პირველი ნანადირევი შაშვი იყო. დამჯდარზე სროლა აგარ მაკმაყოფილებდა და იმზამთარშივე დავიწყე ქათამზე ნადირობა ( საბედნიეროდ მაშინ ბევრი იყო)მაგრამ უშედეგოდ , ჩემტვის ძაან ძნელი მოსანადირებელი დარჩა . მისი ამოვარდნა და ჩემი დაბნევა ერთი იყო, ფრთების ფათქუნი ისე მხვდებოდა ყურში გული გასკდომამდე მიდიოდა(დღესაც ყველაზე მაგრად მიზიდავს ძაღლით ქათამზე ნადირობა). მეშვიდე კლასში მწყერზე დავიწყე ნადირობა( სამწუხაროდ პრაქტიკის მასწავლებელი არავინ არ მყავდა,მხოლოდ ტეორიას მასწავლიდა ცხონებული ბაბუაჩემი , სანადიროდ ვეგარ დადიოდა რომ წავეყვანე და ტოფი მაჩუქა), ერთი კვირის და ორი ფალასკა გილზის დაწვის შემდეგ ჩემი პირველი გაფრენილი ნანადირევი მწყერი იყო( ძაღლი გამირბოდა წინ და ვერ ვახერხებდი ფრინველის მოხელთებას).მის მერე უკვე ვისწავლე გაფრენილზე სროლა და ქათამს და იხვსაც აუგე ალგო. რაც შეეხება ცხოველზე პირველ ნადირობას აქ ნამდვილად გამიმართლა , პირველივე ნადირობაზე პირველივე სროლით მტაცებელი მოვაშორე ამ ქვეყანას(ტურა, იმ ზამთარს 8 ცალი მოვკალი) . ერთი სიტყვით ბავშვობიდან მოვიწამლე ამ კეთილ თვისებიანი სენით და მის გარეშე რო დავრჩე ასათიაშიც არ მიმიღებენ ისე გავაფრენ.

GAUFRTXILDET BUNEBAS DA VINADIROT KULTURULAD. B. GOGUADZE
 
axotnikaდრო: ხუთშაბათი, 08.03.2012, 18:56:55 | შეტყობინება # 57
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 278
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე 12ცლის ვიყავი მამიდაშვილმა რო ცამიყვანა პირველად სანადიროდ, და შოშიების მაგარი გუნდი იჯდა მინდორსი დაახლოებით მინიმუმ 100მაინც, ესე 20-25მეტრი იქნებოდა რო ვესროლე, ალბათ დაცილება უპრო ზნელი იქნებოდა, ვესროლე და ერთიც არ მოკვდა , თურმე თვეალები დამიხუჩია 069 , პირველად კი შემეშინდა , მერე რაც გილზები ქონდა მამიდასვილს ყველა ვისროლე, და მერე კი მოვკალი 2ცალი შოშია, ეგ იყო ჩემი პირველი ნანადირევი და მის მერე მიკავია ეგ ოხერი ტოპი ხელში 166

ინადირე კულტურულად და დაიცავი მონადირის წესი, ნუ ინადირებ იმისათვის რო გაძღე და ჟლიტო...!
 
lengo88დრო: პარასკევი, 16.03.2012, 21:13:55 | შეტყობინება # 58
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 263
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თოფით ნადირობა დავიწყე 14 წლის ასაკში და ჩემი პირველი მსხვერპლი იყო მწყერი

თოფი მეთოფეს, მეთოფე სოფელს . . .
 
bendeksiდრო: პარასკევი, 16.03.2012, 21:24:34 | შეტყობინება # 59
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნეტა ლომიძემ რამდენი წლის ასაკში ინადირა პირველად 069 069 "ოჩენ ინტერესნოო"

ნიკა რაზმაძე
 
ramazi_777_დრო: ოთხშაბათი, 25.04.2012, 19:07:29 | შეტყობინება # 60
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 206
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი პირველი ნადირობა ჩვეული ნადავლით დაიწყო მწყრით,10 გასროლა და4 მწყერი..13 წლის ვიყავი..მაგის მერეე შემიყვარდა და შემიყვარდა...

r.jiqia
 
zrichilaდრო: ორშაბათი, 30.04.2012, 00:34:36 | შეტყობინება # 61
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეეხ! ჩემი პირველი ნადირობის გახსენება მზარავს და ცუდად ვხდები- ქედანზე ვიყავი, 20 ცალი ვესროლე იჟ 18 ბოლიანი წამლით გატენილი და ვერცერთი ვერ ავიღე, ვერ ვხედავდი ვერაფერს გასროლის შემდეგ. მეორე დღეს 3 ცალი იპოვა მამაჩემმა


წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
 
nugomonadireდრო: ორშაბათი, 30.04.2012, 12:45:43 | შეტყობინება # 62
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც მაქვს გასახსენებელი ჩემო ძმებო ზოგი რამ. ზუსტად ასაკი არ მახსოვს როდის ვნახე პირველად თოფი და ტყვიაწამალი, მაგრამ კარგად მახსოვს მარანის შესასვლელთან კედელში ჩამონტაჟებულ სეიფში რაღაც ძვირფასი და საიდუმლოებით მოცული რამეები ინახებოდა და მე რომ არ მაკარებდნენ სიახლოვეს. ცოტა რომ წამოვიზარდე ნელ-ნელა როგორც ძაღლმა იცის ხოლმე მიჩოჩება სუფრასთან სადაც ადამიანები ტრაპეზობენ, აი ასე მიუჩოჩდი მეც იმ მაგიდას სადაც ვაზნებს ტენიდნენ მამაჩემი, ბიძაჩემი და ჩემი ბიძაშვილები. ჯერ მარტო დაცლილი ვაზნების დამწვარი ფისტონების გადაყრა მევალებოდა მაგიდასთან, მერე ნელ-ნელა მეორე საფეხურზე ავედი და ვაზნაზე ფისტონის დადება-ხელში მიწოდება დამევალა. ასე დაიწყო ყველაფერი, ნელ-ნელა და მძიმე-მძიმედ. პიჟების დაჭრა ფისტონების გამოყრა-ახლის დადება, ბოლოს კიდე სრული ნდობა მოვიპოვე და ჩემი ბიძაშვილი თემურიას მეთვალყურეობით მწყერზე სანადირო ვაზნების დატენვის უფლებაც მომცეს(იხვზე და კურდღელზე სანადირო ვაზნებს უფროსები თვითონ ტენიდნენ). ასე ვეზიარე ჩემთვის ყველაზე სანატრელ და საოცნებო სამყაროს. 14 წლის ასაკში ბიძაჩემმა (ამ დროს სამწუხაროდ მამა აღარ მყავდა ცოცხალი)თოფიც დამაჭერინა ხელში და 15 ოქტომბერს ნადირობის სეზონის გახსნის დღეს მწყერზე სანადიროდ წამიყვანა. ამ დღეს იყო რომ დაიწყო და გრძელდება დღემდე ჩემი სამონადირეო ცხოვრება. ჩემთვის ნადირობა, თევზაობა და ბუნებაში სუნთქვა სიცოცხლის ტოლფასია. ძაღლის აღზრდა და დაგეშვაც, ჩემთვის ამ სამყაროს ნაწილია. ჩემს თავს ალბათ არასოდეს უწოდებდი მონადირეს ძაღლი რომ ვერ გამეზარდა და გამეწვრთნა ღირსეულად. ყველას გთხოვთ _ არასოდეს აიღოთ ხელში ფარი, დენის აპარატი და იმაზე მეტი არასოდეს მოინადიროთ რაც დაშვებულია ლიცენზიით. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ტყე უნდა შეუნახოთ შვილებსა...

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
ramazi_777_დრო: ორშაბათი, 30.04.2012, 16:46:08 | შეტყობინება # 63
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 206
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (nugomonadire)
ჩემს თავს ალბათ არასოდეს უწოდებდი მონადირეს ძაღლი რომ ვერ გამეზარდა და გამეწვრთნა ღირსეულად. ყველას გთხოვთ _ არასოდეს აიღოთ ხელში ფარი, დენის აპარატი და იმაზე მეტი არასოდეს მოინადიროთ რაც დაშვებულია ლიცენზიით. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ტყე უნდა შეუნახოთ შვილებსა...

ულამაზესი სიტყვებია...და სიმართლეც.. 166 166


r.jiqia
 
xarataდრო: ორშაბათი, 30.04.2012, 16:52:28 | შეტყობინება # 64
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nugomonadire, თქვენი პოსტის წაკითხვის,მერე ვეღარ ვპოვლობ სიტყვებს და ძალიან მინდა რო რაღაც გითხრათ,მარა როგორც უკვე ვთქვი სიტყვები არ მყოფნის იმისთვის რო კომპლიმენტი გითხართ. თქვენ ნამდვილი მონადირე ხართ მამაო თქვენით ბევრი მონადირე უნდა ამაყობდეს. მართალია პირადად არ გიცნობთ, მარა ძალიან შემაყვარეთ თავი თქვენი სწორი კულტურული ნადირობით 23_30_126 :23_30_126: 39 :39: 39 და კიევ ბევრისთვის მისბაძი ადამიანი ხართ 39 39

შეტყობინება დაამუშავა xarata - ორშაბათი, 30.04.2012, 16:53:14
 
IKAHUNTERდრო: ორშაბათი, 30.04.2012, 18:21:25 | შეტყობინება # 65
პოლკოვნიკი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 283
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველად ბიძაჩემმა რომ თოფი მომცა ხელში და სანადიროდ წამიყვანა ასე 6-7-ე კლასში ვიქნებოდი, ტყის ქათამი ამიფრინდა და პირდაღებულმა თვალი ისე გავაყოლე, რომ არც გამხსენებია ხელში თოფი რომ მეჭირა 069 აი ასეთი კრახით დასრულდა ჩემი პირველი სერიოზული ნადირობა 069 069
 
გიომონადირედრო: ორშაბათი, 30.04.2012, 18:37:49 | შეტყობინება # 66
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 153
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე სანადიროთ ბევრჯერ ვყოფილვარ მაგრამ პირველად ჩემი საკუთარი თოფით რვავაზნიანი მოკლელულიანი ვინჩსტერით ამ სეზიონის ბოლო თვეში თებერვალში ვიყავიიი..... წავედით მე ცჰემი ბიძაშვილი(კახა) დ მისი მეგობარი(გიო) გიო იხვი ოკლა როცა მოვდიოდით მე შაშვებზე შევედი წინ ატი ნომრები მედო ხოლო უკან ორი და სამი ნომრები და უცებ დავინახე მელა პირველი მეორე მესაამე მეოტხე მეხუტე მაგრამ მელა მაინც გარბოდა რო მივეედი იქ სისხლი ეცია კვალს გავყევი და როცა მელა დავინახე ჩემ სიხარულს საზღვარი არ ქონდა ეს დღე არასოდეს დამავიწყდებაააააა

გიორგი კაკაშვილი
 
cxadazeდრო: შაბათი, 12.05.2012, 11:59:17 | შეტყობინება # 67
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 82
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
6 წლიდან ჯერ პნევმატიკიტ და მერე ტოფიტ

მგელი არ იშლის მგლობასა არწივი არწივობასა!
 
ladopopkhadze123დრო: ხუთშაბათი, 29.11.2012, 01:18:15 | შეტყობინება # 68
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველი ნადირობა მარტლაც მაგარი რამაა ჩემი პირველი ნადირობა მოხდა ჩემსავე ეზოში მსხვერპლი იყო კვერნა მაგრამ ეს ნადირობა არ იყო ჩვეულებრისამებრ ტოფით არამედ ჩემი პირველი იარაგი ჯოხი იყო ნადირობის დროს წარმოუდგენელი გრძნობა დამეუფლა მონადირული ინსტიქტების თრთოლვა უფრო გაღვივდა ჩემში და ცოტა სიამაყესაც ვგრძნობდი რადგან ეს ამბავი მტელმა სოფელმა გაიგო და ყველა იძახდა ეს თოპით რას იზამსო g g g g g g g g g :
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 29.11.2012, 11:10:09 | შეტყობინება # 69
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველი ნადირობა, პირველი სიყვარულივითაა რომელიც არასდროს დაგავიწყდება. gimili

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
gio90დრო: ხუთშაბათი, 29.11.2012, 13:35:38 | შეტყობინება # 70
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 420
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბავშვობაში ლაგადკით დავდიოდი და ნ რაოდენობით ჩხართვს და ბოლოშავს ვკლავდი(კარგად ვისროდი ლაგადკას)შემდეგ ბაბუამ ტირის ტოფი მმომცა და იმით ხო სულ გავაწყვე თურამე არსებობდა gimili ასე გავხდი ამ ერთი მშვენიერი პროფესიის მიმდევარი.ცხოვრებაში იმაზე მეტი სიხარული არ მახსოვს როცა პირველი ჩხართვი ჩამოვაგდე gimili

მარჯვე ხელები მადლია ღმერთისგან
 
mamalixarazuliდრო: ხუთშაბათი, 29.11.2012, 18:26:17 | შეტყობინება # 71
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 641
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლაგატკიდან - ზიმსონამდე 23 ალბათ ასე დავარქმევდი ჩემს მონადირულ "მოღვაწეობას" .... ასე ნაბიჯ ნაბიჯ,პატარაობიდანვე მაქვს დაწყილი ნადირობის სიყვარული და ამის გახსენება მსიამოვნებს... ლაგატკა.შემდეგ სულ ახალი ტირის თოფი(მაშინ ეს დიდ რაგაცას ნიშნავდა) ცოტახანში ძემოდან დურბინტიც დვაყენე/პატარა ვინტოვკას გავდა )) / დავრბოდი .. არათუ დავდიოდი ისე მიხაროდა.... ნამდვილი თოფის სიყვარული პაპისგან(დედის მამისგან) განვიცადე... ერტი სული მქონდა სოფელში წავსულიყავი და "ნამდვილ თოფზე" თვალი შემევლო..ცოტა რო წამოვიზარდე დეიდაშვილს დავყვებოდი სანადიროდ(დავსდევდი უკან)... ნანადირევი მომქონდა. . . მყავდა მეძებარი (კურცჰაარი) მაგრამ "უთოფო მონადირე მერქვა" ))) ცოტახანში თოფიც შევიძინე და ოცნებაც ახდა! ვნადირობ და მეამაყება რომ მონადირე ვარ. მგონია,ისეთი კაცი ვინც არ ნადირობს რაღაც აკლია ცხოვრებაში. ვენაცვალე ყველა ნამდვილ,ვაჟკაც მონადირეს 23_30_126

"თოფს უკან,კაცი უნდა!"
 
butatinoდრო: ხუთშაბათი, 29.11.2012, 20:35:04 | შეტყობინება # 72
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე პირველად ოცნებით დავიწყე, არ დამავიწყდება როგორ კვეტდა ცას იხვების გუნდი სამკუთხედად დაწყობილი, და ცემი ოცნებებიც ტან მიჰყვებოდა ხან რას ვოცნებოდი ხან რას მტანჯავდა სიზმრევი თიტქოს თოფი მქონდა და ვნადირობდი ისი ის იყო უნდა გამესროლა და ხან ჩახმახი არ ქონდა ამ თოფს ხანაც ლულა იღუნებოდა, მერე მამაცემს დავუჯდებოდი წინ და ვუყურებდი როგორ ტენიდა ვაზნებს მეც მასტან ერტად მერვიზებოდა როცა სანადიროდ მიდიოდა და ველოდი მის მოვლას, მერე ზაღლების აღზრდას მოვკიდე ხელი მატელ დრეებს მათთან ვატარებდი ვკიტხულობდი ლიტერატურას მათ სესახებ დრე კი დავეხეტებოდი ტყე რრეში ლაგატკით და ქვებით ჯიბე გამოტენილი, ბოლოს კი დროც დადგა არ დავმალავ და პირველად გავიპარე სანადიროდ ცემს მეგობარტან ერტად ბაბუამისის ცალ პირა თოფით და მაშინ მოვინადირე პირველი მწყერი ფეხიდან აფრენილი ისიც და პირველივე გასროლით ჩამოვაგდე ემოციებს ვერ ვმალავდი სისხლში და ხორცსი ისე მქონდა ამდენი ოცნებიტ და საუცარი სურვილით გამჯდარი რო თიტქოს ხელებმა ტავისით გააკეტა ყველაფერი, ახლა კი ვიცი როცა შვილები მეყოლება მათ არასოდეს ავუკრზალავ ბუნებაში ხეტიალს თუნდაც ქვებით ჯიბეგატენილს, ტავიდანვე ვასწავლი რა არი კარგი და რა ცუდი და რომ ნადირობა უფრო მეტია ვიდრე თოფის გასროლა ის ჩვენი სამყარო რომელსაც მარტო ჩვენი ტვალები ხედავენ მამდვილი მნადირეების 23_30_126

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
cqდრო: ხუთშაბათი, 29.11.2012, 22:11:19 | შეტყობინება # 73
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 248
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ცჰემი პირველი ნადირობა კისტიტ იყო ბეხურებზე 2 კლასსჰი მაგის მერე დზალიან შემიყვარდა ეს საქმიანობა

magaria www.bazieri.ge
 
tatoxoniდრო: ოთხშაბათი, 05.12.2012, 22:40:41 | შეტყობინება # 74
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 354
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობა ჩემით ვისწავლე ძლივს მამაჩემს არ ევასება ბაბუაჩემს აღარ შეეძლო ტან ტოპიც არ მქონდა. ერტ დგეს მამაცემს ვუტხარი აგარც ვისწავლი და არც არაფერს გავაკეტეფტქო და იდზულებული სეიქნა ტოპი ეყიდა. პირველი ნადავლი იყო ბეგურა სემდეგ გაიზარდა სანადირო პრინველების რიცხვი და გრდზელდება დგესაც...

ხონსკი
 
zaza123დრო: შაბათი, 15.12.2012, 16:57:20 | შეტყობინება # 75
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი პირველი ნადირობას ახლაც სიამოვნებიტ ვიგონებ..13 წლის მამამ პირველად წამიყვანა სანადიროდ და 5 გასროლიდან 2 მწყერი მოვკალი,სიხარულისგან არ ვიცოდი რა მექნა,ეს იყო ჩემი პირველი ნადირობა 15 წლის წინ...შემდეგ წლებში კი წავიდა სერიოზული ნადირობები და მიზნის გასწორებები 166

me var monadire
 
დათო_მონადირედრო: კვირა, 16.12.2012, 16:28:50 | შეტყობინება # 76
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zaza123, მეც თქვენი არ იყოს პირველად სანადიროდ მწერზე 12 წლის ასაკში წავედი. იმ დგეს 2 გასროლიდან 2 მწყერი მოვკალი სიხარულიდან აგარ ვიცოდი რა მექნა. ეხაც ძალიან ტკბილად ვიგონებ იმ წუთებს 39

მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
gura_bazadzeდრო: სამშაბათი, 18.12.2012, 17:17:43 | შეტყობინება # 77
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 22
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე 12 წლისამ დავიწყე მარტო ნადირობა gimili gimili
 
CIVXELA55დრო: პარასკევი, 04.01.2013, 18:58:45 | შეტყობინება # 78
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე პირველად მამაჩემა 6 წლის ასაკში წამიყვანა ჩხართვზე სანადირო რის მერეც ნადირობის დააავადებით დავსენდი და დღემდე მომყვება ეს დაავადება დგესდგეობიტ უკვე შემიძლია დამოუკიდებლად ნადირობა ყოველი ნადირობისას მახსენდება ტუ როგორ მივყვებოდი მამაჩემს თავის ნაკვალები რო არ ჩავფლულიყავი თოვლში.ეს დაავადება მე ვიცი რომ ჩემტან ერთად იქნება და ყველგან წამომყვება gimili

დამატებულია (04.01.2013, 17:58:45)
---------------------------------------------

 
kaxelo-ij27დრო: პარასკევი, 04.01.2013, 22:44:19 | შეტყობინება # 79
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 133
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი პირველი ნადირობა დაიწყო იჯ-კ-18 16 კალიბრით პაპას ნაჩუქარი თოფით კახეთში მიხაროდა ყოველთვის ჩასვლა იმისთვის რომ ძმაკაცებს დავყავდი მწყერზე,იხვებზე და სხვა ნაირ სახეობებზე .მერეც უფროდა უფრო შემიყვარდა და შევიძინე ყველაფერიც და კარგადაც ვნადირობ დიდი სიამოვნებით 23_30_126 gimili

დამატებულია (04.01.2013, 21:44:19)
---------------------------------------------
ისე პირველი ტყვია დაახლოვებით 12 წლის ასაკში ვისროლე და მწყერიც ავიყვამე gimili


taturashvili
 
omarinnnდრო: შაბათი, 05.01.2013, 22:21:50 | შეტყობინება # 80
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 119
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველად 14 წლის ასაკში დავიწყე ნადირობა,ისე ლაკატკით სკოლის ასაკიდან
 
anri-opshkvitiდრო: სამშაბათი, 22.01.2013, 21:58:18 | შეტყობინება # 81
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 217
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველად მამაჩემმა წამიყვანა მწყერზე ასე 7-8 წლის ვიქნებოდი, დიდი ხნის ნადირობის შემდეგ ისვენებდენენ მონადირეები, მე მივეპარე მამაჩემს და თითი გამოუკარი სასხლეტზე ისე დამარტყა კონდახმა ერთი 5 მეტროზე გადამაგდო ეს მახსოვს პირველი ჩემი სანადიროტ წასვლის 069 069 069 069 069 069 069 069 069
 
ikoj1967დრო: სამშაბათი, 22.01.2013, 22:21:31 | შეტყობინება # 82
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 187
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირეველი ნადირობა იყო შურდულით, რასაც საცოდავი ბეღურა შეეწირა..., მაშინ ის საცოდავი შემეცოდა კიდეც, მაგრამ რამოდენიმე დღეში იგივე გავიმეორე და წავიდა და წავიდა მას მერე...
 
giorgevichi83დრო: სამშაბათი, 22.01.2013, 23:07:38 | შეტყობინება # 83
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 108
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე პირველატ სანადიროთ ბიზაჩემმა ცამიყვანა მთაში ქედანზე და ზალიან ბევრი დავხოცეტ,ზალიან გახარებული ცჰამოვედი ქედნებიტ დახუნზლული.
 
popkhadze123დრო: სამშაბათი, 26.02.2013, 19:59:31 | შეტყობინება # 84
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 8
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი პირველი ნადირობა ნაკლებად ორიგინალური იყო რადგან ის მოხდა თოფისაგან განსხვავებული იარაგით ეს იყო მეტ ნაკლებად მოკაუჭებული თხილის ჯოხი ჩემი პირველი მსხვერპლი იყო კვერნა. დილიტ ადრე დედა მაგვიდზებს ადე სარდაფსჰი რაგაც უცნაური ცხოველიაო მეც ავდექი ცწრაფად ცჰავიცვი და სარდაფსჰი ცჰავედი როცა კვერნა დავინახე ცემტან ახლომდებარე ჯოხს ხელი ვსტაცე და რამდენიმე წუტსჰი ცჰემ წინ მკვდარი კვერნა იყო ასე დავამარცხე კვერნა ჯოხიტ აბორიგენების ტომის ბელადიბიტ ამ ჯოხს დგემდე ვინახავ. 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126
 
l)omidzeდრო: სამშაბათი, 26.02.2013, 20:47:18 | შეტყობინება # 85
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 265
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეხუთე კლასში უნდა მივსულიყავი როდესაც ქუჩაში მოვისმინე მეზობელი მონადირეების საუბარი ნადირობაზე. აგვისტო იყო და მალე სეზონი უნდა გახსნილიყო. მე ძალიან დამაინტერესა ნადირობამ მონადირეების მონაყოლიდან და მამაჩემს ვსთხოვე რომ სანადიროდ წავეყვანე. მან კი როგორც წესი მითხრა რომ ნადირობა არ შეიძლებოდა და მხოლოდ მინდორში გამიყვანდა, თოფის სროლას და ნადირობის წესებს მასწავლიდა მე ამაზე დავთანხმდი დაახლოებით 20 დღესი ნორმალურად ვისწავლე სროლა და ამასობაში სეზონიც გაიხსნა და წავედით დილით სანადიროდ ძაღლი მაშინ არ გვყავდა და მეზობლის ძაღლი წავიყვანეთ. აფრინდა მწყერი მე უცებ შევშინდი მის ხმაზე და მაინც უცებ მოვიმარჯვე თოფი და ვესროლე დაახლოებით 40 მეტრში და შედეგიც მივიგე. მამაჩემს გაუკვირდა რადგან მოძრავ სამიზნეს პირველად ვესროლე. ამის შემდეგ მე ვნადირობდი ხოლმე მამასთან ერთად კვირაში 1-2ჯერ. ასე დავიწყე ნადირობა. ხოლო ამ სეზონის წანა სეზონზე მამაჩემი ფეხმა შეაწუხა უკვე ჩემი ძაღლიც მყავდა და დილით 7 საათზე მამა გავაღვიძე და სანადიროდ წასვლა ვსთხოვე.. ფეხი ძალიან აწუხებდა, და მითხრა რომ ვერ წამოვიდოდა მე ოთახიდან გავბრუნდი და მითხრა რომ მარტო წავსულიყავი მე გამიხარდა მაგრამ ამავე დროს მაინც პატარა ვარ მეთქი და არ დავეთანხმე მაგრამ მან მითხრა რომ უნდა წავსულიყავი და გამოჩნდებოდა როგორ მქონდა ნასწავლი წესები, უარი ვეღარ უთხარი და წავედი სანადირო ადგილი სახლიდან 200 მეტრშია და ამიტომ წავედი ამაყად და 15 გასროლით 7 მწყერი მოვიყვანე. იმ დღის მერე იმ მინდვრის გარდა არსად მინადირია მწყერზე გარდა 1 დღისა რდესაც მამაჩემის მეგობარმა წამიყვანა პერელიოტზე. gimili gimili

დამატებულია (26.02.2013, 19:47:18)
---------------------------------------------
bendeksi (ნეტა ლომიძემ რამდენი წლის ასაკში ინადირა პირველად "ოჩენ ინტერესნოო") აჰა ხომ გაიგებ ახლა gimili gimili 069


მე მიყვარს www.bazieri.ge |გ.ლომიძე
 
bichi2009დრო: ოთხშაბათი, 27.02.2013, 11:57:01 | შეტყობინება # 86
ჯგუფი: წაშლილები





ნადირობა პნევმატურით დავიწყე თან მაშინ ტყვიები ძნელად იშოვებოდა და მოვიფიქრეთ მე და ჩემმა ძმაკაცმა ვისთანაც ერთად დღემდე ვნადირობ და მის გარეშე არ მივდივარ მოვიფიქრეთ მანდარინის ტყავს გავუკვეხებდით პნევმატურს და ზემოდან საფანტს ვაყრიდით 9-10 ნომერი და ახლო მანძილზე ეფექტური იყო. მერე გაგვიჩნდა თოფის მუღამი და პირველი მე გადავწყვიტე მესინჯა ძალები და ავიღე თოფი და 3 დღე ტყუილად ვიარე მხოლოდ ვუმიზნებდი და არ ვესროლდი მეოტხედღეს პნევმატურზე რო ვიყავი მიჩვეული 5 მეტრიდან სროლას სადღაც 10 მეტროში ვესროლე შაშვს და ნახევარი დავტოვა ნახევარი მხარე გააცალა 069 069 აი იქედან დაიწყო ჩემი მოღვაზეობა და სიყვარული ამ სფეროსადმი 39
 
Шотиდრო: სამშაბათი, 12.08.2014, 12:28:42 | შეტყობინება # 87
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 21
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მამაჩემი კარგი და განთქმული მონადირეა, მეც პატარაობიდან გამომყვა ნადირობისადმი სიყვარული, ყოველთვის მინდოდა სულ სანადიროდ წასულიყო რათა მეც წავეყვანე,დავყავდი კიდევაც სადღაც 7-8 წლის ასაკიდან. შემდეგ კი მიყიდა ტირის თოფი,(დიდი თოფისთვის ჯერ პატარა ვიყავი) დავზდევდი შაშვებს ვკლავდი კიდევაც, მაგრამ ეხლა უკვე წამოვიზარდე და ტირის ნაცვლად თოფი მინდოდა, ერთ ჩემ დაბადების დღეზე როდესაც 15 - ი წელი მისრულდებოდა მოულოდნელად მამაჩემმა 28 კალიბრიანი ერთლულიანი თოფი მიყიდა,მოკლედ იმდროს ჩემზე უბედნიერესი არავინ მეგულებოდა, მოკკლედ ერთი სული მქონდა როდის გავიდოდი სანადიროდ, მწყერის სეზონი ჯერ კიდევ არიყო მორჩენილი, მოლედ როდესაც პირველი მწყერი მოვკალი ლამის გავგიჟდი სიხარულისგან, შემდეგ იყო ტყის ქათანი, იხვი და ასე დაიწყო ყველაფერი და გრძელდება დღემდე.

_______________
 
akson777დრო: სამშაბათი, 12.08.2014, 14:00:04 | შეტყობინება # 88
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი პირველი ნადირობა იყო მწყერზე, 16 წლის ვიყავი მამაჩემმა ზიმსონი მაჩუქა 12 კალიბრიანი და წავედით სეზონის გასახსნელად.იმ ნადირობაზე მწყერი რო მიფრინდებოდა ვერ ვბედავდი სროლას , მეშინოდა არ ამეცილებინა ერთი სამი მწყერი ესე უსროლელად "გავაცილე". მერე ამიხსნეს რო არაფერ სირთულეს არ წარმოადგენდა პირიქით ადვილია , ნელია უბრალოდ სწორი დამიზნება და სწორი მოძრაობა უნდა სროლისას და შენიაო. ამ სიტყვებმა თავდაჯერებულობა შემმატა, შემდეგ გავრისკე და 40 მეტრში ვესროლე მწყერს , ზიმსონმა თავისი ქნა და მწყერი ჰაერში გააქვავა. ასე მოვიპოვე პირველი ნანადირევი. იმ დღეს გამიმართლა და 8 გასროლით 8 მწყერი მოვიპოვე რაც ახალბედასთვის ოცნებაა. რა თქმა უნდა იმ დღიდან მოყოლებული მოწამლული ვარ ნადირობით და ვიცი რომ ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო შევტოპავ და უფრო და უფრო დავიმუხტები ნადირობით, ერთი ვიცი ნამდვილად რომ ნადირობას არასოდეს არ შევწყვეტ ეს სიზნარშიც არ მოხდება!

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი

შეტყობინება დაამუშავა akson777 - სამშაბათი, 12.08.2014, 14:02:36
 
solomonდრო: სამშაბათი, 12.08.2014, 21:04:37 | შეტყობინება # 89
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მამაჩემიც კარგი მონადირეა მაგრამ პირველად ბაბუამ მასროლინა შაშვზე (სუროზე შაშვით დაიწყო ალბათ 90% მონადირემ) 069 ბევრი როარ ვიტრაბახო 10-11 წლის ტყეში დავდიოდი ძაღლით, თოფს თუ რამეს არ გაუდებდი ვერ ვსროლილობდი აქედან გამომდინარე შაშვს და შვირინას ვკვლავდი მხოლოდ, ერთ მშვენიერ დღეს ცხვირ წინ ამიფრინდა ქათამი ისე ინსტიქტურად ვესროლე მეც არ მახსოვს მომენტი საერთოდ, თოფის დაქუხების მერე 2-3 ბუმბული დავინახე ცაში და ჩემმა პირველმა მონადირე ძაღლმა "ჩორნამ" მომიტანა ქათამი, ალბათ კლ-ზე მაინც ვიქნებოდი სოფელში სახლიდან მოშორებული, სულ მოუთქმელი მივირბინე სახლმადე რო ყველაზე მენახებინა მაშინ იყო რო ავიკიდე "სენი" რისგანაც ვერ განიკურნები :)))) ყველაზე მაგრად მახსოვს 1999 წელი, დიდი თოვლი იყო, "შუაღელე" შემოვიარე 10 შაშვი 2 ქათამი და პირველი ისილბაში მოვინადირე, "პოლაროიდი"-ით გადაღებული სურათიც მაქვს სულ რაგაც 14 წლის ვიყავი :D
მაგრად ვარ ამ სენით დავაადებული და რავქნა! :)) ყველას გისურვებთ მგლის მუხლს და თვალში არწივის სინათლეს!!!
 
Avciდრო: შაბათი, 23.08.2014, 18:59:42 | შეტყობინება # 90
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 128
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დგეს გავხსენი სეზონი ჩემი პირველი ნანადირევით და ახალი თოფით <3 39

წარმატებები...
 
chelo2121დრო: ორშაბათი, 01.12.2014, 19:21:52 | შეტყობინება # 91
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 24
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე პირველად პირველივე გასროლაზე ცალ ლულიანით შაშვი მოვკალი 069 ზამთარში კარალიოკის ხეზე იჯდა 167
 
tatatataდრო: პარასკევი, 16.01.2015, 14:54:14 | შეტყობინება # 92
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართლაც რომ ბევრ მწერალს შეშურდებოდა თქვენი,არ მბეზრდება კითხვა gimili 10 10
 
daviti911დრო: სამშაბათი, 14.04.2015, 22:47:23 | შეტყობინება # 93
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე პირველად 13 წლის ვიყავი როცა ბიზაჩემმა მწყერზე სანადიროდ წამიყვანა ტოზ54 იმ დგეს 2 ცალი მწყერი მოვკალი და ეს იყო უბედნიერესი მომენტი ჩემს ცხოვრებაში რომელიც არასდროს დამავიწყდება და მას მერე დააავადებული ვარ იმ სენით რასაც ნადირობა ჰქვია.

Born to hunt
 
chale88დრო: სამშაბათი, 14.04.2015, 23:49:35 | შეტყობინება # 94
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე 8 წლის ვიყავი პირველად რომ მოვინადირე ჩხიკვი. მახსოვს რამდენი ვეჩალიჩე ტიზ ბეს ჩახმახს რო მომემართა თოფი სასროლად. gimili

ბ.თოთაძე
 
daviti911დრო: ოთხშაბათი, 15.04.2015, 00:12:32 | შეტყობინება # 95
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 291
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობით ადრეც ვნადირობდი მარა მაშინ კისტით 13 წლიდან კი თოფით დავიწყე გამფრინვალე ჩიტზე ნადირობა. 48

