ნამდვილად თეორიაა. პრაქტიკით დამტკიცდა, რომ არანაირ ბრუნვას ადგილი არ აქვს, მეტიც - საკმაოდ ხშირია სამიზნეზე ოთხკუთხედი ნახვრეტები რაც ცალსახად ტყვიის არასტაბილურობას ნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ დატენილი იყო ინსტრუქციის მიხედვით. ლაპარაკია 35-40 მეტრზე, არადა წამიკითხავს სტატიები სადაც 100-120 მეტრზე მაიერის ტყვია შტუცერიდან ნასროლ ტყვიებს ვითომდა არ ჩამორჩება
დამატებულია (23.09.2016, 11:29:28) --------------------------------------------- დიაბოლოც ცოტა საწვალებელია, უკანა ნაწილში არსებული სიცარიელე უნდა შეივსოს წვრილი ნახერხით ან უკიდურეს შემთხვევაში პარაფინით
გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
solomon შუაში რომ დევს, ქეჩის პიჟით. მაგ ტყვიის თანამედროვე ვარიანტი პლასტმასის "კუდით" გამოდის და ისიც ძალიან კარგია
დამატებულია (23.09.2016, 19:10:43) --------------------------------------------- ძველი საშუალოდ 35 გრამია, ახლები არის 28, 32 და 42 გრამიანებიც 12 კალიბრზე, მე 32 გრამიანი გავსინჯე და ძალიან კარგია
გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
32 გრ ყველაზე კარგი ვარიანტია, დენთი: დრაგო-1,63 გრ , ცსბ1-1,78 გრ. სხვა დენთიც შეიძლება, ჩემი დაკვირვებით 32 გრამიანზე უნდა დენთის ის რაოდენობა რაც ჭირდება 34 გრამ საფანტს (ჩემი ლულების შემთხვევაში) ნახევარჩოკიდან ძალიან კარგ დაჯგუფებას იძლევა, ჩოკიდან კარგს (ცოტას ფანტავს)ლულისთვის არანაირად საზიანო არ არის, მობილჩოკებზე ვერ გეტყვი ვერაფერს
დამატებულია (23.09.2016, 19:25:54) --------------------------------------------- solomon წარმატებები ძმაო, დაგჭირვებოდეს ტყვიის სროლაც ნადირობაში, რა თქმა უნდა კანონიერად
გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
კაროჩე მე დავამუღამე ჟაკანი რომელიც არის yaf ის ფირმის არის გუალანდის ფორმის და არის გახვრეტილი ყველაზე უკეთ მიაქვს ჩემ თოფს 70 ნაბიჯზე ტირის თოფის პატარა მიშენიას ვარტყამ 5 დან 3ს მაინც რაც იდეალურ შედეგად მიმაჩნია დალშე ყველა ცუდად მიაქ მაიერიდან დაწყებული ბრენეკეზე დამთავრებულიი, აი კარტეჩს ჯერაც ვერ დავამუღამე 60 სანტიმეტრიან მიშენიას 50 ნაბიჯზე მუდამჟამს 3 მარცვალი ხვდება ეს რამდენად მომაკვდინებელია მაგალითად ღორზე არ ვიცი იქნებ თქვენ მითხრათ , ისე ჭრას რაც შეეხება ჭრა მართლა ც კარგია მომწონს ძალიან.
არის yaf ის ფირმის არის გუალანდის ფორმის და არის გახვრეტილი
რომელ მაღაზიაში იყიდება ? თოფების უმეტესობას ჭირდება ტყვიის შერჩევა...თუმცა ისიც არის რომ მსგავსი ტიპის(კლასიფიკაციის) სხვადასხვა დასახელების ტყვიები თოფმა მეტნაკლებად მსგავსად უნდა დაამუშაოს...
Quotestoeger1 ()
აი კარტეჩს ჯერაც ვერ დავამუღამე 60 სანტიმეტრიან მიშენიას 50 ნაბიჯზე მუდამჟამს 3 მარცვალი ხვდება
გააჩნია რომელი თოფიდან ისვრით, ლულა ფიქსირებული აქვს თუ ჩოკებით და რომელი ჩოკიდან ისვრით...
