XXX თუ მოხელებს აჩვენე მაშინ არაპერი არ არის მოხელებს ზოგადად უფრო გაეგება ვიდრე სხვას ).. baqari3501 ბათუმში რა ადგილას ჭვაჭავაძეზე მაგაზიარო არის ეგ მე რო მანდ მოვიკითხე არ კონდათ და მანდ მხოლოდ ჰუგლუს რეკლამას უკეთებენ და ნომ 1 გონიათ წარმატებები...
მაგ ჩოკებს ქვია მობილ ჩოკი, რომელიც ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა თოფებზე, როგორებიცაა ბერეტა, ბენელი, სტოგერი და ა.შ. და სულერთია რომელი ბრენდისას იყიდი.
Avci, ხო ძამა მანდ ჰქონდათ რამდენიმე კვირის უკან მე დამაგრძელებელი ჩოკი მაინტერესებდა და უბრალო მაჩვენეს
დამატებულია (24.12.2014, 14:39:50) --------------------------------------------- XXX, თუ ჩოკების მოსახსნელ კლუჩს მასეთი კუთხები აქ აუცილებლად დაამუშავე ზუმფარით ან ქლიბით თორე ჩოკი ალუმინი არაა ასე იოლად რო გაჩხაპნოს ფოლადისაა და არ უნდა იკაწრებოდეს
XXX, ჩემი აზრით 1.73 დენთს საფანტის 34 გრამი არ ყოფნის სრული დეტონაციისათვის ამიტო ან 36 გრამზე აიყვანე საფანტის წონა ან კიდე 1.6 გრამზე დენთის. მე ესპანურ დენთს ასეთი დოზებიტ ვიყენებდი 1.6გ 34გ და 1.7გ 36გ. ისე ლულაში ნამწვავს თუარ ტოვებს ბოლს რა უჭირს. Avci, არ ვიცი ძამა რა სიგრძის ჩოკები აქ შენს ჩიფანს თუ ტოლებია მაშინ შესაძლებელია მოერგოს
დამატებულია (25.12.2014, 09:36:57) --------------------------------------------- Avci, ბათუმელი კაცი ყოფილხარ და ქი მიდი ჭავჭავაძეზე ვესტერნის ფილიალში მანდ აქვთ და მოარგე. 1,0 ჩოკი 40 ლარი ღირდა რამდენადაც მახსოვს
მოგესალმებით ბაზიერლებო! ერთი კითხვა მაქვს თქვენთან ჩოკებთან დაკავშირებით,კონტეინერით დატენილი ვაზნის სროლა ნებისმიერი ჩოკიდან არის შესაძლებელი? ata arms cy carbon fiber
teimuraz, მე ასე მაქ დაცდილი რო კონტეინერიან ვაზნებს ცუდად ამუშავებს სრული და სამი მეოთხედი ჩოკი იმიტო რო კონტეინერს კუჭავს და შედეგიც არაა კაი. მე კონტეინერიან ვაზნებზე ძირითადად ვიყენებ გაუმჯობესებულ ცილინდრს და ნახევრად ჩოკს.
დამატებულია (05.02.2015, 18:14:05) --------------------------------------------- ზოგაგად ყველა ჩოკით შეგიძლია ისროლო კონტეინერი. ARMSAN PENOMA AURA DW 2. HUGLU 104A. ИЖ-18-Е 20 kal.
გამარჯობათ ესეთი ლულის დამაგზელებელი თუ გიხმარიათ სიგრძე 15 სმ აქვს ჩოკები უყენდება იტალიურია,არმსან ა612 ზე მინდა დავაყენო იხვზე სანადიროდ ივარგებს?????? ახლობელს აკვს და იაპათ მაზლევს.
chiti2000, ანუ ხო მიხვდი რა გითხარი 0,1,3,4 ნომერ საფანტზე ნახევარჩოკის გამოყენება შეგიძლია უფრო წვრილი არ გინდა. ხოლო ჟაკან-კარტეჩზე ცილინდრი იხმარე "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
ბიჭებო ძმურად გამეცით პასუხი რა.. სიბერგანი ვიყიდე თოპი 5ჩოკი მოყვა და არანაირი 1.0 და 0.75 არ აწერია ფიფქები აქვს 1დან 5ფიფქამდე და რომელი რომელში ჩავდო?? რა რომლისაა??? და ინგლისურად ფიფქების გვერძე აწერია აკ-მ, აკ-ც, აკ-ცლ, და რა გავიგო რა რომელია კაცურათ ამიხსენით თუ იცით ვინმემ
დამატებულია (02.11.2015, 23:57:27) --------------------------------------------- გამაგებინეთ ძმურათ რააა ჩემი კომენტარს გაეცით ვინც იცით პასუხი რა
დამატებულია (03.11.2015, 00:00:11) --------------------------------------------- IKAHUNTER, კაცურათ გამაგებინე ამ ფიფქიანი ჩოკებით ძმა რომელი რას ვესროლო????
Bazooka, 5 ფიფქი რასაც ახატია ეგაა ცილინდრი, 3 ნახევარჩოკი, 1 ფიფქი ჩოკი და მაგ თანმიმდევრობით მიყევი. წინაგვერდებს თუ გადახედავ კარგადაა ახსნილი თუ რა ჩოკიდან რა უნდა ისროლო... HOLLAND & HOLLAND
Bazooka მაგის გარჩევა თვალითაც შეიძლება, რომელი ჩოკიც უფრო თხელია ბოლოში (თხელკედლიანი) ის არის ე.წ. "შორსგამშლელი" ჩოკი. შენს შემთხვევაში 5 ფიფქიანი იქნება ყველაზე ფართო (N 0,0) ანუ ყველაზე თხელი ჩოკი ე.წ. ცილინდრი, რომლითაც უნდა ისროლო საჭიროების შემთხვევაში ჟაკანი, კარტეჩი ან სხვა ნებისმიერი ნომერი საფანტი, რომელიც გინდა რომ აქხლოს გაგიშალოს თოფმა, ცილინდრი ასევე საუკეთესოა მწყერზე ნადირობისას. ჟაკანი და კარტეჩი სხვა უფრო შევიწროვებული ჩოკიდან არ ისროლო. რაც შეეხება დანარჩენ ჩოკებს 4 ფიფქიანი იქნება N 0,25 ზომა, 3 ფიფქიანი N 0,5 ზომა ანუ ეგრედწოდებული ნახევარჩოკი (პოლუჩოკი), 2 ფიფქიანი N 0,75 ზომა და 1 ფიფქიანი N 1,0 ზომა, ანუ სრული ჩოკი (ყველაზე ვიწრო და შორსგამშლელი ჩოკი). ანუ რაც უფრო დიდია ჩოკის ზომა მით უფრო შევიწროვებულია იგი და განაპირობებს ნასროლი საფანტის შედარებით შორ დისტანციაზე გაშლას. გირჩევდი სატესტო გასროლები გააკეთო მიზანში ქაღალდის სამიზნეზე სხვადასხვა ჩოკებითა და სხვადასხვა ნომერი საფანტით. სატესტო გასროლების საშუალებით კარგად "დაამუღამებ" რა დროს და რა სიტუაციაში რა ნომერი ჩოკი გამოიყენო
შტანგელით ჩაზომე და გაიგებ ზუსტად რემინგტონს და პერაცის პირიქით აქვს ჩოკები(ანუ რაც ნაკლები ჭრილი აქვს მით გამშლელია) და მგონი ვინჩესტერსაც Sx3 მოდელს
დამატებულია (03.11.2015, 14:24:11) --------------------------------------------- Bazooka ან აიღე 1 ჭრილიანი და ხუთ ჭრილიანი და თითო თითო ვაზნა ისროლე საფანტი და მიხვდები 20 მეტრზე ესროლე და დაინახავ რომელიც უფრო გაშლის ის იქნება ცილინდრი და რომელიც არა ის ჩოკი
guguna, მადლობა ძმა პასუხისთვის მარა ყველას ერთი ზომის ჭრილი აქვს ტო რა ვქნა აგარ ვიცი :( ფიფქების მიხედვით ხოარიცი ძმა როგორ განვასხვაო
დამატებულია (03.11.2015, 15:55:54) --------------------------------------------- IKAHUNTER, იკა საფანტი ნებისმიერი ფიფქის ჩოკიდან ვისროლო ძმა?? 3იანი მიყენია ეხლა და რას მირჩევ შენ რომელ ფრინველზე რომელი ვიხმარო ??? შველზე ღორზე და დათვზე 5იანს ვიხმარ...
დამატებულია (03.11.2015, 15:57:20) --------------------------------------------- და რა მაინტერესებს კიდე იცით სასტავ!??? რამდენ გრამიანი ტყვიები ვისროლო რომელი ჩოკიდან???
Bazooka საფანტის სროლა ნებისმიერი ჩოკიდან შეიძლება იმის მიხედვით თუ რაზე ნადირობ და რა მანძილზე გინდა გაგიშალოს. თუ გინდა ახლოს გაგიშალოს აყენებ ფართო ჩოკს და პირიქით.
QuoteBazooka ()
შველზე ღორზე და დათვზე 5იანს ვიხმარ...
P.S შველზე, დათვზე და ღორზე ნადირობა აკრძალულია, გარდა კერძო სამონადირეო მეურნეობისა
მე მაგალითად მწყერზე ყოველთვის ცილინდრი მიგია, ქათამზე და იხვზე 0.25 ან მაქსიმუმ 0.50, ხოლო 0.75 და 1.00-ს საერთოდ არ ვაგებ.. არმსან ა612 მაქ და ისედაც ძაან ძლიერი დალნი აქ და არც მჭირდება უფრო ძლიერები..
დამატებულია (18.12.2015, 22:12:35) --------------------------------------------- ბატი გამოჩნდა რამდენჯერმე რიონის ნაპირებში და ამიტო 9 კეკლიანი კარტეჯის უნდა ვიყიდო რამდენიმე.. და ბაქარ როგორც შენ მითხარი მასევე მითხრა ბევრმა რო ცილინდრია ყველაზე კაი მაგისთვის..
რა მაინტერესებს მაქვს არმსან ა612 სპორტინგი და როგორც მოგეხსენებათ აქვს წინ გამოწეული ჩოკები, და მაგ ჩოკიანათ ლულა გამოდის 76 , ჩოკის გარეშე კი 71 ია და ვინმემ ხო არ იცით ჩვეულებრივი არმსანის ა612 ის ჩოკი წავა რომელიც ლულაში მთლიანად ეხრახნება? ან თუ იყიდება სადმე ხო არ შეგხვედრიათ?
დამატებულია (18.12.2015, 22:47:36) --------------------------------------------- monadire_999, რათ უნდა ბატს ცხრიანი კარტეჩი, 0 ებიც თავისუფლად ეყოფა...
9 კეკლიან კარტეჯს იმიტო ვიძახი ძმა რო მაღალზე გადადის და ეგება წავაკარო ერთი მაინცთქო :D ასე უფრო მეტი შანსია მაქ ჩამონაგდები..
დამატებულია (18.12.2015, 23:03:37) --------------------------------------------- ეეე ზუსტად ვიცი ძმა რო მიდის, ჩემს თანამშრომლებს აქვთ ერთს არმსან ა612 და მეორეს არმსან სპორტიჯი და თითო ჩოკი გაცვალეს.. 100%-იანი ვიცი რო მიდის ერთმანეთზე. სულ ერთი კვირის წინ გაცვალეს.. მეც არმსან ა612 მაქ და ერთი სპორტიჯის ჩოკი კი მინდა :)
Bazooka ეგ არის ფიფქების მიხედვით რომელსაც მეტი აქვს ის გამშლელია
დამატებულია (18.12.2015, 23:28:54) --------------------------------------------- საიტის ლინკი რომ დამიგროთ სადანაც ჩოკების ყიდვა შემიძლია ამერიკული მადლობელი დაგრჩებით კაბელას და ამაზონზე ვერ ვნახე
guguna, midwayusa.com -ზე ვიწერ ბენელის რემინგტონის ბერეტას და ბრაუნინგის ჩოკებს , შენ რომელი თოფისთვის გინდა? "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
surameli, ამ წუთში იჟ-58 მაქ და გინდა არ გინდა 0,5 და 1.0 ორლულიანზე მეტი არჩევნის საშულება გაქ 0.75, 0.5, 0.25 ნახევრად ავტომატზე კიდე 0.75 ან 0.5 შორს რომ მოგიწეს სროლა 0.25 ბევრს ვერაფერს იზამს ნუ გააჩნია რა პირობებში გიწევს ნადირობა
bashi77, საღამოს გადაფრენაზე ვხმარობ 5 ან 4 ჭრილიანს, ხოლო დილის გადაფრენაზე 3 ან 2 ჭრილიანს, ადგილს და ამინდს გააჩნია... "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
stoeger1, 1 შეიძლება არაფერ პრობლემას არ შექმინს კანტეინერშია შეფუთული, მეორე თუ გაეტევა 0.5ჩოკიან ლულაში შეიძლება მაგრამ შეიძლება არ გაეტიოს და ამიტომ თუ არ შეამოწმე არ ისროლო
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!