kele, ეე ჩემო ძმაო, ყველა ეგრე ვართ აქ ვინც ვართ. სახლიდან ლამის გაგვყარონ მუდამ ხელცარიელი დაბრუნებისთვის მაგრამ გული არავის გაუტეხია. ჩვენ ბუნების ნაირფეროვნების სანახავად უფრო დავდივართ და არა იმისთვის რო ამ საქმით ოჯახი ვარჩინოთ. არც ინატრო. უბრალოდ 2 კვირაში ერთხელ ბუნებაში გასეირნება, ბუნებაში პურის გატეხვა და საიმტერესო ამბების მოსმენას არაფერი სჯობს თორემ ხელცარიელიც და ხან ხელსავსეც დავბრუნებულვარ მე პირადად სახლში და უბნელებისთვის მიმიყრია ნანადირევი, გააკეთეთ და მოვალ თქო და ახლა იქ მაგიდასთან გრძელდება ამბავი თორემ ნანადირევით ოჯახის გამოკვებისთვის არავინ ნადირობს საქართველოში მგონი. უფრო გასართობად
მართალი ხარ zaza-50, ნანადირევი იმისთვისაა რომ ამხანაგებთან მეგობრებთან გააკეთო დაჯდე და იქეიპო , თუ იმაზე იფიქრებ ვერაფერი ვერ მოვკალი და ხელცარიელი როგორ მივიდეო ეგ უკვე სხვაა
მელიაზე მანოკით ნადირობის გამოცდილება ხომ არ გაქვთ ვინმეს? და ხომ არა იცით იყიდება თუ არა საქართველოს მაღაზიებში მელიის მანოკები? ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი, ერის ბრწყინვალე მომავლით მსურს გავიხარო. თუ საქართველო არ ინქნება თავისუფალი, დე, მტვრად ქცეულიც დამენახოს მთელი სამყარო....
წინა სეზონზე ვერაფერი ვინადირე მაგ მანოკის გადამკიდე გავიდოდი გადავჩხრიკავდი ყველაფერს თან გამე ამინდიც ქონდა ვგიჯდებოდი ერთცალს ტუ შევეყრებოდი სადმე ჰა კაი შემთხვევაში ორს ძაღლი დარბოდა გადარეული, მერე გამწარებული ფუტკარ ჭამია წიფობელებს დავერეოდი ხოლმე, თბილიში დაბრუნებულს ვისაც ერთხელ თოფი დაეჯირა ხელში მებლატავებოდნენ უძაღლოდ 50 მცყერზე მეტი დავხოცეთო მე კიდე დღესაც ლომკაში ვარ როდის მოვა სეზონი ერთი სული მაქვს, ჩემი აზრიტ მანოკით ნადირობა სწორად არ მიმაჩნია მითუმეტეს მწყერზე, მალე მგონი ყველაფერი გაიჟლიტება და დავრჩებით ისე დიდება უფალს, დიდება სამშობლოს, ღირსება უპირველეს ყოვლისა!!!!
ბუტხა. მელიის მანოკი მეც მინდა მაგრამ გასაყიდი სადმე ვერ ვიშოვე. ისე მე რომ მელიაზე სანადიროდ დავდივარ ქატამი მიმყავს და მანოკის მაგივრად ქატამს ვაკაკანებ. ამ ხერხმა გაამარტლა ისე ქატამი სატარებლად ცოტა მძიმე და მოუხერხებელია მანოკი კი პატარა და მოსახერხებელია d.gobadze
არასდროს მინადირია იხვზე არც სატყუარებით არც საყვირით სოფელში გადაფრენის დროს ჭალასი უსაფრდებოდი ხოლმე ბავშობაში და რამოდენიმეცალს მაინც ვკლავდი ხოლმე ეხლა უკვე კაი ხანია იხვს მარტრო მტკვარის ტავზე თუ დავინახავ ხოლმე გადამფრენს გაუმარჯოს ყველა მონადირეს და არა ბრაკონიერს
ყოველწლიურად ვყიდულობთ იხვის და ბატის ფიტულებს. თუ არ ვცდები უკვე მე ნუგომონადირეს და ბესოწყალტუბოს 70 ზე მეტი ფუტული გვაქვს. ხელის ბანოკებსაც კარგად ვიყენებთ ხოლმე სხვათაშორის. ისე მოხარული ვიქნებოდი თუ მწყერზე ბანოკით ნადირობა თუ აიკრძალებოდა. რ.გიორხელიძე
ბატის ფიტულების გაკეთება ხომ არ იცით ვინმემ? ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი, ერის ბრწყინვალე მომავლით მსურს გავიხარო. თუ საქართველო არ ინქნება თავისუფალი, დე, მტვრად ქცეულიც დამენახოს მთელი სამყარო....
მე ამჯერად ვიყენებ მხოლოდ იხვზე არაელექტრო საყვირს, რომელიც ჯობია ელექტროს ჩემი აზრით თუ გამოყენება იცი! ამისათვის უნდა დაიდოს ვიდეო რაც შეიძლება ზუსტი ახსნით რომლიდანაც ვისწავლით მათ გამოყენებას..ეს კი ჩემი სატყუარაა
მართლაც ყველაზე აზარტული სანადიროა იხვზე და ბატზე..მივესალმები იმ ადამიანებს რომლებმაც იციან არაელექტრო საყვირის გამოყენება და მათი მეშვეობით უნადირიათ..შესაძლოა დადოთ თვითნაკეთები და გვასწავლოთ როგორ კეთდება კონკრეტულ ფრინველზე ან ცხოველზე. ეს სატყუარა ლაშა86 შეიძინა, დიდი ხანი ვეძებდი და იმ დღესვე შევიძინე მეც ცოტა გამოცდილება მაქვს თუმცა ზუსტი და სწორი გამოყენების ამსახველ ვიდეო მასალას დიდი სიამოვნებით უყურებდი
ეს ორიგინალებია და 8დოლარი ღირს..ამათი გამოწერა და ჩამოსვლა ნაღდად ცდება 20 ლარს, ჩვენ ქუთაისში შევიძინეთ 20 ლარად საკმაოდ კარგია ★ஜ۩۞۩ஜ★
ლაშა86, მთავარია მამაომ რო დაუყვირა წყვეტილად დაბალ ტონზე თუ გახსოვს ვესტერნში..აი მასე უნდა დააამუღამო ყველაზე მეტად მეძნელებოდა და ეხლა მგონი გამომივიდა..თანაც ცოტა ბოტოტა თითები კი გაქ ჩემგან განსხვავებით და მარჯვენა ხელით დაამუღამე..ვიდეოს ვაკეთებ დავდებ ხმიანობას მანოკებიდან გადმოწერილია იხვი როგორ გამოცემს ხმას და რომელი ხმით უნდა მოიტყუო..სკაიპს არ ეკარები თუარა გამოგიგზავნიდი და აღარ ვიწვალებდი ამდენს თუმცა ყველას წაადგება ეს ვიდეო
დამატებულია (18.12.2011, 22:52:48) --------------------------------------------- აგერ ლაშაბერ ნახე კიარადა მოუსმინე..ასეთ ხმებს გამოსცემს ზუსტად "მანოკი", სხვათაშორის ღამით ნადირობენ მთვარეზე მანოკით და ღამით იკვლება ბევრი
ENUQICHI, ბიჯო ეს ვიდეო რა შუაშია იმასთან რასაც მე გეუბნები, ისეთი ვიდეო თუ იცი(რუსულენოვანი) სადაც ხელის სატყუარას თიტოეული ხმის გამოცემა იქნება აღწერილი დაწვრილებით, თუ არა მანოკი და იხვი როგორ გამოსცემს ხმას მაგი კი ვიცი, :36_1_69: პ.ს. ესეც ასე ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
"პ.ს. ესეც ასე" ტაკ: რუსულ ენოვანი არაფერში გჭირდება და დამიჯერე რაც უნდა გენახა ზემოთ არის და ნახე უკვე, მეორეც ეს ვიდეო უნდა მოუსმინო და ამათ უნდა მიამგვანო სახში მაგ მანოკით,შენ დედალის წაიღე და კარგია დედლების მიაქვთ მამლების ამბავში როგორც მითხრეს,რადგაანაც მამალი უფრო დიდია..მეორე ვიდეოში რო ხსნის ჰუ დაიძახე ისე რომ არ მიიდო პირზე ჯერ,, მერე ჩაძახე შიგნით არ გეგონოს ხმა გამოვიდეს..იმენა მასე დაუჭყიპინებ..მე ვქენი და გავაკეთე, ვესტერნშიც ხო დაუბერე თუმცა ეხლა სხვებიც დავამუღამე..იქ ამერიკაში ხუთნაირად უძახიან..ერთგან ამბობს კდიეც პირველ ვიდეოში ყველაზე პოპულარული და ჩემტვის ფავორიტი ჩაყვირება ხდება ასეო და აჭყიპინებს მამაომ რო გააკეთა დაბალ მოწყვეტილი ხმის გამოშვებით, რომელსაც იხვი გამოსცემს საკვები როცაა ბევრი და ბალახობს ტბაზე..მაგი გაქ დასამუღამებელი და ძახილი მოხმობის..ვსიო ეს ორი! მეტი არაფერი, დანარჩენს რო წავალთ ორივეს გვაქ და ვიყიყინოთ და ვიყიყინოთ გზაში რა გვაქ საქმე სხვა ★ஜ۩۞۩ஜ★
დანარჩენს რო წავალთ ორივეს გვაქ და ვიყიყინოთ და ვიყიყინოთ გზაში რა გვაქ საქმე სხვა
საყიყინოდ ზაოდშიც კი ვყიყინობ 2 დღეა რომელიმე რუსული საიტი თუ იცი სამონადირეო მითხარი და მე მოვძებნი, დაე მე ვიყო ქვეყნის მოღალატე ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
ENUQICHI, ეს უკვე სხვა ამბავია, გაიხარე, და რომელი საიტიდან დადე მითხარი და მერე უკვე ჩემით ვიჩალიჩებ. გააიხარე ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
დათო_აბრამიძე, არაფერში გჭირდება იყიდი იაფად თან გინდა მამლის ხმიან გინდა დედლისას, კუსტარულად შესაძლოა გაგიჭირდეს და თუ ზუსტად არ დაუკრა თუ დააფრთხობ იხვს მოყვანის ნაცვლად მხოლოდ
ამ ფიტულებს ებმება სიმძიმე დაახლოებით 30 სმ. გააჩნია სად დებ და წყლის ქვემოთ მცენარეს თუ გამოედება ამოღებისას მოწყდება ან მოგლეჯს მცენარეს და ამოიღებ, ანუ მეტი ნაკლები რო გააკეთო პოზიციას დაკარგავს და ჯობია 20 სმ არ ჩამოცდეს, რათა იყოს ბუნებრივად წყალზე..წინ ებმება საერთო თოკზე (ძუა) ან ინდივიდუალურად რომელიც ნაპირზე მაგრდება
აქ არის ვიდეო რომელიც გამოიყენება როცა ხედავ მოფრინავს და უნდა დაუწყო წრეზე წასულ იხვებს საყვირით მხოლოდ ეს ჩაძახებები
ბოლო ვიდეოა მოძრავი ფიტულის, ზოგისთვის წარმოდგენის შესაქმნელად კარგი იქნება რადგან გაარჩიონ და ლაშას მსგავსად სხვა მონადირეებს არ დაუმსხვრიონ ფიტულები ისე ნასროლ ფიტულს რამოდის ალბათ არ ტყდება სხვაგვარად ზიანდება და დადე რა ლაშაბერ სურათები დაზიანებულების
giiiivi, D1 ალბათ duck-ს ნიშნავს, ინგლისურად იხვის პირველი ასო შეიძლება იყოს D და 1-იანი კი ხვდები ალბათ:)), არ ვიცი ძმა ზუსტად მაგრამ სავარაუდოდ ასე იქნება.. დადე ვიდეო როგორი ხმა აქვს თუ შეგიძლია, თუ იცი მაგაზე დაკვრა ჩათვალე მაგნიტივით მოიზიდავ იხვებს..წინა გვერდზე არის დადებული რუსული ვიდეო სადაც კარგად ხსნის როგორ უნდა ჩაბერო და რა დროს რა ხმა უნდა გამოცე ★ஜ۩۞۩ஜ★
დამატებულია (27.12.2011, 00:46:07) --------------------------------------------- xarata, არ ვიცი ძმა ძმაკაცი ამერიკაში ცხოვრობს და ეხლა ჩამოვიდა ცოტახნით და ჩამომიტანა არ შევკითხირვარ რა გადაიხადა, თუ გინდა დაგიზუსტებ ფაას ENUQICHI, არ ვიცი დაკვრა ეხლა ვამუღამებ და იმედია მალე ვისწავლი, ისე ძალიან მაგარი ხმა კიი აქვს და სუფთა
არაფერი მეტი თითქმის ყველა ვნახე და ერთნაირი აგებულებააქვს..მეზობელს ერთი საათის უკან გამოვატანინე ძველი კომუნისტების დროინდელი 50 კაპიკი ღირდაო თუ რაღაც ასე და ძალიან კაია..ხვალ გადაუღებ იმასაც სურათებს და დავდებ..ჩემსას რო გამოაძრობ მასეთია უბრალოდ სად მაგის ხმა და სად ამის ეს 20 ლარიანი..ხვალ დილით გამოვცდი კარგად ვარაკრაკებ უკვე და 8 საათისთვის ალბათ მომიწევს ჩაბერვა ★ஜ۩۞۩ஜ★
მოგესალმებით ყველას. გუშინ ჩამომივიდა ამერიკიდან ადგილობრივი წარმოების გარეული იხვის ეგრედ წოდებული "კრიაკვა"-ს მანოკი ფასთან შედარებისთ საკმაოდ კარგი ხმა აქვს. ნადირობაში რა შედეგს გამოიღებს ფიტულებთან ერთად ვნახავ ამ შაბათ-კვირას თუ აირია ამინდი. https://shop.primos.com/c-80-single-reed.aspx
დამატებულია (27.12.2011, 11:02:38) --------------------------------------------- ENUQICHI #319 ნომერი რომ აქვს ის ერთ ლერწამიანია #320 კი ორიანი ეგ განსხვავება არის
xarata, ძმა 45$ გადავიხადეო თან ეგრეთი მარტო გამოწერით იკოო. მაღაზიებში არსად არ იშოვებოდაო იქაურ მონადირეებს რომ ვკიტხე ეს მირჩიესო დანარჩენი არი რაგაც მსგავსი სხვა არაპერი აქეთ მარტო ამით ნადირობენ ვისაც უნდა იხვის მოტკუებაო.
დამატებულია (27.12.2011, 20:26:29) --------------------------------------------- დაბალ ფასიეანზე ვკითხე და იქაურმა მონადირეებმა ეგ სათამაშოთ ჩათვალესო, თვითონ არ ნადირობს
მოკლედ, სადღაც 10 დრის წინ ვიყიდე 20-ლარიანი საყვირი, ამ ხნის განმავლობაში ვამუღამებდი დაძახებას, დღეს კი პირველად მქონდა ამ საყვირის პრაკტიკაში გამოცდა და შედეგი მქონდა იდეალური, ისეთი ადგილებიდან მოვხსენი იხვები და დავსვი ფიტულებზე რომ მე თვიტონ მიკვირდა. მოკლედ მაგარი გამოდგა და ძალიან კმაყოფილი ვარ!!! ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
giiiivi, კი მეგობარო მაგარი საყვირებია ეგენი იმენა იხვის ხმა აქვს ზოგს ძაან ბოხი ხმა აქვს ზოგს კი ვაფშე არ აქ იხვის ხმა კაროჩე თუ იყიდი ერთი უნდა იყიდო და კარგი რა
დამატებულია (27.12.2011, 22:49:47) --------------------------------------------- მეც მაქ საყვირი 15 თუ 20 ლარი მიცა ბიძაჩემმა ENUQICHI_ს საყვირის ნაირია ოღონდ სხვა ფერებშია
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!