მე სადღაც უკვე ვახსენე ლულის ქრომირების შესახებ, არ მეგონა თუ მერკელსაც ექნებოდა ასეთი დეფექტი. თურქულებს, სამწუხაროდ (ნუ გეწყინებათ თურქული თოფების მფლობელებო, და, მათ შორის მეც, რადგან მეც თურქული თოფი მაქვს) ასეთი პრობლემები საკმაოდ ხშირად აქვთ. საბჭოთა თოფებში ეს ნაკლი იშვიათობა იყო. თუ არ ვცდები, ტარხანამ მომცა შენიშვნა, რომ ქრომირება თოფის ბალისტიკას უშლის ხელსო. და მოიყვანა მაგალითი, რომ ძვირად ღირებულ თოფებში ლულის შიგნით ქრომს არ ხმარობენო. ვერ შეგეკამატებით. რადგან თქვენი რეპლიკა ობიექტურობას არაა მოკლებული. ლულის შიგნიდან ქრომირების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ელექტროდის ზუსტად ლულის ცენტრში მოთავსებას. რადგან მისი ექცენტრულობის შემთხვევაში ქრომი იქ უფრო სქლად დაედება, სადაც ის უფრო ახლოსაა ლულის კედელთან და ამ დროს ლულის შუგნით არა თუ იდეალური ცილინდრი, არამედ რაღაც ელიფსის (კვეთში)მსგავსი ხვრელი იქნება მიღებული. რომელიც უარყოფით გავლენას მოახდენს საფანტის "ბადეზე" (რუსულად "ოსიპ"). და, ალბათ ამიტომაც არ აკეთებენ ძვირფას თოფებში ლულის შიგნით მოქრომვას. და შეიძლება კიდევ იმიტომაც, რომ მოსაქრომი ზედაპირის არა საკმარისად მომზადების შემთხვევაში მოსალოდნელია ისეთი ნაკლი, რომელზედაც ვიდეოშია ნახსენები. ასეთია ჩემი მოკრძალებული აზრი.
minchanin, თანამედროვე რუსული თოფის ლულები ვერაფრით სჯობს თურქულებს.და პირველ რიგში იმიტომ რომ გარედან ლულის ზედაპირი უსწორმასწორო რელიეფურია.მე რაც ვნახე რუსული თოფი არცერთს ნორმალური ლულა არქონდა.შემდექ ავდექი და ისევ თურქული ვიყიდე ოთხი თოფიდან ავარჩიე საუკეთესო ლულით.
minchanin, მაგ მერკელზე არა ქრომი შავი ლულებია და იცი რაშია საქმე მანდ ფოლადის პრობლემაა დღევანდელი მერკელის პროდუქციას მე პატივს არ ვცემ საერთოდ არ მიმაჩნია ეგ ისეთ ბრენდად რომელსაც უწინდელი პატივი უნდა სცე მე მინახავს ძველი მერკელები 80 წლის და არც იქ არის ქრომი მარა ლულას ეგ არ მოსდის რაც მანდ მინარევებია სწორეთ შერჩეული ზუსტ პროპორციებში თვითონ ფოლადის ხარისხიც და სახეზეა შედეგიც მაგრამ დღეს რაც ხდება სამოდელო ნუსხაში თუნდაც იგივე მერკელ 2003 საერთოდ ის არა რაც უნდა იყოს სულ რო თავი დავანებოთ მასალას და შესრულებას კალაპოტი აქვს მაღალი და აღარ ჯდება დღევანდელი მოთხოვნების კრიტერიუმებში იმ წინა საუკუნის მერე ახალი არაფერი შეუქმნიათ და რასაც აკეთებდნენ ისიც კი გააფუჭეს აბა ის რაც ვიდეოშია ნაჩვენები ეგ არის სრული მარაზმი და ძაან გაიბანძეს თავი თუმცა არც მაგ ვიდეოს ავტორით ვარ აღფრთოვანებული არც მაგან იცის იარაღის მოვლა მაგრამ რაკოვინები ორ თვეში ? და 5000 ეურო გადაიხადა და შეიძლება შესაბამისად არ წმენდდა თოფს მაგრამ როგორც წმენდდა ისიც საკმარისი უნდა ყოფილიყო რომ ამ დროის განმავლობაში მასე არ დამართნოდა ასე რო ძირს მერკელი )) ანგელაც და გერბრუდერიც ))) Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
ბიჭებო, სტოგერს ვუტრიალებ 2 სასხლეტიანს ეჟექტორების გარეშე, ვერტიკალურს და ვინმეს ხო არ გყავთ ხმარებაში, რა მოხელეა რო მითხრათ. ხელში კარგად ზის, ჩამკეტები 2 ქვედა და 2 ზედა, ლაკის მაგივრად ზეთშია ხე. მომწონს ერთი შეხედვით და ფასიც 1200 ლარია saburtalo77
lebarde, არ გირჩევ არანაირად რაგა მაგი და რაღა ახალი იჯი საერთოდ არაფრად არ ვარგა არც ვიზუალია მოსაწონი ნაჯახით გამოთლილს გავს და არც გამზლეობა თანაც რაც ქარავანში აქვთ შემოტანილი 90% რაგაც ხარვეზი მაინც აქ ახლობელმა იყიდა და მაგარი მიქარა ახლა კი ნანობს მარა კაი დროსია. თუ მანდამაინც ორ ლულიანი გინდა იყიდე ჰუგლუ დალოცვილი 104 ან 103 ორივე მუშაა და თუ კიდე დაამატებ ვაბშე ატა დაითრიე სპ იმენა ძან გასიამოვნებს თანაც გამოცდილია. ARMSAN PENOMA AURA DW 2. HUGLU 104A. ИЖ-18-Е 20 kal.
boika555, 103 მაქვს. 104 ბიძაჩემს ვაჩუქე ისე რო არც მიხმარია. ხო რა, მეც 104-ს ვფიქრობდი, დღეს დავიჭირე ეგ სტოგერი ხელში და ალბათ მომეჩვენა რო კაი შესრულება იყო:) saburtalo77
ხოდა ბიჭებო ამ უსაქმურობის გადამკიდე...ავიღე ჩემი ფენომა და გადავწყვიტე აგრეთვე ჩემი ყოფილი ელოსის რეკორდის გაუმჯობესება მაგრამ....ე.ი. ელოსით თუ 55 მეტრში და არა ნაბიჯში ბორჯომის ბოთლს შუასე ვჭრიდი..ფენომამ მაგ მანძილში სამი სროლით ვერცერთი კაკალი ვერ მოახვედრა.აი50 მეტრში კი ბატონო კი ტეხავს მარა იმის იქეთ უკვე ფარჩაკია ხო ვაზნები ვესროლე ვინჩესტერის ფირმის 34 გრამიანი 4 ნომრები.
besarion, ფენომა არ მქონია მაგრამ ძნელია მაინც ესე თქმა, შეიძლება 30 გრამიანი ესროლო და უკეთესად მოხვდეს, მე ვეღარ ვუგებ დღევანდელ ტყვიებს, ზოგი როგორ მუშაობს და ზოგიც როგორ. არაა გამორიცხული რომელიმე კონკრეტულ ვაზნაზე აჯობოს ფენომამაც. saburtalo77
ისე იმდენი დასახელების თურქული თოფი გამიგია რო..ეჰ დასანანია რა ვიღაც თურქეთი აწარმოებს ლამის ორმოცდაათი დასახელები თოფს.აი ჩვენ ბედკრულ ქვეყანაში კი ერთი პაწია სამჭედლოც კი არავინ გააკეთა.არადა ვყელაფერი გვაქვს სამაგისოდ მაგის დედაი ვატირე...
დამატებულია (01.05.2015, 20:35:40) --------------------------------------------- ისე მაგარი მაინტერესებს ჰუგლუ და ძველი ტოზ34 თუ შეგიდარებიათ ანუ დაგიტესტავთ როგორც წესი და რიგია?მაგარი მაინტერესებს რომელს უკეთესი ბაოისტიკური მონაცემი ექნება...
დამატებულია (01.05.2015, 20:38:16) --------------------------------------------- vajaevich, რავი იუთუბზე ვნახე ვიღაც რუსი მასტი რო შედარებებს აკეთებს...სტოგერს შეადარა და აჯობა ყველანაირად
besarion, მაგ შედარებებმა სულ ამირია ტვინი, ხან ბერეტას ჯობნის იჟ-ი ხან ჰუგლუ ჯობნის ტოზს და მოკლედ ვეღარ ვგებულობ ამ ბალისტიკის ამბებს, ზოგჯერ 60 მეტრში ვარდება იხვი 4 ნომრით და ზოგჯერ 30 მეტრში წაიღებს ხოლმე ტყვიას. ეხლა ჩეზე მაქ ერთერთი თოფი, ჰუგლუა იგივე და არანორმალურ დაჯგუფებას აჩვენებს თითქმის ყველა ჯიშის ტყვიაზე. არადა ვერ მოვიგდე გემრიელად ეგ თოფი saburtalo77
იუთუბზე ვნახე ვიღაც რუსი მასტი რო შედარებებს აკეთებს...სტოგერს შეადარა და აჯობა ყველანაირად
გირსანმა აჯობა სტოგერს?? lebarde-მ სწორად თქვა , ამ შედარებებთ სულ ამერ-დამერია ტვინი რა, ხან რა შედეგია და ხან რა დასკვნას ვერ გამოიტან კაცი, ხან ბერეტას ჯობნის ატა და ხან მერკელს ჯობნის იჟ-27 "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
ბრუსლი სჯობია თუ ჩაკნორისი?ვანდამე თუ სტალონე?ორ ტანკს მეტი ძალა აქვს თუ ერთს?40მეტრი კი მაინც 40მეტრია შემთხვევითობას თუ არ ჩავთვლით.100ათასი გასროლა,ნახევარი მილიონი გარანტია,მაი მარკეტზე,გაფრენილი ფასები,ამასობაში კი მგელი და ტურა სპობს ყველაფერს. იმედა მაისურძე
iakaniiakani, 1998 წელს წყლის გამათბობელი ბაკი რო მაგარი რამე იყო, ვიყიდე თურქული ბაკი და გარანტია ქონდა 1 წელი. დღემდე მუშაობს:) ტისოტის საათი ვიყიდე, გარანტია აქვს 5 წელი ტისოტის ქარხნის და 1 წელიწადში მოკვდა. მრ 153 მქონა 6 წელი ვაწამე და ხმა არ ამოუღია, ბერეტას ვუყურებ მეორე სეზონია და უკვე ცრემლები ადგას თვალზე. ხოდა ტურა რო მძულს ისე არ მძულს არცერთი ცხოველი და არსება და დავცხოთ ტანკებით და ზარბაზნებით მაგათი დედაკი ....:) saburtalo77
ჩემი ბებერიც 61 წელშია გამოშვებული,ბევრი ტანჯვა უნახია,ბევრიც გაუსტუმრებია მარილზე,არც ის წუწუნებს და არც მე:),არც კოროზია აწუხებს,რამდენი ათასი ვისროლე,ვინ მოსთვლის:),ტურაც ძალიან უყვარს,თვითონ ეძებს დალოცვილი,ვხოცოთ.დედა ვუტიროთ:). იმედა მაისურძე
თქვენ ისე მსჯელობთ მეგობრებო რო თითქოს ყველა თოფს შეუძლია რო რომელიმე ვაზნაზე მაინც კარგი შედეგი აჩვენოს.ვერ დაგეთანხმებით ნამდვილად. იჯ43 ით ვნადირობდი ოდესღაც და მე მაგ თოფით იხვი ვერ მოვიპოვე ვერცერთი.ვერანაირ ვაზნას ეგ თოფი კარგად ვერ ისვრიდა 25 მეტრის იქეთ ფარჩაკი იყო ნახევრად გაპუტული იხვები მიფრინავდენ ისევ და მე კი ნაღვლიანი თვალებით ვუყურებდი.აი ფაბარმის სიძლიერეს ეხლა ვხვდები და ვნანობ კიდევაც რო გავყიდე მარა ჩემდა სამწუხაროდ აღმოაჩნდა მას ისეთი მინუსები რის გამოც გული ამიცრუვდა.არის ზოგიერთი თოფი რომელიც მართლა გამოირჩევა კარგი ჭრით ბიძაშვილს ზიმსონი აქვს და ის თოფი ისე შორს ურახუნებს... ნუ არვიცი მასე რომელიმე რუსულმა თურქულმა ან ფაბარმმა მოურახუნოს
besarion,მეგობარო გერმანული თოფები ჭრით მართლა გამორჩეულები არიან, ზოგიერთები ჰუგლუს ადარებს მართლა სასაცილოა ზოგიერთების შედარებები, ფაბარმი მართლა მაგარია მაგრამ მის რესურსზე ბევრი წუწუნებს მართლა ძან სამწუხაროა.
iakaniiakani, იჟ 43 და საძაგლობები არ მიგულისხმია:) აი იჟ 54 უკვე ჩვეულებრივი სრულფასოვანი თოფია. არ ვადარებ ჰუგლუს და ზიმსონს მაგრამ კონკრეტულად მიტანას რაც შეეხება, რომელიმე ჩოკი შეიძლება ისე მოერგოს გარკვეულ ვაზნას რო არც არაფერი დააკლოს მაგ შემთხვევაში თუნდაც ზიმსონს
დამატებულია (02.05.2015, 20:29:25) --------------------------------------------- თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან შორსაა უკვე წასული. ზიან ბერეტას, ბრაუნინგის და სხვა ბრენდების ინჟინრები და ტვინს იჭყლეტენ გაუმჯობესებებზე. გამოუშვებენ მერე რამე მოდელს, მერე ეს ჩვენი მეზობელი თურქები აიღებენ და ზუსტად იგივე ნახაზით, ულტრათანამედროვე დაზგებით, გააკეთებენ თოფს, რომელსაც გადასარევი გაბურღვაც ექნება და ფოლადიც არ იქნება ნაგავი( ნორმალურ თურქულ ფირმებს ვგულისხმობ) მეც მიფიქრია და სხვისგანაც მოვისმენ სიამოვნებით ახსნას, თუ რატო ვერ უნდა ქონდეს ესეთ თოფს კაი მიტანა. რის ხარჯზე უნდა აჯობოს ვთქვათ ზიმსონმა. არის რათქმაუნდა რაგაც ნიუანსებში რო ბრაკი და წუნი აქვს ისეთი ეგზემპლარებიც, რადგან დიდი რაოდენობით კეთდება და დეტალურად იუველირულ დონეზე არ მოწმდება, მაგრამ ბევრი ისეთია რომელიც ჯდება პარამეტრებში. ხოდა რო აფეთქდება დენთი, რო გაივლის ეს საფანტი ამ გადასარევად გაბურღულ ლულაში, ჰუგლუ ვარ და ვერ ვიკადრებ ზიმსონივით მიტანასო იფიქრებს თუ რატო შეეშლება ხელი?:)
lebarde, ჩემზე უკეთ იცით გლუვლულიანი თოფის დანიშნულებაა 35-45 მეტრში მიიტანოს საფანტი სრულფასოვნად, რაც შეეხება ჭრას გაბურღვასთან ერთად დამოკიდებულია მეტალზე. ამიტომაც სრულფასოვნებას ვერ მოვთხოვთ 1000 ლარიან თოფებს.
lebarde, besarion, იჯ 43 ნადირობს მამაჩემი 29 წელია, მე რო დავიბადე მაშინ იყიდა, გეთანხმებით რუსების ყველაზე ცუდი ნამუშევარია, 54 ის მერე გამოუშვეს 43 და წინსვლის მაგივრად უკან წავიდნენ, მაგრამ!, 25 მეტრზეც და ჩვეულებრევ სასროლ დისტანციაზეც ურახუნებს იხვებს და ჩვენს "სასტავში" ერთ ერთ შედეგიან მონადირეთ ითვლება.. ასე რომ სულ თოფს ნუ დავაბრალებთ ყველაფერს :)
დამატებულია (04.05.2015, 07:44:08) --------------------------------------------- ხალხი მინახავს ისევ ტულკებს ისვრიან და ისინი რო იხვს გამოიტანენ ტყიდან მიდით და დაუდექით. იმას არ ვიძახი შეკრული ნივა რეინჯს ჯობია მეთქი უბრალოდ იმის არ მჯერა თოფის გამო 25 მეტრზე იხვი პუტო..
solomon, ჩემი 43 იყო 2006 წლის გამოშვება და დამიჯერე მეგობარო მაგაზე ცუდი თოფი არმინახავს მე არსად...ერთი სეზონი მქონდა და მივაყიდე ეგრევე თუ იმას ფიქრობ რო სროლა არვიცოდი და მაგიტომ ვერ ვკლავდი ძალიან ცდები...იმიტომ რომ შემდეგ 58 მქონდა ორი სეზონი და მშვენიერი შედეგი მქონდა იზვზეც და ყველა ფრინველზეც.ერთ მაგალითს მოვიყვან შემთხვევით რდესაც ქათამზე ვნადირობდი კურდღელი შემომეფეთა ალბათ ასე თხუთმეტ მეტრში იჟ 43 ვესროლე 5 ნომერი საფანტი და გაიქცა მეთქი როგორ ვერ მოვარტყი ლამის გაჩერებულ კურდღელს თქო გავიარე ორმოცდაათიოდე ნაბიჯი და აგერ არ ღაფავს საწყალი სულს...როდესაც გავატყავე დამაინტერესა შემდეგ და არცერთი საფანტის მარცვალი ღრმად არიყო შიგნი ღრმად კიარა არამედ იქვე იყო კანთან ახლოს გაჩერებული :gimili:არვიცი შეიძლება ის ჩემი თოფი იყო ეგეთი ცუდი...მაგრამ ფაქტია შეღწევადობა ქონდა ძალიან ცუდი!ისე დიდი სიამოვებით დავუდგებოდი იხვზე გინდ ტულკით და გინდ 43 გინდ 54 მონადირეებს გვერდში ჩემი თურქი კაჩხით
დამატებულია (04.05.2015, 19:40:56) --------------------------------------------- ჩემს მეზობელს აქვს კიდევ 43 და იძიხის ამაზე მაგარი გამძლე თოფი არარსებობსო არადა სეზონზე ალბათ გაწი გამოწიე 100 ვაზნას ისვრის
დამატებულია (04.05.2015, 19:43:46) --------------------------------------------- არავის იარაღს არვაყენებ შეურაწყოფას და ნუ გა იგებთ ცუდად მაგრამ იჯ 43..ყოველ შემთხვევაში რომელიც მე პირადად მქონდა თოფი კიარა შეცდომა იყო...
solomon, ტულკას ნუ ეხუმრები შენ:) პირველი თოფი იყო ეგ ჩემი( ჩამომართვეს ბავშვობაში) და მაგის პატივსაცემად კიდე ვიყიდე და ეხლაც ძინავს მშვიდად ბებერს. ისეთს უჭახუნებს, ბარე ორს არ ჩამოუვარდება. რაც შეეხება 25 მეტრზე მიტანას.ძალიან უნდა ეცადო რო ისეთი ლულა გააკეთო რომ მაგ მანძუილზე 5 ნომრით სულ სკვაზნოებს არ ადებდეს. მე ძალიან მიჭირს წარმოდგენა სულ რო ტრუბაში ჩადო ტყვია, 25 მეტრში ეგეც უნდა კლავდეს. besarion, მაგას ჯადო ექნებოდა რამე ოჩოპინტრესი:)
დამატებულია (04.05.2015, 23:15:05) --------------------------------------------- მაქვს ბავშვობაში განაკეთები ტრუბისგან თოფი პირველი 3 გასროლა ხეზე დავამაგრეთ და თოკით გამოვკარით, რო დავრწმუნდი არ ავფეთქდებოდი, ავდექი და ცხონებული ლენას( მეზობელი სენაკში) დიდ ტაშტს ვგლიჯე ერთი 20 მეტრიდან და საცერად გადააქცია, მაგრად გავიტისკე საბოლოოდ და თოფიც ჩამომართვეს ერთობლივი ძალებით
დამატებულია (05.05.2015, 10:38:20) --------------------------------------------- lebarde, მასეთი იდეები ალბათ ყველა მომავალ იარაღის მოყვარულს გვქონდა ბავშვობაში, მეც მაქვს ნამაიმუნები:)) რჩრვა მომეცი რამოდენიმე დღის წინ ლულის გამოწმენდასთან დაკავშIრებით, არანორმალურად კარგი შედეგი მოგვცა! ძმაკაცს აქვს თურქული "პარდუსი" 7 წელია, სეზონის შემდეგ ზეთიან ტილოს თუ გაუტარებდა ლულაში ეგ იყო და ეგ, რო გავხედეთ რაკოინებით სავსე გვეგონა, როგორც მითხარი რკინის ჯაგრისზე დავამატე ჭურჭლის სახეხი რკინის ბადე, შედეგმა და თოფის გამძლეობამ გაგვაოცა, ერთი პაწაწინა წერტილიც არააქვს ლულას სარკესავით გაანათა.. ამ 7 წელს რო გაუძლო აწე ვიყიდი შომპოლს და მოვუვლიო დამპირდა
lebarde, ჩიფსანი მაქვს 2000 წელში ნაყიდი, არც იმას არ მოსწრია გენერალური წმენდვა, ლულის დასაწყისში აქვს მხოლოდ რაკოინები ისიც ძაან ცოტა, მარა მეხანიზმი არი ყველა მეორე სეზონზე სარემონტო.
ყველა ქარხნა უშვებს ბრაკ თოფებს,რომლებსაც რაგაც დეტალი არ უვარგათ,დგეს-დგეობით საქართველოში არსებულ სტატისტიკას თუ გადავხედავთ ლიდერობას ამ კომპონენტში ბაიკალის თოფები არავის უთმობს,მე პირადად ჩიფსანით ვნადირობ 3 წელია და სიმართლე რომ ვთქვა კმაკოფილი ვარ ამ თოფით მისი ფასიდან გამომდინარე.მიტანა,ჭრა და დაჯგუფება ნორმალური აქვს.
მე დამწყები მონადირე ვარ ჩიფსანის თოფი მაქვს ერთი სეზონი ვინადირე და პრობლემა აქვს თოფს პირველატ ვნახე ვიგაც მაინც რო ჩიფსანის თოფზე რაღაცას წერს ეგ კარგიათუ არ ვიცი მარა თქვენი რჩევა მჭირდება მიტანასადა ჭრას არ ვუჩივი საკეთი მარჯვნივ გაწევის დროს ვარდება ხშირად მოხელესთან მქონდა მაგრამ არ მომცონს კარგათ ვერ გაკეთა ისე აგარ არის როგორც ადრე მითხრა მოხელემ მექანიზმი კარგი აქვსო მაგრამ მგონია საკეტი სახსნელს პრობლემა აქვს არ ვიცი ქარხნულ დეფექტს დავაბრალო თუ *ფირმას* ან საერთოდ ეჟეკტორის ბრალი ხო არ არის,ანდა ესპანურ დენთს ეგეც არ ვიცი მოკლეთ სეზონის მიწურულს ეგ პრობლემა შექმნა და მას მერე :( წარმატებები...
romeoxuci, Avci, 15 წელია მაქვს ჩიფსანი სპც 555, გასულ სეზონამდე 15 წელი მაგით ვინადირე, გასულ წელს ვიყიდე მრ-155, რაც შეეხება ჩიფსანის მიტანას და ჭრას ძალიან ბევრ თოფს დაჯაბნის და თუ ვინმეს აინტერესებს შევაჯიბრებ ბრენდებს და გაოცდებით, (76 ლულა) რაც შეეხება მექანიზმს სისლხი გამიშრო, ხან პრუჯინა დაჯდა, 2 ჯერ სტანოკზე რაღაც გაუკეთეს შატკა რო აღარ ქონოდა, ნემსები რამდენჯერ შევცვალე აღარ მკითხოთ. კონდახიც 2 ჯერ გავაკეთებინე.
პს: ჩემთვის უსაყვარლესი თოფია! იმიტო რო ბევრი მოსაგონარი გვაქვს ერთად და თან გარდაცვლილმა ბიძამ მაჩუქა როგორც ზევით პოსტებში ავღნიშნე!
ბიჭებო ადრეც დავსი ეს შეკითხვა მაგრამ პასუხი ვერ მივიღე, ახალი ნახევრად ავტოამტური თოფები არმსანი ატა სტოგერი თუ შეგიდარებიათ ან გაგიგიათ რო ვინმეს შეედარებინა ძველ რუსულ თოფებთან ჭრაში მიტანაში როგორ არიან, გასაგებია რომ 2 ლულაინს უპირატესობა აქვს რომ წნევას არ კარგავს ვაზნა , მაგრამ მაინც მაინტერესებს ძაან კოლოსალური სხვაობაა 2 ლულიანა და ნახევრად ავტოამტურს შორის გაჭრაში და მიტანაში?
stoeger1, კოლოსალური სხვაობა არანაირად არ იქნება, გააჩნია მოდელსაც მაგალითად იჟ54, იჟ 26, იჟ 12 იჟ 58 მა შეიძლება გაუწიონ კონკურენცია სხვა რუსული მოდელებისგან განსხვავებით, მაგრამ დიდი სხვაობა არც უნდა იყოს ეხლა მე რეებიც ჩამოვთვალე შედარებით კაი მაჩვენებლები აქვთ, მაგრამ თურქული თოფს რომ ერთერთი მაღალი ჭრისა და მიტანის თოფებია მაგას უკვე ყველა ხედავს და არ უნდა ბევრი მტკიცება... სსრკ ს წამოების თოფებზე, სავაზნე 12/70, ფიქსირებული ჩოკი, ლულის გაბურღვა (ზოგ მოდელზე), ნამდვილად კარგი ჭრის და მიტანის საწინდარია... აქ სურათებიც იყო შეუდარებიათ მგონი იტალიური საბჭოურს და მიტანაში ტოლს არ უდებენ სხვა თოფებს... HOLLAND & HOLLAND
მე მაქვს იჟ-54 და არმსან ა612.54თან ვერანაირად ვერ მოდის თურქი,თუმცა ბევრჯერ მასიამოვნა.თავისი პლიუსები აქვს,მაგრამ რასაც ჭრა ჰქვია,54 ერთი თავით სჯობნის.ეს ჩემი აზრია. იმედა მაისურძე
stoeger1, ჯერ პირველი იმას გეტყვი რო არ შეილება მექანიკური და ავტომატური სისტემის შედარება რადგან მექანიკური მექანიკურს უნდა შეადარო და ავტომატური ავტომატურს.(გაზი-გაზს ინერცია-ინერციას) მაგრამ თუ მაინც შეადარებ ჩაკეტილი სისტემა ყოველტვის აჯობებს გინდ გაზატვორს და გინდ ინერციას ჭრაში ანუ 95% პროცენტში ჩაკეტილი სისტემა ჯობნის ჭრაში და იმ 5%-ში თოფს გააჩნია რა მოდელს ადარებ ერთმანეთს. ხოლო საფანტის განაწილებას რაც შეეხება უკვე ლულის ხარისხს, გაბურღვას შევიწროებას, ლულის სიგრძეს ექცევა ყურადღება და ამისდა მიხედვით რომელიც უკეთესია ის აჯობებს. ARMSAN PENOMA AURA DW 2. HUGLU 104A. ИЖ-18-Е 20 kal.
ჩემს ძმაკაცს აქვს იჟ 26 და უახლოეს დღეებში დავტესტავ და გავიგებ რამდენად მაღლა დგას ფენომასთან შედარებით..ვიცი ორი სხვადასხვა სისტემაა..მაგრამ მაინტერესებს ძალიან..
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!