bichi2009, აი მაგ სტაფილოსფერის დანახვაც კი აღარ მინდა ისე ჯკ6 და ფედერალის ვაზნებზე კაი ჯერ არაფერი არის შემოტანილი, ერცეს რომ აქებენ კიდე, კაი რა აღარ მჯერა ზღაპრების მითუმეტეს მაგვუმის ქსელში რომ ყვებიან. ბაშიერისაც ზოგი აქებს ზოგი არა ,მე პირადად არ მქონია Shavi
bichi2009, მაღაზიაში რომ კარგი ვაზნები იყიდებოდეს სატენს კი აღარ ვიყიდიდი, თითქმის იგივე მიჯდება რაც მაღაზიის ფასი მაგრამ ის მაინც ვიცი რას ვტენი და როგორი იქნება, ერთ მაღაზიაში ისეც კი მითხრეს რომ იტალიური რომ აწერია არ არის იტალიუტი, ძნელი არც იყო მაგის მიხვედრა მაგრამ ისეც დაამატა რომ ჰუმანურად არის გატენილი რომ ნადირ ფრინველს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდესო დავიღალე ამათი ზღაპრების მოსმენით, ჯობია კარგი კრებული გამოსცენ და ბარემ მაგააც გაყიდიან Shavi
ორივეს მშვენიერად და გადასარევად ვიყენებ, ეგაა რომ ვაზნების ევროპული სტანდარტი სხვაა! ასე რომ თუ რუსული 5 ნომერი გინდა აიღე ევროპული 3-4 ნომერი და მისი ჯანი!!! ... სხვათა შორის ორივე დავშალე და შევამოწმე საფანტისა და დენთის წონაც წესრიგშია!!!! d.machavariani
gelka72, გეთანხმები კაი ქარხნული კაია მარა საქართველოში ვერცერთ ვაზნას ვერ შევეწყვე კი კარგი შედეგებიც მაქ მარა ევროპულთან რო შევადრე იმიტომ ვამბობ. არადა მეზარება აქედან რაიმეს წაღება ლამის ჯიბეც გაგიჩხრიკონ საზღვარზე. აქაური ბერეტტას ვაზნა მომეწონა მაგრად რაავი იმდენი სახეობაა რო ვერ ავარჩიე და მეც ნაცნობ სახელს წავაწყდი და ვეტეკე. არც შევმცდარვარ მაგარი იყო. არადა რა სიამოვნებაა დატენვა ჩალიჩი მარა ნორმალური საფანტი არ იშოვება რო კარგ შედეგზე იფიქრო. ქარხნულები მხოლოდ მსხვილი საფანტი იშოვება და ისიც 1 ნომერი რო გავზომე ელექტრო შტანგელით ზოგი 4.30 მმ ია ზოგი 4.07 მმ. ლულაში კიდდე ლიანდაგებს აგებს
გამარჯობათ, თქვენი დახმარება მჭირდება . მაქვს სანადირო თოფი ბენელი ცენტრო და მაინტერესებს რომელი ვაზნები არის მისთვის შესაბამისი და მაქსიმუმ რამდენ გრამიანი ვაზნები შეიძლება ვისროლო.?. დიდი მადლობა წინასწარ.
24-დან 56 გრამამდე უწერია ბენელი ცენტროს.(მაგნიუმის ლულები).თუ ახალია ჯერ ცოტა დიდი ზარიადებით დაამუშავე,და მერე როგორც შენ გინდა.ისე მაქსიმუმ 36-ზე მეტი არ დაგჭირდება საქართველოში.36-იც ბევრია
დამატებულია (21.12.2014, 15:17:31) --------------------------------------------- ყველას მოგესალმებით მე არ ვენდობი ნაყიდ ვაზნებს და ეს უკვე ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ ვაღიარებ ვარსკვლავური მოხვევის უპირატესობს, ვიდეოს დასაწყისში კარგად ჩანს თუ რა განსხვავებაა ორ ვაზნას შორის რომლებშიც მხოლოდ ღავის მოხვევაა განსხვავებული
გაუმარჯოს მონადირეებს მაქსამის ვაზნებია კალიბრში გასაყიდი და მაგაზე სერიოზული ვაზნა იშვიათად რომ ნახოთ.მაქსამი არის უმაღლესი გამა კლასის ვაზნა რომელიც შეიქმნა ესპანური კლუბის მიერ სამეფო ნადირობისთვის ძალიან სწრაფი და მჭრელი ვაზნებია ანუ სისზლიანი ფრინველი არ ვარდება როგორც სხვა ვაზნების დროს საფანტი გვიან ცივდება მოკლედ არ გავაგრძელებ მაგარია v shavisvili
ამ ზაფხულში სახლში ვტენე ვაზნები მწყერისთვის მეწყერზე ივარგა დანარჩენისთვის რა მოგახსენოთ წამალი რასაც ყიდიან საქართველოში არაფრად არ ვარგა იმ დოზით დავტენე რაც უწერია ფრინველი თითქმის ცოცხალი ვარდებოდა და სისხლით შეღებილი მოუმატე დოზას და მწყერი გააფუჭა მერე შევადარე ძველი სოკოლი მქონდა სახლში და სულ სხვა შედეგი მივიღე მოკლედ საქართველოში წამალი არ იყიდება ნორმალური v shavisvili
vladi, ვერ ვიტყვი რომ ჩვენთან საუკეთ სო დენთი იყიდება მაგრამ იტალიურსაც და ესპანურსაც წარმატებით ვიყენებ 24 დან 36 გრამამდე და თუ მოხვდა 80% მეორე მხარეს გამოვიდა საფანტი
baqari3501, კი მეგობარო გაჭირვების დროს მაგ წამალიტაც ინადირებს კაცი თუმცა დიდ შეღავათს არ გაგიკეთებს ანუ 100 ვაზნა რომ დატენო სახლში ამ ფულით 80-85 ნორმალური ფაბრიკული ვაზნის შეძენა შეიძლება ,მაგრამ მე ის 80ვაზნა მირჩევნია იმიტომ რომ ნადირობის შედეგი უფრო მაინტერესებს ვიდრე ვაზნების რაოდენობა ისედაც თითო ოროლა ფრინველს წავაწყდები და იმის იმედი უნდა მქონდეს რომ ვაზნა თავისას გააკეთებს. მეორე მხარეს რომ გაიტანა საფანტი ეს იმას არ ნიშნავს რომ ვაზნა სწრაფია პირველადი აჩქარება შეესაბამება ნორმას ან აფეთქების ძალა იგივეა რაც უნდა იყოს ,შეიძლება მეორე მხარეს გაითანოს მაგრამ ცივი საფანტი მოხდეს ამად კი დიდი მნიშვნელობა აქ ,ანუ წამალი მე არ მომეწონა აქაური, დოზებიც შეურჩიე მაგრამ იგივე შედეგი მივიღე v shavisvili
მეგობრებო 28 გამიან 9-10 ნომერთან დაკავშირებით მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, იმ დღეს ვტესტავდისავით ოზკურსანის და რც-ს ვაზნებს პოლუავტომატით(ინერციული). დასკვნა: არ შეიძინოთ ოზკურსანის თურქული ვაზნები 25 დან არცერთმა არ გადატენა ზოგს საერთოდაც არ აგდებდა და სავაზნეში ტოვებდა, ხოლო რაც შეეხება რც-ს 28 გრამიანს არის შესანიშნავი. სხვათაშორის რც-ს ვაზნებით მწყერის სეზონზე მქონდა შესანიშნავი შედეგი დაახლოვებით 40 მდე მწყერი იმსხვერპლა.
მაინტერესებს ვის ქონია შეხება ბორნაჩის და როტტვეილის ვაზნებთან.ამართლებს?მაინთერესებს + და -
დამატებულია (28.10.2015, 20:40:02) --------------------------------------------- ეს ზუბერი მაგარი ნაგავი ვაზნაა,რა ჯანდაბამ მაყიდია ამის დედაც.9 ნომერი ვიყიდე და 7 მომერი ყრია,ისიც ცოტა.ამას ვინ ჩივის ლულა გამიშავა ისე 2 საათია ვწმინდავ ზეთი ჰოპეს9 ნომერით და ძლივს ამოვიყვანე ნაგარი.4 ცალი ვისროლე საშინელი შედეგი.მაგის გამსროლი აღარავარ.ნაღდი ნაგავია და თქვენც გირჩევთ არ შეცდეთ.20 ლარი ტყუილად გადავყარე ბლიად
ლაშა80, ეგ ისედაც ვიცოდით მასე რომაა, მე ყოველთვის ვიძახი რომ ზუბერი არ ვარგა, არც ბუგატი და არც მასეთი ფირმები, თურქულებიდან ლულას სუფთად მარტო სტერლინგი ინახავს, გამოცადეთ თუ არ გჯერათ ჩემი საერთოდ არ ტოვებს ნაგარს. ბორნაჩი კაია არაუშავს და როტვეილი მე ჯერ არ გამომიცდია ამ დღეებში გამოვცდი ისე N4 ში საფანტი არ ვარგოდა... HOLLAND & HOLLAND
ქარხნულ ვაზნებში რომელიც ჩვენთან შემოდის მეტ-ნაკლებათ რიოს არაუშავს ჩემი აზრიტ, დანარჩენი ვერცერტი ვიხმარე, ამას წინატ ბუგატის ფირმის ბატს ალბატ 30 მეტრში:0000 ვესროლე მოხვდა და წავიდა
23 თეთრის მარტო საფანტი უნდა , 8 ლარი რომ ვიანგარიშოთ 1 კგ საფანტი - 28 გრამიანი ვაზნების შემთხვევაში, + კაფსულა, + დენთი
დამატებულია (27.06.2016, 17:12:03) --------------------------------------------- კომპონენტებს შორის ყველაზე იაფი საფანტი ღირდა, ახლა პირიქით გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
levanioo1, ბოლოდ რომ დავითვალე 24 გრამიანი ვაზნა 37 თეთრი ჯდებოდა თან საფანტს თუ 4 ლარს ვიანგარიშებთ კილოგრამს (2 ლარად ტყვიას ვყიდულობდი და 2 ლარად ხდიდნენ)
დამატებულია (28.06.2016, 12:15:02) --------------------------------------------- ეს დღევანდელი ფასებით, ანუ მე სადაც ვიყიდე ამ სეზონისთვის 24 გრამიან ვაზნაზე... რომელიც ჰუგლუს შემთხვევასი ძალიან კარგად მუშაობდა აი წელს ატაზე ალბათ 26 ან 28 დავამზადებ
დამატებულია (28.06.2016, 12:17:56) --------------------------------------------- მოკლედ ფასებს ნუ გამოეკიდებით იმიტომ რომ როცა დაახლოებით 400-500 ვაზნის შემთხვევაში ვყიდულობ ჟივილო 7 თეთრი და დენთი ესპანური 8.5 ლარზე ნაკლებიც ჯდება ასევე საფანტი კუსტარული 6 ლარი ღირს ოზურგეთში ყველაზე ძვირი
დამატებულია (28.06.2016, 12:19:38) --------------------------------------------- ვისაც ექსელის ესეთი მარტივი ცხრილის გაკეთება არ გეხერხებათ შემიძლია გამოგიგზავნოთ ფოსტაზე
ოზურგეთში კარგ საფანტს აკეთებდნენ, თბილისშიც იგივე ჯდებოდა ტყვია+2 ლარი 1კგ, ან 5-6 ლარი მზა საფანტი, მაგრამ ვერ იყო ისეთი რა "პადრანკების" ძებნამ და თოფის წმენდამ დამღალა, ამიტომ გადავედი შემოტანილ საფანტზე შარშან 8 ლარი ღირდა, წელს უკვე 10 გახდა , მაგრამ მემგონი არ ღირს ამაზე თეთრების დაზოგვა. მთავარია ხარისხი გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
კიდევ ერთხელ ვამბობ გამორიცხულიაა სახლში დატენილმა ვაზნამ აჯობოს ქარხნულ ხარისხიან ვაზნას , სახლში დატენილი აჯობებს ბუგატებს და ზუბრებს, რაც შეეხება სიიაფე სახლში დატენილი ვაზნები უფრო ძვირი გამოდის ვიდრე ქარხნული,100 ვაზნა რო დატენო სიტყვაზე მოდით დავითვალოთ აბა, 30 გრამანია ვაზნები რო შეავდაროთ,, 3 კილო საფანტი მინიმუმ 18 ლარი, ცარიელი ვაზნები 30 ლარი, კონტეინერი ან ქეჩა 5 ლარი , ქაღალდის პიჟები 5 ლარი, დენთი 200 გრ 14 ლარი, ჯამი გამოვიდა 72 ლარი, 70 ლარად 100 ცალი თრასთის ვაზნა მომივა რომელსაც სახლში დატენილი ვერ აჯობებს ამიტომ ამდენ წვალებას სჯობს გამზადებული ვიყიდო
stoeger1 თუ გამოცდილი მონადირე ხარისხიანი კომპონენტებით დატენის ვაზნას ყველა ვარიანტში აჯობებს ნაყიდს, გინდა გლუვლულიანისთვის გინდა კუთხვილისთვის, მსოფლიოში აღიარებულია და პრაქტიკაში დანერგილია ე.წ. "რელოუდინგი" , ამის დასტურია უამრავი სახეობის კომპონენტები და ხელსაწყოები, რომლებიც იყიდება ფასზე გეთანხმები - შეიძლება უფრო ძვირი დაჯდეს, მაგრამ ხარისხის გამო გიღირდეს. წვალებას რაც შეეხება - ნადირობაზე ნაკლებად სასიამოვნო არაფრით არ არის ვაზნების დატენვა (ჩემი სუბიექტური აზრია)
დამატებულია (29.06.2016, 11:10:41) --------------------------------------------- პ.ს. თემის სათაურს სრულად რომ ვუპასუხოთ - მე ნაკლებად ვენდობი ნაყიდ ვაზნებს
გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
რაც შეეხება სიიაფე სახლში დატენილი ვაზნები უფრო ძვირი გამოდის ვიდრე ქარხნული,
ვერ დაგეთანხმები, საფანტს მე თვითონ ვასხავ წყალში, ყველას მოსწონს კილო მაქსიმუმ 2ლარი დამიჯდეს, ვაზნა მეორადი, თოფის წამალი 17ლ 200გრ, ჟეველო 7თ, დისპერსანტი 7თ. სულ ვაზნა მაქსიმუმ 30თეთრი, ლეე ლოადით ვტენი და სტოგერიც ნორმალურად ისვრის. და რაც მთავარია პროცესია სასიამოვნო!!!!!!!!
misha59, შენს შემთხვევაში იაფი გიჯდება მარა ვისაც არ აქვს მეორადი ვაზნა, საფანტის გამოსახდელი დასატენი მოწყობილობა და სხვა. მათ უჯდებათ ძვირი. Born to hunt
სახლში დატენილი ვაზნა (როცა ყველა შემადგენელ კომპონენტს ვყიდულობთ) თითქმის იგივე ჯდება რაც იაფფასიანი ქარხნული, სამაგიეროდ ვიცით რა არი შიგნი და გაცილებით საიმედო და შედეგიანია (თუ კარგად ვმუხტავთ და დოზები მორგებული გვაქვს საკუთარ თოფზე). ამ თემის კითხვიდან გამომდინარე - ნაყიდებიდან ვენდობი მხოლოდ ცნობილი ბრენდების კარგი ხარისხის ქარხნულ ვაზნებს, თუმცა ფინანსური მიზეზების გამო იაფფასიან ვაზნებსაც ხშირად ვხმარობ.
სახლში დამზადებული ვაზნის ერთერთი უპირატესობა, საკუთარ თოფთან ვაზნის მორგების შესაძლებლობა. როგორც დენთის ისე საფანტის და პიჟ კონტეინერის ვაზნის დამზადების სიამოვნებას რაც შეეხება ზოგს ეზარება ან არ ეხერხებავ(როგორც მე სასვენი ნიშნების გამოყენება) და მარტივი გამოსავალი მზა პროდუქტის ყიდვაა, რომელსაც გასროლის შემდეგ მოაბნევს მინდორში იმ იმედით რომ მაინც არ სჭირდება მისი მეორედ გადატენვა. მე კიდე საგულდაგულოდ ვეძებ ჩემი იჟექტორის ამოსროლი ვაზნას ხშირ ბალახში ამით გარემოს არ ვაბინძურებ და სიმოვნებასაც ვღებულობ ვაზნების სახლში დამზადებით.
ნახმარი ვაზნა უფასოდ, პიჟები უფასოდ, საფანტს ჯერ ვშოულობ უფასოდ და საკუთარი დამზადებული ვაზნა მიჯდება ფისტონი 10თ + თ.წამალი 15თ ანუ 25თ საშუალოდ. თან მწყერზე და ბეკასზე საკუთარი დატენილი ვაზნებით ბევრად უკეთ ვნადირობ.
საანტის ჩამოსასხმელი რო მქონდეს და ლი ლოუდერი და ცარიელი ვაზნებიი ეგრე იასნა იაფი დაჯდებაა მარა მე ვიძახი ეგ ყველაფერი რო იყიდო და გააკეთო ძვირიც ჯდება და ვერც ჯობნის ქარხნულს,
stoeger1, ქარხნული კარგებიც არის და ცუდებიც, ცუდ ქარხნულს ხელით დამუხტული ბევრად ჯობნის, რათქმაუნდა თუ ნორმალურად დამუხტავ და ქარხნულზე ძვირიც არ ჯდება, მასრებიც რომ იყიდო მაინც. ლიილოუდერის სატენი სიიაფესთან არაფერშუაშია.
ეხლა უნდა ვცადო 24 გრამიანი ვაზნები მწყრისთვის ,თუ ცილინდრმა ძაან გამიფანტაა 0.5 და 1.0 ანუ პოლუჩოკს და ჩოკზე ვცდიი , ადრე ოპტიმათი ყველაზე მაგარ ფარდას 24 გრამიანი ვაზნაა მიკეთებდა, იმედია იქნება თბილისის მასშტაბით 24 გრამიანი 10 ნომერი ოღონდ ხარისხიანი, ისე თრასთები კი ამქვს ქარავანში მარა 9 ნომრებია და 9 ნომერი მწყერზე მემგონი ზედმეტიაა
stoeger1, 10 ნომერ 24 გრამიან მზა ვაზნას ვერ იყიდი. აი 9,5 შეიძლება და თან 24 გრამიანი მზა ვაზნა ყველა კონტეინერითაა და გათვლილია თეფშზე სასროლად ამიტომაც მირჩევნია სახლში დავამზადო 24 გრამი უკონტეინერო 10 ნომერი
stoeger1 თუ გამოცდილი მონადირე ხარისხიანი კომპონენტებით დატენის ვაზნას ყველა ვარიანტში აჯობებს ნაყიდს, გინდა გლუვლულიანისთვის გინდა კუთხვილისთვის, მსოფლიოში აღიარებულია და პრაქტიკაში დანერგილია ე.წ. "რელოუდინგი" , ამის დასტურია უამრავი სახეობის კომპონენტები და ხელსაწყოები, რომლებიც იყიდება ფასზე გეთანხმები - შეიძლება უფრო ძვირი დაჯდეს, მაგრამ ხარისხის გამო გიღირდეს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!