17:33:46
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
ვინ რა სანადირო იარაღს ანიჭებს უპირატესობას?
artemi63დრო: შაბათი, 02.06.2012, 16:09:09 | შეტყობინება # 1051
მაიორი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 196
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რუსულ ტოფს არსეტი ტოპი არგობია პრაკტიკულობა ში, მეს რომ კველა ჰამოტვლილი ტოფი მკონდეს მაინს რუსულიტ სავიდოდი , მსხვილ ნადირზე სანადიროტ, როსა სისოსხლეს საფრტხეჰი ჰააგდებ, გამოსდილი რუსული იარაგი გობია, ვიდრე რაგას სატამა შო, უსხოური იარაგები..., დატვზე მაგალიტად, გორს, მაგალიტად პნევმატიკიდანას მოკლავტ,მსხვილი კალიბრიმაკვს მხედველობაჰი!!! რუსულ ტოფებს ომი გამოვლილიაკვტ და რატკმაუნდა ახალი მოდელები უფრო დახვესილია ზველზე, ჰემი პირადი აზრიტ! ასე რომ იგ27 საუკეტესოა..

საღოლ რა ძმაო მაგარი გემოვნება ქონია,ეგ ამერიკელები ხო გოიმები არიან და ევროპაში ხო საეთოდ არაფერში არ ერკვევიან რატ გინდა შენი "რემინგტონი-870" რომელსაც ომი გაუვლია ან ლეგენდარული "ვინჩესტერი"ან და"იტაქა "რომლის გამძლეობაზე ლეგენდები დადის.ან
იტალიური "პერაცცი","პერუჯინი","ლუჩანო ბოზისი",ესპანური "კემენ",ბელგიური "ბრაუნინგი",გერმანული "მერკელ","ჰეიმი"რომელებიც ნებისმიერ მც 500000 ფორას მისცემენ.რუსებს აქვთ კარგი გამოთქმა "როცა კაც მანქანა არ უნახია ზაპოროჟეციც კი ძალიან მაგარი ეჩვენება". 167

დამატებულია (02.06.2012, 15:09:09)
---------------------------------------------
ისე, მც ინგლისური ბოსის კლონია.

არის ესეთი ავტორი ტროფიმოვი მაგას აქვს მთელი სერია წიგნების გამოცემული ნადირობაზე,იარაღებზე ძირითადატ რუსული წარმოების.აი რას წერს-"მც11 და მც-111 პერდეს ანალოგია,მც-8 მერკელის ანალოგი დ.შ"არაფერს ვამბობ იჯ-54 რომლის წარმოშობა ყველა იცის ,ომის დროინდელი ზაუერის ასლია.
და ისე ზოგადათ,ბევრს რო ლაპარაკი უყვარს ვიტომ და რუსული სანადირო იარაღის უპირატესობაზე,გავიხსენოდ აბა რა აქვტ რუსებს გამოგონილი სანადირო იარაღებში,მე ვიტყოდი დიდ არაფერი,თუ არ ჩავთვალოდ კაზანცევის სისტემის ცალ პირიან ტოფს იჟ-18 და ტოზ-34 რომლის წარმოებაზე უკვე უარი თქვეს,დანარჩენი ძირითადათ ინგლისელების ,ბელგიელების,იტალიელების,გერმანელების და ფრანგების გამოგონილ ხარჯზეა.


შეტყობინება დაამუშავა artemi63 - შაბათი, 02.06.2012, 16:10:55
 
lengo88დრო: შაბათი, 02.06.2012, 16:12:48 | შეტყობინება # 1052
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 263
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote
როცა კაც მანქანა არ უნახია ზაპოროჟეციც კი ძალიან მაგარი ეჩვენება". artemi63,
069 069 069 166


თოფი მეთოფეს, მეთოფე სოფელს . . .
 
nugomonadireდრო: შაბათი, 02.06.2012, 16:41:33 | შეტყობინება # 1053
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
IKAHUNTER, GAGA_CHIKO, თოფაძე კარგი ადამიანია და კარგი მონადირეც. ეს თქვენთვის ახალგაზრდებისთვის არის ასეთი გამოთქმები უცხო თორემ იმ თაობისთვის ვისაც საერთოდ ხელშიც კი არ კავებია რუსული წარმოების სანადირო იარაღის გარდა სხვა, მათთვის ბუნებრივია. იმის თქმა კი არ მინდა, ღმერთმა დამიფაროს პერდე და ჰოლანდი იჟს შევადარო. უბრალოდ შეეჩვევაა და მეტი არაფერი. ცნობისთვის ისე რუსული ტოზი და იჟი რომელიც თოფაძეს ხელში უჭირავს 15-20 ათასი დოლარი ღირს და სპესწარმოებულია... 167

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
პედიატრიდრო: შაბათი, 02.06.2012, 19:01:42 | შეტყობინება # 1054
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მამაო, დიდ პატივს გცემ, მაგრამ იჟ27 და ტოზ34 15-20 ათასი დოლარი მაშინ ეღირება, შიგ ერთ 100 გრამ ოქროს თუ შეურევ, მეტს ეს თოფები ვერ ქაჩავს, ვიცი ესენი, მქონდა, მისვრია, მომწონდა მაგრამ ვერ დაგეთანხმები, 1000 ლარიანმა თურქებმა დაჯაბნეს დღესდღეობით. რუსი ხალხი, როგორც მართლმადიდებელი ხალხი, წმ. სერაფიმე საროველის, წმ. სერგი რადონეჟელის(მისი ხატი ჩემს სამკერდე ჯვარზეა გამოსახული, ნათლია რუსი მყავდა),წმ. იოანე კრონშტადტელის მშობელი ხალხი ჩემთვის ახლობელია, მაგრამ ჭეშმარიტება უცილობელია, იტალიურ და მითუფრო ინგლისურ თოფებს ისინი ვერ შეედრება. ნეტა მოგვცა საშუალება, მამაო მე და შენ, და რა თოფებს ვიყიდდით, კი ვიცით, თუმცა უფრო კარგ საქმეში შეიძლება ფულის დახარჯვა, ვიდრე საკუთარი თავისთვის თოფის ყიდვაა.

დამატებულია (02.06.2012, 18:01:42)
---------------------------------------------
ერთს დავამატებ კიდევ, ცოტა ნასვამი ვარ და მომიტევეთ, ბუნებაში რომ გავდივარ, საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, თოფი მიჭირავს ხელში თუ არა, ჩემთვის ესეც საკმარისია სულიერი ბედნიერებისთვის, ხანდახან მწვანე ბუნება, ჭაობები, ტყე მესიზმრება და სულ არ მჭირდება თოფი ამ დროს, მე ისეც კმაყოფილი ვარ

 
fshaveloდრო: შაბათი, 02.06.2012, 19:38:59 | შეტყობინება # 1055
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (პედიატრი)
ბუნებაში რომ გავდივარ, საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, თოფი მიჭირავს ხელში თუ არა, ჩემთვის ესეც საკმარისია სულიერი ბედნიერებისთვის, ხანდახან მწვანე ბუნება, ჭაობები, ტყე მესიზმრება და სულ არ მჭირდება თოფი ამ დროს, მე ისეც კმაყოფილი ვარ

04 04 04 04 04 04


საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
 
artemi63დრო: შაბათი, 02.06.2012, 20:16:05 | შეტყობინება # 1056
მაიორი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 196
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბუნებაში რომ გავდივარ, საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, თოფი მიჭირავს ხელში თუ არა, ჩემთვის ესეც საკმარისია სულიერი ბედნიერებისთვის, ხანდახან მწვანე ბუნება, ჭაობები, ტყე მესიზმრება და სულ არ მჭირდება თოფი ამ დროს, მე ისეც კმაყოფილი ვარ
პედიატრი 10 166


შეტყობინება დაამუშავა artemi63 - შაბათი, 02.06.2012, 20:17:17
 
GAGA_CHIKOდრო: შაბათი, 02.06.2012, 20:26:53 | შეტყობინება # 1057
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 140
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giainterstar1, რომელ რისკზე ლაპარაკობ?! 23 სხვის ხელში მაინც თუ გინახია ზევით ჩამოთვლილი იარაღები "ჰოლანდი" "პერდე" ნადირობაზე აგარაფერს გეკითხები,ვისგან გაიგე ან რა წყაროებიდან მოიძიე ინფორმაცია რომ ინგლისური,გერმანული,იტალიური ან ბელგიური თოფმა შეიძლება გიმტყუნოს და რუსული იჯ-27 არ გიმტყუნებს? 23 23 23

დამატებულია (02.06.2012, 19:26:53)
---------------------------------------------
nugomonadire, მამაო მე არ ვიცი როგორი ადამიანია თუ კარგია ღმერთმა გაუმარჯოს მე ის დავწერე რაც თვითონვე თქვა ჟურნალ "ნადირობა თევზაობაში" ყველას შეგიძლიათ ნახოთ,არ შეიძლება ჩემი აზრით ესეთი რამის თქმა თუნდაც ესე ფიქრობდეს(რაშიც ვერავინ დამაჯერებს)წაიკიტხავს მომავალი თაობა ამ სტატიას და იტყვიან მერე იჯ-27 მსოფლიოში საუუკეთესო თოფიაოო აი ამხელა კაცი ამას იძახის და სულელი ხოარაა ტყუილად რომ თქვასო.

 
IKAHUNTERდრო: შაბათი, 02.06.2012, 20:35:59 | შეტყობინება # 1058
პოლკოვნიკი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 283
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nugomonadire მამაო უბრალოდ ვიხუმრე, თორემ რა თქმა უნდა ყველას არჩევანის თავისუფლება აქვს და რითაც უნდა იმით ინადირებს სულ არ არის ჩემი საქმე. თუ ცუდი ხუმრობა გამომივიდა ბოდიშს ვიხდი 23
 
nugomonadireდრო: შაბათი, 02.06.2012, 21:34:33 | შეტყობინება # 1059
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, GAGA_CHIKO, არის სერიული გამოშვება რუსული იარაღების და არის სპეცშეკვეთებით. მე მინახია 25-50 ათასი ევრო რომ ღირდა რუსული თოფები. მერედა რატომ ხართ ასეთი კატეგორიულები. ვისაც რომელი მარკის იარაღით უნდა იმით ინადიროს. ის კაცი თუ ამბობს მე ეს მირჩევნიაო ეს მისი გადასაწყვეტია და მეტი არავის. მიუხედავად იმისა, რომ სახლში მართლაც რომ კოლექცია აქვს ინგლისური, ბელგიური და იტალიური თოფების. ღმერთმა მისცა ადამიანს არჩევანის და აზროვნების უფლება და ვერავინ დაუშლის... 23

დამატებულია (02.06.2012, 20:34:33)
---------------------------------------------
artemi63, შენ შეგიძლია შვილო ბუნების პეიზაჟებით დატკბე და სოკოებზე ინადირო. ხოლო ვისაც თოფით ხელში უნდა ნადირობა იმან ინადიროს... 39 167


’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
fshaveloდრო: შაბათი, 02.06.2012, 21:43:09 | შეტყობინება # 1060
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (nugomonadire)
---------------------------------------------
artemi63, შენ შეგიძლია შვილო ბუნების პეიზაჟებით დატკბე და სოკოებზე ინადირო. ხოლო ვისაც თოფით ხელში უნდა ნადირობა იმან ინადიროს...

ეს სიტყვები პედიატრს ეკუთვნის მამაო,არტემს არა..... არტემმა და მე მხოლოდ მოვიწონეთ პედიატრის ეს სიტყვები ...


საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
 
krimanjuliდრო: შაბათი, 02.06.2012, 22:52:38 | შეტყობინება # 1061
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთს ვიტყვი მე რაც მინახავს, მე და ბატონი გოგი რო ვიდექით ნომერში ბრაუნინგის უახლესი ელიტა კლასის ნახევრად ავტომატური ეჭირა ხელში... 167
 
valerikaდრო: შაბათი, 02.06.2012, 23:23:09 | შეტყობინება # 1062
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 625
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
2002-თუ 2003 წელი იყო ბაკურიანში გადაგვიფრინა თავზე ვერტმფრენმა და იქ მაცხოვრებელმა თქვა თოფაძე სანადიროდ მიდისო რაღაც იარაღი აქვს 15000 $ მისცაო .. 167

....
 
პედიატრიდრო: შაბათი, 02.06.2012, 23:35:01 | შეტყობინება # 1063
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
krimanjuli, რამდენი ხანია შენი პოსტი არ მინახია იარაღების თემაში, არადა ბევრი გეთქმის, მივესალმები შენს კომენტარს, ნუ მოანატრებ თავს ფორუმელებს... ჩემდათავად ვიტყვი: არ ვარ მონადირე, უფრო ნატურალისტი ვარ... იხვს რომ ჩამოვაგდებ, უკვე მეცოდება, რაღაცნაირი სევდა მომაწვება, თუ ავაცილე, ცოტათი მიხარია კიდეც. ვინმე დამცინებს, ვინმე გამიგებს, არცერთს არ ვეკამათები...
 
david8212დრო: კვირა, 03.06.2012, 12:45:39 | შეტყობინება # 1064
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არმსანი მაგარი თოფი ყოფილა, ვის აქვს ეს თოფი, რომ მითხრას ასეა?ხომ არ ჭედავს?

david8212
 
bichi2009დრო: კვირა, 03.06.2012, 15:18:05 | შეტყობინება # 1065
ჯგუფი: წაშლილები





giainterstar1, დავიჯერო რუსული თოფის გარდა არ გინადირია უცხოურით ან არ გინახია მაინც? კომუნისტი ხარ ეტყობა გაქანებული და რუსულ თოფებს იმითომ აქებ. არა საგინებელიც არ არის მაგრამ შენ რო ბერეტა გედოს სახლში რუსულით წახვიდოდი მაინც? უფრო ძვირიანს აღარ ვახსენებ 069 ან პრაქტიკულობა რას ნიშნავს? 2 ლულა ბერეტასაც აქვს და იჟსაც კონდახიც 2 ივეს აქვს და ცევიოც პრინციპი რუსულისაც და უცხოურისაც ერთია დიზაინი და ხარისხი სხვა.

არის ერთი პიროვნება მთელი ცხოვრება რუსულ მანქანებს აქებდა და დღეს ჯიპი და მერსედესის სედანი ყავს და იძახის რა გოიმი ვიყავიო 069 069 069


შეტყობინება დაამუშავა bichi2009 - კვირა, 03.06.2012, 15:22:29
 
artemi63დრო: კვირა, 03.06.2012, 20:01:41 | შეტყობინება # 1066
მაიორი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 196
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nugomonadire არის სერიული გამოშვება რუსული იარაღების და არის სპეცშეკვეთებით. მე მინახია 25-50 ათასი ევრო რომ ღირდა რუსული თოფები. მერედა რატომ ხართ ასეთი კატეგორიულები. ვისაც რომელი მარკის იარაღით უნდა იმით ინადიროს. ის კაცი თუ ამბობს მე ეს მირჩევნიაო ეს მისი გადასაწყვეტია და მეტი არავის. მიუხედავად იმისა, რომ სახლში მართლაც რომ კოლექცია აქვს ინგლისური, ბელგიური და იტალიური თოფების. ღმერთმა მისცა ადამიანს არჩევანის და აზროვნების უფლება და ვერავინ დაუშლის...

მამაო,თქვენ არა სწორად გაგვიგეთ,არა იმაზე გვეცინება რომ ეგ შეძლებული კაცი იჟ-27 დადის,მაგაში არაფერია სასაცილო,არამედ იმაზი რომ მსოფლიოში უკეთეს იარაღებს ადარებს იჟ-27,თორემ ისე კაცია და ბუნება და რაც უფრო მოსწონს და რითი უფრო კომფორტულად ისვრის ის ურჩევნია რა თქმა უნდა მაგაზე ორი აზრი არ არსებობს .
რაც შეეხება 20-50ათასიან რუსულ თოფებს ეგ მერწმუნეტ იჯ-27 არ იქნებოდა ეგ მაღალი რანგის თოფებია რომელიც სხვა სახელით არის ცნობილი როგორც მც.

დამატებულია (03.06.2012, 19:01:41)
---------------------------------------------
არმსანი მაგარი თოფი ყოფილა, ვის აქვს ეს თოფი, რომ მითხრას ასეა?ხომ არ ჭედავს?

მაგარზე რა გითხრა,კარგია მე მომწონს.არ გაგიჭედავს თუ კარგათ მოუვლი და ნორმალურ ვაზნებს მოიხმარ.


შეტყობინება დაამუშავა artemi63 - კვირა, 03.06.2012, 20:04:33
 
giainterstar1დრო: კვირა, 03.06.2012, 22:45:12 | შეტყობინება # 1067
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 94
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009 -მე ნადირობის ეკსტრემალურ პირობებზე გეუბნები 2-3 დგე ტკეში ტოვლში , ტალახში და სვიმაში , რომ ინადირებ ტოფის გასმენდისა, და სახლ ში მისვლის გარე შე--მაგ იგ27 სანდოობაზე მაკვს ლაპარაკი, ტორემ ნომერ ში რომ ნადირს მოგირეკავენ, ან ხეზე დაგიბამენ დატვს და ესვრი 069 ადგილიდან ტურკულის ისე მოკლავს და იტალიურის...იგის ანალოგი ტოფი გერ არგამოუგონებიატ სანდოობის მხრივ... ხოლო ფასების მიხედვიტ ტუ ვიმსგელებტ მარტლას არის სპესსზაკაზი იგები ზაან ზვირების სპილოს ზვლის კონდახებიტ და ასე ჰემდეგ... რომელსას მეკანიზმი მაინს მისიაკ და 25 ატას ევროს ახტება ზოგიერტები,.... ხოლო მანკანის ჰედარებას იარაგტან სულსხვა ტემაა მაგრამ იგივენაირადაა მაკას... გამზლეობაზე და მალლე გატეხვაზეა ლაპარაკი და არა გავლაზე....ტუარ ჰეგეზარება ნახე იყტუბში NIVA END XAMMEr ან ნივა და ბმვ იკს5... და ნებისმიერი შ 48 ეადარე ეკსრტემალურ ნადირობაჰი რომ გამოგადგება და მერე ვისინოტ..რუსულებზე 48 48 39 069

დამატებულია (03.06.2012, 21:45:12)
---------------------------------------------
9 000 ევროიანი ნივა როგორ ხევს 60 000 ევროიან ხამმერს!!!


55555
 
nugomonadireდრო: კვირა, 03.06.2012, 23:25:37 | შეტყობინება # 1068
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
artemi63, მე იჟ-27 მაქვს 30 წელია და ნადირობაში არასოდეს უღალატია. თუმცა იტალიურ-თურქული სტოგერიც კარგად გამომადგა, რომელმაც გასული სეზონის ჩემი იხვზე ნადირობა წარმატებული გახადა. ვფიქრობ პერდეს თუ მაჩუქებენ იმასაც წარმატებულად მოვიხმარ. 23 რაზე ვკამათობთ ძმებო? თოფაძემ თქვა იჟ-27 მირჩევნია ცნობილი მარკის იარაღებსო ხო? მერედა ეს ხომ მხოლო მისი აზრია და მეტი არაფერი. მოდი ნუ ვინერვიულებთ ამაზე. ამ ფორუმში არ ჯობია თქვენ-თქვენს იარაღებზე და წარმატებულ გასროლებზე ისაუბროთ? მე მაგალითად იჟ-27 16 კალიბრი თოფი მაქვს მწყერზე და ვალდშნეპზე სანადიროდ _ გასულ წელს 120 გასროლიდან 100 მწყერი მოვიპოვე, 35 გასროლიდან 22 ვალდშნეპი. გააგრძელეთ ეხლა ეს თემა ხალისიანად და დაწერეთ ვინ რა მოიპოვა თავისი საკუთარი სანადირო თოფით... 166 167

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
xarataდრო: ორშაბათი, 04.06.2012, 01:14:13 | შეტყობინება # 1069
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მაგალითად იჟ_43 მაქ ამით დავიწყე ნადირობა ძაან კმაყოფილი ვარ მწყერზე მაგარია მსუბუქიც არის და ადვილად მოსახმარიც არ დამითვლია რამდენი ვისროლე მარა 5 კილო საფანტი და 2 ბანკა წამალი დავწვი შარშან მწყრობას 167 36_1_69 :36_1_69: 36_1_69

შეტყობინება დაამუშავა xarata - ორშაბათი, 04.06.2012, 01:14:44
 
zrichilaდრო: ორშაბათი, 04.06.2012, 01:37:46 | შეტყობინება # 1070
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მაქვს ცალპირა იჟკ 16 კალიბრი 78 სმ. 1957 წლის პრიცელიანი. ბავშვობიდან ეს თოფი მიჭირავს და როგორც ჩემი სხეულის ნაწილს ისე ვგძნობ, ყველაზე უკეთ ამას ვისვრი იმიტომ რომ ამ თოფმა გამზარდა და უზომოდ მიყვარს ახლაც ვხმარობ მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ ყველაზე საუკეთესოა უბრალოდ სხვას ისევე რომ შევეჩვიო მიჭირს. მინადირია იჟ 27-ით, არმსანით, ატაარმსით, ზაუერით, მც და რავიცი მაგრამ მასავით ვერა. nugomonadire, მართალი ბრძანდებით კაცია და გუნება. მაგრამ იჟს მაიც ბატონი გოგის მიერ ჩამოთვლილი თოფები მირჩევნია

წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
 
GAGA_CHIKOდრო: ორშაბათი, 04.06.2012, 05:30:15 | შეტყობინება # 1071
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 140
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giainterstar1, თქვენ კალაშნიკოვის ტიპის რომელიმე მოდელზე საუბრობთ თუ მე ვერ გავიგე სწორად? 23 საიდან მოგაქვთ ესეთი ინფორმაციებიი?? 23 მექანიზმი რო შევადაროთ არ შეიძლება სირცხვილია უბრალოდ ასევე ფოლადი და ერთობლიობაში იარაგი.ერთი კაცურად მითხარი შენ თუ გინახავს კარგი მოვლილი უცხოური(პრემიუმ)კლასის თოფი რომელსაც ემტყუნოს??? 23 23 23
 
პედიატრიდრო: ორშაბათი, 04.06.2012, 12:37:03 | შეტყობინება # 1072
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მამაო, პერდეზე მე დაგასწარით, მე უნდა მაჩუქოს თოფაძემ... krimanjuli-მ პერაციზე გააკეთა "ნამიოკი" და რა ვქნათ, მამაო, თქვენ ჰოლანდ-ჰოლანდზე უნდა დაგვჯერდეთ, სხვა გზა არაა... 54d43a8c p.s.: თუ არ ვცდები, ძველი ჩინური გამოთქმაა: ყველაზე საუკეთესო იარაღი რომელიაო და რომელიც შენ გაქვსო.
 
nugomonadireდრო: ორშაბათი, 04.06.2012, 12:43:47 | შეტყობინება # 1073
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, ყველაზე საუკეთესო იარაღი რომელიაო და რომელიც შენ გაქვსო. ეს მომეწონა დაგლოცოს ღმერთმა. ნუ რას ვისამთ ეხლა _ დავჯერდები ისევ ჰოლანდ-ჰოლანდს... 069 069 069

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
ENUQICHIდრო: ორშაბათი, 04.06.2012, 13:55:31 | შეტყობინება # 1074
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სანადირო თოფებზე როგორც იცით მაქვს კარგი წიგნი, სადაც მსგავსი ფრაზა წერია, ოღონდ იქვე აქვს ავტორს მიწერილი ობიექტური ჭეშმარიტება, რომ სანადირო იარაღი უნდა იყოს მეტნაკლებად კომფორტული მონადირის მხარზე (მორგებული), უნდა ხასიათდებოდეს გამძლეობით და კარგი მიტანით, ჭრა უნდა ქონდეს და არ უნდა გიმტყუნოთ ნადირობისას (ასეჩკა არ უნდა მიცეს).
ამ კრიტერიუმით თოფი შემდეგში უკვე არის კაცის ხასიათზე და გემოვნებაზე დამოკიდებული თუ რომელი მწარმოებლის, რომელი მოდელი მოწონს და არის მისთვის კომფორტული.
პირადად მე მაქვს უკვე საკმაოდ ნასროლი და კარგად დაკვირვებული ძვირადღირებულ თოფებზე, ჩემთვის ყველაზე კარგად Fაბარმია მომჯდარი მისი არაჩვეულებრივი ბალანსიდან გამომდინარე! მასზე გაცილებით ცნობილი ბრენდის და ღირებულების თოფი ისე კარგად ვერ დავიჭირე ხელში (ბენელი, ბერეტა..).
ამიტომ მონადირემ ფასის მიხედვით არასდროს უნდა იყიდოს თოფი, მან უნდა შეიძინოს ისეთი რომლითაც ყველაზე კარგად გრძნობს თავს იარაღის გამოყენებაში.


★ஜ۩۞۩ஜ★
 
ფირალიდრო: ორშაბათი, 04.06.2012, 14:24:31 | შეტყობინება # 1075
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 294
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობა დავიწყე იჟ 18 , 15 წლის ასაკში გადავედი იჟ 27 , მას მერე 6 წელი გავიდა ერთხეაც არ უმტყუნია მექანიზმს, არც მიტანაში და ჭრაში ვუჩივი წვრილ საფანტში მაგრამ მაინც გადავდო მინდა გვერდზე , ჩამომიგდო მკლავები მაგის თრევამ , კონდახი მოკლე მაქ და არ არის მორგებული, არადა მექნიზმი და ლულა მენანება კარგი აქვს. რაც შეეხება ხარისხს და შესრულებას საერტოდ რუსული იარაგისა არ დგას იმ სიმარლეზე რაც გამოცდილება და ისტორია აქ, უამრავი სულ ახალი ფირმა ჩაგრავს.

ეხლა თემის სათაურიდან გამაომდინარე, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, ყველას გვაქ საოცნებო იარაღი და მეც ვოცნებოვ დარნიზე, რეალობაში კი ვფიქრობ რამაე მსუბუი მოკლე ლულიანის ,ცილინდრულის შძენას , საცვლელი ჩოკებით, ისეთის რომ არცერთ ნადირობაზე რომ არ დაგენანება და არ გიღალატებს , ვნახოთ რამდენად გამიმართლებს 23 .


GAUFRTXILDET BUNEBAS DA VINADIROT KULTURULAD. B. GOGUADZE
 
ktx-100დრო: ორშაბათი, 04.06.2012, 14:39:02 | შეტყობინება # 1076
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 299
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ENUQICHI)
უნდა შეიძინოს ისეთი რომლითაც ყველაზე კარგად გრძნობს თავს იარაღის გამოყენებაში.

მართალია ეს ადამიანი :)


Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
 
bichi2009დრო: სამშაბათი, 05.06.2012, 18:50:33 | შეტყობინება # 1077
ჯგუფი: წაშლილები





giainterstar1, შენი პოსტიდან ასე დავასკვენი რო რუსული ჯართია და არ მენანებაო. წავიდეთ ერთი 3-4 დღით სანადიროდ და ვნახოთ ერთი რას გულისხმობ ექსტრემალურ პირობებში თუგინდა ლაფშიც ჩავაგდოთ? 23_30_126
 
giainterstar1დრო: სამშაბათი, 05.06.2012, 21:29:33 | შეტყობინება # 1078
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 94
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Ружье МЦ-11 - настоящий предмет роскоши, и его приобретение престижно для любого охотника. Это замечательный образец традиционного оружейного мастерства, выполненный искусными тульскими мастерами, делавшими сотни лет великолепное оружие для русских царей. Когда мы называем МЦ-11 "Русским Пёрде", то имеем в виду хорошо сделанное ружьё английского стиля с полными замками системы Ф. Бизли (F. Beesley). Эта система, патент на производство которой был продан затем фирме Джеймса Пёрде, и до сего дня считается одной из самых лучших в мире.

Ружье МЦ-11 1953 г. выпуска.
Сборщик К.М. Наумов, гравер М.С. Игнатьв.
Длина ствола 750 мм, патронники 70 мм.
Сверловка - чок, получок.
Вес ружья 3,55 кг.

Иногда эту систему называют "самооткрывающейся" (self-opening), потому что при поворачивании верхнего ключа запирания стволы сами откидываются вниз под воздействием боевой пружины, которая толкает их через взводители.

Открывание системы не требует никаких усилий, а поджатие боевых пружин достигается после взведения внутренних курков в боевое положение в процессе закрывания стволов и требует приложения некоторой силы.

Самой необычной чертой механизма является то, что при разборке оружия боевая пружина автоматически расслабляется даже в тех случаях, когда взведены курки.

Оформление ружья выполнено в строгом английском стиле, замочные доски покрыты классической для ружей Пёрде букетной гравировкой. Части внутреннего механизма и спусковые крючки позолочены для предотвращения коррозии. Но есть одно существенное различие между МЦ-11 и английским аналогом 12-го калибра: "Русский Пёрде" почти на 800 граммов тяжелее английского "родственника". На это имеются, на мой взгляд, веские причины - ружьё сделано в России, а у нас, как известно, всё более основательно.

Игорь Самохин
МастерРужье, №57, декабрь 2001

დამატებულია (05.06.2012, 20:29:33)
---------------------------------------------
ОРУЖИЕ И БОЕПРИПАСЫ > Русский Пёрде


55555
 
-BERG-დრო: სამშაბათი, 05.06.2012, 21:46:22 | შეტყობინება # 1079
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (giainterstar1)
Это замечательный образец традиционного оружейного мастерства, выполненный искусными тульскими мастерами

069 069
Quote (giainterstar1)
"Русский Пёрде" почти на 800 граммов тяжелее английского "родственника". На это имеются, на мой взгляд, веские причины - ружьё сделано в России, а у нас, как известно, всё более основательно.

069 069 069
 
giainterstar1დრო: ოთხშაბათი, 06.06.2012, 01:33:51 | შეტყობინება # 1080
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 94
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Тест МР-153 ნახეტ ამ ლინკზე 39 http://brakonyerov.net/publ/test_mr_153_a_vam_tak_slabo/12-1-0-535 39 39

55555
 
zrichilaდრო: ოთხშაბათი, 06.06.2012, 02:23:28 | შეტყობინება # 1081
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giainterstar1, 24 გრამიანებსაც კარგად ამუშავებს? თუ 32გრამი და უფრო ზევით მაინტერესებს 23

წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
 
artemi63დრო: პარასკევი, 08.06.2012, 20:00:01 | შეტყობინება # 1082
მაიორი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 196
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Тест МР-153 ნახეტ ამ ლინკზე

მაგნაერი ტესტებით სავსეა იუტუბი გინდა იგივე თურქების.
http://www.youtube.com/watch?v=XLh03-5Echo
http://www.youtube.com/watch?v=rSzvx4H2URU
თან კაცმა არიცის რა ხარისხის თოფებია,მარა ისვრის. 069 10
 
zrichilaდრო: პარასკევი, 08.06.2012, 23:09:16 | შეტყობინება # 1083
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
artemi63, ლინკი არ გამიხსნა იქნებ ვიდეო დადო პირდაპირ რა და მხარზე მიბჯენის გარეშე ემერი 24 გრამიანებს ჭედავს? ატაარმსმა გაჭედა. 23

წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
 
alekoდრო: პარასკევი, 08.06.2012, 23:19:26 | შეტყობინება # 1084
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
krimanjuliდრო: შაბათი, 09.06.2012, 00:00:04 | შეტყობინება # 1085
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, რუსებს რო გლუვლულიან ელიტა კლასში რო უფრო დიდი გამოცდილება და ტრადიციაა აქვთ ვიდრე ნისლიან ალბიონზე ეგ არ იცოდი შეენ??? 069
.
"Русский Пёрде" почти на 800 граммов тяжелее английского "родственника". На это имеются, на мой взгляд, веские причины - ружьё сделано в России, а у нас, как известно, всё более основательно.
არაა ამან დაგლიჯაა რა. 069 069
.
ისე რაც მართალი მართალია, რუსების იგივე ''ტულელების'' კოპიოები მაქვს ნანახიი მართლაც რო გენიალური გამეორებააა. რათქმაუნდა მეტალის ხარისხს არ ვგულისხმობ თორე დანარჩენი სრული იდენტურია.
 
-BERG-დრო: შაბათი, 09.06.2012, 02:19:04 | შეტყობინება # 1086
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (krimanjuli)
-BERG-, რუსებს რო გლუვლულიან ელიტა კლასში რო უფრო დიდი გამოცდილება და ტრადიციაა აქვთ ვიდრე ნისლიან ალბიონზე ეგ არ იცოდი შეენ??

ხო, არ ვიცოდი და კია რო, თუმცა მოგვიანებით, მაგრამ მაინც გავიგე 069
Quote (krimanjuli)
а у нас, как известно, всё более основательно.

ამ ფრაზას რამდენჯერაც წავიკითხავ, ლამის მეც ვხოხავ ამ სმაილივით 069
Quote (krimanjuli)
ისე რაც მართალი მართალია, რუსების იგივე ''ტულელების'' კოპიოები მაქვს ნანახიი მართლაც რო გენიალური გამეორებააა. რათქმაუნდა მეტალის ხარისხს არ ვგულისხმობ თორე დანარჩენი სრული იდენტურია

მეტალის და ხის ხარისხში, მის დამუშავებაშია სწორედ საქმე, თორე სხვა რაა სანადირო თოფი?!
ეხლა თურქებმაც დაიწყეს (უფრო ზუსტად ევროპელებმა დაიწყეს თურქეთში.ძირითადად მაინც) ცნობილი ბრენდების ასე თუ ისე ძველი მოდელების კლონირება და წინასწარ დაგეგმილ რაღაც ხარისხს მიაღწიეს (ცნობილი მარკეტინგული "პრიომია";ხარისხი-ფასი) და რუსები დროებით ან სამუდამოდ უკან ჩამოიტოვეს, მაგრამ მთავარს ვერასდროს ვერ შეიძენს კლონი - სტილს და სულს (ხარისხზე არაფერს ვამბობ), რომელიც ყველა ცნობილი სახელოსნოდან გამოსულ იარაღს აქვს, არასდროს არ ექნება ის "იზიაშესტვო", რაც თუნდაც პირველხარისხოვან თოფებს აქვს.
საერთოდ კლონს როცა ახსენებენ მინდა არ მინდა ცოცხალი ორგანიზმი მახსენდება; იგივე დნმ-საგან ქმნიან, იგივე მასალაა მაგრამ ის რისგანაც კლონი გააკეთეს, ვერასოდეს ვერ იქნება. ყველაფერს რო თავი დავანებოთ - წარსული არ ექნება. წარსული კი ტრადიციაა, ცოდნაა, გამოცდილებაა, სილიერი სიმაღლე და მდგომარეობაა...
ვის ვის და შენ კარგად მოგეხსენება: რამდენი ცნობილი ტილოს და ქანდაკების ასლია, მაგრამ ორიგინალის გარდა არცერთი არ იწვევს აღფრთოვანებას და სულიერ "აშლილობას" 167
უფფ...მეც კარგა მოზრდილი პოსტი მივეცი. მარა ასეა, გურული რო გამოგიწვევს 069
 
GAGA_CHIKOდრო: შაბათი, 09.06.2012, 03:34:20 | შეტყობინება # 1087
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 140
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giainterstar1, მეგობარო ან გვეხუმრები(ეს სასაცილო აგარაა უკვე!!!)ან არ იცი რა განსხვავებაა ამ ორ ქვეყანას შორის და თუ არ იცი მაშინ სხვაგვარად უნდა მოიქცე კითხვა უნდა დასვა რომელზეც აუცილებლად მიიღებ ამომწურავ პასუხს,თუ ამის სურვილი არ გაქ და მაინც თვლი რომ რუსები უკეთესი მეიარაღეები არიან ვიდრე ბრიტანელები ძალიან ცდები რაში დარწმუნებაც ძალიან ადვილია თუ რაღათქმა უნდა სურვილი გექნება ამის

დამატებულია (09.06.2012, 02:34:20)
---------------------------------------------
.
"Русский Пёрде" почти на 800 граммов тяжелее английского "родственника". На это имеются, на мой взгляд, веские причины - ружьё сделано в России, а у нас, как известно, всё более основательно.
krimanjuli, ამან კიარ დაგლიჯა გადაგლიჯა 166 069 069 069

 
fshaveloდრო: შაბათი, 09.06.2012, 03:50:20 | შეტყობინება # 1088
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (-BERG-)
ყველაფერს რო თავი დავანებოთ - წარსული არ ექნება. წარსული კი ტრადიციაა, ცოდნაა, გამოცდილებაა, სილიერი სიმაღლე და მდგომარეობაა...

ოქროს სიტყვებია, ბექა!!! 04 04 04

თუმცა სიმარლთე ერთია_რუსული იარაღისადმი მსგავს დამოკიდებულებას იწვევს ის, რომ სხვა მწარმოებლებთან ასეთი მასიური შეხება არ ჰქონია ჯერ ქართველ მონადირეს.


საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
 
GAGA_CHIKOდრო: შაბათი, 09.06.2012, 06:10:47 | შეტყობინება # 1089
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 140
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
fshavelo, მე მაინცდამაინც ვერ დაგეთანხმები არც მე და ალბად შენც არ გინახავს ზემოთ ნახსენები ინგლისური თოფები და ვაღიარებთ რომ საუკეთესოა(საწყალი პერდეს შთამომავლები ჩემი აღიარება დაჭირდათ) რაც კაცმა არიცის უნდა იკითხოს იმ სფეროში კომპეტენტურ პირთან და უნდა დიჯეროს როცა დაუსაბუთებენ,ებრაელებს აქვთ ესეთი წყევლა დაახლოებით ესე ჟღერს "შენი არ იცოდე და სხისიც არ გეჯერებოდესო"
 
krimanjuliდრო: შაბათი, 09.06.2012, 08:04:49 | შეტყობინება # 1090
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამას წინათ ერთი ხუმრობდა : რუსებს ყველაფერი აქვთ რომ კარგი იარაღი შექმნანო , უბრალოდ სულიერი მდგომარეობა არ ყოფნით ამისთვისოო....
.
სხვათაშორის ძაან ადრე 1999 წელს სანაპიროზე პუშკინიდან რო ჩამოუყვებოდი ერთი მაღაზია იყო ''კლუბი 77'' ეწერა ხო წარმოიდგინეთ ჯერ ისევ რომელი პერიოდია, ხოდა ამ მაღაზიაში ხდებოდა საქართველოში ძვირფასი და უძვირფასესი თოფების მოძიება და გაყიდვა ძვირად ან საერთოდაც ''კლიენტის'' საზღვარგარეთ მოძიება. ეხლაც კარგად მახსოვს რამდენი თოფი იყო და რა რიგის მიხედბით ჩამწკრივებული ვიტრინაში ვერტიკალურად. პირველი სამი თოფი მარჯვნიდან მარცხნივ იყო ჯეიმს პერდე. ორი ერთიდაიგივე მოდელი კლასიკური და ინგლისური კონდახებით, ერთი აშკარად დაკვეთით გაკეთებული ნახევრად ფისტალეტური კონდახით, პირველ ორს ფასები 5000-5000-დოლარი ედოთ ხოლო იმ ''ლიმიტედს'' 12 000 $. შემდეგ მოდიოდა ''ლანკასტერის '' მარტივი მოდელი ძვირად შესრულებული მასალით, მაგალითად კონდახი სპილოსა და ანტილოპას რქებითა და ძვლებით იყო აწყობილი, რაც საკმაოდ ამძიმებდა თოფს. შემდეგ იდო ჰოლანდ ჰოლანდი წყვილი ლულით,(სამწუხაროდ არა ისეთი რომელიც ნამდვილ სახეს წარმოადგენს) '''შემდეგ ვესტლი რიჩარდსი'' ერთი და ორის ბელგიურები , სამწუხაროდ მაშინ დიდად ვერ ვერკვეოდი თოფებში და ვერ მივხვდი და იმათმაც ვერ მითხრეს რა ფირმის იარაღები იყო... შემდეგ ორიცალი ორივე წყვილი ლულით მერკელები 302 და 303 მოდელები იდო, ერთს 2500 დილარი და მეორეს რატომღაც 16 000 $, დახლზე ზემოდან რაღაც გერმანული ორი თოფი ქონდათ დადებული და მსჯელობდა ოდნავ ჩაბნელებულ ოთახში ეგ სამი კაცი რა იყო და რამდენად უნდა გაეყიდათ, მაშინ ელექტრო ენერგია ''ვერ იყო'' და შესაბამისად ოთახს გარედან შემოსული მტკვარზე არეკლილი მზის ათინათი აელვარებდა ალაგ ალაგ, შუშუს ვიტრინაში ჩადებულ თოფებს ეს ნათები და სხივთა ციმციმი ხან ლულებზე გადაურბენდა ხანაც მთლიანად შემოეხვეოდა ხოლმე, ეს გაშავებული დაზეთილი და ამ გაშავებულებში გაცრეცილი ლულების სხვაგვარი ლიცლიცი რაღაც განსხვავებულ ემოციას გვრიდა კავს, არა უფრო ბავშვს მაშინ პატარა ვიყავი და იქ დამამახსოვრდა ეგ ყველაფერი, რაღაც შერლოკჰოლმსეული სუნი ტრიალებდა. წითელ ბარხატზე, შუშის მიღმა თითქოს ეპოქები იყვნენ მიწყობილი ერთმანეთის გვერდით ნაპოლეონის ხიშტიანი ჯარისკაცებიცით და შემომცქეროდნენ.... თოფები მანამდეც მიყვარდა მაგრამ სხვა თვალით არასოდეს შემიხედავს მანამ... აი იმ სხვას ვერ ბადებს სწორედ გამეორება ჩემო ბერგ და გეთანხმები 100000%-ით. ვერანაირი კლონი ვერ განგაცდევინებს ორიგინალის შეგრძნებას.
იმ თოფებიდან პერდეს მერკელს ლანკასტერს და და ბელგიურს შევეხე და საკმაოდ კარგად დავათვალიერე.. კი ვეხვეწე მეთქი ბარემ ჰოლანდ ჰოლანდიც თქო მაგრამ გარეთ გამომისროლეს.... ეხლკაც არ ვიცი ვინები იყვნენ, მალევე ჩავიარე მანდ და ერთხელ დაკეტილები დამხვდნენ და შემდეგ უკვე დახურულები, ასე რო არც მაგათი ასავალი გამიგია და არც დასავალი, ერთ მივხვდი რო საქართველოში არის ძვირფასი თოფები და შეიძლება კაცმა დაძებნოს ....
 
nugomonadireდრო: შაბათი, 09.06.2012, 10:13:10 | შეტყობინება # 1091
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ისე ძალიან მაინტერესებს 50-70 წლის რომაა შენი სანადირო თოფი და კიდევ საუკეთესოდ მუშაობს, რა ჰქვია ამას ძმებო? დაუსვით თქვენს თავს კითხვა _ ხომ არ გაუძლო გამოცდას რუსულმა სამამულო თოფებმა? არამგონია ჩემი თაობის და კიდე უფროსებს მოსწონდეს იმ სანუკვარი ნივთის გინება და ძაგება რომლისთვის ათასჯერ და მეტჯერ გვიკოცნია და მოვფერებივარ კარგად მსახურებისთვის. გთხოვთ ნუ ვიქნებით უსამართლონი და ასე ვთქვათ: გადასარევია და საუკეთესო ცნობილი ევროპული მარკის სანადირო თოფები და კარგია რუსულიც, ანუ ცუდი არ არის... 167 23

’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
 
ktx-100დრო: შაბათი, 09.06.2012, 10:32:33 | შეტყობინება # 1092
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 299
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დღეს ვიყავი გუდვილში, HUGLU 104 მაინტერესებდა და ვნახე ,ფასები იწყებოდა 900 ლარიდან და სიმართლე გითხრათ იმედი გამიცრუვდა, ჯერ მარტო იმიტომ რომ ახალ თოფს არანაირი გარანტია არ აქვს, როცა მის გვერძე იდო არმსანი და იმას ჰქონდა გარანტია, მერე გასინჯვის საშუალებაც კი არ გაქვს (ამისათვის 3 დღიანი გარანტია მაინც რომ ყოფილიყო საკმარისი იქნებოდა) ამხელა ფასიან თოფს ყიდულობ მხოლოდ ვიზულური დათვალიერებით, მერე კიდე მისი ვიზუალითაც საკმაოდ იმედგაცრუებული დავრჩი, ინტერნეტში და სურათებში საკმაოდ სიმპატიური და ლამაზი ჩანს და რეალურად რომ შევხედე მიუხედავად მისი ნაქები კაკლის კონდახისა პლასტმასის შთაბეჭდილება დამიტოვა, სათამაშო თოფს გავდა რომ ვუყურებდი... მოკლედ ალბათ ისევ იჟ27-ს დავუწყებ ძებნას 25

Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
 
giainterstar1დრო: შაბათი, 09.06.2012, 15:32:24 | შეტყობინება # 1093
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 94
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ის ვისი რომ ზემოტჰამოტვლილ ტოფებჰი რომ მაგნიუმის ტკვიები ისროლო გადასაგდები იკნება კველა 10 სროლის ჰემდეგ , რას მპ27მ -არემუკრება ტუგინდა 10 0000 ისროლო, ამიტომას ახალი ტოფი გობს ზველ უსხოურს... ისვრის 24 გრამიდან 55 გრამამდე, ასერომ ამ საიტის ტენდენსიიდან ჰანს რომ ,არავის არმოსონს რუსული ტოფები, რას მსდარი ჰეხედულებაა, ხოლო უსხოური ზველი თოფები ვიტრინებისა და კოლეკსიონერების საკმეა... ახალი უხოურები ზაან კარგებია -სნობილი ფირმების, მაგრამ ფასია უსასრულო... მე მაინს იგ27 მირჰევნია,რასგინდა მოპარული უზახონ, მალეალბატ კალაHიკოვზეს მოპარულიაო იტკვიან 069 069 069

დამატებულია (09.06.2012, 14:32:24)
---------------------------------------------
Необходимо помнить и еще об одном малозаметном процессе – усталости металла. Звучит это примерно так: «Усталость есть изменение механических свойств металлов и их микроструктуры под действием переменных нагрузок». В ружье эти нагрузки, как производная от давления, имеют место быть. А быстрота проявления усталости металла пропорциональна величине этих нагрузок. И проявляется она самым неожиданным, а главное – опасным образом.


55555
 
GAGA_CHIKOდრო: შაბათი, 09.06.2012, 16:54:40 | შეტყობინება # 1094
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 140
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giainterstar1, 1) არავის უთქვამს რუსული თოფი ვერ აკეთებს თავის საქმესო 2)უბრალოდ ნუ შევადარებთ იჯს და პერდეს ერთმანეთს 3)მოპარული რომაა კალაშნიკოვის ტიპის ცეცხლ-სასროლი ავტომატი ეგ ახალი არაა და კარგად მოიდზიე ინფორმაცია ან დოკუმენტურ გადაცემებს უყურე4)მეთიტონ საექსპორტო იჟ-54 რომელიც საქარტველოში რუსული არსებული თოფების მინიმუმ 60% აჯობებს მაქ და არაპერში არ ვემდური პირიქით მომენტებია ისეთი ხალხი გაკვირვებულია ისეთ მანდზილზე ამიყვანია ფრინველი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ H$H ჯობია,აქ ყველა ამას ვამბობთ და არა იმას რომ რუსული თოფები უნდა გადავყაროთ,ცასასვლელი როცა ხარ სადგაც და გყავს მერსედესი ცახვალ იმით მაგრამ შეიდზლება არ გყავდეს და ნივით წახვიდე რა ჯობია ეხლა ნივაა??
 
giainterstar1დრო: შაბათი, 09.06.2012, 19:26:54 | შეტყობინება # 1095
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 94
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სანადიროტ ტუმიდიხარ, ნამდვილად ნივა , ან იო გობია , ტუმსა მემკავს მერსედესი , და ბოლო ტოვლჰი სვლებსა და გუბურებჰი სიარულის დროს ნომერის დამიკარგავს, ასერომ ახალი ნომრის კიდვა და აგება მომსევია, აკედან მსარე დასკვნა ის გამოვიტანე რომ ტუ ტეკნიკას ან იარაგს არააკვს ის პოტენსია , რა მიზანსას გინდა მოახმარო, დაგუპავ ან დაჰლი ნასილებად ,ბევრი პერდე და უსხოური ტოფები გამიგია ზედმეტი სნევისაგან ანუ სამლის მაგალი დოზირებისას, ზოგ მონადირეებს სივიოსა და კონდახების აფეთკებისას ხელის კიდურები დასახიჰრებიატ,არას ვამბობ ლულების გახევაზე- რას ახალი იგების 90 მპ სნევის ლულებზე არხდება,და ამიტომას ვამბობდი ეკსტრემალური ნადირობის პირობებჰი იგ27 საუკეტესოა მეტკი...

uaz g f60d hunter a5 1000569 1000559 a5 01155

დამატებულია (09.06.2012, 18:26:54)
---------------------------------------------
კალაჰნიკოვის ტუ მოპარული იკო პირველად გავიგე 069 069 069 რასარ გაიგებს ადამიანი ფორუმზე,და ენას ხოარ მოუპარავტ რუსებს , ტუმსა რაჰი მაინტერესებს 10 10 10 39 :39: 39 39


55555
 
zrichilaდრო: შაბათი, 09.06.2012, 21:35:09 | შეტყობინება # 1096
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (giainterstar1)
ამიტომას ახალი ტოფი გობს ზველ უსხოურს
არა მეგობარო 1995 წლის შემდეგი გამოშვება იჟ27 ხარისხით ჩამორჩება ძველს.
Quote (giainterstar1)
ხოლო უსხოური ზველი თოფები ვიტრინებისა და კოლეკსიონერების საკმეა
არც აქ გეთანხმები, შეიძლება მუზეუმში დადო იმიტომ რომ ბევრი იმუშავა, მეგობარს აქვს ზაუერი პაპის ნაქონი(კარგი მონადირე იყო) და პასტაიანად მუშაობს ისევ ახალივითაა რამდენი აქვს ნასროლი კაცმა არ იცის.
Quote (giainterstar1)
მაგრამ ფასია უსასრულო
იაფი და კარგი არ არსებობს.
Quote (giainterstar1)
და ამიტომას ვამბობდი ეკსტრემალური ნადირობის პირობებჰი იგ27 საუკეტესოა მეტკი
და ნადირობა სულ ექსტრემალურია აბა საღორეში დანით ვნადირობთ

დამატებულია (09.06.2012, 18:49:33)
---------------------------------------------
krimanjuli, ჯიგარი ხარ მაგარია 166

დამატებულია (09.06.2012, 20:13:38)
---------------------------------------------
giainterstar1, კალაშნიკოვი შმაიზერის ემპე 43-ის უკანონო შვილია

დამატებულია (09.06.2012, 20:35:09)
---------------------------------------------
ესეც მპ44


წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის

შეტყობინება დაამუშავა zrichila - შაბათი, 09.06.2012, 21:21:09
 
roko2092დრო: კვირა, 10.06.2012, 02:13:36 | შეტყობინება # 1097
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 158
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giainterstar1, ვადევნებ თვალყურს თქვენ დისკუსიას და გადავწყვიტე მეც დამეწერა რაგაც დავიწყოთ იქიდან რომ რუსული თოფების უმეტესობა მოპარულია და ევროპული თოფების ანალოგია ერთადერთი თოფი რომელიც თვითონ შექმნეს ტოზ-34 მის გამძლეობა და საიმედოობა ყველას მოგეხსენებათ არაფერს დავწერ ბევრი წერია ამ ფორუმზე (სუსტი მშვილდები) ამბობთ რომ ექსტრემალურ პირობებში რული ჯობს ევროპულსო რა საფუძველი აქ თქვენს ამ აზრს?? მინადირია დზველი იჯ-27-ით მიტანასაც არაუშავს და ჭრასაც და ამ თოფს სიამოვნებით გავცვლიდი დაჟანგულ და მოუვლელ პერდეში თუნდაც ბრაუნინგში ახალ იჟ-27 ლაპარაკიც არ მაქ მოგესენებათ ეს თოფი ხშირად აკეთებს გაორებულ გასროლებს და მის საიმედოობაზე და გამძლეობაზე ლაპარაკიც არ ღირს. შემოთავაზება მაქ თქვენთან გაგიცვლით ძველ იჟ-27 საუკეთესო მდგომარეობაში მყოფს და ახალს გაუსროლელს ზედ დავამატებ პერდეში თუ პერდე არ იქნება ჭირიან ბერეტაში მაინც 167

ა.ლაცაბიძე
 
GAGA_CHIKOდრო: კვირა, 10.06.2012, 03:00:28 | შეტყობინება # 1098
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 140
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giainterstar1, შენ მეგობარო ან არ გესმის ან არ გინდა რომ გაიგო! 25 1) მერსედეს ყავს G-კლასის ყველგან მავალი რომელსაც ვერც ნივას შეადარებ და ვერც პაჯეროს 2)სად გაგიგია რომ პერდე გასკდა და ვინმეს კიდური... საიდან იგონებ ამ რაგაცეებს უკვე დამგლელი გახდა ეს ყველაფერი!!!! პერდე იდიოტის ხელში თითქმის არ ხვდება(ფასის გამო და რამდენადაც მახსოვს ყველა მსურველზე არ იყიდება) და არც არავინ ისვრის მაგნიუმის ვაზნას პერდედან თუ მაგნიუმზე გათვლილი არაა ამისთვის შესაფერის ლულებიანი თოფები არსებობს3)აქ შენი ან სხვის მოსატყუებლად არავინ არაა და ცოტა კორექტულად ისაუბრე და ცინიკურ საუბარს და კითხვებს თავი დაანებე!
 
fshaveloდრო: კვირა, 10.06.2012, 04:24:46 | შეტყობინება # 1099
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (giainterstar1)
ბევრი პერდე და უსხოური ტოფები გამიგია ზედმეტი სნევისაგან ანუ სამლის მაგალი დოზირებისას, ზოგ მონადირეებს სივიოსა და კონდახების აფეთკებისას ხელის კიდურები დასახიჰრებიატ

შენთვითნვე ამბობ დენთის ზედმეტი დოზისგანო და რაღა გინდა? ? ? დენთის ზედდმეტი დოზა "თვით" იჟსაც და ტოზსაც გახეთქავს! 17


საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
 
krimanjuliდრო: კვირა, 10.06.2012, 07:49:00 | შეტყობინება # 1100
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
განცხადება:---გავხეთქავ იჟ-27-ის მაგნუმის ლულას 20 გრამიანი ვაზნით..... იყოს 15 გრამი ჯანდაბას... 069
. რაში მჭირდება მაგნუმი როცა პერდე გაქვს კაცს, რასაც შენ ''50'' გრამიანი სუპერ მაგნუმით გააკეტებ იმას 25 გრამიანით შევძლებ. შენ მძიმე თოფი უნდა ათრიო, მე მჩატე თოფით ვივლი, შენ უნდა დაიღალო და მე უნდა ვისეირნო, დაღლილზე მეტი შანსი გაქვს დააცილო, მე კიდევ ბუნებაში გასეირნებით და ამ სილამაზის ნახვის შემდეგ რა დამღლის ... პირიქით. შენ ტყვიის სიძლიერეზე და მის დიამეტრზე ხარ დამოკიდებული. მე კიდევ მის თანაბარ გაშლაზე , განაწილებასა და დაჯგუფებაზე, რაც მეტად ბევრი მოხდება მით ჩემთვიკს კარგი... შენ მხარი უნდა დაილურჯო მაგნუმების ნასროლი და ბალიშები ჩაუფინო, მე კიდევ გასროლას ისე შევიგრძნობ როგორც ტირის თოფის სიამოვნებას მიზანში სროლიდან, შენ მესამე გასროლისას ორივე თვალის დახუჭვას დაიწყებ რადგანაც შიშები დაგეწყება მე კიდევ ერთი თვალით ფრინველს ამოვიღებ მიზანში და მეორეთი მანძილს გავზომავ რო ძაან ახლოს არ მომიწიოს გასროლა რათა ფრინველი მოხვედრილი საფანტით არ გავაფუჭოო. ამას ზოგადად ვიძახი კონკრეტულად არავის მიმვმართავ.
.
ესთეტიკა ნუთუ არაფერს ნიშნავს იარაღშიიი?

.
[img][/img]
.
[img][/img]
.
კარგად დააკვირდით ამ ორ თოფს ... მათ შორის საუკუნეა თითქმის განსხვავება დამზადებიდან... იმედია იმის მიწერა არაა საჭირო რომელი რომელია 069
 
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика