b]berZul[/b], გაიხარე! ასაკს რა მნიშვნელობა აკვს. მთავარია სისხლი გქონდეს მოწამლული ბუნების სიყვარულით.დანარჩენისთვის ყოველთვის მოიცლი.ისე გმადლობ გულწრფელი მიწვევისათვის. მყავს შენი ტოლი მეგობრები ვისთანაც ერთად მითენებია ღამეები შაორზე საწირე და დაბაძველს ნუ მკიღხავ. პალიასტომი ნოღელა და ჯაპანა ფეხი ფეხზე მაწვს შემოვლილი. მიხარია ასეთი ახალგაზრდობა რომ იზრდებით! ღუ მოიწალო შემომეხმიანე სკაიფში : გია.ნოზადზე ინგლისური ასოებით. შრიფტი ვეღარ გადავიყვანე ინგლისურზე.javascript://
გუშინ გადავწყვიტეთ მე და ნუგომონადირემ რომ მომავალ კვირაში მივდივართ ამ საოცრება ტბაზე სათევზაოთ. ყოველ წელს ადრე გაზაფხულიდან(მარტი-აპრილი) ვიწყებდით ხოლმე შაორზე ასვლას, მაგრამ წელს ძალიან დიდხანს გარძელდა სამწუხაროდ ზამთარი და უამიდობა. პირველი ასვლა ღამისთევით არ გამოგვივა ხარისთვალაზე(შაორზე), მაგრამ ჩვენს გულებს მაინც გავახარებთ. არც იმას აქვს არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა დავიჭერთ თუ არა ბევრ თევზს (თუმცა ცუდი არ იქნებოდა ), ჩვენთვის მთავარია სულიერი განტვირთვვა და ადრენალინის გამოდევნა ორგანიზმიდან. ’’მოყვარეს პირში უძრახე მტერს ზურგს უკანაო’’
გამარჯობათ, ამ საიტზე ახალი ვარ, მაგრამ მოვასწარი და რაგაც ნაწილი გადავათვალიერე. ძალიან მომეწონა. სავსეა ინფორმაციით და კომპეტენტური ხალხით. ეხლა რა მაინტერესებს. აგვისტოს 15სთვის მინდა შაორზე სათევზაოთ წასვლა და ყვითელი სიმინდი რომ წავიგო მარტო იქ წითელ ჭიას ვიშოვი სადმე? ან თბილისიდან ამხელა გზაზე როგორ წავიღო ჭია ისე რო გზაში არ "ამიყროლდეს"?
სექტემბრის შუა რიცხვებში ვიყავი ღამისთევით წასული. იქ იმდენი თევზი ვნახე დახოცილი რომ არ შემიძლია მისი ასახვა.პატარა თევზები ნაპირზე იყო გამორიყული დიდები კი ტბის სიღრმეში იყო დაძირულები. ასეთი რამ არსად მინახვას. ლევან ბერძული
შარშან ვიყავი ბიძაჩემის ძმაკაცებთან ერთად წასული იქ ადგილობრივებს ვიცნობდით იმათ გვითხრეს კარგი სათევზაო ადგილები სად იყო.კარგად მოდიოდა კარასი საზანი და კობრი ძირითადად წიაზე.თუ წახვალთ არ ინანებთ.ყველაზე კარგად ზაპხულზე აგვისტოში ჯობია წასვლა. :( :0 :)
პირველად ამ საოცარ ტბაზე წამიყვანა ნუგომონადირემ სათევზაოდ და პირველი ჩემი თევზი, ტკავლიანი კარასიც მანდ დავიჭირე. მას შემდეგ 7 წელი გავიდა და ყოველ წელს სულმოუთქმელად ველოდები მაისის თვეს. ისე ტეხურზე კი მოვასწარი უკვე წელს ტევზაობა, უშედეგოდ. ულამაზესი სულ რომ არაფერი დევიჭირო მაინც კმაყოფილი მოვდივარ სულ შაორიდა. g.chikviladze
ცუდი ამბავი უნდა გაუწყოთ ამ სააღდგომოდ. შაორის ტბა დააშვრეს და სულ პატარა მდინარეღა დარჩა ამოდენა წყალსატევიდან... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
რაღაცაშია საქმე,ამ ტბების დაშრობა ეტყობა მოდაში შემოვიდა,ქარელშიც დააშრეს ტბა ამ ზამთარს,რაც თევზი იყო დაიჭირეს,ამ გაზაფხულზე ცოტა გაივსო და ისევ დააშრეს,საინტერესოა ამაზე კარგს რას გააკეთებენ
ეს რა ცუდი ამბავი გავიგე, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი შაორზე ასვლას, წელს დავგეგმე ძლივს და აი................. რა ხალხია ვერ გამიგია, რა უნდათ რატო აშრობენ ამ ტბებს რას ერჩიან, რა სისხლი აქვთ რა ჯიში აქვთ, მოკლეთ ძაან დამწყდა გული რა ძაან!! ქრისტე აღსდგა ხალხო ჭეშმარიტად აღსდგა გილოცავთ ყველას.
არადა შარშან გაუშვეს სენაკიდან წაყვანილი რამოდენიმე ატასი ამურის ლიფსიტი, რას ერჩოდენ კია საინტერესო. GAUFRTXILDET BUNEBAS DA VINADIROT KULTURULAD. B. GOGUADZE
ახალი ამბებია შაორის ტბის შესახებ ძმებო. ინფორმაცია და ფოტოები რომლების მე მაჩვენეს თითქოს ტბა მთლიანად დაშრაო, არის გადაღებული მე-2 ხიდიდან და მთავარი დამბის კუთხიდან. ანუ ეს იმას არ ნიშნავს რომ ტბა სრულიად დამშრალია. იყვნენ ბიჭები წასულები და აი როგორი ინფორმაცია ჩამოიტანეს: ზამთარში წყლის დონის დაწევის გამო გესმა მოიხმარა ძირითადი წყლის მასა და ამიტომ გარკვეულ წილად ნახევრად მაინც დაშრა ტბა. სამწუხაროდ დენით ბრაკონიერებისთვის ეს ფაქტი გახდა მოტივი მათი შავბნელი საქმეებისთვის. გაუნადგურებიათ უამრავი თევზი. ეხლა ისევ იწევს წყლის დონე და მადლობა ღმერთს წესიერ მეთევზეებს ასე თუ ისე გვექნება ამ უნშვენიერესი ადგილით და ტბაზე თევზაობით დატკბობის საშვალება. ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
ბევრჯერ მქონია სიამოვნება შაორზე თევზაობის, დასვენების, ქეიფის. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია საქართველოში, თუმცა ცოტა მოუვლელი და მისახედია. ბევრჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოსდა რაღაც ინვესიციები ჩაიდო და უნდა გაკეთდესო, მაგრამ ჯერჯერობით ეგეთს ვერაფერს ვერ ვხედავთ სამწუხაროდ.
giiiivi, შაორზე წყალიც საკმარისად არის ძმებო და თევზიც. შეგიძლიათ 5 მაისიდან ახვიდეთ და ისიამოვნოთ. მანამდე წყლის ტემპერატურა ძალიან დაბალია ატმოსფერულთან შეფარდებით და თევზიც ვერ აქტიურობს როგორც საჭიროა... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
შაორის ტბაზე ასვლა ტრადიციად გვაქვს ქუთაისლებს და გარჩემომყოფთ, ბავშვობაში უფრო ხშირად დავდიოდი..პირველად "კორმი" რროცა მოვაყარე 12 წლის ვიქნებოდი და შაორზე დავიჭირე ხრამულია, მერე კობრი და კაი უხაც პირველად ტბის წყლისგან მომზადებული მანდ მივირთვი კიდეც. ჩემი პიტბულიც ვაცურავე წყალში პირველად. პირველად გავათენე კარავში და უამრავი მოგონებები მაქ შაორთან დაკავშირებით, ეს ტბა უნდა იყოს ხელუხლებელი! იქნება კიდეც, რადგანა მალევე მოსალოდნელ წვიმებში აიწევს და მოიმატებს ტბის დონეც, ნელ-ნელა შეივსება. ★ஜ۩۞۩ஜ★
nugomonadire, არამარტო წყალტუბელებს, თევზაობის დიდი ტრადიცია არის აქ და მერე გავიხსენებთ ყველაფერს ლაივში. აბა მანდ წყალტუბოში ხელოვნურ ტბებზე ღამით ხომ არ მოვპარავდი თევზს ახლობლებს ბადით ან მაღლაკში ★ஜ۩۞۩ஜ★
ნუ გეშინიათ ხალხო. კვირას ვიყავით საწირის ტბაზე პლატინისკენ.კარასი და პლატვა ვიჭირეთ. მეთევზეებს გამოვკითხე შაორის ამბები. კატასტროფული არაფერია. მართალია დაკლებულია მაგრამ თოვლის დნობა არ დაწყებულა მასიურად.10 დღის უკან ნაპირები კარგი მოყინული ყოფილა. ეს დაადასრურა მარშრუტკის მძღოლმაც. ასე რომ სანერვიულო არაფერია.ისეთი დამშრალიც მინახავს მარტო კალაპოტი იყო დარჩენილი მაგრამ შეივსო მერე. ასე რომ 10 მაისიდან უკვე შეიძლება ისიამოვნოთ შაორით. მოვაწყოთ ერთიანი გასვლა.ახლა ქუდებით მაინც ვიცნობთ ერთმანეთს.
შაორზე იყვნენ და 10 მეტრით არის დახეული ნაპირი, საგანგაშო არაფერია.. გარემოსთან შედარებით წყალი ცივია რადგანაც თოვლი დნება..მაგ რიცხვებიდან ანკესაობას რა ჯობია ლუდთან და ადგილზე მომზადებულ თევზთან ერთად იმ სიცხეში ★ஜ۩۞۩ஜ★
ENUQICHI მერე რა გვიშლის ხელს. გავაკეთოთ კარგი გასვლა შაორზე, ღამისთევით რა თქმა უნდა.
დამატებულია (27.04.2012, 00:11:50) --------------------------------------------- qutaiselibazieri კარასი კარგად მოვიდა მცოცავზე უკეთესად. ჭიაზე. საზანი კობრი შამაია არ გამოჩენილა. კარასი ნორმალური ზომის მოდიოდა.
ეხლა ისეთი წელი გვაქვს ბაზიერელებს მაინც თავს შევიკავებდი ჯერ-ჯერობით, რადგანაც ბევრი რამე შევიძინეთ, ვინადირეთ, გავიხარჯეთ, აგერ ხატი გვაქვს დასაწერი და გასაკეთებელი, 26 მაისს უნდა შევიკრიბოთ გელათის მონასტერში. მაინც მგონია ხატისთვის უნდა გავისარჯოთ სუყველა ბაზიერელი და მხოლოდ საუბარი არ გვიშველის რა.. მერე ოცი აგვისტოსთვის ვიზრუნოთ ყველამ იქნებ სიმბოლურად გავიდეთ სეზონის გახსნაზე ყველა ერთად კეპებით და მთელი ატრიბუტებით.. თევზაობა პირადად მე ისე არ მიტაცებს როგორც ნადირობა თუმცა პირადად ნებისმიერ შემოთავაზებაზე სულ მზად ვარ თუ მცალია.. კაი კაცი ხარ მერაბ გიცნობთ შენ ჩვენ და მოხიბლული ვართ შენი ასაკის ადამიანი ამდენ ენერგიას რო უთმობ ბუნებას, მონადირეებთან ურთიერთობას რაც დასაფასებელია შაორზე კაი აზრია ნაღდად ოღონს ზემოთხსენებული მიზეზების გამო ვერავის შევთავაზებ სანამ ტვირთად მაწევს დაწყებული საქმე ★ஜ۩۞۩ஜ★
ENUQICHI გასაგებია შენი თავშეკავება. ვიცი რაცაა სტუდენტობა. მანქანა იქნება. ჰო და საჭმელ სასმელი აქაც გინდა და იქაც. მთავარიაბუნების სიყვარული რაც მოზღვავებული გაქვთ ბაზიერლებს.ვნახოთ ყველაფერი წინაა.
სტუდენტობა იყო თქვენ დროს და თანაც საკმაოდ კარგი როგორც ვიცი, მე პირადად არასდროს ვყოფილვარ "სტუდენტი" და ეხლა რაღა დროს ჩემი სტუდენტობა დავბერდი მერაბ დავბერდი არიან ბიჭები სტუდენტები აქ მარა მაინცდამაინც არ უშლით ხელს ეს ამბავი, სულ ცალიათ ოღონდ ჩემსავით არა ★ஜ۩۞۩ஜ★
qutaiselibazieri, რაც მე ფოტოები უნდა მქონოდა ძმა, მარა არ ვიღებდი და არც მაინტერესებდა, თუარა შაორზე იმდენი კაი მომენტები ყოფილა..ერთხელ ღრუბლები მახსოვს საღამოს ძალიან ლამაზად შეიყარნენ ჰორიზონტზე და მაშინ უნდა გადამეღო ფოტო სურათი..ისეთი ლამაზი ადგილები გამივლია მანამდე ეხლა როცა გავიგე რა არის ფოტოს ფასი არ გავმაზავდი..ეხლა რატო ძმებო მაგასაც დავწერ..რადგანაც საჭიროა ინტერნეტ მოღვაწეობისთვის. ჯერ ადრე ჩემში არ იჯდა ეს ამბები რაც აქ ვარ და ვმოღვაწეობ..ეხლა მწამს რომ ამით დიდი საქმე კეთდება, ერთი ის რომ სხვა გამოუცდელი ახალგაზრდა სწავლობს და მერე იძენს იმ ცოდნას რომელიც უკვე გამოცდილს ავსებს! აუმჯობესებს და უკეთ ცრდილობს დახვეწოს უფრო სწორად! კულტურულად და ჭეშმარიტ მეთევზე-მონადირედ აყალიბებს სხვის გამონაცდელზე, და ამ საიტზე არიან ხალხი რომლებიც გააკონტროლებენ ფოსტების მართებულობას თუ რამდენად ასწავლის სხვას ეს თუ ის დაფოსტილი..ამიტომაც ვირჯები თუარა ამაში მე არც მედალი მომეცემა და არც ფულადი კონპენსაცია! პირიქით ხანდახან მინუსებსაც ვღებულობ თუ მაკვირდებით ★ஜ۩۞۩ஜ★
მეც გამიგია ჩამოსულან ბიჭები და უ?თქვიათ ახლა კიარა კაი ხნის უკან დახოცილი თევზები ვნახეთო, შენ ეტყობა ზურა333, კაი ხნის დაბრედილები ნახე, აბა იმის მერე თუ მოიმატა მსხვერპლმა მალადეც მაშინ ბიძია ეკო სამსახურებს ★ஜ۩۞۩ஜ★
ENUQICHI, გახრწნილები იყო კი. ეკოსამსახური როგორ გადაარჩენდა, მემგონი ჟანგბადის ნაკლებობით არიან დახოცილი, ან ზამთარში წყლის დონის შემცირებამ გამოიწვია, ამხელა ტბა თითქმის დამშრალი იყო.
მერე სწორედ ასეთ სამსახურმა არ უნდა დაუშვას ამდენი წყლის ნაკადის გამოშვება ტბიდამ, როგორც ვიცით იხმარეს წყალი ჰესისთვის. ისე თუ ისესხებენ არ უნდა დაააბრუნონ?!:))) ★ஜ۩۞۩ஜ★
ENUQICHI, წყალსაცავი იმისთვის აიგო, რომ ჰესს მიაწოდოს წყალი, ამიტომ თევზების გულისთვის არ გააჩერებენ ჰესს. არადა სამწუხარო ფაქტია ამდენი თევზის განადგურება.
ჰო მასეა, ოღონდ უკვე ამ ტბამ შეიძინა სხვა მნიშვნელობა ჩვენთვის და იქნებ სხვა გამოსავალი მოიძებნოსთქო ამას ვიძახი. დაწყდა უამრავი თევზი, თუმცა ჩვენ ჯობია ბრაკონიერობა გავაკონტროლოთ და მალევე აღსდგება ტბაზე თევზების რაოდენობა ★ஜ۩۞۩ஜ★
რავიცი რიბაკებო ხველა ამბობს მაგრად იჯირებაო საურზეო და მე კვირასი ოტხი დგე ვტევზაობ სადარ დავდივარ კუტაისი ვცხოვრობ რუტჯელ ვიხავი საურსე წელს და არ იხო ტევზაობა მატესავები მხავს რაჯასი რიბაკები იგენიც ხსირად დადიან მაგრამ არარის კარგი ჯრააო
qutaiselibazieri, მერე მაგიტო შაორის შეძულება კიარა იმ ხალხის ჭკუის დარიგებაა საჭირო. რამდენმა არ იცის და გააზრებული არააქვს რომ ეს არის დიდი შეცდომა, მე პირადად ყველანაირი ბრაკონიერული მაქვს ნანახი და გაკეთებული, როცა არ ვიცოდი და არც შეიძლებოდა მცოდნოდა. ეხლა უკვე ჩვენმა საიტელებმა ადმინისტრაციის თაოსნობით და ჩვენივე ხელშეწყობით, ავიღეთ იმ ჩვენი შექმნილი ხატის წინაშე დიდი ვალდებულება! ეს ვალდებულება აქამდეც გვქონდა მაგრამ ჩვენ ამით ასე რომ ვთქვათ ხელი მოვაწერეთ სწორ თევზაობაზე და ნადირობაზე! ხელი ბანკში რო მოგვიწერია ისეთი ხელმოწერას რომ არ ვგულისხმობ ეს ნათლად ჩანს, აქ საღვთო საქმეზეა საუბარი და ვინც აქ შემოიხედავს იმათზეც გადადის! ანუ როდესაც კაცი (დარეგისტრირებული თუ დაურეგისტრირებელი) წაიკითხავს ამ ყველაფერს და გაიგებს რამდენად ცუდს ჩადის ბუნების წინაშე, ის უკვე ამ საღვთო საქმეზე ხელს მისდაუნებურად აწერს! ჩვენი ვალია ყველას უთხრათ და მივიტანოთ იმათ გულებამდე, ყურებამდე და ასე შემდეგ. ★ஜ۩۞۩ஜ★
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!