საინტერესოა თუ უსაფრთხო არის ლულისთვის და სამიზნე მანძილი გაიზრდება მგონი ღირს მოსინჯოს კაცმა და რამდენიმე ვაზნა იქონიოს ნადირობისას, აუცილებლობის შემთხვევაში, ლულის წმენდას რაც შეეხება ალბათ მართლა პრობლემური იქნება თან მეც ვიყენებდი 20 კალიბრში მოსანთლულ ვაზნებს ოღონს არ ვიცი რატო (მაშინ დამწყები ვიყავი) განსხვავება ის იყო რო მე სანთელს ქახალდის პიჟის ზემოდან ვასხავდი, პიჟის მაგივრად კი ხშირად (რვეულის, გაზეთის, წიგნის და თითქის ყველა სახის ქახალდს ვიყენებდი) უცოდინრობის გამო სანთელი კი მეორე ლულაში პიჟის მოშვების შანსს ამცირებდა (ლატუნის ვაზნები მქონდა მხოლოდ) სამაგიეროდ კი სანთლით გაჟღენთილი ქახალდი ცეცხლმოკიდებული მისდევდა ფრინველს
zrichila, ნადირობას არავინ აგვიკრძალავს ქართველებს დარწმუნებული ვარ, მაგრამ ადრე თუ გვიან სახლში ვაზნების კუსტარულად დამზადება, ამისათვის დასამზადებელი მოწყობილობების შეძენა, გამოყენება და მოწყობას კი. ვინც ვაზნებს უშვებს მას ლიცენზია აქვს მოპოვებული, ანუ როცა ლიცენზიანტი იყო (ლიცენზიის მაძიებელი პირი) მან უზრუნველყო რაღაც სტანდარტები, უსაფრთხოება, ლაბორატორიების აღჭურვა და სხვა წინაპირობების მომზადება, ამის მერე მისცეს ამ საქმიანობის უფლება და აწარმოებს ვაზნებს. ეს იმიტომ ხდება რომ საფრთხის შემცველი ფაქტორია სახლში დატენო უცოდინარმა კუსტარულად, ნუ თქვენ კი იცით რა და როგორ კეთდება მაგრამ ასე თქვენ ნდობაზე სახელმწიფო ხომ ვერ დახუჭავს თვალებს ამ ფაქტზე, ამიტომ ვფიქრობ ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება. ★ஜ۩۞۩ஜ★
ENUQICHI, სანამდე საქართველო თავის პროდუქციის გამოშვებას არ დაიწყებს დაახლოებით 5 ან 6 მარკის მანამდე არავის არ ააქვს უფლება აიკრძალოს ,ჯერ შიდა ცონკურენცია უნდაშეიქმნას და ცონკურენციის მიხედვით აიკრძალება ,ასერომ ამას წლები დაჭირდება ჩვენ თაობას არა მაგრამ მომავალ თაობას შეიძლება მოესწროს. აიღონ და აცრძალონ ყოველგვარი დასაბუტების ან საბაბის გამო არ შეუძლიათ. v shavisvili
vladi, მასეთი არგუმენტი არ გამოდგება, დასაბუთება მარტივია: მომეტებული საფრთხე, რომელსაც შეუძლია ადამიანის ჯამრთელობის დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა. კანონმდებელმა რაიცის შენ რამდენად გარკვეული ხარ ვაზნის დატენვაში, იქნებ მე გამოუცდელმა ავიღო გავტენო საფანტი და ბოლოს ფიშტონს ჩაქუჩით დაუწყო ჩამაგრება, ხო გასკდა და დამაზიანა მე და იქ მყოფი სხვა პირებიც. ამიტომ მგონია ეს ისედაც აკრძალული და დასჯადი ქმედებაა რასაც ვშვებით მაგრამ ჯერჯერობით არ მომხდარა რეაგირება. ხოლო შენს არგუმენტს მწარმოებლები უნდა იყვნენ აბა სად ვიშოვო ვაზნაო ნამდვილად არ მიიღებენ მხედველობაში რადგანაც მაღაზიებში იყიდება ვაზნები ★ஜ۩۞۩ஜ★
ENUQICHI, ეგრე იარაღს რომ ყიდია არც იციან ვისზე სრულიად გამოუცდელ ხალხზე საერტოდ თოფი რომ არააქვს ცხოვრებაში დანაჭერი ეს უფრო საგანგაშოა ,უბრალო, რახან უსაფრთხოებაზე დაწერე გაზის ბალონი ბინაში უსაფრთხოა? შიშველი კაბელი დენზე მაქვს საუბარი სახლებში რასაც არ ააქვს დაცვის მექანიზმი ვგულისხმობ ფაზა ნოლის გარდა მესამე ხაზზე დამიწებაზე ესენი უსაფრთხოა ?ეს რაც ჩამოვთვალე ზღვაში წვეთია იმ უსაფრთხოების პრობლემებზე რაც საქართველოშია ,ამითომ ჯერ იარაღიკ კანონი მიიღონ ღოგორჩ ნორმალურ ქვეყანას ეკადრება და შემდეგ გამოირიცხება გამოუცდელი ხალხის შეხება დენთთან და ასაფეთქებელ ნივთიერებებთან,[ვისაც კი 200ლარით ზედმეტი აქ შეუძლია თოფი შეიძინოს ა რომ დათვრება მეზობლები დათვალოს] v shavisvili
vladi, მე საერთოდ მომხრე ვარ როგორც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი და ხდება ოფიციალური მძღოლი, ისე უნდა გახდეს მონადირეც და იყოს მონკავშირში. რაც შეეხება თოფზე კანონს რას უჩივი, ჩვეულებრივად ასაკობრივი ცენზებია დაწესებული, ათდღიანი ვადაა როცა გიკვლევენ, ფსიქიატრიულ ცნობას იღებ და არის პროცედურები საფრთხიდან გამომდინარე, ასე რომ ესეც ვაზნების დატენვასთან არ გამოგვადგება და რაც მე ჩამოვაყალიბე მემგონი არცერთი არგუმენტი არ დაუდგება, ამიტომ თემიდან გადავალთ და ნუღა ვიმსჯელებთ ჯობია. ★ஜ۩۞۩ஜ★
ასე ხელაღებით არავინ აკრძალავს მერწმუნეთ თუ უსაფრთხოებაზე ფიქრობენ ჯობია წიგნი გამოუშვან სადაც უსაფრთხოების ნორმები იქნება დაწერილი როგორც იარაღის მოხმარების ასევე ვაზნასთან და დამტენ მოწყობილობებთან და თენვის უსაფრთხო მეთოდებზე. მე პირადად ისე გავიზარდე არავის მისხალი არაფერი უსწავლებია ჩემით მოვაგროვე ცოდნა ხან ჩემ შეცდომებზე და ხანაც სხვის შეცდომებზე მარა არასოდეს ამFეთქებია ვაზნა და ასეთი არც გამიგია არასოდეს. მე პირადად რაიმე ლიტერატურა რომ მქონოდა ან სულაც ვინმე პროფესიონალი მონადირე მცოდნოდა ვინც წამიყვანდა სანადიროდ და ნადირობისას ასევე იმ აუცილებელ წესებს მაზიარებდა რაც მონადირის ჩმოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს დღეს უფრო მაგარი მონადირე ვიქნებოდი. საბედნიეროდ მარტომ გავართვი საქმეს თავი და მთლად ბაბუაჩემივით მაგარი არვარ მარა მის სახელს არ ვარცხვენ. სხვათაშორის 28 წლის იყო ბაბუაჩემი რო დაიღუპა და დღესაც ტიტქმის 50 წელი ხდება იხსენებენ როგორც პროფესიონალ მონადირეს და ბევრს გაუკვირდება ისეთებს ყვებიან. მოკლედ ის რო ცოცხალი ყოფილიყო მე და ჩემი მეგობარი რომელიც ვჯახირობდით და რაღაც ხლაპუშკებს ვტენიდით გაცილებით ადრე ვიქნებოდით ის მონადირეები. დღესაც ვაუმჯობესებ ტენვის ტექნიკას მარა საუკეთესო ვაზნა მხოლოდ კარგი დამტენის საშუალებით იქმნება. მოკლედ ცოტა კრუგები ვარტყი მარა ასე მინდოდა მეთქვა სათქმელი. თუ სახელმწიფო ახალბედა მონადირეზე ფიქრობს ვაზნას დატენის ის თუ არა იმაზე კიარუნდა იფიქროს არამედ მათთვის რაიმე სახელმძღვანელო გამოუშვას რაც მონადირეს ანაბანაში დაეხმარება და უსაფრთხოების ნორმებს დაიცავს. შეიძლება ბევრი ისეთი ნიუანსი იყოს ჩვენც კიარ ვიცოდეთ
