რუსები თავიდან იარაღს აწერდნენ ოსტატის გვარს. მერე პასპორტში დაიწყეს ამის ჩაწერა და მითითება "შტუჩნი". აბა სხვანაირად როგორ გაარკვევ?! სხვა რამეზე ეგ არ ეტყობა.
ZOZ-707 მამაჩემს აქვს იჟ-58 ძალიან მოხერხებული და მარჯვე თოფია,ჭრაც კარგი აქვს არც მძიმე არ არის ზოგიერთი თოფივით,მწყერზეც კარგად ხმარობს და ჟაკანი და კარტეჩიც აქვს ბევრჯერ ნასროლი. საშუალო მდგომარეობაში მაგ თოფის ფასი 450 დან 750ლარამდეა,თუმცა მე თითქმის სულ ახალივით იყო ეგ თოფი რომ ავიღე250 ლარად+ გაფორმება.
ვაა მაგარი იაფად ჩაგვარდნია ხელში ეხლა თოფის ყიდვაზე ვჩალიჩობ და 300 ლარად ვერ ვიშოვე არადა მწყრის სეზონამდე მინდოდა :( თუ ვინმემ იცით 2 ლულიანს 300ს ფარგლებში რო ყიდიდნენ კაცურად შემეხმიანეთ
გამარჯობათ შევიძინე მრ-27 იჟეკტორებზე ჩვეულებრივი ანუ საცვლელი ჩოკები არ აქვს და თქვენი აზრი მაინთერესებს ამ თოფთან დაკავშირებით როგორია ვარგა თუ არა თუ ისე რა ?
მე მაქვს 1963 წელში გამოშვებული (საკმაოდ კარგ მდგომარეობაში..ლულის შიგნით მონიკელებული) 32 კალიბრის თოფი....ეხლა მინდა შევიძინო კიდე მეორე და როელ კალიბრას მირჩევთ????? dunduakuxalashvili
გამარჯობათ შევიძინე მრ-27 იჟეკტორებზე ჩვეულებრივი ანუ საცვლელი ჩოკები არ აქვს და თქვენი აზრი მაინთერესებს ამ თოფთან დაკავშირებით როგორია ვარგა თუ არა თუ ისე რა ?
vidok, მაგ ფასად იჟ- 43 იყიდება მაგრამ ახალი გამოშვება კაპიკად არ ვარგა იჟანდება და მიტანაც ცუდი აქ ამბობენ დაბლა მიაქო. მაგ ფასად კიდე ნახმარი თოფის ყიდვა ჯობია კარგ მდგომარეობაში თუ შეგხვდა რამე...
სოსო73: გაიხარე. მადლობელი ვარ ასეთი საჭირო ინფორმაცისთვის... მე 500 ლარი მივეცი 10 დღის წინ ვიყიდე... კონდახი აქვს ცოტა გაბზარული, სხვა ყველაფერი მაგარ მდგომარეობაშია... მოკლედ 600 მიჯდება გაფორმებით, 12 კალიბრია და მშვენივრად ისვრის... მაგრამ ვერ გავიგე რომელ წელს არის გამოშვებული... მოდელია იჟ-58 MA... იქნებ ამ საკითხშიც დამეხმარო?.. პასპორტი არ მოყოლია და ვერსად მივაგენი გამოშვების წელს...
დამატებულია (07.03.2011, 21:44:59) --------------------------------------------- ერთი ის ვიცი რო ზაუერია 1946 წლის გამოშვება 65 წლისაა ხმარებაში ძალიან პრაქტიკულია კარგი მიტანა აქვს ლულის სიგრძე 68 ს.ნ წონა 2.8 მითხრეს ეგრედწოდებულ ტრიკალცაზე ბევრათ ზვირვასი და იშვიათი თოფიაო. ვინც კარგად ერკვევით ამ თოფში იქნებ შემივასოთ.
იჟ 13 - კა: იჟექტორებზე იყო მაგამ გაუქმებული აქვს ახლა...სიმართლე რომ ვთქვა მაინცდამაინც არც მხიბლავს იჟექტორი, ბევრს მოვხვდა თვალში მისი გამოგდებული ცხელი გილზი, ასე რომ რომც ქონოდა მაინც გავაუქმებდი... კარგია რო უკვე გაუქმებული აქვს... გამოშვებით მეც ეგრე წავიკითხე რო 77 წლიდან დაიწყო, მაგრამ მინდა გავიგო ჩემი თოფი რომელ წელს არის გამოშვებული...
მოკლედ გაიხარე შენი მადლობელი ვარ რომ არ დაიზარე და ორიოდ სიტყვით შეეხმიანე ჩემს გზავნილს...
ჩემ თოფს აქვს კონდახი გაბზარული და მინდა გამოუცვალო..მაღაზიაში ვნახე კოდახი...და ტუ იცით რამე მნიშვნელობა აქვს სხვა მოდელისკონდახი რო ვიყიდო? dunduakuxalashvili
paata_chapodze, სხვა მოდელის იარაღი?? არც წავა ჯერ ერთი და მეორეც კიდე ყველა თოფს თავისი ''უნიკალური'' კონდახი აქვს არ არსებობს ერთი თოფიშ მეორეზე წავიდეს და მითუმეტეს ''პლოტნად'' დაჯდეს.. ხელოსანს მიუტანე და ზედ უნდა დამოითალოს.. არის ჩვენთან შესაბამისი თემა გახსნილი და იქ ნახავ უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და ბოლოს ნადირობა
@dorejala@, მაგ ფასში შეიძენ თურქულებს - stoeger m 2000, ata neo12-ს და რუსულ - mp 153-ს. პრინციპში სამივე გამომდგარია. დაწვრილებით თუ გაინტერესებს ამ თოფებზე მონადირეების აზრი, შესაბამის თემებში მოძებნე ინფორმაცია.
soso73, 12 წელი არაა ის ასაკი თოფი ანდო ბავშვს. მაგას ჯობია ისე ატარო შენს გვერდით და ნადირობა უთოფოდ ასწავლო. უსაფრთხოების მიზნით. ხანდახან ასროლინებ და ნელ-ნელა მიეჩვევა იარაღთან ურთიერთობას.. .რა ვიცი, მე ასე ვიზამდი მეგობარო
zaza-50, ზაზა შენ თუ კონდახი დაგჭირდა ცემი ბრატის ნომერს მოგცემ ან ტვითონ მიგყვები და კატალოგიდან როგორსაც გინდა ისეთს გავაკეთებინებთ ნახევარ ფასში..... ანუ მასალის ფასში......... უძლიერესი მეკონდახეა
shalva_1107, მოსკოვის პროსპექტზე 40 ნომერში მიდი და საშა იკითხე.. ოღონდ ფული იქონიე :D მერე მიხვდები რატო უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და ბოლოს ნადირობა
დამატებულია (11.03.2011, 15:45:42) --------------------------------------------- მე ეხა მეგობრებთან ერთად თოფი ვიყიდე მონადირე ძაღლებიც მზადაა და ველოდებით ნადირობის სეზონს
ბატონო მონადირეებო! რას მირჩევთ 500 ლარის ფარგლებში : შემიძლია ვიყიდო კარგ მდგომარეობაში ორ ჩახმახიანი საბჭოთა თოფი, თუ... დავამატო ჩემს შემთხვევაში (გავიჭირვო) 500 ლარით კიდე და 1000 ლარის ფარგლებში ამოვარჩიო ?.... და კიდე ვინ რას იტყოდით საერთოდ ჩახმახიან თოფებზე ?? nnnnnnnnnnnn
მიტო, ჩახმახიანი თოფი; თოფის კლასიკური სახეა . ჩემში განსაკუთრებულ ემოციას იწვევს. განსაკუთრებით ბელგიური და ინგლისური ჩახმახიანები , მათ შორის მსუბუქი წონის ჩახმახიანები განსაკუთრებით მიზიდავს, ეგრეთ წოდებული ''დამსკები'' დახვეწილია და დაწურულია.. რაღაც კარგი მუხტი მოაქვთ ამ თოფებს,, მიტო, რუსულს ''ტულკას'' გულისხმობ ალბათ ხო??? გააჩნია შენს სამონადირეო გარემოს,, რაზე ნადირობ , რა პირობებში.. სად რა მეთოდებით და ასე შემდეგ.. ისე თუ ტულკა უნდა იყიდო მაგას რათქმაუნდა გირჩევ გაიჭირვო და 1000 ლარის ფარგლებში შეიძინო ახალი ე.წ. ''კნოპკიანი'' და თუ ჩახმახიანს გადააწყდი სადმე უცხოური წარმოებისას, მასიშინ უკვე არჩევანიი შენზეა რომლისკენაც გული გაგიწევს ის იყიდე.. ჩქარი სროლის პრინციპი რა თქმა უნდა ''კნოპკიანის'' სასარგებლოდაა მაგრამ სამაგიეროდ უსაფრთხოება ჩახმახიანის მხარესა.. თუ თანამედროვე ნადირობისთვის გინდა ფეხის აყოლა დახურულ ჩახმახიანი იგივე 'კნოპკიანი შეიძინე და თუ გინდა იგრძნო ნადირობისა და იარაღის სასიამოვნო სიუხეშე აიღე ჩახმახიანი (რათქმაუნდა უცხოურიი რომელიმე ბრენდის) და ინადირე,,, ამით არავისზე ნაკლები არ იქნები , თუ მეტი არა..
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!