ეს ფოტოები მართალია ამ ზამთარსაა გადღებული, მაგრამ ამ თოფის პატრონის თქმით მეორე-მესამე სეზონიდან დაეწყო ამ თოფს ის რაც სჭირს! ვინც ამ მოდელის შეძენას აპირებს იმედია ორჯერ დაფიქრდება! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
რატო არ ვარგიან ან ზაფერი ან საიბერგანი, საიბერგანი ტოპ 5 თურქულ ბრენდში შედის აკდაშ-საიბერგანი, თუმცა კონკრეტულ მოდელებს გააჩნიაა, ზაფერი ახალია თუმცა არც ეგ არაა ცუდი იარაღი თავის ფასს გაამართლებსს
giorgigagoshvili, ვიპერს თუ გულისხმობ ნახევრად ავტომატურს ეგ მართლა სუსტია ამრა 2 ლულიანი მოდელები კარგებიაა,, kobaxidze, ფოტოებს ვერ ვტვირთავ კომპიუტერში ვერ გადამაქ, ასე წერილობით გეტყვი რო მიტან კაი აქვს გაჭრა ნორმალური მარა ეს განაწილებაზე ვერ დავტესტე რაა, ემერ 153 და ხან არმსი შევადარეთ შემდეგ ნაირად: ავიღეთ 2 ერთნაირი წიგნი და ერთნაირი 5 ნოემრი ვაზნა ვესროლეთ ერთი მანძილიდან, 16 გვერდით მეტში შეაღწია ჩემმა საფანტმაა
stoeger1, კი ნახევრადავტომატურებს ვგულისხმობ, ორლულიანები კი ვიცი რაც აქვთ, უებლისკოტსაც ეგ ფირმა აწყობს, მაგრამ ალბათ როგორც ჰუგლუ, მაგასაც რამდენიმე ქარხანა აქვს და უხარისხო პროდუქციასაც უშვებს. HOLLAND & HOLLAND
Published on Sep 8, 2015 Se ve taaaaaan facil... pero no lo es.. 3 tiros disparados y 3 tiros impactados, considerando el viento y distancia de 500 metros, a un blanco circular de 35 cm aprox
Published on Sep 8, 2015 Se ve taaaaaan facil... pero no lo es.. 3 tiros disparados y 3 tiros impactados, considerando el viento y distancia de 500 metros, a un blanco circular de 35 cm aprox
დამატებულია (30.03.2016, 21:24:07) --------------------------------------------- ვინც ერკვევით ამ ორი იარაღიდან რომელს მიანიჩებდით უპირატესობას ანუ ტიკა ტ 3 ტაქტიკალი და ჩზ 750 სპორტი ფასი ჩზ6100 ტიკა 4500.აქედან უნდა გავაკეთო არჩევანი და დიდი თხოვნა მექნება ვისაც გაქვთ ან ერთი ან მეორე ან შეხება გაქვთ და გისვრიათ მიზანი როგორც ქაღალდძე სროლა ასევე ნადირობა. განსხვავება ფასში 1600 ლარია მივიღებ რამე განსხვავებას ხარისხისა და სროლის სიზუსტეში ისეთ განსხვავებულს რომ ღირდეს
stoeger1, ბოდიში მოგვიანებით გამოვეხმიანე შენს პოსტს, ვნახე ფოტოები. ეგ ნარეზს რომ ეძახი არის სავაზნის ამოჩარხვის დროს დაზიანებულა რაიბერი (სპეციალური საჭრისია ვაზნის ფორმის და ზომის) და იმისი გამოღების კვალია ან დაუდევრად არის რაიბერი გამოღებული. სროლაზე არანაირ გავლენას არ იქონიებს უბრალოდ ცარიელი ვაზნის ამოღებას შეიძლება შეუქმნას მარტო პრობლემა. არ ინერვიულო მშვენიერი ლულებია ეგ ნაკაწრები მხოლოდ თვალში ჩანს უცნაურად. წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
stoeger1, ნასროლი ვაზნა ნახე სხვა თოფში თუ წავა ნორმალურად, ლათუნის გილზებს ვინღა ხმარობს თორე ჩემი აზრით არ იმუშავებს ლატუნის გილზებზე.
დამატებულია (02.05.2016, 18:40:51) --------------------------------------------- ან მაღალი ძირები რო აქვს ისეთი ვაზნა გაისროლე და ნახე რამე დაზიანება თუ შეეტყობა, მაღაზიაში გადაამოწმე სხვა თოფები იგივე მოდელი?
უკი მსროლელი ფიქსირებული ჩოკებია ლულებიდან ისვრის რომლის შევიწროვება 1.75 და 1.00_ია,(მეტის არ ქონის შემთხვევაში) ხოლო მეორე კონკურსანტი რომელიც ისვრის ცილინდრით ანდა ეგრედ წოდებული სტიკით(0.12) თანაბარი თეფშების დაზიანების შემთხვევაში არა იქნება მართებული თანაბარი ქულები ჩაეთვალოთ რადგან ზემოთ ნახსენები შევიწროვებები მოგეხსენებათ ერთი და იგივე დისტანციაზე 20 25 ან 30მეტრზე განსხვავებულ საფანტის გაშლას (სიბურჯღლეს) იძლევა
ტყაშიმაფა,მეგობარო პროფესიონალურ დონეზე მრგავლი სტენდის , სასანგრე სტენდის და დაბლ-ტრაპის ოფიციალური დოგმაა ის რომ სპორტსმენი ისროდეს 12 და უფრო მცირე კალიბრის(16,20,28,410) გუვლულიანი იარაღით, და არ იყენებდეს 24,5 გრამზე დიდი მუხტის ვაზნებს (მრგვალ სტენდზე 9 ნომრს ხოლო სასანგრე სტენდზე და დუბლ ტრაპზე 7 ნომერი) სხვა არანაირი შეზღუდვა არ არის რაც შენ ახსენე იმ მხრივ, კერძოდ ჩოკის შევიწროებების მხრივ მსროლელებს მიცემული აქვთ სრული თავისუფლება , ვისაც სურს ცილინდრს დააყენებს ვისაც სურს სრულ ჩოკს, რატომ არის ესე როგორ ფიქრობ? "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
ჩემი პირველი პოსტი და პირველი თხოვნა, თოფის ყიდვა მინდა და ვერ გადამიწვეტია რომლი ვიყიდო. რუსული მრ 155 http://caliber.ge/index.php?name=PagesD&op=cat&id=177 თუ თურქული Matrix Camo http://caliber.ge/index.php?name=PagesD&op=page&pid=267 თქვენ რომელს მირჩევთ? ან იქნებ ამ ფასში სხვა უკეთესიც არის რამე, ამ მდელის?
ჯარისკაცი, კეთილი იყოს შენი ფეხი ამ საიტზე. მე ამ სიტუაციაში მრ-155-ს ავიღებდი რადგან მიმაჩნია რომ უკეთესია. მაგრამ შენ უნდა აირჩიო ის რომელიც უკეთესად მოგერგება , მთავარია როგორ "გაზის" თოფი და მხოლოდ შემდგომაა მნიშვლეოვანი თოფის მონაცემები თუ რა თქმა უნდა კოლოსალური სხვაობა არაა ორ თოფს შორის კლასში. კიდევ ერთხელ ემერი სჯობს აღნიშნულ ხან არმს ჩემი აზრით მაგრამ აარჩიე ის რომელსაც უკეთესად მოირგებ. წარმატებები არჩევანში! "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
akson777, ვიცი რომ არ აქვს შეზღუდვა მსროლელს ჩოკების მხრივ და მაგიტომაც ვამბობ არ არის სწორი მიდგომა შემდგომ შეფასების მხრივ, დავასახელე კიდევაც წინა წერილში რატომაც, კიდევ გავიმეორებ ,ჩემი აზრით, ერთიდა იგივე დისტანციაზე მოძრავ სამიზნეზე დავუშვათ 25 მეტრზე, სროლის შემთხვევაში თუ ერთი ისვრის 61 სანტიმეტრიანი ლულით და ცილინდრით ან 0.12 შევიწროვებით ხოლო მეორე მონაწილე 76 სანტიმეტრიანი ლულით და 0.75 შევიწროვებით ან უკეთეს შემთხვევაში სრული ჩოკით და ორივე თანაბარი რაოდენობით დააზიანებენ თეფშებს არ არის მართებული თნაბარი ქულები მიენიჭოს ამ ორ მონაწილეს რადგან სამიზნის დაზიანება რომლისთვის უფრო მეტ სირთულეს წარმოადგენს თავად განსაჯეთ,
,ჩემი აზრით, ერთიდა იგივე დისტანციაზე მოძრავ სამიზნეზე დავუშვათ 25 მეტრზე, სროლის შემთხვევაში თუ ერთი ისვრის 61 სანტიმეტრიანი ლულით და ცილინდრით ან 0.12 შევიწროვებით ხოლო მეორე მონაწილე 76 სანტიმეტრიანი ლულით და 0.75 შევიწროვებით ან უკეთეს შემთხვევაში სრული ჩოკით და ორივე თანაბარი რაოდენობით დააზიანებენ თეფშებს არ არის მართებული თნაბარი ქულები მიენიჭოს ამ ორ მონაწილეს რადგან სამიზნის დაზიანება რომლისთვის უფრო მეტ სირთულეს წარმოადგენს თავად განსაჯეთ
მოგესალმები ძამა, მოკლედ ეს ფაქტი ყველასათვის ცხადია, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ეს შეჯიბრები სამოყვარულოა (მაღალ დონეზე ჩატარების და დაგეგმვის მიუხედავად) ზოგჯერ განსხვავებული კალიბრითაც დაშვებულა მონაწილეობა. მსროლელი თუ ძლიერი ჩოკით გადაწყვეტს სპორტინგში მონაწილეობას და თუ ამის მიზეზი უბრალოს სხვა შევიქროვების მქონე თოფის არ ქონაა შეუძლია ამ შეჯიბრის სხვა მონაწილეს სთხოვოს თოფი პირადად ჩენი ატა არაერთხელ გამოუყენებია სხვა მონაწილეს და ჩემზე უკეთესადაც კი ასე რომ თუ ვინმე 0,5 და1,0 შევიწროვების მქონე ლულებით გამოვა ეს მისი პრობლემა და მსაჯი ვერ გაითვალისწინებს ქულების დათვლასთან მიმართებაში, თუნდაც იმ მიზეზით რომ აღნიშნულ შეჯიბრში საკმარისია სულ მცირე შესამჩნევი ნატეხი 1 ქულისთვის და შესაბამისად 1 გასროლა ყოველთვის 1 ქულაა გაქრობ თუ უბრალოდ გატეხავ სამიზნეს
ტყაშიმაფა, პროფესიონალურ დონეზე იარაღის დს ჩოკების არჩევის თავისუფლება იმიტომ მოგიყვანე მაგალითად , რადგან როგორც მოგეხსენება პროფესიონალი სტენდის მსროლელი თავად არჩევს იმ სწორ (მისთვის) იარაღს და ჩოკის შევიწროებას რომელიც ეფექტური იქნება მისთვის სასროლად და თეფშის გასატეხად, თუ პროფესიონალურ დონეზე ვიღაცა იარაღს არასწორად შეარჩევს ანუ მოურგებელი თოფით გავა შეჯიბრზე (ეგეთი რამ აბსურდია მაგრამ მაინც) ან სიტყვაზე ახლო მანძილზე სასროლ პოზიციაზე სრულ ჩოკს დააყენებს და უშუალოდ ამ შეცდომების გამო ააცილებს ეს არც შეჯიბრის წესების არც მსაჯთა კოლეგიის ბრალი იქნება. იგივეა სამოყვარულო დონეზე როცა არის სრული თავისუფლება რომელი ჩოკიც გინდა დააყენე და ვისაც გინდა გამოართვი იარაღი რომლის ლულის შევიწროებაც ყველაზე ეფექტურად მიგაჩნია აღნიშნულ პოზიციაზე. აცილების შემთხვევაში აქ ვერ იქნება ვერანაირი პრეტენზია ან შეჯიბრის ორგანიზატორების ან მსაჯის მიმართ, ვინაიდან მათი პრობლემა არაა მსროლელი სწორ იარაღს შეარჩევს თუ არა (ცუდად არ გამიგო)ამაზე თავად მსროლელმა უნდა იზრუნოს.აქ სხვადასხვა დაზიანების შესახებ საუბარი ზედმეტია, თუ მოხდება ოდნავ ზუსტი გასროლა ანუ საკმარისია შესამჩნევი ნატეხი მოძცრეს თეფშს მსროლელს ქულა ეწერება, ასე რომ ყველაფერი სამართლიანადაა. "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
კი ეგ ყველაფერი გასაგებია რასაც ამბობთ და ისიც ცხადია აღნიშნული ჩემპიონატი რომ მოყვარულთა დონეზე ტარდება,მაგრამ მემგონი არასწორად იქნა გაგებული ის რაც მე დავწერე, პირველ რიგში მე არც მსაჯების საწინააღმდეგო მაქვს რაიმე არც ორგანიზატორების, არც ჩემპიონატის და მითუმეტეს არც მონაწილეების, თავიდენვე ავღნიშნე ეს ჩემი აზრია მეთქი და განვმარტე კიდევაც რას რატომ ვფიქრობდი, კიდევ ერთხელ მოკლედ რომ დავაფიქსირო ჩემი აზრით კაცი რომელიც სრული ჩოკით ისვრის და 5 დან თუნდაც 4 გატეხავს უფრო კარგ მსროლელად მიმაჩნია, ვიდრე მეორე რომელიც იგივე დისტანციაზე თუნდაც იგივე ლულის სიგრძით მაგრამ ცილინდრით 5დან 5 რომ გატეხავს.მემგონი არუნდა იყოს მთლად გაუგებარი ის რასაც ვამბობ. საწყენად არ მინდა ვინმემ რამე გაიგოს, კიდევ ერთხელ ავღნიშნავ ეს ჩემი აზრია და არაფერ მაქვს საწინაღმდეგო ჩემპიონატთან. იმედი მაქვს მოვახერხებ (დროის უქონლობის გამო) 29-ში ამოსვლას პირადად გავიცნოთ ერთმანეთი და ზოგიც იქ ვისაუბროთ ნდაირობის და იარაღის თემა ხომ ამოუწურავია ამ საქმეზე შეყვარებულია ადამიანებისთვის. კიდევ ერთხელ წარმატებულ სროლას გისურვებთ ყველა მონაწილეს
ტყაშიმაფა, არა მეგობარო არ მიგვიღია შეურაწყოფად არცერთი შენი სიტყვა, პირიქით კარგია რომ შენი აზრი გაქვს და ძაან მიხარია რომ არსებობენ ასეთი ჩართული ადამიანები რომლებიც ინტერესდებიან და კითხვებს სვამენ შეჯიბრის სწორად წარმართვის მნიშვნელოვან დეტალებზე!! ბუნებრივია უკლებლივ ყველა მსგავსი ადამიანის აზრს მოვისმენთ და ყველა სწორ აზრს გავითვალისწინებთ!!
Quoteტყაშიმაფა ()
პირველ რიგში მე არც მსაჯების საწინააღმდეგო მაქვს რაიმე არც ორგანიზატორების, არც ჩემპიონატის და მითუმეტეს არც მონაწილეების,
ეს ასე არც მიმიღია მეგობარო, უბრალოდ მსაჯი და ორგანიზატორი ვახსენე იმ მხრივ რო არავის ბრალი იქნება თუ არასწორად არჩეული იარაღის და ჩოკის გამო მსროლელი ააცილებს მათ შორის არც ორგანიზატორების და მსაჯის ეს ვიგულისხმე.
Quoteტყაშიმაფა ()
5 დან თუნდაც 4 გატეხავს უფრო კარგ მსროლელად მიმაჩნია, ვიდრე მეორე რომელიც იგივე დისტანციაზე თუნდაც იგივე ლულის სიგრძით მაგრამ ცილინდრით 5დან 5 რომ გატეხავს
ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეტყვი, სრული ჩოკიდანაც მისვრია თიხის თეფშებზე ნახევარჩოკითაც და ცილინდრითაც, რომელიც არ უნდა დავაყენო კორპუსის და ლულის სწორი მოძრაობის შემთხვევაში თეფშისგან არაფერი არ რჩება , და არასწორი გასროლის შედეგად თეფში უვნებელი მიდის .შვიათად რო პერიფეულმა საფანტის ბურთულამ გადამირჩინოს ქულა (ერთმა ცალმა წაათეხოს თეფს ნატეხი) და როცა ცილინდრი მიყენია იმის იმედად არ ვარ რო არასწორი გასროლის შემთხვევაში ცილინდრი კარგად გაშლის და გადამარჩენს რადგან ვიცი რომ საჭიროა ზუსტი გასროლა და თეფშის საფანტის ცენტრალურ შეჯგუფებაში მოქცევა. იგივეა სრული ჩოკი, კი გეთანხმები ნაკლებად გპატიობს ახლო მანძილზე შეცდომებს მაგრამ ჩემი პირადი აზრია ვინც ახლო მანძილზე თუნდაც რასტრუბით გარეხავს 10 დან 10 თეფს იმაზე უკეთეს მსროლელად არ ითვლება 10 დან 9ს ვინც გატეხავს სრული ჩოკით , აცილება აცილებაა მორტყმა მორტყმაა, და ცუდი გასროლის შედეგად მორტყმის(თუ საფანტის ცენტრალურ შეჯგუფებაში ვერ მოაქცევ თეფშს) იმედი თუ მსროლელს აქვს რავიცი არაა ეს კარგი და ესეთი შეჯიბრს ვერ მოიგებს ჩემი აზრით
დამატებულია (14.05.2016, 14:07:59) --------------------------------------------- კარგი იქნება თუ მოხვალ წარმატებებს გისურვებ შეჯიბრზე!!!
"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
ბიჭებო გამარჯობა,რადგან თოფის შერჩევაზე და მის + - ზე მიდგა ლაპარაკი მინდა გთხოვოთ რაგაც: მე მაქვს MP-27M მოდერნიზებული მაგნუმის 12/76 იარაგი რომელიც დზალიან მოხერხებული და კომპაკტურია.(ჩემთვის) მაგრამ აი ამ ჩოკებს კი ცოტა ვერ გაუგე და თუ შეგიდზლიატ ცოტა დამეხმაროტ რომელი რა საფანტზე გამოვიყენო ვიყიდე 2013 ში არის 2009 წლის მოდელი მოყვა 5 ჩოკი 1 2 3 4 ჭრილიტ და ერტი ცილინდრი უჭრილი და თუ შეგიდზლიატ მირცჰიოტ რომელი რომელი საფანტისტვისაა კარგი (მადლობა წინასწარი )
დამატებულია (15.07.2016, 02:17:39) --------------------------------------------- ხო + ის ვიცი რომ ჯაკანისტვის არის ეგრეტწოდებული 5 იანი ანუ ცილინდრი
მოგესალმები მეგობარო მე მქონდა მაგ მოდელის თოფი ერთ სასხლეტიანი ნორმალური თოფია 5 წელი მქონდა მწყერზე 5 ჭრილიანი 4 ჭრილიანი ჩოკები დააგე (ანუ 10 და 11 ნომერ საფანტზე) ქათამზე 3 და 4 ჭრილიანი დააგე (7, 8, 9 ნომერ საფანტზე) იხვზე 2 ჭრილიანი და 3 ჭრილიანი ჩოკი დააგე, კარგი თოფია მე კმაკმოყიფი ვიკავი წარმატებულ ნადირობას გისურვებ.... დათო
dh, გაიხარე დზმაო შენც ასევე კარგ ნადირობას გისურვებ. დიდი მადლობა..ანუ 4 5 და 6 ნომერი საფანტისტვის უნდა გამოვიყენო 2 და 3 ჭრილიანი ჩოკი და ის 1 ჭრილიანი რომ გამოვიყენო მაგალიტად ანუ 1 იანი და 2 იანი 4 5 6 ნომერი საფანტისტვის ?
დამატებულია (22.07.2016, 17:40:30) --------------------------------------------- მასეც ხომ შეიძლება ?
დამატებულია (22.07.2016, 17:45:02) --------------------------------------------- daviti911, გაუმარჯოს დავიტ რადგან საიტზეხარ სჰეგეკიტხები ცოტა რაგაცეებს ტუ არ სჰეგაწუხებ
დამატებულია (22.07.2016, 17:47:24) --------------------------------------------- აი მაგალიტად 1 იანი ანუ 1 ცჰრილიანი ჩოკი რომ დავაგო 1იანი და 2 იანი 4 5 და 6 ნომერ საფანტზე ხომ შეიძლება ? ტუ 2 3 იანი უკეტესია?
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!