იაგდტერიერი
| |
WIWKAN@ | დრო: პარასკევი, 30.04.2010, 00:23:28 | შეტყობინება # 51 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 999
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| თანაც დაფიქრდი რომ სახლშიც შეინახავ,მართალია მოუსვენარია მაგრამ დიდს არაფერს იზამს გაფუჭებას ვგულისხმობ დაბალბეწვიანს თუ მოივან საერთოდ ამგარია არც ბეწვი შეგაწუხებს და საკვების მხრივ საერთოდ უნივერსალურია...
|
|
| |
მახო | დრო: პარასკევი, 30.04.2010, 02:15:07 | შეტყობინება # 52 |
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 41
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| qoqa-Oni, დიდიხანია საიტზე არ შემოვსულვარ, ამიტომ ვერ გიპასუხე. ნაბულის კეთება ძაღლს სისხლში უნდა ჰქონდეს, იაგი ნაბულს არ აკეთებს, მაგრამ ერთხელ ჩემმა ძაღლმა ისეთი "სტოიკა" დაიჭირა რომ პოინტერს შეშურდებოდა მაგრამ ეს ერთხელ იყო. ისე იაგი ფრინველს კარგათ ეძებს და თუ ასწავლი მოტანას, მოიტანს კიდეც.
|
|
| |
goga-giorgi | დრო: ოთხშაბათი, 12.05.2010, 20:22:09 | შეტყობინება # 53 |
კაპიტანი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 78
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ნუტრიაზე ინადირებს ალბად კარგად და კურდგელს თუ ნადიროს კარგად
|
|
| |
chari | დრო: ორშაბათი, 07.06.2010, 16:52:31 | შეტყობინება # 54 |
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ვინმემ არ იცით რუსული კლუბი იაგტერიერის ლეკვის ჩამოყვანა მინდა დზაგლი დამიბერდა
|
|
| |
suro | დრო: ხუთშაბათი, 10.06.2010, 13:30:55 | შეტყობინება # 55 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 275
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მეც ვედზებ იანგ ტერიერს სასურველია გონცჰის ლეკვსჰი გაიცვალოს რაა ანუ სუფტაა გონცჰზე მაქვს საუბარი ანგლოზეე
|
|
| |
berZul | დრო: სამშაბათი, 20.07.2010, 20:46:57 | შეტყობინება # 56 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| chari რუსული კლუბი არ ვიცი მაგრამ დიღომში ძაღლების ბაზრობაზე ჰყავდა ერთ კაცს გამოყვანილი და ას ლარად ეხვერწებოდა ხალხს წაიყვანეთო თავისი საბუთებით იყო დედაც და შვილებიც,. შაბათ კვირას გაიარე და ნახე კიდევ ეყოლება ვინმეს გამოყვანილი,.
|
|
| |
-BERG- | დრო: სამშაბათი, 20.07.2010, 22:32:32 | შეტყობინება # 57 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| suro, იაგდტერიერები საკმაოდ გვყავს საიტზე. ყიდვა-გაყიდვაში შედი და ნახე გიორგიპარკაულის განცხადება. დაურეკე და დაელაპარაკე, იქნებ შეტანხმდეთ.
|
|
| |
avtandil:) | დრო: ოთხშაბათი, 01.09.2010, 02:31:23 | შეტყობინება # 58 |
ჯგუფი: წაშლილები
| ასეთი იაგდტერიერი ჩემ ნაცნობს ყავდა ძაღლს ქიშო ერქვა და დზაან ძლიერი და ჭკვიანი ძაღლი იყო მერე მელიის სორიში შევიდა ორი მელია მოკლა დამელიებს შორის მოქცეული უკან ვეღარ მოტრიალდა და უჰაერობაში გაიგუდა
|
|
| |
PATARA-SAMO | დრო: ხუთშაბათი, 30.09.2010, 19:29:58 | შეტყობინება # 59 |
ჯგუფი: წაშლილები
| თუ ვინმე არის დაინტერესებული იაგით საიტზე არის გასაყიდი... ბატონი გიას იაგები მართლაც რო კეთილი შურით შესაშურები არიან ისეთი მაგრები არიან ნადირობაში :166:
|
|
| |
PATARA-SAMO | დრო: ხუთშაბათი, 30.09.2010, 19:52:44 | შეტყობინება # 60 |
ჯგუფი: წაშლილები
| მემგონი ბაზიერელებისთვის 200..... ოგონდ ძაან მაგრებია რა პირადად ვიცნობ და უსერიოზულები არიან უბედურ დღეში აგდენებნ ნადირს თუ ფრინველს
|
|
| |
ij43 | დრო: ხუთშაბათი, 30.09.2010, 19:54:32 | შეტყობინება # 61 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 281
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ვნახე ეხლა მივაგენი კიდვა გაკიდვასჰი და ტეტრიტერიულად სად არის არ აცერია მგონი სჰეიზლება ახლობელმა დაიტრიოს გ ეზებდა ზაგლს და სჰევეხმიანები
|
|
| |
PATARA-SAMO | დრო: ხუთშაბათი, 30.09.2010, 19:58:05 | შეტყობინება # 62 |
ჯგუფი: წაშლილები
| ij43, მართლა მაგარია 2.5 თვისები არიან.. არ ინანებს მაგ შენი ახლობელი თუ დაგაინტრესდა აგერ ბატონო ნომერი 897123446 იკითხე გია
|
|
| |
aleko22 | დრო: ხუთშაბათი, 16.12.2010, 01:57:43 | შეტყობინება # 63 |
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 7
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| გამარჯობათ ყველას, კეთილი იყოს ჩემი შემოსვლა ამ ფორუმზე. საბოლოოდ გადავწყვიტე გავზარდო იაგდის ლეკვი, ბევრ ჯიშთან მქონია შეხება და მინადირია ეს ის ჯიშია რაც გამომადგება, აქამდე ვფიქრობდი გონჩის აყვანას მაგრამ იაგდს ვერანაირად ვერ შეედრება მითუმეტეს მე მჭირდება ძირითადად აქტიური ნადირობისთვის ფრინველზე ეკალ-ბარდში, წყალში, სანადიროდ. მწყერზე სანადიროდ მყავს პოინტერი + სპანიელი მსხვილ ფრინველზე. ვიცი ამ ფორუმზე ბევრი გულშემატკივარი ყავს იაგდტერიერს და მინდა ყველას გთხოვოთ დამეხმარეთ ნამდვილად კარგი მონადირე დედ-მამიშვილი ლეკვის მოძიებაში გადავიხდი რეალურ თანხას რაც ღირს, მთავარია ლეკვი იყოს ის რაც უნდა იყოს და არა ბაზრობაზე გამოყვანილი საბუთნაყიდი დვარნიაშკის ნაჯვარი. საბუთს ჩემს შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ვინმეს გყავთ ლეკვები ან თუ გეგულებათ გამაგებინეთ მინდა რაც შეიძლება მალე შევიძინო. 898103660 ალეკო
|
|
| |
aleko22 | დრო: პარასკევი, 17.12.2010, 23:56:07 | შეტყობინება # 64 |
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 7
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ვიმემ ხომ არ იცით ამ ლეკვების ისტორია, (იქნებ ნაცნობია ვინმესი აქედან) http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=986246
|
|
| |
PATARA-SAMO | დრო: შაბათი, 18.12.2010, 11:27:45 | შეტყობინება # 65 |
ჯგუფი: წაშლილები
| aleko22, ნამდვილად უცნობია იმიტო რო არ წარმომავლობა არ უწერია პატრონს და არც გამოფენაზე და არსად მინახავს ეგ ძაღლი
|
|
| |
998 | დრო: კვირა, 19.12.2010, 15:46:23 | შეტყობინება # 66 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 773
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| aleko22, აქ საკმაოდ ყავთ ბიჭებს იაგები, რომლებიც ძაან მაგრები არიან ნადირობაში, შედი ყიდვა-გაყიდვაში და მანდაც ნახავ განცხადებას გიას იაგებზე მე გირჩევ მაგის ლეკვებს.
