vajaevich, არმსან 612 ასევე ფენომა ასევე ატა ნეო აირჩიე მაგ სამიდან და მაღაზიაში რას ამბობენ მაგას ნაკლებად მოუსმინე Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
vajaevich, სწორი გითხრა თარხანამ, თოფის გამყიდველები (ყველას არ ვგულისხმობ) დიდი ორატორები არიან, ისე დაგაჯერებენ იმას რომ რაც ვიტრინაზე უდევთ ის თოფი საუკეთესოა რომ რავი
Quotetarxana ()
არმსან 612 ასევე ფენომა ასევე ატა ნეო აირჩიე მაგ სამიდან
ესეც სწორი რჩევაა ამ სიტუაციაში, ოღონდ ატა ნეო-ს ატა არმსი ჯობია (აირგადამტენი) უფრო ახალი და დახვეწილია. "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
vajaevich მართალს გეუბნება akson777 ატა არმს რო გირჩევს მეგობარო, ამას ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ რომ ძალიან კარგი თოფია ატა არმსი გაზ დამტენი სისტემით, მე თვითონ მაქვს და უზომოდ კმაყოფილი ვარ ყველაფრით ჯერ არ უღალატია და არც აპირებს, მუშაობს იდეალურად ამ ფასად უკეთესი იარაღი მე პირადად არ მეგულება მშვენიერი თოფია მაღაზია კალიბრს შემოაქვს ეს ატა არმსი გაზ დამტენი სისტემით, მე ამ იარაღს გირჩევ მეგობარო დანარჩენი შენ იცი წარმატებები. ata arms cy carbon fiber
teimuraz,მადლობა რჩევისთვის, ვიცი ეს იარაღები მაგრამ იარაღის რესურსიც მაინტერესებს, ჩემს სამეგობროში აქვთ ატა, არმსანიც, ახალი ნაყიდი აქვთ, რესურსი როგორი აქვს არ ვიცი
მეგობარო ერთ რამეს გეტყვი,რესურს რაც შეეხება ამაზე ბევრჯერ მითქვამს საახლობლოში და მეგობრებთან საუბრისას რომ რათქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს იარაღის თითოეულ დეტალებს ხარისხს მისი სიმტკიცისა და დამზადების ტექნოლოგიებს და არა ნაკლებ დიდი მნიშვნელობა აქვს იარაღის მქონე პირს როგორ უვლის თავის იარაღს ამის მიხედვით გამოავლენს იარაღი თავის გამძლეობას ანუ რესურს,დღეს ამ იარაღის რესურს ზუსტად ვერავინ გეტყვის რადგან არც ისე დიდი ხანია რაც შემოვიდა საქართველოში და ამას დრო ჭირდება მეგობარო დრო გვიჩვენებს ყველაფერს, და კიდევ ვინმემ იცოდა კომუნისტების დროს გამოშვებულ რუსულ იარაღს რამდენი ექნებოდა რესურსი? რაღაც არა მგონია მითუმეტეს ფასი კარგად იცით რო დიდი არ ქონდა არასდროს იჟ-27 350 მანეთი ღირდა ტოზ 34-ტი კი 400-დან-525-მდე მაგრამ ჩვენი ბაბუები და მამები ამ იარაღებით ნადირობდნენ და დღესაც ნადირობს ძალიან ბევრი ასეა თუ ისე ამ ძველმა თოფებმა დღემდე გაუძლო დროს და არა მგონია დღევანდელი თურქული თოფები რომლებიც ევრო სტანდარტს აკმაყოფილებს რამეთი ნაკლები იყოს თუნდაც დღევანდელ რუსულ იარაღზე პირიქით ბევრად კარგი ნამუშევარია მითუმეტეს ეტყობა როცა ორივეს გვერდი გვერდ დადებ და დააკვირდები ნებისმიერ დეტალს ეტყობა რომ უკეთესი დამუშავებულია აი ეს არი რაც მინდოდა მეთქვა რა თქმა უნდა ეს ჩემი აზრი და შეხედულებაა თუმცა სიმართლეც. ata arms cy carbon fiber
მოგესალმებით ყველას, ახალი ვარ ფორუმზეც და იარაღის მფლობელთა შორისაც, გუშინ შევიძინე HATSAN ESCORT MPS COMBO, 7+1 ტყვიით, ვესტერნში, სულ ახალი, დღეს შევამჩნიე რომ 2 ტყვიას რომ ჩავდებ მესამე ნახევარზე შედის და არ იდება, მგონი იმაზე მეტი ძალა არ დაჭირდება მესამეს რაც პირველ ორს, მე ვერაფერი გავიგე და იქნებ გამარკვიოთ თუ შესაძლებელია რა ხდება და რატო არ იდება.
ikka88,თუ შენით ვერ მიაგნებ მაგ ჩხირს მაშინ თოფი მაღაზიაში მიიტანე სადაც იყიდე და თხოვე მჭიდის დამბლოკავი ჩხირის ამოღება მინდა რადგან 2 ვაზნაზე მეტს ვერ ვდებო და მოგიხსნიან "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
ბიჭებო რამოდენიმე დღის წინ ვიყუდე KHAN ARMS MATRIIX FIDELIO გაგარინზე ვიყიდე 1100 ლარი დამიჯდა რემნით და ჩიხოლით რაც მქონია იარაღები ყველას მირჩევნია რუსულ თოფს ძაან მაგრად გადაუჯოკრა იჯ 27 იც მაქ და KHAN ARMS ვერ დაუდგება გვერდით ანუ ფასთან მიმართებაში უძლიერესი თოფია hunter
და რამე კონკრეტულად ხო არიცი ? ანუ რამდენიმე წლის წინა პოსტები ვნახე ახლა შევიძინეო რომ წერდნენ ჯიგრები და ახლა სამი და ოთხი წლის მერე რა აზრის არიან მაინტერესებს, თუ შეგიძლია დამეხმარო მადლობელი დაგრჩები
huglu104, როგორც ვიცი ისეთი მიტანა ვერ აქვს როგორც ჰუგლუს ვერტიკალურ ლულიან მოდელებს, მაგრამ ხეწამოსაკრავი თოფი ნამდვილად არრაა...
დამატებულია (24.11.2015, 18:58:26) --------------------------------------------- Avci, ჩემს ნათესავს აქვს ჩიპსანი, ალბათ ერთი 15 წლის მაინც იქნება მეტის თუ არა და ჯერ კიდევ მუშაობს ნორმალურად :D
თქვენი დახმარება მჭირდება მონადირეებო, უთოფოდ დავრჩი და სასწრაფოდ უნდა ავიღო რამე განვადებით 700-800 ლარი მაქსიმუმ და რას მირჩევთ? სარსილმაზის პომპა მომწონს მ204 ჰანტერი და იქნებ მირჩიოთ რამე დ.კალანდაძე
bizona, პომპას ვერ აღვიქვამ ფრინველზე სანადირო თოფად თუ განვადებით ყიდულობ რამე სხვა აიღე. რაც შეეხება ნადირს ამ შემთხვევასი მოსახერხებელია პომპის მრავალმუხტიანობა და მექანიკური სისტემა რომელიც წნევის კარგვართან ერთად გაჭედვასაც აგაცილებს.
bizona, თუ პომპით გადატენვა არ გიქმნის პრობლემას (გარდა სუბიექტური მოწონება-არმოწონებისა ისიც გაითვალისწინე, რომ მიყოლებით სროლა თან ხელით გადატენვა და თან მიზნის არდაკარგვა ცოტა უფრო ძნელი იქნება, ვიდრე სხვა მოდელებში), სანსილმაზის თოფებს არ აძაგებენ, მე პირადად შეხება არ მქონია. რაც შეეხება ჩიფსანს, ერთი 20 წელია ერთს აქვს მოკლელულიანი(მგონი 66სმ), ხოლო შარშან იყიდა ერთმა ახალი და ძველი უკეთესი ნამუშევარია.
800 ლარს 100 ლარსაც თუ დაამატებ, ჰატსან დინამიკსია მშვენიერი თოფი ფასიდან გამომდინარე, ინერციული სისტემით და დიზაინიც კაი აქვს, 5 საცვლელი ჩოკი და ასეთუისე კაი ფირმაა საერთოდ ჰატსანი თავის კლასში პომპები კიდე უფრო იაფიანებიცაა, მარა მართალს გეუბნებიან პომპა არაა უნივერსალური სანადირო თოფი და მოუხერხებელია ფრინველზე ნადირობის დროს, ჯერ დამუღამებას უნდა კაი ხანი და მერე კიდევ დროის ფაქტორია, თან ყურადღება გადადის გადატენვაზე და ამ დროს მეორე გასროლას აზრი ეკარგება უმეტეს ნადირობის დროს...
giorgigagoshvili, ჰაცანის დიზაინი მომწონს მაგრამ რატომღაც არასაიმედოდ მეჩვენება, გაქვს რამე ინფორმაცია ამ იარაღზე, ჭრა მიტანა გამძლეობა როგორი აქვს? დ.კალანდაძე
bizona, მიდი, ნახე, შეამოწმე, მოირგე და თუ მოგეწონა, იყიდე. მაგ თოფზე კაი ინფოები მოვიძიე რუსულ ენაზე, დაგუგლე და შენც წაიკითხე, მემგონი საუკეთესი შემოთავაზებაა მაგ ფასად, რაც გიორგიმ მოგწერა.
giorgigagoshvili, პედიატრი, მადლობა გაიხარეთ, ვნახე ეგ აგრეგატი დღეს დიზაინი კარგია, მხარზეც კარგად ზის ერთადერთი რაც მაფიქრებს ისაა რომ არავის ქონია ჩვენთან მიტანა ჭრა გამძლეობაში როგორი იქნება დ.კალანდაძე
stoeger1, საიდან მოიტანე რომ რომ ტრუხადა უვარგისი ჰაცან ოპტიმა იჟ 18-ს შეჭამს? ჰაცან ოპტიმა საერთოდ იარაღის შეცდომაა როგორც ყველა თურქული ცალპირა. იჟ 18-ის დონეზე ვერცერთი თურქი ცალპირა ვერ მივა
დამატებულია (25.11.2015, 00:41:27) --------------------------------------------- ikka88, სავაზნეს ზემოდან პლასმასი აქვს ის ამოაძვრე და შეგ გრძელი პლასმასის ჩხირი ექნება, ამოაცალე და შემდეგ ყველა ვაზნა ჩავა. თავიდან ყველა თოფს მასე აქვს
დამატებულია (25.11.2015, 00:43:45) --------------------------------------------- bizona, ჰაცანის ავტომატები მართლა საიმედო და გამძლეა, პირადი გამოცდილებით გეუბნები.
bizona, ჩემი ხმა ჰაცანს ძალიან თანამედროვე დიზაინი აქვს და ფასიც კარგია, რაც შეეხება სარსიმალზს ერთერთი საუკეთესო ფირმაა ტურქულ იარაღის მწარმოებლებში მაგრამ პომპა ძალიან მოუხერხებელია ლულასთან მიერთებული კოლოფი საიმედოდ გამოიყურება საინტერესოა როგორიიქნება მუშაობაში და თუ 24 გრამიანებს ვერ გაისვრის ეგ ნამდვილად არ ითვლება პოლუავტომატის ნაკლად
marsi, პირველი რაც არის ჰატსან ოპტიმას და იჟ 18 შორის შედარებისას, ძირითადი აქცენტი კეთდება ფასზე 450 იჟი ღირს 250 ოპტიმა, რას აკეთებს ეხლა იჟ 18 ისეთს რასაც ოპტიმა ვერა... იჟის უპირატესობა არის მხოლოდდამხოლოდ გამძლეობა, დანარჩენ ნებისმიერ ასპექტში ჯობნის ჰატსანი, სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში ეგეც კაიხანს გაძლლებს... ორივეთან მაქვს შეხება, იჟ 18 ჩემი პირველი თოფი იყო(სსრკ გამოშვება, ეხლანდელი ვაბშე უბედურებაა), და ამ სეზონზე ჩემს ძმას ვუყიდე ფედერალის ერთლულიანი(ზუსტად ჰატსან ოპტიმასნაირი კონსტრუქციაა), რა შემიძლია ვთქვა იჟზე-მიტანით არაუშავდა, კონდახი ქონდა მოკლე (რათქმაუნდა გაბზარულიც :D), დასამიზნებლად და ჰაერში სასროლად იყო ძალიან რთული, არ აქვს პლანკა და სწრაფი სროლისას გაფრენილ ფრინველზე ძირითადად აცელ, პლუს ჩოკი, ჟანგს იკიდებდა კიდევ, ერთისიტყვით კაი ყარაულის თოფია. თურქულზე კიდე ვიტყვი, რომ უფრო სანადირო მოდელია ვიდრე 18, აქვს გაცილებით კაი მიტანა ვიდრე იჟს, აქვს პლანკაც, რაც ჩემი აზრით აუცილებელია ჰაერში შედეგიანი სროლის დროს ფრინველზე, არის სხვადასხვა ლულის შევიწროებებით, იოლი მექანიზმი, მსუბუქი და არაფერში არ დაზოგავ, ახმარე 34გ მდე ვაზნა და მშვენივრად მუშაობს.
დამატებულია (25.11.2015, 16:03:48) --------------------------------------------- bizona, ახალი მოდელია ეგ ჰატსან დინამიკი და არ იქნება ცუდი დამერწმუნე, თურქები რასაც ახალს უშვებენ მით უფრო ხვეწავენ ნაშრომებს და არც ეგ იქნება გამონაკლისი, დიზაინით კი ვხედავთ ბენელს რა მაგრა გავს და სისტემაც იგივე იქნება, ანუ გამომდგარი და გამოცდილი მექანიზმია, მე ყოველშემთხვევაში უკეთეს თოფს ვერ ვხედავ აქაურ ბაზარზე მაგ ფასში...
დამატებულია (25.11.2015, 17:42:56) --------------------------------------------- ზუსტად ეგ სისტემა არ მხიბლავს, მთლიანი რესივერი უფრო საიმედოდ მეჩვენება ვიდრე ეგ..
ზატორის სამოძრაო (არ ვიცი რა ქვია) და ლულა გაერთიანებული რომ არის უფრო საიმედოდ მეჩვენება ვიდრე ტიბჟერის წყალობით შეერთებული ლულა რათქმაუნდა არც ამ შემთხვევაშია არ არის პრობლემა ბოლოსდაბოლოს ატა ნეოს ვიღაც ვიდეოში საერთოდ ტიბჟერის გარეშე ისვრსი მაგრამ მაინც იაფიან თოფში ეგ გარანტიაა რომ კოლოფიც ფოლადია ლულის მსგავსად ნუ თუ ჩარეზბილი არა არის ლულაში
ბაქარი, კი მივხვდი და ეგ არ მომწონს ზუსტად, მთელი დარტყმა მოდის კონდახის იმ ადგილზე სადაც ეგ მექანიზმი ჯდება და რამდენად გაუძლებს ჰაცანი მასეთ დატვირთვას? ეგ დეტალი უნდა იყოს ძალიან მყარი რო თოფმა ე.წ შატკა არ აიღოს, ეგ რო იყოს ბენელი რაზეა საუბარი მარა ჰაცანია და მაგიტო თავს შევიკავებ, სარსილმაზის პომპა არავის გქონიათ? მაგრად მომწონს მსუბუქია სათრევად არ დაგენანება და იაფია სამომავლოდ მაინც სხვა თოფი მინდა ვიყიდო და მანამდე მინდა პომპაც გამოვცადო დ.კალანდაძე
bizona, მე მაქვს sarsilmaz m204 hunter. თავის ფასში კარგი პომპაა თან სანადირო ვერსიაა 71სმ ლულით, 5 ჩოკით. მეორე წელია უკვე, მუსაობს უღალატოდ. ერთი ის არ მომწოს რომ ტიბჟირი ყანყალებს. მარტივი მექანიზმნია მაგას რაუნდა მოუვიდეს )
bizona, ზუსტად მაგაზე ვეჭვობ მეც რაღაც არ მომწონს ეგრე როა ლულა მიამგრებული, აი ვალტერის თოფებს აქვს ორმაგად გაკეთებული ტიბჟირს რო მოხსნი კიდე მეორე რეზბააა აქ და იმითაც დამაგრებულია
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!