ENUQICHI, მართალი ხარ, არიან ისეთი უცოდინარი ადამიანები რომ წლებია თოფი აქვს და ვაზნას ვერც ცნობს და დატენვაზე ლაპარაკი ზედმეტია. მყავს მეზობელი ასე 55 წლის, დაინახა ჩხართვის გუნდი იჯდა კაკლის ხეზე, შევარდა სახლში გამოარბენინა იჟ 54 და 2 ლატუნის ვაზნა და მეუბნება მიდი გამოცდილი კაცი ხარ და შენ ესროლეო, ვეკითხები რა ნომერია საფანტი და რავიო. სანამ გაფრენას დააპირებენ სროლა მოვასწრო მეთქი , მივეპარე ჩხართვებს და ტფუ გააკეთა თოფმა. წამოვშალე მეორე ვაზნა და ვნახე საოცრება, 0 ნომერი საფანტი და სოკოლი ერთმანეთში არეული წამოვყარე. უბანში ნახა ეს ამბავი რამოდენიმე კაცმა და შევატყე სახეზე რომ ნახევარმა ვერც კი გაიგო რა მოხდა. დარწმუნებული ვარ იმ კაცმა ფისტონი ბოლოს მოარგო. წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
მე და ჩემი მეგობარი რომელიც ვჯახირობდით და რაღაც ხლაპუშკებს ვტენიდით
სწორედ მაგაზეა საუბარი სახელმწიფოს გადმოსახედიდან რომელმაც უნდა დაგიცვას შენც და შენს გარშემომყოფითქო მაგას ვამბობ, ამით გაიმართლებს თავს კანონმდებელი. vladi, შენ როცა ჩამოხვალ შესაძლოა რაზეც ვსაუბრობთ ეს ამბავი აკრძალულიც კი დაგხვდეს მაგრამ ერთად კაი პურ-მარილს შევჭამთ და სანადიროდ წავალთ არაა ბაზარი zrichila, ★ஜ۩۞۩ஜ★
magalo, გვერდები მოაჭერი მეგობარო და ისე ჩადე უკეთ გაგიშლის თო 20 მეტრომდე გინდა. suraTზე ანალოგიური გამშლელი კონტეინერია რომელიც გაჭრილია უკეთ გაშლის მისაღებად. სხვა ვაზნებსაც დააკვირდი და იხელმძღვანელე. გატესტე და ისე ნახე სავარაუდოდ ცილინდრიდან ნახევარჩოკამდე. 20 მეტრამდე კარგად უნდა გაშალოს. მოკლედბევრი ცდა უნდა და რომელიც მოგეწონება ის ჩაიწერე ბლოკნოტში თუ გინდა
magalo, სად შეიძინე ეს პიჟი? ქუთაისში? კარგი რამეა პლიუსი რო ამოაჭრა კონტეინერადაც კაი იქნება და რა კონტეინერებიც იშოვება ჩვენთან იმაზე უკეთ წაიღებს შორ მანძილზე სასროლად მაგალითად 50 მეტრზე. მე ასე ვფიქრობ მარა მაგას გამოცდა უნდა სად არავარ ეხლაა როცა დისპერსანტს ვამზადებთ გვერდები არუნდა ქონდეს რაც საფანტის გაფანტვას შეუშლის ხელს.
bichi2009 ის გვერდები იოლად ცილდება და მარტო პლიუსი რჩება,ისე პლიუსის მოჭრაც კიშეიძლება.თავიდან კონტეინერები ვესტერნში ვიყიდე და დაბლები იყო,ამიტო 34-36 გრამზე არვარგოდა დაბალი გამოდიოდა.მერე ახლა გორდაში ვიყიდე კონტეინერები ვაპშე მაგარია ზუსტად აჯდება ზვიოზდოჩკა
ისე, ტყვია რკინაზე ძვირია და ვინც საზღვარგარეთ ხართ, რა სხვაობაა ფასში ფოლადისსაფანტიან და ტყვიისსაფანტიან ვაზნებს შორის? რამდენად პოპულარულია, უფრო რაზე?
კაი კითხვაა და ადრე გავიგე რომ რომელიღაც აკრძალულია ევროპის ქვეყნებშიო, ვლად იქნებ შენ იცი რახდება.. ე.ი. ფრინველი კენკავს ნიადაგიდანო და იქ რო დაიყარა ეს საფანტი, ძალაუნებურად შეჭამაო. კვდებიან ვერ უძლებენ ალბათ თყვიასო არ მახსოვს. მეზღაპრა ასეთი არგუმენტი და რახდება გაგვაიასნედ ★ஜ۩۞۩ஜ★
ikoj1967, შეზღუდვა არის გარკვეულ სახეობებზე და არა აკრძალვა. ფოლადის მარცვლები მხოლოდ გარკვეული ნომრები მზადდება განსაკუთრებით იხვზე და ხოხობბზე სანადიროდ იყენებე კაკაბზეც შეიძლება და კურდღელზეც მაგრამ ტყვია შეუცვლელია მაინც. ანუ მხოლოდ საშუალო ნუმერაციის ამოღება მოხდა მაგალითად წყალმცურავებზე სადაც ძალიან ბევრი ვაზნა იხარჯება და ტყვიამ საფრთხე შეუქმნა ტბის ცოცხალ ორგანიზმებს. 11 ან 10 ნომერი ფოლადის ტყვია გინახიათ? არა და წარმომიდგენია რო გააკეთონ მწყერს ფაქტიურად ვერ მოკლავს. ამიტომ მასიურად საშუალო ნუმერაციის მარცვლები მზადდება ფაქტიურად ნულოვკები არ მინახია
პედიატრი, ევროპის ბუნების დაცვის სამინისტრომ 2001წელში თუარ ვცდები მიიღო გადაწყვეტილება რომ წყალმცურავებზე არ გამოიყენონ ტყვიის საფანტი კონკრეტულად ზონაში რომელ ადგილზეც წყალმცურავეების ზონაა,მაგალითად მე ვნადირობ კაკაბზე და უეცრად შემხვდა რომელიღაც შეგუბებულ ადგილზე იხვი და ამის დიდი ალბათობა არის ესპანეთში წყალის ნაკლებობის გამო ამიტომ მე არ ვეებ რკინის საფანტს მე პირდაპირ რაც თოფში მიდევს იმას ვესვრი,მაგრამ როცა წყალმცურავების ზონაში შედიხარ იქ უკვე ტყვიის საფანტი სახლში უნდა დატოვო აქ იხვზე ნადირობა ზალიან ძვირი სიამოვნებაა და ამიტომაც ერთეულები აკეთებენ ამას აქედან გამომდინარე პოპულარული არ არის და ზოგიერთ მაღაზიაშიც ვერ ნახავ რომ იყიდო ჩვეულკებრივს და რკინის ვაზნებს შორის 25პროცენტია განსხვავება ფასში რკინის უფრო ძვირი ღირს.ვთქვათ საქართველოში რომ გადმოვიტანოტ ეს მეთოდი მაშინ ფოთის ლანჩხუთის ოზურგეთის ბათუმის ქობულეთის ტერიტორიაზე ვერ ინადირებ ტყვიის საფანტით ის გამოცხადდება წყალმცურავეების ზონად ზღვის დონიდან 100მეტრამდე სადაც დადგინდება რომ წყალმცურავები უფრო მეტია ვიდრე სხვა სანადირო ობიექი იქ აკრძალულია ტყვია ,დანარჩენ ტერიტორიაძე შენი გემოვნებით
დამატებულია (12.03.2013, 01:20:57) --------------------------------------------- ikoj1967, ევროპის ყველა ქვეყანაშია აკრძალული მაგრამ რაც დავწერწიმ კონტესტში
დამატებულია (12.03.2013, 01:40:43) --------------------------------------------- ENUQICHI, წყალმცურავები ჩვეულებრივი ფრინველისგან განსხვავდებიან[ხოხობი,კაკაბი, გნოლი,მწყერიდა ასე შემდეგ]იმისგან რომ მათი კუჭის წვენი უფრო აგრესიული მჟავისგან და შენაერთებისგან შედგება ამითომ ისინი წყალქვეშ თითქმია ბრმად იკბებებიან წულის ძირზე დალექილი ლაფოტიდა წყალში ჩაცვენილი კენკრიტ და ასეშემდეგ რადგანაც დიდი ალბათობაა იმის რომ წყალში ჩავარდნილი ტყვია წყალმცურავების კუჭში მოხვდეს რასაც კუჭის წვენი ვერ ამუშავებს და რახავ მათი კუჭის წვენი აგრესიულია ებრძვის რისგანაც კუჭის კედელითხელდება და იმფექციის დიდი ალბათობაა რაც ტრაგიკულად მთავრდება ,რაც შეეხება ხმელეთის ფრინველს ის არასდროს არ აკენკავს ისეთ რაღაცას რაც არ გაუშიNჯავს უბრალოდ სახლში შეიძლება ექსპერიმენტის ჩატარება ქათამს დაუყარე თყვიის საფანტი ტუ სეჭამს მაგრამ იხვს რმ ჩაუყარო ლაფოიან ადგილზე საჭმელთან ერთად საფანთი ერთ კეკელს არ დატოვებს ყველას გადასანსლავს,მერე კიდევ რომელ ფრინველსაც ჩინჩახვი აქ იმაზე არ მოქმედებს რომელსაც არ ააქვს ამ შემტხვევაშე წყალმცურავეება არ აქვთ ჩინჩახვი და პირდაპირ კუჭი ებრძოლება ამ საქმეს ასერომ სადღაც ყანაში დაყრილ საფანტს მწყერიან რომელიმე ხმელეთის ფრინველი მოკენკავს ეს არასწორი იმფორმაციაა და ეს დადგენილია
აქამდე უნდა დამესვა ეს კითხვა და მოკლული იხვების კუჭებს შევამოწმებდი(სხვებიც შეამოწმებდნენ) და ერთმანეთს გავუზიარებდით შედეგებს.... არაუშავს, მომდევნო სეზონზე შევამოწმოთ(შეგახსენებთ, თუ მე თვითონ არ დამავიწყდა). ისე, რუსულ ფორუმზე ვნახე ვიღაცა წერდა, რომ იხვის კუჭში 3 თუ 4 კეკალი საფანტი უპოვია, სურათიც ედო...
რემინგტონი და ფედერალ პრემიუმის ვაზნები წამყვანია ფოლადის საფანტის ვაზნებზე სწორედ მათ შექმნენ ისეთი ვაზნები რომლებიც მიახლოებულია ტყვიის საფანტის გამტარ-უნარიანობასთან. არის ასეთი ვაზნა ჰიპერსონიკ სტილი რემინგტონის ფირმის რომელიც 300 მწ უფრო სწრაფად მიფრინავს ვიდრე ტყვიის საფანტი. ტყვიის საფანტის კარგ სისწრაფედ 400 მეტრწამი Iთვლება. + - 30 მწ. ფრინველს ძAლიან წინმსწრები სროლა აღარ ესაჭიროება და დამიზნება ხდება იხვის ნისკარტის მიდამოებში.
კი გაიბერება, მაგრამ საჭიროა დაწურვა. თუ თოფი დაზიანებული არაა, გაბერვა ხდება დიდი მუხტებით დატენვის გამო და ზოგჯერ რამდენიმე სროლის შემდეგაც თუ ცოტა უჭირს ჩასრიალება სავაზნეში, უნდა დაიწუროს. არ შეიძლება "გახეული" ვაზნის ხმარება, გადააგდეთ ჯობია
ძალინ დიდი მნიშვნელობა აქვს ვაზნების დატენვას,როგორ დენთს აიღებთ მისი დოზირებით უნდა დატენო,არც ნაკლები არც მეტი,ამის შემდეგ რა რაოდენობის პიჟებ დავადებთ ან როგორ კონტეინერს ვიხმართ მის დატენვაში,რა სიმძლავრით დავპრესავთ დენთს და საფანტს
ნაყიდ ფაბრიჩნ ვაზნაზე დიდ კონტეინერს და პატარას რა განსხვავება აქვს?
ალბათ, გულისხმობ ნახევრად კონტეინერს და კონტეინერს, სხვაობა კი ისაა, რომ სხვადასხვა მანძილზე სხვადასხვანაირად შლიან საფანტს. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
სეზონამდე შევიძინე რამდენიმე ყუთი გილზები.მწყრის 11ნომ.30გრ.უკონტეინერო. ფირმა ,,ზუბერი" ფირმებზე დიდით არ ვარ ინფორმირებული და მგონი წავა ამ ფირმის :))) nadiroba.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!