|
|
| |
aragveli | დრო: ორშაბათი, 07.02.2011, 13:14:27 | შეტყობინება # 67 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 229
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მე ნადირობაში სილამაზეს ვეზებ და არა შედეგს, ამიტომაც მირჩევნია ნადირზე კარგი მდევრების გამბული ყეფით, ფრინველზე კი მეძებრის დაძაბული ნაბულით, და ულამაზესი ძებნით ვისიამოვნო. მე არაფერი მაქვს იაგების საწინააღმდეგო პირიქით ვთვლი რომ კარგი მუშა ძაღლებია მაგრამ მე მათ მუშაობაში ვერაფერს ვხედავ ისეთს რომ ,მდევარზე და მეძებარზე წინ დავაყენო. გემოვნებაზე არ დაობენ და ბევრი ალბათ შემეწინააღმდეგება.
|
|
| |
-BERG- | დრო: ორშაბათი, 07.02.2011, 14:29:31 | შეტყობინება # 68 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| aragveli, ხანდახან, როცა საჭიროა, სილამაზე გვერდზე უნდა გადადო და შედეგზე იმუშაო. როგორც ტურაზე, მაგალითად... ვერტმფრენიდან მგელზე ნადირობას არაფერი სილამაზე არა აქვს, მაგრამ ნადირობენ მაინც. საჭიროა... იაგდტერიერს ერთი პლიუსიც აქვს; ქალაქში მცხოვრები მონადირე მდევარს ვერ გაიჩერებს (რთული შესანახია). იაგი, თავისი კომპაქტურობის გამო შესანიშნავია. თან მეტ-ნაკლებად უნივერსალურია.
|
|
| |
flea | დრო: კვირა, 27.02.2011, 02:50:08 | შეტყობინება # 69 |
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 14
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| აი მართლა მაგარი ზაღლი ჩანს
დათვზე რო იწევს მაგის გამო ვცემ უკვე გრანდიოზულ პატივს და აუცილებლად ვიყიდე არდე თუ გვიან
და აუ ეს შკერში იმუშავებს ძალიან მაგრად.პატარა არის და გაძვრება ადვილად. იტოკში რაჭისთვის მგონი იდეალურია.
|
|
| |
-BERG- | დრო: პარასკევი, 04.03.2011, 17:54:58 | შეტყობინება # 70 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ხვად (მამალი), უხეშბეწვიან იაგდტერიერს ვეძებთ შეჯვარების მიზნით. თუ ჩამოყვანილია უკეთესია.
|
|
| |
beqarichi | დრო: პარასკევი, 04.03.2011, 21:51:21 | შეტყობინება # 71 |
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 74
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| BEრG თუ შეგიზლიატ მამალს რომ იშოვიტ დაწერეთ აქ მეც მინდა შესაჯვარებლად:!!
მე ♥ bazieri.ge
|
|
| |
rudii | დრო: კვირა, 15.05.2011, 21:44:19 | შეტყობინება # 72 |
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 84
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| გამარჯობათ იაგს მჩუქნიან და მაინტერესებს კორპუსის წინ მაქვს ეზო და მანდ რო გავზარდო გამლელებს ხომ არ უყეფდეს იქნება აგრესიულია?ხალხი რომ არ შეაწუხოს ყეფით ან გარაში რო მყავდეს შეიძლება?
|
|
| |
-BERG- | დრო: კვირა, 15.05.2011, 22:39:10 | შეტყობინება # 73 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| rudii, ეზოში ჯობია ყველა ვარიანტში. გარაჟში მზე არ ექნება, ადამიანთან კონტაქტი და ჩაკეტილი გაავდება. მითუმეტეს იაგები ისედაც არ უჩივიან სიავეს.
|
|
| |
fshavelo | დრო: პარასკევი, 01.07.2011, 16:47:20 | შეტყობინება # 74 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| -BERG-, ეგ და ჯუჯა პინჩერი ერთი და იგივე ჯიშია თუ სხვადასხვა?
საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
|
|
| |
-BERG- | დრო: პარასკევი, 01.07.2011, 18:44:48 | შეტყობინება # 75 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| fshavelo, პინჩერი და იაგდტერიერი ერთი და იგივე ჯიში როგორ იქნება?!
|
|
| |
fshavelo | დრო: პარასკევი, 01.07.2011, 19:56:37 | შეტყობინება # 76 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
|
ეს ჯუჯა პინჩერია და -BERG-, თუ არ შეწუხდები იქნებ ამიხსნა არსებითი სხვაობა რაში მდგომარეობს, ძალიან მსურს ვიცოდე
ესეც იაგდტერიერი ..... მგონი ვიზუალით გვანან
საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
|
|
| |
-BERG- | დრო: პარასკევი, 01.07.2011, 21:00:47 | შეტყობინება # 77 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Quote (fshavelo) -BERG-, ეგ და ჯუჯა პინჩერი ერთი და იგივე ჯიშია თუ სხვადასხვა? სახელი ერთისაც იცი და მეორისაც, და ერთი და იგივე რო იყოს სხვადასხვა სახელი ერქმეოდათ???!!! ფოტოში შეიძლება გვანან,მაგრამ სინამდვილეში არც ისე დიდი მსგავსებაა მათ შორის. არსებითი სხვაობა ამათში ისაა, რომ იაგდტერიერი მონადირე ძაღლია და ჯუჯა პინჩერი ღმერთმა იცის რა...
|
|
| |
fshavelo | დრო: შაბათი, 02.07.2011, 03:56:52 | შეტყობინება # 78 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| -BERG-, ძალიან მინდა, უზომოდ ძალიან, მაგრამ იცი რა მომენტი მაქვს? კორპუსში ვცხოვრობ, და დედაჩემი გააფრენს, საერთოდ ვერ იტანს ცხოველებს, ერთადერთი შემიძLია რომ სხვენში ვაცხოვრო მაგრამ მანდ მეზობლებს შეაწუხებს ღამე ყეფით და წკმუტუნით, და ვერ მყავს მაგიტომ, აი რომ ვიცოდე რომ ღამე ჭკვიანად იქნება მაშIნ სიამოვნებით ვიყოლიებდი, მაგრამ ძაგლს რა დააწყნარებს, თან მაგისთანა დაუწყნარებელს : ( :(:(:(:(:(
დამატებულია (02.07.2011, 02:40:40) --------------------------------------------- მაგიტომ 2 წყალს შუა ვარ გაჭედილი და უარის თქმა მიწევს პატარა მეგობარზე :(
დამატებულია (02.07.2011, 02:56:52) --------------------------------------------- სიტყვას თუ მომცემს რო არ იყეფებს და ღამით მეზობლებს არ შეაწუხებს :D
საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
შეტყობინება დაამუშავა fshavelo - შაბათი, 02.07.2011, 13:37:05 |
|
| |
bizona | დრო: შაბათი, 02.07.2011, 12:34:12 | შეტყობინება # 79 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 479
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| აუ ძაან მაგრად მინდა იაგი გონჩთან ერთად მაგარი იქნებოდა... ძალიან მუშა და გულადი ძაღლებია მარა მე პირადად გონჩს არცერთი ძაღლი არ მირჩევნია... როცა კაი გონჩს ავიყვან და იმედია მალე იქნება მერე თუ საშუალება მექნება იაგსაც დავითრევ და მერე ნახეთ ტურების საცოდაობა თქვენ
დ.კალანდაძე
|
|
| |
fshavelo | დრო: შაბათი, 02.07.2011, 16:42:40 | შეტყობინება # 80 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| -BERG-, არის რამე შ ანსი რომ არ იყეფებს და იწკმუტუნებს ღამე?
საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
|
|
| |
-BERG- | დრო: შაბათი, 02.07.2011, 19:28:40 | შეტყობინება # 81 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| fshavelo, "ჩერდაკში" და "გარაჟში" ძაღლი არ იზრდება. მანდ დაიყეფს კი არა, გაგიჟდება... თუ აიყვან შესაბამისი პირობებიც უნდა შეუქმნა.
|
|
| |
fshavelo | დრო: შაბათი, 02.07.2011, 22:25:58 | შეტყობინება # 82 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| -BERG-, ანუ რას ვამბობ იცი? დღისით ჩვეულებრივ სახლში რომ იყოს და იქ მარტო ღამე დასაძინებლად ავიყვანო ხოლმე? არ გამოვა ეგრე? აუ სახლში ეგ რო მოვიყვანო გამის გასათევად მე გამაგდებენ და
საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
|
|
| |
-BERG- | დრო: შაბათი, 02.07.2011, 22:57:42 | შეტყობინება # 83 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| fshavelo, ბარემ ღამეც სახლში იყოს, რას დააშავებს?! სახლში ძაღლის გაჩერება დიდი თავის ტკივილია, მაგრამ თუ არ გინდა სულ სხვაზე დამოკიდებული იყო, ან მეველესავით მარტო იარო, რაღაც უნდა მოიფიქრო...
|
|
| |
aleko | დრო: კვირა, 03.07.2011, 15:55:59 | შეტყობინება # 84 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| იაგი ტურას და მელას გუდავს? მელაზე გამიგია მეზობელს ყავს და სოროში გაგუდაო, მაგრამ ტურაზე არ ვიცი შეძლებს?
"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
შეტყობინება დაამუშავა aleko - კვირა, 03.07.2011, 15:56:19 |
|
| |
fshavelo | დრო: კვირა, 03.07.2011, 20:42:52 | შეტყობინება # 85 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| aleko, ტურის გაგუდვის არ ვიცი მაგრამ რომ არ შეეშინდება და გაიწევს ეგ ვიცი, თუმცა ვიღაცას დაპოსტილი ჰქონდა 2 ნაგაზს გამოღადრა ყელიო და ტურა კუდით უნდა ათრიოს წესით
საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
|
|
| |
aleko | დრო: ორშაბათი, 04.07.2011, 21:57:10 | შეტყობინება # 86 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ამდენი რამის გაკეთება თუ შეეძლო ამ ერთი ციციქნა ძაღლს არ ვიცოდი, სოროში რო მგელია ეგ ვიცი მარა Fრინველი და იხვის წყლიდან გამოტანა ...მალადეც მაგას
"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
|
|
| |
დათო_მონადირე | დრო: შაბათი, 23.07.2011, 21:28:57 | შეტყობინება # 87 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| იაგტერიერი ერთერთი ახალგაზრდა ჯიშია ტერიერებს შორის. მისი შექმნის ისტორია დაიწყო გასული საუკუნის ათიანი წლებში, ბავარიაში, მიუნჰენში ფოქტერიერების მოყვარულთა წრეში.
საქმე ის არის რომ ამ დროს გერმანია მოიცვა ფოქსტერიერების ბუმმა, სადაც ამ ჯიშის პირველი წარმომადგნელები 1880-იან წლებში შეიყვანეს. ამ ძაღლების პოპულრაობა იმდენა დიდი იყო, რომ დროის მოკლე პერიოდში მათმა რაოდენობამ ძლიერ მოიმატა, ხოლო სელექციური მუშაობის მაღალმა დონემ ის განაპირობა, რომ მალე გერმანია გახდა მაღალხარისხოვანი ფოქსტერიერების ერთერთი უმსხვილესი ექპორტიორი.
ამ ჯიშზე დიდი მოთხოვნილება იყო მონადირეთა სორის, რომლებიც მათ იყნებდნენ არა მარტო სოროში, არამედ ჩლიქოსნებზე, კურდღელზე და ფრინველზე სანადიროდაც. მეორე მხრივ ფოქსტერიერმა თავისი ეფექტური შეხედულებითა და ორიგინალური ფორმებით გამოფენები მოყვარულთა გულებიც მოიგო, განსაკუთრები პოპულარული გახდა მისი უხეშბეწვიანი ვარიანტი, აქედან გამომიდინარე თავი იჩინა ჯიშის გავითარების სხვადასხვა მიმართულებით განვითარების ტენდენციამ - საგამოფენო ფოქსებია მოშენებისას ყურადღება ექცეოდა მხოლოდ დახვეწილ, უტრირებულ ექსტერიერს, საველე თვისებებს კი დიდად არ დაგიდევდნენ. ხოლო სანადირო ხაზების გამოყვანისას პირიქით. ბუნებრივია ამ ფოქსტერიერების მოყვარულების გაერთიანებებში ზემოხსენებულ ბანაკებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.
