გუგას კარგად ვიცნობ (დაახლოებით28 -30) და თანაც დიდი ხანია ერთად ვნადირობთ.(ალბათ ასე 9-10 წელი) .ჩემზე კარგად ნამდვილად ისვრის. შეჯიბრებისთვისაც ნამდვილად მეტი ინტრიგა იქნება.თუ იმის ეჭვი არსებობს რომ ზოგი ტურნირისთვის რეგისტრირდება კლუბში ( რაც სავსებით გასაგებია ჩემთვის } ეგ გამორიცხულია. მაგაზე მე ვაგებ პასუხს!!! ძმებო მე თუ ამით რამე წესებს ვარღვევ , მაშინ რეკომენდაციას ვაძლევ და ჩემ ადგილს ვუთმობ, ეს ხომ შეიძლება .ერთი კითხვა მაქვს ოჯახის წევრი რო წამოვიდეს ხომ შეიძლება???(ჩემ ცოლშვილს ეჭვი ეპარება რო საერთოდ მოვარტყამ, ) მეორე განყოფილებაზე რამე გადაწყდა??? ხორცი როდის ჩავაბასთურმოდ???
მეგობარო ჩვენი მიზანი არა არის ისეთი ადამიანების აღმოჩენა რომლებიც კარგად ესვრიან თეფშს და შემდეგ მათი გაყვანა კლუბთა შორის შეჯიბრებაზე. ეგ მიზანი რომ გვქონოდა მაშინ გავიყვანდით შოტკას რომელიც ჩვენი ფორუმის წევრია და პროფესიონალია ამ სფეროში. ჩვენი მიზანია ჩავატაროთ შიდა ჩემპიონატი და გავიგოთ ვინ როგორ ისვრის ჩვენ კლუბში(კლუბი პირობითად) თუმცა მე გუგას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. რაც შეეხება ოჯახის წევრების წამოყვანას , გულშემატკივრები აუცილებელიც კი არის. და კიდე მეორე განყიფილება შესაძლებელია არ იყოს კიდევაც ( ეს იმიტომ,რომ თავი არავინ შეიკავოს თანხის არ ქონის გამო ჩემპიონატზე წამოსვლაზეც)თუმცა კვირას კრიმანჭულთან დავილაპარაკებთ და გადავწყვიტავთ დროს და ამ საკითხსაც. ###
23 ივნის კვირა დღეს გაიმართება ბაზიერის შიდა ჩემპიონატი სპორტინგში, შეჯიბრი ჩატარდება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. . შეჯიბრი დაიწყება 10 საათზე, . მოაწილეთა საყურადღებოდ : თითეული მონაწილე გაივრის 30 ვაზნას, იქნება სულ ხუთი პოზიცია, პირველი 4-ი პოზიციიდან იქნება ხუთხუთი გასროლა, ხოლო მე-5-ე პოზიციაზე იქნება წყვილი გასროლა (10ვაზნა) თითოეულმა მონაწილემ უნდა გადაიხადოს 35 ლარი, 30 ლარი გასროლის 5-იც პრიზებისათვის. გამარჯვებული პოზიციები იქნება ; პირველიდან სამამდე. . აუცილებლად უნდა წამოიღოთ თოფები 12 კალიბრის, სხვა კალიბრის თოფით მონაწილეობა აკრძალულია, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების წესები რომელსაც ადგილზე ბატონი შოთა თავაძე გაგვაცნობს. თუ მონაწილე არ დაემორჩილება მითითებულ წესებს, ან არ მიიღებს შენიშვნას ბატონი შოთასგან და ჩემგან, ავტომატურად მოიხსნება შეჯიბრიდიან. აგრეთვე დაედება ბანი საიტზეც, თოფთან თამაში არ შეიძლება. იმათ ვისაც არ ექნებათ საკუთარი თოფით შეჯიბრზე მონაწილეობის მიღების საშუალება, მაშინ ჩვენ ვათოხვებთ თოფებს, ასეთი მონაწილის პასუხისმგებლობა თოფის პატრონს ეკისრება. . [size=20]არ დაგავიწყდეთ, სასურველია კარგი სროლა, მაგრამ მთავარი შეჯიბრში მონაწილეობის მიღებაა. . მონაწილეობას ვერ მიიღებენ; ისინი ვინც დარეგისტრირებულნი არიან სხვადასხვა საიტზე და ამ სხვა საიტის სახელით გამოდიან ასპარეზობებზე,(!) ისინი ვინც მხოლოდ ამ შეჯიბრის გამო დარეგისტრირდნენ. ისინი ვისაც საიტი არ იცნობს, არააქვთ ამ ხნის განმავლობაში 5 პოსტზე მეტი, მათი რეგისტრაცია თუ საიტზე 30 დღეზე ნაკლებია . , შეშიბრში შედის მხოლოდ შეჯიბრი, არავითარი მეორე განყოფილება, რესტორანი და "აქედან ყველანი ჩემთან მივდივართ" ეს ყოველივე გამორიცხულია, დასრულდება შეჯიბრი მხოლოდ მაშინ როცა დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები, დაიშლება თოფები და ჩალაგდება ყუთებსა თუ შალითებში. ამის შემდეგ ვისაც რა სურვილი ექნება ის გააკეთს, იქვე ექსპრონტად მონადირულად მოიფიქრონ შემდეგი გაგრძელება. ყოველგვარი პოსტი რომელიც იქნება აქ დაწერილი იმის თაობაზე რომ "მეორე განყოფილება" და ქეიფი მოყვეს ამ ყოველივეს იქნება ჩემგან პირადად წაშლილი და გამოსარჩლების შემთხვევაში დავადებ ბანს, წარმატებებს გისურვებთ ბაზიერელებო!!! მონაწილეთა ასაკი უნდა იყოს 18 წელს ზემოთ,
krimanjuli, სიაში არის 2 კაცი ვინც ახალ დარეგისტრირებულია მაგრამ მათგან 1 23 ში უკვე იქნება 1თვეზე მეტი რეგისტრაციის. მოკლედ მე ვიღებ სიიდან მათ და აქ პირადული არაფერია
1 მონაწილე ამოვიღეთ სიიდან ვერ აკმაყოფილებდა სამწუხაროდ იმ მოთხოვნებს რაც დაიდო ანუ საიტის წესების თანახმად 1 თვეზე მეტი ხანი უნდა ქონდეს რეგისტრაცია საიტზე. 1 იც გადაწყდება
. ეს არის თევშის ტრაექტორიები , პოზიციები ნომრების მიხედვითაა. ყოველშემთხვევაში დაახლოებით მაინც შეუქმნის მონაწილეს წარმოდგენას, ლურჯით სავარაუდო სროლის არეალია აღნიშნული
ჩემი დიდი სურვილის მიუხედავათ, ჯერ ზუსტ პასუხს ვერ დავწერ. ამიტომ ჯერ თავს შევიკავებ და მოგვიანებით გამოგეხმმაურებით თუ თავისუფალი დრო მექნება აუცილებლად მოვდივარ:) მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
ძალიან კარგი განაცხადია მაგრამ ლანდია მართალია ფული როგორ უნდა გადავიხადოთ სავარაუდოდ მეც მივიღებ მონაწილეობას. მაგრამ ჭინასწარ არაფერს არ ვიტყვი.
დამატებულია (10.06.2013, 01:02:53) --------------------------------------------- krimanjuli, კიდევ ერთი რამ რაც მაინტერესებს. ლისის ტბის ტერიტორიაზეე საად მაინც არ ჯობია სადმე სჰევიკრიბოთ და ერტად მივიდეთ ადგილზეეეე?
landia, giorgi, sergo, ადგილზე, როცა მოვლენ მონაწილეები, იქვე გადაიხდიან თანხას! ანუ, ჩარიცხვა არ არის საჭირო! ადგილზე იქონიეთ თანხა. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
nugomonadire, სამწუხაროდ თარიღის გადაწევა ვერ მოვახერხეთ და 23 დარჩა, თქვენი , რამინიმონადირის და ბესოწყალტუბოს არყოფნა ძალიან დააკლდება შეჯიბრს, sandros, რა არი შენ და gigilo-408,-მ რო მოგვანატრე თავი, იცოდე თქვენს გარეშე ტყვიას არ გავისვრით, ხოდა ამდენ თოფიან ხალხს ნუ დაგვტოვებთ ეგრე უჩემპიონატოტ, გელით დროულად სიაში. ხოო პრიზი მართლაც კარგი რამეა საუკეთესო მსროლელისთვის. ეხ რა დროს ვერ ვისვრი სათანადოდ თორეე არავის დავუთმობდი ეხლა კიდევ ვუყურებ , ვტკბები და ვიცი სხვისი იქნება.... ნუ მეხვეწებით მაინც არ ვიტყვი რაარის....
krimanjuli, ჰა გააგიჟე ხალხი არა? ვხვდები უკვა რაც არის. მთავარი მაინც ერთმანეთის ნახვა და თავის შეხსენება იქნება ზოგის კიდე გაცნობა. რამდენი ტყუილი წამოვა ხოხო რა დათვლის
guguna, შეგიძლია მიიღო მონაწილეობა, შენ ჩვენი საიტის წევრი ხარ უკვე თითქმის 2 წელია და ეს დასაფასებელია პირიქით, სიაში ჩაეწერე და ეგაა სულ რეგისტრაცია. 23-ში კვირას კი ლისის ტბაზე მოხვალ პირდაპირ შეჯიბრზე 10 ს.თ-ზე და თანხასაც იქ გადაიხდი 35 ლარს, აია ასე მარტივად
შეკრების ადგილზე არავინ არაფერს ამბობს, ბევრი დრო აღარ დარჩა ჩემპიონატის ჩატარებამდე მემგონი იპოდრომზე შეკრება არ იქნება ურიგო რას იტყვით.? ოოოო რაც შეეხება საჩუქარს მართლაც რომ კარგი რამეა. ასე რომ ყველამ გამოიჩინეთ მობილიზაცია, სრული კოცენტრაცია მოახდინეთ თიხის მფრინავ თეფშის ჰაერში გაქრობაზე თუ გინდათ შინ ხელდამშვენებული დაბრუნდეთ. მემგონი არც ბოლო ადგილზე გასული მონაწილე დარჩება უსაჩუქროთ
shako77, მართალი ხრ შაკო. იპოდრემზე იქნება შეკრება 9 საათამდე , შემდეგ ერთად დაიძრებით და ლისის ტბაზე ამოხვალთ, ისე გავაკეთოთ რომ ვეცადოთ 10 საათისთვის უკვე რეგისტრაციაც გავლილი ჰქონდეს მონაწილეებს და თავიანთი გამოსვლის ნომერიც იცოდეს, მოდერებს ვთხოვ ახალ ამბებში გაშალოს ეს თემა.
მოკლედ, დიდი ამბავი იქნება 23-ში, დიდი! სარწმუნო წყაროებისგან შევიტყვე(არაერთისგან), რომ ჩემპიონატისთვის მზადება და ვარჯიში მიმდინარეობს გაცხარებული. გუშინ ლისის ტბიდან მეთევზეებმა დამირეკეს, სროლაა გახურებულიო (ოღონდ მართლა). კარგია, კარგიი. 23-ში გამოჩნდება, ვინ ივარჯიშა ბევრი. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!