fshavelo, იმ ვიდეოს წინა სიტყვაობა გავუკეთე და იმედია არ მიწყინე მეგობარო smekosmeko, არავინ არაფერს გიმტკიცებს მეგობარო შენ. უბრალოდ ხომ უნდა იკითხო რა და როგორ??? თვალ დახუჭული ხომ ვერ იყიდი ვერაფერს თუნდაც 1 ლარი ღირდეს. მე მაგალითად მაგ დანის პოპულარობის მიუხედავად სხვას ვამჯობინებდი ზოგს პირიქით გერბერი ურჩევნია ყველას და ა.შ შენმა მეგობარმა, რომელმაც ეს მაღაზია დახურა მხოლოდ ამ ფირმის დანები აქვს??? თუ არის სხვა არჩევანიც??? მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
avtandil, მითხარი მოდელები რომელიც გაიტერესებს და დავეკითხები არაა პრობლემა :) მე ეგ იმიტო წამოვიღე რომ უფრო მოთხოვნადია და ასე თუ ისე იცნობს ამ დანას ხალხი :)
smekosmeko, მე უფრო მომწონს, ქარქაშიანები სადა და ხარისხიანი, რომ იყოს ფასიც შესაბამისი. დაახლოვებით მთლიანობაში 24 სმ რომ იყოს მაქსიმუმ. ბაზრობაზე ქონდა თუ როგორ??? მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
avtandil, ერთი მართლა კარგი დანა აქვს მაგრამ ძვირია ცოტა, ზუსტი ზომა არ ვიცი, 24 სმ-ზე მეტი თუარა ნაკლები არამგონი იყოს, არც დასაკეცია. აი ის გერბერის ცეცხლს რომ ანთებს და ა.შ. ქუთასში ქონდა მაღაზია (საკმაოდ დიდი) არ ქონდა გაყიდვები რადგან კარგი ტავარი არავის უნდა ძვირია. (ნუ მერე ჯარიმაც მიარტყეს და ეს იყო უფრო დახურვის მიზეზი.)ქარქაშიანი ანუ მყარი ჩასადებით ხო? ძვირიანი პატარა დანებიც იყო ძალიან ხარისხიანები. თუ რამე ფოტოს დავდებ აქ და გადახედე :)
avtandil, იმისთვის გადავიღე რომ ხალხმა ნახოს, რა არის მანდ საწყენი საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
ASLANBEI, Muela-კარგი ფირმაა. ეგ მოდელი, ალბათ იქნება სასაჩუქრე ვარიანტი(ან ჰენდმეიდი), თან გრავირებაც აქვს, ეგეც ზრდის ფასს. მაგ ფირმის ერთერთი მოდელი მეც მაქვს და კმაყოფილი ვარ. თუმცა ეგ მოდელი, ლინკი რომ დადე არ მომწონს. დიდი და მძიმე დანაა. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
xanjala, გაუმარჯოს მეგობარო სად ხარ დაკარგული, რომ აღარ ჩანხარ საიტზე??? რა მაინტერესებს საბჭოთა დროინდელი რესორი მაქვს სახლში დაახლოვებით 170 სმ იქნება და სისქეც რამოდენიმე მილიმეტრი საკმაოდ სქელი ნაჯახის პირზე ბევრად და რამდენად გამოდგება დანის გასაკეთებლად??? როგორც მცოდნე კაცი მიპასუხე:) თუ არ შეწუხდები??? მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
მჯედელზეა დამოკიდებული რას გამოიყვანს მანდედან. ისე ეგ მასალა დანისთვის იდეალური არ არის. ნაჯახის პირად კი ნამდვილად იდიალური იქნება
დამატებულია (08.05.2013, 12:37:25) --------------------------------------------- ვერ ვხვდები ამ დანაში რატომ უნდა გადაიხადო 1670 ლარი და საქართველოში დამზადებულ ხელნაკეთ ექსკლუზივში 200$ დაგენანოს? http://caravani.ge/danebi_post.php?id=223
გაიხარე მადლობა. აბა უფრო ხშირად რომელი მასალაა კარგი??? ახლობელი შემპირდა გაგიკეთებო გავატანე და აღარც ახლობელი ჩანს აღარც რესორი და აღარც დაპირებული დანა:))) 22 დან 24 სანტიმეტრამდე რომ იყოს მთლიანი სიგრძე დანის (სატყავებელი) რა დამიჯდება? ან მაგ ზომის ხოა შესაძლებელი?? მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
ჩემს ნაჭედ დანებს 15 სანტიმეტრამდე პირით და ტყავის ქარქაშით 150$. ნებისმიერი ფორმის და დიზაინის. ხარისხის გარანტიით. ფოლადის ხარისხით არ ჩამოუარდება თუ არ ჯობია უცხოურ ბრენდებს
აი ეგეთია. ფასი 16 ლარიო. ნუ გასაგებია რომ ორიგინალი არაა, მაგრამ ზის ძალიან მყარად, თუ რამე განახებთ ყიდვამდე შთაბეჭდილების შესაქმნელად. არანერი შატკა ან რაიმე მსგავსი, ჩემი აზრით ორიგინალი თუ 10 წელს ძლებს ეგ 8-ს უეჭველი გაძლებს.
სრული ზომა: 20.8 sm პირის ზომა: 8 sm სისქე: 3sm დაფარვა: ტიტანი მასალა: 440C სიმტკიცე: 57HRC შემადგენლობა: რკინა + ხე წონა 180 გ.
fshavelo ესენი ყველა ჩემი ნაჭედია. მე მხოლოდ ჩემს მიერ ნაჭედ მასალას ვიყენებ. avtandil ზომა ნებისმიერი გაკეთდება. მე მხოლოდ ფასი დავაკონკრეტე. 15სანტიმეტრამდე პირის სიგრძით, მოუხატავი (სადა), და თავისი ქარქაშით 150$. დანარჩენი გემოვნების საკითხია. ეგ დანა 450$-ად გაიყიდა.
არ არის სწორი შეხედულება. ბულატი და დამასკი ხელოვნების ნიმუშებია. რაც შეეხება მაგარ ფოლადს, თუ სახმარ დანას გულისხმობთ მაშინ მისი დანიშნულებიდან გამომდინარეობს ფოლადი. ისეთი ფოლადი არ არსებობს და არც არასოდეს იარსებებს ყველა დანისთვის იდიალური იყოს
giohunt1982, ხო ეს ფიქსია და ის დასაკეცი ის უფრო ჯიბის დანაა მარა სანადიროტ გამოდგება თუ სამხედროებს ადგება უბრალოთ გატყავებს ვერ დაიწყებ მაგით თორე ისე სასურველია ძააან Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
tarxana, ხო, რათქმაუნდა დასაკეცი დანებიც, მშვენიერია, თან საპიდერკო ხომ საერთოდ მაგარია, უბრალოდ ეგეთი დანები ყოველდღიურად, ჯიბისთვის არ კარგი. სანადირო დანა კი უნდა იყოს მრავალფუნქციური. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
giohunt1982, მე მაინც მაგ სანადირო დანით პომიდვრის და ყველსი მეტი არაფერი დამიჭრია )) და სურსათ სანოვაგეს ონტარიოც და სპაიდერკო არანაკლებად დაჭრის )) Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
მაჩუქეს ქარქაშიანი სანადირო დანა, აწერია maserin. italy. 440s.steel. რა შეგიძლიათ მითხრათ მასზე? მე დანებში ვერ ვერკვევი, გადატეხილი პურისსაჭრელი დანა მიდევს ხოლმე ჩანთაში, როცა სანადიროდ დავდივარ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!