თითქმის ერთი და იგივე კითხვა ისმება ამა თუ იმ ვაზნაზე ვარგა თუ არა?! მე ესეთი პასუხი მაქ თქვენთან: ვიყიდე რამდენიმე ვაზნა ,, ZUBER,BORNAGHI,STERLING,RIO,OZKURSAN ყველა 30გ 10N '' ვესროლე 35მ 75სმ მიშენიას ორი შესანიშნავი შედეგი მივიღე ,,ზუბერისგან და ოზკურსანიდან'' საქმე რაში მდგომარეობს პირველი ის რომ არაა აუცილებელი ძვირიანი ვაზნის ყიდვა მეორე და აუცილებელი თქვენც უნდა აიღოთ რამდენიმე ვაზნა გატესტოთ და ბოლოს მიიღებთ თქვენს თოფზე მორგებულ ვაზნას!!ასე მკითხაობით ვერც გაიგებთ ამომწურავ პასუხს და გასროლაც არ გექნებათ შედეგიანი... თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
western, გეთანხმებით ვიყიდე ვინჩესტერის ვაზნები 4N ჭრაც დავტესტედა ძალაც დავეჯვდი ისეტებს ვმაზავდი და ზუბერიც დავტესტე 1.5 მილიმეტრიანი მშრალ ფიჯვს ზუბერმა სკვაზნოი დაადო 35 მეტრში და ამ 1 ლარიანმა ვინჩესტერმა 3 მილიმეტრზე მეტს ვერ გაცდა, ამშედეგს ნაღდათ არ ველოდი აწ სეზონზე ვიყიდი 2 ორციყველა ვაზნას დავტესტავ და გავიგებ რომელი ჯობია. ისე წესტერნ, ერთი ვაზნების ნაკრები აპორტის საშინელება იყო ყველანომერი ეყარა 10N მერში
დამატებულია (22.04.2015, 07:57:26) --------------------------------------------- შასს არგირჩევათ არავის ნაგავია არამარტო მე მთელი ჩემი სამეგობრო ლანძრავს.
stoeger1, კი ზოგი მეტ დატენვას უძლებს ზოგი კი მეორე მერამეზე სკდება პლასმასის მონახვევი ადგილი ჩემი რჩევა ყველას! სახლში დაამზადეთ ვაზნები პროცესი სასიამოვნო და შედეგი უკეთესი
თქვენც უნდა აიღოთ რამდენიმე ვაზნა გატესტოთ და ბოლოს მიიღებთ თქვენს თოფზე მორგებულ ვაზნას!!ასე მკითხაობით ვერც გაიგებთ ამომწურავ პასუხს და გასროლაც არ გექნებათ შედეგიანი...
მართალი ხარ მეგობარო!
დამატებულია (22.04.2015, 12:26:34) --------------------------------------------- doc-lasha, ზუბერი კარგი ვაზნაა. მე 9 და 5 ნომერი ვიხმარე და ძალიან კარგად გამომადგა
"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
baqari3501, მეგობარო კარტოფილის ფქვილი მომეწონა რაღაც. ხო ვერ მასწავლი როგორ დავტენო ვაზნა ეგრე?
დამატებულია (22.04.2015, 22:12:33) --------------------------------------------- akson777, რა საინტერესო რაღაც თქვი ეგ არასდროს მიცდია და აუცილებლად ვცდი(კონტეინერების გახსნას ვგულისხმობ). კარგ შედეგს იძლევა ეგრე დატენილი?
ნადირობა მარტო სროლა არ არის, მთავარი აქ პროცესია და არა შედეგი.
დამატებულია (25.04.2015, 20:07:32) --------------------------------------------- akson777, მე ვიხმარე წელს იხვზე, პერელიოტზე - "ბაშიერი პელაგრის" ვაზნა. 5 ნომერი - 38გრ. კონტეინერით. ძალიან, ძალიან ძალიან კარგი ვაზნააა...!!! ხოლო,36გრ. 5 ნომერი (კონტეინერის გარეშე) "ბორნაჩი" ვიხმარე საუცხოოდ...
datovani, კარგ შედეგს იძლევა კი მეგობარო. გაუხსნელი კონტეინერით რომ დატენო ხშირ შემთხვევაში ყველა ფრთა არ იხსნება კონტეინერის და საშინლად ცუდად ნაწილდება საფანტი სროლისას, მე რო გითხარი იმ მეთოდით ეს გამორიცხულია "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
akson777, ჩემი დატენილი ვაზნის შედეგი: საფანტი N12, დენთი ნობელ სპორტ იტალია.დოზა 1.3,(პოლუკონტეინერი) მანძილი 30 მეტრი. მარკერით მხოლოთ ერთი გრერდი მოვნიშნე მეორე გვერდზეც იგივე შედეგია. ისედაც ჩანს მარკერს გარეშე..როგორი შედეგია შენი აზრით?
დამატებულია (25.04.2015, 21:38:44) --------------------------------------------- ატვირთვისას ხარისხი გაუფიჭდა სურათს,სამწუხაროდ.
12 ნომერ საფანტთან შეხება არასდროს მქონია. ძაან ბევრი საფანტის ბურთულა მოხვდა, თუმცა უფრო მთავარია ის რომ კარგი სიმჭიდროვე აქვს ერთმანეთისგან სიმეტრიულად არიან ბურთულები დაშორებულები, კარგად მიიტანა. კარგად დაგიტენია
რამდენგრამიანი ესროლე? "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
giorgi1998, ძალიან წვრილი არაა? მე მგონი 10 ჯობია 12 კალიბრისთვის თან თუ ორი წამოფრინდა მეორეზეც ახერხებ შორს სროლას. ისე ეგ რო 15 ნაბიჯში მოარტყა რა შეჭამს მაგდენ საფანტს
baqari3501, 16 კალიბრით ვნადირობ. რაც შეეხება 15 მეტრიდან მორტყმას შარშან 10 მეტრშიც ვესროლე, მწყერი ინერციით გავარდა მევთქვი ვსო გავხიეტქო მაგრამ სულაც არა ჩვეულებრივ მდგომარეობაში იყო. შორიდანაც ბლომად ვყარე შარშან მწყერი ამ ვაზნით. ნადირობა
არა 16 კალიბრისთვის 11 და 12 ნომერი მწყერისთვის ძაან კარგია 10-ს ჯობია რადგან 16 კალიბრს 12-ზე უფრო შორს მიაქვს და 11 და 12 ნომერი უფრო კომფორტულია "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
akson777, შორს წაღებაზე კალიბრზე უფრო მეტად საფანტის ბურთულის დიამეტრი და წონა მოქმედებს. რაც უფრო წვრილია და მსუბუქია მით უფრო ნაკლებად შორს მიფრინავს. giorgi1998, ამ შემთხვევაში მხოლოდ იმის გამო, რომ 16 ან 20-ში 10 ნომერი საფანტის ბურთულების რაოდენობა ბევრად ნაკლები იქნება 11 და 12 ნომერისაზე შესაბამისად უფრო ნაკლებ რადიუსს დაფარავს გაშლილი ბადე და რაც უფრო შორს წავა მით უფრო დიდ იქნება ფანჯრები(მარცვლებს შორის დაცილება) ამიტო 20 კალიბრში მე მაგ: 11 ნომერს ვიყენებდი 12 კალიბრში კი 10 მირჩევნია. ფრინველის გასროლა ჩვეულებრივი მოვლენა თუ 10 მარცვალზე მეტი მოხვდება ასეთი წვრილი საფანტის შემთხვევაში არ ყოფნის სისწრაფე გამჭოლი ჭრილობის მისაღწევად და ფრინველს ხშირად ისვრის ხოლმე ფრენის ტრაექტორიიდან
akson777, ხოო ეგ პრობლემა ხშირად მქონია მაგრამ ყოველთვის არასწორი დატენვისთვის დამიბრალებია იმედია გამოვასწორებ მდგომარეობას. გაიხარე მეგობარო ნადირობა მარტო სროლა არ არის, მთავარი აქ პროცესია და არა შედეგი.
გამარჯობათ ერთი კითხვამაქვს. მინდა რიოს ვაზნები სამწყერე დისპერსანტული და თბილიში რომელ მაღაზიაში ვიშოვი და რა ფასად?
დამატებულია (03.05.2015, 15:00:45) --------------------------------------------- და კიდევ ერთი. ვნახე ზუბერის 9.5 ნომერი 24 რამიანი და ბორნაჩის 24 გრამიანი ასევე 9.5 ნომერი ტრენინგ ტყვიები. და მაინტერესებს ეს ვაზნები რამდენად წარმატებულია მწყერზე 20-25 მეტრამდე მანძილში და კონტეინერია, უკონტეინერო თუ დისპერსანტი?
barbaqadzenikolozi, რიოს მაგნუმში და კალიბრში შეიძენ.მაგნუმს არაფერი არ აქვს შემოტანილი ჯერ მწყრის.რაც შეეხება შენს ჩამოთვლილ სხვა ვაზნებს ჩემი პოსტი წაიკითხე ამავე გვერძე 1226 პოსტი.მწყერზე კი უკონტეინერო და დისპერსანტი შეგიძლია გამოიყენო.... თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
barbaqadzenikolozi, ,,მაგნუმის'' მაღაზია გუდვილშია ხოლო ,,კალიბრი'' წერეთელზე გამოფენასთან საქართველოს ბანკის გვერძე და გაგარინის მოედანზე...ეს მისამართები თბილისისსა ხო ,,ვესტერნი;; თუ გაინტერესებს ეგ მემგონი ქუთაიშია .. თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
შეტყობინება დაამუშავა western - კვირა, 03.05.2015, 18:20:51
ბიჭებო ერთი დეტალურად გამარკვიეთ თუარ შეწუხდებით ამ აკრტოფილის ფქვილით ვაზნების დატენვაზეე,, პირველ რიგში მაინტერესებს ეს კარტოფილსი ფქვლი ანუ სახამებელი როგორც ჩვეულებრივი ფქვილი ისეთი როა ხო მაგას ამბობთ და ლუალს ხოარ დაანაგვიანებს ძალიანნ, და კდიევ ანუ კარტეჩებშ შორის რაც სიცარიელეა სულუნდა ამოვსოს ხოო მაგ ფქვილით? ხო კიდევ ეს გამრკვიეთ რა დენთია დრაგოა თუ ნობელ სპორტი და რა დოზა უნდა 33-34-36 გრამზე , წინასწარ დიიდი მადლობა
stoeger1, ორივე დასახელების დენთი თითქმის იდენტურია და ეთიდაიგივე წონით გამოიყენება, 36გრამ საფანტზე 1,75 თან ჰუგლუ გაქვს მაგნუმის სავაზნით. კარტეჩს რაც შეეხება 9 მარცვალი სადღაც 33-34 გრამ გამოდის მაგრამ მე როცა კარტოფილის ფქვილზე ვტენი 1,75 უშვები დენთს
მე პირადად eley high flyer_ის ჰილზებს ვანიჭებ უპირატესობას,ფასიც შესანიშნავი აქვს[65 თეთრი] და შედეგიც.რაც შეეხება mega,ozkursani და zuber_ის ჰილზებს სამივე კარგ შედეგ აჩვენებს,მაგრამ ზუბერის ჰილზებში არის უფრო მკვრივი ტყვია,რომელიც ჩემი აზრით თოფს უქმნის საფრთხეს.
მე ზუბერის ვაზნები მომწონს ჩემი მპ155 ყველაზე კარგად ზუბერს ამუშავებს. კმაყოფილი ვარ ამ ვაზნებით მანამდე იტალიურ ვაზნებს ვიყენებდი მაგრამ არ ქონდა კარგი შედეგი ვერ დაუმუღამე. ზუბერი უფრო მოერგო ჩემ თოფს. მწყერზე ბუგატის 10 ნომრებს ვიყენებდი კარგი შლა და მიტანა კი ქონდა მაგრამ ლულას აბინძურებდა ძალიან ისეთ ნამწვავს ტოვებდა ძლივს ვწმენდდი ლულას. ამ სეზონზე აღარ გავეკარები ბუგატის ვაზნებს. ბ.თოთაძე
ასეთი ხომ არაა დაახლოებით? თუ კი მაშინ სტერლინგის კაისერი გქონია, მე ვიხმარე მასეთი 10 ნომერი და კიდევ რომელიღაც (9 თუ 8 ნომერი არ მახსოვს) და მომეწონა.
baqari3501, შენ კი საღოლ ძაან სასარგებლო ვიდეოა ერთი რამ მაინტერესებს, 1,75გრ რომელი დენთი უქენი მაგ კარტოფილის სახამებლით დატენილ ცხრიან კარტეჩს? "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
ესე იგი, ქუთაისის ვესტერნში მოვიკითხე ვაზნები და შარშან რო 12 ლარად ვყიდულობდი ოსკარს, 28 გრ, #10, რომელიც საშუალო ხარისხისაა, 18 ლარი დამიფასეს. მე მგონი, მომიწევს ბერეტას კარადაში დატოვება და 16 კალიბრიანით ნადირობა, რისთვისაც დიდი მადლობა ბატონ ბიძინას. ტყ დდ
akson777, მასეთი ყუთია და ცისფერი გილზებია, 3 ნომ რო შეეფერება ის ხარისხი არ არის ესეიგი, 3-2-1 ნომ გილზების ხარისხში დარწმუნებული უნდა იყო ყოველთვის იქედან გამომდინარე რო ან ცხოველზე ხმარობ ან მსხვილ ფრინველზე და არუნდა გიმტყუნოს.
გასულ ზამთარში ვიყიდე კარტეჩები 33 გრამიანები გვიან დავაკვირდი და აწერია 70 ნაცვლად 67 მმ ცოტა მოკლეა სტანდარტულთან შედარებით ჩემი თოფი კი არის 76 სავაზნით და ვერიდები ამ მოკლე ვაზნების სროლას. მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ლულას რამე ზიანს ხომ არ მოუტანს?? ბ.თოთაძე
chale88, შეიძლება მეგობარო. 76 მმ სავაზნიანი თოფებით არ შეიძლება 76 მმ-ზე უფრო გრძელი ვაზნების სროლა ხოლო 76 მმ-ზე მოკლე ვაზნები ნებისმიერი შეიძლება "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
სავაზნე რო გრძელი აქვს ნახევრად მაგნუმს მაგიტო დამაფიქრა. ისე ბლომად კი ურახუნე ეს ვაზნები და არაფერი მოსვლია. გრამობა კი შევამოწმე ყიდვისას მაგრამ სავაზნეს არ დავაკვირდი. ისე მართალია 70 მმ და 67 დიდი სხვაობა არ არის და 76 მმ შედარებით ორივე მოკლეა და არ იქნება არაფერი საგანგაშო მეც ასე მგონია. მადლობა გამოხმაურებისთვის. ბ.თოთაძე
chale88,არა რა საგანგაშო.67 კიარა 65 მილიმეტრიან ვაზნებსაც ვტენი ხოლმე 24 გამიან 10 ნომერს და 76მმ სავაზნიანი თოფით ვისვრი უპრობლემოდ. ასე რომ 70 მმზე მოკლე ვაზნაც არაა პრობლემა 76მმ სავაზნიანი თოფებისთვის "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
chale88, მე მეგონა საფანტზე ამბობდი. კარტეჩისთვისაც არაა პრობლემა 67მმ
tereos, კარგს აკეთებ კვირიონებს რომ ხოცავ ეგენი საკმაოდ მავნებლები, ყვავზე ყორანზე და კაჭკაჭზე არანაკლებ მავნე ფრინველები არიან და უნდა დაიხოცონ "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
chale88, სავაზნეზე მოკლე ვაზნას მხოლოდ ის მინუსი აქვს რომ აბინძურებს სავაზნეს, რომელიც არ არის მოქრომიდი და მდგრადი კოროზიის მიმართ სხვა პრობლემა არაა,
akson777, baqari3501, გაიხარეთ ბიჭებო. tereos, კვირიონებს მეც აქტიურად ვებრძვი ფუტკრები მყავს და პირველი მტერია ფუტკრისთვის. პნევმატურით ვხოცავ ხოლმე. ხანდახან თოფითაც თუ გუნდად შეგროვდებიან. ოზკურსანის ვაზნები მაინტერესებს როგორი ვაზნებია ლულას ძაან ხო არ აბინძურებს? გასულ სეზონზე ბუგატებს ვხმარობდი და ძაან აბინძურებდა ლულას. ზუბერს არაუშავდა მაინტერესებს რომელია აქედან ყველაზე კარგი ვარიანტი. ბ.თოთაძე
chale88, ოზურკსანი კი ცოტა აბინძურებს ლულებს, ბუგატის ყვითელი 9 ნომრებიც სხვთა შორის საკმაოდ აბინძურებს თოფს მარა ბუგატი ხარისხით ოზურკსანს სჯობს. ამარა ბუგატის 32 გრამიანი 8 ნომერი გამჭვირვალე ვაზნაში რო ვიყიდე იმან არ დააბინძურა, სროლითაც თეფშებზე კარგად იმუშავა საკმაოდ.
ბიჭებო ვაზნა რომელიც არის წარწერით max 1050 bar ეს ნიშნავს რომ დიდ წნევას წარმოქმნის და უქმნის ტუარა თოფს საფრთხეს ან უწერია თუარა თოფებს მაქსიმუმ რამდენ აბრელზეა გათვლილი, და სავაზნე რო 12/76 ეს თოფები როგორ ამუშAვებს , მოკლეთ გთხოვთ დაწეროთ ვისაც რა შეგიძლიათ ასეთ ვაზნებზე
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!