მიმიდინარე წლის 2 აგვისტოს ჩატარდება, კლუბ "ბაზიერის" მიერ ორგანიზებული, გურიის ღია ჩემპიონატი სპორტინგში "გავარდნილები"! ჩემპიონატი ჩატარდება გურია, ოზურგეთის რაიონ სოფ. ბაილეთში, ულამაზეს ადგილას, ცოტა უცნაური სახელწოდებით "წინსვლა"! :)
ჩემპიონატში მონწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს!
მსროლელები 3 პოზიციაზე გაისვრიან 30 ვაზნას! მეორე პოზიციაზე მსროლელი არ შეიცვლის ადგილს, უბრალოდ შეიცვლება თეფშის ფრენის ტრაექტორია! შეჯიბრზე დაიშვება მხოლოდ გადასახსნელი(ორლულიანი) და ნახევრადავტომატური თოფები. 12 კალიბრი. ლულის სიგრძის მინიმუმი არის 66 სმ. 66-ზე ნაკლები სიგრძის ლულების მქონე თოფი არ დაიშვება შეჯიბრზე!
1. მონაწილეობის ღირებულება 40 ლარი 2. მონაწილეებმა უნდა გაისროლონ სამი პოზიციიდან. 3. ფინალურ ეტაპზე გადადის 6 მონაწილე ვისაც ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება. ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად. თუ თანაბარი ქულები დაფიქსირდა მე-6 ადგილისთვის, მაშინ იქნება გადასროლა პირველ დაცილებამდე. ასევე თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩატარდება გადასროლა პირველი სამეულის გამოსავლენად პირველ დაცილებამდე. 3.1 ფინალში მონაწილეები მეორე პოზიციიდან ხუთ ორმაგ გასროლას განახორციელებენ წყვილ სამიზნეზე, ჯამში 10 გასროლა. 4. ფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილეს აღებული ქულები გადაყვება და ფინალში აღებულ ქულას დაემატება. 5. მონაწილე, რომელიც დადგენილ წესებს და უსაფრთხოების ნორმებს არ დაიცავს, მოხსნილი იქნება შეჯიბრიდან!!! 6. გასროლა იწარმოებს მხოლოდ ორგანიზატორთა მიერ მოწოდებული ვაზნებით. მსროლელს მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ გლუვლულიანი 12 კალიბრის თოფით. 7. მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი უნდა აღემატებოდეს 18 წელს. 8. ყველა მონაწილე უნდა დაემორჩილოს მთავარ მსაჯს , თანამსაჯებსა და ორგანიზატორების მითითებებს! 9. ყველა მონაწილე, რომელიც არ იმყოფება მსროლელის პოზიციაზე, ვალდებულია სასროლეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდეს განმუხტული იარაღით! ანუ, ორლულიანი თოფი აუცლებლად უნდა იყოს გადახსნილი, მიუხედავად იმისა აწყვია სავაზნეში ვაზნები, თუ არა!!! ნახევრადავტომატური თოფები უნდა იყოს გადაწეული „ზატვორით“!! ანუ ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს. რომ თოფი არ არის დატენილი!!! ასევე, ლულები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული ვერტიკალურად(ნახევრადავტოები)!! ორივე ტიპის თოფებზე, აუცილებლად, უნდა იყოს მოხსნილი ე.წ. „რემენი“!!! ნებისმიერი მონაწილე, რომელიც დაარღვევს უსაფრთხოების წესებს, ავტომატურად მოიხსნება შეჯიბრიდან!!! მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხის დაბრუნების გარეშე!!!
10. შეჯიბრის ყველა მონაწილე და მაყურებელი ვალდებულია დაიცვას სიჩუმე სასროლეთზე და ხელი არ შეუშალოს მსროლელს!! ნასვამ მდგომარეობაში არც მონაწილე და არც მაყურებელი არ დაიშვება სასროლეთზე!! წესების დამრღვევ მაყურებელ–გულშემატკივარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მონაწილეს, რომელსაც ახლავს თან!!
მონაწილეობის საფასურს, 40 ლარს მსურველები ჩარიცხავენ საქართველოს ბანკში. ანგარიშის ნომ: GE41BG0000000869655900
გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ნებისმიერი ფილიალიდან და ასევე სხვა ნებისმიერი ბანკიდან.
სხვა ნებისმიერი ინფორმაციისათვის, რომელიც უშუალოდ ჩემპიონატს ეხება დაგიკავშირდით მობ. 557927100 მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
akson777, გასწრებაზე თუ მიდგა საქმე გურულების სიზანტე მოგეხსენებათ ალბათ :36_1_69: ეს ხუმრობით ისე რაფერ გაბედავს ვინმე სტუმრის შეურაცყოფას მიოვასხმიებ ტვინს იმწუთას
baqari3501, გაიხარე! რაც შეეხება მეგრელების ტრიუმფს თუ სამართლიანად ვერა აფერისტულად მაიც მივაღწევთ წარმატებას, ხომ იცი ჩვენი ამბავი სულ რომ ყველაზე ნაკლები თეფში გავტეხოთ მაინც მოვიგებთ
ხუმრობა იქით იყოს, ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებას მიუხედავად წარმოშობის კუთხისა, ეროვნებისა და აფერისტობის მაღალი ან დაბალი კოეფიციენტისა!
სულ რომ ყველაზე ნაკლები თეფში გავტეხოთ მაინც მოვიგებთ
დამატებულია (13.07.2015, 14:16:55) --------------------------------------------- akson777, ისე სულარ მინდა მაი მოგება მელიის და ყურძენის არ იყოს უბრალოდ მსიამოვნებს მონაწილოება და ნელნელა ვაგროვებ გამოცდილებას იმ დღისთვის როცა საკმარისი ამბიცია მექნება რომელიმე საპრიზო ადგილისთვის
დამატებულია (13.07.2015, 14:43:08) --------------------------------------------- akson777, TURA, დაგამატოთ თქვენც??? ის მოსასპობი და კუდგასახმობი კუდიანი სად არის???
დამატებულია (13.07.2015, 14:44:11) --------------------------------------------- სია არ გადააკოპიროთ! მონაწილეობის სურვილი გამოთქვით და დაგამატებთ სიაში!
დამატებულია (13.07.2015, 14:45:32) --------------------------------------------- zurab1, გაისად თუ გვიმასპინძლებთ, აუცილებლად ჩავატარებთ აღმოსავლეთშიც!
თქვენხო დამტაჯეთ ამზევით ქვევით ბოდიალში რა რაცხას მოვახერხებ და მეც თქვენ გვერდში ვიქნები თქვენი კუდიანი ზუსტად არვიცი ჩემო ბაზიერელებო რა მაიც guramicignadze
ყველას საყურადღებოდ: შეჯიბრზე დაიშვება ყველა კალიბრი, თუ კი მონაწილე მოიტანს 24 გრამიან, 9.5 ან 9 ნომერ ვაზნას, მხოლოდ ქარხნულს! სახლში დატენილი ვაზნები არ დაიშვება! რაოდენობა უნდა იყოს 60 ცალი. 30 ცალი სამ პოზიციაზე, რაც ნამდვილად საჭიროა და 10 ცალი ფინალისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული და დანარჩენი გადასროლებისათვის! მონაწილე რომელიც თავისი ვაზნებით იქნება შეჯიბრზე გადაიხდის 25 ლარს შეჯიბრის საფასურად! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
baqari3501, solomon, 12 კალიბრის თოფებს ყველას ერთნაირი ვაზნა ექნება! ანუ ჩვენ მივაწოდებთ ვაზნებს, 12 კალიბრს! რომელიც არის 24 გრამიანი, 9.5 ნომერი ვაზნა. წინა ჩემპიონატებზე გამოცდილი და გამომდგარი! გამონაკლისი მხოლოდ 16 და 20 კალიბრი იქნება, ვისაც ამ კალიბრის თოფებით უნდა მონაწილეობა, იმათმა უნდა მოიტანონ ქარხნული 24 გრამიანი 9.5 ან 9 ნომერი ვაზნა! გასაგებია?
baqari3501, solomon, 12 კალიბრის თოფებს ყველას ერთნაირი ვაზნა ექნება! ანუ ჩვენ მივაწოდებთ ვაზნებს, 12 კალიბრს! რომელიც არის 24 გრამიანი, 9.5 ნომერი ვაზნა. წინა ჩემპიონატებზე გამოცდილი და გამომდგარი! გამონაკლისი მხოლოდ 16 და 20 კალიბრი იქნება, ვისაც ამ კალიბრის თოფებით უნდა მონაწილეობა, იმათმა უნდა მოიტანონ ქარხნული 24 გრამიანი 9.5 ან 9 ნომერი ვაზნა! გასაგებია?
giohunt1982, შარშანწინ გადავატყავე ყველაფერი და 16 კალიბრის ვაზნა 24 გრამაინი ვერსად ვნახე,ჯერ ისიც არ ვიცი მივიღებ თუ არა მონაწილეობას მაგრამ თუ ვინმემ სადმ ე ნახოთ დაწერეთ რა
თუ გადავწყვიტე მონაწილეობა ადგილზე თუ შეიძლება გადხდა სიაში ჩაწერა ერთი სიტყვით როგორც ადრე ხდებოდა... და ზუსტი მისამაღტი დადეთ... გოოგლიდან რომ მოვიდეთ....
როგორახართ ჩემო ბაზიერელებო? მოგავდა კარზე თარიღი რა მოლოდინები გაქვთ? მე პირველად ვისვრი სტენდზე და ვიცი ბოლო ადგილი არ ამცდება მაგრამ მახარებს ის , რომ კიდევ ერთ ლამაზ დღეს გავატარებ თქვენთან ერთად ბაზიერელებთან ერთად .!!!
giohunt1982, გიო ძამა შეკრების დრო თუ არი გადაწყვეტილი? და მთავარი კინაღამ დამავიწყდა, მშრალად ამ დღის გატარება არ ივარგებს ყაზახო, მე შენთან ვარ სულით და გულით რასაც გადაწყვეტ აქ ვარ სიცოცხლის სამოსახლოა, ჩემი პატარა გურია.
firali81, მართალი ხარ, მართლა კარგი ვარჯიში გამოვა!
დამატებულია (31.07.2015, 06:55:49) --------------------------------------------- 2 აგვისტოს, 09:00 საათზე. ვიკრიბებით ოზურგეთის თეატრის წინ! საიდანაც ერთად მივალთ შეჯიბრის ადგილზე!
giohunt1982, გიო მოგესალმები ძაან აზარტული, საინტერესო და ლამაზი დღე გამოვიდა. ძაან ვისიამოვნე მე პირადად რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. გული დამწყდა ექვსეულს ვეგარ ვუყურე ბავშვმა აგარ გამაჩერა. ბათუმში თუ რამე დაგჭირდებათ თქვენს გვერდით მიგულეთ.
ძალიან დიდი და ლამაზი დღე იყო! დიდი მადლობა ამ იმათ ვინც ამ შეჯიბრს ჩაუყარა საფუძველი! დიდი მადლობა აჩის (krimanjuli) და გიოს (giohunt1982) და დიდი მადლობა ყველას ვინც იქ იყავით და დაგვეხმარეთ შეჯიბრის ორგანიზებაში! ვისაც ჩემსავით არ წაუვიდა იმათ მინდა ვუთხრა რომ მთავარი მოგება არაა მთვავარი მონაწილეობაა !(სანამ სტენდზე სროლას არ ვისწავლი ბევჯერ მომიწევს ამ ფრაზის გამეორება!) "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
დამატებულია (04.08.2015, 17:36:32) --------------------------------------------- ვინც მარტლა მონადირეა არცეტი არ ჰანს სურატზე რაც არ მესიამოვნა და ეჰვი ჰემეპარა ამ ჰეჯიბრის ხარისხზე
მონაწილეობა მიიღო 36 მსროლელმა. მათგან ექვსი საუკეთესო გადავიდა ფინალში შემდეგი ქულებით: 1. გიორგი ვარდოსანიძე 24 ქულით. 2. ბესო ბერძენიშვილი 23 ქულით. 3. ლევან ჩუგუაშვილი 23 ქულით. 4. დავით ჭინჭარაული 22 ქულით. 5. არჩილ სარჯველაძე 21 ქულით. 6. ნიკა ჩუგუაშვილი 21 ქულით.
ფინალურ გადასროლაში გამარჯვებულები კი ასე გადანაწილდნენ: 1 ადგილი. ლევან ჩუგუაშვილი 2 ადგილი. ნიკა ჩუგუაშვილი 3 ადგილი. დავით ჭინჭარაული
სასროლი იყო სამი პოზიცია, A, B, C პოზიციები. C პოზიციაზე იცვლებოდა თეფშის ტრაექტორია. პოზიციები ცოტათი რთული გამოვიდა(მსროლელთა ქულებიც ამას მოწმობს), მაგრამ ძალზედ საინტერესო!
გამარჯვებულ სამეულს გადაეცათ: თასები, მედლები, სიგელები და სამახსოვრო პრიზები, რომლებიც დააწესა ჩვენმა პარტნიორმა სამონადირეო მაღაზიათა ქსელმა "გორდამ" და ბატონმა ალეკო ჩინჩალაძემ! პირველ ადგილზე გასული, ჩემპიონატის გამარჯვებული ლევან ჩუგუაშვილი ასევე დააჯილდოვა სამონადირეო მაღაზია "სნაიპერმა". ამისათვის მადლობას ვუხდით გიორგი ჟვანიას და სამონადირეო მაღაზია "სნაიპერს".
კლუბი "ბაზიერი" ჩემპიონატის ორგანიზებაში დახმარებისათვის მადლობას უხდის: დავით კაპანაძეს, ბაქარ ჩხარტიშვილს და აკო გულუას! პირადად ჩემგან მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში დაგვიდგა ამ ჩეპიონატის ორგანიზებისას!
მოკლედ, ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდება! დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ შეჯიბრი, როგორც მონაწილეებს ასევე მაყურებლებსაც და გპირდებით, რომ კლუბი "ბაზიერი" მომავალში უკეთეს შეჯიბრებებს შემოგთავაზებთ!
ვინც მარტლა მონადირეა არცეტი არ ჰანს სურატზე რაც არ მესიამოვნა და ეჰვი ჰემეპარა ამ ჰეჯიბრის ხარისხზე
მდა... რას ნიშნავს მართლა მონადირე და რაში შეგეპარა ეჭვი? შეჯიბრის ხარისხში?? მე მეტი სურათი არ მაქვს ბატონო და დადებენ სხვებიც, იქნებ მაშინ იხილო მართლა მონადირეები!
დამატებულია (04.08.2015, 18:13:34) --------------------------------------------- uchaomiadze, მაგ ფოტოებზე გამოსახულ პიროვნებებს და მითუმეტეს მსროლელებს იქნებ პირადად უთხრა, რომ არ ხართ თქვენ მონადირეებიო! სცადე აბა, არ გაინტერესებს რას გეტყვიან? საიტზე რომ დარეგისტრირდი პროფილის ანკეტა ტყუილებით შეავსე? შენგან მითითებულ ნომერზე დავრეკე და სხვისი აღმოჩნდა! ასაკიც არარეალური გიწერია!
uchaomiadze, მონაწილეობა თუ არ მიიღეთ ყოველთვის ეჭვი შეგეპარებათ ხარისხში..რაც შეეხება მართლა და არა მართლა მონადირეს,აქ არ იყო შეჯიბრი ნადირობაში..ბატონ შოთასაც რომ კითხოთ დაგიდატურებთ ზოგი აქ კარგი მსორელილი ნადირობაში არაფერი შვილია და პირიქით ბევრი აქ ცუდათ მსროლელი კარგად ნადირობს
დამატებულია (04.08.2015, 22:17:23) --------------------------------------------- სამწუხაროდ მე ვერ მივიღე ამ შეჯიბრში მონაწილეობა,შემდეგში ვეცდები თქვენ გვერდში ვიყო ფინალურ 6 ეულის ქულებზე ეტყობა რა დაძაბული ყოფილა
uchaomiadze, ოჰოო გამოჩნდა კრიტიკოსი, საინტერესოა რა ნახა დასკვნა რომ გააკეთა დაგვდე ბატონო პატივი და გვითხარი ერთი რა ნახე მოუწონარი ან ვინ ხარ არა მონადირედ რომ მთვლი სად ნახე ჩემი არამონადირული ხო სხვებზე არაფერს ვამბობ ძალიან ბევრი ღირსეული მონადირეა მაგ ფოტოებზე
კარგი დღე იყო ! მადლობა ორგანიზატორებს! ეხლა ქულებს ვუყურებდი, როგორც მახსოვს და დავთვალე 20 უნდა მქონოდა, პირველ პოზიციაზე თოფს არ გაეჭედა მქონია თურმე შანსი 6 ულის :))
დამატებულია (05.08.2015, 19:55:52) --------------------------------------------- baqari3501, არც შენ ისროლე ცუდად!
დამატებულია (05.08.2015, 19:57:05) --------------------------------------------- აჩიმ (კრიმანჭული) გვასახელა! თოფზე პრობლემა რო არ შექმონდა შეიძლებოდა მოეგო კიდევაც! აჩი მაგარი ხარ!
"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!