Born to hunt
 
ბაქარიდრო: ოთხშაბათი, 15.04.2015, 11:20:07 | შეტყობინება # 96
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძლიან ცუდია როცა პირველი ნადირობა ასე გვახსოვს, მამისთვის მოპარული თოფი 48 ძალიან კარგი იქნებოდა კანონი, რომ ითვალისწინებდეს მამას ან გამოცდილ მონადირეს შეეძლოს მის მფლობელობაში არსებული სანადირო თოფით მისი მეთვალყურეობის ქვეშ ახალგაზრდა მონადირის გამოწვრთნა. შედეგად პირველი ნადირობაზეც უფრო ბევრი გვექნებოდა მოსაყოლი და არც ერთმანეთს გაჩარჩმავდნენ დამწყები მონადირეები სეზონზე 36_1_69 მე ოჯერ მომარტყეს შარშან მწყერის საფანტი. ჩემი პირველი ნადირობა (დამჯდარ ფრინველს არ ვათვლი) კი მწყერზე შედგა 32 კალიბრის მცთ ჩემი პირველი მეძებრით, რომელიც 7 თვის იყო და პირველად ნახა ფრინველი სიმინდის ყანის პირას წამით შეყოვნდა კუდის მოძრაობა შეწყვიტა და წინ გადაიხარა, მე იმწამსვე მოვწიე ზატორის თავი, უცებ სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა უფრო სწორად მე არ მესმოდა არაფერი გარდა ჩემი გულის ცემისა და ეს სიჩუმე მწყერის ფრთის ხმამ დაარღვია რასაც ჩემი 32 კალიბრიანი მც-ეს გატკაცუნება მოჰყვა.... იმ წამს ვერ გავარჩიე მოხვდა თუარა ფრინველს, მაგრამ ძალიან რომ დააგვიანდა ჩემს ოთხფეხა მეგობარს და ბრძანებაზეც არ მოვიდა მაშივ მივხვდი და თავზე დავადეგი გახარებული იწვა და თათებსი დაჭრილი ფრინველი ყავდა.... ჩემი პირველი მეძებარი ბიმი რომელიც იმ დღეს დავგეშე სრულიუად გამოუცდელმა დღეს 14 წლის წევს ჩემს ეზოში და ტკბება სიბერით gimili მეზობელმა მითხრა მაინც ტყვილა არის მოიშორეო და ისეთი თვალებით შევხედე ბოდიში ძამა ვიხუმრეო 36_1_69
 
datovaniდრო: ოთხშაბათი, 15.04.2015, 21:25:16 | შეტყობინება # 97
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 28
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემგან ალბათ ცოტა უხერხულია ამ თემაზე საუბარი, რადგან ნადირობის გამოცდილება ნაკლები მაქვს , ასაკის გამო. თუმცა გასახსენებელი ცოტა მაქვს, ჩემი ყველა ნადირობა დეტალურად მახსოვს და როცა მათ ვიხსენებ სიხარულით ვივსები.მართალია ნანადირევის სიუხვით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ჩემთვის ამას მნისშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მთავარი პროცესია და არა შედეგი.
თავიდან მეც შაშვზე და ჩხართვზე დავიწყე. ნადირობის სურვილი ყოველთვის მქონდა, ამბობენ ბაბუაშენისაგან "გადმოგედოო":). თოფი პირველად დაახლოებით 12 წლის ასაკში ვისროლე და იმის მერე ხელიდან არც გამიშვია.ზამთარ-ზაფხულ სულ თან დამქონდა ჩემი "მერკელი".ახლაც ასე ვარ, მაგრამ სწავლის გამო ხშირად ვერ ვიცლი სანადიროდ. მინდა ჩემი პირველი მწყერზე ნადირობა გავიხსენო.
მწყერზე პირველად შარშან ვინადირე. ძაღლი არ მყავს და მეზობელს გამოვართვი.მსმენოდა, მაგრამ არ მენახა , ის ენით აღუწერერელი სილამაზე, რომელსაც ნაბული ქვია.ამასთან ერთად ორმაგად გამიხარდა, რადგან ვიცოდი, ჩემი პირველი მწყერი უნდა ამოფრენილიყო.სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ სიხარულს, რომელიც მაშინ განვიცადე, როცა ნაცრისფერი ბურთი ბალახიდან ამოფრინდა. კარგად დავუმიზნე და ჩამოვაგდე.ძაღლი საერთოდ არ მახსოვდა გავექანე და მწყერი ხელში ავიტაცე. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე ეიფორიაში. ფიქრებიდან მაშინ გამოვერკვიე, როცა ძაღლი მოვიდა. ნადავლი ჩამოვიკიდე და გზა განვაგრძე. იმ დღეს 3 მწYერი მოვინადირე 5 სროლით.მაშინ ჩემზე ბედნიერი არავინ არ იქნებოდა დედამიწის ზურგზე.
აი ასეთი იყო ჩემი პირველი ნადირობა მწყერზე. ის დღე ალბათ სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება.
დიდი მადლობა იმას, ვინც ეს ტექსტი ბოლომდე წაიკითხა.ალბათ არც გაგიკვირდებათ და ადვილად მიხვდებით ახლა რა მდგომარეობაშიც ვარ. უზომოდ ბედნიერი იმით რომ ჩემი განცდები გაგიზიარეთ. ვისაც მოგეწონათ წინასწარ დიდი მადლობა ყველას. 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126 gimili gimili


ნადირობა მარტო სროლა არ არის, მთავარი აქ პროცესია და არა შედეგი.
 
lasha2626დრო: სამშაბათი, 28.04.2015, 18:42:25 | შეტყობინება # 98
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 42
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემთვის ყველა ნადირობა პირველია, ამიტომ არ მახსოვს ის ნამდვილი პირველი)))

lasha razmadze
 
dato75დრო: სამშაბათი, 28.04.2015, 23:36:19 | შეტყობინება # 99
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 126
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პირველი ნადირობა რათქმაუნდა მოპარული ცალპირა თოფით იყო შაშვებზე 8 ცლის ასკში. შემდეგ გავთამამდი ტყის ქათამზე, მწყერზე ქედანზე. კურდგელზე ნადირობამ მთლად მომწამლა და ასე ვაგრძელებ დგემდე.
 
Шотиდრო: სამშაბათი, 01.09.2015, 14:45:22 | შეტყობინება # 100
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 21
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
6147

_______________
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика