სტოგერ 2000 მაქვს 4 წელია,ამ ხნის განმავლობაში არაფერი პრობლემა არ შექმნია,თოვლშიც და წვიმაშიც დასველებულა.ჯერჯერობით მემსახურება საუკეთესოდ
დამატებულია (02.06.2012, 00:47:47) --------------------------------------------- ტენგო. ყველაზე კარგი შედეგი მომცა 34-36გრ.-ზე,სიზუსტითაც და სიშორეზე ,მითუმეტეს ჩემი 71-იანი ლულითაა
ძალიან პრაქტიკული თოფია. იხვზეც გამოვცადე, ტყის ქათამზეც და მწყერზეც. არანაირი პრობლემები არ შემიმჩნევია და ნებისმიერ ნომერ ვაზნას კარგად ამუშავებს... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
კიდე მადლობაა მეგობაროო..პრინციპში საკმარისია 71 სანტიმეტრიანი ლულით რო ვიყიდო და ეგეს რო შევიძინო სრულიად საკმარისია...ვნახოთ თუ შევწვდი შტოგერ 3500 ხოო კაი და თუარა და 2000 მაინც ვიყიდი....
baron, რომელ თოფს გულისხმობ სტოგერ 2000ს? მე ვიტყოდი რო ეგ თოფი არ არის საერთოდ მწყერზე სანადირო ტოფი და უფრო 2 ლულიანი გესაჭიროება იმიტომ რო მწყერზე და ქათამზე დატენილებსაც მიახმარ და მაგ კომპონენტით უპირატესობა 2 ლულიანისკენაა. არის ხალხი რომელიც მაგითაც ნადირობს და როგორც ამბობენ კარგია მაგრამ მე პოლუავტომატის ყიდვას მხოლოდ მაშინ ვამართლებ თუ უკვე გაქვს 2 ლულიანი ამ შემთხვევაში ყიდვა გამართლებულია და მორიგე თოფად გამოგადგება. წარმატებებს გისურვებ
axotnika, მომილოცავს სულ ხარაზულები მოგენადირებიოს
დამატებულია (08.12.2012, 20:19:19) --------------------------------------------- მეც მინდა სტოგერი ან ატანეო მარა ძველით ახალწლამდე არ არის მაღაზიებში. ჯერაც ვერ გადავწყვიტე რომელი ვიყიდო, ხან სტოგერს ვანიჭებ უპირატესობას ხან ატანეოს. ორ ცეცხლს შორის ვარ. მარა მეუბნებიან ატანეოს კიდევ უფრო ნაკლები უკუცემა აქვსო და უფრო დახვეწილიაო. მოკლედ იანვარში ერთერთს ვიყიდი
ხომ გაგიგონიათ ძმებო გაგონილს ნანახი, საკუთარი და პირადად გამოცდილი ჯობიაო. ჰოდა მეორე ნადირობაა რაც სტოგერ 2000 კამო მიჭირავს ხელში. ჩემი ძმების ნუგომონადირის და რამინიწყალტუბოს საჩუქარია. მოულოდნელად გამახარეს... ’’მოყვარეს პირში უძრახე მტერს ზურგს უკანაო’’
მეშველაა, მივიღე გადაწყვეტილება :D ანუ მინდა შევიძინო სტროგერ 2000-ი :) marsi არ არის მაღაზიებში ძველით ახალწლამდეო? ამოიწურა მაღაზიებში უკვე? ყველაფერს ბედი უნდა რა...
მაგნუმებზე ამუშავებთ სტოგერებს მეგობრებო? რამე პრობლემა ხომარ შექმნია? ვალერიკას პოსტი წავიკითხე და მართლა ცოტა უხერხულია მასეთ სიტუაციაში რო გაჭედავს ანუ ტყეში მსხვილ ნადირზე ღირს სტოგერით მაგნუმების ვაზნებით გარისკვა? ნადირს ვინ ჩივის გურული გამოთქმაა ასეთი "მარცხი ელანძეაო და რას იტყვით თქვენ მაგ იარაღის და მგნიმების დამოკიდებულებაზე? ინტენსიურად არა მარა რო დაგჭირდეს სეზონზე ერთი აბოიმი რო მიაცალო იარაღს ხოარ მოუვა რამე? ანუ ვინმემ ამუშავა სტოგერი მაგნუმებზე? ჟაკანი და ფინდიხი მაქ მხედველობაში დ.კალანდაძე
SNAIPER, როგორც ცჰანს იმ 58 ლულები აგარ უარგოდა, მეზობელმა იყიდა სჰტოგერი და იმის ტრაბახს საზგვარი აგარ ქონდა დააჯიბრეს ზველ 58 და 27 ორიველ აჯობა და სჰტოგერის პატრონი კი დადის ცჰუმად ახლა , ეგენი მაგნიუმებს რო ისვრიან მაგიტ ჯობიან ტორე პრასტოი გილზებიტ სსრკ ,,ჩვენ ერთი გუნდი ვართ"
გამარჯობათ მონადირეებო გილოცავთ დაესწარით მრავალს. ძმებო სტოგერის ყიდვა გადავწყვიტე და რჩევა მინდა თქვენი, კამოფლიაჟი მომწონს მაგრამ მითხრეს მაგას ფერი გადასდის და უშნოვდებაო თქვენ რომელს მირჩევთ? გარდა შავი პლასტიკის ან მართლა ადვილად გადადის კრასკა. ata arms cy carbon fiber
teimuraz, ცოტა სათუთია მარა მანქანის ლაკს აშხურებენ პულივიზატორით და როგორც ამბობენ აღარ გადადისო. ისე ყველაზე კაი შავი პლასტიკია დამიჯერე. მე მაგას ავიღებდი და რავიცი
[img][/img]teimuraz, კამუფლიაჟი მაქვს მე მეორე სეზონია და არანაირი ფერი მას არ გადასვლია, მითუმეტეს რომ ალუმინის ნავში და ყტეღრეში უწევს მიგდებ-მოგდება. საერთოდ კი ერთს გირჩევდი ახალი ანუ 2010 წლიდან გამოშვებული სტოგერი არ იყიდო. მოძებნე და ძველი გამოშვება აიღე. იტალიელებმა თურქებს 2010 ში კონტრაქტი გაუწყვიტეს და ამათმა თურქული პროდუქციით დაიწყეს თოფების აწყობა, რაც ხარისხზეც აისახა და მუშაობის ყველა პარამეტრზეც. მე ძალიან გამომადგა სტოგერ 2000 კამო და რავიცი. მაგნუმებსაც ვისვრი და პოლუმაგნუმებსაც... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
იტალიელებმა თურქებს 2010 ში კონტრაქტი გაუწყვიტეს და ამათმა თურქული პროდუქციით დაიწყეს თოფების აწყობა, რაც ხარისხზეც აისახა და მუშაობის ყველა პარამეტრზეც
ვერ გავიგე კონტრაქტი გაუწყვიტეს რას ნიშნავს? როგორც ვიცი სტოგერი ბერეტასია, შესაბამისად თურქულიც აღარ ეთქმის! და თურქები დამოუკიდებლად როგორ გამოუშვებდნენ? d.machavariani
/ охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
teimuraz, ჩემს რამოდენიმე მეგობარს აქვს და ჟაკანზე ემდურებიან ყველანი კარგად გაიკიტხე მეგობარო,მე არმსანი მაქვს და ყველანაირად ძალიან კმაყოფილი ვარ, კარგი არჩევნის გაკეთებას გისურვებ
ramaz2525, ჯაკანს მოკლე ლულა უნდა და სტოგერს რომელსაც უკუცემის შემამცირებელი კომპენსატორი არ აქვს შეიძლება ნაკლებად ზუსტი იყოს მაგრამ სამაგიეროდ ჩემთვის პირადად ბევრად მიმზიდველი ვიდი აქვს ვიდრე არმსანს. ატა ნეოც მირჩევნია. უფრო სწორედ მარტო კომპენსატორი არ არის და ასევე ასრულებს საკეტის დამაბრუნებელ ფუნქციას. სტოგერს დამაბრუნებელი ზამბარა მილისებურ მჭიდზე აქვს მაგ მხრივ ატა ნეო ჯობნის მე ასე ვფიქრობ. არმსანი სხვა სისტემაა და მისი წმენდა 2 მაგ როსაც მოითხოვს ესეც უნდა აღინიშნოს. ნუ არმსანი უფრო საიმედოა 24 გრამიანზე
დამატებულია (15.01.2013, 15:51:16) --------------------------------------------- ისე კი ბევრი 24 ან 28 გრამს მიიჩნევს სანადირო ვაზნად და ეს არასწორია. სანადირო ვაზნა 30 გრამიდან იწყება და მწყერისთვის სწორედ მე პირადად ევროპაში 30 გრამიანები მინახია. ძალიან იშვიათად 28 გრამი. თან კოლოფსაც მწყერი ახატია. ორლულიანისთვის კიდე კი თუგინდა 20 გრამი დატენე მაინც ისვრის. ასე რომ არ მესმის იმათი ვინც ითხოვს რო სანადირო თოფმა მითუმეტეს არასასტენდომ სასტენდო ვაზნები ისროლოს და თუ გაჭედა იც ცუდია. ეს არასწორი მიდგომაა ჩემი აზრით და არ მოეთხოვება მითუმმეტეს ინერციულს. ყველას წარმატებებს გისურვებთ
bichi2009, მწყრის სეზონზე ყველაზე მეტი ვაზნები ეხარჯება ყველა მონადირეს ეს ის სეზონია რომელას ყველა სულმოუთქმელად ველოდებით ხოლმე,და თუნდაც 5 და 10 თეთრიც ცოტა შეღავათია ვაზნების ყიდვისას,24 გრამიანი ყველაზე იაფია მაგ დროს.და რა შეეხება თოფის გაწმენდას მე მიყვარს ჩემი თოფი და სიამოვნებით ვწმინდა ხოლმე ყოველი ნადირობის მერე,ალბათ ყველა მონადირე ასე იქცევა და იმის გულისთვის რომ არმსანსანი ან სხვა გაზიანი თოფი იმის გულისთვის რომ დავიწუნოთ არა სწორი იქნება ჩემი აზრით.
ramaz2525, ღმერთმა კარგ ნადირობებში მოგახმაროს მეგობარო. მე პირადად ინერციულს ვანიჭებ უპირატესობას და მცირედით განვიხილე რო იმ მოთხოვნას უყენებენ რაც არ მოეთხოვება. ბენელლის ფანი ვარ ასე ქვია და მის გამო მიყვარს ინერციული სისტემა. სიმარტივე, ადვილად მოსავლელი და სუფთA სისტემები. გაზი რო ესაჭიროება აირგადამტენს და შემღწევი ძალით ჩამორჩება ინერციულს ამაზე არავინ ფიქრობს და ყველა მაინც იძახის რო 24 გრამზე საიმედოობა მინდაო. კი ბატონო ნება თქვენია.
giohunt1982, bichi2009, გეთანხმებით მეგობრებო გეთანხმებით. მაგრამ შეხედეთ რაშია საქმე. პირველ რიგში ეს საქართველოა, მეორე ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი(ალბათ70%) ვისაც არ აქ რამოდენიმე თოფის ფუფუნება. ამიტომ ყველანი ვცდილობთ უნივრსალური თოფი ვიყიდოთ. მწყერზე რომ 76იანი ლულით 28_30 გრამი ესროლო ბევრს გააფუჭებ მონადირებულს. ასე რომ 24 გრამი მწყერი. 28 ქათამი. 34_36 იხვი. 42-50 ბატი. კურდღელი. ნუ მეტი სანადიროც არაფერია ზოგგან. მე პირადად მინდა 24 გრამიანიც ისროლოს თოფმა მეგობრებო. საშუალება რო მქონდეს აუცილებლად ვიყიდდი ვინჩს და ბ525 კლასიკს.
kobi@85, რამდენ გრამიანებზე? 42 გრამიანები ისროლე 100 ცალი მინიმუმ რო მექანიზმი დამუშავდეს. baron, 28 გრამით ქათამზე ვინ ნადირობს მეგობარო? ქათმისთვის 32 ან 34 გრამიანებია განკუთვნილი როგორც პერელიოტზე ისე ტყეში. ნუ თყეში სასურველია 50% იანი ან 100 იანი გამშლელი ვაზნა(დისპერსანტი) თუმცა მე არასოდეს მიხმარია და კონტეინერებით იდეალურად ვამუშავებ. ჩემიც 76 იანი ლულაა
დამატებულია (15.01.2013, 23:22:54) --------------------------------------------- ამიტომ უნდა იყიდოთ 2 ლულიანი თუ ერთი თოფის ქონას აპირებთ აბა სად გაგიგიათ ძირითად თოფად პოლუავტომატი? თან ყველაფერზე სანადიროდ? 2 ლულიანი და მანძილს შენს მიერ დატენილი ვაზნით და ჩოკებით აბალანსებ მე ესე ვიქცევი
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!