პედიატრი, გეთანხმები მასეა დაახლოებით, ალპური მგელის შემოყვანა საქართველოში იყო დიდი ფულის გაკეთება და მეტი არაფერი, დღესდღეობით მგლის პოპულაცია დაახლოებით 50-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას, და ამ საერთო პოპულაციაში 80 % ალპური მგელია. მსგავსი სლეობა კომუნისტებმაც გააკეთეს როცა ენოტისებრი ძაღლი შემოიყვანეს ვითომდა ბეწვეულის მისაღებად, ჰოდა ამ ენოტმა დედა უტირა ხოხობს. ტილიანი ენოტი ამერიკაში არავის უნდა და ჩვენ რა ჯანდაბათ გვინდოდა ? ეეჰ ჩემო მეგობარო რაც გვჭირს ჩვენი სისულელით გვჭირს ყველაფერი. ბატონ მინისტრს სულ სხვა პრობლემები აწუხებს, სულ სხვა კუჭი ეწვის და კი ვიცი სადამდე მივა ეს ყველაფერი. ტურას რაც შეეხება, ეგ მართლა პარაზიტია, ჭამს ყველას და ყველაფერს რასაც მოერევა, მე თუ მკითხავთ მისი პოპულაცია 100-150 ინდივიდამდეა დასაყვანი. გარეული კატა იმდენად მცირეა რომ ეგ განსაკუთრებულ ზიანს არ აყენებს ფრინველებს ისევე როგორც მელა, რომლის კვების რაციონში ძირითადათ მღრნელები შედიან. ჰო რაც შეეხება პრემიებს მგლის და ტურის განადგურებაზე, მაგას არავინ დაუშვებს სავარაუდოთ (პასუხს მოთხოვენ მერე მაგათ მაგისთვის) მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მგლის და ტურის მოკვლისთვის არავის აჯარიმებს გდი. ხმამაღლა უბრალოდ ვერ იტყვიან მიდით ამოიღეთო. იმედი მაქვს მალე ჩვენს სასიკეთოთ რაღაც ძვრები იქნება, ცოტაც დაველოდოთ. მაგრამ მანამდე ჯობია ჩვენ ვატაროთ "აგიტაცია-პროპაგანდა" ბრაკონიერობის წინააღმდეგ. ამ ეტაპზე დათვის და ჩლიქოსნების მოკვლა მართლა დანაშაულად მიმაჩნია ჩვენი შვილების წინაშე და ამ დანაშაულებრივი ფოტოების აფიშირება არამიზანშეწონილად კი ბატონო გეთანხმებით, რომ მგელის, ტურის და ენოტისებრი ძაღლის პოპულაცია მკვეთრად შესამცირებელია (ეს უკანასკნელი საერთოდ გასანადგურებელია), მეც და ჩემი მეგობრებიც ვზრუნავთ ამ საკითხზე შეძლებისდაგვარად, მაგრამ ისე არ გამოგვივიდეს მერე, რომ მგლის და ტურის საქმე დამატებით ჩვენ ვაკეთოთ :)
უკვე მართლა დავიღალე ერთი და იგივეს გამეორებით ამ რამოდენიმე დღეში :)
PATARA-SAMO, საქმითა ეგ დასაწყები და პირველ რიგში ჩვენ უნდა დავიწყოთ, მარტო სახელმწიფოს იმედზე ყოფნა დიდს ვერაფერს მოგვცემს. ბოლოს ვინ დააჯარიმეს მავნებლების ამოღებისთვის შეგიძლია მითხრა ? მემგონი ვერ მეტყვი, იმიტომ რომ არ მომხდარა მსგავსი ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ლიცენზიებს რატომ არ გასცემენ ? ზოგადათ დავწერე უკვე ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით. ზოგჯერ ხდება რომ ადამაინები შეუგნებლად ჩადიან ცუდს. მარტივ მაგალითს მოვიყვან: ორიოდე კვირის წინ ვნახე ადამიანები რომელთაც ლეკვი ყავდათ გაყვანილი დასაგეშად და გეშვის პროცესში 3 მწყერი მოეკლათ. რომ ვკითხე რატო მოკალით მეთქი, მითხრეს 3 ცალი მოვკალით სულ კი არ ვნადირობთ ძაღლს ვგეშავთ სეზონისთვისო. ერთი მხრივ რა არის ეხლა სამი მწყერი რომ შეხედო ? არც არაფერი ხო ? მაგრამ წარმოიდგინე რამდენ მონადირეს ყავს ძაღლი დასაგეში იმდენმა რომ სამ-სამი ხოცოს რას მივიგებთ ? საშუალოდ ერთი დედა მწყერი 10 კვერცხს ჩეკავს, ვივარაოდოთ ეხლა რომ იმ სამიდან მხოლოდ ერთი იყო დედალი, გამოდის რომ 12 მწყერი მოკლეს ხო ? გაამრავლე ეხლა ეს არსებული ძაღლების რაოდენობაზე რამდენს მიიღებ. რატო აკეთებენ ამას იცი ? იმიტომ რომ არ იციან რომ ძაღლის დაგეშვას მწყერის მოკვლა საერთოდ არ ჭირდება. ესეთი რაღაცაც მომისმენია, თურმე ძაღლს მწყერი უნდა ანახიო, მოუკლა და მერე სისხლი მოუსვა ცხვირზე, ამის მერე თურმე პიზდეც, ჰაერში იჭერს მწყერს. რა არის ეხლა ეს ? უცოდინრობა და სიბრიყვე მეტი არაფერი. ამას რომ თავი დავანებო, გაიხედა გარეთ ვიღაც ხეპრემ გაიგონა სროლის ხმა და ე ბიჭო მოსულა მწყერიო, დაავლო თოფს ხელი და გავარდა სანადიროთ შუა ივნისში. ესეთს რომ შეეკითხები რატომ ნადირობ არასეზონზეო გეტყვის, სეზონზე არარაფერია და 10 მწყერი თუ მოვკალი რა მოხდა მერეო. უცოდირობიდან მოდის ეს ყველაფერი. თოფის ხმარება არ იციან, მწყერს და ღალღას ერთმანეთისგან ვერ არჩევენ და თავი მონადირეებათ მოაქვთ. ჯერ ისწავლე ბიძიკო თოფის მოხმარება, ისწავლე შენი ქვეყნის და ბუნების სიყვარული და მერე გავარდი ტყე ველად. მომისმენია ესეთი ფრაზებიც, სად ვზდიო მინდორ მინდორ მწყერს ჩავრთავ მანოკს ღამე და დილას გადაპენტილი დამხვდება იქაურობაო. 10 კილომეტრი გამივლია 5 მწყერი მომიკლავს და თავი იმათზე ბედნიერად მიგრძვნია ვისაც მანოკით ერთ ყანაში 20 მწყერი მოუკლია. ნადირობა ჩემთვის სპორტია, განტვირთვის და სულიერი დამშვიდების საუკეთესო საშუალება და არა მკვლელობის აქტი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს 5 მოვკლავ თუ ათს. თუ დამიჯერებთ 20 მწყერზე მეტი არასდროს მომიკლავს გასვლაზე, თუმცა მქონია შანსი 100 მომეკლა უპრობლემოთ. რატო უნდა მომეკლა ? მე და ბიძაჩემი ვიყავით 15-იოდე წლის წინ დათვზე სანადიროთ წასულები, (თავში მიქროდა მაშინ) ჩემ ნომერთან გამოიარა პირდაპირ, ვერ ვესროლე ისე დარდიმანდულად მიაბიჯებდა. მოკლეს ის დათვის მეორე დღეს, მე აღარ წავყევი და გატყავებული რომ ვნახე გული კინაღამ შემიღონდა. გატყავებულ კაცს გავდა ზუსტად. ორი წელი თოფისთვის არ მომიკიდია ხელი და მერე დავიფიცე რომ არასდროს წავიდოდი დათვზე სანადიროთ. შველზე ვიყავი ზეკარში გადასული, ჩემს წინ გამოაგდეს პირადპირ ძაღლებმა, აზარტში ეგრევე ვესროლე და ჩემს წინ 10 მეტრში დაეცა. რომ მოვიკიდე ზურგზე ქალივით ამოიკვნესა და ცრემლები წამოუვიდა. გეფიცებით ჩემი თავი შემზარდა იმ წუთში. ვერ გეტყვით მეგობრებო რატომ ვწერ ამ ისტორიებს ალაბთ მეწერება და იმიტომ... ბოდიშს ვიხდი თემას გადავუხვიე, თუ საჭიროდ ჩათვლით წაშალეთ პრობლემა არაა.
VASKA35, შენ გენაცვალე მეგობარო შენ ყოფილხარ ნამდვილი მონადირე და ნამდვილი ბუნების მოყვარული.. ღმეთმა ბევრი გვიმრავლოს შენნაირი მონადირეები საქართველოში
რა ხდება ზმ საიტზე? რის ალპურეი მგელი. მგერლმა საქრთველოსი ჩეჩნე ტი ომის მერე იმატა , როგორც ყველა ნადირმა, არსებობს ათასი მითი მაგრამ ფაქტია ნადირმა ჩრდილო კავკასიის ომის მნერე მოიმატა საქართველოში. ასევე მგელმაც, მასდ აქ მტერი არ ყავდ ა და აქაური მგელის სიმცირის გამო გამრავლდა და გაფართოვდა, არსებობს 1000 ლეგენდა მაგრამ თუ დავუკვირდებით მგელი სწორტედ რომ ჩეჩნეთის ომიას მერე გამრავლდა, ეს ფაქტია. საქართველოში სიმცირის გამო მათ ბევრი ადგილი ნახეს მოსამრავლებლად. იალღუჯაზე მათი ხსენებაც არ იყო დაარც არასდროს ვინმეს გაეგო მაგრამ ეხლა მრავლაფდ არიან. :25: :25: :25: ასევე უდაბნოშიც
[b]grenader21, ის რომ ჩეჩნეთის ომის დროს ბლომად ნადირი გადმოვიდა მართალი ხარ, ეგრე იყო, მაგრამ როგორც გადმოვიდა მათი უმეტესი ნაწილი ისევ უკან გადავიდა. ეს გადმოსულ მგელსაც ეხება, ვინაიდან ზოგადათ მგელი ნადირს დაყვება და მასთან ერთად მიგრირებს. მე ლეგენდებით და იმ ხალხის მონაჭორის საფუძველზე არ ვსაუბრობ სამი ჭიქის მერე რომ ისტორიებს ყვებიან, როგორ ისტორიებს ყვებიან კი იცით (ლელიანის კატას ლეოპარდათ რომ ნათლავენ და 20 კილოინი ბატის მოკვლის ისტორიას რომ ყვებიან) თუმცა მარტო ეს არ არის მათი მომრავლების მიზეზი, ნადირობის აკრძალვამაც ამ სახეობაზე, მნიშვნელოვნად იმოქმედა. მე დავწერე ის რაც დანამდვილებით ვიცი [/b]კომპეტენტური ადამიანებიდან. მემგონი თემას მაააგრად გადავუხვიეთ
თემას კი გადავუხვიეთ, მაგრამ აქტუალურ საკითხებზე ვსაუბრობთ და გამიხარდა ამ პასუხების წაკითხვა. გდი-ს ხალხი, გეთანხმები, გაგებით ეკიდება ბევრ მომენტს, ასეთ ხალხს ღმერთმა გაუმარჯოს.მაგრამ წითელ წიგნში შეტანილი ცხოველის მოკვლა უნდა აღიკვეთოს, დენით თევზაობა უნდა აღიკვეთოს. vaska35, შენ კარგად ერკვევი ამ საკითხებში!ყოჩაღ ძმა!
VASKA35, პედიატრი, მალე დაფუძნდება კლუბი ”ბაზიერი” და კლუბის გამგეობის გადაწყვეტილებებს დაექვემდებარება საიტი, ბრაკონიერული მასალების დადება უნდა აიკრძალოს! მაგრამ კლუბმა უნდა იზრუნოს და იბრძოლოს იმისათვის, რომ ზოგიერთ სახეობაზე ნადირობა, რაც რატომღაც ბრაკონიერობად ითვლება, დაშვებულ იქნას კანონით. კლუბმა უნდა იზრუნოს მტაცებლების გამოხშირვისათვის უფლების მისაღებად და სწორი, ეთიკური ნადირობის ტრადიციების ჩამოსაყალიბებლად საქართველოში! შემოგვეხმიანეთ!
კი ბაონო დაწვრილებით ახსნა თუ გინდათ არ არის პრობლემა
Quote (VASKA35)
რა სვანს და ხევსურს აგიტაცია ვუტაროთ ჯიხვი არ მოკლათქვა თუ კალმახი არ დაიჭირო შენ წყლებშითქვა.
ეს რა შუაშია საერთოდ ვერ ვხვდები. ფშავ-ხევსურეთი და სვანეთი ცალკე ავტონომიაა და საქართველოს შემადგენლობაში არ შედის ? აგიტაციას თუ არ ჩაუტარებ, ტაშს მაინც ნუ დაუკრავ და სხვას მაინც ნუ წაახალისებ.
Quote (VASKA35)
ნიამორს,ჯიხვს და ირემს მთავრობამ უტირა დედა და ჩვენ რა შუაში ვართ
ამაში რა იგულისხმება ვერც ამას ვხვდები, მთავრობის აპარატი დადიოდა ავტომატებით ჯიხვზე სანადიროთ და მაკე ჯიხვებს ხოცავდა ? თუნდაც ესე იყოს ჩვენ საბოლოოდ მოვუთავოთ ხელი მერე ?
ავტონომია კი არა წესი და კულტურა აქვთ.მათი ტრადიციაა.ჯიხვის მოკვლა უდიდეს ვაჟკაცობას მოითხოვს და და მე არ ვაპირებ მორალი ვუკითხო მათ,მით უმეტეს რომ ჯიხვი კავკასიონზე დაბმული არ არის და მათი უმეტესი ნაწილი რუსეთის ფედერაციაში ბინადრობს,ისინი კი ნადირობენ და უცხოელებსაც ანადირებენ სამონადირეო მეურნეობაში ამ ცხოველზე.მთავრობა კი იმ შუაშია რომ უმეტესი ნაწილი ამ ცხოველებისა ვერტმფრენიდან ნადირობით ნადგურდება (უმეტეს შემთხვევაში ავტომატებით),მხოლოდ რქების გულისთვის,ვერტმფრენი კი რამდენიმე დაფრინავს ამ ქვეყანაში და მონადირეების ბალანსზე არცერთი არ არის.მთავრობამ იმიტომ გაწყვიტა რომ რამდენიმემილიონიანი გრანტი აიღო მგლის პოპულაციის მოშენებაზე და დატოვა 100 ირემი და კიდევ საქართველოს სხვა ბუნების შვილები 7000-10000 (თუ მეტი არა) მგლის წინააღმდეგ, ჩვენს + ის ალპური მგლები,თქვენ რომ ბრძანეთ და სახელწოდებიდან ალპური უკვ გამომდინარეობს და ასეც არის მგელი უკვე იმ სიმაღლეებში ნადირობს,სადაც ადრე ჩვენი ადგილობრივ ი ცხოველთა პოპულაცია ასე თუ ისე დაცულად გრძნობდა თავს. კალმახი წითელ წიგნშია მაგრამ მიმაჩნია რომ ადამიანს რომელიც მთაში ცხოვრობს მიუდგომელში და სახლის ბოლოში რომ ღელე ჩამოუდის იქ რომ კალმახი ხელით ან ანკესით მოიპოვოს ბრაკონიერობა სულაც არ არის,მით უმეტეს დაამტკიცა კალმახმა რომ ძალიან სიცოცხლისუნარიანი თევზია და ოდნავი დაცვა სახელმწიფოს მხრიდან და გადასაშენებელი არაფერი არ ჭირს.
Quote (VASKA35)
,სად ნადირობ მადევარი ძაღლიათ თუ არ ბრაკონიერობ?
სადმე მიწერია, რომ მდევრები მყავს და მათი მეშვეობით ვნადირობ ? საოცარია
არსად არ გიწერიათ რომ გონჩები გყავთ,ეს შედარებისთვის ითქვა (ასეთი ელემენტარულის ახსნა არ უნდა მჭირდებოდეს) თქვენს გამონათქვამზე ბრაკონიერულ სურათებთან დაკავშირებით.თქვენ თქვით რომ საიტზე განთავსებულია ბრაკონიერული სურათები.კი ბატონო ახლანდელი კანონმდებლობით თუ მსჯელობთ მადევრის სურათიც ბრაკონიერის მიერ არის დადებული.საქართველოში შეიძლება მადევრების 0,0001 % არსებობდეს რომელსაც არ ანადირებენ ცხოველზე და მათ სურათებს აქ არავინ დადებს და ესეც ასაკრძალი გვქონიათქვა,რადგან მადევრებით ცხოველზე ნადირობენ,ცხოველზე ნადირობა კანონმდებლობით აკრძალულიათქვა
Quote (VASKA35)
ჩვენ რეკომენდაციებს ისინი არ ითვალისწინებენ
რა რეკომენდაციებს და რომელ კვლევაზეა ეს რეკომენდაციები დაფუძნებული იქნებ განმარტო ? კვლევის გარეშე არავინ არაფერს შეცვლის.
კვლევა ჭირდება კი იმ საკითხს რომ ტურამ და მგელმა ააოხრა საქართველოს ფლორა და ფაუნა და ახლა მოსახლეობას მიადგა? თბილისის გარშემო სოფლებში სხვაგან რომ არაფერი ვთქვათ მგლები რომ დათარეშობენ და ტელევიზიითაც შუქდება ესეც გამოსაკვლევია? ვაქცინაციას რომ აპირებენ ახლა მგლებისას და ციფრებიც რომ უდევთ რამდენი მგელია (აბა ისე ვინ დააფინანსებთ უაზროდ) საქართველოში ეს რა გამოკვლეული თუ არ ააქვთ აბა ისე როგორ? ეს პრობლემა უკვე ისეთ მაშტაბებზე რომ ჩვენ რეკომენდაციაში უკვე საქართველოს მოსახლეობის რეკომენდაცია იგულისხმება და უკვე ისე უაზროდ არიდებენ თავს ამ პრობლემას სირაქლემას პოზაში მთავრობაში მყოფები რომ ცოტა ხანში გამოხშირვაზე კი არ წავა მოთხოვნა არამედ მათ თითქმის სრულ განადგურებაზე,
Quote (VASKA35)
ეხლა რაც შეეხება, ბრაკონიერობას, ზოგადათ ბრაკონიერობაა ყველა იმ არჭურვილობით ნადირობა, იმ ობიექტებზე, რომლებიც კანონით აკრძალულია. ეს არის ზოგადი კანონი და ყველა მოქალაქე კანონმორჩილი უნდა იყოს. თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე კანონის რომელიმე მუხლი არის მარტივად რომ ვთქვათ სლეობა და შეუსაბამო, მაშინ იგი უნდა შეიცვალოს. ესე ხდება ნორმალურ ქვეყნებში. რათქმაუნდა ჩვენ კანონებში ბევრი სლეობაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაკი იდიოტური კანონები გვაქვს, ყველამ ჩვენ-ჩვენ ჭკუაზე ვაკეთოთ ის რაც გვინდა. ესე რომ ვაკეთებდით და ვაკეთებთ იმიტომაა რომ მივექანებით უკაცრავად და ღმა უკანალში.
Quote (VASKA35)
მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მგლის და ტურის მოკვლისთვის არავის აჯარიმებს გდი. ხმამაღლა უბრალოდ ვერ იტყვიან მიდით ამოიღეთო. იმედი მაქვს მალე ჩვენს სასიკეთოთ რაღაც ძვრები იქნება, ცოტაც დაველოდოთ. 167 მაგრამ მანამდე ჯობია ჩვენ ვატაროთ "აგიტაცია-პროპაგანდა" ბრაკონიერობის წინააღმდეგ. ამ ეტაპზე დათვის და ჩლიქოსნების მოკვლა მართლა დანაშაულად მიმაჩნია ჩვენი შვილების წინაშე და ამ დანაშაულებრივი ფოტოების აფიშირება არამიზანშეწონილად კი ბატონო გეთანხმებით, რომ მგელის, ტურის და ენოტისებრი ძაღლის პოპულაცია მკვეთრად შესამცირებელია (ეს უკანასკნელი საერთოდ გასანადგურებელია), მეც და ჩემი მეგობრებიც ვზრუნავთ ამ საკითხზე შეძლებისდაგვარად
თქვენი ეს გამონათქვამები როგორ ავხსნათ,კანონმორჩილები ვიყოთ რომ ერთ ადგილზე არ გავექანოთ თუ ჩუმად ვიბრაკონიეროდ და ვანადგუროდ მტაცებლები გდი-ს მოწყალების იმედზე? თქვენი სიტყვებით (კანონითაც):" ბრაკონიერობაა ყველა იმ არჭურვილობით ნადირობა, იმ ობიექტებზე, რომლებიც კანონით აკრძალულია". ეს არის ზოგადი კანონი და ყველა მოქალაქე კანონმორჩილი უნდა იყოს. თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე კანონის რომელიმე მუხლი არის მარტივად რომ ვთქვათ სლეობა და შეუსაბამო, მაშინ იგი უნდა შეიცვალოს. ესე ხდება ნორმალურ ქვეყნებში." და თქვენ მოგვიწოდებთ რომ კანონი დავიცვათ,კი ბატონო. და ნორმალურ ქვეყანაში კანონის შეცვლას ელოდებიან ხომ ასეა? თქვენ კი უცებ "კი ბატონო გეთანხმებით, რომ მგელის, ტურის და ენოტისებრი ძაღლის პოპულაცია მკვეთრად შესამცირებელია (ეს უკანასკნელი საერთოდ გასანადგურებელია),მეც და ჩემი მეგობრებიც ვზრუნავთ ამ საკითხზე შეძლებისდაგვარად". აქ მე მგონი კომენტარი ზედმეტია.
Quote (VASKA35)
მესმის რომ რაღრაცეების წინააღმდეგი ხარ მაგრამ არ მესმის შენი ერთიანები აქამდე შენი პროფილი არ მინახავს , ახლა კივერ ვიგებ წვლილის შესატანად დარეგისტრირდი თუ საინტრიგანოდ, თუ რაიმის თქმა გინდა თქვი ვინ ხარ თორემ ესეთი პროფილი იმნაზე საუბრობს რომ ბოლოს ძაან ცუდად დაგვიმთავრებ შენს საუბარს და მაინც ძირეუყლს ვერაფერს იტყვი, უბრალოდ ერთი კაი ინტრიგა გინდა ისე გამოვა რომ იღადავე და მეტი არაფერი.
მოიცა პროფილში ერთიანები თუ მიწერია, უკვე სხვა პონტია ? 069 ანუ ეს ყველაფერს ცვლის ? კარგით ხალხო ნუ მაცინებთ 069 ესეიგი სახელი გვარი, მამის სახელი დაბადების ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, ბოლო სამუშაო ადგილები, რეკომენდაციები და დახასიათებებიც ხომ არ უნდა დამეწერა ? 069 069 მაგარი იყო ჩაგეთვალა.
პროფილს საიტზე ადამიანი სერიოზულად თუნდაც ელემენტარულის ფარგლებში თუ არ ეკიდება ეს უკვე თავისთავად ნიშნავს რომ არასერიოზული მიდგომა აქვს მისი წევრების მიმართ და აქ საერთოდ რატომ დარეგისტრირდით და პოლემიკას მართავთ ვერ გავიგე.აქ თუ აღმზრდელობით მუშაობას ატარებთ დიდი მადლობა გვეყოფა,ბევრი ვისწავლეთ.საიტზე ცოტა ხანში ისედაც იგეგმება ძირეული ცვლილებები და ამ საქმეს ინკოგნიტო წევრების გარეშეც მოვახერხებთ
ადმინისტრატორი, მე არ ვაპირებ თქვენთან დავას, თხოვნა მექნება, ჩემს სიტყვებს ისე ნუ თარგმნით როგორც თქვენ გაწყობთ, ნურც გაბრაზდებით იმაზე ვინმე რამეს თუ შეგისწორებთ, ამას საწყენად არ გეუბნებით.
მე ძმებო ჩემს აზრს ვიტყვი თუ შეიძლება საქართველოში იხვზე თითქმის ყველა ვნადირობთ. ერთადერთი კარგი პერიოდი იხვზე სანადირო არის როგორც ვიცი თბერვლის თვე. მარტის 20 არარის ისეთი ამინდები რო ინადირო,შეიდზლება რატომაც არა რო იყოს ამინდი მაგრამ მარტის 20 უკვე ტიტქმის თვის ბოლო არის და ლამის გაზაფხულია. ეგ ჩემი აზრია მეტი არაფელი.თუ ვცდები მაპატიეთ
ადმინისტრატორი, მე არ ვაპირებ თქვენთან დავას, თხოვნა მექნება, ჩემს სიტყვებს ისე ნუ თარგმნით როგორც თქვენ გაწყობთ, ნურც გაბრაზდებით იმაზე ვინმე რამეს თუ შეგისწორებთ, ამას საწყენად არ გეუბნებით.
პატივისცემით,
მე ვფიქრობ ბრაკონიერობასთან დაკავშირებით ბევრ რამეში ჩვენი პოზიციები ემთხვევა. კი ბატონო,ჩავთვალოთ ჩვენი დავა ამ საკითხში დასრულდა.მე უბრალოდ ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ ბრაკონიერობასთან მიმართებაში ამ სახელმწიფოში. უაზრო კანონებმა (გარემოს დაცვის საკითხებში) მონადირეთა 99 % ბრაკონიერად აქცია სახელმწიფოს წინაშე. უკვე სიტყვა ბრაკონიერი ისეთი სამარცხვინო აღარ არის,ყურს კი ხვდება ცუდათ,მაგრამ გულს არ ეკარება ისე მტკივნეულად,რადგან სახელმწიფო ყველანაირად აიძულებს მონადირეებს რომ კანონი დაარღვევიოს და ბრაკონიერებში ჩარიცხოს და ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთერთი უბედურება.ამ საიტის შექმნის ერთერთი ძირითადი მიზანი ამ ჭირის წამოტივტივება და ერთიანი მონადირული ფრონტით ბრძოლაა ამ კანონების დახვეწისათვის,რათა სიტყვა ბრაკონიერს დაუბრუნდეს მისი აზრობრივი მნიშვნელობა და მოხდეს მონადირისა და ბრაკონიერის ერთმანეთისგან რეალური გამიჯვნა და მაშინ უკვე ბრაკონიერობასთან ბრძოლაში სახელმწიფოს მონადირეებიც, იდეურად წელში გამართულები, გვერდში დაუდგებიან,მინიმუმ აგიტაციურ-აღმზრდელობითი ფორმით.დღეს კი სახელწიფოსგან ყველა ერთი ჯოხით იდენება,ფარით მონადირეც ბრაკონიერია და ტურის მკვლელიც. თქვენს პოსტებში ბევრი სიმართლის მარცვალია,მაგრამ ამ საიტზე თავიდანვე იყო თხოვნა მონადირეებთან რომ ჩვენ თვითონვე ჩამოგვეყალიბებინა ის ნადირობის თუ თევზაობის ხერხების, მეთოდების და სახეობების ბრაკონიერობაში შერაცხვა რომელიც მონადირულში არ ჯდება,მიუღებელია და დამღუპველია ბუნებისთვის და საიტზეც ამ საკითხებზე აქტიურობა აკრძალული ყოფილიყო,თუმცა აქტიურობა ამ თემაზე რამოდენიმე ძირითადი მეთოდით შემოიფარგლა.რა თქმა უნდა ბრაკონიერობის თემაზე, თუნდაც საიტზე განსათავსებელ მასალაზე განსავრცობია და ეს ისევ ყველა ამ საიტის მოყვარული და გულშემატკივარი მონადირის ერთერთი უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს და ამ საკითხს გააქტიურება ჭირდება და ახლო მომავალში ეს ისედაც დაგეგმილია. პატივისცემით,
ამ სახელმწიფოსი არაფრის დაცვა არ არსებობს , არის მხოლოდ უაზრო აკრზალვები ფულის გამოსაძალად ჯარიმების სახით. ფული აი რაარის საქართველოში წმინდათაწმინდა და არავითარი მორალი რაიმის დასაცავად
VASKA35, გამარჯობათ მონადირეებო. ჩემს აქ არ ყოფნაში თურმე რეები დატრიალებულა ამ თემის ირგვლივ. ლამის კედელთან მიმაყენონ და დამხვრიტონ. ვასო მეგობარო თქვენ არ გიცნობთ მაგრამ როგორც გატყობთ მეტ–ნაკლებად ამ საქმეში გარკვეული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებთ. ერთ რამეს გეტყვით თუ არ მიწყენთ__მე მე–3 ათეული წელი მიდის აგერ უკვე რაც წყალმცურავ, გადამფრებ ფრინველებზე ვნადირობ და ამ ხნის მანძილზე გამოცდილებაც დამიგროვდა, ვფიქრობ საკმაოდ და სინდისიც გამიმაგრდა იმდენად რომ ბრაკონიერული ქმედებებისკენ არ უბიძგო და მოუწოდო დამწყებ მონადირეებს. მე იმ დროსაც კი მინადირია როდესაც 15 აგვისტოდან 15 მარტამდე იყო ნებადართული საბჭოთა საქართველოში ნადირობა. გეტყვით მეტსაც_ისეთ მონადირეებთან მინადირია რომელთათვისაც როგორც თქვენ ამბობთ ამერიკაში და ევროპაში აქვთ მხოლოდ არაბრაკონიერული აზროვნებაო? ნადირობა მართლლაც ხელოვნებად რომ იყო ქცეული. მამაჩემი და ბიძაჩემები ბრაკონიერ კაცს ჭიქას არ მიურტყამდებ ღვინის დასალევად. თქვენ კი გეცოდინებათ მაგრამ მაინც შეგახსენებთ დენით თევზაობა ინგლისში მოიგონეს და ვეტმფრენით ნადირობააზე ხო საერთოდ საუბარიც არ ღირს(კაპიტალისტების მოგონილი კომფორტია). თქვენ ისიც გეცოდინებათ, საქარძთველოში არცერთ ჩლიქოსან ცხოველზე ნადირობა ნებადართული რომ არ არის. შესაბამისად კანონის მიხედვით, ვინც მარტში ესვრის ბაჭიას ისიც ისეთივე ბრაკონიერია როგორც ზამთარში რომ ესვრის. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ეს ასე არ არის, და ეს კანონი შესაცვლელია როგორც სხვა, ბევრი დანარჩენი. თუ არ დავიწყეთ ვერც ვერასოდეს ვისწავლით და ვასწავლით. მე ვფიქრობ საქართველოში არიან მონადირეები ვინც დამეთანხმებიან რომ საგაზაფხულო ნადირობა წყალმცურავებზე უნდა დაშვებულ იქნას. ხოლო რაც შეეხება ბრაკონიერობას ამ პრობლემას ძმებო მოდით ერთად ვებრძოლოთ და ვებრძოლოთ ბუნებაში და უშვალოდ სამონადირეო ტერიტორიებზე და არა დახურულ ცივრცეებში. დაგლოცოთ ღმერთმა... :39:
წყალმცურავ გადამფრენ ფრინველზე საგაზაფხულო ნადირობა კარგია. ისმება წყალში დედალი (პოდსადნაია. რუსულად)იხვი და იმის ატეხილ ყიყინზე მოდის მამალი იხვი რომელიც ადვილად მოსაპოვებელია. ანუ... მე ეს მიმაჩნია ბრაკონიერობად ვნაიდან მათ უკვე სჰეწყვილების მომენტი აქვთ და იმიტომ მოდის მამალი. სხვა დროს რატომ არმოდის მაგალითად ზამთარში? იმიტომ რომ შეწყვილება არაა და მაგ დროს ნადირობა რთულია ვიდრე გაზაფხულზე. ე.ი. საგაზაფხულო ნადირობა ბრაკონიერობაა
კი ბატონო, პირველ მარტს დაიხუროს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი, ზუსტად როცა გაზაფხული დადგება. გაზაფხული ჩვენთან დგება გრეგორიანული კალენდრით(ანუ რომელი კალენდრითაც ახლა ვსარგებლობთ) 14 მარტს(ანუ ჩვენი, მართლმადიდებლური კალენდრით პირველ მარტს).("ნასესხები" 3 დღე არ გვინდა )
zaza-50, პედიატრი, გაიხარეთ ძმებო, თქვენ ყველაფერი სწორად გაიგეთ. საგაზაფხულო ნადირობა გადამფრენ წყალმცურავებზე იმდენად აუცილებელია და მისაღებიც, რომ ყველა დამეთანხმება ვისაც მარტის პირველ ნახევარში უხილავს დილა–საღამოს გადაფრენებზე რა ხდება. მეგობრებო წელს ყველას გახსოვთ როგორი უყაირათო ნადირობის სეზონი გვქონდა წყალმცურავებზე. მე მთელი ზამთარი_ დეკემბერი, იანვარ–თებერვალი სულ ნადირობაში გავატარე. ყველაზე კარგი მოსვლა ფრინველის შემიძლია ვთქვა იანვრის ბოლოს და თებერვლის დასასრულს, ანუ მარტის დასაწყისში დავაფიქსირე. ამით რისი თქმა მინდა ძმებო__შეიძლება წყალმცურავებზე ნადირობის მთელი სეზონის მანძილზე ვერ იხეიროს მონადირემ და მარტში როდესაც ფრინველები(ხარაზული იხვი, ყვინთია, ფართონისკარტა იხვი, ბატიხვა ჭრელი, კოკორინა და სისინა წვრილი იხვი, შილახვოსტა იხვი, ბატი და სხვა კიდე მრავალი, საქართველოში დაფიქსირებულ წყალმცურავ ფრინველთაგან) გუნდებად იკრიბებიან და შორეული გადაფრენებისთვის ემზადებიან, და როდესაც წვრილი სისინა იხვის და შილახვოსტ–ფართონისკარტას გუნდები ყველა წყალსატევებზე თუ მდინარეებზე ასე მოჭარბებული რაოდენობით მოძრაობენ, სწორედ ამ დროს შეუძლია მონადირემ გული იჯეროს. დამერწმუნეთ კოლეგებო ყველანი მოგებული და ნასიამოვნები დარჩებით საგაზაფხულო ნადირობის სეზონის 20 მარტამდე გაგრძელებით.(მხოლოდ წყალმცურავებზე). გფარავდეთ მაღალი ღმერთი ყველას...
სეზონის გაგრძელება 20 მარტამდე, არანაირ პრობლემას და საშიშროებსას არ უქმნის წყალმცურავებს, მითუმეტეს ასეთი ნადირობა ჩვენთან საბჭოთა საქართველოში დაშვებული იყო და ყველაფერი საბჭოური ცუდი არ არის. მე ასევე მიმაჩნია ქათამზე ნადირობა დასაშვებად აპრილის დასაწყისამდე ე.წ. პერელიოტზე.
zaza-50, ზაზა ძამიკო ზამთარში არ მოგიბრუნებია იხვი ბანოკის ხმაზე, მერე ვინც როგორც შენ ამბობ პოდსადნოი დედალი უტკით(რუსული შესატყვისით) ნადირობს ყველა ბრაკონიერია? არ კოლეგავ ამ შემთხვევაში ჩემი აზრით, ბრაკონიერობა ის უფრო იქნებოდა თუ დედალი იხვის ხმაზე მობრუნებულ, ჩასუქებულ მამალ იხვს რომ მოინადირებ და მერე შენს დასმულ დედალ კრიაკვას ზედ დააკლავ. მამრობითი სქესის იხვისებრთა ფრინველები არა მარტო გაზაფხულზე მობრუნდებიან და მახეში ყოფენ ხოლმე თავს დედალი იხვის ხმაზე, არამედ მთელი ზესონის მანძილზე აკეთებენ ამას მეტ-ნაკლებათ. ისე გულახდილად რომ გითხრათ არ ველოდებოდი ამ თემის ირგვლივ ამდენი აჟიოტაჟი თუ ატყდებოდა და სადაო-საკამათო გახდებოდა. უფრო მეგონა ჯანსაღი და კომპეტენტური პოლემიკები გაიმართებოდა რაც საბოლოოდ მიგვიყვანდა დასკვნამდე, რომ აუცილებლობას წარმოადგენს საიტი ბაზიერის საძმოს სახელით დაიწეროს ოფიციალური წერილი, ანუ მიმართვა გ.დ.ი. სასახურის მისამართით, მოთხოვნით__საგაზაფხულო ნადირობის სეზონი წყალმცურავ გადამფრენ ფრინველებზე გაგრძელდეს 15-20 მარტამდე. გაიხარეთ ჩემო ძმებო გფარავდეთ მაღალი ღმერთი საქართველოს ჭეშმარიტ მონადირეებს...
მე მომხრე ვარ სეზონის გაგრძელების და 80-100 კაცი მაინც ,მეგულება, ვინც მომხრე იქნება. შემიძლია ხელმოწერებიც მოვიძიო ისე ყველას რო მოგვეგროვებინა ხელმოწერები ჩვენ ახლობლებში არ იქნებოდა ურიგო
არ ვიცი ვინ არ შემოგიერთდებათ. იხვი მასინ სეიძლება მოინადირო როცა შეწყვილების დრო აქვს. ეს კი მარტია და გვანადირონ კარგი იქნება. ჩაუსვი პოდსადნოი დედალი იხვი და ხოცე მამლები. ერთი მამალი 10-15 დედალს ყოფნის და რა მოხდება რო გააგრძელონ
გაუმარჯოს მონადირეებს,ვადის გაგრძელება 15მდე პრობლემა არ უნდა იყოს ამ დროს იხვს არანაირი შეწყვილება არააქ დაწყებული,ეგრე ზამთარშიც მინახავს დედალ მამალი ერთად მაგრამ დაწყვილებულია??? ჩემი აზრით 15 მარტი ჯერ კიდევ თებერვალია ძველი კალენდრით ხშირად ამინდებიც ადასტურებს ამას.
გაუმარჯოს სინდისიან მონადირეს ღმერტი იყოს ჩვენი და ჩვენი ბუნების მფარველი
მოგესალმებით მეგობრებო. დარწმუნებული ვარ ახალს არაფერს დავწერ მაგრამ შეხსენების მიზნით ამ ბრძანებას დავდებ თქვენის ნებართვით:
(სსმ 20.08.2010 N 101 მუხ. 1516)
რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.015.014
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება N 34 2010 წლის 17 აგვისტო ქ. თბილისი
ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე
,,ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ჰ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები დანართის შესაბამისად. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანება “ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების” დამტკიცების თაობაზე. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ.ხაჩიძე
ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები
მუხლი 1. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე შემდეგ ვადებში: ა) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) _ აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე; ბ) ტყის ქათამზე _ 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე; გ) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) _ 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.
მუხლი 2. ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ მდინარეებზე და მათ შენაკადებში: ა) მტკვარი – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე – 1 სექტემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით; ბ) ალაზანი და იორი – 1 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე; (ქვემო ქედიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე) გ) მდინარეების - ფსოუს, ბზიფის და კოდორის შესართავებში – ერთი კილომეტრის დაცილებით მარჯვნივ და მარცხნივ, ორი კილომეტრის მანძილზე ზღვის სიღრმეში – 1 ნოემბრიდან 19 მარტამდე; დ) ყველა დანარჩენ შენაკად მდინარეებში თევზჭერის ლიცენზირება მოხდეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მიერ დადგენილი კვოტებით და ვადებით.
მუხლი 4. ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ წყალსატევებში: ა) ხრამის (წალკის) წყალსაცავი – 15 აგვისტოდან 15 აპრილამდე; ბ) თბილისის წყალსაცავი – 1 სექტემბრიდან 15 აპრილამდე; გ) ყველა დანარჩენ შიდა წყალსატევებში (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მიერ დადგენილი კვოტებით, ზოგიერთი მაღალმთიანი ზონის წყალსატევის გარდა) – 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე.
მუხლი 5. შავ ზღვაში კანონმდებლობით დადგენილი წესით თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში: ა) კეფალი-პელენგასი – მთელი წლის განმავლობაში; ბ) აზოვისა და შავი ზღვის ქაფშია _ 1 ოქტომბრიდან 30 აპრილის ჩათვლით; გ) კამბალა-კალკანი – 1 ივლისიდან 15 თებერვლამდე; დ) თევზჭერისათვის დაშვებული სხვა სახეობების ჭერა _ 1 ივლისიდან 30 აპრილის ჩათვლით; ე) მოლუსკები _ მთელი წლის განმავლობაში.
მუხლი 6. პალიასტომის ტბაში ლიცენზირებული თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში: ა) კეფალი (ლობანი) – 15 ივლისიდან 1 დეკემბრამდე; ბ) კეფალი (პილენგასი) – 15 ივლისიდან 1 დეკემბრამდე; გ) ოქროსფერი კეფალი - 15 ივლისიდან 1 დეკემბრამდე; დ) ქარიყლაპია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე; ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე და 1 იანვრიდან 1 აპრილამდე; ვ) შამაია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე; ზ) მცირე ვიმბა – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე; თ) კარჩხანა – 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე; ი) კობრი – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე; კ) ლოქო – 1 იანვრიდან 1 აპრილამდე და 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე; ლ) ღორჯო (მდევარი) – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე; მ) მრგვალი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე; ნ) შავი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
თუ ასე გაგრძელდა უნდა გაგრძელდეს, სასურველია... იხვი ვერ ვნახეთ წესივრად.. და თუ მოხდა სასწაული და გადაწიეს ვიმედოვნებ ისევ არ ''დაგვადებენ'' იხვუნიები უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და ბოლოს ნადირობა
არ არის ჩემი აზრით 20 მარტამდე სეზონის გაგრძელება დასაშვები. იმიტომ რომ ეს ისეთი დროა ყველაფერს გამრავლების პერიოდი აქვს და ამ დროს ცხოველების და ფრინველების მოკვლა ბრაკონიერობაა(კურდღელს თებერვლის ბოლოს შეწყვილება დამთავრებული აქვს და მას რომ მოკლავ და მუცლიდან ბაჭიები გადმოუცვივდება როგორ უნდა შეჭამო მისი ხორცი ან საერთოდ რა გული უნდა გქონდეს). ლევან ბერძული
დიდი მნიჰვნელობა არაქვს მაინდამაინც რო გაგრზელდეს ოცამდე კარგი იქნება სეზონიდან სეზონამდე კმაყოფილები დავრჰეტ ნადირობიტ და არავინ ისურვებს ოცამდე სეზონის გაგრზელებას
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!