Quotestoeger1 ()
ეს რამდენად მომაკვდინებელია მაგალითად ღორზე
გააჩნია მოხვედრის ადგილს ... და მანძილს ... "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
ტყვიის შერჩევისას პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ ტყვიის გეომეტრიულ ზომებს, რომელიც შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს კონკრეტული ლულის გეომეტრიულ ზომებთან, უმთავრესად ითვალისწინებენ 2 პარამეტრს: ლულის არხის დიამეტრს და შევიწროვების დიამეტრს. ნებისმიერი კონსტრუქციის ტყვია (რომელიც კონტეინერში არ თავსდება) იზომება და ლულის პარამეტრებთან უნდა იყოს თავსებადი, რაც გულისხმობს: ტყვიის გარე დიამეტრი (ფრთები, მაცენტრებელი ნაწიბურები) უნდა იყოს ლულის არხის ტოლი ან + 0,2 მმ, (დასაშვებია -0,1 მმც) ტყვიის ტანი უნდა იყოს 0,5-1 მმ-ით ნაკლები ლულის შევიწროვებაზე. ამ წესით შერჩეული ტყვია პირველ რიგში უსაფრთხოა თოფისთვის გაცილებით ამარტივებს მისროლას (პრისტრელკას)
პ.ს. ლულის არხი აუცილებლად უნდა გაიზომოს, რადგან ტექნიკურ მახასიათებლებში იწერება ლულის ნომინალური და არა ფაქტიური დიამეტრი.
დამატებულია (24.09.2016, 12:10:57) --------------------------------------------- stoeger1 იდეალური 5-დან 5-ია, 5 დან 3 დამაკმაყოფილებელია ან საშუალო
დამატებულია (24.09.2016, 12:11:31) --------------------------------------------- ტყვიის და კარტეჩის შემთხვევაშიც რამდენ სანტიმეტრიანი ჯგუფი კეთდება ?
დამატებულია (24.09.2016, 12:22:31) --------------------------------------------- მარჯვნიდან მარცხნივ 45 გრადუსიანი კუთხით მოძრაობდა, ანუ სამიზნე მთელი პლანით არ ჩანდა, 30 მეტრიდან მოხვდა 8 ცალი, მეორე მხარეს იყო გაჩერებული ტყავის ქვეშ და ადგილზე მაინც არ დარჩა (თან არ არის დიდი , მაქსიმუმ 80 კგ). 3 ცალში გაცილებით ნაკლები შანსია სასიკვდილო ჭრილობა მიაყენო
გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
არსებობს კარტეჩის დატენვის მრავალი მეთოდი. ყველაზე გავრცელებული სწორად დატენვის მეთოდი მდგომარეობს შემდგომში - კარტეჩი უნდა თავსდებოდეს გილზში (კონტეინერში) ერთ ფენად ზუსტად, რყევის გარეშე. მეორე ფენა უნდა განლაგდეს პირველი ფენის შესაბამისად, და არა შემობრუნებით კარტეჩის მარცვლებს შორის ჩავარდნილობის შევსებით. ანუ კარტეჩის მარცვლები ერთმანეთზე უნდა იყოს დაწყობილი. ხშირად ქარხნულად დატენილი კარტეჩის ვაზნები , სიმაღლის ეკონომიის მიზნით სწორედ ასე არიან დატენილები. და მათი გასროლის დროს მარცვლების გაბნევაც ძალიან დიდია. რომ არ მოხდეს ზედა ფენის შემობრუნება მარცვლებს შორის ათავსებენ ასანთის ღერებს და ავსებენ კრახმალით.ასე რომ მარცვლების რაოდენობა გამოდის 6 ან 9. არსებობს სპეციალური კონტეინერებიც მსგავსი მეთოდით დასატენად. მაგრამ როდესაც ვტენით უკონტეინეროდ (ამ შემთხვევაში გამოიყენება უფრო დიდი დიამეტრის მარცვალი ვიდრე კონტეინერის შემთხვევაში) მაშინ მისაღებია ნახსენები მეთოდით დატენვა. ასევე არსებობს უფრო გამანადგურებელი მეთოდით დატენვა. ანუ ამ შემთხვევაში ხდება კარტეჩის მარცვლების დაწყვილება-შეერთება 10-20 სანტიმეტრიანი წვრილი ფოლადის დრეკადი ტროსით. ასეთი მეთოდით დატენილი კარტეჩის მარცვლები ხშირად მიზნამდეც წყვილად მიფრინავენ და ახდენენ მიზნის არა მარტო გახვრეტას, არამედ ჭრასაც ტროსის მეშვეობით. რაც ძალიან მომაკვდინებელია ნადირისთვის. საერთოდ ვაზნების დატენვა ძალიან საინტერესო მეცნიერებაა.
საერთოდ ვაზნების დატენვა ძალიან საინტერესო მეცნიერებაა - გეთანხმებით და საკმაო გამოცდილებაც დამიგროვდა, მიუხედავად ასაკისა. 1.კარტეჩი უნდა თავსდებოდეს გილზში ერთ ფენად - მართებულია მხოლოდ ცილინდრული ლულისთვის; 2.კარტეჩის მარცვლები ერთმანეთზე უნდა იყოს დაწყობილი - თითქმის არ უმჯობესდება დაჯგუფება, სამაგიეროდ უარესდება განაწილება და ძალიან არასტაბილური შედეგი აქვს; 3. ყველაზე ცუდი შედეგი მარცვლების გადაბმით მიიღება, ამ მეთოდსაც არ ახასიათებს სტაბილურობა და არც ისე უსაფრთხო მეთოდია, განსაკუთრებით ტყეში და ბუჩქნარში სროლისას. 4. არც პარაფინის ჩასხმა იძლევა განსაკუთრებულ შედეგს.
ყველაზე კარგ შედეგს (სრული ჩოკიდანაც) იძლევა ჩვეულებრივ კონტეინერში ჩალაგებული "შეთანხმებული" კარტეჩი, სახამებლით შევსებული, არ არის აუცილებელი დამატებითი ფენის ჩაწყობა და 32 გრამზე მეტის ჭურვის მიღება , სასურველია ვარსკვლავით დახურვა. თუ დენთსაც საჭირო (და არა გადამეტებული) რაოდენობით მივცემთ 80% დაჯგუფება ფაქტიურად გარანტირებულია თანაბარი განაწილებით
დამატებულია (24.09.2016, 13:47:36) --------------------------------------------- minchanin უკაცრავად, მაგრამ პრაქტიკამ ასე მაჩვენა . ყველა ზემოთჩამოთვლილი მეთოდი მიცდია პირადად სხვადასხვა თოფებიდან და საუკეთესო მეთოდზე ისე შევჯერდი, პირველი წარმატებაც ფოტოზეა ასახული
დამატებულია (24.09.2016, 13:50:10) --------------------------------------------- შენახული მაქვს სამიზნეებიც, მთლიანი ჭურვი (9 ცალი, მინიმუმ 8) თავსდება 55-60 სანტიმეტრიან წრეში, როცა დამაკმაყოფილებელია 75 სმ-ში 7-8 ცალი 35 მეტრზე.
გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
stoeger1, იქნებ რამენაირად გადაუღოთ ფოტო თვითონ ტყვიას... მაქსიმუმ 0.25 ჩოკის დაყენების შესაძლებლობა მაქვს...
დამატებულია (10.10.2016, 21:53:51) --------------------------------------------- საინტერესო პოსტები წერია ბოლო რამდენიმე... მაგრამ ჩნდება გარკვეული კითხვები,კარგი იქნება რომ პოსტის ავტორის მიერ პოსტშივე გაეცეს ხოლმე კითხვას "რატომ" პასუხი,არც თემა გაოფდება და პოსტიც ამომწურავი იქნება შეძლებისდაგვარად
საინტერესოა ასანთის ღერები რა გზით თავსდება მარცვლებს შორის და 9-იანი კარტეჩის შემტხვევაში თუ იმოქმედებს ეგ მეთოდი,ასევე რატომაა უკეთესი ან არ არის უკთესი მარცვლების ერთმანეთზე დაწყობა და რატომაა დაშვებული მხოლოდ ცილინდრული ლულებისთვის...რამდენად ჩაეტევა ჩვეულებრივ კონტეინერში 9-იანი კარტეჩი "შეთანხმებულად"...ვარსკვლავისებური მოხვევის უპირატესობის წარმოჩენაც საინტერესო იქნება...ერთი ორი ფოტოც კარგი იქნებოდა თქვენი გამოცდილებიდან ზემოთ ფოტოში როგორი მეთოდით დატენილი კარტეჩი მოხვდა ღორს?ეგრე ძალიან რატომ "გაიწელა" ნასროლი 30 მეტრში ?ნორმალურია თუ სხვა რამეშია საქმე? კუთხე გასაგებია...ალბათ სურათში ნაჩვენებბი იჟ-27დან ესროლეს... ეს ის ჩვეულებრივი კითხვებია რომლებიც ერთი გადაკითხვითაც შეიძლება წარმოიშვას...
"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
aleko - ალბათ სწორად ვერ გაიგე.ამომწურავად დავწერე, მაგრამ არაუშავს. არ მეზარება, რადგან გაინტერესებს მივყვეთ თანმიმდევრობით: 1. ასანთის ღერებს რაც შეეხება და ერთმანეთზე დალაგებულ მარცვლებს - ვცადე და არ მომეწონა,ჩვეულებრივად (ქარხნული)მეთოდით დატელითან შედარებით თითქოს დააჯგუფა, მაგრამ არათანაბარი განაწილება ქონდა. ცენტრი ცარიელი დატოვა და კიდეებზე 2-3 მარცვალი თითქმის ერთად მიიტანა, მთლიანობაში არასტაბილური შედეგი აჩვენა. 2.რატომაა დაშვებული მხოლოდ ცილინდრული ლულებისთვის - ეს შეეხებოდა მასრასთან შეთანხმებულ "კარტეჩს", როგორც ქარხნულ ვაზნებშია. მასრაში რომ ეტევა ერთ ფენაში 3 ცალი ნახევაერჩოკში არანაირად აღარ ეტევა 3, ჩოკში საერთოდ 2 ცალი თავსდება. დიდია დეფორმაცია და ძალიან ფანტავს. 3. 12 კალიბრის კონტეინერში 12 კალიბრის ე.წ. 9-იანი კარტეჩი ეტევა ერთ ფენაში 2 ცალი, 4 ფენა და ჩვეულებრივი "ზაკრუტკით" იხურება. ვარსკვლავისთვის სიგრძე არ ყოფნის მასრას. 3.რაც შეეხება ვაესკვლავისებურ მოხვევას - ყველა მწარმოებელი ერთხმად აღიარებს ამ მეთოდის უპირატესობას (დენთის უკეთესი წვა და თანაბარი განაწილება), თუმცა "კარტეჩის" შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება არ ქონდეს საფანტისგან განსხვავებით.
დამატებულია (11.10.2016, 11:40:14) --------------------------------------------- ალბათ სურათში ნაჩვენებბი იჟ-27დან ესროლეს - კი ბატონო, სერიული თოფია,80-იანი წლების არაფერი განსაკუთრებული. ვაზნა - 12 კალიბრის კონტეინერში 7.9 მმ-იანი ე.წ 16 კალიბრის 9-იანი კარტეჩი 28გრ + 2გრ. სახამებელი. ჩოკისთვის არის "შეთანხმებული" დაშესაბამისად კარგად აჯგუფებს (დენთის დამატება არ უნდა). ძალიან მახვილი კუთხით ვესროლე და იმიტომ ჩანს "გაწელილი".
დამატებულია (11.10.2016, 11:40:59) --------------------------------------------- ერთი ორი ფოტოც კარგი იქნებოდა თქვენი გამოცდილებიდან - რას გულისხმობ ?
გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
სხვადასხვა მონადირე სხვადასხვას ამბობს....ამ საკითხზე მრავალი განსხვავებული აზრია... მაგალითად ამ ვიდეოში ბაქარი კრახმალით ერთმანეთზე დაწყობილად დატენილი კარტეჩის უპირატესობებს აღწერს...კარგი იქნება თუ შემოიხედავს აქ და ტავის აზრს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს...ყოველთვის საინტერესოა პოლემიკა, როცა გამოცდილებაზეა დამყარებული... ბაქარს თავისი გამოცდილების ერთი ეპიზოდი ვიდეოზე აქვს აღწერილი, ხოლო თქვენ ზემოთ ამბობთ რომ სამიზნეები შენახული მაქვსო მე მათი ფოტო-ილუსტრაცია ვიგულისხმე
აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იქნება. ზოგი 50-55 % -იანი დაჯგუფებაზე ამბობს ძალიან მაგრად მიაქვსო , ზოგს (მაგალითად მე)70% ეცოტავება. გასათვალისწიენებელია თვითონ ლულაც შვეცდები დავდო სამიზეებიც, მაგრამ ამაზე თვალსაჩინო მაგალითი რა გინდა რაც დევს ? გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
უკვე მეორე პოსტია მეჩხუბებით და მაინც ვერ მივხვდი რატომ...მე ჩემი აზრი არც კი გამომიხატავს მხოლოდ კითხვებს ვსვამ...მე უბრალოდ იმ ახალბედა დაბნეული მონადირის გადმოსახედიდან ვსაუბრობ რომელიც ესესაა რაღაცეების იგებს და უცბად აქ წააწყდება ასანთის ღერებს კარტეჩის ვაზნაში, ტროსებს კარტეჩის მარცვლებში და ბევრ სხავ ნიუანსს...ერთი ამბობს ყველაზე დამანგრეველი შედეგი მიიღწევა ტროსის გამოყენებითო მორე ამბობს ყველაზე ცუდი შედეგი მიიღწევაო...ერთი ამბობს ერთმანეთზე დალაგებული მარცვლები უკეთესიაო თან ვიდეოთიც ასახავს ამ ყველაფერს მეორე ამბობს მაგ მეთოდით არასტაბილიური შედეგი აქვსო... ვის დაუჯეროს ამ ახალბედა მონადირემ საკითხავი აი ეს არის "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
უკვე მეორე პოსტია მეჩხუბებით - რა ჩხუბი? საიდან მოიტანე? რა არის საჩხუბარი და გასაყოფი ? მაქსიმალურად გულისხმიერებით მოვეკიდე კითხვას და ვცდილობ ამომწურავად გიპასუხოთ. ადამიანმა დაწერა თავისი გამოცდილების მიხედვით, მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე დავწერე და შევეცადე დამესაბუთებინა. არავითარი ჩხუბი და დაძალება. რომელი მეთოდიც მიგაჩნია მართებულად და უსაფრთხოდ ის ცადე, თუ შედეგი დაგაკმაყოფილებს გამოიყენე, თუ არა - მაშინ სხვა მეთოდიც ცადე და მიხვალ სასურველ შედეგამდე.
დამატებულია (11.10.2016, 13:03:16) --------------------------------------------- პ.ს. არ ვცდილობ ჩემი აზრი მოგახვიოთ თავს, მაგრამ ოპონენტებს შეეძლოთ დაეწერათ კიდევ რამე, რაც მათ პოზიციებს გაამყარებდა
დამატებულია (11.10.2016, 13:05:21) --------------------------------------------- ერთი ამბობს ერთმანეთზე დალაგებული მარცვლები უკეთესიაო თან ვიდეოთიც ასახავს ამ ყველაფერს - მე და ბაქარი წინა პოსტებშიც ვსაუბრობდით ამ საკითხზე და როგორც მახსოვს კონტეინერით არ უცდია, თორემ შეიძლება მისთვისაც ეს მეთოდი ყოფილიყო უფრო მისაღები.
დამატებულია (11.10.2016, 13:12:16) --------------------------------------------- რაც შეეხება ტროსს - ეს მეთოდი ნამდვილად არ არის უსაფრთხო სახლის პირობებისთვის და სანადირო თოფებში გამოსაყენებლად. ამ მეთოდით ამზადებენ სამხედრო და პოლიციური დანაყოფებისთვის განკუთვნილ ვაზნებს (სპეციალური კონტეინერების გამოყენებით), რომელსაც სპეც. იარაღიდან ისვრიან.
დამატებულია (11.10.2016, 13:12:57) --------------------------------------------- მე ვცადე ძაფით გადაბმა და სულ 2 გასროლა დამჭირდა, რომ ამ მეთოდზე ხელი ამეღო
გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
დიახ სწორედ მაგიტომ ვამბობ რომ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დამყარებული შეხედულებები ყველაზე საინტერესო და ძლიერია ალბათ შემოვლენ ზემოთ პოსტების ავტორები და იტყვიან თავიანთ აზრსაც კიდევ ერთხელ და უფრო საინტერესო გახდება
კონტეინერს რაც შეეხება 2 მარცვაკი 4 ფენად გამოდის 8 მარცვალი ანუ 8-იანი კარტეჩი. ამაზე რა აზრის ხართ ? ძაან ხომ არ მცირდება წონა ?შედეგად ხომ არ მოყვება აბალისტიკის დარღვევა ?...
ისიც საინტერესოა ვარსკვლავისებური მოხვევა კარტეჩზე რამდენად კარგია? როცა უამრავი მწარმოებლის ქარხნული კარტეჩი ჩვეულებრივი მოხვევითაა დატენილი... "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
ძალიან არ მცირდება, 30 გრამამდე გამოდის საშუალოდ (საშუალოდ იმიტომ,რომ მწარმოებლების მიხედვით დიამეტრი 8,4 დან 8,6 - მდე მერყეობს და 9 ცალი 33-34 გრამი გამოდის ) + სახამებელი, მოკლედ 30-32 გრამის ფარგლებში მერყეობს , 5 ფენა 36 გრამია, მაგრამ ჩემმა თოფმა გაფანტა, ისევე როგორც 3 ცალი 4 ფენად.
დამატებულია (11.10.2016, 13:46:16) --------------------------------------------- უამრავი მწარმოებლის ქარხნული კარტეჩი ჩვეულებრივი მოხვევითაა დატენილი - ტექნოლოგიურად მარტივია, მაგრამ წამყვანი ფირმები ვარსკვლავს იყენებენ.
დამატებულია (13.10.2016, 11:36:40) --------------------------------------------- ესეც დაპირებული ფოტომასალა. დროის სიმცირის გამო თითო გასროლა მოვახდინე (ვერც ვაზნების დატენვა მოვასწარი,ვერც ახალი სამიზნეები მოვიმარაგე. რაც მქონდა მზად ის გამოვიყენე). ტესტირებისთვის საფუძვლიანი მომზადებაა საჭირო, სასურველი იყო სერიების გასინჯვა, მინიმუმ 3 გასროლა თითოეული ვარიანტისთვის. ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად ალბათ საკმარისი იქნება.
დამატებულია (13.10.2016, 11:45:04) --------------------------------------------- დისტანცია 50 მეტრი, ნახევარჩოკი (0,5 მმ ფიქსირებული) . 10 ბრენეკე, 7 პოლევა და მაიერი. ლულის გადახურება და სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები მინუმუმამდე იყო დაყვანილი, ტყვიები დატენილი იყო რეკომენდაციების შესაბამისად. 1. ბრენეკეს 3-5 გასროლას აჯგუფებს ცენტრში; 2. პოლევას შედარებით ფანტავს (ჩოკიდან უკეთესად აჯგუფებს) 3. მაიერი ჯიუტად მიაქვს 15-17 სანტიმეტრით დაბლა ( დენთის მომატებამ სიტუაცია ვერ გამოასწორა, იყო რამოდენიმე ოთხკუთხედი ნახვრეტიც, რაც ცალსახად ტყვიის არასტაბილურ ფრენაზე მიუთითებს, ხვდება გვერდულად)
დამატებულია (13.10.2016, 11 10) --------------------------------------------- დისტანცია 37 მეტრი, სრული ჩოკი (1 მმ ფიქსირებული) საყრდენის გარეშე, ცენტრი გადახრილია, მაგრამ დაჯგუფება ჩანს. 1. 8,9 მმ (16 კალიბრის 9-იანი კარტეჩი) 9 ცალი ,კონტეინერში, სახამებლით, ჩვეულებრივი "ზაკრუტკა" . უკეთეს განაწილებას იძლევა ვარსკვლავის შემთხვევაში. პ.ს. ერთი მარცვალი შეეხო სამიზნის მარცხენა კიდეს ცენტრის გასწვრივ და არ ჩავთვალე. გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
დავწრე პოლევზეც ორი სიტყვით. ბევრი პლიუსი აქვს, მთლიანობაში კარგია, მაგრამ ჩემი ბრენეკეს უფრო ზუსტად ისვრის გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
მოგესალმებით ბიჭებო, მოკლედ ერთი კითხვა მაქვს თუ გამოგიყენებიათ ვინმეს პრაქტიკაში ეგრედ წოდებული ,ჰექსოლიტი და მონოლითის, ჟაკნები მოგეხსენებათ ეს ტყვიები დამზადებულია ფოლადისგან და არა ტყვიისგან. თავად ტყვიას ისეთი კონსტრუქცია აქვს რომ ტყვის შეხება ლულასთან გამორიცხულია რადგან ტყვიას თავში და ბოლოში პლასმასის დამცავი რკალი აქვს შემოვლებული. მწარმოებლის რეკომენდაციით ორივე ტყვიის სროლა უმჯობესია სრული ჩოკიდან მეტი სიზუსტისათვის.დღეს ვნახე გუდვილში ეს ჟაკნები და მაინტერესებს თუ გამოგიცდიატ ვინმეს რას იტყვით 50 დან 70 მეტრ დისტანციაზე რა სიზუსტის შედეგები აჩვენა. მოკლედ ღირს ამ ტყვიებში 4.50 ლარის გადახდა თითოში?
ზუბერის ფირმის ჟაკანი ვიყიდე თოფის გასატესტად, ერთი ცალი გავხსენი და აი ესეთი ტყვია დევს შიგ: [img][/img] ტყვიის დიამეტრი ყველაზე განიერ ადგილას (დაბლა) არის 18.5 მმ-ზე მეტი, ცილინდრის ჩოკში თავისუფლად არ გადის, მაინტერესებს თოფს ხომ არ დააზიანებს ცილინდრით რომ ვისროლო [img][/img] HUGLU 103-C
minchanin, მადლობა, ახალი ნაყიდი მქონდა თოფი და მაშინ ვისროლე იგივე ფორმის ტყვია, მხოლოდ სხვა ფირმის, ისიც უკონტეინერო, ცოლინდრით ვისროლე ორივე ლულიდან ჩვეულებრივად კარგად წაიღო. ეს ზუბერი რაღაც დაბალი ხარისხისაა ესე მგონია, თან უკონტეინეროა და მაგიტომ დავეჭვდი. HUGLU 103-C
ზუბერის ფირმის არის მასრა. ჟაკანი არის ოზ-კარას ფირმის. ოზ-კარა ქვია მაგ ჟაკანს)) ისე იაფსაც(იაფ-ჩედიტე) აქვს მაგ ჟაკნით დატენილი ვაზნები ცილინდრით არის რეკომენდირებული ჟაკნის სროლა
გორში თუ ნახულობთ იხვს ? მეც გორელი ვარ ეს Dღეებია დავდივარ და სასროლ მანძილზე იხვი არ მოსულა )) "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
aleko, მადლობ. როგორც მივხვდი ფრთებივით რომ აქვს გაიწურება ცილინდრში და არაა პრობლემა მაგის სროლა.
სულ ორჯერ ვიყავი გასული მტკვარზე სკრისკენ და ტინისხიდისკენ, ერთხელ საღამოს, ერთხელ დილით; ორჯერვე მაღალზე გადავიდა კაი დიდი გუნდი, სასროლი არ იყო. მანქანა არ მყავს და ხშირად ვერ გავდივარ, ზოგადად სხვაზე ვარ დამოკიდებული. HUGLU 103-C
დიახ გაიწურება. ჩვეულებრივი თურქული ჟაკანია,მე მხოლოდ ჟაკანს ვყიდულობ და შემდეგ ჩემით ვტენი...
გორში სად ცხოვრობ ტერიტორიულად ? დილით ვიყავი და მაღალზე იყვნენ საღამოს ერთსაც კი არ გადმოუფრენია "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
aleko, სასიამოვნოა, დაველოდოთ სხვა რა გაეწყობა. თუ იცი რომელი ჟაკანი ჯობია, რომელს მიაქვს მიზანში კარგად, თოფი უნდა გავტესტო, ანუ სამიზნე თამასა მინდა დავამუღამო; როგორ დავუჭირო და უნდა ვისროლო ჟაკანიც და ყველანაირი საფანტი, ესეც მაგისთვის ვიყიდე HUGLU 103-C
ზოგადად დამწყები მონადირე ხარ თუ გაქვს გარკვეული გამოცდილება ? ინდივიდუალურია ყველა შემთხვევაში. თოფიდან უნდა ისროლო სხვადასხვა სახეობის ჯაკნები და შედეგებიდან გამომდინარე უნდა გამოიტანო დასკვნები. ასე შეურჩევ თოფს კონკრეტულ ჟაკანს. შეიძლება არა ერთი არამედ რამდენიმე სახეობის ჟაკანიც მიიტანოს კარგად. ყველა შემთხვევაში მოსინჯვა უნდა... "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
ჩემთვის ნადირობის მესამე სეზონია, სურვილი ყოველთვის მქონა მაგრამ "სიბერეში" დავიწყე. პროფესიონალ მონადირეობაზე პრეტენზია არა მაქვს, რომ იტყვია ხანდახან ჩემ ჭიას ვახარებ. HUGLU 103-C
ძალიან კარგი )) მე 21ის ვარ 12 წლიდან ვნადირობ...პროფესიონალი არც მე ვარ მაგრამ გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა ამ ხნის განმავლობაში ხვალ დილით უნდა გავიარო მტკვარზე ალბათ სკრისკენ...თუ სურვილი გაქვთ შემომიერთდი...ჩემ პრაქტიკას და გამოცდილებას გაგიზიარებ,ჟაკნებზეც ვისაუბროთ, ნადირობაზეც და ამ ჩვენ გადარეულ ქალაქზეც საშველი რომ არ აქვს არაფერი ;დ "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
aleko, სიამოვნებით გავიზიარებ შენს გამოცდილებას. ეს ისეთი საკითხია ასაკი უკანა პლანზე იწევს, ისე რომ ყველას მოვუსმენ ვისაც მეტი პრაქტიკული სტაჟი აქვს.
დამატებულია (06.01.2017, 00:34:26) --------------------------------------------- ქალაქს რაც შეეხება აქ სასაუბრო თემა არ არის; ნეტავი რამე ეშველებოდეს და ....
დამატებულია (09.01.2017, 00:10:43) --------------------------------------------- aleko, აი კიდევ ერთი ვიდეო "ოზ-კარა" ჟაკნის შესახებ, "ბრენეკე"-ს ვარიაცია. https://youtu.be/NkL6G-nBjN0 ესეთიც მაქვს საინტერესოა, ჩოკით ისროლე,და არ არის პრობლემა, გაიწურა.
პირადად მე ამ ჟაკანს ვყიდულობ 16 კალიბრისას და ვისვრი 12 კალიბრიდანდა და რატო?! იქედან გამომდინარე რომ 1.0 შევიწროვების ჩოკიდან ვერიდები ჟაკნის სროლას ეს მოვიფიქრე ალბათ ჩნდება კითხვა როგორ წურავს? ჩვეულებრივად ვდებ 12-ის კონტეინერში და იწურება ჩვეულებრივად არც სიზუსტეში უშლის ხელს და არც ჭრაში [/url][img][/url][/img] [/url] თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
[b]vanoarchi[/ საერთოდ ზედა ლულიდან რომლის შევიწროვებაც 1.0 ია არ ვაკარებ ჟაკანს არც 9 კარტეჩს დანარჩენი მოჟნა.ამიტომ ეს მარტივი გამოსავალი ვნახე,რომელიც შემიძლია ვისროლო ზედა ლულიდან. თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
არანაირად არ არის სახიფათო ჩოკიდან "კარტეჩის" ან სტანდარტული ტყვიის სროლა. ზოგიერთ შემთხვევაში სიზუსტა შედარებით ნაკლები ვიდრე ნახევარჩოკიდან სროლისას.
დამატებულია (09.01.2017, 17:18:27) --------------------------------------------- და საერთოდ-არანაირად არ არის ლულისთვის იმაზე მეტი დატვირთვა ტყვიის ან "კარტეჩის" სროლა ვიდრე იგივე წონის საფანტის გასროლა. სიფრთხილე საჭიროა, მაგრამ შიში უადგილოა გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
vanoarchi, დიახ ეგრეა. ოზკარას აქვს შიგა სიცარიელე ამიტომაც გაიწურებოდა მარტივად. ჩოკიდანაც ნასროლი მაქვს ბევრჯერ ... თუმცა რეკომენდაციას არ ვუწევ სრული ჩოკიდან სროლას კი ეგეც ბრენეკეს ვარიაციაა და ჩვენთანაც რომ იყიდება ისიც.უბრალოდ მაგათ ფრთები გვერდულად აქვთ და "ჩვენებს" სწორხაზოვნად. მაგრან ფაქტობრივად ერთიდაიგევეა ორივე. ქარავანში 80 თეთრი ღირს დაუტენავი და ჩემი აზრით ეგეც ძვირია მაგ ჯაკნისთვის. ეგ ლატუნიფერი ბურთულაც სულ ტყუილად უზის არავითარ ექსპანსიას არ ახდენს სხეულზე მოხვედრისას.როცა რკინას ან ბეტონს ხვდება მხოლოდ მაშინ...სიზუსტეში არაუშავს რა საშუალოა...მე არ დამიტოვა კარგი შთაბეჭდილება საბოლოო ჯამში.მაგაზე უკეთესი ჟაკნები არის.მოკლედ რომ შევხვდებით ახლო მომავალში მაშინ ვისაუვროთ დაწვრილებით "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
ფაქტობრივად ერთიდაიგევეა ორივე - ვერ დაგეთანხმები, ბრენეკე გაცილებით უკეთესია, სიზუსტეში ბევრად ჯობია გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
ბრენეკეს თურქულ ოზ-კარას როგორ შევადარებ. ბრენეკე მაგასთან შედარებით ვარსკვლავია ზემოთ რომ სურათი დევს ვაზნების კოლოფთან ერთად ვანომ რომ თქვა ესეთიც მაქვსო მე მაგაზე ვამბობ ეგ ოზ-კარები და ჩვენთან რაც იყიდება ცალობით(მხოლოდ ჟაკანი) ერთი და იგივეათქო... "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
aleko - იგივე ოზ-კარა აწერია თურქულ ბრენეკესაც, მემგონი მწარმოწებელია. ტოზ-ებიდან ეგ ტყვია უკეთესად მიდის, მაგრამ ჩემმა იჟ-მა ვერანაირად ვერ მოირგო, ბრენეკეს კარგად ისვრის. გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!