მოკლედ ასეა საქმე: დღეს, სენაკში შევიძინეთ და ჩამოვიტანეთ 20 ძირი ჯუჯა კაკალი. რომელიც დეკორატიულადაც მშვენიერია და მოსავალიც ასეთივე აქვს. ეს ჯუჯა კაკალი იმიტომ გადავწყვიტეთ რომ ის სკევრი, სადაც აქცია ტარდება მოსახლეობას ესაზღვრება და ხალხს ეზოები რომ არ დავუჩრდილოთ და ხელი არ შევუშალოთ. ხვალ 20 ძირ ნეკერჩხლის ნერგსაც მოვიტანთ და ესენი დაირგვება სკვერში და სკოლის ეზოშიც!
მოკლედ, ნეკერჩხლის ნერგებიც „სახლშია"! "დამარხული„ მაქვს ორივე სახეობის ნერგები. ხვალ კი...
ხვალ, 13:00 საათზე. ოზურგეთის თეატრთან ვიკრიბებით და იქიდან ერთად ავალთ ლიხაურში, აქციის ადგილას. ვინც მოდის ყველას ვთხოვ პუნქტუალურობას! დაგვიანებას არა ვართ!
ძალიან მინდოდა მონაწილეობის მიღბა, მაგრამ დღს 11 საათზე მშვენიერ ავტო ავარიაში მოვყევი თან ჩემი მიზეზით... ასე რომ წარმატებები ბიჭებო დღეს ვერ მაგრამ სხვა დროს მივიღებ მონაწილეობას
baqari3501, კიდევ კარგი რომ არაფერი დაგიშავდათ და რკინას კი ეშველება! ისე ძამა კი ვნახეთ იგი ხა ხუთი და კაი ნამუშიერია!
დამატებულია (09.04.2015, 21:04:25) --------------------------------------------- მოკლედ ასე ბიჭებო და გოგოებო: ბაზიერელების სიმცირე იყო დღეს მაგრამ ლიხაურელი მონადირეები მოგვეხმარნენ, ასევე სკოლის მოსწავლეები(დამწყები მონადირეები) და დავიწყეთ და კიდეც დავამთავრეთ საქმე! ჯამში ორმოცამდე ნერგი დაირგო. „9 აპრილის სკვერში" (ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულთა სკვერია სინამდვილეში, მაგრამ 9 აპრილის სკვერს ეძახის ხალხი). ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლის მიმდებარე ეზოში და ლიხაურის საჯარო სკოლის ეზოში. დაირგო ჯუჯა კაკალი და ნეკერჩხალი! ყველას დიდი მადლობა დახმარებისთვის და უშუალო მონაწილეობისათვის ნერგების დარგვაში!
giohunt1982, ყოჩაღთ ბიჭებო! მიხარია რომ ამ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა! მოუთმენლად ველოდები თბილისში ჩასატარებელ გამწვანების აქციას რომ მეც შევიტანო წვლილი გამწვანებაში ბაზიერის კოლექტივთან ერთად! "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
giohunt1982, გეიხარე ძამა, გულიანი მუშაობა მიყვარს თუ რამეს ვაკეთებ კარგად ვაკეთებ რა მაცინებს ძალიან კარგი საქმეა ბიჭებო იმედია კიდევ შევძლებთ გურიის რომელიმე პატარა ადგილის გალამაზებას. მადლობა ორგანიზატორებს და მონაწილეებს
ძალიან კარგი საქმეა,კაცმა 1 ხე მაინც უნდა დარგოს ყოველ წელს. გული მწყდება რო ბათუმში ვერ მოვგროვდით,არადა ბევრია ბაზიერ.გე-ზე დარეგისტრირებული ბათუმელები. იქნებ მომავალ წელს რამე გამოვიდეს. მონადირედ უნდა დაიბადო და მერე უნდა გახდე მონადირე ! ! !
ბიჭებო ქუთაისისკენ თუ გადმოინაცვლებთ აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას ამ კეთილ საქმეში. იქნებ ჩვენ მაინც გადავარჩინოთ ბუნება, მონადირეებმა ნადირობა მარტო სროლა არ არის, მთავარი აქ პროცესია და არა შედეგი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!