05:16:43
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
ვაზნები
ბაქარიდრო: სამშაბათი, 16.02.2016, 19:31:38 | შეტყობინება # 1751
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
solomon, 1.45 აქვს ესპანური დანარჩენს ქი მიხვდები 36_1_69
 
VAXO-HUNTERდრო: სამშაბათი, 16.02.2016, 20:00:05 | შეტყობინება # 1752
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნეტავ ვის დაუჯდა ჭკუაში 34 გრამზე 1.45 -ის მიცემა ? 23 სად არის ამ დროს მომხმარებლის უფლებები ? 167 ადამიანი ფულს იხდიდეს და ნორმალურ ვაზნას ვერ ყიდულობდეს.... ეს ხომ საქართველოა 23

დამატებულია (16.02.2016, 20:00:05)
---------------------------------------------
ყველა შემომტანს ერთნაირი ხედვა აქვს, ნორმალური ვაზნების შემოტანას ურჩევნია ნაგავი შემოიტანოს, არგუმენტი - კარგი ვაზნები ძვირი გვიჯდება და არ იყიდებაო .


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
kucuna1დრო: სამშაბათი, 16.02.2016, 20:52:16 | შეტყობინება # 1753
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, მთელი უბედურებაც იმაშია რომ ვაზნაზე მითითებული წონის შესაბამისი არ არის მუხტი.თუ სამი წლის წინ 28 გრამიანებს ყლაპავდა ჩემი სტოგერი,დღეს კი 32 გრამინზე მომიწია გადასვლა.ნახევრად მაგნუმებს კი როგორც 36 გრამიანებს ისეთი ჭრა აქვს.ფასის მომატება მითომ არ უნდათ,ხრისხი კი უკან მიდის დღითიდღე.ნუ გავაკრიტიკებთ თურქებს,გამორიცხულია წარმოების დონებ დაბლა დაიწიოს,ჩვენი შემომტანები არიან მთავრები მაგ ყველაფერში,რა ხარისხსაც უკვეთავენ ის მზადდება,ეგ ყველაფერი კი იმისი ბრალია რომ დღევანდელ დღეს ბაზარზე ორი მსხვილი შემომტანი არის,მონოპოლია აქვთ და შესაბამისად მოგების პროცენტიც ძალიან მაღალია.თუნდაც იარაღების ფასებში იმხელა სხვაობაა რომ გაგეცინება კაცს სატირალი რომ არ იყოს.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
kobaxidzeდრო: ოთხშაბათი, 17.02.2016, 09:50:05 | შეტყობინება # 1754
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაუმარჯოს, თბილისში არჩევანის საშუალება Aრის 16კალიბრის ვაზნებში?? 23

GEBRUDER MERKEL
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 17.02.2016, 10:43:00 | შეტყობინება # 1755
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1 მეც შემომტანებთან მაქვს პრეტენზია, მწარმოებელმა რაც უნდა ის გამოუშვას, შემომტანმა არ უნდა შემოიტანოს უვარგისი პროდუქცია. ფასნამატზე აღარ ვლაპარაკობ, მოგება აღარ ქვია, მემგონი უფრო ღორობა ქვია 23 მითუმეტეს თუ შემომტანისგან ვერ აიღე და სხვა მაღაზიაში მოგიწია ყიდვა.

დამატებულია (17.02.2016, 10:33:53)
---------------------------------------------
რეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს ბრენდებს არ დავასახელებ, იყო ნორმალური ვაზნები, რომელიც სხვა ვაზნებზე 5-7 თეთრით ძვირი ღირდა, მაგრამ აღარ შემოიტანეს, ისე არ იყიდებაო. ალბათ მომხმარებელიც ცოდავს. მემგონი 10 ცალი ხარისხიანი ვაზნის შეძენა ჯობია იგივე ფასად მაქსიმუმ 12 დაბალხარისხიანი ვაზნის შეძენას 23

დამატებულია (17.02.2016, 10:43:00)
---------------------------------------------
ყველა ვაზნას, ნებისმიერ ნომერს სახლში ვტენი, მსგავს პრობლემებს თავი რომ ავარიდო. იაფი არანაირად არ ჯდება და შრომატევადია, დროც ჭირდება, მაგრამ მიღირს, ნადირობაზე არანაკლებ სიამოვნებას ვღებულობ 166


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.

შეტყობინება დაამუშავა VAXO-HUNTER - ოთხშაბათი, 17.02.2016, 10:37:46
 
kobaxidzeდრო: ოთხშაბათი, 17.02.2016, 11:05:35 | შეტყობინება # 1756
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, გაუმარჯოს, დისპერსანტი არის 16კალიბრის ვაზნა? არჩევანი ძალიან ნაკლებია 16კ ვაზნებში და დისპერსანტი საერთოდ თუ Aრსებობს თბილიში ეგ მაინტერესებს. მადლობა

GEBRUDER MERKEL
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 17.02.2016, 14:17:59 | შეტყობინება # 1757
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kobaxidze მე არ შემხვედრია, დისპერსანტი კი არა უკონტეინერო ვაზნაც იშვიათობაა 16 კალიბრზე.

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
kobaxidzeდრო: ოთხშაბათი, 17.02.2016, 17:07:33 | შეტყობინება # 1758
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, yavaskalar ეწერა ვაზნას თურქული,კონტეინერი,სხვა არ ქონდათ 16კ. 10ნომერი. დალეწა მწყერი,მერე შორს ვუშვებდი,მაგრამ ხო ჯობია ახლოს და სუფთად მონადირებული. შემოიტანონ მცირე რაოდენობით თუ მაინცდამაინც ოღონდ სხვა და სხვა რო არჩევანის საშუალება გვქონდეს, ვისაც ეხება გაითვალისწინებს და შემოიტანს Mათთვისაც კარგი იქნება და ჩვენთვისაც 23

GEBRUDER MERKEL
 
ბაქარიდრო: ოთხშაბათი, 17.02.2016, 20:14:08 | შეტყობინება # 1759
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kobaxidze, 16 მოთხოვნა ნაკლებია, ამოტომაც არ აქვთ დიდი არჩევანი. ასე რომ ჯობს სახლში დაამზადო
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 17.02.2016, 20:31:18 | შეტყობინება # 1760
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kobaxidze მაგას რა ჯობია, მაგრამ აქ მონადირეებზე ზრუნვაზე კი არა, ბიზნესის ხედვაზეა უკვე ლაპარაკი 167 არ მუშაობს სწორი მიმართულებით, მერე გამოსავალს გაძვირებაში ხედავს და კიდევ უფრო ირთულებს სიტუაციას, მერე იხურება 23

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
monomaxiდრო: ოთხშაბათი, 17.02.2016, 20:41:16 | შეტყობინება # 1761
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე მოუმატეს რაღაც ამათმა ვაზნებს ფასი ჩუმ-ჩუმად 167
 
ბაქარიდრო: ოთხშაბათი, 17.02.2016, 20:56:37 | შეტყობინება # 1762
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოკლედ მილანოს ფირმის ვაზნაზე ჩემს მიერ დაწერილმა პოსტმა მეც დამაეჭვა და გადავწყვიდე გადამამოწმებინა. აღმოჩნდა, რომ დაბალი წონის დაფიქსირება გამოიწვია ძველმა ელემენტმა რომელიც შევცვალე და სულ სხვა წონა აჩვენა როგორც საფანტის ისევე დენთის თან გადავწყვიტე შემეძინა სამი ერთიდაიგივე ფასის ვაზნა შედარებისთვის აი ისინიც

დამატებულია (17.02.2016, 20:45:44)
---------------------------------------------

დამატებულია (17.02.2016, 20:50:32)
---------------------------------------------

დამატებულია (17.02.2016, 20:52:25)
---------------------------------------------

დამატებულია (17.02.2016, 20:54:37)
---------------------------------------------

დამატებულია (17.02.2016, 20:56:37)
---------------------------------------------
ასევე საინტერესოა ის რომ სამივე ვაზნა 34 გრამიანია რაც ნამდვილად არ ემთხვევა ორის შემთხვევაში

 
monomaxiდრო: ოთხშაბათი, 17.02.2016, 21:37:22 | შეტყობინება # 1763
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგიტომ არ ვენდობი ნაყიდ ვაზნებს ,თუმცა მწყერზე 24 გარამიანი შესანიშნავია. 23
 
stoeger1დრო: პარასკევი, 19.02.2016, 11:42:25 | შეტყობინება # 1764
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 706
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იაფ ფასიან ვაზნებში გბ რო აწერია ეგ და ზუბერი რა მაგაზე კარგ ვაზნებს ვერ იყიდი კაცი, სახლში დატენილი ვაზნაა მხოლოდ მწყერზე და ტყის ქათამზეე, ისე ქარხნულ ვაზნას ვერ აჯობებს სახლში დატენილიი 34 გრამიანი 4 ნომრები მაქვს ბაშერი&პელაგრი როგორც გინდათ დატენეთ სახლის პირობებში ვაზნებიი ამას ვერ აჯობებს განაწილებაში
 
kobaxidzeდრო: პარასკევი, 19.02.2016, 13:11:11 | შეტყობინება # 1765
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
stoeger1, ბაშერი პელაგრი მართლა კარგი ვაზნებია,უფრო სწორად დამაკმაყოფილებელ შედეგს იძლევა, 16კალიბრის არის კიდევ ეგ ვაზნები მაღაზიებში? გბ 5 ნომერს ვერაფრით შევაქებ.

GEBRUDER MERKEL
 
hunter96დრო: პარასკევი, 19.02.2016, 14:54:39 | შეტყობინება # 1766
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 189
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საერთოდ როცა ვაზნებს ვყიდულობ ინტერესისი გამო ერთ ვაზნას მაინც დავშლი მაინტერესებს რა ყრიან შიგნით. შარშან იხვზე მქონდა fiocchi ის ვაზნები ვერ მოვასწარი დაშლა და შედეგმაც არ დააყოვნა 10 მეტრზე თუ მოკლავდი იხვს თუ არა მეტი შორს ვერ ქაჩავდა იფურთხებოდა რასაც ქვია gimili დავშალე არც საფანტი ვარგა შიგნით და წამალი ხო რავი ისე ცოტამ რა უნდა ქნას. წელს მერე
apport-ის ვაზნები ვიყიდე მწყერზე 10 ნომრები წამალი ამაშიც ცოტა იყო, მაგრამ ეს რაა 7 ნომრები ეყარა შიგნით. sterling-ს ვითომ კიდე არაუშავს მაგრამ ზოგში ნაკლები ყრია ზოგში მეტი მოკლედ გამართლებაზე უნდა ესროლო რა. ამიტო დასკვნა ასეთია თურქული ვაზნები საერთოდ არაა საყიდი თუ არჩევნის საშვალებაა დაუმატე ის 20 თეთრი და ხარისხიანი ვაზნა ისროლო ის ჯობია ვიდრე ნაგავი აღმოგაჩნდეს ხელთ 167
 
giorgigagoshviliდრო: პარასკევი, 19.02.2016, 15:42:42 | შეტყობინება # 1767
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ყოველთვის ვშლი ვაზნას და საფანტს ვნახულობ შიგნით როგორი ყრია, ბევრზე რომ მეგონა კაი საფანტი ექნებოდა ცუდი გამოდგა. იდეალური საფანტი იყო გამოყენებული: ბაშიერი პელაგრიში, GB ში, მაქსამში, რიო, ბორნაჩი, კემენში (კაი ხანი აღარ შემოუტანიათ), ყველა იდეალურად მრგვალია და ერთი ზომის. რასაც არ მოველოდი ფასიდან გამომდინარე როტვეილში ეყარა ძალიან ცუდი საფანტი მე უკეთესს დავადნობდი, მილანოში, ზუბერში, ბუგატში, ოზკურსანში კდე აღარ მახსენდება, ამათი კვერცხისებური და უფორმო საფანტია, ზოგში შერეული მაგალითად 5 ნომერი რომ ეწერა შეილება 3 ნომრიდან დაწყებული 5 ნომრამდე ყველა შიგნით ყოფილიყო... კიდე სტერლინგზე ვიტყვი იმას, რომ ნამდვილად კარგი საფანტია გამოყენებული, ერთი ზომისაა ყველა... სასწორი არ მაქვს წონებიც რომ გავზომო ხოლმე...

HOLLAND & HOLLAND
 
monomaxiდრო: პარასკევი, 19.02.2016, 15:49:57 | შეტყობინება # 1768
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მწყერზე ოსკარიც კარგი იყო . ისე თუ ყიდულობ და არჩევნის საშვალებაა გამჭირვალე ვაზნები უნდა იყიდო ყველაფერი ჩანს შიგნით. თურქული ვაზნები კიდე მოაშორე აქედან სუფთა ნაგავი ვაზნებია gimili
 
besarionდრო: პარასკევი, 19.02.2016, 17:01:01 | შეტყობინება # 1769
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 210
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართალია როტვეილში საშინელი საფანტი ყრია...
 
solomonდრო: პარასკევი, 19.02.2016, 22:00:50 | შეტყობინება # 1770
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაქარი, ბაქარ, ეხლა მე გეტყვი პრაქტიკაში რაც იყო, ნახ.ავტომატში პირველი მედო "მილანო" 4 ჯერ მოვარტყი იხვს და ოთხივეჯერ ჩემი დატენილი როარ მიმეყოლებინა წავიდოდა "პადრანკა". ქათამი კარგად ჩამოვაგდე თან არც ისე ახლოს (მოხვდა სასიკვდილო ადგილზე 1 მარცვალი). სრულიად არასანდო ვაზნები შემოდის გეთანხმებით, და თუ რამეს კარგს წააწყდები იყიდო უნდა ბლომად საშუალება თუ იქნება, თორე ერთ დღეს მიხვალ იმ მაღაზიაში სადაც ამ კარგ ვაზნებს ყიდულობდი და გეტყვიან ეგ ნაგავიაო, აგერ უფრო მაგარი ვაზნები ჩამოვიტანეთო:) უხ როგორ ვერ ვიტან 1-2 მაღაზიის გასუებულ გამყიდველ-მეპატრონეებს ყველა ერთნაირი გოიმი რო გონიათ და გიმტკიცებენ რაღაც სისულელეებს...

დამატებულია (19.02.2016, 22:00:50)
---------------------------------------------


შეტყობინება დაამუშავა solomon - შაბათი, 20.02.2016, 16:28:51
 
levani893დრო: შაბათი, 05.03.2016, 09:24:37 | შეტყობინება # 1771
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 14
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირეებო დღევანდელი ვაზნები რომელიც საქართველოს მაღაზიებში იყიდება უმეტესობა ნაგავია ,ფართო არჩვენი არ არის, ყოველშემთხვევაში იმათთვის ვინც რაიონებში ცხოვრობს და ვაზნების საყიდლად ყოველკვირაში თბილისში არ ჩადის, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლის, მთელი სეზონია ფიოჩებს, თურქულ ქორჯიოღლებს ვისვრი იხვზე უშედეგოდ, 70 თეთრიანი ვაზნების საუკეთესო მანძილი 15 მეტრია, მისიქით ლაკატკით ესროლო ჯობია რკინის შარიკი 15 , პრობლემა ისევ გამყიდველების და მაღაზიების არის, რადგან საქართველოში მონადირეთა გარკვეულ რაოდენობას ისევ ძველი მამაპაპური თოფები აქვს, ეს კარგიც არის მაგრამ მათი სავაზნე 70 მმ-ია. ბაზარიც აგებულია 70 მმ-ზე. იხვზე ნადირობის დროს 2 ჯერ კარგ შედეგს იძლევა 76 მმ-ნი ვაზნები, მე პირადად მირჩევნია 1.5 ლარი გადავიხადო ერთ გილძში ვიდრე 2.1 ლარი 3 გილძში და შედეგი არაფერი იყოს, 40 გრამიანი ნახევარმაგნუმი ეს არის გამოსავალი ან სახლში ვინც ტენის გილძებს მივესალმები ყველას
 
stoeger1დრო: შაბათი, 05.03.2016, 18:43:16 | შეტყობინება # 1772
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 706
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო ერთი თექის პიჟები სად იყიდება მიმასწავლეთ რააა
 
giorgigagoshviliდრო: კვირა, 06.03.2016, 13:30:39 | შეტყობინება # 1773
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დავშალე ჩვენთვის ცნობილი ფირმების ვაზნები, ავწონე საფანტი და წამალი, ზოგმა ვაზნამ მოლოდინს გადააჭარბა...

როტვეილი, N2, 34 გრ.

დამატებულია (06.03.2016, 13:14:09)
---------------------------------------------

GB, N8, 34გრ , როგორც ყოველთვის იდეალური საფანტია შიგნით.ჩემი ფავორიტი ვაზნაა.

დამატებულია (06.03.2016, 13:17:04)
---------------------------------------------


ზუბერი N8, 34 გრ.

დამატებულია (06.03.2016, 13:20:00)
---------------------------------------------

მილანო, ძალიან აკლია დენთი, ჭრა არ აქვს საერთოდ, N5, 34 გრ...

დამატებულია (06.03.2016, 13:25:10)
---------------------------------------------

ტახო, N6, 32 გრ... რა დენთია ეს არ ვიცი პირველად ვნახე.

დამატებულია (06.03.2016, 13:27:55)
---------------------------------------------

ბორნაჩი, N10, 30გრ.

დამატებულია (06.03.2016, 13:30:39)
---------------------------------------------


რიო, N3, 36გ...


HOLLAND & HOLLAND

შეტყობინება დაამუშავა giorgigagoshvili - კვირა, 06.03.2016, 13:20:45
 
firali81დრო: კვირა, 06.03.2016, 16:36:37 | შეტყობინება # 1774
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 250
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgigagoshvili 10 10 10 10

დამატებულია (06.03.2016, 16:36:37)
---------------------------------------------
ძალიან სასარგებლო სამუშო ჩაგიტარებიათ.

 
hunter96დრო: კვირა, 06.03.2016, 16:41:28 | შეტყობინება # 1775
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 189
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgigagoshvili, კაი ინფოს დებ 39 39
რიოს ენდობა რა კაცი აწონით არ ამიწონია მაგრამ რაც ეგ ვაზნები შედეგს დებს ნუ არვიცი ჭრა და მიტანა იდეალური აქ 39
ერთი უნდა დავშალო winchester-ის ვაზნები ვნახო ერთი რა ყრია შიგნით 1.2 გადავიხადე ერთ ცალში 34გრ, მეორე კიდე sterling
0.8 ღირს 36 გრამიანი როგორც კი მოვახერხებ თანვე გავტესტავ მაგრად მაინტერესებს 167
 
giorgigagoshviliდრო: კვირა, 06.03.2016, 19:08:56 | შეტყობინება # 1776
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
hunter96, კი კარგი ვაზნები რიო, მაგრამ მე რაც მაქვს გაჭრილი 36 გრამი აწერია და 34გრამიც არ ყრია, ისე ეს შავი რიოები რაც ვისროლე ყველა უშედეგო გამოდგა, ფორმატზეც ვისროლე და ცუდი შედეგი ქონდა, ძალიან უაზროდ შლის საფანტს, რამდენიმესგანაც ვიცი რომ კონეინერები არ იხსნებაო სუყველა ფრთა... მაგრამ მწვანე რიოები რომ არის ისინი მომწონს, კარგად მიაქვს...

HOLLAND & HOLLAND

შეტყობინება დაამუშავა giorgigagoshvili - კვირა, 06.03.2016, 19:09:40
 
solomonდრო: კვირა, 06.03.2016, 21:00:14 | შეტყობინება # 1777
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgigagoshvili, "მილანო" საშინელი ვაზნებია.. სეზონის ბოლოს ვიყიდე გამაწვალა 7 ნომერმა.
 
hunter96დრო: კვირა, 06.03.2016, 22:00:24 | შეტყობინება # 1778
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 189
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[url=]My WebPage[/url]
[url=]My WebPage[/url]
ხო რასაც ამბობ ეგაა 36გრ და სინამდვილეში კი 34 გრამია სამწუხაროდ მაგრამ შედეგი ძაან მაგარი აქ. წამალი თუ აკლია ეგ კატასტროფაა არ შლის და ჭრაც არა აქ საშინელებაა მოკლედ. საფანტის დაკლება კი დიდი პრობლემა არაა შეიძლება უკეთესი შედეგიც მიიღო, მაგრამ ცხადია უკეთესია რაც წერია ვაზნაზე ისე რომ არის სინამდვილეში. ნუ კიდე ბევრი დეტალია ვაზნებში ხარისხიანი წამალი პიჟი და საფანტი როგორია. ახლა თუ დაუკვირდი ზუბერის,მილანოს და რიოს საფანტს. ბევრჯერ დამიშლია თურქული ვაზნები და ძაან რბილი საფანტი ყრია რაც უარყოფითად აისახება შედეგზეც 167 ნუ ბრენდი ბრენდია რა ჯობია გადაიხადო 20 თეთრით მეტი და ისიამოვნო, ვიდრე ნერვები დაითხარო უაზრო ეკონომიით, თუ მეტს გადაიხდი დაზღვეული არც იმაში ხარ რომ 100% კარგი ვაზნები იქნება, მაგრამ ამის ალბათობა ნაკლებია gimili


შეტყობინება დაამუშავა hunter96 - კვირა, 06.03.2016, 22:04:21
 
ბაქარიდრო: ორშაბათი, 07.03.2016, 10:02:37 | შეტყობინება # 1779
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote hunter96 ()
ნუ ბრენდი ბრენდია რა ჯობია გადაიხადო 20 თეთრით მეტი

20 თეთრით ძვირ ბრენდს ჯობია 30 ით ნაკლები გადაიხადო და სახლში დაამზადო 23
 
giorgigagoshviliდრო: ორშაბათი, 07.03.2016, 20:29:08 | შეტყობინება # 1780
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აწი მომავალი სეზონიდან უნდა დავიწყო მეც ჩემით ვაზნების კეთება, ის მაინც მეცოდინება შიგნით რა ყრია, მაგრამ ზაკრუტკის თავს ვერ ვშოულობ, შემოვიარე მთელი თბილისი და არ აქვთ არც ერთ მონადირის მაღაზიაში და თვითონ ძველ ჟანგიან ზაკრუტკებს კიდევ 70 ლარებს აფასებენ. ხო არ გეგულებათ სადმე თბილისში რომ იყოს?

დამატებულია (07.03.2016, 20:29:08)
---------------------------------------------

Quote solomon ()
"მილანო" საშინელი ვაზნებია.. სეზონის ბოლოს ვიყიდე გამაწვალა 7 ნომერმა.

რავი რას ყიდიან ეს თუ ვაზნაა, ეგეთი რამე არ მინახია იხვს ორჯერ მოარტყა მაგრად და ვერ მოკლას... 1.4 გრ წამალი რომ ექნება მეტი რას უნდა მოელოდო...


HOLLAND & HOLLAND
 
hunter96დრო: ორშაბათი, 07.03.2016, 21:23:13 | შეტყობინება # 1781
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 189
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgigagoshvili, გორდაში ვიყიდე ადრე ქუთაისში ახლა არ ვიცი აქვთ თუ არა, ჯერ ვერ ვახერხებ წასვლას ნუ ახლა არც შენ დაგჭირდება და თუ ექნებათ წამოგიღებ მერე gimili 20 კალიბრა იყო ჩემი ზაკრუტკა ძირი გამოვცვალე და თავი კი ვიყიდე, ძველებური ზაკრუტკაა კი მუშაობს ჯიგრულად 166

შეტყობინება დაამუშავა hunter96 - ორშაბათი, 07.03.2016, 21:23:49
 
kobaxidzeდრო: ორშაბათი, 07.03.2016, 21:54:20 | შეტყობინება # 1782
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რათუნდათ ეს ლატუნის გილზები რას შეიცავს ამნაირს 23 250დოლარი СССР უნდა ეწეროს და ვარსკვლავიც თუ აქ მაშინ 600დოლარიოოო გედეირევა კაცი პირდაპირ gimili

GEBRUDER MERKEL
 
giorgigagoshviliდრო: ორშაბათი, 07.03.2016, 22:33:25 | შეტყობინება # 1783
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
hunter96, გაიხარე, ჯერ კი არ მინდა სეზონამდე იქნებ ვიშოვო...

დამატებულია (07.03.2016, 22:33:25)
---------------------------------------------
kobaxidze, როგორც გავიგე ისეთ მეტალს შეიცავს რასაც ადრე ძვირადღირებულად არ თვლიდნენო და ახლა რაღაცაში გამოიყენება და ძვირფასი არისო... ზუსტად არ ვიცი რა არის და რაში გამოიყენებენ...


HOLLAND & HOLLAND
 
levani893დრო: პარასკევი, 25.03.2016, 12:23:39 | შეტყობინება # 1784
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 14
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როგორც ზევით აღინიშნა ნაყიდი გილძები კომერციული თვალსაზრისით გამოდის და არა სანადირო! დღევანდელი გილძების უმეტესობა არ ვარგა და სანადიროდ უმეტესი წარუმატებლობის მიზეზია, როგორ აღინიშნა მონადირეები საკუთრად ტენიან ვაზნებს, რასაც მივესალმები და მაგარია, მაგრამ როგორ მოიქცეს იმ კატეგორიის მონადირეებმა რომლებსაც ამ ეტაპზე შესაბამისი ხელსაწყოები არ აქვს ვაზნების დასატენად?! ან ჯერ არ დაუმუღამებია ეს პროცესი?! დავშალე ფიოჩის ვაზნა 3 ნომერი და აღმოჩნდა რომ საფანტი უკვე დეფორმირებულია გასროლამდე!!!!!!!!!!! არასწორი სიმეტრიული ფორმა აქვს, თავისუფლად არ გორავს სწორ სიბრტყეზე, ესეიგი ჰაერშიც იგივე იქნება, არასწორად განიბნევა გასროლის დროს აერდინამიკური კანონებით. დაახლოებით 20 პროცენტი მთელი საფანტისა უკვე დეფორმირებულია გასროლამდე ერთ 20-25 პროცენტი სროლის დროს დეფორმირდება ლულაში, ბოლოს მივიღეთ საფანტის ნახევარს ტყუილად ვისვრით!!!!!!! მიზნამდე კი მიდის მაგრამ იმდენი ენერგია არ აქვს საფანტის კაკალს რომ ფრინველი დაჭრას, მოხვდება და გვერდზე გადავარდება, ზურგსაფხანს ვესვრით:-) ჩამიფრენენ კმაყოფილი იხვები და ზოგჯერ სიცილიტ გადმომძახებენ პერელიოტზე,, ხელში ფიოჩის გილძებით ან სხვა ნაგავი ვაზნებით, მინდა მივმართო პრფესიონალ ვაზნების დამტენს სახლში, ვინც ეს საქმე 5-ზე იცის, რამოხდება თუ ნაყიდ ვაზნას თავს გაუხსნით შევამოწმებთ საფანტის მდგომარეობას თუ დეფორმირებულია შევცვლი შესაბამისი რაოდენობის მაღაზიაში ნაყიდი საფანტის მარცვლებით და ამასთანავე დავამატებთ კრახმალს, დავატრამბოვკებთ და დავხურავთ ისევ ვაზნის თავს? ამასთანავე 2 გრამი კრახმალის დამატებას 2 გრამი საფანტის მოკლება უნდა, რა იტყივან პროფესორები? ველოდები თქვენ კომენტებს
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 25.03.2016, 13:21:54 | შეტყობინება # 1785
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
levani893 სწორად მსჯელობ,შეიძლება მოგცეს გარკვეული წინსვლა, ოღონდ ეგ ნახევარი საქმეა, გადასამოწმებელია დენთის დოზა (მარკის შესაბამისად) და კონტეინერიც , ვაზნაში მჭიდროდ უნდა იყოს 23 , მოკლედ თავიდან დატენვა გამოდის 23

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
stoeger1დრო: შაბათი, 26.03.2016, 16:29:39 | შეტყობინება # 1786
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 706
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოკლეთ წელს ვიწყებ სახლში ვაზნების დატენვაა, აბა რას მირჩევთ მწყერზე და ტყის ქათამზე, მოკლეთ გავიგე რო დენთი მაქსამი უნდა ვიყიდო და აკომ დოზებიც დამიწერა გატესტილი ქონიაა,,, მწყერზეე რომელი ვიხმარო ბიორი ანუ უყელო კონტეინერი ნაბდის პიჟი (რომელიც რბილია და ივარგებს თუ არა არ ვიცი) თუ დაპრესილი ტუალეტის ქაღალდიი? მწყერზე 28 გრამს ვაპირებ 11 ნომერს ხოლო ქათამზე 7-8 ნომერს 30 გრამს აბა რა სიტყვით
 
solomonდრო: შაბათი, 26.03.2016, 16:40:27 | შეტყობინება # 1787
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 1072
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
stoeger1, 2 წელია ბიორებს ვიყენებ, სახლში ყველა კომბინაციას ბიორით ვტენი, მწყერიდან დაწყებული იხვით დამთავრებული (საღამოს გადაფრენაზე)
 
VAXO-HUNTERდრო: შაბათი, 26.03.2016, 16:43:10 | შეტყობინება # 1788
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა თოფით აპირებ? (კალიბრი, სისტემა) ნაბდის პიჟი ძვირი სიამოვნებაა და მწყერზე არ ვანიავებ. მწყერზე ცადე 28 და 30, 9-11 ნომრები, ქათამზე 7-8-9 32 გრამს ვხმარობ სხვადასხვა მეთოდით დატენილებს (ფიქსირებული ჩოკების გამო)

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
stoeger1დრო: შაბათი, 26.03.2016, 17:11:22 | შეტყობინება # 1789
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 706
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, 2 ლულიანი საცვლელ ჩოკებზე, ცილინდრით და ნახევარჩოკით, წეღან დავპრესე ტვალეტის ქაღალდი კაი მყარიაა ფუყეთ არა და მგონი უნდა ივარგოსს..
 
VAXO-HUNTERდრო: შაბათი, 26.03.2016, 17:23:06 | შეტყობინება # 1790
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიორს უკეთესი "ობტურაცია" და განაწილება ექნება ექნება, ჭრაც რა თქმა უნდა, მემგონი ქაღალდზე ბევრად ძვირიც არ უნდა დაჯდეს, მთავარია ხარისხიანი იყოს 23

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
giorgigagoshviliდრო: შაბათი, 26.03.2016, 17:23:55 | შეტყობინება # 1791
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
stoeger1, ტუალეტის ქაღალდს ისე ვერ დაპრესავ პლასტმასის გილზაში, რომ არ გაიბეროს, ლატუნში კიდევ შეილება, მაგრამ ტუალეტის ქაღალდით დატენვის დროს დენთი ბოლომდე ვერ ასწრებს დაწვას...

HOLLAND & HOLLAND
 
stoeger1დრო: შაბათი, 26.03.2016, 17:26:21 | შეტყობინება # 1792
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 706
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, არა სიძვირეზე არ მაქვს ლაპრკი უბრალოდ კარგი ხარისხის ბიორები სად ვიყიდო მიმასწავლეთ, მე მაქვს მაგრამ ძაან რბილია და იკეცება რაღცნაირადდ
 
VAXO-HUNTERდრო: შაბათი, 26.03.2016, 17:28:18 | შეტყობინება # 1793
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე 28 გრამიან 10 ან 11 ნომერს ვტენი 1,6 გ. მაქსამით (დისპერსანტს პირველი გასროლისთვის) და 30 გრამიან 9 ნომერს 1,6 გ. მეორე ლულისთვის. როცა მუყაოს საფენებს ვიყენებ, თუ ბიორი მაქვს მაშინ 1,5-1,55

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
giorgigagoshviliდრო: შაბათი, 26.03.2016, 17:28:42 | შეტყობინება # 1794
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
განაწილებაც არათანაბარი ექნება რათქმაუნდა.

HOLLAND & HOLLAND
 
stoeger1დრო: შაბათი, 26.03.2016, 17:29:39 | შეტყობინება # 1795
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 706
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgigagoshvili, ნაბდის პიჟზე რა აზრის ხარ ეგეც მაქვს ოღონდ რბილია რა და მგონი მსაც ბიორი ჯობიაა
 
VAXO-HUNTERდრო: შაბათი, 26.03.2016, 17:30:35 | შეტყობინება # 1796
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჭირს ხარისხიანი კონტეინერების და ბიორების შოვნა, გარდა იმისა რომ რბილია და იკეცება, დიამეტრიც ვერ არის შერჩეული კარგად, მასრაში თავისუფლად ვარდება , იწერდნენ ბიჭები, ან ხანდახან წააწყდებოდი მაღაზიებში, უნდა მოვიმარაგო სეზონისთვის 23

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
giorgigagoshviliდრო: შაბათი, 26.03.2016, 17:31:00 | შეტყობინება # 1797
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote stoeger1 ()
მე მაქვს მაგრამ ძაან რბილია და იკეცება რაღცნაირადდ
მწყერზე ნადირობისას მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ტუალეტის ქაღალდს ნამდვილად აჯობებს სხვა თუ არაფერი.


HOLLAND & HOLLAND
 
VAXO-HUNTERდრო: შაბათი, 26.03.2016, 17:32:16 | შეტყობინება # 1798
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნაბდის პიჟი შეუცვლელია დაბალ ტემპერატურაზე, ხარისხიანი ნაბადი რბილი უნდა იყოს, ვაზნაში იპრესება 166

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
giorgigagoshviliდრო: შაბათი, 26.03.2016, 17:32:18 | შეტყობინება # 1799
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
stoeger1, ნაბადის პიჟები ძალიან კაი რამეა მწყრის ვაზნაზე მაგას არ ვიხმარებდი ცოდოა.

HOLLAND & HOLLAND
 
stoeger1დრო: შაბათი, 26.03.2016, 17:32:27 | შეტყობინება # 1800
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 706
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოკლეთ ავიღებ ცარიელ ვაზნას ჩავყრი მაქსამს 1,55 გრამს ჩადებ ბიორს, დავაყრი 28 გრმ საფანტს დავაფარებ მუყაოს პიჟს და მოვუხვევ თავს აბა როგორი იქნებაა?
 
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика