დამრჩა რამოდენიმე კოლოფი ეს არაჩვეულებრივი ვაზნებისა..გულსაწყვეტია სხვა ნომრები სულ ისე ჰაერზე მაქვს ნასროლი, მხოლოდ 9 და 7 შემომრჩა. 600 ცალი ვაზნა მქონდა "baikal"-ის. თითო კოლოფში ათი ცალია. "ასეჩკა" არც ერთს არ ქონია, გავაჩუქე 8 კოლოფი, შესაბამისად 80 ცალი ვაზნა მე პირადად, ყველა "დასტოინ" მონადირეებს დაურიგე, ზოგს თითო-თითო ხვდა მაგრამ ძალიან გაუხარდათ. დაახლოებით 500-მდე გილძი სხვადასხვა ნომრების მაქვს ნასროლი 10 წლის განმავლობაში.
როგორც ხედავთ შენახული მაქვს არაჩვეულებრივად და ალბათ ხვდებით რამდენი წლის ვაზნებია..ყველაფერი ბაიკალის მქონდა, თოფიც და საწმენდიც, ვაზნები და ყველა საჭირო ატრიბუტები, სუყველაფრიანად გამოვიწერეთ თავის დროზე
ENUQICHI, ვა მაგარია. მეც მქონდა ეგეთები ზუსტად მაგრამ წინა სეზონზე გამომელია სამწუხაროდ. ძალიან კარგი ვაზნებია მართლაც. ხომ არ დაგიშლია მეგობარო ეგ ვაზნები? რაშია მისი ასეთი კარგი მაჩვენებლის საიდუმლოება?
simoni, რა ვიცოდი მაშინ ბალღი ვიყავი და კი ვისროდი დაუკვირვებლად, ხმა კაი ქონდა ორი წლის უკან რო მივხვდი რა ვქენი დღემდე ვერ მომინელებია baron, დაშალა ვალერიკამ და კიდევ ერთმა რომელსაც დავარეგისტრირებ კაი მონადირეა დაგვიწერს უფრო კომპეტენტურად ვიდრე მე გეტყვით, რადგანაც მე იმათ ნათქვამს თუ დავწერ თუარა არ ვტენი ვაზნებს, არც დავტენი ალბათ არ ვიცი ჯერჯერობით ★ஜ۩۞۩ஜ★
ქაღალდის უძახე შენ და ქე ბდღვნის ყორფელს, მეორეჯერ ვეღარ დატენი უნდა გადააგდო, ამის გამო არ ყიდულობდნენ თუ რა იყო არ ვიცი, ან ძვირი ღირდა ვითომ? ბევრს არ ქონდა მახსოვს ან ქონდათ მაგრამ არ იყო ასე სასწაული, რადგანაც სხვებიც ხარისხიანები გამოდიოდა, ეს ჩვენ გვიკვირს ეხლა თურქულ ვაზნების ფონზე.. დისპერსანტებია კაი, არასდროს მიყიდია, ჩამოვწეროთ ჩვენთან რა ფასად რას შევიძენთ, აბა გავაქტიურდეთ და რომელია საშუალო ფასად კარგი ★ஜ۩۞۩ஜ★
bichi2009, მე ვხმარობ ბაშიერის ვაზნებს 29 გრამიანებს 16 კალიბრზე, ძლიერია მაღალ მუხტიანი ვაზნებია და მეტი გაშლა აქვს ვიდრე ზიბერშოტი. ზიბერშოტს ახლოს ვესვრი ჩასაფრებით ბაშიერ ჰაერში სასროლად არის კარგი წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
ამ სატენით ვტენი ვაზნებს უკვე 3 წელია და პრობლემა არ ქონია შტოგერ 2000 მაქვს,დამუღამება უნდა დატენვას,დრამებს უნდა გადაკეთება მარტივად კეთდება ისიც,მე ვხმარობ 1.8 ესპანური წამალი 34 გრამ საფანტზე, კონტეინერებით ვტენი ძირითადად 50 მეტრში მუშაობს საკაიფოდ,ისე ნაბადიც კარგია და ნახერხიც ვსინჯე მინდოდა ახლოს გაეშალა ტყეზე და გავშლევინე კიდევაც 15-20 მეტრში პროსტა ახლოში სამუშაოდ ნაყიდი გილზებიც ქაჩავს 8 ნომერი ბიორები უკანტეინერო და აღარ ვტენი ხოლმე. დალნი ბოიზე ნაყიდ ვაზნებს არც შევადერაბ სახში დატენილი ბევრად ჯობია.
ჩემი სტოგერით ნასროლი ვაზნის შედეგი,ლულა 76 იანი ჩოკი პოლნი (ერთ ნარეზიანი). ჩემი ვაზნების სატენით დატენილი ვაზნებით ნასროლი 50 მეტრში 4 საფანტის ნომრის შედეგი. ესპანური წამალი 1.8/34 გრამ საფანტზე.პიჟკონტეინერით. ეს ძველი ესპანური წამალია ეხლა აღარ შემოდის,ჭრა მაგარი აქვს გიფსკარდონს სკვაზნოის უკეთებდა.არც ეს ახლებია ცუდი მარა იმას ვერ ჯობია. ამ ფურცლის ფორმატი არის თაბახის ფურცელზე ოდნავ დიდი.
ხელის ზაკრუტკითაც ვტენი ხოლმე ნაბადის პიჟს როცა ვხმარობ,სატენი ვერ უკეთებს ზვიოზდოჩკას თუ გარკვეულ სიმაღლეზე არ ამოვიდა ვაზნაში საფანტის დონე,ამიტო ახლოში გასაშლელად ტყეში სანადიროდ რა შტოგერისთვის ვჭრი პლასმასის ვაძნას და 5 მილიმეტრს დაახლოებით და ზაკრუტკით ვაზაკრუტკებ,მარა აუცილებლად უნდა გააწურინო ამ ვაზნების სატენს ვაზნები თორე დიდი ალბათობით პოლუავტომატი გაჭედავს 90 პროცენტს.
ყველა ვაზნას აქვს მინუსები და პლიუსები, მაგრამ შენი ხელით დატენილს არაფერი ჯობს... მარტო ხარისხს არ ვგულისხმობ უბრალოდ ნადირობას გაცილებით ადრე იწყებ ვიდრე ტყეში წახვალ
დამატებულია (08.01.2013, 23:46:37) --------------------------------------------- 6 ნომერი 50 მეტრზე შესაბამის არსებაზე 60% ცოცხალს ტოვებს, 30% კლავს მაგრამ ვერ პოულობ და მაქსიმუმ 10% ნანადირევი შენია ესეც მაქსიმუმეს ჩემი აზრია, მაგრამ შეიდზლება ვცდები კიდეც
bichi2009, გასაგებია. მე მქონდა ტოზ54 ჩახმახიანი. ძალიან კარგი მოვლილი და შენახული. სახლში ვტენიდი სულ, ლატუნის გილძებს. სოკოლით. იხვზე ხან 7 ნომერს ვესსვროდი ხან 5 ნომერს რა. 50(მიახლოებით რა) მეტრში რამდენი გამირტყია არცეთი გადარჩენილა ძმა. ჩემი თოფი გადასარევი ცაცია იყო. მარცხენას მაგრად ურტყავდა. ჩემი თოფი და მც დავაჯიბრეთ ერთხელ და მიტანა ჭრა დაჯგუფებაში ვაჯობე. ნუ ვის როგორ აქვს დაცდილი რა. ეგრე მე მყავს მეგობარი რომელის 3 ნომერზე წვრილს არ ესვრის არადა ბრაუნინგი აქვს
ikoj1967, ზოგი ლულა არ გამოირჩევა კარგი ჭრით,მე შტოგერი2000 და იჯ 54 მაქვს და 50 მეტრში ორივე მაგრა ჭრის,თოფსაც გააჩნია და ვაზნასაც,გიფსკარდონს რო 50 მეტრში სკვაზნოის გაუკეთებს საფანტი იმას რომ ბადეში გაახვევ იხვს იქ გადარჩენის შანსი არ არსებობს.
მაინცდამაინც იხვზე ნუ დაგწყდებათ გული, რამდენჯერ სამი ნომრები წაუღია კაი თოფიდან და კაი ვაზნებიდან გამოსროლილი პირადად მე ეხლახანს დამემართა მასეთი რაღაც, ბევრს ვკითხე და ყველას ერთმანეთზე სასწაული ამბები გადახდომიათ თავს, ერთმა მითხრა ხუთი ნომრები როცა გავპუტეთ მარცხენა გვერდზე ქონდა ჩაწიკწიკებული რამოდენიმე ცალი და კარგად აწითლებული იყო, მეორე მხარეს სამი კაკალი სამი ნომრის ქონდა ღრმად "დადირკულიო". ამ გმირმა იხვმა ორი ვაზნის სროლის შემდეგ ძალიან დიდი მანძილი იფრინა და შორს დაეშვა თურმე. ძლივს აიყვანეს ცოცხალი იყო! სახლში დაკლეს და გულშიც უნახეს ერთი კაკალი სამი ნომრის ბუმბულ შეტანილი! სასწაული არ არის? რაც შეეხება ღამის გადაფრენებზე სროლის დისტანციიდან გამომდინარე ახლოში მეტი საფანტით აზიანებ სადაც ჭრა მეტი აქვს! 8-7 და 6 უკანტეინეროა რეკომენდირებული. დღისით უკანტეინერო 6 უნდა ქვედა ლულაში, ზედაში 4 ან სამს ვდებ ჩემ თოფში, რამდენი წაუღია ვინ იცის, სხვისი დატენილიც მისვრია და ფაბრიჩნიც, რას გაიგებ რა მოხდა. კაი ჩუბინი არ ვარ მარა სხვებმაც შეხედეს აშკარად ჩამოგდებული იხვი რომელსაც სხვამაც გადაატარა ტბაზე, როცა მივდიოდი ძაღლის შესაშვებათ, ადგა და გაფრინდა ჩვეულებრივად!!! ★ஜ۩۞۩ஜ★
ვინმემ თუ იცით რექსი რომ არის უნგრული წამალი,რა დოზა მივცე 5 ნომერ საფანტზე 12 კალიბრზე?ვერცხლისფერი სარწყავი მაქვს ,გაშლილად რომ 2.25 აწერია me var monadire
კი ბატონო გეთანხმებით ნამდვილად, რომ თოფსაც და ვაზნასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ განა ისეთი შემტხვევა ცოტა გვქონია როცა გგონია რომ ააცდინე 50 მეტრი ზუსტად ისეთი დისტანციაა სადაც ხშირად ვაცდენთ ხოლმე არა, ამ დროს კი ბევრი არა მაგრამ რამოდენიმე იხვი კი მყავს მოკლული რომელიც როცა გაუპუტავთ ძველი ნატყვიარები ქონიათ ტანზე. ღამის გადაფრენაზე კი ანუ სადღაც 30, 35 მეტრზე ორივე ხელით გეთანხმებით 6 ან 7 ნომერი არის კლასიკა. აი რაც შეეხება ძველ რუსულ ვაზნებს ნამდვილად ვაღიარებ რომ შედეგები გაცილებით უკეთესი მქონდა პირადად მე, ან დავბერდი უკვე ვითომ და ვეღარ ვარტყავ?
zaza123, დენთის თემაში ნახეთ და იქ არის მითითებული სხვადასხვა ტიპის "რექს"-ის დოზები. охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
ბიჭებო ის გურული ანდაზა თუ იცით? ,, გაჭივრება მაჩვენეთ და გამოგონებას გაჩვენებთო" ნუ მთლად გამოგონებაც არაა და არც ანდაზაა გურული მაგრამ ვაზნები ნაღდად გურულია.
დამატებულია (13.01.2013, 10:24:12) --------------------------------------------- აი ეს რაღაც ჩემი გაკეთებულია მსგავსის სურათი ვნახე და მივამსგავსე. მოკლედ ამ რაღაცის და ჩვეულებრივი რუსული თავის მოსახვევის დახმარებით შეიძლება ვაზნების ასე მოხვევა ძალიან კარგად ვარდება
bichi2009, კი მავნე ხალხი ვართ გურულები კი შემოურბინე მარა მეტი არ ქნა ძველმა რუსულმა სახუფავმა, ის 16 კალიბრის ვაზნა ისეთი სახუფავით გავაკეთე მარტო რო აწვება და ეტყობა არასწორი კუთხე გარედან, 12 კი გარედან კარგად არის დამრგვალებული, ისე ნასროლ ვაზნებს კარგად უხვევს თავს ის თეთრები კი 1 მოხვევა ანუ ვაზნა კია ძევლი უბრალოდ ვარსკვლავი არის პირველი
დამატებულია (13.01.2013, 12:19:26) --------------------------------------------- zorbega, რავქნა ძამია ისე მიყვარს ეგრე მოხვეული ვაზნები მეტი როარ შეიძლება და იმ დანადგარს ვერ ვწვდები ჯერ ფინანსურად, ისე ეგ ერთი დეტალია ჩემი ჩანაფიქრის იუთუბიზე ვნახე ვიდეო მოტორიანი თავის მოსახვევი აქვთ გაკეთებული და იმდაგვარის გაკეთებას ვაპირებ. გადატრიალებას რაც შეეხება ერთ დღეს რაცხა ისეთს გავაკეთებ აქეთ გადამატრიალებს :069:
baqari3501, ეს რა ჭკვიანური რამე გაგიკეთებია და კიდე ამბობ აბდლებიო თუ საავტორო უფლებაზე არ მიჩივლებ ცოტა დახვეწილს მეც გავაკეთებ. ვაა რა ჭკვიანურად მოგიფიქრებია კუთხეების ჩასმა მაგარი ხარ მაგარიიიი წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
zrichila, baron, ვიდეოს დავდებ ბიჭებო თუ როგორ გავაკეთე, როგორც ვთქვი ეგ ერთი პატარა დეტალია დანარჩს რო გავაკეთ იმათ მერე დავდებ, zrichila, თუ უფრო დახვეწილს გააკეთებ მაგას რა ჯობია, მე ძალიან პრიმიტიულად გავაკეთ ნაჟოვკის ხერხით და ქლიბით ვეცდები ხვალ დავდო ვიდეო თან მოხვევის პროცესსაც ჩავსვავ
bichi2009, აბდალი მარტო გურული შეიძლება იყისო ხო გაგიგია ეგ? სხვა შეიძლება დებილი, შტერი, იდიოტი, სულელი და ა.შ იყოს
დამატებულია (14.01.2013, 13:56:54) --------------------------------------------- გუშინ იხვზე ვიყავით ჩასულები ყანაში და მეზობელმა სახლში და ტენილი ვაზნა მაჩვენა კინაღამ გადავირიე, 16 კალიბრში თითქმის ნახევრამდე იტალიური დენთი ეყარა მერე კაი მოზრდილი პიჟი და ქეჩა, საფანტისთვის ადგილი აღარ იყო ვაზნაში რო ვკითხე ამდენ წამალს რატო უშვებითქო ასე მითხრა შორს მოკლავსო. ხოდა მე უთხაი თუ ჩემი ძამია ხარ არ ისროლო მაი გილზი და თუ მაინც ისვრი ახლოში ნუ დამიდგებითქო
რო ვკითხე ამდენ წამალს რატო უშვებითქო ასე მითხრა შორს მოკლავსო. ხოდა მე უთხაი თუ ჩემი ძამია ხარ არ ისროლო მაი გილზი და თუ მაინც ისვრი ახლოში ნუ დამიდგებითქო
მაი გურული ალბათ "სხვებში" გადის. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
giohunt1982, ტელეფონი არ მქონდა წაღებული თორე სურათს გადაუღებდი ვაზნას, თან იჟ 18 აქ მგონი ანუ ცალპირა იჟი აქვს კნოპკიანი 16 კალიბრი და რო ისვრის გეფიცებით ვაზნას ვერ იღებს და ლულაში ტყვიიდან ჩამოსხმულ სიმძიმეს აგდებს და მერე აჯანჯღარებს რო გამოაგდოს ნასროლი ვაზნა. არადა ვაზნის ამოსაღები იჟექტორი აქვს გაუსროლელ ვაზნას ჩვეულებრივად იღებს ამინდები რო გამოვა უნდა დაუტენო რამდენიმე ვაზნა და ვასვრიებ კარდონზე იქნება დავარწმუნო რო ჩემი 28 გრამიანი ვაზნა უფრო კარგ შედეგს აჩვენებს ვიდრე მისი
http://youtu.be/m13qhmaf1uo . ხანდახან მცირედით მეც ვაკლებ ვაზნას რამოდენიმე მილიმეტრს და ასეთ ხელსაწყის ვერ წავაწყდი. მაინტერესებს თქვენ თუ აკლებთ ზომას? 65 მმ მდე შეიძლება დაყვანა საჭიროებისამებრ. ისე მე დავზომე და 12/70 იანი ვაზნა ვერ ვნახე ყველა 12/69 მმ ია თვით ქარხნული ვაზნებიც
დამატებულია (20.01.2013, 22:31:42) --------------------------------------------- განსაკუთრებით კარგი იქნება დაბალ მუხტიანებისთვის იმიტომ რო როცა თავსახვევით უხვევ თავს პიჟებით მიწევდა აწევა საფანტის რაც არასახარბიელოა და ჯობია ისევ რამოდენიმე მილიმეტრი მოაკლო მაგრამ 65 მმ ნაკლები არუნდა ქნა ანუ მინიმუმ 65 ან მეტი. მასრა 69 მმია.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!