fshavelo, კარგია მართლაც მაგაზე მეტად არ მოუწევს პრაქტიკაში დანას დატანჯვა, გაგიძლებს და იმუშავებს. სახმალაოდ ხომ არ გინდა ბოლოსდაბოლოს. კარგია, რომ ჩამოგივა სურათი დადე :166:. jaxi,მთელი კომპლექტი გქონია მომეწონა. დაბლიდან პირველი მეც მაქ. წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
zrichila, ხო რა, მეც მაგ პრინციპიდან ამოვედი, მაგაზე მეტი რა უნდა მოვთხოვო, მართლა ამაზონის ჯუნგლებში ხომ არ დავიკარგები აუცილებლად დავდებ სურათს და ზაფხულში ასეთ დღეში ჩავაგდებ მეც....გამიჩნდა დატესტვის მუღამი,,,თუ გატყდა და 60$ ის დედაც ვატირე, გვეხცოდინება რომ არ უნდავიყიდოთ და ეგ იქნება საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
zrichila, აი ჩემი მოკრძალებული, მაგრამ მაინც "კოლექცია". სულ ბოლო უბრალო დანაა, ძეხვის საჭრელად ვიყენებ ხოლმე ტყეში, სხვას ვერ ქაჩავს ვერაფერს...ხო დაა ის ხიშტ-დანა სმასკაშია, არაფერი სჭირს.
fshavelo, მიხარია, კარგია რომ მიიღე დანა გილოცავ შენაძენს. ჩათვალე რომ სანადირო ცივი იარაღები გაქვს. ერთი რამ ორიგინალი მაინც რომ იდოს მანდ უფრო გაგიმდიდრებდა, დაგეხმარები გავაკეთოთ წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
zrichila, მადლობა დიდი მაგრამ ორიგინალში რას გულისხმობ ვერ მივხვდი, გერბერიც ორიგინალია და ის ხიშტ-დანაც საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
ვინემთუ იცით ქართული დანები რომლებსაც ბულატისგან და ШX15-ისგან ჭედავენ როგორია ხმარებაში
გავარკვიე შხ15 რა არის. შარიკოპოდშიპნიკოვაიას ეძახიან და შეიცავს 1,5% ქრომს მისგან მზადდება სასაკისრე ბურთულები, გამოირჩევა მაღალი სისალით და არც ადვილად იმსხვრევა. ერთი პრობლემაა, სად უნდა იშოვო იმხელა საკისარი (პაჩემნიკი) რომ მისი ბურთულისაგან (შარიკი) დანა გამოიჭედოს. თეორიულად შესაძლებელია რამოდენიმე ბურთულის გაბრტყელების შემდეგ ერთმანეთზე დალაგებით და შიგ უბრალო რკინის ჩამატებით გამოიჭედოს კარგი დანა მაგრამ ამას ყველა მჭედელი ვერ გააკეთებს კაი გამოცდილება უნდა ქონდეს კაცს რომ შხ15 დაამუშაოს და იგივე თვისება შეინარჩუნოს, მე ჭკუაში დამიჯდა ამ მასალით დანის გაკეთება და აუცილებლად ვცდი წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
zrichila, აკეთებენ მაგ მასალით ქართველი მჭერლები, დიდი კახა ზარნაძის შეგირდები, აწ უკვე ოსტატები და საკმაოდ მიმზიდველ და გამძლე დანებსაც უბრალოდ ფასი აქვს ცოტა მაღალი, 250 მარადმწვანე საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
jaxi, შესანიშნავია მაგრამ თითოეულის წარმომავლობას ან ხელით დამზადებულების ფოლადის მარკებს თუ დაწერ მეგობარო კარგი იქნება საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
fshavelo, ხელით დამზადებული 2 მაქ.ერთი არჩვის რკით როა და მეორე სულ ზევით კაკლის გულით დამზადებული სატყავებლად ვიყენებ..რაც შეხება ფოლადს მე მკონდა დზველი ხერხის მასალა და მაგისგან დავამზადებინე.. მარკა ნაგდად არ ვიცი დზმაო... kavtaradze
jaxi, კარგი კოლექციაა ნამდვილად. ეგ ტაპორიც ხელით დამზადებულს გავს და იგივე მასალა რაც კაკლისკარიანი და არჩვისრქისტარიანი. და რომელი ხერხის არის? წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
მოგესალმებით ფორუმელებო, მე აქ ჯერ მარტო ENUQICHI გავიცანი, ჩემი ქალაქელი, კარგი კაცი :) ნელ-ნელა ყველას გაგიცნობთ იმედია მონადირე არ ვარ, არც თოფი მაქვს, თუმცა ვაპირებ თოფის ყიდვას და მინდა დავიწყო, შევისწავლო ყველაფერი ნადირობის შესახებ თქვენი წყალობით თოფის ყიდვას არ ვჩქარობ, მინდა რჩევები გავითვალისწინო და მერე ვიყიდო თოფიც :)))) ეხლა კი დავდებ ჩემს დანებსაც ;)
ვერ ვდებ ჯერ სურათებს და თუგავერკვიე დავდებ აუცილებლად
gadarchena, საიტის წესებს გადახედეთ 20 პოსტი უნდა დაგიგროვდეთ, რომ სურათის დადოთ, ახლა კი თქვენის ნებართვით, თქვენი დანის სურათს დავდებ: [img][/img] "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
აა გაიხარე ალეკო ეს დანა მაჩუქეს.. არის დიდი ხნის და მგონი პოლონეთის არმიის უნდა იყოს კიდე დავდებდი სურათებს, მაგრამ ჯერ თუ არ დაიდება შემდეგისთვის იყოს
gadarchena, კარგი დანა ჩანს, დამუშავების ხარისხი მიუთითებს რომ ძვირფასი ფოლადია. თუ პოლონურია ფოლადის წარმოებაში ძლიერები არიან. წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
დამატებულია (03.07.2012, 20:07:12) --------------------------------------------- აი თითქმის ყველა პლანში გადაუღე სურათი, ბევრი ვეძიე ინტერნეტში და ბოლოს მივაგენი პოლინეთის არმიის შემადგენლობაში შედიოდა, ძალიან კარგი ქარქაში ქონდა რომ ვნახე საიტზე და გასანანია რომ ჩემს დანას არა აქვს :)
დამატებულია (03.07.2012, 20:08:07) --------------------------------------------- კარგი დანები მაქვს კიდე, მაგრამ ასე ლინკებით დადება "ტეხავს" პირდაპირ ვერ ვდებ სურათებს
დამატებულია (03.07.2012, 20:09:54) --------------------------------------------- თუ ვინმემ რამე ინფორმაცია იცით ამ დანაზე გთხოვთ დაწეროთ
version, ats34 სადაურია არ ვიცი, ან როგორ იშიფრება თქვი.... R6M5-ს რაც შეეხება არის "სამაკალი" ფოლადი. არის მჭრელი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მყიფე, ტყდება გვერდზე გადაწევაზე და დარტყმაზე, ანუ არ ახასიაათებს დრეკადობა. იხმარება ბურღის-"სვერლო"-ს დასამზადებლად და დანიშნულება არის სხვა რბილი ფოლადების დამუშავება-დაჭრა. ანუ არ გირჩევ მაგით დანის დამზადებას. საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
უჟანგავი ფოლადი ATS-34 თავიდან შემუშავებულ იქნა გაზოტურბინების ფრთების დასამზადებლად. როკველის შკალით 59 -61 HRC, გამოირჩევა ცვეთამედეგობით, ამიტომ ამ ფოლადისაგან დამზადებული დანის პირი საუკეთესოდ ინარჩუნეს სიბასრეს, ისეთი მყარი მასალის ჭრის დროსაც კი, როგორიცაა, მაგალითად ქვიშაში დასვრილი მუყაო, ან გარეული ცხოველის ტყავი. მას უჟანგავი ფოლადებისათვის საკმაოდ დაბალი კოროზიამედეგობა გააჩნია. მაგალითად, ცნობილი პოლონელი დანების მოყვარული და შესანიშნავად მცოდნე სერგიუშ მიტინი წერს, რომ ბალტიის ზღვაში ამ ფოლადისაგან დამზადებულ დანას პირველივე დასველებაზე გაუჩნდა ჟანგის ლაქები, თუმცა ეს ლაქები ადვილად მოსაშორებელია. ეს ფოლადი საკმაოდ მყიფეა, დანის პირი ადვილად იფშვნება გვერდითი ძალის ზემოქმედების დროს ან მაგარ საგანზე მოხვედრისას, მაგრამ ასეთ შემთხვევებში ის თითქმის არასოდეს არ იღუნება. თუმცა გადამეტებული სიმყიფე მიკროდონეზე (თვალისათვის შეუმჩნევლად) იწვევს იმას, რომ პირი მუდმივად ნამცეცდება და იქცევა, ასე ვთქვათ, თავისებურ ხერხად პატარა, ნამცეცა კბილებით. აქედან გამომდინარე, ATS-34-ისაგან დამზადებული დანა ჭრის უფრო აგრესიულად, ვიდრე სხვა ფოლადისაგან დამზადებული დანები იგივენაირი ალესვით. აშშ-ში დამზადებული ფოლადი 154CM შემადგენლობითა და თვისებებით თითქმის არ განსხვავდება ATS-34-ისაგან, რომელსაც იაპონიაში ამზადებენ. ამ ფოლადებისაგან, როგორც წესი, მზადდება მეტნაკლებად ძვირადღირებული სერიული წარმოების საფირმო დანები. охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
fshavelo, მთლად მასეც ვერ იტყვი. და საერთოდ იდეალური დანა არ არსებობს. ფოლადში ერთი თვისების გაუმჯობესება იწვევს მეორის გაუარესებას. აქედან გამომდინარე, დანა უნდა შეიძინოთ იმის მიხედვით, თუ რისთვის გამოიყენებთ, და რაც მთავარია, საფირმო. გაურკვევლი წარმომავლობის დანას არ გირჩევთ. охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
version, მე გირჩევ რამე იაპონურს, AUS8 ან AUS10, ასევე AUS8A მარკის ფოლადით დამზადებულ დანას, იყინებენ ისეთი ბრენდები როგორებიც არიან KERSHAW, COLD STEEL, SPYDERCO. ასევე ძალიან კარგია US10 მარკის ფოლადით დამზადებული დანა, BG-42-ით, და TS34-ით.
და დანის შეძენას თუ აპირებ ამათგან აარჩიე BECKER, HELLE,ROSELLI, FROSTS MORA, GERBER და ბოლოს ჩემი ფავორიტი FALLKNIVEN
დამატებულია (04.07.2012, 12:50:12) --------------------------------------------- ხოლო თუ გინდა რომ აქ გააკეთებინო ვინმეს მაშინ U8, U9, U10, U11, U12 მარკის ფოლადისგან გააკეთებინე...
gadarchena, როგორც გინდა შეინახე მხოლოდ ჟანგბადთან არ უნდა ჰქონდეს შეხება რომ კოროზია არ განიცადოს ლითონმა, წინათ ნერჟავეიკა არ არსებობდა და ხმალს ცხვრის უმარილო დუმით გაპოხილ ქარქაშში ინახავდნენ (ან დაჟანგვას ვინ დააცდიდა სულ ხმარობდნენ). იდეალური სადანე მასალა არ არსებობს, გააჩნია რისთვის გინდა დანა სოკოს საკრეფად, სატყავებლად, დასაკლავად თუ კონსერვის სახსნელად ყველას ცალკე უნდა მასალის შერჩევა, ერთადერთი რასაც მე ვთვლი უნივრსალურად არის სპარსული ბულატი მას არ აქვს მარკა და ტექნოლოგიაც დაკარგულია, მაგრამ ჰქონდა ის ყველა თვისება რაც ცივ იარაღს უნდა ჰქონდეს, იჭედებოდა თითქმის ისევე როგორც დამასკოს ფოლადი(იუთუბიზე ყრია) თანამედროვე მზა მასალა სადანე მარკა არ არსებობს, არის მარკები რომლების სახელზოდებაც მოგვითითებს მის შემადგენლობაზე და ნივთიერების შემცველობაზე პროცენტულად. U ნიშნავს უნივერსალს 8 ნიშნავს - 0,8% ნახშირბადს. უბრალო მოკვდავი კი რას გაიგებს U8 უფრო მყიფეა თუ U12. ნახშირბადი რაც მეტია უფრო სალი და მსხვრევადია, რაც ნაკლები პლასტიკური და რბილი, გოსტის სტანდარტებით A მარკა ნიშნავს უმაღლესი კლასის ფოლადს. ახალ სტანდარტებს ვერაფერი გავუგე აზიაში სხვა აფრიკაში სხავა ევროპა სხვა უფ რამდენი დამიწერია. წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
ჰო ქრომს შეიცავს 1,2% და თავისთავად კოროზიაგამძლე და მკვრივი მასალაა და ძნელი საშოვნი ისეთი ზომის რომ დანა გამოიჭრას, გაწითლებით კი პროფესიონალიზმს მოითხოვს რო თვისება არ დაკარგოს წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
ოპინელ LNOX მაქვს ეგრე გავიგე მეთევზეები უფრო იყენებენ ამ დანებსო . მე კი დამაქ სანადიროდ და ბევრ რამეშიც კარგად გამომადგაა.. MP-153 ვინადიროთ პატიოსნად
bendeksi, ეეე, იმ ვიდეოს უყურე ბოლომდე, თავიდან ხერხი რო ჩანს ხერხზე კი არ ვამბობ საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
fshavelo, შენ გეტყობა ის წიგნი არც გადაგიშლია, მე რო გამოგიგზავნე! охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
დამატებულია (31.08.2012, 16:10:25) --------------------------------------------- მე სოგ-ის ფირმის აი ამ დანის ყიდვას ვაპირებ http://www.amazon.com/gp....=507846
დამატებულია (31.08.2012, 16:11:58) --------------------------------------------- ვისაც ცივ იარაღში ფული არ ენანება, მათთვის ქოლსთილ-ის ფირმის დანები ზედგამოჭრილია http://www.amazon.com/Cold-St....d+steel
დამატებულია (31.08.2012, 16:13:34) --------------------------------------------- კონკრეტულად მაგრად მომწონს მოდელი - ქოლდ სთილ სპარტან, რომელიც აუს-8 მაღალი გამძლეობის მეტალისგანაა დამზადებული და საანგარიშო დატვირთვებს უძლებს.
მონადირეებს სალამი, მეც ძალიან მიყვარს ცივი იარაღი ჩემი ნება რო ყოფილიყო მეფეების დროს დავიბადებოდი და ვიღაც გადარეული მომკლავდა ხმლით ცივი იარაღებიდან ყველაზე მეტად დანები მომწონს თავისი ზომის და პრაქტიკულობის გამო, ზოგჯერ ვაკეთებ ხოლმე, მართალია ამ თემაში დადებულ დანებთან ვერც სილამაზით და ვერ ფასით მივა ახლო, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად მომწონს იმიტო რო ჩემია ესეც ერთერთის ფოტო მთლად დასრულებული არაა
baqari3501, კარგი დანაა პრაქტიკული ჩანს მოსახმარად. პირი ცოტა გაასწორე და ღარსაც თუ დაუმატებ სიმტკიცისთვის ვეღარ იცნობ ისე გალამაზდება ორპირაა? წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
baqari3501, охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!