01:28:47
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ფორუმის მოდერატორი: ზურა333, ბაქარი  
ოპტიკური სამიზნეები
iurinkaდრო: ოთხშაბათი, 23.03.2011, 18:44:06 | შეტყობინება # 51
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 29
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო ხოარიცით ბინოკლისთვის 8x40 კარგი პარამეტრებია თუარა??? 167
 
-BERG-დრო: ოთხშაბათი, 23.03.2011, 19:08:45 | შეტყობინება # 52
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
iurinka, როგორც ბევრ რამეზე, ოპტიკაზეც ერთი ხელის მოსმით დიაგნოზის დასმა: კარგია თუ ცუდი, ძნელია.
გააჩნია რომელი იარაღისთვის გინდა, რა მანძილზე სასროლად, რა პირობებში მოუწევს ექსპლოატაცია და რომელი ფირმისაა.
ერთი რამის თქმა ეხლაც შეიძლება 8X40-ს მაინც ზუმიანი ჯობია:2-8X...,3-9X...
პირველი ციფრი (ციფრები) გადიდებაა, მეორე ოპტიკის გამომავალი ნაწილის რადიუსი მმ-ში.
 
iurinkaდრო: შაბათი, 30.04.2011, 03:32:48 | შეტყობინება # 53
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 29
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბერგ გაიხარე. იარაღზე დასამაგრებელს არ ვგულისხმობ, ჩვეულებრივ ხელში დასაჭერზე ვამბობ, asahi pentaxis_aa, გამომიგზავნეს და არ ვიცი დავიტოვო თუ გავყიდო. რას მირჩევ?
 
sultanaდრო: ორშაბათი, 02.01.2012, 17:57:01 | შეტყობინება # 54
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით ყველას. გილოცავთ, მრავალს დაესწარით. გისურვებთ ყველა სურვილის ასრულებას 2012-ში.ერთი შეკითხვა მაქვს: თუ ვინმემ იცით (BAUEROPTICS- GERMANI)-ამ ოპტიკის შესახებ რამე, გთხოვთ გამაგებინეთ. ფასი აქვს 1000ლარი(ქარავანში). მინდა ჩემი cz 550-308w-ისთვის.გამოდგება თუ არა? 39
 
CIVXELA55დრო: შაბათი, 08.12.2012, 22:15:44 | შეტყობინება # 55
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო კაი პროფესიონალ ოპტკას რამდენად ვიტრევ ხომ ვერ მეტყვიტ
 
geojorjikaდრო: კვირა, 09.12.2012, 01:26:44 | შეტყობინება # 56
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 161
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (CIVXELA55)
ბიჭებო კაი პროფესიონალ ოპტკას რამდენად ვიტრევ ხომ ვერ მეტყვიტ


როგორი? პროფესიონალი ოპტიკა როგორია?

კარგის ფასი 2000$ და ზევითაა


Beretta A300 Outlander 12/76
 
CIVXELA55დრო: კვირა, 09.12.2012, 14:14:29 | შეტყობინება # 57
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კაი იქნება საქარტველოსში ეგეტი ტურნირები ხშირად მოეწყოს ხოლმე 166 166

დამატებულია (09.12.2012, 13:14:29)
---------------------------------------------
geojorjika, ანუ პროფესიონალსჰი ის ვიგულსხმე მანძილის საზომი რო აქ ტან რა

 
minchaninდრო: კვირა, 04.01.2015, 22:16:11 | შეტყობინება # 58
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობრებო. მინდა გაგიზიაროთ ჩემი პრაქტიკა თუ როგორ განვსაზღვროთ ხელმისაწვდომი მეთოდით, ოპტიკური სამიზნის ვარგისიანობა. როდესაც პნევმატიკით ვიყავი გატაცებული, და ვატარებდი მრავალნაირ ტესტებს - სიმძლავრე, სიზუსტე გამძლეობა და ა. შ. მივაქციე ყურადღება ერთ გარემოებას - როდესაც გავასწორებდი

ოპტიკურ სამიზნეს (ძირითადად ვასწორებდი 25 მეტრზე ზდპ-ს), შემდეგ სხვა დისტანციაზე ხშირად მიზანს ვერ ვარტყავდი, მიუხედავად იმისა, რომ ვითვალისწინებდი ტყვიის ტრაექტორიის ნოლებსა და ეგრეთწოდებულ "პროვისანიეს".

და მერე ჩავატარე ასეთი ექსპერიმენტი - ოპტიკური სამიზნე გავასწორე 25 მეტრზე დაწოლილ მდგომარეობაში საყრდენი ბალიშის გამოყენებით. ვისროდი "ჰატსან 105"-დან. ტყვიები "ბარაკუდა მატჩი", 10,5 გრ. 7 გასროლით ჯგუფი გაკეთდა

ნორმალური, დაახლოებით 15 მილიმეტრიანი. ზუსტად არ გამიზომია, რადგან ეს არ იყო ჩემი მიზანი. შემდეგ გადავწიე სამიზნე 5 მეტრით. კიდევ 7 გასროლა. შემდეგ ისევ გადავწიე 5 მეტრზე. და ისევ 7 გასროლა. და ა. შ. 60 მეტრამდე. სროლა

ხდებოდა ტყეში სრული შტილის დროს. შემდეგ დავიმეორე სროლები 25 მეტრზე უფრო ახლოს მოახლოებული (5 მეტრით) 10 მეტრამდე. და რა შევამჩნიე. ჯგუფები იყო გადაადგილებული არა მარტო ვერტიკალურად. რაც სრულიად მოსალოდნელია

(მხედველობაში მაქვს ტყვიის "პროვისანიე") არამედ სრულიად მოუწესრიგებელი (სხვანაირად ვერ გადავთარგმნე "ნეზაკონომერნო") სხვა და სხვა მხარეს, მარჯვნივ, მარცხნივ, ცოტა ზემოთ, ცოტა ქვემოთ და ა. შ. შემდეგ ჩავატარე სროლები ოპტიკის

გარეშე. სიზუსტემ მოიკლო, მაგრამ ჯგუფების მოუწესრიგებელი გადადგილება შეწყდა. შემდეგ იგივე ოპტიკით ჩავატარე სროლები "ედგან მატადორით" (კალ. 5,5). იქაც ჯგუფების გაბნევა მოგვცა. შემდეგ ედგანზე დავაყენე "მაკ სნაიპის" ოპტიკა. უკვე გაბნევას ადგილი აღარ ჰქონდა. ამის მერე ეს ექსპერიმენტი ჩავატარეთ

სხვა და სხვა თოფზე, სხვა და სხვა ოპტიკით (ძირითადად იყო ჩინური ოპტიკები, რომელთა დასახელებებსაც ყველას ვერ გავიხსენებ. მახსოვს იყო "ტასკო", "გამო" ...).აქედან გამოვიტანე დასკვანა, რომ თუ ასეთ გარემოებას აქვს ადგილი, ეს არის ოპტიკის ბრალი , და ასეთი ოპტიკა არ გარემონტდება.

და კიდევ ერთ გარემოებას მივაქციე ყურადღება. ეს ეხება იმ ოპტიკებს, რომლებსაც არ აქვთ ფიქსირებული მოახლოება, ანუ ობიექტის გადიდება. იაფფასიან ჩინურ ოპტიკებზე ზუმერის ტრიალის დროს ხდება ჯგუფების მოუწესრიგებელი გადადგილება. ამის მიზეზია ოპტიკურ სამიზნეში არსებული მოძრავ მექანიზმებს შორის არსებული "ლუფტი".

მართალია ეს სროლები ხდებოდა პნევმატური თოფებიდან, მაგრამ ვფიქრობ, რომ იგივე შეიძლება განმეორდეს ცეცხლსასროლიდან სროლის დროსაც. მართალია ამ შემთხვევაში სროლის დისტანცია უფრო მეტი იქნება, მაგრამ ეფექტი კი ანალოგიური.

გარდა ამისა, დამწყებებს შემიძლია შევთავაზო "ბარაბნების" ტრიალის ჩემი მეთოდი, რომელიც მდგომარეობს შემდგომში - ავირჩიოთ "ბარაბნების" დამაფიქსირებელი ბრუნვის მიმართულება. მე არჩეული მაქვს საათის ისრის მიმართულება. მე

მხედველობაში მაქვს სიტუაცია, როდესაც საჭიროა სროლის წერთილის გადაადგილება მაგ. ზემოდან ქვემოთ 3 "შელჩოლით", ვატრიალებ "ბარაბანს" საათის ისრის მიმართულებით 3 "შელჩოკით". ასევე , თუ საჭიროა სროლის წერთილის

გადადგილება მარჯვნიდან მარცხნივ 4 "შელჩოკით", ვატრიალებ ჰორიზონტალური რეგულირების "ბარაბანს" 4 "შელჩოკით" საათის ისრის მიმართულებით. ახლა , იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა სროლის წერთილის გადაადგილება ქვემოდან ზემოთ 3 "შელჩოკით", ვატრიალებ ვერტიკალური რეგულირების "ბარაბანს" საათის ისრის

მიმართულების საწინააღმდეგოდ 10 "შელჩოკით", და შემდეგ კი საათის ისრის მიმართულებით 7 "შელჩოკით". იგივეს ვაკეთებთ ჰორიზონტალურ სიბრტყეში რეგულირების დროს. თუ საჭიროა 4 "შელჩოკით" სროლის წერტილის გადაადგილება მარცხნიდან მარჯვნივ - 11 "შელჩოკი" საათის ისრის მიმართულების

საწინააღმდეგოდ, და შემდეგ 7 შელჩოკი საათის ისრის მიმართულებით. ეს საჭიროა იმისათვის რათა სარეგულირებელ მექანიზმებში არსებულიმა "ლუფტებმა" ხელი არ
შეგვიშალოს.

რა თქმა უნდა ასეტი ოპერაცია არაა აუცილებელი "სვაროსკისა" და "ცეისის" ძვირფასი ოპტიკების გამოყენების შემთხვევაში.
ვიმედოვნებ, რომ ზემოთ ხსენებული ინფო რაიმე სარგებლობას მოუტანს მკითხველს.
აქვე მინდა გავაკეთო მცირეოდენი დამატება.

როგორც ალბათ შეამჩნევდით (შესაბამიშ თემაში) რამოდენიმე კვირის წინ დავიწყე შაშხანებზე ოპტიკური სამიზნის დაყენება- გასწორება სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით.

და მივაქციე ყურადღება ერთ გარემოებას. ბიუჯეტური ოპტიკური

სამიზნეები (200 დოლარამდე ფასში), რომლებსაც არ აქვთ ფიქსირებული ზუმი, იძლევა საქრძნობ ცდომილებას ზუმის ცვლილებისა და საკუთარ თვალზე "მორგების" მიზნით პირველი ლინზის ბრუნვის დროს. ეს ცდომილება კარგად იგრძნობა 200 -

300 მეტრზე მისროლის დროს. და ის (ცდომილება) ზოგჯერ 300 მეტრზე ნახევარ მეტრს, და ზოგჯერ მეტსაც აღწევს. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში ჩემი რჩევა იქნება მისროლის მერე ოპტიკური სამიზნის ზემოთ ხსენებულ სარეგულირო ნაწილებს ხელს

ნუ ვახლებთ. ანუ , ზუმისა და თვალზე "მოსარგებელი" სარეგულირო ნაწილები არასდროს არ ვატრიალოთ. ჩემი აზრით საკმარისია ზუმის დაყენება 5-ზე, ან 6-ზე და ასე დავტოვოთ. ასევე თვალზე 'მოსარგებელი" ლინზაც ხელშეუხებლად დავტოვოთ. მაშინაც კი როცა თქვენი შაშხანიდან თქვენი მეგობარი გაისვრის.

კიდევ ერთს დავამატებდი.
ოპტიკის გასწორების დროს საჭიროა ტყვიია ვარდნის დიაგრამის შედგენა. რადგან ტყვიის ვარდნა საკმაო დიდ ზომებს აღწევს პრაქტიკაში. მაგალითად სვდ-დან ნასროლი სნაიპერული შაშხანისთვის დამზადებული ტყვია 300 მეტრ მანძილზე

განიცდის 18 სანტიმეტრიან ვარდნას. მაგრამ პრაქტიკაში გვხვდება ისეთი ვაზნები, რომლის ვადნაც 50 სანტიმეტრს აღწევს. და ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ თუ რამდენია ტყვიის ვარდნა მაგალითად 250, 200, 150 მეტრზე. რთა მისი (ტყვიის ვარდნის) გათვალისწინებით მიზანს მოვარტყათ.

ასევე "გეკოს" (კალ. 5,6 მმ.) შემთხვევაში ტყვიის ვარდნა (ვაზნები "ელეი") 100 მეტრზე 12 სანტიმეტრს აღწევს (70-75 მეტრზე ტყვია 12 სანტიმეტრით უფრო მაღლა მიფრინავს ვიდრე მიზანის ხაზია). ხოლო 120 მეტრზე უკვე "-12" სანტიმეტრს. რომ უფრო გასაგები იყოს. "გეკო" მისროლილი 100 მეტრზე (მეორე ნოლი) იძლევა 120 მეტრზე 12 სანტიმეტრიან ვარდნას 100 მეტრის გაფრენის მერე. ხოლო 140 მეტრზე ეს ციფრი უკვე 30 სანტიმეტრს აღწევს.

დამატებულია (04.01.2015, 21:16:11)
---------------------------------------------
ახლა შევამჩნიე, რომ კიდევ ერთი რამ გამომრჩენია -პარალლაქსი.
როგორ გავიგოთ აქვს თუ არა ოპტიკას პარალლაქსი. ამისათვის ოპტიკას ვამაგრებთ უძრავად გირაგში, ან მსგავს ხელსაწყოში, ან სხვა რაიმე საშუალებით, და ვასწორებთ "ჯვარს" რაიმე ობიექტზე. ამის მერე გადავაადგილებთ თვალს ოპტიკური

ღერძის პერპენდიკულარულად, და ვაკვირდებით მიზანს. თუ დამიზნებული "ჯვარი" სამიზნე ობიექტს არ მოცილდა, ანუ არ გადადგილდა ეს იმას ნისნავს, რომ თქვენ გაგიმართლად -ოპტიკური სამიზნე კარგია (ანუ პარალლაქსის გარეშეა). თუ გადადგილდა -ცუდია. თუმცა ოპტიკა შეგიძლიათ არ გადააგდოთ, და გამოიყენოთ დანიშნულებისამებრ. ამისათვის საჭიროა გამოვიყენოთ რაღაც დამატებითი ოპტიკურ სამიზნეზე.
რათა ჩვენი თვალი ყოველთვის იყოს ოპტიკურ ღერძზე, ანუ ლინზის ცენტრში. ამისატვის სამიზნეზე შეიძლება წამოვაგოთ რეზინის "ნაგლაზნიკი".
ან უფრო ხელმისაწვდომი მეთოდი. დავაწებოთ თვალიდან პირველ ლინზაზე შავი ფერის თვითმაწებარა ლენტა ("სამოკლეიუშჩაიასია პლიონკა") შუაში 5 მილიმეტრიანი ხვრელით. ასეთი მეთოდი იძულებულს გაგვხთის თვალი ლინზის შუაში დავიჭიროთ. და გამოვრიცხოთ პარალლაქსის უარყოფითი ქმედება ოპტიკური სამიზნის გამოყენების დროს.

შეტყობინება დაამუშავა minchanin - ორშაბათი, 29.12.2014, 22:18:19
 
AnimalKingdomდრო: შაბათი, 30.01.2016, 23:40:40 | შეტყობინება # 59
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საინტერესოა

დამატებულია (30.01.2016, 23:40:40)
---------------------------------------------
დიახ

 
monadire_999დრო: კვირა, 12.02.2017, 14:44:57 | შეტყობინება # 60
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთი რამ მაინტერესებს მეგობრებო და გთხოვთ არ დაგეზაროთ რა.. პნევმატური თოფს ვყიდულობ, ჯერ ვერ გადავწყვიტე რომელი ვიყიდო, ჰასტან 125 ან ჰასტან 90 მინდა.. შეიძლება გროსმანიც ვიჩალიჩო ნიტრო ზამბარით, მოკლედ თქვენგან მაინტერესებს ოპტიკური სამიზნეზე რჩევა, რომელი ჯობია ამ თოფებისთვის.
და მაგალითად რო აწერია ოპტიკას 4X32, ან 9X42. ამის განმარტება ვერ გავიგე.. ეს ციფრები როგორ იშიფრება?? მანძილის მოახლოებას ნიშნავს თუ როგორაა?


ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
 
vanoarchiდრო: კვირა, 12.02.2017, 20:53:01 | შეტყობინება # 61
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire_999, პირველი ციფრი გადიდებას აღნიშნავს, მეორე ციფრი წინა ლინზის დიამეტრს აღნიშნავს

HUGLU 103-C
 
panatiდრო: ორშაბათი, 13.02.2017, 15:03:49 | შეტყობინება # 62
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 326
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კარკი პრაქტიკაა, კარგი სტატიაა 10
 
monadire_999დრო: ორშაბათი, 13.02.2017, 19:22:34 | შეტყობინება # 63
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 168
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გადიდებაში მანძილის მოახლოება იგულისხმება? ანუ ახლოს მოყვანა ხო? რაც უფრო დიდია პირველი ციფრი უკეთესიაა??

ყველა კეთილსინდისიერ მონადირეს გაუმარჯოოს!!!!
 
vanoarchiდრო: ორშაბათი, 13.02.2017, 23:21:12 | შეტყობინება # 64
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire_999, ხო, გადიდებაში ახლოს მოყვანა იგულისხმება (იგივე zoom). რაც შეეხება უკეთესია თუ არა მეტად გადიდება, ეგ ეგრე მარტივი თემა არ არის: გააჩნია რითი ნადირობ, რაზე ნადირობ,რა მანძილზე და კიდევ ბევრი ფაქტორია რისი გათვალისწინებითაც უნდა შეირჩეს ოპტიკა.
საერთოდ მე როგორც ვიცი სანადიროდ იყენებენ 1.5-იდან 6- მდე გადიდებას.
რაც მეტია გადიდება ჯობია ქონდეს მეტი დიამეტრის ლინზა,რომ მეტი არეალის სივრცე დაინახო,მაგრამ მაგ შემთხვევაში ოპტიკა არის დიდი და მძიმე. კიდევ გავიმეორებ ძალიან სერიოზული და რთული თემაა და სანამ ყიდვას გადაწყვიტავ გაიკითხე მცოდნეებში რომ ტყუილად გადაყრილი ფული არ გამოგივიდეს.

დამატებულია (13.02.2017, 23:21:12)
---------------------------------------------
აი ერთ-ერთი ვიდეოს ლინკი, სადაც საუბარია ზოგადად ოპტიკაზე:
Про оптические прицелы. Часто задаваемые вопросы, FAQ, прицелы для чайников.


HUGLU 103-C
 
basheliდრო: ხუთშაბათი, 23.03.2017, 23:39:10 | შეტყობინება # 65
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 31
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მჰვიდობა ქართველებს ზმურად კოლიმატორს ტუ იკენებტ ვინმე ტურქულ ტოფებს რომელს უკენდება ტუ იციტ რაიმე მიტხარიტ ზმურად

kashia
 
vanoarchiდრო: პარასკევი, 24.03.2017, 01:14:03 | შეტყობინება # 66
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
basheli, რა თოფზე უნდა დააყენო კოლიმატორი, ზოგადად საფანტის თოფზე ძალიან იშვიათია და ცოტა ფირმებს აქვთ გამოშვებული (ვგულისხმობ ცნობილ ბრენდებს) საფანტის თოფისთვის გამოშვებული; ჩინურებს არ გაეკარო, 15 დოლარი რომ ღირს საიტებზე.
ლინკს დავდებ და ნახე, ამ ტიპს ბევრი კარგი ვიდეო აქვს და მათ შორის კოლიმატორებზეც, ერთი დღეს დასდო და ზუსტად მაგაზე ბაზრობს:
https://youtu.be/IAUCKXwiK6s
https://youtu.be/kEZQ0g4YjT4


HUGLU 103-C
 
IkaExsდრო: ორშაბათი, 13.11.2017, 15:56:09 | შეტყობინება # 67
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოკლედ იყიდება კოლიმატორი, გამოვიწერე ამაზონიდან მაგრამ არ გამომიყენებია. არის სულ ახალი ყუთით, ბატარეებით, მოსაშვები/მოსაჭერი ქანჩით, ლინზის საწმენდით. მოვაყოლებ კროშტეინს 11მმ-იანს.
Mueller Quick Rifle Scope -ესე იპოვით ამაზონზე და დაათვალიერეთ მყიდველის მიმოხილვებიც რომ უკეთ გაიგოთ იმ კითხვებზე პასუხი რომელიც გაქვთ.
ფასი: 90$

სურათებს რატომღაც ვერ ვამატებ.
https://m.mymarket.ge/ka/product/11221156

593331551
 
nikorcminda1დრო: ოთხშაბათი, 20.06.2018, 22:12:14 | შეტყობინება # 68
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 38
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, გამარჯობათ,ხომ ვერ მირჩევდით სატარებლად რომელ ფირმასა და მოდელს მირჩევთ

დამატებულია (20.06.2018, 22:12:14)
---------------------------------------------
ბინოკლს

 
dimitri-ij27დრო: ოთხშაბათი, 22.01.2020, 18:18:57 | შეტყობინება # 69
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ მეგობრებო. მაქვს საიგა 7/62, რომელზეც გვერდიდან ყენდება ოფტიკა. რა მონაცემების ოფტიკას მირჩევთ ან რომელს?

DZ
 
minchaninდრო: პარასკევი, 24.01.2020, 20:47:34 | შეტყობინება # 70
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ПСО-6, ПСО-8. ПОПС-6 Х 24. ანუ სვდ-ს ოპტიკა არა ჩინური.

დამატებულია (24.01.2020, 20:54:13)
---------------------------------------------

Quote ganja1981 ()
---------------------------------------------
და კიდე ერთი ასეთი იდეა მაქ, როცა სეზონი დახურულია იქნებ გავაკეთოთ პატარა ტურნირები და ჩემპიონატები სროლაში 100, 200, და 300 მეტრიან მანძილებზე. რუსეთში და სხვა ქვეყნებში ძალიან განვითარებულია სპორტის ეს სახეობა. ჩვენთვის გავერთობით თან სპორტული ინტერესიც ექნებოდა. მერე შეიძლება პატარა სპონსორებიც გამოგვიჩნდეს და პრიზებიც დავაწესოთ!!!მემგონი კარგი იქნებოდა ესეთი სტილის რაგაც ჩვენც გაგვეკეთებინა...ხომ არ შეიძლება ყველაფერში ჩამორჩენილები ვიყოთ, თან არამგონია პატარა ვარჯიშების შემდეგ ვინმე მსროლელებს ჩამოუვარდეთ!!!


ახლა წავიკითხე 11 წლის წინანდელი პოსტი. მიუხედავად დიდი ხნისა ვფიქრობ დღემდე აქტუალურობა არ დაუკარგავს. მონადირეებისათვის ასეთი წარუმატებელი სეზონის მერე ალბათ საინტერსოც იქნება ამ თემის წამოწევა. ასეთია ჩმა.
 
panatiდრო: პარასკევი, 31.01.2020, 19:01:19 | შეტყობინება # 71
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 326
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გლუვ ლულიანს ჩემი აზრით არჭირდება კოლიმატორი, კაცო ლულის ბოლოში სამიზნე ჩემთვის ეგრეთწოდებული,მუშკა,ეგ არის ჩემთვის კოლიმატორი და ხრახნილ ლულაზე კიბატონო
 
minchaninდრო: კვირა, 07.02.2021, 22:01:16 | შეტყობინება # 72
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ.
იქნებ ვინმეს გამოადგეს.https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=131609435483090&id=105131631464204
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика