ნადირობა ჰემტვის სულიერი სიმჰვიდეა ტან ეს როგორც ნარკოტიკი ისეა ჰემჰი გამჯდარი და ამის გარეჰე ცუდად ვიქნები. სეზონიდან სეზონამდე დგეებს ვიტვლი მაგრამ წლევანდელი იხვის სეზონი ცუდი მაქვს ჯერ იხვიც არ მინახია და მოკვლაზე არაფერს არ ვამბობ
ნადირობა ცჰემი აზრით მეგობრებო როგორც სპორტი, გართობა და დასვენებაა, აესვე დიდი პასუხისგებლობაა საზოგადოებასთან და ცხოვრებასტან მიმართებაში, აგრეთვე დიდი გამოცდა ცხოვრებაში რომელსაც ყოველი მონადირე ყველა ნადირობაზე აბარებს.
საქართველოში ნადირობის ტრადიცია უძველესი დროიდან იღებს სათავეს, რაზეც განათხარ ძეგლებში ნაპოვნი ძვლოვანი მასალა მოწმობს. როგორც თრიალეთის პეტროგლიფებსა და ბრინჯაოს განათხარ ნივთებზე გამოსახული ნადირისა და ნადირობის სცენების მიხედვით ირკვევა, ნადირობას იმ დროინდელ საქართველოში კოლექტიური ხასიათი და სამეურნეო მნიშვნელობა გააჩნდა. სანადირო ფაუნისა და ნადირობის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული ქართულ წერილობით წყაროებში, განსაკუთრებით ვახუშტის თხზულებებში. ფეოდალურ საქართველოში ნადირობა იყო ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთი ხალხური საშუალება და ლაშქრის წვრთნის, სამხედრო მზადყოფნისა და მასობრივი შემოწმების ფორმაც. იმდროინდელი გლეხობისათვის ლაშქარ-ნადირობა ფეოდალური ბეგარის ერთ-ერთი სავალდებულო სახეობა იყო. სამეფო კარზე არსებობდა სამონადირეო უწყება, რომელსაც მონადირეთუხუცესი, შემდეგ კიბაზიერთუხუცესი ხელმძღვანელობდა. მას ემორჩილებოდა „ჯელგის კაცი“, „მრეკალი“, „მესახუნდრე“, ბაზიერი, მეჯინიბეები, ტყეთა და ველთა სამეფო სანადიროთა მცველები და სხვა. განსაკუთრებული ზეიმით სრულდებოდა სამეფო ნადირობა, რომელიც ქართული საახალწლო რიტუალის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო სამეფო კარზე. ნადირობის ხალხური ტრადიციები საქართველოში. ძველ საქართველოში სანადირო იარაღად, ძირითადად გამოიყენებოდა მშვილდ–ისარი, რომელიც ქართული ხალხური წესებით მზადდებოდა. გვარცელებული იყო ქორით, მწევრებით, მეძებრებით ნადირობა. მე–17 საუკუნის 70–იან წლებში, ფრანგი მოგზაური ჟან–შარდენი საქართველოს ეწვია. როგორც ჩანს მან შეისწავლა სამეგრელოში ნადირობის წესები: „ძირითადად ნადირობენ მტაცებელი ფრინველებით, რომელთაც იშინაურებენ და სემდეგ სანადიროდ იყენებენ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში არ არსებობ სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი რაოდენობით შეიძება იყოს მტაცებელი ფრინველი“– წერს იგი. მისივე ცნობით, დიდი რაოდენობით იჭერენ ამ ფრინველთა ახალგამოჩეკილ ბარტყებს და ხუთ–ექვს დღეში იშინაურებენ. მტაცებელი ფრინველით ნადირობა გავრცელებული ყოფილა გურიაში. მიმინოებს აქ ფერისა და მჭირავნობის მიხედვით არჩევდნენ. ყველაზე ლამაზ მიმინოდ თეთრი სეფერილობის მიმინო ითველებოდა, ყველაზე სხრატ და მტაცებლად კი – ჩხარტისფერი. ყურადღებას იქცევს დასახელებებიც– დედალ მიმინოს– ნარდი, ხოლო მამალს –გეზელა ექოდებოდა. ნადირობისთვის ყველაზე დიდი უპირატესობა დედალ ფრინველს ენიჭებოდა. ქართული წყაროების მიხედვით, ჩანს, რომ სანადიროდ გაწვრთნილი ფრინველი და ცხოველი ძვირად ფასობდა, იგი წარმოადგენდა საპატიო საჩუქრის ერთგვარ სახეობას. ნადირობის ხალხური ტრადიციები საქართველოში, ეთნოგრაფიული მონაცემებით, ყველაზე უკეთ შემონახული იყო მთიანეთში. ჯგუფური ნადირობის ფორმებიდან აქ გავრცელებული ყოფილა მორეკვით ნადირობა (უმთავრესად ტყის ნადირზე), მოჭირვით ნადირობა (ნადირის სავალი ბილიკების გადაჭრა და სახუნდარში ჩასაფრება უპირატესად კლდის ნადირზე), ნადირის კვალში ჩადგომა (ბუჩქნარისა და ველის ნადირზე). არსებობდა ნადირის შესაკრები სპეციალური ადგილები, სადაც თავს მოუყრიდნენ სანადირო ცხოველის ჯგუფს. აქტიურ ნადირობასთან ერთად ძველ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მახე-ხაფანგებით და ბაზით ნადირობა. ნადირობის როლი თავისებურადაა ასახული ხალხურ რწმენა-წარმოდგენებში. ნადირთღვთაებებად ითვლებოდნენ ნადირთანგელოზი დალი, ნადირთ-მწყემსი ოჩოპინტრე და ა. შ. ზოგი ჩვეულება ბუნების დაცვას ემსახურებოდა მაგ., რაჭაში. მონადირეს ეკრძალებოდა ერთ გასვლაზე სამზე მეტი მსხვილი ნადირის მოკვლა. სანადირო ადგილებიც და სეზონიც განსაზღვრული იყო ტრადიციით. წესის დამრღვევ მონადირეს სოფელი სასტიკად სჯიდა, საჯაროდ კიცხავდა და აჯარიმებდა. როცა მონადირე 1000 ნადირს მოკლავდა, თოფს მიწაში ჩამარხავდა და ნადირობას თავს ანებებდა. მონადირეობა საქართველოში გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით, ეყრდნობოდა ხანგრძლივ ტრადიციებს. ასეთივე მრავალფეროვნებით გამოირჩევა ძველი ქართული სანადირო ტერმინოლოგიაც.
გამარჯობატ, სად ,როდის, და რაზეა ნადირობის სეზონი საქართველოს ტერიტორიაზე
დამატებულია (06.04.2011, 14:36:16) --------------------------------------------- ბიჯოებო გამარჯობატ, რდის და რაზე იწყება ნადირებოსს სეზონი საქარტველოსი....
ჩვენთან,თუ სანადირო ობიექტის სიმცირეა, სამაგიეროდ გადასახადია მცირე და არც სანადირო ადგილები გაყიდულა მასობრივად(ჩუმათ, ჩუმათ, არვინ გაგვიგიოს...). ე, მერე თქვი შენ, ნადირობა რომ მხოლოდ მდიდარი ხალხის ფუფუნება იქნება
ჩვენი წინაპრები ქვეყნის საჭირბოროტო საქმეებს სუფრასთან და ნადირობის დროს წყვეტდნენ,რადგან ორივე განტვირთვის უმაღლესი საფეხურია და აქედან გამომდინარე ჩვენი ისტორია,ამ ტრადიციების დაკარგვა ისტორიის დაკარგვაა
охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
ნადირობა, გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება. ადამიანის საწარმოო მოღვაწეობის ერთ-ერთი უძველესი დარგი. თავდაპირველად (პალეოლითის ეპოქაში) ნადირობა კოლექტიურ ხასიათს ატარებდა და ნანადირევსაც კოლექტიურად იყენებდნენ. იგი შეხამებული იყო მეთევზეობასთან, მიწათმოქმედებასთან, მეცხოველეობასთან და სხვა დარგებთან. სახოგადოების განვითარებასთან ერთად წარმოიშვა ნადირობის ინდივიდუალური ფორმა, რომელიც თანდათანობით (განსაკუთრებით ჩრდილოეთ განედში) გადაიზარდა რეწვაში.
ნადირობის უძველესი იარაღი იყო ქვა, ქვის ნაჯახი, კომბალი, ხელშუბი, შორსსატყორცნი შუბი და სხვა, მოგვიანებით — ოროლი, სატევარი, დანა, ბადე, თვითდამჭერი, საჭერი ორმოები. ნადირობის განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა მშვილდის გამოგონებამ (მეზოლითის ეპოქა), რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონებამდე ხალხთა უმრავლესობაში ნადირობის ძირითად იარაღად დარჩა. ნეოლითიდან ნადირობისთვის იყენებდნენ ძაღლს, ცხენს, დამჭერ ფრინველს (ბაზს). სანადირო იარაღი, რომელიც დაკავშირებული იყო მეურნეობის ხასიათთან, ძალიან ნელა იცვლებოდა, ნადირობის ტრადიციები კი უცვლელად გადაეცემოდა თაობებს. მაგ., ტუნდრასა და ტაიგაში გავრცელებული იყო ნადირობა ძაღლით აბ ბაზით; აზიის მომთაბარე ტომებისათვის დამახასიათებელია ცხენით, მწერებით, ბაზით; ნადირობა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (მას შემდეგ, რაც XV საუკუნეში ევროპელებმა ცხენი შეიყვანეს) — ცხენით; ამერიკის ტრამალებზე, აზიასა და ევროპის შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელებული იყო ნადირობა ქამანდით (საგდებლის ჩამოცმა) და სატყორცნი იარაღით; ტროპიკულ ტყეების ზონაში სანადიროდ იყენებდნენ მშვილდს, შუბებსა და სხვა იარაღებს.
ცეცხლმსროლელ იარაღის შექმნასთან დაკავშირებით სანადირო თოფი თანდათან ნადირობის ძირითად იარაღად იქცა. ამჟამად ნადირობისთვის იყენებენ სანადირო თოფს, ძაღლებს, თვითმჭერ იარაღს (ხაფანგენს, საჭერ ბადეებს), იშვიათად — დამჭერ ცხოველებს (მწევარი და სოროს ძაღლები), სანადირო უბნებზე ნადირ-ფრინველის მისაზიდად იყენებენ მისატყუარებს (ხორცი, თევზი, ნიგოზი, არომატიული ნივთიერებები და სხვა). თოფით ნადირობისთვის იყენებენ შემდეგ საშუალებებს: ნადირ-ფრინველთა დაფრთხობას მონადირე ძაღლის საშუალებით, კვალის აღებას თოვლის საფარზე, საკვებ მოედნებთან და წყლის სასმელ ადგილებთან ჩასაფრებას, დედლის ან მამლის ხმის მიბაძვას, ცოცხალი ცხოველით მიტყუებას (აპელენტი), სოროში შებოლებას ან წყლის მიშვებას და სხვა.
——————————————— ნადირობა საქართველოში
განათხარ ძეგლებში ნაპოვნი ძვლოვანი მასალა მოწმობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ზედა პალეოლითის პერიოდში ნადირობის ობიექტი იყო თხა, ქურციკი, გამოქვაბულის დათვი, მგელი, გარეული ცხენი და სხვა ნადირი. ნეოლითიდან — ირემი, შველი, წავი; ენეოლითიდან — გარეული ღორი, ნიამორი, თახვი, სხვადასხვა ფრინველი; ბრინჯაოს ხანიდან — კურდღელი, მელა და ა. შ. თრიალეთის პეტროგლიფებსა და ბრინჯაოს განათხარ ნივთბზე გამოსახული ნადირი და ნადირობის სცენები მიუთითებს ნადირობის კოლექტიურ ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. სანადირო ფაუნისა და ნადირობის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული ქართულ წერილობით წყაროებში, განსაკუთრებით ვახუშტის თხზულებებში.
ფეოდალურ საქართველოში ნადირობა იყო ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთი ხალხური საშუალება და ლაშქრის წვრთნის, სამხედრო მზადყოფნისა და მასობრივი შემოწმების ფორმაც. იმდროინდელი გლეხობისათვის ლაშქარ-ნადირობა ფეოდალური ბეგარის ერთ-ერთი სავალდებულო სახეობა იყო. სამეფო კარზე არსებობდა სამონადირეო უწყება, რომელსაც მონადირეთუხუცესი, შემდეგ კი ბაზიერთუხუცესი ხელმძღვანელობდა. მას ემორჩილებოდა „ჯელგის კაცი“, „მრეკალი“, „მესახუნდრე“, ბაზიერი, მეჯინიბეები, ტყეთა და ველთა სამეფო სანადიროთა მცველები და სხვა. განსაკუთრებული ზეიმით სრულდებოდა სამეფო ნადირობა, რომელიც ქართული საახალწლო რიტუალის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო სამეფო კარზე. ნადირობის ხალხური ტრადიციები საქართველოში, ეთნოგრაფიული მონაცემებით, ყველაზე უკეთ შემონახული იყო მთიანეთში. ჯგუფური ნადირობის ფორმებიდან აქ გავრცელებული ყოფილა მორეკვით ნადირობა (უმთავრესად ტყის ნადირზე), მოჭირვით ნადირობა (ნადირის სავალი ბილიკების გადაჭრა და სახუნდარში ჩასაფრება უპირატესად კლდის ნადირზე), ნადირის კვალში ჩადგომა (ბუჩქნარისა და ველის ნადირზე).
აქტიურ ნადირობასთან ერთად ძველ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მახე-ხაფანგებით და ბაზით ნადირობა. ნადირობის როლი თავისებურადაა ასახული ხალხურ რწმენა-წარმოდგენებში. ნადირთღვთაებებად ითვლებოდნენ ნადირთანგელოზი დალი, ნადირთ-მწყემსი ოჩოპინტრე და ა. შ. ზოგი ჩვეულება ბუნების დაცვას ემსახურებოდა მაგ., რაჭაში. მონადირეს ეკრძალებოდა ერთ გასვლაზე სამზე მეტი მსხვილი ნადირის მოკვლა. სანადირო ადგილებიც და სეზონიც განსაზღვრული იყო ტრადიციით. წესის დამრღვევ მონადირეს სოფელი სასტიკად სჯიდა, საჯაროდ კიცხავდა და აჯარიმებდა. როცა მონადირე 1000 ნადირს მოკლავდა, თოფს მიწაში ჩამარხავდა და ნადირობას თავს ანებებდა.
ნადირობის მიზნის მიხედვით განარჩევენ სარეწაო, სპორტისა და სამეცნიერო ნადირობას.
* სარეწაო ნადირობის მიზანია ბეწვის, ხორცისა და სხვა პროდუქციის მოპოვება მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და ექსპორტისათვის. * სპორტული ნადირობა, გარდა აღნიშნულისა, ითვალისწინებს აგრეთვე მონადირის ფიზიკურ მომზადებას, გამბედაობის და სწრაფი ორიენტირების უნარის გამომუშავებას. ნადირობა დასვენების სპეციფიკური ფორმაცაა. სპორტული ნადირობის საფუძველზე ვითარდება სამონადირეო ტურიზმი როგორც ცალკე ქვეყნებში, ისე ქვეყნებს შორის. * სამეცნიერო ნადირობა ტარდება სამეცნიერო-კვლევის დაწესებულებების დავალებით, რომლის მიზანია სანადირო ფაუნისა და ნადირის დაავადებების შესწავლა, სამხარეთმცოდნეო მუზეუმების შევსება, სამეცნიერო კოლექციების შედგება და სხვა.
საქართველოში ძირითადად განვითარებულია სპორტული ნადირობა, სარეწაო მნიშვნელობა აქვს ბეწვეულის დამზადებასაც (კვერნა, მელა და სხვა). საქართველოს სსრ-ში მოქმედებდა „დებულება ნადირობისა და სანადირო მეურნეობის შესახებ“ (საქ. სსრ მინისტრთა აბჭოს 1963 წლის 10 აგვისტოს დადგენილება; მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1963, 4, მ. 139). ცეცხლსასროლი იარაღით ნადირობის უფლება ეძლევათ მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან, რომელთაც სანადირო ბილეთი აქვთ და მონადირეთა საზოგადოების წევრები არიან. ნადირობის წესების დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ, ზოგიერთ შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (უკანონო ნადირობა, ბრაკონიერობა). 1977 წლის 6 ივნისს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ გამოსცა დადგენილება „რესპუბლიკაში სასარგებლო ფაუნის კვლავწარმოებისა და სამონადირეო მეურნეობის შემდგომი განვიტარების ღონისძიებათა შესახებ“. 1981 წლის 19 ივნისს მიღებულია „საქართველოს სსრ კანონი ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ“.
ნადირობის განვითარების თანამედროვე პრობლემები ბუნების დაცვის საერთო ამოხანების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ცხოველთა მომრავლებას და მის რაციონალურ გამოყენებას. ეს ხდება როგორც სახელმწიფოებში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. წყარო: ucnauri.com თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
ჩემთვის ნადირობა , ნადირობის წინა გამიტ მოუსვენრობა, მერე გარიჯრაჟზე ნადირობის დაწყების მოლოდინში ყოფნა და ნომერში აზარტულად ყურებაა, ურთიერთობაზე და ტრადიციებზე საუბარი ზედმეტია.
მე ისე მოვიწამლე ნადირობით რომ არამგონია როდესმე განვიკურნო.. ძალიან მაგარია .. როგორც თოფით ნადირობა ასევე ბაზითაც ამიტომ ყველა თოფით მონადირეს ვთხოვ რომ შეეცადოთ ფრინველით ნადირობას მურამი დაუჭიროთ
dudu-duda, მუღამი კი მაქვს მაგრამ ცოდნა არ გამაჩნია სამაგისო და ამიტომაც ვიკავებ თავს, არადა ვიდეოებს როცა ვუყურებ ფრინველით ნადირობისას მაგრად მომწონს, ნამდვილად საინტერესო უნდა იყოს ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
ნადირობა პირველ რიგში მამაკაცის უძველესი პროფესიაა.. და ჩემთვის ყველაფერია ბუნების სიყვარული, სპორტი, მეგობრებთან ურთიერთობა და გართობა და ყველაფერი რომელიც შეზავებულია კურიოზებითაც და ხიფათითაც.. აბა რამ უნდა წამოგაგდოს დილის 6 საათზე ზამთარში და ყინვაში თბილი ლოგინიდან როცა არ გიჭირს თუარა ნადირობის სიყვარულმა დ.კალანდაძე
ყველაფერი კარგია რაც დაიწერა მაგრამ ალბათ პირველრიგში ადამიანი ავადდება ამ გაუკურნავი ავადმყოფობით " კარგი გაგებით ' ერთხელ თუ თოფი დაიკავე ალბათ ვეღარ გადააგდებ, ნარკოტიკივითაა.
ეეეჰჰჰ ძმებო ნადირობა არის ძალინ მაგარი ხელოვნება . ადამიანმა თუ სისხლი მოიწამლა ამ საქმით ნადირობას ვგულისხმობ .ნადირობის დროს ჩვენ მონადირრები შევიძენთ ბევრ მიგობარს გავიცნობთ საქართველოს კუთხიდან წარმოსადგენ მონაადირეებს. მე ძმებო 11წლიდან ვნადირობ და ახლაც ძალიან მიყვარს ნადირობა და მაგის გარეშე როგორც ნარკომანს ნარკოტიკი ისე მე ნადირობის ლონკა მაქვს ყოველთვის ყველა ქართველ მონადირეს და არა ქართველს გლოცავთ დღევანდელ დღეს გიორგობაა, და გილოცავთ . და ნამდვილი ჭეშმარიტიმონადირე არ ინადირებს ფარ-პროჟრქტორით, არინადირებს მანოკოს დახმარებით,და ბრაკონიერებიც როოკვეხნიან ჩვენ ეს გვიქნია ის გვიქნიაო არაფელი არ უქნიათ გააჩანაგეს ფლორა და ფაუნა მაგ ღორებმა მოგესალმებით .ყველას კეთილი იყოს თქვენიმობრძანება ჩემს სამფლობელოში
ნადირობა და ბუნების მსახურება რჩეულთა ხვედრია ამიტომ გეტყვით წმინდა წერილის სიტყვებით: ''მრავალნი არიან ჩინებულნი, მხოლოდ მცირედნი რჩეულნი''(სახარება). სწორედ რჩეული ხალხი ხართ თქვენ ჩემო საყვარელო ბაზიერელებო და ამიტომ გაუფრთხილდით ამ სტატუსს. იყავით ბოლომდე კანონმორჩილნი ნადირობის დაწერილი და დაუწერელი მცნებებისადმი. დაგლოცოთ ღმერთმა და დედახვთისმშობელმა... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
ნადირობა ჩემი ცხოვრების წესია და ვერაფერი შეედრება ამ სიამოვნებას, ნადირობა ასევე განტვირთვის ერთერთი საუკეთესო საშუალებაა, ალბათ ყველა მონადირე დამენთანხმება რომ, ნადირობის პროცეში ყველა პრობლემა უკან რჩება და მთლიანად ნადირობაზე ხარ კონცენტრირებული. მიხვალ დანიშნულების ადგილას, გადმოხვალ მანქანიდან ყინავს თუ ძალიან ცხელა, მაგრამ იმდენათ დიდია ნადირობის სიყვარული და მოზღვავებული ჟინი ეს ყველაფერი გვერძე რჩება და დიდი მონდომებით შეუყვები სანადირო ადგილებს, გაჩერდება ძაღლი ნაბულზე და გულაჩქარებულს და შემცივნებულს ძარღვებში სისიხლი გაგეყინება, ამოფრინდება ნადავლი თოფიც დაიგრიალებს და წარმატებული გასროლის შემდეგ სიამოვნებითა და მოზღვავებული ადრენალინით ოფლს იწმენდ,. @@@@@
ნადირობა ჩემთვის არანაირ პროფესიას არ წარმოადგენს, ეგ იყო პროფესია პირველყოფილურ პერიოდში, როცა ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ საკვების მოპოვების მიზნით კლავდა ნადირს. ჩვენ არ ვართ პროფესიით მონადირეები, ჩვენ ვართ მონადირეები რომელთაც ნადირობა უყვარს, არასადროს არ მინადირია ხორცის გულისთვის ან ფულის გულისთვის, არც მესმის იმ ხალხის ვინც მოპოვებულ ნანადირებს ყიდის, პირადად მე ჩემი ნანადირების გაყიდვა მთელი ამ სიამოვნების გაყიდვად მიმაჩნია რაც მივიღე ჩატარებული ნადირობით. პირადად მე ნადირობაში მივათვლი 3 პროცესს რაც მე მიყვარს: ნადირობა, თევზაობა და სოკოს მოპოვება, შეიძლება ვინმემ თქვას აქ სოკო რა შუაშიაო მაგრამ დამერწმუნეთ შუაში კი არა თავშია, ერთ სიამოვნებად ღირს ბუჩქებში მიმალული ნიყვის შემჩნევა ან მინდორზე თეთრ ზოლად ჩამწკრივებული ქამა ან ჯგუფად ამოსული მანჭკვალა და სხვა. სადავო მე მგონი აქ არაფერია და თუ ვინმე არ მეთანხმებით თქვით, მე ამაზე ბევრი მიფიქრია და რასაც ვწერ ამაში ყველაფერში დარწმუნებული ვარ. shhxghxgggggghds
ნადირობა აზარტი, ადრენალინი და უდუდესი სიამოვნებაა. მე პირადად როცა მომენატრება, იუტუბიზე ვუყურებ დადებულ მასალას და ვკანკალებ როცა ძაღლი ნაბულზე დგას. „უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.“
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!