13:32:03
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
რა უნდა გავითვალისწინოთ სანადირო თოფის არჩევისას??????
bichi2009დრო: სამშაბათი, 18.09.2012, 16:26:37 | შეტყობინება # 1
ჯგუფი: წაშლილები





მოკლედ სანადირო იარაღის არჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს და ბევრი მყიდველი არ ითვალისწინებს იმ ნიუანსებს რომელზეც ეხლა მოგახსენებთ. მიდიან ბრმად ყიდულობენ თოფს და მორჩა კინო. ეს დიდი შეცდომაა და ჯერ ჩემი აზრით იარაღი უნდა შეისწავლო და მერე იყიდო. ერთერთ უმტავრეს ფაქტორზე გავამახვილებ ყურადღებას ეს არის კონდახის მორგება მისი დახრა და სიგრძე სასხლეტი კავიდან უკიდურეს წერტილამდე. ბევრმა იყიდა თოფი და აღმოაჩინა რო გრძელია ან მოკლეა კონდახი და არასაკმარისი დახრა აქვს რაც დასამიზნებლად ხელის შემშლელი ფაქტორია და თავის დაწოლას საჭიროებს უფრო მეტად რაც არაკომფორტულად მიმაჩნია. ამ ფაქტორების გამო ბევრმა შეცვალა კონდახი. მოკლედ ცოტა რამ სტანდარტების შესახებ.


პირადად ჩემ იარაღს სასხლეტი კავიდან უკიდურეს წერტილამდე (რეზინაც იგულისხმება) 367 მმ ია და დახრა წინა მხარე 37 უკანა კი 57 რაც სტანდარტში ჯდება და დასამიზნებლად ადვილია. ბერეტას სტანდარტი 35-55 ზეა მაგრამ არი უფრო დახრილი კონდახებითაც ან უფრო მაღალი. მოკლედ გავითვალისწინოთ და დავწეროთ ყველა ნიუანსი რაც მყიდველს გამოადგება ლულასთან და თოფის სისტემასთან დაკავშირებითაც (მექანიზმის სისტემა 1 ან 2 სელექტორიანი, იჟექტორით ან ექსტრაქტორით) ეს კონდახები წარმოადგენს ტრაპ მოდელის კონდახებსდა შესაბამისად უკანა ნაწილი აწეულია სანადირო მოდელზე პირიქით მეტი დახრაა საჭირო.


შეტყობინება დაამუშავა bichi2009 - სამშაბათი, 18.09.2012, 22:43:26
 
IKAHUNTERდრო: სამშაბათი, 18.09.2012, 16:40:58 | შეტყობინება # 2
პოლკოვნიკი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 283
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009 საჭირო თემაა, მე დამემართა ზუსტად ეგ ამბავი, გვიან აღმოვაჩინე, რომ კონდახს არასაკმარისი დახრა აქვს. მილიმეტრებში რა მონაცემები აქვს ზუსტად არ ვიცი არ გამიზომია, მაგრამ ეხლა გავზომავ ამ სქემის მიხედვით 23
 
zaza123დრო: სამშაბათი, 18.09.2012, 16:44:29 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რომელი უფრო მიზანშეწონილია,მხარზე მისაბჯენი,კონდახის ბოლოს ვგულისხმობ პლასმასის ჯობია თუ რეზინის?

me var monadire
 
bichi2009დრო: სამშაბათი, 18.09.2012, 17:06:23 | შეტყობინება # 4
ჯგუფი: წაშლილები





zaza123, მაღალ ზარიადზე ყოველთვის რეზინი ჯობია ტყუილად კიარ აქვს თოფებს ან სინერჯის ტყუილა ფასონად კიარ აქვს იმხელა რეფლექსირებადი რეზინა. დამატებითი კომფორტია.
IKAHUNTER, 35 წინა და 55 უკანა მინიმუმ უნდა იყოს ან მეტი ისე ეს ინდივიდუალურია და აღნაგობასაც გააჩნია. კომდახის სიგრძე კავიდან უკიდურეს კიდემდე 365 დან 368 მმ ეს ძველი სტანდარტებია და ეხლა 375 მმ იანი კონდახებიც მზადდება.(ზოგ მოდელზე) უფრო ტრაპ მოდელებზე


შეტყობინება დაამუშავა bichi2009 - სამშაბათი, 18.09.2012, 17:10:15
 
giainterstar1დრო: სამშაბათი, 18.09.2012, 20:23:21 | შეტყობინება # 5
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 94
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ოპტიკა ბოჰკოვანი სამიზნეები იკიიდება მაგნიტებზე , რომლის დაკენების ჰემდეგ აგარ მოგისევტ ტავის დახრა დაბლა , დაგე გახელილი ტვალებიტას დაუმიზნებტ, სტრაფატ მოზრავ სამიზნეს, და , კონდახების გამოსვლები და გადაკეტებები აგარ დაგჰირდებატ, რას ბევრს დაემარტა გამოუსდელობიტ!, კონდახის დამოკლების რა მოგახსენოტ , მაგრამ სიგრზის მომატება და კონდახზე რეზინის ამორტიზატორის დაკენება , საუკეტესოა მხარზე დაზიანებების ასასილებლად ... 39 39 39

55555
 
bichi2009დრო: სამშაბათი, 18.09.2012, 22:54:38 | შეტყობინება # 6
ჯგუფი: წაშლილები





giainterstar1, ცოტა გარკვევით რო წერო კაია. მანათობელ სამიზნეს გულისხმობ ალბათ ჩემ თოფსაც აქვს ქარXნული. ერთ შესრორებას მოგცემ ზოგი დიდია და მხოლოდ მწყერზე ვარგა რადგან ცილინდრებს ვხმარობთ აი შორს სასროლად არვარგა რადგან რაც უფრო დიდია ლულად ქვემოთ წევს და მილიმეტრები სანტიმეტრებში აისახება 30-40 ან 50 მეტრზე. ეგ გამოსავალი არ არის მეგობარო კონდახთანაც არაფერ შუაშია. თუ ქარხნულად მოყვება დიდი მაშინ მიზანი გასწორებულია ზედ.
.
.
შემოგთავაზებთ კონდახის გადიდების ერთ ერთ ფორმას მათთვის ვისაც თავისი იარაღის კონდახი მოკლეა და გადიდება სურს.
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 20.09.2012, 10:47:37 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საჭირო თემაა, ბევრს ემართება მასე მაგარამ მთლად გამოუცდელობის ბრალიც არაა იმოტომ რომ სერიულად წარომოებული თოფები თითქმის ანალოგები არიან და ყველა აღნაგობის მონადირე ერთნაირად ვერ მოირგებს მასეთ თოფს ამიტომ კონდახის გადაკეთება ანუ შენს მკლავზე მორგება ჩემი აზრით საუკეთესო გამოსავალია.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
bichi2009დრო: ხუთშაბათი, 20.09.2012, 21:26:36 | შეტყობინება # 8
ჯგუფი: წაშლილები





giohunt1982, ხო აღნაგობასაც აქვს მნიშვნელობა მორგებასთან.
 
boika555დრო: პარასკევი, 21.09.2012, 22:57:29 | შეტყობინება # 9
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 307
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, კონდახის მორგება ხო არაა მხოლოდ თოფის ყიდვისას მნიშვნელოვანი.დანარჩენ სხვა ნიუანსებზე რას იტყვით. 23
ანუ რას ვამბობ იცი,ხომ არსებობს თოფები რომელიც ბრაკია და მემგონი ქართულ ბაზარზე ბევრია და როდორ უნდა მიხვდე ერთი შეხედვით(დათვალიერებით)რო ეს ბრაკი არააა.


ARMSAN PENOMA AURA DW 2.
HUGLU 104A.
ИЖ-18-Е 20 kal.


შეტყობინება დაამუშავა boika555 - პარასკევი, 21.09.2012, 22:59:47
 
bichi2009დრო: შაბათი, 22.09.2012, 01:14:08 | შეტყობინება # 10
ჯგუფი: წაშლილები





1..... პირველ რიგში უნდა მოხსნა ჩოკები და ლულის სისქეს დააკვირდე უნდა იყოს დიამეტრალურად თანაბარი სისქის. ასიმეტრიები დაუშვებელია.
2..... თუ ორლულიანია სასურველია მონობლოკის დამუშავების ნახვა რომელიც რუსულებზე არ მომწონს არანაირად და ტურქულებს უკეთესი აქვთ აშკარად.
3.....კონდახიც უნდა მოვირგოთ უნდა შეამოწმოთ სრაფსროლაზე მიზანს სწრაფად ასწორებთ თუ აგვიანებთ და თავს აწვებით რო გაუსწოროთ თვალი?
4.....რუსულ-თურქული იარაღის არჩევისას სასურველია 2 სასხლეტიანი მოდელი რო გამოირიცხოს ორმაგი გასროლები რომელიც ბევრს მოსდის და აშკარად დისკომფირტს შეგიქმნით. (ბოკფლინტებს ვგულისხმობ)
რავიცი ძირითადად მე ესენი მახსენდება და სხვამ თუ რამე იცის დაამატო. თუ ევროპულია ცალ სასხლეტიანიც საიმედოა და უფრო სასურველიც. gimili
 
ბაქარიდრო: შაბათი, 22.09.2012, 18:03:09 | შეტყობინება # 11
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, სამწუხაროდ მეც მასე მომივიდა , ჩემი თოფის კონდახი გრძელია და სწრაფ სროლაში რამდენჯერმე იღლიაში ამომეჩრა 069 მინდა დავამოკლო და არ ვიცი ზუსტად რამდენი მოვაკლო, გამიგია რო იდაყვში მოხრილ ხელზე დადებულ თოფის პირველ სასხლეტს საჩვენეველი თითის პირველი და მეორე ფალანგის შეერთებით უნდა მიწვდეო, მაინტერესებს რამდენად მართალია ეგ თეორია, ან თუ არსებობს რაიმე სტანდარტი კონკრეტული აღნაგობის ადამიანისთვის კონდახის მორგების შესახებ
 
zaza123დრო: შაბათი, 22.09.2012, 18:31:17 | შეტყობინება # 12
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემს კითხვაზე მაინც არაა პასუხი

me var monadire
 
alekoდრო: შაბათი, 22.09.2012, 18:39:16 | შეტყობინება # 13
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (baqari3501)
გამიგია რო იდაყვში მოხრილ ხელზე დადებულ თოფის პირველ სასხლეტს საჩვენეველი თითის პირველი და მეორე ფალანგის შეერთებით უნდა მიწვდეო, მაინტერესებს რამდენად მართალია ეგ თეორია

კი მარტალია...სტანდარტი არ არსებობდ პირადად ირგებ კონდახს...


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
bichi2009დრო: შაბათი, 22.09.2012, 18:43:35 | შეტყობინება # 14
ჯგუფი: წაშლილები





zaza123, მერე მაგ კითხვის პასუხი არ იცი? ადექი შენაც და იყიდე კონდახის რეზინა ან სულაც იგივენაირი პლასმასი. ან დაწეპე რაიმეთი რა პრობლემაა. მე გირჩევდი რეზინას მაღალ ზარიადს ბევრად გიმსუბუქებს და ვერ შეიგრძნობ უკუცემას იმდენად.
baqari3501, მეც გამიგია ეგრე მაგრამ არვიცი ამართლებს თუ არა. ისე დამოკლებაც ვერაა კარგი არჩევანი იმიტომ რო თოფი ბალანსს კარგავს და მაგ შემთხვევაში მოგიწევს ბალანსის აღსადგენად კონდახში ტყვიის ფირფიტების ჩამატება დამატებით ხვრელს გაუკეთებ და ტყვიას ჩააჭედებ იმ წონისას რაც აღადგენს ბალანსს. თუარადა შეეგუე და როგორც პროფესიონალი სპორტსმენები შვებიან ჯერ ოდნავ წინ წევენ იარაღს და მერე იბჯენენ მხარზე. დამუღამება უნდა და ადვილია. თუ შენი ჰუგლუ 76 იანია კონდახის დამოკლებამ შესაძლოა ვიდზეც იმოქმედოს და შესახედაობა დაკარგოს მე ასე ვფიქრობ შეიძლება ვცდები და ეს მარტო თეორია იყოს


შეტყობინება დაამუშავა bichi2009 - შაბათი, 22.09.2012, 18:45:21
 
ბაქარიდრო: ორშაბათი, 24.09.2012, 13:24:07 | შეტყობინება # 15
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, გაიხარე, ვეცდები დავამუღამო თან ზამთრამდე მაქვს დრო თორე მერე რო ჩავიფუთნები თბილად მაშინ ნახე იღლიაში კონდახის ამოჩრა, ჩემი ჰუგლუ 71 სმ ლულებითაა. თან რო დავაკვირდი სადღაც 1 სმ მოკლება უნდა და რასაც მოვაკლებ ავწონი მისი ნახერხიანად და იმ წონის ტყვიას დავამატებ gimili ხი კიდე კონდახი რეზინის შეერთებასთან სულ ოდნაავ დიდია მთელ დიამეტრზე და თუ მოვაკლებ იდეალურად უნდა დავსვა თან მეხერხება მასეთი მაიმუნობები
 
bichi2009დრო: ორშაბათი, 24.09.2012, 22:06:46 | შეტყობინება # 16
ჯგუფი: წაშლილები





069 069 კაია თუ გეხერხება. მეც ეგრე კვარახჭინობა მიყვარს გურულად რო ვთქვათ. სიამოვნებას მანიჭებს ყოველი საქმე რაც იარაღს შეეხება. მანდ ვიყო დაგეხმარებოდი თან ყველანაირი ინსტრუმენტი და ელექტრო ხელსაწყო გამაჩნია მაგის იდეალურად გასაკეთებლად მარა იანვრამდე ვერა 23_30_126
 
ბაქარიდრო: ოთხშაბათი, 03.10.2012, 09:55:13 | შეტყობინება # 17
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაიხარე, 01 იანვრამდე ჩემით მოვსინჯავ თან გამომდის ეგეთი რაგაცეები ადრე ჩემ ძველ თოფს მოვაჭერი კონდახი და კარგი გამოვიდა, ხელსაწყოებს რაც შეეხება ბარგალკა შკურკა სუფთა ხერხი და ცოტაოდენი ფარტაზია ეტოფა მაგ ამბავს gimili

დამატებულია (03.10.2012, 08:55:13)
---------------------------------------------
მოვხერხე კონდახი ჩემ საწყალ ჰუგლუს 02 მერე გავშკურკე რეზინა მოვარგე და გავლაკე კიდეც ხოდა მინდა გითხრათ რო აი ესეთია 166 166 166 166

 
vladiდრო: ოთხშაბათი, 03.10.2012, 15:45:54 | შეტყობინება # 18
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 395
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, გეათანხმები თოფის ყიდვის დროს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი, მაგრამ ამასთანავე საჭიროა იცოდე სასპორტო სროლისთვის გაკეთებული მოდელი და სანადიროდ გამოსაყენებელი მოდელი. მაგალითად სასტენდო მოდელი განსხვავდება სანადირო მოდელზე. სატენდო მოდელი არ გამოირჩევა დახრილი კონდახით იწონის სამი კილოდან ზემოთ ლულა და კონდახი თითქმის ერთ ლინიაზეა უბრალოდ ლულაზე უფრო მაღალი სამიზნის მეტალია დამაგრებული და ლულებს შორის დანაყუფები ან საერთოდ სიცარიელე აქვს.სასპორთო სროლის დროს მსროლელი სანამ თოფს მხარზე მიიდებს ფეხიწინ ააქვს ორნავ გადადგმული შესაბამისად რომელი მხარიდან ისვრის და კისერიაქ თავთან ერთად წინ წაწეული, ეს იმიტომ რომ როცა მხარზე თოფს მიიდებს დამიზნებულია და სასროლად მზად არის. ნადირობის დროს ამპოზიციას ხშირ შემთხვევაში ვერ გააკეთებ და ამითომ არსებობს სანადირო მოდელები. სანადირო მოდელები გამოირჩევა დახრილი კონდახით ორი კილოდან სამ კილომდეა თავისი წონა რომ მონადირემ ყველა პოზიციიდან ისროლოს და ადვილად აცონტროლოს ის , ლულებიგ გადაბმა დახურულიაქ ხშირ შემთხვევაში სამიზნეც ჩვეულებრივი სიმაღლი ცარგად ჩეკრული თოფებია ექსტრემალურ პირობებს რომ გაუძლოს ,სე მედველობაში მქონდა ორ ლულიანი თოფები . საერთოდ პრაქტიკაში სანადიროდ მიზანშეწონილოა ნახევრად ავტომატური იარაღები მათააქვთ უველანაირი სტანდარტი რაც მონადირეს სჭირდება , სამწუხაროდ ბევრი ვერ იძენს იმ იარაღს რაც მას უნდა და ეს ნადირობის შედეგზე ძალიან მოქმედებს.

v shavisvili
 
bichi2009დრო: პარასკევი, 05.10.2012, 15:33:28 | შეტყობინება # 19
ჯგუფი: წაშლილები





კი სტანდარტული კოდები ევროპაში და ასევე ამერიკასა და კანადაში. აქ არის როგორც სანადირო მოდელების ასევე სპორტული მოდელების და მონტეკარლო კონდახითაც კი.

ზომები წარმოდგენილია როგორც ინჩებში ასევე მილიმეტრებში. გრადუსები წარმოდგენილი არ არის. მე ვფიქრობ რო კარგი საგულისყურო ცხრილია და კარგად დააკვირდით და შეისწავლეთ ვისაც კონდახის შეცვლა უნდა და ზომებს ეძებს.


შეტყობინება დაამუშავა bichi2009 - პარასკევი, 05.10.2012, 15:36:27
 
gio90დრო: შაბათი, 06.10.2012, 23:07:59 | შეტყობინება # 20
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 420
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართალია თოფის არჩევისას აუცილებელია დაკვირვება მე მქონდა თურქული თოფი და ძალიან პატარა კონდახი ქონდა,ეხლა იჟ-ი მაქვს ჩემთვისაა დამზადებული მხარზე მიდებადა დამიძნებულია 166 167

მარჯვე ხელები მადლია ღმერთისგან
 
CIVXELA55დრო: კვირა, 09.12.2012, 12:52:13 | შეტყობინება # 21
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 267
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი აზრიტ იმასაც დიდი მნი
სვნელობა აქვს სადურია და რა ფირმისააა
 
mamalixarazuliდრო: ხუთშაბათი, 10.01.2013, 22:41:52 | შეტყობინება # 22
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 641
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არასდროს შეიძინოთ სანადირო თოფი თუ გვერდით გამოცდილი მონადირე არ იმყოფება... მან იცის გასათვალისწინებელი რაცაა 167

"თოფს უკან,კაცი უნდა!"
 
vanoarchiდრო: სამშაბათი, 04.02.2014, 17:53:54 | შეტყობინება # 23
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თოფის კონდახის შესახებ გასაგებია, ეგ ინდივიდუალურია და მადლობა საჭირო ინფორმაციებისთვის ყველას, ეგ არი რომ რაც ჩვენთან იყიდება მემგონი ყველა კონდახი ერთი ზომისაა (განსაკუთრებით თურქულები). ყოველ შენთხვევაში მე ვერც ერთი ვერ მოვირგე მაგ მეთოდით.

იქნებ თობის ბალანსზეც გვითხრათ რამე, მე როგორც გამიგია ორლულიანის შემთხვევაში გადასახსნელის ქვეშ თუ დავიჭერთ თოფს უნდა წონასწორობა დაიცვას, რამდენად მართალია და აუცილებელი ეს მომენტი თოფის არჩევისას.

დამატებულია (04.02.2014, 16:53:54)
---------------------------------------------
ბოდიში დილეტანტური კითხვებისთვის, პირველი თოფის ყიდვას ვაპირებ და ... 25


HUGLU 103-C
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 04.02.2014, 18:23:49 | შეტყობინება # 24
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote vanoarchi ()
იქნებ თობის ბალანსზეც გვითხრათ რამე, მე როგორც გამიგია ორლულიანის შემთხვევაში გადასახსნელის ქვეშ თუ დავიჭერთ თოფს უნდა წონასწორობა დაიცვას, რამდენად მართალია და აუცილებელი ეს მომენტი თოფის არჩევისას.

დაბალი კლასის თოფები ვერ დაიკვეხნიან სწორი დაბალანსებით. მწარმოებელს მნიშვნელობა არ აქვს!
თოფი ბალანსიც ინდივიდუალურია! ანუ მაგალითად მე თუ მოვირგებ თოფს, რომელიც ასე თუ ისე "ცენტრთან" არის დაბალანსებული, იგივე თოფი სხვა, განსხვავებული პარამეტრების მონადირეს არ "მოერგება"!
თოფის შეძენისას, ვინმე გამოცდილი მონადირე წაიყვანეთ!
პს: თოფის შეძენისას, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ სწორად არის თუ არა ეს თოფი დაბალანსებული! "სწორის ბალანსი და კარგად მორგება" შედეგიანი სროლის მთავარი წინაპირობაა! რაღაც დონეზე ყოველთვის შეიძლება თოფში ბალანსის საკუთარ პარამეტრებზე დაყენება! კარგი ოსტატის შემთხვევაში!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - სამშაბათი, 04.02.2014, 18:27:50
 
vanoarchiდრო: სამშაბათი, 04.02.2014, 18:55:51 | შეტყობინება # 25
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, მადლობა, კიდევ ერთი კითხვა: თოფის "სწორის ბალანსი და კარგად მორგება"-სთვის კიდევ რა არის გასათვალისწინებელი იქნებ გვითხრათ, რამდენადაც ეს თეორიულადაა შესაძლებელი.

HUGLU 103-C
 
sabjekდრო: სამშაბათი, 04.02.2014, 19:07:41 | შეტყობინება # 26
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კონდახთან მეც პრობლემა მაქვს იჟ 27 -ზე

kakhi
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 04.02.2014, 19:08:06 | შეტყობინება # 27
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
vanoarchi, ყიდვისას გამოცდილი მეგობარი და ყიდვის შემდეგ გამოცდილი ოსტატი რომელიც "მოგარგებთ" თოფს!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
sabjekდრო: სამშაბათი, 04.02.2014, 19:11:12 | შეტყობინება # 28
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 613
რეპუტაცია: 4
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982
გამოცდილი ოსტატი იცი?


kakhi
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика