ცივი იარაღების მოვლა, ლესვა და პრაქტიკული რჩევები.
| |
VAXO-HUNTER | დრო: ხუთშაბათი, 12.05.2016, 12:12:19 | შეტყობინება # 51 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| საკისარი კარგია, მქონდა. ქლიბს და რესორს ჯობია, ქლიბის ფუნქცია კი არის ჭრა, მაგრამ დანით ისეთი რა უნდა გაჭრა რომ ქლიბისგან დამზადებულმა დანამ სხვებს აჯობოს? მარილივით იფშვნება დავარდნის ან გადაღუნვის შემთხვევაში, მე არ გირჩევ ქლიბს ქლიბს ისევ დიდი ხერხი ჯობია (პილა-რამა) დამატებულია (12.05.2016, 12:12:19) --------------------------------------------- კოროზირდება - ასეთი ტერმინი არ არსებობს. მარტივად - იჟანგება
გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
|
|
| |
monomaxi | დრო: ხუთშაბათი, 12.05.2016, 15:54:49 | შეტყობინება # 52 |
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| VAXO-HUNTER, კოროზია — მეტალების თვითნებური განადგურება გარემოსთან ქიმიური ან ფიზიკურ–ქიმიური ურთიერთქმედების შედეგად. კოროზია ნებისმიერი მატერიალის განადგურებაა, იქნება ეს მეტალი თუ კერამიკა, ხე თუ პოლიმერი (მაღალმოლეკულური ნაერთი). კოროზიის მიზეზია კონსტრუქციული მატერიალების თერმოდინამიკური არასტაბილურობა მათთან კონტაქტირებად გარემოში მდებარე ნივთიერებებთან. მაგალითდ წყალში რკინის ჟანგბადოვანი კოროზია:
სწორედ რკინის ჰიდროქსიდია (Fe(OН)3) ის რასაც ჟანგი ეწოდება. ყოველდღიურ ცხოვრებაში, რკინის შენადნობებისთვის უფრო ხშირად იყენებენ ტერმინს "ჟანგვა". ნაკლებად ცნობილია პოლიმერეების კოროზიის შემთხვევები. მათ მიმართა არსებობს ცნება "დაძველება ", რომელიც მეტალებისთვის ტერმინ კოროზიის ანალოგიურია. მაგალითად, რეზინის დაძველება ჰაერში ჟანგბადთან ურტიერთქმედების გამო, ან ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების გამო ზოგიერთი პლასტმასის განადგურება და ბიოლოგიური კოროზია. კოროზიის, ისევე როგორც ნებისმიერი ქიმიური რეაქციის სიჩქარე დიდად არის დამოკიდებული ტემპერატურაზე. 100 გრადუსით ტემპერატურის გაზრდამ შეიძლება რამდენიმეჯერ გაზარდოს კოროზიის სიჩქარე.
კოროზიული პროცესები განსხვავდებიან იმ გარემოთა ფართო გავრცელებით და სხვადასხვაგვარობით, რომლებშიც ისინი მიმდინარეობენ. მაგალითდ იმ აგრესიულ გარემოთა ტიპების მიხედვით, რომლებბშიც კოროზია მიმდინარეობს, კოროზია შესაძლო შემდეგნაირი ტიპების იყოს: •გაზობრივი კოროზია. •ატმოსფერული კოროზია. •კოროზია არაელექტროლიტებში. •კოროზია ელექტროლიტებში. •მიწისქვეშა კოროზია. •ბიოკოროზია. •კოროზია მოხეტიალე ძაბვათა ზემოქმედების გამო. ექსპლუატაციის პირობათა გამკაცრებასთან ერთად (ტემპერატურის მომატება, მექანიკური წნევები, გარემოს აგრესიულობა და სხვა) არამეტალურ მატერიალებზეც მოქმედებს გარემო, რის გამოც დაიწყო ტერმინ „კოროზიის“ ამ მატერიალებთან მიმართებაში გამოყენება, მაგალითად „ბეტონების და რკინაბეტონების კოროზია“, „პლასტმასებისა და რეზინის კოროზია“. ამ დროს იგულისხმება გარემოსთნ ქიმიური ან ფიზიკურ–ქიმიური ზემოქმედების შედეგად მათი განადგურება და ექსპლუატაციური თვისებების დაკარგვა. მაგრამ უნდა დავძინოთ რომ მეტალებისა და არამეტალებისთვის მექანიზმები და პროცესთა კინეტიკა სხვადასხვანი იქნებიან.
მეტალთა კოროზია არის მეტალთა განადგურება კოროზიულ გარემოსთან ქიმიური ან ელექტროქიმიური ზემოქმედების გამო. კოროზიის პროცესისთვის უნდა გამოვიყენოთ ტერმინი „კოროზიული პროცესი“, ხოლო პროცესის რეზულტატისთვის – „კოროზიული განადგურება“. გალვანური აირების წარმოქმნა სარგებლით გამოიყენება ბატარეებისა და აკუმულატორების შესაქმნელად. მეორე მხრივ, ასეთი აირის წარმოქმნა იწვევს არასახეირო პროცესს, რომლის მსხვერპლიც ხდება მეტალთა მთელი რიგი, – კოროზიას. კოროზიასთან გულისხმობენ ზედაპირზე , მეტალური მატერიალის ელექტროქიმიურ ან ქიმიურ განადგურებას. ყველაზე ხშირად კოროზიის დროს მეტალის იონების წარმოქმნასთან ერთად მეტალი მჟავდება, იონები კი მომდევნო გარდაქმნების შედეგად იძლევიან კოროზიის სხვადასხვა პროდუქტს. კოროზია შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც ქიმიური ისე ელექტროქიმიური პროცესით. შესაბამისად განასხვავებენ მეტალთა ქიმიურ და ელექტროქიმიურ კოროზიას.
|
|
| |
chale88 | დრო: ხუთშაბათი, 12.05.2016, 16:04:47 | შეტყობინება # 53 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| VAXO-HUNTER, მადლობა მეგობარო გამოხმაურებისთვის. monomaxi, იგივე სტილის დანაა როგორიც შენია ნორმალური სურათი კი ვერ ავტვირთე მოკლედ რა.
ბ.თოთაძე
|
|
| |
VAXO-HUNTER | დრო: ხუთშაბათი, 12.05.2016, 16:55:23 | შეტყობინება # 54 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| monomaxi განათლებით მეტალურგი ვარ "კოროზირდება" არ არის გამართული ქართული თორემ კოროზია რას ნიშნავს ეგ ვიცით
დამატებულია (12.05.2016, 16:43:01) --------------------------------------------- მეტალთა - ლითონთა :167:
დამატებულია (12.05.2016, 16:43:28) --------------------------------------------- რეზულტატისთვის - შედეგისთვის
დამატებულია (12.05.2016, 16:44:01) --------------------------------------------- მატერიალებზეც - მასალებზეც
დამატებულია (12.05.2016, 16:47:55) --------------------------------------------- chale88 - გაიხარე, იმედია გამოგადგება :gimili:
დამატებულია (12.05.2016, 16:53:52) --------------------------------------------- თვითნებური განადგურება - თვითნებურად არა,თავისთავად. უფრო ზუსტად გარემოს გავლენით :166: განადგურება არა - გარდაქმნა (ეს ჩვენა არ გვჭირდება დაჟანგული ლითონი და განადგურებალ მივიჩნევთ) :23:
დამატებულია (12.05.2016, 16:55:23) --------------------------------------------- თემას გადავუხვიეთ, თან მაგრად და სანამ ადმინმა მართლწერის თემა გახსნა გავჩერდები
გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
შეტყობინება დაამუშავა VAXO-HUNTER - ხუთშაბათი, 12.05.2016, 17:00:14 |
|
| |
monomaxi | დრო: ხუთშაბათი, 12.05.2016, 22:26:12 | შეტყობინება # 55 |
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| VAXO-HUNTER, ეს პოსტი მე არ დამიწერია უბრალოდ დავაკოპირე . ქიმიასთან მეც მაქ შეხემა და მშვენივრად მესმის რას წარმოადგენს კოროზია და ჟანგვა.უნდა დამეწერა ალბათ კოროზიას განიცდის მაგრამ ჩემთვის მთავარი ის არის, რომ აზრი რისი თქმაც მინდოდა ადრესატისთვის გასაგები ყოფილიყო ახლა კი ბოდიშს მოვიხდი და ვთხოვ მოდერატორს გაასუფთავოს თემა დამატებულია (12.05.2016, 22:26:12) --------------------------------------------- chale88, ხო ანალოგიური პირი აქვს როგორც ჩემსას იმ ფოტოში კარგად ჩანდა. რამე წარწერა არ აქვს?
|
|
| |
chale88 | დრო: პარასკევი, 13.05.2016, 00:54:46 | შეტყობინება # 56 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| monomaxi, როგორც შენ დანას აწერია ციფრები ზუსტად მასე აწერია ამასაც. ესეც დანარჩენი დანები ამათ გარდა კიდევ მაქვს სხვა დანებიც მაგრამ დამეზარა სურათის გადაღება [img][/img]
ბ.თოთაძე
შეტყობინება დაამუშავა chale88 - პარასკევი, 13.05.2016, 11:37:12 |
|
| |
VAXO-HUNTER | დრო: პარასკევი, 13.05.2016, 11:01:35 | შეტყობინება # 57 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| monomaxi ჭკუის სასწავლებლად და მითუმეტეს საწყენად არც მე დამიწერია. ტექნიკური თარგმანია და ძალიან ცუდი ნათარგმნია. როგორც ბუნებაზე შეგვტკივა გული და ვუფრთხილდებით ისე უნდა მოვუფრთხილდეთ მშობლიუ ენას ააუ რაღაც ძალიან დავბრძენდი .... მემგონი ვბერდები
გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
|
|
| |
monomaxi | დრო: პარასკევი, 13.05.2016, 22:08:44 | შეტყობინება # 58 |
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| VAXO-HUNTER, მივესალმები მეგობარო შენ საქციელს ,ყველა ეგრე უნდა იქცეოდეს , მაგრამ ახლა ისეთი ახალგაზრდობა მოდის ქათულის დამახინჯებას თავი დაანებე ენასაც ივიწყებენ მგონი
|
|
| |
VAXO-HUNTER | დრო: შაბათი, 14.05.2016, 11:45:54 | შეტყობინება # 59 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| monomaxi ნუ გამაწითლებ, განსაკუთრებული არაფერი... ვერც მე ვერ ვსაუბრობ სუფთა, ლიტერატურული ქართულით. ბოდიში გადახვევისთვის
გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
|
|
| |
ფორუმის სტატისტიკა |
განახლებული თემები |
პოპულარული თემები |
ფორუმში აქტიურები |
ბოლოს დარეგისტრირდნენ |
|
|
|
|
|