მიუნჰენელი მონადირეები კიდევ უფრო შორს წავიდნენ. ისინი აშენებდნენ თავზე და ფეხებზე უფრო მოკლე ბეწვის მქონე უხეშბეწვიან ფოქსებს. ასეთი შემოსილობა უფრო პრაქტიკული იყო და არ საჭიროებდა ტრიმინგს. გარდა ამისა უპირატესობა ენიჭებოდათ მწარმოებლებს, რომელთა შეფერილობაშიც შავი ფერი სჭარბობდა, რადგან მიღებული აზრის თანახმად მუქი ფერი ნაკლებად გამაღჲზიანებელია ნადირ-ფრინველისათვის, ვიდრე კონტრასტული ჭრელი. ამის შედეგად პირველ მსოფლიო ომამდე, მიუნჰენში ჩამოყალიბდა მაღალი საველე თვისებების მქონე უჴეშბეწვიანი ფოქსტერიერების პოპულაცია, რომელიც დამახასიათებელი ექსტერერული თვისებურებებით გამოირჩეოდა - ძირითადად შავი ფერით და უფრო პრაქტიკული ბეწვის საფარით. ამ საქმის მოთავეები და ენთუზიასტები იყვნენ: ვალტერ ცანგერბერგი, კარლ ერის გრუნელვარდი, ფ. რისი. თავიდან მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ საფუძველს ახალი ჯიშის გამოსაყვანად ამზადებდნენ. 1923 წელს ბერლინში, ჰანს გეკის ძაღლსაშენში წმინდა ჯიშის ფოქსტერიერებისაგან შავი შეფერილობის ჟღალ ფორაჯებიანი ლეკვები დაიბადნენ. არასტანდარტული ფერის გამო მათი ჯიშიანად აღიარების არავითარი შანში არ ჰქონდათ..
ეს ამბავი შემთხვევით შეიტყო ცანგენბერგმა და დაუყოვნებლივ შეიძინა მთელი ბუდობა: ორი ხვადი და ორი ძუ, სულ ოთხი ლეკვი. მან ჩათვალა რომ ეს სწორედ ის იყო რაც მას სჭირდებოდა. იგი ერთმანეთზე აჯვარებდა ამ და-ძმებს და რამდენიმე წელში ასეთივე შეფერილობის ფოქსტერიერების ძლიერ იმბრიდირებული ჯიში მიიღო. მომვალ ეტაპზე ამ ძაღლებს პირველ მსოფლიო ომამდე გამოყვანილი, მაღალი სანადირო თვისების მუქი ფოქსების სისხლი შეურიეს. შემდგომში მოშენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა მწარმოებლების საველე ღირსებებს და შეფერილობას ენიჭებოდა, ხოლო ჭრელი და თეთრ ლაქებიანი ძაღლები მმკაცრად იცხრილებოდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში არ შეწყვეტილა დაპირისპირება სტანდარტული ფოქსტერიერების მომხრეებთან, ამნ კი საბოლოოდ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რომ ენთუზიასტთა ჯგუფში გაჩენილიყო იდეა, ზემოთხსენებული ტერიერები ახალი ჯიშის სტატუსით მოეშენებინათ. ამავე პერიოდში საბოლოოდ ჩამოყალიბდა კონცეფცია გერმანული სანადირო ტერიერის შესახებ: ეს უნდა ყოფილიყო მხოლოდდამხოლოდ სანადირო, მრავალმხრივი გამოყენების ჯიში, ამასთან მუქი შეფერილობით, არაორიგინალური, სადა ექსტერიერით, რათა თავიდან აეცილებინათ საგამოფენო მოდა და აქედან გამომდინარე ნეგატიური შედეგები. ამ იდეას თანდათან ბევრი მომხრე გამოუჩნდა და უკვე 1926 წელს ცანგერბერგის ინიციატივით გერმანული იაგდტერიერ კლუბი შეიქმნა, ხოლო მომდევნო წელს პირველი გამოფენა-დათვალიერება ჩატარდა, რაშიც მონაწილეობა 22 ექსპონატმა მიიღო რადგან სანაშენე მასალის ძირითადი ბირთვი ძალიან ახლო იმბრიდინგის გამოყენებით შეიქმნა და საკმაოდ მწირი გენოფონდი განახლებას საჭიროებდა, ამიტომ 30-იანი წლების დასაწყისში არსებულ ძაღლებს მცირედით ძველინგლისური ჟღალპორაჯებიანი შავი (ბლექ ენდ თენ) ტერიერისა და ველშტერიერის სისხლი შეურიეს. ახალი ჯიში, როგორც ასეთი, 40-იანი წლებისათვის შეიქმნა. მას ახასიათებდა ყველა ის თვისება, რაც ჩაფიქრებული იყო მისი გამოყვანის დასაწყისში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან ცოტა იაგდტერიერი გადარჩა. ამან ენთუზიასტების ახალი ძალისხმევა მოითხოვა. მათი მომრავლება კვლავ ახლონათესაური დართვების ხარჯზე მოხდა. გერმანული შრომისმოყვარეობისა და მაღალი სელექციური კულტურის გამოისობით ჯიში არა მარტო აღსდგა, არამედ აღორძინდა კიდეც. მისმა პოპულარობამ გერმანიის საზღვრებს გარეთ გააღწია და გავრცელდა მთელს ევროპაში და არა მარტო ევროპაში. დღესდღეობით იაგდტერიერი გერმანული კინოლოგიის ამ საქვეყნოდ აღიარებული ფენომენის ერთ-ერთი ბრწყინვალე გამარჯვებაა.
ნადირობა
იაგდტერიერი პრაქტიკულად ყველა ობიექტზე სანადიროდ გამოდგება, ოღონდ ისეთ პირობებში სადაც მცირე ზომა ხელს არ უშლის მის გამოყენებას, მაგალითად ღრმა თოვლში, სადაც პატარა ტერიერის მოძრაობა და მანევრირება ძლიერ შეზღუდულია. რაც შეეხება სოროში მუშაობას აქ იაგდი აღიარებული ლიდერია - ნადირის მიმართ სიავით იგი ერთი თავით მაღლა დგას სოროს ძაღლების ყველა ჯიშზე. ეს თვისება მას განსაკუთრებით ყოფილ გდრ-ში განუვითარეს, სადაც ბევრი მათგანი მელასთან ან მაჩვთან კონტაქტში შევლისას მომენტალურად გადადიოდა ყელში ან სხვა განსაზღვრულ ადგლიზე მყარ ჩავლებაზე. საერთოდ მელიის დახრჩობა ან დაჯაბნა კარგი იაგდტერიერისთვის სირთულეს არ წარმაადგენს. იაგდი უკომპრომისო და თავგანწირულ ბრძოლას უმართავს თავისზე მძიმე და ძლიერ მოწინააღმდეგეს მაჩვს. ბევრის თანდაყოლილი თვისებაა დამხრჩვალი ან ჯერ კიდევ ცოცხალი ნადავლის სოროდან გამოთრევა. იაგდტერიერს წარმატებით იყნებენ სხვადასხვა ნადირის მოსაპოვებლად-კურდრალით დაწყებული მსხვილი ჩლიქოსნით დამთავრებული, როგორც კოლექტიური ისე ინდივიდუალური ნადირობისას. გამოირჩევა კვალზე მუშაობისადმი მიდრეკილობით, ჯერ აზარტულად ეძებს მას რომელსაც შემდეგ ყეფით მისდევს. სხვათაშორის ეს თჳისება სხვა ტერიერებს არ ახასიათებთ.
შესანიშნავი ყნოსვის პატრონი სისხლიან კვალზე მუშაობით ადვილად აგნებს რამდენიმე ასეული მეტრით გადაადგილებულ დაჭრილ ჩლიქოსანს. განსაკუთრებით ეფექტურია გარეულ ღოზე ნადირობისას, სადაც მთლიანად ავლენს მებრძოლ ხასიათს, სიმამაცეს, მოხერხებულობას და ელვისებურ რეაქციას. ამ შემთხვევაში რამდენიმე იაგდს ერთად იყენებენ.
ამ ჯიშის ერთ-ერთი სპეციალიზაცია იხვზე მუშაობაცაა. საერთოდ იაგდტერიერს წყლის სიყვარული გენეტიკურადაც აქვს. ცურვით დაუღალავად იკვლევს ლელიანს, ნაპოვნ იხვს იოლად ეწევა და აიძულებს მას აფრინდეს სასროლ მანძილზე. ადვილად სწავლობს წყლიდან აპორტირებას.
იყენებენ აგრეთვე სხვადასხვა ფრინველის მოსაძებნად და შემდეგში ჩამოგდებულის მოსატანად. იაგდი შეუდარებელია ხშირ, ჯაგნარში სამუშაოდ, სადაც ადვილად არწევს მცირე ზომის გამო და შესანიშნავი უპირატესობა აქვს დიდი ზომის ძაღლებთან.
საველე გამოცდები
გემანიაში იაგდის სანადირო თვისებების საველე გამოცდებზე აფასებენ, რაც მათი ფართო სპექტრით გამოყენების სპეციფიკას ითვალისწინებს. ახალგაზრდა იაგდტერიერს ისეთი თანდაყოლილი თვისებების ქონა მო ეთხოვება, როგორიცაა ნადირობის მიმართ სიავე, კვალზე ყეფით მიყოლის უნარი და ქყლის სიყვარული, აგრეთვე ძლიერი, გაწონასწორებული ფსიქიკა, რაც შემდგომ მისი მრავალმხრივ ეფექტურად გამოყენების საფუძველს წარმოადგენს.საველე გამოცდებზე წარმატების შემთხვევაში, მფლობელს ძაღლის სანადიროდ გამოყენების უფლება ეძლევა, მათ შორის საუკეთესოებს კი სანაშენედ იყენებენ.
გამოცდები ორ ეტაპად ტარდება. პირველი ითვალისწინებს ახალგაზრდა ძაღლების თანდაყოლილ ანუ მემკვიდრეობით მიღებული თვისებების ტესტირებას. ამ დრო მოწმდება: სოროში მ უშაობის ელემენტები, კურდღლის კვალზე მუშაობა, წყალთან დამოკიდებულება, თოფს ხმაზე რეაგირება, მორჩილებისადმი თანდაყოლილი მიდრეკილება. ერთი წლის შემდეგ ტარდება მეორე ეტაპი, რაც ითვალისწინებს შემოწმების სრულ კომპლექსს შეფასების უფრო მკაცრი კრიტერიუმებით.
ერთხელ უკვე შემოწმებულ დისციპლინებს აქ ემატება: ნადავლის სოროდან გამოთრევა, სისხლიან კვალზე მიყოლა, იხვზე მუშაობა, ღრმა წყლიდან აპორტირება, მოკლული ფრინველის ან ბოცვერის კვალით მოძებნა და აპორტირება.
ძალიან დიდი ყურადღება ექცევა გაწრთვნილობას და წამყვანთან კონტაქტს. ამ მხრივ იაგდს საკმაოდ სერიოზული პროგრამის ჩაბარება უწევს. არადამაკმაყოფილებელი მორჩილების ან გაწრთვნილობის შემთხვევაში სანადიროდ და საჯიშედ მისი გამოყენება იკრძალება.
ხასიათი
ათწლეულების მანძილზე სიავეზე ორიენტირებულმა მიზანმიმართულმა სელექციამ დაღი დაასვა იაგდტერიერის ხასიათს. ვის არ ადარებენ მას, ხან კამიკაძეს, ხანაც თავზე ხელაღებულ ვიკინგს. იაგდი გულადი, უშიშარი, თავის თავში დარწმუნებული ძაღლია, შინაგანი ღირსების მქონე, ამაყი და დამოუკიდებელი. ხასიათი მტკიცე აქვს და მკაცრი, ტემპერამენტი ფიცხი და ფეთქებადი, რეაქცია - ელვისებური. მისთვის უცხოა პატრონთან ლაქუცი, მიუხედავად იმისა რომ საოცრად ერთგულია. იაგდს პირდაპირი, თამამი გამოხედვა აქვს და ემოციებს არ მალავს. მუდამ კონცენტრირებული, ჯიშჲსთვის სპეციფიკური სუსხიანი მზერა მის ძლიერ გულში გახედებს და უნებლიე პატივისცემას იწვევს. დაუოკებელმა ტემპერამენტმა და უკომპრომისო, შარიანმა ხასიათმა თანამოძმეებში მას თავგადაკრული მოჩხუბარის რეპუტაცია შესძინა. ძლიერი ყბების წყალობით იგი წარმატებით უმკლავდება თავისზე გაცილებით დიდ ძაღლებს, გასაკვირი არცაა, რომ სხვა ჯიშის სოროს ძაღლებთან შედარებით, იაგდები უფრო ხშირად იღებენ ტრამვებს და იღუპებიან ნადირობის დროს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იაგდტერიერის ლეკვობიდან სწორად აღზრდას. იაგდს მკაცრი მაგრამ სამართლიანი ხელი სჭირდება. საჭიროა მისი ტემპერამენტისა და ენერგიის მართვა, სასურველ კალაპოტში მიშვება. ამისათჳის კი მისი პიროვნების გაგება და პატივისცემაა აუცილებელი. სამაგიეროდ ამის შემდეგ ადამიანი შეიძენს უერტგულეს, თავდადებულ უანგარო მეგობარს, რომელიც მას ნებაყოფლობით აღიარებს ლიდერად. იაგდის მიმართ დაშვებულია ზერელე, უღიმღამო დამოკიდებულება, ან დასჯის სასტიკი მეთოდები. ამ შემთხვევაში ის შეიძლება უკონტროლო გახდეს, უაზროდ აგრესიული და საზოგადოებისთვის საშიში. თუმცა ასეთი შმეთხვევბი არამარტო არასწორი აღზრდის, ზოგჯერ სელექციონერების ბრალიცაა, რომლებიც არ ბლოკავენ გაუწონასწორებელი, დარღვეული ფსიქიკის მქონე ეგზემპალრების საჯიშედ გამოყენებას. ამიტომ გერმანიში იაგდებს მკაცრად ამოწმებენ ამ პარამეტრის მიხედვით.
ექსტერიერი
იაგდტერიერის ექსტერიერის ყველა დეტალი პრაქტიკული მიზანშეწონილობითაა ნაკარნახევი. მასში არაფერია დეკორატიული, ფუჭი,ესთეტიკური, რაც მისი გამოყვანისას დასახულ მიზანს სავსებით შეესატყვისება. მიუხედავად იმისა, რომ ჯიში პრაქტიკულად, მთლიანად მოქსტერიერისაგან მოდის, გარეგნულად მისგან აშკარად განსხვავდება, უფრო მეტიც ფოქსისათვის დამახასიათებელი ნიშნები ნაკლად ან ხინჯად ეთვლება. სწორედ ამიტომ იაგდტერიერის ექსტერიერის თავისებურებები განსაკუთრებით ნათლად იკვეთება. ამ უკანასკნელთან შედარების ფონზე, მისგან ძირითადი განმასხვავებელი ნიშნების აღწერით:
იაგდს წინაპრისგან განსხვავებით სიმაღლესთან პროპორციაში თავი შედარებით მოკლე აქვს, ქალა უფრო განიერი, ყურებს შორის მეტი მანძილით, გამოხატული ყვრიმალებითა და საღეჭი კუნთებით, ქალაზე ოდნავ მოკლე, უფრო ძლიერი და შევსებული დრუნჩით, მასიური ნიკაპით. ყველაფერი ეს ფოქთან შედარები ყბებს დიდ ძალას და ჩავლების უფრო დიდ სიმტკიცეს განაპირობებს. იაგდს ყურები უფრო დიდი აქვს და დაბალ ხრტილზე უზის.. მცირე ზომის თვალები ბუდეში ღრმათ აქვს ჩასმული, რის გამოც კარგადაა დაცული დაზიანებებისაგან ან მასში მიწის მოხვედრისაგან. გამოირჩევა უფრო ძლიერი აღნაგობით - უკეთ განვითარებული ჩონჩხითა და რელიუფური კუნთებით, შედარებით ფართო მკერდით.. მკერდის გარშემოწერილობა ოპტიმალური უნდა იყოს, რათა უზრუნველყოს როგორც დიდი ფიზიკური დატვირთვისათვის აუცილებელი ფილტვების საკმაო მოცულობა, ასევე სოროში თავიფულად გადაადგილება. ეს თავისებურებები იაგდის ფიზიკურ ძალაზე და დიდ ამტანობაზე მიუთითებს. იგი ფოქსისგან განსხვავდება აგრეთვე შედარებით მოგრძო ზურგით და აქედან გამომდინარე წაგრძელებული ფორმატით, მხრის სახსრის უკეტ გამოხატული კუთხითა და გრძელი გავით.
ჯიში შედგება მოკლე ბალნიანი და უხეშბალნიანი ძაღლებისაგან, რომლებიც სხვა მხრივ იდენტურები არიან, ექსპერტიზას ერთ რინგზე გადიან და ერთმანეთზე ირთვებიან. ბეწწვის საფარი პასუხობს მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკულ დანიშნულებას, ხისტია, ხშირი გლუვად დაფენილი კარგად განვითარებული თივთიკით, არ საჭიროებს ტრიმინგს. მუცელი და ბარძაყების შიდა ნაწილი კარგად არის შემოსილი. მოკლებალნიანი იაგდის ბეწვი მოკლებეწვიან ფოქსზე უფრო გრძელია. კუდი ფოქსზე უფრო დაბლა აქვს დასმული, უჭირავს არა ვერტიკალურად, არამედ უკან გადახრილად. კუპირების შედეგად უტოვებენ მთლიანი სიგრძჲს ორ მესამედს. ასეთი სიგრძის კუდი უკეთ ასრულებს სახელურის ფუნქციას., რისი საშუალებიტაც მონადირე ძარღლს სოროდან ნადავლის გამოთრევაში ეხმარება. საერთაშორისო (ფცი) სტანდარტის მიხედვით იაგდის სიმაღლე 33-40- სმ-ია. შეფერილობა შავი, მუქი ყავისფერი, ან ნაცრისფერ-შავი, ჟღალი ან ყვითელი ფორაჯებით. მუქი, ნახევრად მუქი, ან ღია ფერის ნიღბით დასაშვებია მომცრო თეთრი ლაქები მკერდზე და თათებზე. საინტერესოა რომ ყოფილ გდრ-ში რომელიც არ იყო ფცი წევრი, საერთაშორისოზე უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებდა, რომლის მიხედვით შავის გარდა სხვა ძირითადი შეფერილობა აკრძალული იყო.
იაგდტერიერი საქართველოში
ჩვენში ამ ჯიშის პირველი წარმომადგენლები 1986 წელს თბილისში სანადირო ძაღლების გამოფენზა გამოჩნდნენ. რ. ალბუთაშვილმა რუსეთიდან და ბალტიისპირეთიდან შემოყვანილი ორი იაგდტერიერი წარმოადგინა. ჩვენში მონადირეებმმა მალე აუღეს ალღო პერსპექტიულ ჯიშს და სულ რამდენიმე წელში მათმა რაოდენობამ სწრაფად იმატა, როგორც პირველი წყვილის შთამომავლების ისე სხვა შემოყვანილი ეგზემპლარების ხარჯზე. იაგდების პოპულაციაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს იმ წლებში ცნობილმა ენთუზიასტებმა: მამუკა კაკაბაძემ და ტრაგიკულად დაღუპულმავაჟა ერაძემ. გამოფენებზე ექსპონირებული იაგდების მაქსიმალური რაოდენობა 1990-92 წწ-ში დაფიქსირდა თუმცა მათმა რიცხვმა შემდგომში თანდათან იკლო და ბოლოს თითო-ოროლამდე ჩამოვიდა. სამწუხაროდ იგივე ტენდენცია შიენიშნება საერთოდ სოროს ძაღლებში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. ამას ჯიშის პოპულარობის დაცემას ნამვილად ვერ დავაბრალებთ, მისი რეიტინგი კვლავ მაღალი რჩება. საქართველოში იაგდების რაოდენობის სიმცირის მიზეზი ის არის, რომ მათი დამკვიდრების საწყისი ეტაპი ქვეყნისათვის რთულ პერიოდს დაემთხვა. ამას დაემატა ახალი ძაღლების იმპორტის შეწყვეტა და გენოფონდის გაღარიბება. ბევრი იაგდი დაიღუპა ნადირობისას, მფლობელების მიერ მისი გამოყენების სპეციფიკის გაუთვალისწინებლობის ან ელემენტარული უსაფრთოების წესების დარღვევის გამო. სოროს ძაღლების გამრავლება - პოპულარიზაციას სერიოზულად აფერხებს აგრეთვე ხელოვნური სოროს არ არსებობა.
ბოლო წლებში ისევ განახლდა იაგდების შემოყვანა საქართველოში, ჯერ ჯერობით მხოლოდ რუსეთიდან. მათ შორის არიან საინტერესო ეგზემპლარებიც. იმედი მაქვს რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და ახლო მომავალში კვლავ ვიხილავთ მომრვალებულ ჯიშიან იაგდტერიერებს ჩვენში.
მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
შეტყობინება დაამუშავა datokincurashvili - შაბათი, 23.07.2011, 21:29:36 |
|
| |
zknl | დრო: ორშაბათი, 03.10.2011, 06:51:22 | შეტყობინება # 88 |
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 15
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ინფორმაციისთვის, ამ სტატიაში არ წერია, მაგრამ მე წამიკითხავს სხვა სანდო წყაროებში, რომ განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის მერე, რათა განეახლებინათ თითქმის გაწყვეტილი იაგები, გამოიყენეს გერმანული პინჩერების სისხლიც, რამაც სხვათაშორის ძალიან გააუმჯობესა იაგების უნივერსალურობა, შესძინა სიმაღლე და წაგრძელებული ფორმატი (ინგლისური ტერიერები ძირითადად კვადრატულები არიან), შესაბამისად მოემატათ ელასტიურობა და სისხარტე, ასევე გაუძლიერდათ ყნოსვა, კვალზე მიყოლა და წყლისადმი სიყვარული (პინჩერები ითვლებიან ერთერთ ყველაზე კარგი და ძლიერი ყნოსვის მქონე ძაღლებად), მაგრამ სამწუხაროდ მოეხსნათ ინგლისური ტერიერებისათვის დამახასიათებელი მუხრუჭი ადამიანის წინააღმდეგ, (მსოფლიოში ადამიანზე უმიზეზო თავდასხმის შედეგებში ერთერთი პირველი ადგილი უჭირავთ დობერმან-პინჩერებს) სწორედ ამიტომ, თუ დააკვირდით ამ სტატიაშიც წერია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სწორად აღზრდას, და სელექციას, რათა არ მივიღოთ გაუწონასწორებელი ფსიქიკის ძაღლები. ჩვენთან ამჟამად სელექცია ძალიან დაბალ დონეზე დგას და სასურველია ეს ჯიში იყოლიონ და მით უმეტეს გაამრავლონ ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც გრძნობენ ძაღლს, თორემ მოდაში შემოსვლა ყოველთვის აფუჭებს ჯიშს.
|
|
| |
bendeksi | დრო: პარასკევი, 14.10.2011, 02:00:48 | შეტყობინება # 89 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 724
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მართალია ეს ადამიანშიც ასეა მაგალითად შავკანიანის შთამომავლობა აუცილებლად შავკანიანი იქნება რადგან მათ გენში დომინირებს კანის შავი პერი... იმედია სასაცილოდ არ გამოვიდა...
ნიკა რაზმაძე
|
|
| |
zknl | დრო: პარასკევი, 14.10.2011, 06:49:07 | შეტყობინება # 90 |
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 15
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ვეცდები დავწერო თანმიმდევრულად. 1-მე დავწერე მეორე მსოფლიო ომოს შემდეგთქო, უბრალოდ დამავიწყდა მიმეწერა გდრ-ში, საიდანაც ხდებოდა ძირითადად იმპორტი საბჭოთა კავშირში ამ ძაღლების. და არა გფრ-ში. ომის მერე თითქმის თანაბარი რაოდენობით გაწყდა როგორც იაგები, ასევე პინჩერები, მაგრამ პინჩერები, როგორც ენდემური სახე უფრო მეტი იყო, ვიდრე შედარებით ახალშექმნილი იაგები, რომლებიც მართლა ძალიან ცოტა გადარჩა. ინბრიდინგის შედეგად კი დაუპატარავდათ და დაუსუსტდათ, საჭირო იყო გაეკეთებინათ კროსი და შემდეგ ისევ დაეწმინდათ. ძველი ინგლისური ანუ მანჩესტერული შავი ჟღალ რუჟიანი ტერიერები და ველშტერიერები რომ გამოიყენეს თავიდან კი ახსოვდათ, მაგრამ მაშინ კაპ. ქვეყნებიდან ძაღლი კი არა ჩიტი ვერ შეფრინდებოდა გდრ-ში. ამიტომ გამოიყენეს თვისებებით მონათესავე თავიანთი ძაღლები, ოღონდ ეს მასიურად კი არ გაუკეთებიათ, არამედ მცირედ შეურიეს და სისხლი გაუძლიერეს. 2-პინჩერები უფრო მოგრძო ფორმატის მგონია მე და იაგებიც, ვიდრე ტერიერები, რავიცი, მე ესე ვხედავ და შეიძლება ვცდები. 3-პინჩერებს უფრო ძლიერი ყნოსვა აქვთ ვიდრე ტერიერებს, მე ესე გამიგია, შეიძლება ამაშიც ვცდები, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი,მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის დედალ დობერმან-პინჩერს, სახელად დეზის, რომელმაც 108 კმ. სდია კვალზე ციხიდან გაქცეულ პატიმარს და რამდენიმე დგის დევნის შემდეგ დაიჭირა. მე არ გამიგია ტერიერი კვალზე მუშაობდეს ან ფრინველზე,გარდა ერდელ და კიდე ერთი-ორი დიდი ტერიერისა,იაგი კი ასე თუ ისე მუშაობს. 4-მე გამიჭირდება დავასახელო რომელიმე წმინდა სისხლის ტერიერი, რომელიც ადამიანის მიმართ იჩენდეს აგრესიას (ნუ თუ ლეკვი კატორღაში არ გაზარდეს), ეს მრავალსაუკუნოვანი სელექციის შედეგია. რასაც ვერ ვიტყოდი იაგზე. 5-სხვათაშორის მოკლებეწვიანი იაგებიც არსებობენ, თან უფრო გვიან გამოყვანილი, ხოლო უხეში ბეწვი დომინირებს. აქედან გამომდინარე აუცილებლად ჰყავთ გარეული რაღაც მოკლებეწვიანი. გაურიეს თუ არა პინჩერი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩემი აზრით გერმანელები ძალიან ძლიერი სელექციონერები არიან და რამე არ შეეშლებოდათ. ხოლო იაგებს, კიდე სამ-ოთხ ჯიშთან ერთად ვცემ უდიდეს პატივს, რადგან ისინი პიროვნებები არიან.
|
|
| |
-BERG- | დრო: პარასკევი, 14.10.2011, 13:34:26 | შეტყობინება # 91 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მენდელის კანონი:
პირველი – პირველი თაობის ჰიბრიდების ერთგვაროვნების კანონი, როცა ვლინდება მხოლოდ ერთი, დომინანტური ნიშან-თვისება.
მეორე – მეორე თაობაში დათიშვის კანონი, როცა ვლინდება ორივე მშობლის ნიშან-თვისებები დათიშვით 3:1 (დომინანტური : რეცესიულთან).
მესამე – ნიშან-თვისებათა დამოუკიდებლად გადაცემის კანონი – ცალკეული წყვილი ნიშნის მემკვიდრეობა ერთმანეთზე არაა დამოკიდებული.
მენდელის III კანონი, ანუ გენთა დამოუკიდებლად განაწილების კანონი დაფუძნებულია იმაზე, რომ სხვადასხვა ალელის გენები განლაგებულია ჰომოლოგიური (მსგავსი) ქრომოსომების სხვადასხვა წყვილში. მენდელის III კანონი დადგენილი იყო დიჰიბრიდული შეჯვარების მაგალითზე (დიჰიბრიდული შეჯვარება ეწოდება ისეთ შეჯვარებას, როდესაც შესაჯვარებელი ინდივიდები განსხვავდებიან 2 წყვილი ნიშნის მიხედვით). მენდელი აჯვარებდა ყვითელ და გლუვთესლიან ბარდას (დომინანტი AABB) მწვანე და ნაოჭთესლიან (რეცესიული aabb) ბარდასთან. F1 იყო დიჰეტეროზიგოტი დომინანტი მშობლის მსგავსი (AaBb), F1 თაობის შემდგომი გამრავლებისას (AaBbXAaBb) F2 თაობაში ადგილი ჰქონდა დათიშვას ფენოტიპურად 9:3:3:1. მიიღება 4 ფენოტიპი, 9 გენოტიპი. III კანონის დედაარსი მდგომარეობს იმაში, რომ დათიშვა ერთი წყვილი ნიშნის მიხედვით მიმდინარეობს სხვა ნიშნებისგან დამოუკიდებლად.
|
|
| |
dudu-duda | დრო: შაბათი, 15.10.2011, 01:10:55 | შეტყობინება # 92 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ვინმეს თუ გინახავთ ასეთი რამ: ეგ ჩემი იაგდტერიერი და ჩემი ინგლისური სეტერის ლეკვია რომელიც გერმანელმა გამოზარდა ეხლა 2 თვისაა და იაგდზე დიდია D ეხლა ჩემი ლავერაკი აი როგორია 1 თვის შემდეგ:D
|
|
| |
aleko | დრო: შაბათი, 15.10.2011, 15:30:31 | შეტყობინება # 93 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| dudu-duda, მე არ მყოლია მარა კარისმეზობელს ყავს, აგრამ არ ნადირობს, ისეტი ავები არიან 2 მეტრიან კედელზე ადიან,მეზობელს აქვს(სხვას) "ბელეტაჟი" და სპეციასლურად აბრაზებს ხოლმე და მაგრა კაიფობს კედელზე რო ახტუნავებს(ერთხელ ლამის თითი მოაჭამა მაგის გულისთვის ). მე იმიტო არ მომწონს რომ არ ვნადირობ სოროს ცხოველებზე, მინდორს რაც სეეხება ვიცი რომ უნივერსალურობას ქაჩავს, მარა მეზებარი მირცევნია, და მელა-ტურაზეც მდევარი,თან დაბალიც რომაა, პირადად მე არ მევასება დაბალი ძაღლები, და უბრალოდ არ მომწონს რა, ხო იცი "კაცია და გუნება"
"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
|
|
| |
dudu-duda | დრო: კვირა, 16.10.2011, 02:16:46 | შეტყობინება # 94 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| aleko, გეთანხმები 100% ვის როგორ :D
|
|
| |
WIWKAN@ | დრო: ხუთშაბათი, 27.10.2011, 21:24:55 | შეტყობინება # 95 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 999
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მე მყავს 8 თვის ძუ....და დიდ იმედებს ვამყარებთ ამ ლეკვზე...
ც.ჩინჩალაძე
|
|
| |
WIWKAN@ | დრო: შაბათი, 05.11.2011, 22:40:58 | შეტყობინება # 96 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 999
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მამას გიჯი... :*:*:*
ც.ჩინჩალაძე
შეტყობინება დაამუშავა WIWKAN@ - შაბათი, 05.11.2011, 22:42:41 |
|
| |
dudu-duda | დრო: ოთხშაბათი, 09.11.2011, 11:39:59 | შეტყობინება # 97 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ფოთშიც ყავენ იაგდები საუკეთესო საგვარეულო ნუსხით როგორც კი შევძლებ დავდებ სურათს ან ვიდეოს ვიდით ცოტნე შენი ძაღლის ვიდზეა მაგარი ძაღლია ძან :X
შეტყობინება დაამუშავა dudu-duda - ოთხშაბათი, 09.11.2011, 11:40:12 |
|
| |
marsi | დრო: ოთხშაბათი, 09.11.2011, 23:24:33 | შეტყობინება # 98 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ბიჭებო რა აქ საქართველოში ფასები იაგის ლეკვებს? მე მაქ გეგმაში მისი შეძენა გაზაფხულისთვის. მე პირადად 250 ლარზე მეტს ვერ გადავიხდი პატარა ჯიბის გამო
საქართველოს გაუმარჯოს!!!
|
|
| |
dudu-duda | დრო: ოთხშაბათი, 09.11.2011, 23:27:00 | შეტყობინება # 99 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| marsi, ძაღლს გააჩნია ფასი შესაბამისად მერყეობს :X
|
|
| |
marsi | დრო: ოთხშაბათი, 09.11.2011, 23:34:12 | შეტყობინება # 100 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| dudu-duda, ძაღლს რა სუფთა უნდა იყოს თავისთავად საბუთიანი და მუშა მშობლები. რავა დავიჯერო კურცჰაარზე და პოინტერზე ძვირი იქნება?
საქართველოს გაუმარჯოს!!!
|
|
| |
ფორუმის სტატისტიკა |
განახლებული თემები |
პოპულარული თემები |
ფორუმში აქტიურები |
ბოლოს დარეგისტრირდნენ |
|
|
|
|
|