00:37:43
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 8 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 6
  • 7
  • 8
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
MR 155
julakidze-1990დრო: ოთხშაბათი, 17.05.2017, 18:50:02 | შეტყობინება # 351
ლეიტენანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgigagoshvili, მიტანაზე რა გავლეას ახდენს სუპერმაგიუმი? ქრომის სქელი ფენა აქვს თუ დატესტა ვინმემ? მე რაც მინახავს ეგ მოდელი 12/89 მშვენიერი მიტანა აქვს,მართალია შედარებით არ შემიდარებია და არ დამიტესტავს,მაგრამ რაც მინახავს ეგრეა,გაჭედვით კიდევ არავითარი ვაზნა არ გაუჭედია ყოველ შემთხვევაში ჩემთან ერთად იმ კაცს 500 ვაზნა ექნება გასროლილი მწყერზე,ქათამზე,იხვზე და ერთხელაც არ გაუჭედავს,დაჟე სახლში დაზაკრუთკებულ ვაზნებსაც ისვრის.
 
giorgigagoshviliდრო: ოთხშაბათი, 17.05.2017, 20:25:37 | შეტყობინება # 352
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
julakidze-1990,

დამატებულია (17.05.2017, 20:25:37)
---------------------------------------------
julakidze-1990, ჩემი აზრით გავლენას ახდენს ის, რომ 12/89 სავაზეში ჩადებული 12/70 ვაზნის საფანტს სავაზნეში გასროლისას მოუწევს 19მმ ის გავლა სიცარიელეში, ასევე გამოაკლდება გადატენვისთვის საჭირო ენერგია და შედეგიც სახეზეა, ნაკლები ჭრა, ცუდი დაჯუფება. ასეთი თოფით გინდა 10 წელი ინადირე გინდა 20 წელი ის ისეთ შედეგს ვერასდროს დადებს როგორსაც 12/76 სავაზნიანი თუნდაც იგივე მოდელი.


HOLLAND & HOLLAND
 
gugunaდრო: კვირა, 21.05.2017, 02:56:49 | შეტყობინება # 353
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 546
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
stoeger1 12/76 ვერანაირად ვერ იქნება ფოლადის საფანტზე გათვლილი იმიტომ რომ მოცულობა აქვს დიდი საფანტს და ვერ მოთავსდება 76 პატრონიკში.
მე არ მინახავს ვაზნა ფოლადის საფანტის 5 ნომერზე ზევით 6, 7 თუ არსებობს მანახეთ და ვიტყვი რომ ვცდები.


remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
 
ძველანაგადრო: კვირა, 21.05.2017, 15:07:36 | შეტყობინება # 354
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 24
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
guguna, ანუ ფოლადის ვაზნები მხოლოდ 89 მმ-იანი არის ხმ სწორად გავიგე? 12/76 ზომისას არ უშვებენ ფოლადის საფანტის ვაზნრბს?
 
giorgigagoshviliდრო: კვირა, 21.05.2017, 17:47:26 | შეტყობინება # 355
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote ძველანაგა ()
ანუ ფოლადის ვაზნები მხოლოდ 89 მმ-იანი არის ხმ სწორად გავიგე?
ფოლადის საფანტის ვაზნები არსებობს 12/70, 12/76, 12/89. მაგრამ 12/70 ვაზნაში მაქსიმუმ მიდის 34 გრამი ფოლადის საფანტი, 12/76 ში მიდის მაქსიმუმ 36 გრამი ფოლადის საფანტი, და 12/89 ში 46 გრამამდე. როცა შეიძლია 12/70 ვაზნაში ჩავიდეს 42 გრამი ტყვიის საფანტი, ფოლადის საფანტი ჩავა 34 გრამი. ეს დამოკიდებულია ამ მეტალების სიმკვრივეებზე, ტყვიის სიმკვრივე არის
11.34 გ/სმ³, ფოლადის 7,874 გ/სმ³. შესაბამისად ორი ერთიდაიგივე მოცულობის რკინისა და ფოლადის საფანტი რომ აიღო, ტყვია უფრო მძიმე იქნება.


