bichi2009 ამ თემაზე ბრაუნინგი არ მიგულისხმია მხოლოდ ვიგულისხმე დაკოპირება,ბევრი სხვადასხვა მარკის თოფები მქონია და არამგონია რომ ვცდებოდე თოფის არჩევანში.
კარგათ რომ აკოპირებდნენ, მაგალითად როგორც თურქები მართლა კარგი იქნებოდა მეტალი არა საუკეთესო, მაგრამ კარგი აქვთ. შესრულების დამუშავების ხარისხს ვერ იჭერენ იმიტომ რომ დაბალი ხელფასები აქვთ იჟევსკელებს და კიდიათ. აი ზუსტად ჟიგული ლადას ვარიანტია. ეხლა ახალი ფირმა დირექტორი დანიშნეს და რაგაც ბერეტას მაგვარს უშვებენ ვნახოთ რა იქნება იჟ 234 ვგულისხმობ.
giorgi1998 გამარჯობა არ ვიცი როგორ გირჩიო ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე იჟ–27 სპორტინგი სჯობია ბევრ სხვადასხვა მარკის თურქულ თოფებს,1200 ლარის ფარგლებში მე პირადად იჟ–27 ავირჩევდი
ასე ხელაღებით ლაპარაკი იმაზე თუ რომელი ჯობს ძნელია... ამაზე ბევრი არგუმენტია მოსაყვანი ერთი კლასისა და ღირებულების თოფებში ამ ბოლო დროს ალბათ თურქული თოფები ჯობნიან თანამედროვე რუსულებს, იჟები პოპულარობას ინარჩუნებენ იმის ხარჯზე რომ ძალზე გავრცელებული იყო საბჭოეთში და ბევრ ოჯახში დღემდეა შემორჩენილი, მე კი თურქეთში მინახავს 10-15 წლის თურქული წარმოების თოფები, რომლებსაც საგარანტიო რესურსი 10-15 ჯერ აქვთ გადაჭარბებული და იდეალურ ფორმაში არიან მაინც და მინახავს სრულიად ახალი იჟ სპორტინგი შუაზე გადახსნილი ლულით, თუ მოვიძიე სურათსაც დავდებ აქ... ჰუგლუ-ს წარმოების თოფები არაა ცუდი, მაგრამ ამაზე შესაბამის თემაში ბევრი წერია... ასე რომ ყველამ ის უნდა იყიდოს რომელსაც მოირგებს, მაგრამ იმის თქმა, რომ იჟ განუმეორებელია ალბათ შეცდომაა, უკაცრავად ყველა ამ თოფის მფლობელთან
ikoj1967 იჟ–27 განუმეორებლობაზე კი არ არის საუბარი არამედ,თოფზე ცუდი შეხედულობით მემგონი არ უნდა ვისაუბროთ,ყველა თოფს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე, გამძლეობაზე როცაა საუბარი გააჩნია როგორ უვლით და რამდენად ვამუშავებთ იარაღს.
ikoj1967, მეგობარო მე სულაც არ ვარ იჟის ფანი და დიდად გულზე არ მეხატება მაგრამ ამ სურათში რაც სპორტინგს აქვს ლულა გახეთქილი ასეთი რამ უმაღლესი კლასის თოფებსაც ემართებათ. მოიძიე ინტერნეტში და უამრავ ლულა გახეთქილ ბერეტას ნახავ მაგრამ ეს ხომარ ნიშნავს რომ ბერეტა არ ვარგა? კარტეჩს და ჟაკანს რომ არა სასურველ ჩოკში გაისვრი ყველა თოფის ლულა გასკდება. მე იმას ვიტყვი რომ 1000 ლარიანი მპ 27–ი გამძლე თოფია და თავის საქმეს მშვენივრად ასრულებს. სხვა 1000 ლარიანი თურქულები არაფრით განსაკუთრებული არ არის დამიჯერე, იმათაც გადადის ფერი და იმათაც უსკდება კონდახები, და თუ არასწორად გაისვრი ჩოკში შეუსაბამო ვაზნას ისიც გასკდება. მე თვითონ ვყოფილვარ არაერთი თურქულის მფლობელი და მათ შორის ჰუგლუსიც და ვიცი რაც არიან, ესაა რო თურქულები რუსულებზე მეტად ლამაზია როგორც კარგად გამაკიაჟებული არც თუ ისე ლამაზი ქალები და წვიმაში ეს მაკიაჟი მთლად ჩამოერეცხებათ. ასევე ემართებათ თურქულ თოფებსაც. თურქულიც და რუსულიც 50/50–ზე საქართველოს გაუმარჯოს!!!
masai, მოვიძიე ინტერნეტში ეგ მპ 234 და მართლა მაგარი საზიზღარი იარაღი ჩანს, ბერეტა 686-ზე მიუმგვანებიათ რესივერი და კონდახი, ასეთი საზიზღრობა ჩემ თვალებს ჯერ არ უნახავს, საშინლად დამუშავებული ხე აქ და რავიცი რა მაგარი უკულტურო ნაკეთობაა, ისევ იჟ 27 ჯობს. მოკლედ იგივე ვარიანტია როგორც ჟიგულებს უკეთებენ მოდიფიკაციას და მაინც ნაგვები რომ რჩებიან
დამატებულია (25.01.2014, 02:28:38) --------------------------------------------- giohunt1982, გასაგებია რომ საშინელი ნაკეთობაა მაგრამ თურქულ ატა ნეოშიც მე პირადად შემხვედრია რომ ლულის დამაგრძელებელის ჩაბურღვა ზუსტად არ აჯდებოდა ლულის ჩაბუღღვას
მე არ მითქვამს რომ სხვა ქვეყნის წარმოების თოფები არ ფუჭდება, უბრალოდ ამ თემისა და სურათის შესაბამისობა მომწონს ეს ხუმრობით , ისე კი ასეთი რამის მოხდენის სიხშირეზე უნდა გავაკეთოთ ანალიზი და ინტერნეტში ესეთი მასალაც მოიძიება...
დამატებულია (25.01.2014, 09:32:16) --------------------------------------------- ანუ ახალი რუსული თოფების დამზადების ხარისხზეა აქ საუბარი
გასაგებია რომ საშინელი ნაკეთობაა მაგრამ თურქულ ატა ნეოშიც მე პირადად შემხვედრია რომ ლულის დამაგრძელებელის ჩაბურღვა ზუსტად არ აჯდებოდა ლულის ჩაბუღღვას
გასაგებია, ძამიკო. მე ვამბობ, რომ არ შეიძლება, იჟის წარმოება, ძველიც და მითუმეტეს თანამედროვე, ისეთი ეპითეტებით შევამკოთ როგორიცაა: "ზე ძლიერი", "ზე საუკეთესო" და ა.შ. აბა არჩევანის წინაშე დავაყენოთ ნებისმიერი მონადირე, იჟსა და საშუალო, თუნდაც დაბალი დონის ევროპულ თოფს შორის. ვინ აირჩევს, იჟს?
ა, ბატონო. ნათელი მაგალითი იმისა, რომ "გვირაბის ბოლოს კვლავ წყვდიადია"
მე სპორტი მაგრად მომწომს შარშან ვიყავი სანადიროთ კაკაბზე და იქ ერთს ქონდა იჟ 27 სპორტი 5 გაისროლა და 4 კაკაბი აიღო 5 მოკლავდა პროსტა ერთი რომ ესროლა მეორეს სროლა არ დავაცადეთ 7 წელია ეს თოფი მაქვს და ზალიან კმაყოფილი ვარო. ტავის ფასში მიტანა წრა გამძლეობა არა მგონია ქართულ ბაზარზე კონკურენტი ყავდეს თუ კარგს აარჩევ (გამოგადგება) 1250 ლარში კარგი არჩევანია მე პროსტა 3 რულიანს თუ ვიყიდი ყველა ვარიანტში 2 კუროკიანს. მომწონს იჯ 27 იმიტომ კი არა რომ ბერეტას ბრაუნინგს ან სხვა ბრენდს მირჩევნია ფასიდან გამომდინარეა ყველაფერი და ჰუგლუს მირჩევნია remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
იყო დრო როდესაც ყველას პირზე ეკერა სსრ ის თოფები და მართლაც რომ იდიალური ქმნილებას დავარქმევდი მე და ამის ნათელი მაგალითია ამ დრომდე მოღწეული ჩვენი თვალით ნანახი მოდელები.ქონდათ ხარისხი მაგრამ არ ქონდათ კომფორტი,სილამაზე (სპეც ზაკაზების გარდა)დღევანდელ მათ მოდელებს კი არც სილამაზე აქვს და რაც მთავარია ხარისხი.პირადად მაქვს იჟ-27 არ ვიცი დროს როგორ გაუძლებს,მაგრამ ერთი პრობლემა უკვე შეექმნა როდესაც ნაყიდი ჟაკანი გავისროლე და ოდნავ გამობერა ლულა აქაც მაქვს ატვირთული ფოტოები. თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
guguna, ჩემმა ბიძაშვილმა იყიდა იჟ 27 სანადიროც და სპორტიც და სპორტმა ვერაფრით აჯობა და გადაჭრა ლულა და დაამოკლა სპორტი კომპენსატორებს უკა. კი ნახავდი სტენდზეც ქონდა ასე რომ სწორად მოიქცა მე ვფიქრობ და ზედმეტი წონის თრევა არღირს როცა უკეთ აკეთებს საქმეს სანადირო მოდელი.
მთავარი ლანძღვა კიარაა უბრალოდ რეალურად განხილვა არ მიმდინარეობს ამ მოდელზე და თუ ვინმე განსხვავებულს იყვის მფლობელები ღიზიანდებიან და იცავენ თოფის ღირსებას მარა მის ღირსებას არავინ ლახავს უბრალოდ რეალურად ძალიან ბევრი ბრაკია ამ თოფებში და ვფიქრობ უფულობას რა ვუთხარი თორე ვინ იყიდდა მაგას ვაფშე. როარ შემოიტანონ ხო მთლად კაი იქნება ყველა შეეცდება საშუალო კლასის ევროპული იყიდოს 2500 ის ფარგლებში. არაა ეს სასწაული თანხა ბილობოლო 3-4 დაბალი კლასის თოფს ყიდულობს ზოგი და მიზეზად დაბალ ფასს ასახელებს არ ჯობია 1 კარგი და მოვუაროთ იმ კარგს კარგად.
მონადირე ბუნებით ალალი,გულკეთილი ადამიანია ჩემი აზრით მონადირეებმა იარაღზე სწორი შეხედულება და რჩევები ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილებიდან გამომდინარე,მე პირადად იჟ–27 არ მაქვს შემომრჩა ზაუერი ტოზ–63,ასე რომ იარაღის ლანძღვით კი არ უნდა ვიყოთ დაკავებულები არამედ იმაზე ვისაუბროთ როგორი ცუდი პროდუქციით მარაგდება ჩვენი სამონადირეო მაღაზიები.
bichi2009, შენმა ბიძაშვილმა იყიდა 27 სანადიროც და სპორტინგიც? მალადეც ეგ კაცი ყოფილა ბაიკალის მაგარი ფანი იჟ 27–ის ორივე მოდელს რომ იყიდი
დამატებულია (25.01.2014, 17:04:19) --------------------------------------------- მოკლე კაცია და გუნება
დამატებულია (25.01.2014, 17:05:32) --------------------------------------------- მე საშვალო კლასის თოფებში პირველ ადგილზე ატა არმს სპ–ეს და ჰუგლუ ს12–ს დავაყენებდი. ეს ორი იარაღი საშვალო კლასში უკონკურენტოა ჩემი აზრით
ikoj1967 მეგობარო ცოტა შენი ფოტო რეალობისგან შორსააა თუ არ ვცდები ასეთი რაიმე სხვადასხვა მარკის და წარმოების თოფზე შეილება მოგივიდეს სხვადასხვა მიზეზით რეალობისგან შორსაა მეთქი იმიტო ვამბობ რო მწარმოებელი და მათ შორის იჟი არაფერ შუაში არ არის ნ. ნემსაძე ,,Ij Baukal MP27 EM-1C Sport"
bichi2009, არის ძმაო ხალხი რომლებიც 900 ლარიან თოფებსაც რის ვაი ვაგლახით ყიდულობენ და 2500 ლარი ასე ხელწამოსაკრავი თანხა არაა. ეს იაფფასიანი თოფები რომ არ შემოდიოდეს როგორც შენ ამბობ ჩვენი მონადირეების დიდი ნაწილი უთოფოდ დარჩება. შეიძლება ბევრ ჩვენთაგანს კი შეგვიძლია საშვალო კლასის ევროპული თოფი ვიყიდოთ მაგრამ უმრავლესობას არ შეუძლია. ამიტომ ღმერთმა ყველას გაუმარჯოს ყველა თავიანთი იაფფასიანი შენაძენით. მთავარია ჭეშმარიტი მონადირე იყო და ნამდვილი კაცური კაცი და თოფს რომელს დაიკავებ ხელში არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს გაუმარჯოს!!!
ყველას ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. არჩევანს თითოეული ჩვენთაგანი თვითონ აკეთებს და ვისაც რა მოწონს იმას ყიდულობს, მე პირადად ის მაქვს რაც მინდოდა და ცუდია თუ კარგი მე მომწონს, მაგრამ სანამ არჩევანს გავაკეთებდი მაინც ჩავუჯექი რუსულ საითებს და ცავიკითხე რეკომენდაციები და ასე თუ ისე შემექმნა წარმოდგენა რას ვყიდულობდი, გარდა იმისა რომ მანამდე ვნახე მოვირგე და ვიზუალიც ძალიან მომეწონა...
marsi, ფანი სულაც არაა და ხარისხიც ჩემზე კარგად იცის და აფასებს მაგრამ ექიმია და ორთავე შემთხვევით პაციენტებიდან შეიძინა ისეთ გარიგებით რო არავინ ხელიდან არ გაუშვებდა. სპორტი მეორე იყო რიგში და ინტერესის გულისთვის თან 1 გადასაჭრელად უნდოდა და წაგებული სპორტი აღმოჩნდა მოკლედ მინდა ვთქვა ორთავე დავათვალიერე და კარგი თოფებია გამოადგა არცერტს მცირედი ნაკლიც არ აქვს საბედნიეროდ. გადაჭრილი სპორტით მესამე ადგილი აიღო ბაზიერის სასტენდო ჩემპიონატზე. 1 რამ მინდა ვთქვა კარგად არჩეული იჟი თურქულ თოფებზე უკეთესია ეს დაიმახსოვრეთ უბრალოდ 10 ცალიდან 1 არის ნორმალური ეს ჩემი შეხედულებაა.
PS. ეს იჟ 27 სპორტი კიდე დავამატებდი რო ისეთ ადგილზეა გახეთქილი სადაც ყველაზე მცირე შანსია კომპენსატორების გამო. არცერთი იარაღი არაა დაზღვეული გახეთქვისგან მაგრამ ეს არაა ჩემი აზრით დასაშვები რო წნევის გამტარ ხვრელთან გახეთქვა თუმცა რავიცი ათასი სულელია რას ისვრიან რას გაიგებ და ეს სურათი არაფერს ამტკიცებს მართლაც.
marsi, არა მპ 27 დის ფანი კი არ ვარ და არც მიყიდია..ისე ჩამივარდა ხელში ორივე..თუმცა ახლები ორივე..(უნდა ვთქვა რომ ორივე ალბათ იმ მცირე რაოდენობის გამონაკლისში შედის რომელსაც ზემოთ აღწერილი უზუსტობები და ნაკლოვანებები ძალიან ცოტა ..ფაქტიურად არ ჰქონდა)არ მოვყვები თავიდან იჟზე ლაპარაკს ისედაც იმდენია დაწერილი..ხანდახან ბავშვური გარჩევები მოგაგონდება კაცს ისეთი პოსტებია..გინდ რუსულზე და გინდ თურქულზე..ერთს ვიტრყვი რომ..როცა საშუალება არა იმდენის რომ თუნდაც საშუალო ევროპული იყიდოს მონადირეების დიდმა ნაწილმა მიდის ასეთი პოლემიკა..ხშირად ზღვარ გადასული გინება ორივე ქვეყვის თოფებზე..რაც ეთიკურად არ მიმაჩნია.მთავარია სიმართლე და ნალოვანებები უნდა აღინიშნოს ყველა იარაღის მათ შორის იმ ევროპულისაც რაც აქ ჩვენთან შემოდის (თუმცა რუსულ-თურქულ ნაწარმს მაინც დიდად აღემატება ხარისხით და ფასითაც რომელსაც უმეტესობა ვერ იხდის სამწუხაროდ)და საშუალების მიხედვით ახლგაზრდა დამწყებ მონადირეებს მიეცეს დასკვნების გამოტანის საშუალება და არა ისეთი როდესაც ყველა თავის თანამგზავრს აქებს..სიმართლე კი ერთია 1000 ლარად ხარიასხიანი ნაწარმი არ მოდის და ამ ფასში ვის რა მოეწონება მის გემოვნებაზე და შეხედულებაზეა..
იჟ 27 სხვადასხვა გერმანულ და ბელგიურ თოფებს რომ ადარებენ ეგ ჩვეულებრივი რუსული რეკლამაა და ჩემი აზრით რუსული იარაღის ხარისხი არ აიწევს სანამ ბაზარზე არ დაუშვებენ უცხოურ საქონელს(განბაჟება ღირს იმდენად ძვირი რომ კოლოსალურ თანხებს აღწევს)კონკურენცია არ არის.რაც შეეხება გვირაბის ბოლოს სინათლეს,საველე პირობებში შეადარონ სხვა ევროპულ ბრენდებს და დარწმუნებული ვარ გამომცდელი მარტო გვირაბის ბოლოსღა თუ დაინახავს სინათლეს.(ეს უბრალოდ ჩემი აზრია როგორც იარაღის მოყვარულის და არა ექსპერტის) ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
bichi2009 გადაჭრა ლულა რას ნიშნავს ბიჭიკო?იჟ 27 რა თოფიცაა არც სჭირდება აფერი ქეა აზრი გარკვეული!მინახია მქონდა და ვხედავ კიდევაც როგორც შრომობენ ეს იჟევსკები 27 გვარისანი! 77777 i.tsirekidze
iJ 27 სპორტინგი გადაჭრა კომპენსატორებს უკან ანუ ლულა თუ ქონდა 75 სმ დარჩა 65.5 სმ და ცილინდრული. ეხლა არი ხოშიანი სტვოლი მოკლე, მანევრირებადი, და ტყის ქათამზე და მწყერზე სანადიროდ იდეალური 30 მეტრს თავისუფლად ფარავს და კაი ვაზნით ცოტა მეტსაც. ჟაკანზეც კაი იქნება და კარტეჩზეც. სხვათაშორის გადასაჭრელად მსგავს ნადირობისთვის ისეთი თოფები მიაქვთ იჟ 27 რა მოსატანია.
დამატებულია (12.02.2015, 18:40:48) --------------------------------------------- ვერ გავიგე აქ ზოგი აგენებს თოპებს ზოგი აქებს ამრეია გზაკვალი უკვე არც ვიცი რა ვიყიდო
kobakoba, ჯერ შენ თქვი რა თოფი მოგწონს ან რა ფასში ?? თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
giohunt1982, ამასწინათ ზუსტად მაგას ვაკვირდებოდი ოღონდ საბჭოურ იჟ 27 ზე და ბიძაჩემვს ვეკამთებოდი რო ვერ წაიღებს სწორადთქო, ანალოგიური იყო ლულების გაბურღვა რაც ფოტოზე გაქ
stoeger1, არასწორი გაბურღვა მოძველებული ჩარხ -დანადგარების ბრალია და იმი რომ ამ ქარხანას ორლულიანების შემთხვევასი სიახლე არაფერი აქვს რაც იყო ბაბუას დროს ალბათ იგივეა დაზგაც და მასალაც (მასალის სახელი 50ა იგივეა მაგრამ მგონი აქაც შეიცვალა რაღაცეები უარესობისკენ) ჩოკები ერთადერთი სიახლეა და აქაც იგრძნობა ტექნოლოგიის უქონლობა ლულა ისეა გაბურღული მინიმუმ 0,25 შეიძლება ჩაიხრახნოს (მართალი მსგავს სხვა უფრო წარმატებული ფირმებიც იყენებენ მაგრამ მათ სხვა მოდელებიც გააჩნიათ რომელთანც ცილინდრი თავსებადია) რაც შეეხებ არასწორ გაბურღვას ამას ვერ გრძნობ როცა საფანტს ისვრი რომლის სამიზნე მანძილი 35-45 მეტრია მაგრამ როცა ცალი ტყვიის სროლას გადაწყვეთ ერთი ჩემი ძმაკაცივით უნდა მოიქცე (0,25 დან ისვრის ჟაკანს ოთღონდ მანძილის მიხედვით გვერდზე უმიზნებს და 100 ნაბიჯზე თითქმის 2 ნაბიჯი ცდომილება გამოუდის მისი თოფიდან სწორი დამიზნებით გასროლილ ტყვის როცა იგივე ტყვია ჰუგლუს ცილინდრიდან 100 ნაბიჯში სამიზნე ხაზიდან მაქსიმუმ 20-25 სმ ცდომილებას იძლევა
ნეტა როდის მოვა ის დრო საქართველოში?! როცა აღარ მიმოიხილავენ იჟ 27 დს. და საერთოდ რუსული აღარაფერი იარსებებს საქართველოში, წიხლს ჩაარტყავენ დზველ რუსულ სტერეოტიპებს და რუსულ ნაწარმს?! ლეგენდარნი იჟ დმაცეტ სემ , მაგრად შეკრული ადინაცეტი და ასე შემდეგ, აღარ ჩამოვთვლი, თეთრი ნივა კიდე ხო შედევრია. ეს უბრალოდ ჩემი აზრია და ამავ დროს დიდი წუხილი Shavi
გამარჯობა მონადირეებო :* მე ახალბედა მოანდირე ვარ და რაგაცა კიტხევბიმაკვს ტქვენტან : მაქვს მპ27მ რუსული გამოსჰვების 2013 წლის მოდელი აქვს 1050 ბარი და მაინტერესებს თუ მაქსიმუმ რა გრამის რამდენი გრამიანი ვაზნის სროლა სჰემიდზლია ამ იარაგსჰი არის მაგნუმის ლულებზე უიჯექტორო monadires unda erqvas monadire da ara brakonieri
giorgimonadire, 50 გრამიანები მაგრამ რათ გინდა არანაერი უპირატესობა მაგ ვაზნებს არ აქვს ასე რომ დაივიწყე ებ ამბავი ისროლე მაქსიმუმ 36 გრამიანი ისე 30 გრამიც საკმარისზე მეტია თუ სროლა იცი თუ არა გინდა ზარბაზანი ესროლე მაინც ვერ მოინადირებ Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
giorgimonadire, 76 მილიმეტრიანი სავაზნით ანუ სრული მაგნუმი, შესაძლებელია 56 გრამიანი ვაზნის გასროლა, ასეთ ვაზნის გასროლა კარგი ხარისხს შემთხვევაში მექანიკური ანუ გადასახსნელი თოფიდან რომლის უკუცემას არც მექანიზმი ანეიტრალებს და არც კონდახი ძალიან არაკომფორტული და მოუხერხებელია. ასე რომ ტყვიკა ფულის გადაყრაა და მეტი არაფერი. აი 36 გრამიანი კი ძალიან ეფექტურია მაგ იხვზე და ბევრად უფრო შორს მუშაობს ვიდრე მაგნუმი
კი 76 მილიმეტრიანია სრული მაგნუმი :) დზალიან დიდი მაოდლბა ინფორმაციისსტვის არც ვაპირებდი ისე 34 36 გრამი საკმარისია :* კიდევერტხელ დამლობა და კარგ სეზონს გისურვეტ ყველა მონადირეს
დამატებულია (06.08.2015, 19:58:45) --------------------------------------------- და კიდე რამაინტერესებს მოყვა 5 ცალი ჩოკი 1იანი 2 3 4 და 5 იანი ცჰრილების გარესჰე და მაინტერესებს რომლიტ სჰეიდზლება ჯაკნის სროლა არცჰირდება არაფერსჰი მაგრამ მაინც რო ვიცოდე ტუნდაც კარტეჩი monadires unda erqvas monadire da ara brakonieri
giorgimonadire, როგორც შენ ამბობ 5-იანი (ანუ ყველაზე თხელი რომელიცაა რა. ორივე შემთხვევაში:) და მაქსიმუმ რამდენგრამიანს გაუძლებს მაგით ნუ დაინტერესდები მაინცდამაინც. 36 გრამამდე ნებისმიერი ვაზნა საკმარისია იმისთვის რომ ინადირო. მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
და 2 იან 3 იანი ჩოკებიტ სჰემიდზლია ჯაკანი ან კარტეჩი ვისროლო ?
დამატებულია (06.08.2015, 22:22:51) --------------------------------------------- მპ 27 მ ი მაკვს და ხსჰირად 2 იან 3 იანი ცჰიოკი მიგია არც მცჰირდება ჯაკან კარტეცჰი მაგრამ მაინტერესებს დზალიან
გასაგებია რომ მპ-27 გაქვს. იგოვე იჟ-27. პირველი რეგისტრირებული თოფი მეც ეგ მქონდა რამდენიმე წლის წინ. ერთჯერადად გაისროლე თუ საჭიროება მოითხოვს აბა თავს ხო არ შეაჭმევინებ რამეს. ცდების ჩატარება კი არ გინდა. თუ მაღაზიაში იყიდე ინსტრუქციაშიც ეწერება რა და როგორ უნდა ქნა. მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!