HOLLAND & HOLLAND
 
solomonდრო: ოთხშაბათი, 31.05.2017, 00:08:32 | შეტყობინება # 356
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ზემოთ სადაც ჩემს პოსტს ნახავთ ყველგან მრ-ს ვაქებ და ვადიდებ, მაგარი მოღალატეა, 24 გრ-ზე ყველაზე საჭირო დროს მიღალატა და მიმატოვა:)) ნათელში იყოს მისი სული :))
 
gugunaდრო: პარასკევი, 02.06.2017, 10:05:26 | შეტყობინება # 357
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 546
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon დიდი ხნის გასაწმენდი ხომ არ გქონდა

remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
 
saigaდრო: ორშაბათი, 05.06.2017, 21:25:48 | შეტყობინება # 358
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 52
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი აზრით კი მონადირე რა ვაზნებსაც ისვრის ხშირად - (ე,ი მმ-ი მაქვს მხედველობაში) თოფიც უნდა იყიდოს იმ სავაზნით მაგ: 99%-ი 70 მმ-ნ, ვაზნებით ნადირობს, და 76-ნი სავაზნით გასროლილ 70 მმ-ნ ვაზნების მიტანის ხარისხი 10/15%-ით ნაკლები აქვს, ბევრგან მაქვს წაკითხული.დაინტერესებული პირიც მიაგნებს ამ ინფორმაციას თუ უნდა.ასე რომ თუ 70 მმ-ნი ვაზნებით უნდა ვინადიროთ რაღად გვინდა მაგ:76-ნი და მითუმეტეს 89,მმ-ნი? რომელსაც უფრო კიდევ ცუდი მიტანის ხარისხი და დაჯგუფება ექნება 70-ს ჩადების შემთხვევაში.--ფოლადის საფანტს კი რაც შეეხება 76,მმ და 89,მმ-ი არ ნიშნავს ფოლადის საფანტზე გათვლილ ლულას ასეთ შემთხვევაში სპეციალური დამღა ადევს ლულას თუკი ამ ლულით შეიძლება ფოლადის საფ-ის სროლა - ჟურნალ - (ნადირობა მამაკაცის უძველესი პროფესია-ში) ერთერთი იარაღის და ნადირობის კარგი პროფესიონალი (სახელ და გვარს არ დავასახელებ,შეგნებულად) ეჭვის თვალით უყურებს ამდენ აუარება შემოყრილ 76მმ-ნ მაგნუმის თოფებს. და - - ლაით მაგნუმებს უწოდებს. 76მმ-ნი კი არადა თუნდაც 89მმ-ნს,-მე ისევ 70მმ-ნი მირჩევნია და ნამდვილი მეიარაღის დამზადებული და არა ვინმე ბიზნესმენის ათასობით ხლამ "თოფებს" რო ბეჭდავენ ყოველდღიურად გამდიდრების მიზნით.--76,ი 89,ი -სახლიდანვე უნდათ რო მოკლან ესა თუ ის ნადირ ფრინველი,-მონადირე მაშინ არის მონადირე როდესაც სასროლ მანძილზე მიეპარება თუ მიუახლოვდება ამა თუ იმ ს,ობიექტს 15-დან 60 მეტრამდე სროლის არეალი და შესაძლებლობა 70მმ-ის არ არის საკმარისი??? თუ ყველაფერი ახლავე და სულ ჩვენ უნდა დავხოცოთ?

შეტყობინება დაამუშავა saiga - ორშაბათი, 05.06.2017, 22:34:26
 
solomonდრო: ოთხშაბათი, 07.06.2017, 11:58:19 | შეტყობინება # 359
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
guguna, არაფერმა არ უშველა გადავყევი ზედ, უბრლოდ აღარ ისვრის 24 გრ და მორჩა.. 28 და ზევით ჩვეულებრივად.

დამატებულია (07.06.2017, 11:58:19)
---------------------------------------------
პორშინიც გადავუჭირე ბოლომდე და მაინც არ ისვრის.

 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 07.06.2017, 12:04:56 | შეტყობინება # 360
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon დაახლოებით რამდენი გასროლა ექნება შენ თოფს? რესურსი ხომ არ ამოწურე ?

დამატებულია (07.06.2017, 12:04:56)
---------------------------------------------
საკეტის ჩარჩო როგორ მოძრაობს კოლოფში? შესაძლოა გაცვდა და "ზაზორი" გაიზარდა ღარებში , ეგ უკვე სიბერეა 23


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
ძველანაგადრო: ოთხშაბათი, 07.06.2017, 12:06:41 | შეტყობინება # 361
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 24
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon, როლელი გაქვს მრ 155 თუ მრ153?
 
solomonდრო: ოთხშაბათი, 07.06.2017, 14:27:24 | შეტყობინება # 362
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძველანაგა, 155
 
gugunaდრო: ხუთშაბათი, 08.06.2017, 23:29:43 | შეტყობინება # 363
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 546
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon მე 153 9000 10000 მექნება ნასროლი და 24 გრამიანს უპრობლემოდ ისვრის კბილის ჩხირები რომ არის მაგით გაჭმინდე ლულის ღრმულები 2 ცალი რომ აქვს აბა ნახე

remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
 
julakidze-1990დრო: პარასკევი, 14.07.2017, 00:15:07 | შეტყობინება # 364
ლეიტენანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
24 გრამიანი ვაზნა საერტოდ რატომ უნდა ისროლო ნადირობისას,მწყერს რამდენი ვესროლე 20-25 მეტრიდანნ იმდენჯერ დაიჭრა ხოდაა დამჯდარისთვის არ მიცდია 069 069 თან 2 ლულიანიდან ტაზ-54-დანნ ჭრას რომ არ დააბრალოთ,სავეცკებში ერთ-ერთი კარგი ჭრა და მიტანა აქვს,24 გრამიან ვაზნნას მხოლოდ დგესასწაულებზე თუ ვისვრი,მაგის მიხედვით თოფს ნამდვილად არ შევარჩევ.
 
solomonდრო: პარასკევი, 14.07.2017, 11:21:46 | შეტყობინება # 365
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
julakidze-1990, არაა მაი მასე ძამი.. მწყერს კიარა ქათამზე და სტვენია იხვებზე ვისვრი 24გრ, რაშუაშია საფანტის რაოდენობა თუ თოფი კარგად ამუშავებს? 20-25 მეტრზე თიხის თევფშებს ამტრევს სტენდზე 24გრ მწყერზე რო აღარაფერი ვთქვათ.
 
julakidze-1990დრო: პარასკევი, 14.07.2017, 18:20:37 | შეტყობინება # 366
ლეიტენანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ასეთი რამ შემემტხვა და მას შემდეგ ამოვიგე 24 გრამიანები ხმარებიდან,შეიძლება ჩემი თოფი ვერ ამუშავებს 24 გრამიაებს კარგად,ჭრას და მიტანას არვემდური ჩემი ტოფისას და რაგა 24 გრამიამნზე ექნება გართულება რავიცი,მაგრამ სტერლიგის ვაზნები იყო,28 გრამიან ჯეტის ვაზნებს ვიყენებ მწყერზე,ბეკასზე,ჩიბუხაზე მშვენიერია,დანარჩენ სანადირო ობიექტებზე სახლში ვტენი ვაზნებს.
 
ძველანაგადრო: კვირა, 27.08.2017, 01:33:23 | შეტყობინება # 367
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 24
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
MR-155 რა ღირს ეხლა ხომ არავინ იცით.
 
chale88დრო: კვირა, 27.08.2017, 22:06:38 | შეტყობინება # 368
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პლასმასის ცევიო კონდახით ღირს 1090 ლარი 71სმ ლულით. ხის კონდახ ცევიოთი კი 1100 ღირს.

დამატებულია (27.08.2017, 22:06:38)
---------------------------------------------
Kalibri.ge ასე ჩაწერე გუგლში და ნახავ.


ბ.თოთაძე
 
ძველანაგადრო: კვირა, 27.08.2017, 22:50:13 | შეტყობინება # 369
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 24
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რომელი ჯობია ხომ ვერ მეტყვი? ისე მე პლასმასის მომწონს.
 
alekoდრო: კვირა, 27.08.2017, 23:42:43 | შეტყობინება # 370
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძველანაგა, ნახეთ ლინკები

http://caliber.ge/index.php?name=PagesD&op=cat&id=177
http://caravani.ge/ge/shotguns/model/149
ეს მომწონს
https://www.mymarket.ge/ka/product/view/10923572/

პირადად ჩემი რჩევაა თუ ახალ იარაღს ყიდულობთ ხის კონდახით აიღეთ,მაინც კლასიკურია...


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
ძველანაგადრო: კვირა, 27.08.2017, 23:59:54 | შეტყობინება # 371
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 24
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაიხარე მადლობა
 
chale88დრო: ორშაბათი, 28.08.2017, 00:49:25 | შეტყობინება # 372
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ხის კონდახით მაქვს წონით უფრო მჩატეა პლასმასთან შედარებით არც არაფერი არ მოსვლია მეოთხე სეზონია მაქვს. მაგრამ პლასმასის კინდახზე უფრო მომწონს უფრო ადვილი მოსავლელია არც გაიბზარება და არც ადვილად დაიკაწრება მოფთხილება ორივეს უნდა. შავი პლასტიკი მაგარი იქნება ჩემი აზრით რო იყიდებოდეს საქართველოში სადმე მრ155 ცევიო და კინდახი დიდი სიამოვნებით ვიყიდდი.

ბ.თოთაძე
 
solomonდრო: ოთხშაბათი, 30.08.2017, 16:19:26 | შეტყობინება # 373
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
chale88, პლასმასიც მაქვს და ხეც, პლასმასი უფრო მჩატეა
 
chale88დრო: ოთხშაბათი, 30.08.2017, 17:49:17 | შეტყობინება # 374
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon, ყიდვას როცა ვაპირებდი მაღაზიაში მითხრეს კიდეც და შედარებითაც რო შევადარეთ ხე უფრო მჩატე იყო. 3 და 200 იყო პლასტიკზე ხოლო ხეზე კი 3და 50 გრამი ეხლა ჩემ თოფი ავწონე და არის თავის რემნიანად 3კგ100 გრამი. მრ153 აქვს მამაჩემს შავი პლასტიკი ისიც ავწონე ეხლა და გამოვიდა 3და470გრამი.

ბ.თოთაძე

შეტყობინება დაამუშავა chale88 - ოთხშაბათი, 30.08.2017, 17:51:18
 
msroleli1დრო: სამშაბათი, 18.12.2018, 12:52:50 | შეტყობინება # 375
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობა მონადირეებო. ერტი რჩევა მჭირდება მრ155 და სტოგერმ3000ს შორის რომელს მირჩევტ. მადლობა წინასწარ.

დამატებულია (18.12.2018, 13:02:16)
---------------------------------------------
ვერ ვერკვევი კარგად და თქვენი რჩევა მჭირდება. ვისაც ვკითხე სტოგერს ანიჭებს უპირატესობას. ვისაც გაქვთ ეს მოდელები რას მირჩევთ

 
chale88დრო: სამშაბათი, 18.12.2018, 14:02:15 | შეტყობინება # 376
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
msroleli1, ვისაც რა თოფიაქვს იმას აქებს და ადიდებს მრ155 მაქვს მეხუთე წელია მუშაობს უღალატოდ მიტანიტაც კარგად მიაქვს არ ჭედავს ანუ გადატენვა არ უჭირს დაბალ გრამიან ვაზნებზე. თურქულ თოფებს რაც შეეხება არმსან ა612 და არმსან ფენომას უფრო მეტი მონადირე ემადლიერება ვიდრე სტოეგერს. წინა გვერდებსაც გადაავლე თვალი საკმაო ინფორმაციაა ამ მოდელებზე როგორც ემერზე ასევე არმსანებზე.

ბ.თოთაძე
 
iosebovichდრო: სამშაბათი, 18.12.2018, 17:29:44 | შეტყობინება # 377
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 39
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კაცო ისე გაძვირდა მეტნაკლებად ნორმალური თურქული თოფები რო ისევ MP-155 სკენ უნდა გავიხედო. ამ წუთას 1199 ლარადაა კალიბრში 71 ლულით ხის კონდახით. სხვა გზა არაა. ფენომა 1500 ლარს გადაცდა და არმსანიც არაა უკვე იაფი. ხეზე ვგულისხმობ. ასეთი ამბავია. აი ბალანსის საქმე როგორ აქვს რუსულ ნახევრად ავტომატს ეგაა საკითხავი. და ტყვია მიაქვსო მარცხნივ და ზევით. ეგ საკითხი როგორაა ?

ასევე გუშინ ვუყურე ვიდეოს ახალ ვარიანტზე MP-155 Профи. საკმაოდ კარგი შთბეჭდილება დატოვა. რუსეთში ღირს 40-45000 რუბლი. აქ არაა ჯერ შემოტანილი. ანუ იგივეა მარა არის სხვაობებიც. ლულა გაცილებით უკეთ დამუშავებული. ვერცხლისფერი კალაპოტი. ცევიოს ბოლო პლასტმასით გამაგრებული. საკმაოდ კარი კაკალი და ხელით დამუშავებული ბადეები ცევიოზეც და კონდახზეც. ხრომირებული გაცილებით მეტი დეტალი და აქედან გამომდინარე უჟნგავი. მოკლედ საკმაოდ კეთილად გაკეთებული. ფასი მაინც მაღალია. სადღაც 1750 ლარი გამოდის ჩვენ ფულზე. მაგ თანხაში კი უკვე არმსან ფენომა მოდის და სხვა თურქები. ბალანსის საკითხზე არაფერი უთქვამთ.



შეტყობინება დაამუშავა iosebovich - ოთხშაბათი, 19.12.2018, 09:42:02
 
msroleli1დრო: ოთხშაბათი, 19.12.2018, 11:45:01 | შეტყობინება # 378
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მადლობა რჩევისთვის. ერთი ფასიაქ ორივეს 76ლულის სიგრძით მიტო მაინტერესებს რა პლუს მინუსი აქ ერთმანეთში

დამატებულია (19.12.2018, 11:47:55)
---------------------------------------------
ინტერნეტში ვნახე ამერიკაში სხვა თურქულებთანშედარებით ყველაზე მოთხოვნადიაო,

 
alekoდრო: ოთხშაბათი, 19.12.2018, 15:06:18 | შეტყობინება # 379
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote iosebovich ()
სადღაც 1750 ლარი გამოდის ჩვენ ფულზე. მაგ თანხაში კი უკვე არმსან ფენომა მოდის და სხვა თურქები.


და ეხლა არ თქვათ რომ კონკრეტულად მაგ მოდელს ფენომა გირჩევნიათ ან სხვა თურქები ))))))


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
iosebovichდრო: ოთხშაბათი, 19.12.2018, 15:49:16 | შეტყობინება # 380
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 39
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
aleko,
რასაც ვიდეოში ვუყურე მართლა კარგი თოფი გამოუვიდათ და გაუძლო ყველაფერს. ჯერ 100 ცალი 36 გრამიანები ისროლეს მიყოლებით. მერე რაღაც დაატრიალეს საათის ისრის საწინააღმდეგოდ ერთი ბრუნი და 28-იანები გაუშვა შხუილით მიყოლებით 50 ცალი ერთი არ გაუჭედია. მინუს 20 გრადუსზე გაყინეს ანუ გარეთ ედოთ და დაუშინეს 5-5 სერიით ჟაკნები სულ სხვადასხვა ფირმის. იმენნა დედა მო...ეს თოფს და ვითომც არაფერი რაა. აქ რო იყოს ეგრევე ვიყიდიდი ისე მომეწონა. 1500 ლარი იქნებოდა საუკეთესო ფასი და ძალიან ბევრ თურქულს ჩახევდა. ჟაკანზე ვერ მივხვდი. დამიზნებული ცენტრიდან მარცხნივ და ზევით მიქონდა და კაია კაიაო იძახდნენ. ერთი ის იყო რო 5-ვე იმ მარცხნივ და ზევით ერთ ჯგუფად იყო მისული.
 
chale88დრო: ოთხშაბათი, 19.12.2018, 21:26:33 | შეტყობინება # 381
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
iosebovich, ის ვიდეო ნანახიმაქვს რომელზეც საუბრობ კარგი თოფია რავი ჩემ თოფს არ დაჭირვებია დარეგულირება სამი ვაზნა ვისროლე 34გრამიანი და მერე 28გრამიანები ვისროლე მიყოლებით და არ გაუჭედია ამას ვამბობ ეგრედწოდებულ აბკატკის დროს. მაღაზიაში ყიდვისას მითხრეს მაღალ გრამიანები ისროლე რამოდენიმეო რო მოჯდეს მექანიზმიო მაგრამ ჩემსას არ დაჭირვებია. 1750 კიარა ჩემ თოფს რო რამე დაემართოს ისევ იგივე მოდელს ვიყიდი და 2000 გადავიხდი იმდენად მიჩვეული ვარ ამ თოფს და მიყვარს.

ბ.თოთაძე
 
eagleდრო: სამშაბათი, 15.01.2019, 19:53:07 | შეტყობინება # 382
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 84
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აბა ამ ემერებზე რას იტყვით ემერის მეპატრონეებო და ფანებო მე მაგრად კი მომხიბლეს და თქვენი არ ვიცი თურმე რუსებიც აკეთებენ ჩუქურთმებს gimili მაგრამ საქართველოში ხო არ არის ასეთი ემერი და საინტერესოა ფასი რა ექნება







დამატებულია (15.01.2019, 20:01:23)
---------------------------------------------



შეტყობინება დაამუშავა eagle - სამშაბათი, 15.01.2019, 19:57:27
 
saigaდრო: სამშაბათი, 12.02.2019, 03:31:01 | შეტყობინება # 383
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 52
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
stoeger1, არამგონია რომელიმე მაღაზიაში ისე დაათვალიერებინონ მყიდველს თოფი,როგორც წესია მისი დათვალიერება და დეტალურად შემოწმება, თორემ ზეპირად კი ვიცი მისი ყველა ნიუანსი შემოწმების. - გაფორმებამდე ერთი მხარზე მორგების ნებას თუ დაგრთავენ და მორჩა, არ გადახსნაო, ზატვორი არ გადატენოო, ლულაში თუ არ ჩახედე კაფსოლგამძვრალი ჰილზით და ბევრი კიდევ სხვა რამ-ხო დიდი შანსია შეიტენო რამე უვარგისი?-მაიმარკეტზე მაინც დაათვალიერებ ნორმალურად კაცი, თუ რას ყიდულობ - ერთი ორი გაისროლო კიდეც ეგეც არ იქნება პრობლემა, - ასე რომ მგონი ხელზე აჯობებს ყიდვა.

დამატებულია (16.02.2019, 18:42:26)
---------------------------------------------
guguna,საღამო მშვიდობისა Mონადირე ხალხს, ესეიგი მეგობარო! მპ-155-ის ყიდვა შეიძლება? რავიცი, ბევრი მონადირე აქებთ ამ იარაღს და ვეღარ გადამიწყვეტია ეს ვიყიდო თუ სხვა რამ: - მაგ-ვერტიკალი მომწონს სარსილმაზის სპ-Xს-512 ან ისევ ნაცადი ტოზ-34-ი?

დამატებულია (23.04.2019, 17:42:36)
---------------------------------------------
guguna-მეც მომწონს ეგ სარსილმაზი სპ-იქს,ს-512,ი -- მაგ სამი ჩამონათვალი თოფიდან მეც რომელიმეს ავიღებდი დაუფიქრებლად (მხოლოდ,რათქმაუნდა გადამოწმების შემდეგ)

შეტყობინება დაამუშავა saiga - შაბათი, 16.02.2019, 18:46:46
 
panatiდრო: ოთხშაბათი, 24.04.2019, 08:46:11 | შეტყობინება # 384
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 326
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
saiga, გუგუნა მეგობრებო უკვე მეორეწელია რაც ,,,სარსილმაზი მაგიჩი,,,შევიძინე და ძალიან კმაყოფილივარ მუიხედავად მაქვს 4- სანადირო თოფი მათ შორის ტოზ-34 იმ 4-დან ეს ორი განსხვავებულია მიტანაშიც და ჭრაშიც ასერომ ორივე კარგია და შეიძინეთ ბიჭებო 166 166 166
 
saigaდრო: ხუთშაბათი, 25.04.2019, 22:14:46 | შეტყობინება # 385
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 52
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
panati, მადლობა რჩევა დარიგებისთვის, - რომელ მაღაზიას აქვს "სარსილმაზ მაგიჩი" ხო არ იცი?
 
vanoarchiდრო: პარასკევი, 26.04.2019, 20:03:55 | შეტყობინება # 386
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
saiga, მაღაზია ვესტერნს უდევს საიტზე, 1200 ლარი.

HUGLU 103-C
 
panatiდრო: შაბათი, 27.04.2019, 00:53:21 | შეტყობინება # 387
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 326
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
saiga, სარსილმაზ მაგიჩი,, მაგნუმში ქონდათ თბილისჰი,ეხლა არის თუ არა არვიცი,ისე მე გირჩევ თურქეთში გადახვიდე და იქ შეიძინო უფრო იაფად გამოგივა, მე იქით ვიყიდე 300-400 ლარამდე ნაკლები დაგიჯდება
 
MGELZE_MONADIREდრო: ოთხშაბათი, 22.04.2020, 21:26:07 | შეტყობინება # 388
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ქრისტე აღსდგა!!! მრავალს დაესწარით ქართველებო. მაინტერესებს მრ155 პლიუსები და მინუსები გამოცდილებმა რო გამიზიაროთ თქვენი აზრი

დამატებულია (22.04.2020, 21:28:01)
---------------------------------------------
აქ რომ გადავხედე ვერ გამოვიტანე აზრი რით ჯობია ან ტით ვერ ჯობია მრ155 თავის ფასის თოფებს

დამატებულია (22.04.2020, 21:33:06)
---------------------------------------------
ცუდი არ უნდა იყოს ეგ მოდელი მრ155 მაგრამ გადასარევიც ვერ იქნება

 
chale88დრო: ხუთშაბათი, 23.04.2020, 00:54:10 | შეტყობინება # 389
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
MGELZE_MONADIRE, მე მაქვს მრ155 რავი უღალატოდ მუშაობს 7 წელია რაც მაქვს და არვემდური ნორმალური იარაღია.

ბ.თოთაძე
 
stoeger1დრო: შაბათი, 09.05.2020, 19:43:50 | შეტყობინება # 390
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 706
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
saiga, მე არავის ვეუბნები ხოლმე უარს თოფის დათვალიერებაზე გინდა ზატვორი გადატენეთ გინდა 3 თოფიდან შეარჩიეთ როგორც გინდათ მოკლეთ (ქარავანი+დიდუბე)

დამატებულია (09.05.2020, 19:45:17)
---------------------------------------------
giorgigagoshvili, გიო როგორ ხარრრ

დამატებულია (09.05.2020, 19:54:08)
---------------------------------------------
MGELZE_MONADIRE, ზოგადად ახალი წარმოების რუსული თოფები 100 დან 10 თუ იქნება ნორმალური, არის ზოგს რომ 10 წელი აქვთ და ამუშავებენ უპრობლემოდ მაგრამ მეეჭვება ბაიკალის ქარხნის რეკონსტრუქციის შემდეგ რომელიმე სრულფასოვანი თოფი შექმნან რათქმაუნდა სერიულს ვგულისხმობ, პრობლემები 1) ნემსა უტყდებათ ხშირად მომისმენია 2) საშინელი ბალანსი 3) არასწორი ლულის არხი 4) არასწორი ეგრედწოდებული პლანკა 5) ეს ჩემი სუბიექტური აზრია გაზდამტენი სარეგულირო სისტემა არ მომწონს) 6) გარე დაფერვა და დამუშავება აქვს ძალიან დაბალი ხარისხის. 7)მიდრეკილია ჟანგვისკენ. ეხლა პლიუსები 1) მჭიდის ჩამკეტი მექანიზმი (რაც საშუალებას გვაძლევს სწრაფად შევცვალოთ ვაზნა) 2) უკუცემა ფაქტიურად არააქვს 3) არ ჭედავს, (ნუ არცერთი თოფი არ ჭედავს თუ ვაზნებს სწორად შეარჩევ ) ვისაც გაქვთ ნუ მიწყენთ შეიძლება გამომდგარი თოფებია კონკრეტულად თქვენიი მაგრამ ბოლო 2 წელში რაც გამოვიდ ა ჩემგან ჩამოთვლილი პრობლემები ახასიათებთ

 
chale88დრო: კვირა, 10.05.2020, 01:21:23 | შეტყობინება # 391
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
stoeger1, მე ჩემი მრ155ტი 2014 წლის 17 თებერვალს ვიყიდე ქარავანში ოთხი თოფი გამოვატანინე საწყობიდან და ბოლოს შევარჩიე ეს რომელიც მაქვს კი მიბღვერდნენ და ცოტა ეზარებოდათ კიდეც ახალი ტოფის გამოტანა და გახსნა ყუთის მაგრამ მაინც მომცეს საშუალება არჩევანის და რავი გამომადგა მართლა მაგრად მამაჩემს მრ153ტი აქვს იმის 2010შია ნაყიდი და ის თოფიც კარგი გამოდგა. გასულ სეზონზე ვნახე ერთ ჩემ ნაცნობ მონადირე ექვსი თვის ნაყიდი ქონდა მრ155ტი და ისეთი ჟანგიანი იყო თოფი არქეოლოგების აღმოჩენილ ნივთს გავდა. მაგრამ ნადირობით კი ნადირობდა და ნადირობს მშვენივრად რაც ვიყიდე არც გამიწმენდიაო არც შიგნიდან და არც გარედანო თოფი. მეკი ყოველი ნადირობის მერე ვწმენდ თოფს და ისევ ახალივით გამოიყურება რავი კარგად ვარ შეჩვეული და შედეგიანადაც ვნადირობ. რაც შეეხება თურქულ თოფებს არმსან ფენომა მომწონს მაგრად სუფთა ნაკეთებიც არის და უფრო დახვეწილია რუსული თოფები უხეში და უგულოდ ნაკეთებია. მრ27მ მაქვს და სამიზნე პლანკა არ აზის ისე როგორც საჭიროა სწორად კია მაგრამ ლულის და პლანკის შორის სიცარიელებია ალაგ ალაგ არაა ნორმალურად შევსილი. ჩემ თოფს მრ155ტს არასოდეს არ გავყიდი მაგრამ ფენომასაც სიამოვნებით ვიქონიებდი ამ თოფთან ერთად. ჩემ ბიძაშვილს ქონდა არმსან ა612 და გაყიდა მალევე არ მოეწონა ფენომა იყიდა ეხლა და ძაან კმაყოფილია.

ბ.თოთაძე
 
besarionდრო: კვირა, 10.05.2020, 11:51:38 | შეტყობინება # 392
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 210
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Chale88.პირველი უპირატესობა რაც რუსულ თოფებს თურქულ თოფებთან შედარებით აქვთ ესაა..ხრომის სიმყარე..ყველა თურქულ თოფზედ უფრო მალე იწყებს ხრომი აცვენას ვიდრე რუსულებზე..თურქულებზე კიარა უმეტესობა იტალიურებზეც ეგრეა საშუალო კლასის იტალიურებზე მაქვს საუბარი...სხვის მონაყოლს კიარვამბობ საკუთარი გამოცდილებიდან ნანახს ვიძახი...ამიტო თურქულ თოფს თუ ვიყიდი მხოლოდ 5 წლით..მერე ისევ ახალს ვიყიდი იმიტომ რომ თოფი ცვეთას რომიწყებს მერე გული აღარმიმდის მასზედ :gimili:ფენომასაც დარწმუნებული იყავი 2000 გასროლის მერე დაეწყება ხრომის აცვენა შიგნიდან..გინდ ჰუგლუ იყოს გინდ ჰატსანი გინდ ნებისმიერი..იმიტომ რომ თურქული ისე როგორც საშუალო კლასის იტალიური თოფის ლულები ერთიდაიგივე სალულე ფოლადისაგან მზადდება..რუსებმა რომ დახვეწონ ისე როგორც თურქები და იტალიელები აკეთებენ იარაღებს..თურქულისკენ და საშუალო კლასის იტალიური თოფისკენ არგავიხედავდი საერთოდ..

დამატებულია (10.05.2020, 12:11:19)
---------------------------------------------
Stoeger1.ჩემმა მეგობარმა იყიდა თქვენთან ეგ საიბერგან კლასიკი და რომ ვნახე ფასთან მიმართებაში ცოტა კი გამიკვირდა..ისეთი ნაკეთია..თან უმეტესობა დეტალი ფენომასთან განსხვავებით რკინაა..მაგალითად პორშინი..რკინისააქვს..ფენომაზე კი ნერჟავეიკა იყო თურაღაც ყოველშემთხვევაში მაგნიტს არიკრავდა..და დაფერვაც მატოვი არაქვს და უფრო გაძლებს ჩემი აზრით ვიდრე მატოვი..დანარჩენი გაზდამტენი სისტემა პრაქტიკულად ერთიდაიგივეა ყველა თოფზედ.და ჩემი აზრით..ფენომა რომ ღირს ორმაგი ფასი ..მხოლოდ კატოფის და ორი სმ გრძელი ჩოკების გამო მაგ ორ თოფს შორის მაგხელა სხვაობას მე ფასში ნამდვილად ვერ ვხედავ..ფენომას აშკარად ძაან გაუბერეს ფასები

 
stoeger1დრო: კვირა, 10.05.2020, 15:04:03 | შეტყობინება # 393
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 706
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
besarion, მე საიბერგანიც მქონდა და სტოგერიც ორივე მშვენივრად მუშაობდა მარა მე თვითონ 5 ვაზნიანი თოფი არ მომწონს და 2 ლულიანი მაქვს უკვე 3 სეზონია ჩერჩილ 512,
 
chale88დრო: ოთხშაბათი, 13.05.2020, 01:12:21 | შეტყობინება # 394
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
besarion, ადრეც ვამბობდი და ეხლაც ვიტყვი რო რუსული თოფები ემერები გამძლე თოფებია ნორმალურად მუშაობენ მაგრამ არიან ძალიან ცუდად უხარისხოდ ნაკეთები დამუშავებას ვგულისხმობ როგორც მეტალის ასევე ხის. დიზაინიც არ უვარგათ, მაგრამ უღალატო კომბალია მე ჩემი თოფის იმედი ყოველთვის მაქვს ვიცი რო არ მიმტყუვნებს საჭირო დროს არც ჭედავს ვაზნებს და არც არაფერი ძვრება gimili ყველა მონადირეს მოწონს ლამაზი და დახვეწილი დიზაინის მქონე იარაღი მაგრამ რათ გინდა ისეთი თოფი რომელიც გამართულად ვერ მუშაობს ანდა რამოდენიმე სეზონზე გამოვა მწყობრიდან ყველამ თავის საქმის იცის მე არავირჩევდი მასეთ იარაღს. მშვენივრად ვარ შეჩვეული ჩემ თოფს საკმაოდ ბევრი მაქვს ნასროლი ამ თოფიდან და ასეროვთქვათ თვალდახუჭული მოვარტყავ მიზანში. მაგრამ არის ხალხი რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს მისი გამძლეობა ურჩევნია ლამაზი დიზაინის მქონე თოფით ნადირობა თუნდაც ორი სამი სეზონი ვიდრე ოცდაათი წელი ქონდეს უხეში და ულამაზო თოფი. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იარაღის მორგებას შეიძლება რამოდენიმე ათეული ათასი გადაიხადოს კაცმა მაგრამ შედეგიანად ვერ ინადიროს.

ბ.თოთაძე
 
  • გვერდი 8 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 6
  • 7
  • 8
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика